იმოგზაურა თუ არა მეფე ერეკლემ ევროპაში?
29-11-2017
იმოგზაურა თუ არა მეფე ერეკლემ ევროპაში?
როგორც "ისტორიანის" მკითხველისთვის ცნობილია, საქართველოს ხელოვნების სასახლეში ექვსი თვეა მიმდინარეობს მეფე ერეკლე II-ის შესახებ ირლანდიიდან ჩამოტანილი, ქართველი საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი 200-მდე საგაზეთო სტატიისა და კორესპონდენციის თარგმნა, ფონდ "ქართუს" მხარდაჭერით.

წყაროები ბევრ დღემდე უცნობ საკითხს ჰფენს ნათელს, ბევრი რამ სადავოა ან დაუჯერებელი და ღიმილის მომგვრელი. თუმცა ყოველი მათგანი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, რადგან ეს ცნობები წარმოაჩენენ ევროპელთა წარმოდგენასა და მათ დამოკიდებულებას ჩვენი ქვეყნის მიმართ.

ერეკ­ლე II-ის ბი­ოგ­რა­ფი­ი­დან, ბრი­ტა­ნულ-ირ­ლან­დი­უ­რი პრე­სის ცნო­ბე­ბის შეს­წავ­ლის შემ­დეგ,
სა­ინ­ტე­რე­სო სა­კითხი გა­მოვ­ლინ­და – ქარ­თ­ვე­ლი მე­ფის ევ­რო­პა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის ის­ტო­რია...

მე­ფე ერეკ­ლეს ევ­რო­პა­ში ყოფ­ნის შე­სა­ხებ პირ­ვე­ლი ცნო­ბა 1766 წელს გა­მოქ­ვეყ­ნ­და. გა­ზეთ Lloyd’s Evening Post-ის პირ­ვე­ლი იან­ვ­რის ნო­მერ­ში წე­რია: "პრინ­ცი ჰე­რაკ­ლი­უ­სი, ქარ­თ­ველ­თა მე­თა­უ­რი, ამ მო­მენ­ტის­თ­ვის ოტო­მან­თა იმ­პე­რი­ის­თ­ვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გეა. ხალ­ხი ამ­ბობს, რომ მან ევ­რო­პის უმე­ტეს ნა­წილ­ში
უკ­ვე იმოგ­ზა­უ­რა ფა­რუ­ლად და კარ­გად გა­იც­ნო რამ­დე­ნი­მე გა­მორ­ჩე­უ­ლი გერ­მა­ნე­ლი ოფი­ცე­რი".

გა­ზეთ  St. Ja­mes’s Chro­nic­le or the British Evening Post-ის მა­ი­სის ნო­მერ­ში კი ნათ­ქ­ვა­მია: "სა­ქარ­თ­ვე­ლოს პრინ­ც­მა ჰე­რაკ­ლი­უს­მა, რო­მე­ლიც რო­გორც ცნო­ბი­ლია, იყო ლე­ი­ტე­ნან­ტი პრუ­სი­ის მე­ფის ძა­ლებ­ში, რამ­დე­ნი­მე წლის წინ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, მტკი­ცედ გა­დაწყ­ვი­ტა სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის ოტო­მან­თა უღ­ლი­სა­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა.

მან გა­ა­ერ­თი­ა­ნა და სა­თა­ვე­ში ჩა­უდ­გა დამ­პყ­რო­ბელ­თა­გან შე­ვიწ­რო­ვე­ბუ­ლებს, მოგ­ვი­ა­ნე­ბით თავს და­ეს­ხა რამ­დე­ნი­მე ქა­რა­ვანს და მი­ღე­ბუ­ლი ქო­ნე­ბით გამ­დიდ­რ­და და კი­დევ უფ­რო გაძ­ლი­ერ­და რო­გორც ცოცხა­ლი ძა­ლით, ისე ნა­დავ­ლით. მან თით­ქ­მის მთელ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ზე მო­ი­პო­ვა იმ­დე­ნი ძა­ლა­უფ­ლე­ბა, რომ სა­კუ­თა­რი მა­მა მე­ფედ გა­მო­აცხა­და, თუმ­ცა ეს უკა­ნას­კ­ნე­ლი მა­ლე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა და პრინ­ცი ჰე­რაკ­ლი­უ­სი მი­სი მემ­კ­ვიდ­რე შე­იქ­ნა. ის იბ­რ­ძო­და არა მე­ფის ტი­ტუ­ლის­თ­ვის, არა­მედ ქარ­თუ­ლი არ­მი­ის მხე­დარ­თ­მ­თავ­რო­ბის­თ­ვის და დღეს მას 200 ათა­სი ჯა­რის­კა­ცი ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა".

