კლდის უძველესი მხატვრობა ირანიდან
24-11-2017
კლდის უძველესი მხატვრობა ირანიდან
ირან­ში, ცენ­ტ­რა­ლურ პრო­ვინ­ცი­ა­ში, ქა­ლაქ ჰო­მე­ინ­თან ახ­ლოს ნა­პოვ­ნი კლდის მხატ­ვ­რო­ბის ნი­მუ­შე­ბი შე­საძ­ლოა მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერ­თი უძ­ვე­ლე­სი აღ­მოჩ­ნ­დეს.

ნა­ხა­ტებს ირა­ნელ­მა არ­ქე­ო­ლოგ­მა მო­ჰა­მედ ნა­სე­რი­ფად­მა მი­აკ­ვ­ლია, რო­მე­ლიც უძ­ვე­ლე­სი მხატ­ვ­რო­ბის ნი­მუ­შე­ბის აღ­მო­ჩე­ნა­ზე 2008 წლი­დან მუ­შა­ობს. შე­მოვ­ლი­ლი აქვს მთე­ლი ქვე­ყა­ნა, სხვა­დას­ხ­ვა დროს აღ­მო­უ­ჩე­ნია მხატ­ვ­რო­ბის მრა­ვა­ლი ნი­მუ­ში, რო­მე­ლიც რი­ტუ­ა­ლურ ცეკ­ვებს, ნა­დი­რო­ბის სცე­ნებ­სა თუ ცხო­ვე­ლებს ასა­ხავს.

მე­გობ­რებ­თან ერ­თად პიკ­ნიკ­ზე მყოფ­მა მო­ჰა­მედ­მა კლდე­ზე ფი­გუ­რე­ბის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბი შემ­თხ­ვე­ვით შე­ნიშ­ნა. ეს მა­შინ მოხ­და, როცა სა­დი­ლო­ბის შემ­დეგ მის­მა მე­გობ­რებ­მა და­ი­ძი­ნეს, მან კი გა­სე­ირ­ნე­ბა გა­დაწყ­ვი­ტა.

ირა­ნე­ლი არ­ქე­ო­ლო­გი ამ­ბობს, რომ მხატ­ვ­რო­ბის ამ მე­ტად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნი­მუ­შე­ბის ასა­კი სულ მცი­რე 40 000 წე­ლი უნ­და იყოს.
"ი­სე­თი გრძნო­ბა მქონ­და, თით­ქოს გან­ძის დიდ სა­ცავს მი­ვაკ­ვ­ლი­ე", – აღ­ნიშ­ნა მან.

ტე­რი­ტო­რი­ის შეს­წავ­ლა, სა­დაც ნა­ხა­ტებს მი­აკ­ვ­ლი­ეს, გრძელ­დე­ბა. შეს­წავ­ლის პრო­ცეს­ში ჰო­ლან­დი­ე­ლი და კა­ნა­დე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბიც ჩა­ერ­თ­ნენ. ისი­ნი ამ არე­ალ­ში და­მა­ტე­ბით
მხატ­ვ­რო­ბის სხვა ნი­მუ­შე­ბის არ­სე­ბო­ბა­საც არ გა­მო­რიცხა­ვენ.

ფიქ­რო­ბენ, რომ მუ­ჰა­მედ ნა­სე­რი­ფა­დის აღ­მო­ჩე­ნა ადას­ტუ­რებს ვა­რა­უდს, რომ­ლის თა­ნახ­მად უძ­ვე­ლეს­მა ადა­მი­ა­ნებ­მა მხატ­ვ­რო­ბის სა­ერ­თო ტრა­დი­ცი­ე­ბი მა­ნამ­დე შე­ი­მუ­შა­ვეს, ვიდ­რე აფ­რი­კას და­ტო­ვებ­დ­ნენ. სწო­რედ ამით აიხ­ს­ნე­ბა კლდის მხატ­ვ­რო­ბის კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში, ეს­პა­ნეთ­ში, ირან­სა თუ სამ­ხ­რეთ აფ­რი­კა­ში გა­ფან­ტულ ნი­მუ­შებს რომ თე­მა და ფორ­მე­ბი იდენ­ტუ­რი აქვს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია ISNA-ს მი­ხედ­ვით
ჟურნალი "ისტორიანი", #75
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!