აფხაზთა საგვარეულოს მემკვიდრეობა საქართველოსა და კანადაში
24-11-2017
აფხაზთა საგვარეულოს მემკვიდრეობა საქართველოსა და კანადაში
თავად აფხაზთა საგვარეულო სათავეს აფხაზეთიდან იღებს.
ეს საგვარეულო გახლავთ აფხაზეთის ერთ-ერთი წარჩინებული გვარის – ანჩაბაძეთა კახეთში დამკვიდრებული შტო. ქართულ საისტორიო წყაროებში აფხაზთა საგვარეულოს წარმომადგენლები XVII საუკუნის შუა ხანებიდან მოიხსენებიან. XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ისინი საკმაოდ დაწინაურდნენ ქართლ-კახეთის თავადთა შორის. სამშობლოსა და მეფის ერთგულების საპასუხოდ აფხაზებს დიდად სწყალობდნენ მეფეები – ერეკლე II და გიორგი XII.

აფხაზ­თა გვარ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლოს არა­ერ­თი ღირ­სე­უ­ლი პი­როვ­ნე­ბა მის­ცა. მათ შო­რის გა­მორ­ჩე­უ­ლია სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გმი­რი, კონ­ს­ტან­ტი­ნე (კო­ტე) აფხა­ზი.
მის სა­ხელს არა­ერ­თი საქ­ვეყ­ნო საქ­მე უკავ­შირ­დე­ბა. გე­ნე­რა­ლი კონ­ს­ტან­ტი­ნე აფხა­ზი არ­ჩე­უ­ლი იყო თბი­ლი­სის სა­ად­გილ­მა­მუ­ლო ბან­კის სა­მე­ურ­ვეო კო­მი­ტე­ტის წევ­რად. ას­რუ­ლებ­და ქართლ-კა­ხე­თის თა­ვა­დაზ­ნა­ურ­თა წი­ნამ­ძღო­ლის მო­ვა­ლე­ო­ბას.
კონსტანტინე (კოტე) აფხაზი. ალექსანდრე როინაშვილის ფოტო
მი­სი უშუ­ა­ლო ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით კა­ხეთ­ში გა­იყ­ვა­ნეს რკი­ნიგ­ზა. 1917-1918 წლებ­ში ის იყო თბი­ლის­ში ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე. კონ­ს­ტან­ტი­ნე აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკ­ლე­სი­ის
ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის აღ­დ­გე­ნის­თ­ვის ბრძო­ლა­ში. იყო სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის ერთ-ერ­თი ფუ­ძემ­დე­ბე­ლი, ხო­ლო 1921-1923 წლებ­ში ამ პარ­ტი­ის თავ­მ­ჯ­დო­მა­რის მო­ვა­ლე­ო­ბა­საც ას­რუ­ლებ­და.

1917 წელს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნულ­მა ყრი­ლო­ბამ კონ­ს­ტან­ტი­ნე აფხა­ზი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი საბ­ჭოს წევ­რად აირ­ჩია. სა­ქარ­თ­ვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის პე­რი­ოდ­ში იყო დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი კრე­ბის წევ­რი, აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აქ­ტის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში. 1921 წელს, ბოლ­შე­ვი­კუ­რი რუ­სე­თის მი­ერ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ანექ­სი­ის შემ­დეგ, გე­ნე­რა­ლი კონ­ს­ტან­ტი­ნე აფხა­ზი ეროვ­ნულ-გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი მოძ­რა­ო­ბის ერთ-ერ­თი ლი­დე­რი გახ­და.