იმა­ვე 1766 წლის The London Magazine-ის მა­ი­სის ნო­მერ­ში, სტა­ტი­ა­ში "ან­გა­რი­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს პრინ­ცის ჰე­რაკ­ლი­უ­სის შე­სა­ხებ" ვრცლად არის აღწერილი ერეკ­ლეს ევ­რო­პუ­ლი თავ­გა­და­სა­ვა­ლი. მარ­თა­ლია, ამ ცნო­ბის ზო­გი­ერ­თი პა­სა­ჟი და­უ­ჯე­რე­ბე­ლი და ზოგ­ჯერ ღი­მი­ლის მომ­გ­ვ­რე­ლიც კი არის, მაგ­რამ წყა­რო უდა­ვოდ სა­ინ­ტე­რე­სოა. სტა­ტი­ა­ში ნათ­ქ­ვა­მია: "ამ პრინ­ცის მა­მა ად­რე სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში პირ­ვე­ლი კა­ცი იყო და ქვე­ყა­ნა­ში თა­ვი­სე­ბურ სა­მე­ფო ძა­ლა­უფ­ლე­ბას ახორ­ცი­ე­ლებ­და. თუმ­ცა თურ­ქე­ბი მი­სი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სად­მი დიდ შურს იჩენ­დ­ნენ და არ შე­ეშ­ვ­ნენ მა­ნამ­დე, სა­ნამ სა­მე­ფო სა­და­ვე­ებს არ ჩა­მო­ა­შო­რეს და ჩვე­უ­ლებ­რივ მო­ხე­ლედ არ აქ­ცი­ეს.

ჰე­რაკ­ლი­უს­მა, რო­მელ­საც ად­რე (Imene) ერ­ქ­ვა, რო­ცა მა­მას საქ­მე­ე­ბი ცუ­დად წა­უ­ვი­და, ქვე­ყა­ნა სა­ი­დუმ­ლოდ და­ტო­ვა და უცხო­ეთს მი­ა­შუ­რა, იგი ინ­გ­ლის­ში ჩა­მო­ვი­და, სა­დაც ენა შე­ის­წავ­ლა და რო­გორც მე ვარ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი, ვულ­ვი­ჩის (Wo­ol­wich) აკა­დე­მი­ა­შიც კი სწავ­ლობ­და. აქ მან გან­საზღ­ვ­რუ­ლი ცოდ­ნა შე­ი­ძი­ნა სამ­ხედ­რო საქ­მე­ებ­ში. ფი­ნან­სურ­მა მდგო­მა­რე­ო­ბამ სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცა და იგი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, აკა­დე­მია მი­ე­ტო­ვე­ბი­ნა. ერ­თხანს ერთ-ერთ ვა­ჭარ­თან მო­სამ­სა­ხუ­რედ მუ­შა­ობ­და წმ. რა­უ­ლის ტა­ძარ­თან ახ­ლოს და ეს ამ­ბა­ვი კარ­გა ხანს გაგ­რ­ძელ­და.
ვულვიჩის აკადემია
სა­ბედ­ნი­ე­როდ, ერ­თხე­ლაც რო­ცა ის თა­ვის საქ­მე­ზე ქუ­ჩა­ში მი­დი­ო­და, ერთ ქარ­თ­ველს შეხ­ვ­და, რომ­ლის სა­ხე­ლიც აკო­ტი (Acot) იყო და რო­მე­ლიც ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბის გა­მო იმ დი­დე­ბუ­ლის სა­ნა­ხა­ვად წა­ვი­და, რო­მელ­საც გან­თ­ქ­მუ­ლი სა­ხე­ლის შე­სა­ბა­მი­სი გუ­ლუხ­ვო­ბაც ჰქონ­და. აკო­ტი ქარ­თ­ვე­ლი იყო და თავ­გა­და­სავ­ლე­ბის მოყ­ვა­რულ­მა ჰე­რაკ­ლი­უს­მაც სამ­შობ­ლო­დან მო­შო­რე­ბულ მხა­რე­ში ვერ შე­ი­კა­ვა იმ ცდუ­ნე­ბი­სა­გან თა­ვი, რა­საც თა­ნა­მე­მა­მუ­ლეს­თან მუ­სა­ი­ფი ქვია. სა­უბ­რის დროს აკოტ­მა მას უთხ­რა, რომ ცხოვ­რობ­და დი­დე­ბულ­თან, რომ­ლის­გა­ნაც გუ­ლი­თა­დი მი­პა­ტი­ჟე­ბა მი­ი­ღო და რო­მელ­თა­ნაც ერ­თ­გუ­ლად მსა­ხუ­რობ­და.

