რას უშვრებოდნენ რომაელები ნარჩენებს
24-11-2017
რას უშვრებოდნენ რომაელები ნარჩენებს
თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რო­გორ ეპყ­რო­ბოდ­ნენ პომ­პე­ე­ლე­ბი სა­ყო­ფაცხოვ­რე­ბო ნარ­ჩე­ნებს, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ ისი­ნი უფ­რო უფ­რ­თხილ­დე­ბოდ­ნენ გა­რე­მოს, ვიდ­რე ჩვენ.

რო­ცა ვე­ზუ­ვის ამოფ­რ­ქ­ვე­ვი­სას და­მარ­ხუ­ლი ან­ტი­კუ­რი ქა­ლა­ქე­ბის გათხ­რე­ბი და­იწყო, მდიდ­რულ­მა ვი­ლებ­მა, ულა­მა­ზეს­მა ფრეს­კებ­მა და ოქ­როს სამ­კა­უ­ლებ­მა სხვა ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია გა­და­ფა­რა. ახ­ლა კი, ათე­უ­ლო­ბით წლის შემ­დეგ, მეც­ნი­ე­რებ­მა სხვა დე­ტა­ლე­ბის კვლე­ვაც და­იწყეს, მათ შო­რის, სა­ყო­ფაცხოვ­რე­ბო ნარ­ჩე­ნე­ბი­სა.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ნაგ­ვის ნარ­ჩე­ნებს პომ­პე­ი­სა და მის მე­ზო­ბელ ქა­ლა­ქებ­ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სწავ­ლობ­დ­ნენ, რა­თა გა­ერ­კ­ვი­ათ, რო­გორ ექ­ცე­ოდ­ნენ ამ ქა­ლა­ქე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სა­კუ­თარ ნივ­თებს. აღ­მოჩ­ნ­და,
რომ პომ­პე­ის ქუ­ჩებ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი იყო ნაგ­ვის ურ­ნე­ბი და კა­ლა­თე­ბი. თუმ­ცა პომ­პე­ის­თან ახ­ლოს, ერთ-ერთ სო­ფელ­ში, სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ქუ­რა ისე­თი მტვრით იყო და­ფა­რუ­ლი, შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა რჩე­ბო­და, რომ ის არა­სო­დეს გა­უ­სუფ­თა­ვე­ბი­ათ.

თე­ო­დორ პე­ნია, კა­ლი­ფორ­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, კვლე­ვის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი: "ქუ­რის პირ­ვე­ლა­დი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას რჩე­ბო­და გან­ც­და, რომ მი­სი მფლო­ბე­ლე­ბი იყ­ვ­ნენ ბი­ჭე­ბი სა­ერ­თო საცხოვ­რებ­ლი­დან.
სამ­ზა­რე­უ­ლოს­თან ახ­ლოს მყო­ფი სა­თავ­სოც არ ტო­ვებ­და კარგ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას. უწეს­რი­გოდ იყო მიგ­­დე­ბუ­ლი ბრინ­ჯა­ოს სათ­ლი, რომ­ლი­თაც ჭი­დან წყა­ლი მოჰ­ქონ­დათ. ქოთ­ნებს ნა­პი­რე­ბი ჰქონ­დათ ჩა­მომ­ს­ხ­ვ­რე­უ­ლი და ქვა­ბე­ბი შე­კე­თე­ბუ­ლი იყო, მაგრამ შე­საძ­ლოა მე­ტად ად­ვი­ლად დაშ­ლი­ლიყ­ვ­ნენ. თუმ­ცა, ამ ნივ­თე­ბით მა­ინც სარ­გებ­ლობ­დ­ნენ და მათ გა­დაყ­რას აშ­კა­რად არ ჩქა­რობ­დ­ნენ".
რომაული საპირფარეშო ოსტიაში
ასე­ვე პომ­პე­ის­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე სა­მე­ურ­ნეო კომ­პ­ლექ­ს­ში, სა­დაც ღვი­ნოს აყე­ნებ­დ­ნენ, ათას­ზე მე­ტი ამ­ფო­რაა, რომ­ლი­თაც ღვი­ნო გა­დაჰ­ქონ­დათ. შე­კე­თე­ბის კვა­ლი ბევრ ამ­ფო­რას ეტყო­ბა. თუმ­ცა შე­კე­თე­ბუ­ლებ­საც ისე­ვე იყე­ნებ­დ­ნენ ღვი­ნის გა­და­სა­ტა­ნად, რო­გორც ახ­ლებს.
რო­ცა მეც­ნი­ე­რებ­მა ქუ­ჩა­ში გა­მო­ტა­ნი­ლი ნარ­ჩე­ნე­ბის შეს­წავ­ლა და­იწყეს, ელოდ­ნენ, რომ მრავ­ლად იპო­ვიდ­ნენ მი­ნის ნივ­თებს, მა­გა­ლი­თად სუ­ნა­მოს ბოთ­ლებს, მაგ­რამ ვა­რა­უ­დი არ გა­მარ­თ­ლ­და. აღ­მოჩ­ნ­და, რომ მათ აგ­რო­ვებ­დ­ნენ, ად­ნობ­დ­ნენ და სხვა და­ნიშ­ნუ­ლე­ბით იყე­ნებ­დ­ნენ.

რა თქმა უნ­და, გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი შე­ფა­სე­ბა იქ­ნე­ბა, რომ პომ­პე­ის მცხოვ­რებ­ლე­ბი ნარ­ჩე­ნე­ბის გა­და­მუ­შა­ვე­ბის თავ­გა­მო­დე­ბუ­ლი მომ­ხ­რე­ე­ბი იყ­ვ­ნენ, მაგ­რამ იმის თქმა და­ნამ­დ­ვი­ლე­ბით შე­იძ­ლე­ბა, რომ სა­კუთ­რე­ბას უფ­რ­თხილ­დე­ბოდ­ნენ, კე­რა­მი­კის თუ სხვა ჭურ­ჭელს დიდ­ხანს იყე­ნებ­დ­ნენ, ხო­ლო და­ზი­ა­ნე­ბულს შე­ა­კე­თებ­დ­ნენ ან სხვა და­ნიშ­ნუ­ლე­ბას უძებ­ნიდ­ნენ.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია  Usatoday.com-ის მი­ხედ­ვით
ჟურნალი "ისტორიანი", #75
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!