მი­სი თა­ოს­ნო­ბით და­არ­ს­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ინ­ტერ­პარ­ტი­უ­ლი პა­რი­ტე­ტუ­ლი კო­მი­ტე­ტის (სა­ქარ­თ­ვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის კო­მი­ტე­ტი) სამ­ხედ­რო ცენ­ტ­რი, რო­მე­ლიც კო­ორ­დი­ნა­ცი­ას უწევ­და სა­ერ­თო-სა­ხალ­ხო ამ­ბო­ხის­თ­ვის მზა­დე­ბას. გამ­ცემ­ლო­ბის შე­დე­გად, სამ­ხედ­რო ცენტრს ჩე­კის­ტებ­მა მი­აგ­ნეს. კო­ტე აფხა­ზი და­ა­პა­ტიმ­რეს და სა­სიკ­ვ­დი­ლო გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­უ­ტა­ნეს. 1923 წლის 20 მა­ისს გე­ნე­რა­ლი კონ­ს­ტან­ტი­ნე აფხა­ზი თოთხ­მეტ თა­ნა­მებ­რ­ძოლ­თან ერ­თად დახ­ვ­რი­ტეს.
(მარცხნიდან) დავით აფხაზი – გენერალ-მაიორი, 1-ლი მსოფლიო ომის მონაწილე, მე-5 საკავალერიო დივიზიის მსროლელი პოლკის მეთაური, გიორგი აფხაზი და კონსტანტინე (კოტე) აფხაზი
1921 წელს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ოკუ­პა­ცი­ის შემ­დეგ, კონ­ს­ტან­ტი­ნე აფხა­ზის მე­უღ­ლე ელე­ნე იოსე­ლი­ა­ნი და ვა­ჟი ნი­კო­ლო­ზი საფ­რან­გეთ­ში გა­ემ­გ­ზავ­რ­ნენ. ნი­კო­ლოზ­მა გა­ნათ­ლე­ბა იქ­ვე მი­ი­ღო, სწავ­ლობ­და სორ­ბო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის იური­დი­ულ ფა­კულ­ტეტ­ზე. მან 1922 წელს პა­რიზ­ში გა­იც­ნო მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე მარ­ჯო­რი (პე­გი) პემ­ბერ­ტონ-კარ­ტე­რი, თუმ­ცა ოჯა­ხი მხო­ლოდ 1946 წელს შექ­მ­ნეს. მა­ნამ­დე კი ორი­ვემ ტყვე­ო­ბა გა­მო­ი­ა­რა – ნი­კო­ლოზ­მა გერ­მა­ნელ­თა, ხო­ლო პე­გიმ – იაპო­ნელ­თა. 1946 წელს ნი­კო­ლო­ზი და პე­გი ნიუ-იორ­კ­ში ქორ­წინ­დე­ბი­ან. ამის შემ­დეგ კა­ნა­და­ში გა­და­დი­ან საცხოვ­რებ­ლად.

"აფხა­ზე­ბის ბა­ღი", რო­მელ­საც "სიყ­ვა­რუ­ლის ბაღ­საც" უწო­დე­ბენ, კა­ნა­და­ში, ბრი­ტა­ნე­თის კო­ლუმ­ბი­ა­ში, კუნ­ძულ ვან­კუ­ვე­რის ქა­ლაქ ვიქ­ტო­რი­ა­ში მდე­ბა­რე­ობს. პე­გი და ნი­კო­ლოზ აფხა­ზებ­მა ბა­ღის გა­შე­ნე­ბას მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მი­უძღ­ვ­ნეს. ან­დერ­ძის თა­ნახ­მად, კრე­მა­ცი­ის შემ­დეგ მა­თი ფერ­ფ­ლი ბაღ­ში მი­მო­აბ­ნი­ეს. მის შემ­დეგ ბაღ­მა რამ­დე­ნი­მე მე­პატ­რო­ნე გა­მო­იც­ვა­ლა.