იმე­ნემ კი მე­გო­ბარს თა­ვი­სი ვი­ნა­ო­ბა გა­ან­დო და მის­გან და­უ­ყოვ­ნებ­ლი­ვი მორ­ჩი­ლე­ბა იგ­რ­ძ­ნო. ჰე­რაკ­ლი­უ­სი დი­დე­ბულ­თან მი­ი­პა­ტი­ჟეს და ისე ბრწყინ­ვა­ლედ შე­მო­სეს, რო­გორც მას ეკად­რე­ბო­და, შემ­დეგ გან­ს­ვე­ნე­ბულ მე­ფეს შე­ა­ვედ­რეს და მი­სი მფარ­ვე­ლო­ბის ქვეშ სამ­შობ­ლო­ში და­აბ­რუ­ნეს. ის დი­დი ხა­ნია, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ არის ნამ­ყო­ფი, მი­სი უწი­ნა­რე­სი გან­ზ­რახ­ვა ოჯა­ხის და­კარ­გუ­ლი ღირ­სე­ბის აღ­დ­გე­ნა და მა­მის თურ­ქ­თა მო­ძა­ლე­ბის­გან გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბაა, შე­სა­ბა­მი­სად, მას ბევ­რი მიმ­დე­ვა­რი გა­მო­უჩ­ნ­და და მი­აღ­წია კი­დეც რამ­დე­ნი­მე წარ­მა­ტე­ბას ოს­მალ­თა ძა­ლებ­ზე. მის შე­სა­ხებ ჩვენ ჯერ კი­დევ გვეს­მის მსოფ­ლი­ოს ამ შო­რე­უ­ლი ნა­წი­ლი­დან. მე კი ეს ამ­ბე­ბი იმ ადა­მი­ა­ნი­სა­გან მო­ვის­მი­ნე, რო­მელ­თა მო­ნათხ­რო­ბის სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში ეჭვს ვერ შე­ვი­ტან".

1766 წლის შემ­დეგ ინ­გ­ლი­სურ პრე­სა­ში არა­ფე­რია ნათ­ქ­ვა­მი ერეკ­ლეს ევ­რო­პუ­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბის შე­სა­ხებ, თუმ­ცა 1790 წელს Cal­cu­ta Chro­nic­le and General Advertiser-ის იან­ვ­რის ნო­მერ­ში გა­მოთ­ქ­მუ­ლია მო­საზ­რე­ბა, რომ "პრინ­ცი ჰე­რაკ­ლი­უ­სი პრუ­სი­ის მე­ფის არ­მი­ა­ში მა­რია-ტე­რე­ზას წი­ნა­აღ­მ­დეგ სამ­ხედ­რო კამ­პა­ნი­ის დაწყე­ბამ­დე მსა­ხუ­რობ­და".

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, კერ­ძოდ კი 1793 წელს ლა­იფ­ციგ­ში, გა­მო­ვი­და ელია ჰა­ბეც­კის, იმა­ვე გრა­ფი ჯე­ტას წიგ­ნი სა­ხელ­წო­დე­ბით "პრინც ერეკ­ლე­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ქარ­თ­ვე­ლოს მდგო­მა­რე­ო­ბის მოკ­ლე ის­ტო­რი­ა". ეს წიგ­ნი, რო­მე­ლიც გერ­მა­ნუ­ლი­დან ქარ­თუ­ლად პრო­ფე­სორ­მა ბო­რის კა­ლან­დი­ამ თარ­გ­მ­ნა, ფრან­გუ­ლენო­ვან სა­გა­ზე­თო ცნო­ბებს ეყ­რ­დ­ნო­ბა და ვრცლად მოგ­ვითხ­რობს ქართლ-კა­ხე­თის სა­ხე­ლო­ვა­ნი მე­ფის თავ­გა­და­სა­ვალს. ამ ის­ტო­რი­ი­დან ჩვენ­თ­ვის ერეკ­ლეს ყმაწ­ვილ­კა­ცო­ბის პე­რი­ო­დია სა­ინ­ტე­რე­სო, რო­მე­ლიც წიგ­ნ­ში ამ­გ­ვა­რად არის აღ­წე­რი­ლი: "ჰე­რაკ­ლე დი­დი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ევ­რო­პა­ში იყო და ბო­ლოს პრუ­სი­ის არ­მი­ა­ში სამ­სა­ხუ­რი კა­პიტ­ნის ჩი­ნით და­ამ­თავ­რა. ბევ­რი გა­სა­ჭი­რი და უბე­დუ­რე­ბა გა­და­ი­ტა­ნა, მაგ­რამ თან დი­დი გამ­ბე­და­ო­ბა და უში­შა­რო­ბის რწმე­ნა შე­ი­ძი­ნა.

პატ­რი­ო­ტუ­ლი იდე­ე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და ქვეყ­ნის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის, თურ­ქე­თის უღლის გა­დაგ­დე­ბი­სა და შე­სა­ბა­მი­სად, ქვეყ­ნი­სათ­ვის იმ სირ­ცხ­ვი­ლის მო­შო­რე­ბის სურ­ვი­ლით, რო­მე­ლიც მას თან სდევ­და... და­ი­ბა­და დი­ა­დი საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბის სუ­ლის­კ­ვე­თე­ბით; მო­უს­ვე­ნა­რი, მაგ­რამ სიბ­რ­ძ­ნით გა­ჯე­რე­ბუ­ლი სი­ცოცხ­ლის უნა­რით; და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი ინ­ტე­ლექ­ტით და უსაზღ­ვა­რო ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბით, ძლი­ე­რი აღ­ნა­გო­ბი­თა და შე­სა­შუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბით. ეს პრინ­ცი უკ­ვე ახალ­გაზ­რ­დო­ბა­ში­ვე გრძნობ­და უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას, რომ მი­სი ნი­ჭი და ტა­ლან­ტი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში საკ­მა­რი­სად არ გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და.

მით უმე­ტეს, რომ მა­მა, იმის ნაც­ვ­ლად, მის გა­ნათ­ლე­ბა­ზე ეზ­რუ­ნა, მთელ დღე­ებს უსაქ­მუ­რო­ბა­სა და გარ­თო­ბა­ში ატა­რებ­და. ამი­ტომ მან გა­დაწყ­ვი­ტა გამ­გ­ზავ­რე­ბუ­ლი­ყო ევ­რო­პა­ში და იქ ყვე­ლა შე­საძ­ლე­ბე­ლი გა­ნათ­ლე­ბა და ცოდ­ნა მი­ე­ღო. აქ ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბით სწავ­ლობ­და სხვა­დას­ხ­ვა ერე­ბის ხე­ლი­სუ­ფალ­თა მმარ­თ­ვე­ლო­ბის ფორ­მებ­სა და იმ მე­თო­დებს, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც ისი­ნი სა­მე­ფო ტახტს აძ­ლი­ე­რებ­დ­ნენ.

მან ასე­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი დრო და­უთ­მო სამ­ხედ­რო მეც­ნი­ე­რე­ბა­თა შეს­წავ­ლას და უკ­მა­ყო­ფი­ლო იმით, რომ მხო­ლოდ თე­ო­რი­უ­ლი სწავ­ლე­ბა ბევ­რის მომ­ტა­ნი არ იყო, გა­დაწყ­ვი­ტა ინ­კოგ­ნი­ტოდ წა­სუ­ლი­ყო ბერ­ლინ­ში და ჩა­რიცხუ­ლი­ყო პრუ­სი­ის სამ­ხედ­რო სკო­ლა­ში რი­გი­თად.მას სურ­და პრაქ­ტი­კუ­ლი სამ­ხედ­რო ჩვე­ვე­ბის შეს­წავ­ლა ნუ­ლი­დან და­ეწყო.

მი­სი ქცე­ვა, რო­გორც გარ­ნი­ზონ­ში, ისე სა­ო­მა­რი კამ­პა­ნი­ის დროს ომ­ში, რო­მელ­საც პრუ­სი­ის მე­ფე მა­შინ მა­რია ტე­რე­ზას წი­ნა­აღ­მ­დეგ აწარ­მო­ებ­და, იმ­დე­ნად სა­მა­გა­ლი­თო იყო, რომ იგი და­ა­წი­ნა­უ­რეს და სა­ბო­ლო­ოდ ქვე­ით­თა შო­რის კა­პიტ­ნის წო­დე­ბა მი­ა­ნი­ჭეს. ამ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ქარ­თ­ველ­მა პრინ­ც­მა პრუ­სი­ის მე­ფის მხრი­დან პა­ტი­ვის­ცე­მი­სა და მე­გობ­რო­ბის სურ­ვი­ლი აშ­კა­რად იგ­რ­ძ­ნო. მცი­რე ხნის შემ­დეგ მან გა­დაწყ­ვი­ტა თა­ვის ქვე­ყა­ნა­ში დაბ­რუ­ნე­ბა და თა­ვი­სი გეგ­მის მი­ხედ­ვით რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბის­თ­ვის ხელ­საყ­რელ პი­რო­ბებს და­ე­ლო­და".

ერეკ­ლე მე­ფის ევ­რო­პა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბი­სა და სწავ­ლის შე­სა­ხებ მი­სი თა­ნად­რო­უ­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ქარ­თუ­ლი სა­ის­ტო­რიო ქრო­ნი­კა დუმს, ამის შე­სა­ხებ არც XIX სა­უ­კუ­ნის რუ­სუ­ლი იმ­პე­რი­უ­ლი ის­ტო­რი­ოგ­რა­ფია ამ­ბობ­და რა­მეს და ეს სა­კითხი არც საბ­ჭო­თა მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ერ ყო­ფი­ლა აქ­ტი­უ­რად შეს­წავ­ლი­ლი და მხარ­და­ჭე­რი­ლი. თუმ­ცა, თუ ერეკ­ლე მარ­თ­ლა იმოგ­ზა­უ­რებ­და ევ­რო­პა­ში და მით უფ­რო, სა­ი­დუმ­ლოდ, ეს მოვ­ლე­ნა ნაკ­ლე­ბად მოხ­ვ­დე­ბო­და თა­ნად­რო­ულ ის­ტო­რი­ულ ქრო­ნი­კა­ში.