ბო­ლოს კი ისე მოხ­და, რომ ის ერთ-ერ­თი სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ის მფლო­ბე­ლო­ბა­ში აღ­მოჩ­ნ­და, რო­მელ­საც აქ საცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პ­ლექ­სის აშე­ნე­ბა სურ­და. მო­სახ­ლე­ო­ბამ წა­მო­იწყო კამ­პა­ნია ბა­ღის გა­და­სარ­ჩე­ნად და მის გა­მო­სას­ყი­დად. მათ­მა მცდე­ლო­ბამ შე­დე­გი გა­მო­ი­ღო. დღეს "აფხა­ზე­ბის ბა­ღი" (Abkhazi Garden) ერთ-ერ­თი გა­მორ­ჩე­უ­ლი ად­გი­ლია კა­ნა­და­ში. ბაღს უამ­რა­ვი ტუ­რის­ტი და დამ­თ­ვა­ლი­ე­რე­ბე­ლი სტუმ­რობს. ბა­ღი გა­მორ­ჩე­უ­ლია უნი­კა­ლუ­რი ფლო­რი­თა და ლა­მა­ზი პე­ი­ზა­ჟე­ბით.
ნიკოლოზ აფხაზი
აფხაზ­თა საგ­ვა­რე­უ­ლო სა­სახ­ლე კი გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კარ­დე­ნახ­ში მდე­ბა­რე­ობს. XIX სა­უ­კუ­ნის ძეგ­ლი დი­მიტ­რი აფხაზს აუშე­ნე­ბია, რო­მე­ლიც სიღ­ნა­ღის მაზ­რის ხა­ზი­ნა­და­რი ყო­ფი­ლა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით აფხა­ზებს საგ­ვა­რე­უ­ლო სა­სახ­ლე და­უ­კარ­გავთ, მაგ­რამ XX სა­უ­კუ­ნის და­საწყის­ში კვლავ და­უბ­რუ­ნე­ბი­ათ. სა­სახ­ლის ბო­ლო მფლო­ბე­ლე­ბი ნი­კო­ლოზ აფხა­ზი და მი­სი შვი­ლი კონ­ს­ტან­ტი­ნე იყ­ვ­ნენ. ნი­კო­ლოზ აფხაზს ცო­ლად ჰყავ­და ნი­ნო გრი­გო­ლის ასუ­ლი ჭავ­ჭა­ვა­ძე, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის და. ამ სა­სახ­ლე­ში ხში­რად მო­დი­ო­და ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე.

კა­კო ყა­ჩა­ღის პრო­ტო­ტი­პი პო­ე­მი­დან "რამ­დე­ნი­მე სუ­რა­თი ანუ ეპი­ზო­დი ყა­ჩა­ღის ცხოვ­რე­ბი­დამ" კარ­დე­ნა­ხე­ლი გლე­ხი ყო­ფი­ლა, რო­მელ­საც ილია პი­რა­დად შეხ­ვედ­რია. გად­მო­ცე­მით, სა­სახ­ლე­ში ერ­თი ოთა­ხი კო­ტე აფხაზს მას­თან სტუმ­რად მყო­ფი გერ­მა­ნე­ლი მწერ­ლის, არ­ტურ ლა­ის­ტის რჩე­ვით მო­უწყ­ვია.
ნიკოლოზ აფხაზის მეუღლის, პეგის ოჯახის – პემბერტონ-კარტერების სახლი შანხაიში (1945 წ.)
1923 წელს, კო­ტე აფხა­ზის დახ­ვ­რე­ტის შემ­დეგ, აფხა­ზებს სა­სახ­ლე ჩა­მო­არ­თ­ვეს. 1948 წლი­დან აქ მზრუნ­ვე­ლო­ბას მოკ­ლე­ბულ ბავ­შ­ვ­თა თავ­შე­სა­ფა­რი ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებ­და, რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­უქ­მ­და. 2005 წელს გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თ­ლოს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით სა­სახ­ლე აფხაზ­თა საგ­ვა­რე­უ­ლოს წარ­მო­მად­გე­ნელს სა­კუთ­რე­ბა­ში გა­და­ე­ცა.
აფხაზთა საგვარეულო სასახლე სოფელ კარდენახში

აფხაზ­თა საგ­ვა­რე­უ­ლო სა­სახ­ლე მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ინ­გ­რე­ო­და და იძარ­ც­ვე­ბო­და. დღეს ის ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია და გა­და­უ­დე­ბელ რეს­ტავ­რა­ცი­ას სა­ჭი­რო­ებს.
პეგი აფხაზი
2017 წე­ლი სა­ი­უ­ბი­ლეოა – კო­ტე აფხა­ზის და­ბა­დე­ბი­დან 150 წე­ლი სრულ­დე­ბა. კარ­გი იქ­ნე­ბო­და, ამ თა­რიღს კონ­ს­ტან­ტი­ნე აფხა­ზის მუ­ზე­უ­მის და­არ­სე­ბით შევ­ხ­ვედ­რო­დით. ის ამას ნამ­დ­ვი­ლად იმ­სა­ხუ­რებს.

ამი­რან ბა­სი­ლაშ­ვი­ლი
ჟურნალი "ისტორიანი", #75
G.A.L.
27 ნოემბერი 2017 11:16
namdvilad saukeTeso da dasaSuri saqmea. warCinebuli daRirseuli mamuliSvilebis win wamoweva. momavalma Taobebma unda icodnen visi gorisani arian. muzeumi aqamdec unda SeekeTebinat da gaexsnat, ras elodebian, gaugebaria?!!!