სპარ­სე­თი­სა და ოს­მა­ლე­თის შე­საძ­ლო გან­რის­ხე­ბის ში­შით ამის მიჩ­ქ­მალ­ვას შე­ეც­დე­ბო­და იმ­დ­რო­ინ­დე­ლი სა­მე­ფო კა­რი – ამ ორი იმ­პე­რი­ის მეს­ვე­უ­რე­ბი ეჭვის თვა­ლით შე­ხე­დავ­დ­ნენ ქარ­თ­ვე­ლი უფ­ლის­წუ­ლის ევ­რო­პულ მოგ­ზა­უ­რო­ბას. ერეკ­ლე­სა და ევ­რო­პის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე, ცხა­დია, არც რუ­სუ­ლი სა­იმ­პე­რიო ის­ტო­რი­ოგ­რა­ფია იტყო­და რა­მეს, რო­მელ­საც ქარ­თ­ვე­ლი ხელ­მ­წი­ფე მხო­ლოდ რუ­სუ­ლი პო­ლი­ტი­კის ორ­ბი­ტა­ზე მოძ­რავ თა­ნამ­გ­ზავ­რად მი­აჩ­ნ­და და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მი­სი ევ­რო­პუ­ლი კავ­ში­რე­ბის ძი­ე­ბა­სა და გა­მომ­ზე­უ­რე­ბას არ მო­ი­სურ­ვებ­და. იმა­ვე მი­ზე­ზით და­დუმ­დე­ბო­და საბ­ჭო­თა ის­ტო­რი­ოგ­რა­ფი­აც, რო­მე­ლიც ქართლ-კა­ხე­თის სა­მე­ფო­სა და რუ­სე­თის იმ­პე­რი­ას შო­რის გა­ფორ­მე­ბულ გე­ორ­გი­ევ­ს­კის ტრაქ­ტატს გარ­და­უ­ვალ და უალ­ტერ­ნა­ტი­ვო ის­ტო­რი­ულ მოვ­ლე­ნად მი­იჩ­ნევ­და.
პატარა კახი. ავტორი უცნობია ალექსანდრე როინაშვილის ასლი
ვერ მოვ­ყ­ვე­ბით მტკი­ცე­ბას, რომ ერეკ­ლემ ევ­რო­პა­ში იმოგ­ზა­უ­რა და მით უფ­რო, გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღო, თუმ­ცა ისიც ცხა­დია, რომ ევ­რო­პულ წყა­რო­ებ­ში და­ჟი­ნე­ბით გან­მე­ო­რე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბი ახალ­გაზ­რ­და ქარ­თ­ვე­ლი უფ­ლის­წუ­ლის ინ­გ­ლის­სა და პრუ­სი­ა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის შე­სა­ხებ უსა­ფუძ­ვ­ლო ვერ იქ­ნე­ბო­და. ერეკ­ლე ერ­თ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად ევ­რო­პუ­ლი გა­ქა­ნე­ბის, მენ­ტა­ლი­ტე­ტი­სა და მას­შ­ტა­ბის მო­ნარ­ქი იყო. ამა­ზე მი­უ­თი­თებს მი­სი გან­ვ­ლი­ლი გზა და მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი მცდე­ლო­ბა, სხვა­დას­ხ­ვა ევ­რო­პულ სა­ხელ­მ­წი­ფოს­თან და­ემ­ყა­რე­ბი­ნა კავ­ში­რი. სა­ვა­რა­უ­დოდ, პა­ტა­რა კა­ხის პრო­და­სავ­ლუ­რი მის­წ­რა­ფე­ბა მი­სი ყმაწ­ვილ­კა­ცო­ბის დროს­ვე უნ­და ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი­ყო. მოკ­ლედ, ჩნდე­ბა კითხ­ვა, რო­დის შე­იძ­ლე­ბო­და ემოგ­ზა­უ­რა პა­ტა­რა კახს და­სავ­ლეთ­ში?

ერეკ­ლეს ყმაწ­ვილ­კა­ცო­ბის შე­სა­ხებ მწი­რი ცნო­ბე­ბი შე­მოგ­ვ­რ­ჩა, თუმ­ცა ჩვენ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო სა­კითხ­თან და­კავ­ში­რე­ბით ქრო­ნო­ლო­გია მეტ-ნაკ­ლე­ბად შეგ­ვიძ­ლია აღ­ვად­გი­ნოთ.

ცნო­ბი­ლია, რომ 1735 წელს ნა­დირ-შაჰ­მა ერეკ­ლე და ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი ქე­თე­ვა­ნი ირან­ში გა­მო­ი­ძა­ხა. თე­ი­მუ­რაზ­მა შა­ჰის პი­რო­ბე­ბი კა­ხეთ­ში გა­მოგ­ზავ­ნილ წე­რილ­ში აღ­წე­რა: "სა­სურ­ვე­ლო ძეო ჩე­მო! სა­დაც ბო­რო­ტი შეგ­ვემ­თხ­ვის, იქ სი­კე­თეც მოგ­ვე­ლის. იძუ­ლე­ბი­თა მო­გი­წერ ეს­რეთ, რომ შაჰ­სა სურს გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბა ჩე­მი ტყვე­ო­ბი­სა­გან, გარ­ნა მხო­ლოდ ითხოვს მოს­ვ­ლას შენ­სა და რა­თა თა­ნა წარ­მო­იყ­ვა­ნო ასუ­ლი ჩე­მი და დაი შე­ნი ქე­თე­ვან. მხო­ლოდ მოს­ვ­ლაი შე­ნი აქა, სპარ­სე­თად, მო­მა­ნი­ჭებს მე გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­სა ტყვე­ო­ბი­სა­გან. ეს­რე­თია ნე­ბა შა­ჰი­სა".

1737 წლის თე­ბერ­ვალ­ში 17 წლის ერეკ­ლე დას­თან ერ­თად ირან­ში გა­ემ­გ­ზავ­რა და მარ­ტ­ში შაჰ­თან გა­მოცხად­და. ნა­დირ­მა თე­ი­მუ­რა­ზის ქა­ლიშ­ვი­ლი ქე­თე­ვა­ნი თა­ვის ძმის­წულს მის­ცა ცო­ლად, ერეკ­ლე თა­ვის­თან და­ი­ტო­ვა, რა­თა ინ­დო­ე­თის ლაშ­ქ­რო­ბა­ში ხლე­ბო­და, თე­ი­მუ­რაზს კი კა­ხე­თის მე­ფო­ბა უბო­ძა და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გა­მო­უშ­ვა. თით­ქ­მის ორ-ნა­ხე­ვა­რი წე­ლი­წა­დი და­ყო ერეკ­ლემ ნა­დირ-შაჰ­თან. ახალ­გაზ­რ­და ბა­ტო­ნიშ­ვი­ლის­თ­ვის ეს შე­სა­ნიშ­ნა­ვი სკო­ლა იყო, მან სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნად შე­ის­წავ­ლა ირა­ნის სამ­ხედ­რო და სა­მო­ქა­ლა­ქო წყო­ბა, გა­ი­წა­ფა აღ­მო­სავ­ლე­თის დიპ­ლო­მა­ტი­ა­ში, პო­ლი­ტი­კა­სა და სტრა­ტე­გი­ა­ში.

1739 წლის 28 მა­ისს ნა­დირ­მა სა­ხე­ლოვ­ნად ნამ­სა­ხუ­რე­ბი ქარ­თ­ვე­ლი ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი დი­დი ქე­ბი­თა და სა­ჩუქ­რე­ბით სამ­შობ­ლო­ში გა­მო­ის­ტუმ­რა. იმა­ვე წლის 13 დე­კემ­ბერს ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი მგზავ­რო­ბით დაღ­ლი­ლი ჭა­ბუ­კი ღა­მის 4 სა­ათ­ზე ალა­ვერ­დის სა­სახ­ლე­ში მი­ვი­და, სა­დაც იმ­ჟა­მად მე­ფე და დე­დო­ფა­ლი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. ამ დროს ერეკ­ლე 19 წლი­სა იყო.

1739-დან 1744 წლამ­დე ერეკ­ლე პო­ლი­ტი­კურ არე­ნა­ზე აქ­ტი­ურად აღარ ჩან­და. სწო­რედ ამ პე­რი­ო­დის ერ­თი მო­ნაკ­ვე­თი შე­იძ­ლე­ბო­და ბა­ტო­ნიშ­ვილს ევ­რო­პა­ში სა­მოგ­ზა­უ­როდ გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა. ირან­ში ორ-ნა­ხე­ვა­რი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყოფ­ნა, ცხა­დია, უკ­ვა­ლოდ არ ჩა­ივ­ლი­და. ერეკ­ლე არა­ერთ ევ­რო­პელ დიპ­ლო­მატ­სა თუ მოგ­ზა­ურს გა­იც­ნობ­და, თავ­რიზ­სა და ის­პა­ჰან­ში ბევრს შე­იტყობ­და ევ­რო­პის კულ­ტუ­რი­სა თუ პო­ლი­ტი­კის შე­სა­ხებ. ამ­დე­ნად, არ არის გა­მო­რიცხუ­ლი, სპარ­სე­თი­დან დაბ­რუ­ნე­ბულ ახალ­გაზ­რ­დას დი­დი ინ­ტე­რე­სი და­სავ­ლუ­რი კულ­ტუ­რი­სა თუ პო­ლი­ტი­კი­სად­მი გას­ჩე­ნო­და... ამ ფაქ­ტის სა­სარ­გებ­ლოდ მეტყ­ვე­ლებს The London Magazine-ის ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი 1766 წლის ცნო­ბაც, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ახალ­გაზ­რ­და ერეკ­ლე ვულ­ვი­ჩის სამ­ხედ­რო აკა­დე­მი­ა­ში სწავ­ლობ­და.

ეს სას­წავ­ლე­ბე­ლი 1741 წელს და­არ­ს­და, სას­წავ­ლე­ბე­ლი არ­ტი­ლე­რი­ის ოფიც­რებს ამ­ზა­დებ­და და ინ­გ­ლი­სის სა­მე­ფო არ­სე­ნა­ლის შე­ნო­ბა­ში იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი.

ამ თვალ­საზ­რი­სით ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სოა სო­მე­ხი გან­მა­ნათ­ლებ­ლი­სა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წის, ქარ­თულ-სომ­ხუ­რი სა­ხელ­მ­წი­ფოს შექ­მ­ნის ინი­ცი­ა­ტორ იოსებ ემი­ნის წე­რი­ლი, რო­მე­ლიც 1766 წელს გა­მოქ­ვეყ­ნ­და კრე­ბულ­ში The Annual Re­gis­ter or A View of the History, po­li­tics and li­te­ra­tu­re. ეპის­ტო­ლე­ში ნათ­ქ­ვა­მია: "მზად ვარ, თქვენს უდი­დე­ბუ­ლე­სო­ბას ჩე­მი სამ­სა­ხუ­რი შევ­თა­ვა­ზო. სა­ნაც­ვ­ლოდ მე არა­ნა­ირ საზღა­ურს არ ვითხოვ. მე აქ დი­დე­ბუ­ლი მფარ­ვე­ლი მყავს.

ის ინ­გ­ლი­სის ხელ­მ­წი­ფის შვი­ლია და თუ თქვე­ნი ბრწყინ­ვა­ლე­ბა ინე­ბებს, მზად ვარ, მას და­ვეთხო­ვო და წა­მო­ვი­დე სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში იმის­თ­ვის, რომ თქვენს ჯა­რის­კა­ცებს ევ­რო­პულ ყა­ი­და­ზე ბრძო­ლა შე­ვას­წავ­ლო. თქვენ­მა ბრწყინ­ვა­ლე­ბამ ხომ ძა­ლი­ან კარ­გად იცის ევ­რო­პუ­ლი ბრძო­ლის უპი­რა­ტე­სო­ბა, რო­ცა რამ­დე­ნი­მე გაწ­ვ­რ­თ­ნილ ჯა­რის­კაცს ბევ­რად მე­ტი მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გის და­მარ­ცხე­ბა შე­უძ­ლია. თქვენს ბრწყინ­ვა­ლე­ბას გერ­მა­ნელ­თა ერის შე­სა­ხე­ბაც აქვს გა­გო­ნი­ლი. მათ 20 ათას­კა­ცი­ა­ნი არ­მი­ის წყა­ლო­ბით 100 ათა­სი მუს­ლი­მი­სა და თურ­ქის და­მარ­ცხე­ბა შეძ­ლეს".
ემი­ნი წერს, რომ ერეკ­ლე კარ­გად იც­ნობ­და ევ­რო­პელ­თა ბრძო­ლის მე­თო­დებს. სად უნ­და შე­ე­ძი­ნა პა­ტა­რა კახს ეს ცოდ­ნა? ცხა­დია, ამის გა­კე­თე­ბა ევ­რო­პა­ში შე­იძ­ლე­ბო­და.

გა­მო­რიცხუ­ლი არ არის, ინ­გ­ლი­სურ პრე­სას ჭორ-მარ­თა­ლი და ნამ­დ­ვი­ლი ამ­ბა­ვი ერ­თ­მა­ნეთ­ში არე­ო­და. ცნო­ბი­ლია, რომ სო­მეხ­მა გან­მა­ნათ­ლე­ბელ­მა იოსებ ემინ­მა ინ­გ­ლის­ში 1751-1759 წლებ­ში იმოგ­ზა­უ­რა და ვულ­ვი­ჩის სამ­ხედ­რო აკა­დე­მი­ა­შიც სწავ­ლობ­და, შემ­დეგ საფ­რან­გე­თის წი­ნა­აღ­მ­დეგ ომ­ში მო­ხა­ლი­სედ წა­ვი­და ბრი­ტა­ნე­თი­სა და პრუ­სი­ის არ­მი­ებ­ში. 1760-იანი წლე­ბი­დან ემი­ნი ერეკ­ლე მე­ფეს და­უ­კავ­შირ­და და სომ­ხე­თის თურ­ქ­თა ბა­ტო­ნო­ბის­გან გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად მო­ლა­პა­რა­კე­ბებს აწარ­მო­ებ­და, ქარ­თულ-სომ­ხუ­რი სა­ხელ­მ­წი­ფოს სა­თა­ვე­შიც სწო­რედ ერეკ­ლე მე­ფე ეგუ­ლე­ბო­და.

ამ­დე­ნად, ად­ვი­ლი შე­საძ­ლე­ბე­ლია, ინ­გ­ლი­სურ პრე­სას ეს ორი ის­ტო­რი­უ­ლი პი­როვ­ნე­ბა ისე და­ე­კავ­ში­რე­ბი­ნა ერ­თ­მა­ნე­თის­თ­ვის, რომ სა­ბო­ლო­ო ჯამ­ში მა­თი ბი­ოგ­რა­ფი­ე­ბის აღ­რე­ვა მომ­ხ­და­რი­ყო. XVIII სა­უ­კუ­ნის ჟურ­ნა­ლის­ტი­კის­თ­ვის ეს მო­უ­ლოდ­ნე­ლი არ უნ­და იყოს, თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს სი­შო­რე­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის მო­პო­ვე­ბის სირ­თუ­ლეს. ამ ეჭვს ამ­ყა­რებს 1766 წელს პრინც ჰე­რაკ­ლი­უ­სის იმე­ნედ მოხ­სე­ნი­ე­ბის ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ფაქ­ტიც (ცხა­დია, იმე­ნე ემი­ნის და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი ფორ­მა­ა). თუმ­ცა ძა­ლი­ან მცი­რე ალ­ბა­თო­ბით, მაგ­რამ არც ის არის გა­მო­რიცხუ­ლი, რომ იოსებ ემინ­სა და ერეკ­ლე მე­ფეს სწო­რედ ევ­რო­პა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას გა­ეც­ნოთ ერ­თ­მა­ნე­თი.
ვულვიჩის აკადემია
შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ ერეკ­ლეს ევ­რო­პუ­ლი ბი­ოგ­რა­ფი­ის ნა­წი­ლი – თუ მარ­თ­ლაც იყო ასე­თი რამ – ქარ­თ­ვე­ლი მო­ნარ­ქის რე­ფორ­მა­ტო­რულ ხა­სი­ათს შე­ე­სა­ბა­მე­ბა. უფ­რო მე­ტი სა­ფუძ­ვე­ლი ეძებ­ნე­ბა პა­ტა­რა კა­ხის და­უ­ო­კე­ბელ სწრაფ­ვას, და­ემ­ყა­რე­ბი­ნა სამ­ხედ­რო თუ პო­ლი­ტი­კუ­რი კავ­ში­რი ინ­გ­ლი­სის, ვე­ნე­ცი­ი­სა და ავ­ს­ტ­რი­ის მო­ნარ­ქებ­თან. ჩანს, რომ მან კარ­გად უწყო­და გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ევ­რო­პის სარ­გე­ბე­ლი.

ამ­გ­ვა­რი ვო­ი­ა­ჟის დაშ­ვე­ბა რუ­სე­თის მო­ნარქ პეტ­რე დიდს გვახ­სე­ნებს, რო­მელ­მაც სა­ი­დუმ­ლოდ იმოგ­ზა­უ­რა ცი­ვი­ლი­ზე­ბულ და­სავ­ლეთ­ში, ერეკ­ლე­მაც შეს­ძი­ნა სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნას ახა­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, გან­მა­ნათ­ლე­ბელ­თა იდე­ე­ბი და სამ­ხედ­რო წარ­მა­ტე­ბის­თ­ვის სა­ჭი­რო ცოდ­ნა. ამ მო­საზ­რე­ბის სა­უ­კე­თე­სო დას­ტუ­რია 1793 წელს ლა­იფ­ციგ­ში ელია ჰა­ბეც­კის და­ბეჭ­დი­ლი სიტყ­ვე­ბი: "ის თა­ვის სა­მე­ფო­ში უცხო­ე­თი­დან იწ­ვევ­და სხვა­დას­ხ­ვა დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტებს, მის დროს მეც­ნი­ე­რე­ბამ და ხე­ლოვ­ნე­ბამ აყ­ვა­ვე­ბა და­იწყო, სწავ­ლუ­ლე­ბი მა­ღა­ლი ანაზღა­უ­რე­ბი­თა და და­ფა­სე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ, ამი­ტომ ისი­ნიც ზედ­მი­წევ­ნით ავ­რ­ცე­ლებ­დ­ნენ თა­ვი­ანთ ცოდ­ნას და, რაც მთა­ვა­რია, ამ იდე­ე­ბის პრაქ­ტი­კა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ხდე­ბო­და...

მე­ფე ერეკ­ლე ნი­ჭი­ერ ახალ­გაზ­რ­დებს არ­ჩევ­და და სა­კუ­თა­რი სახ­ს­რე­ბით მათ ნა­წილს ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის სა­მე­ფო კარ­ზე, ნა­წილს კი სხვა­დას­ხ­ვა აკა­დე­მი­ა­ში გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად აგ­ზავ­ნი­და. ადა­მი­ან­თა წარ­ჩი­ნე­ბა მხო­ლოდ წარ­მო­მავ­ლო­ბით რომ არ და­ფა­სე­ბუ­ლი­ყო, მან სა­მი წო­დე­ბა შე­მო­ი­ღო: ერ­თი და­ბა­დე­ბის, მე­ო­რე დამ­სა­ხუ­რე­ბის, მე­სა­მე კი სი­მა­მა­ცი­სა და სამ­ხედ­რო ხე­ლოვ­ნე­ბი­სა. იმის­თ­ვის, რომ თა­ვი­სი ქვეყ­ნი­დან ცრუ ღვთის­მო­სა­ო­ბა და მი­უ­ტე­ვებ­ლო­ბა გა­ნე­დევ­ნა, ყვე­ლა რე­ლი­გი­ი­სად­მი გან­სა­კუთ­რე­ბულ შემ­წყ­ნა­რებ­ლო­ბას ავ­ლენ­და. მას სურ­და სა­კუ­თა­რი ქვე­შევ­რ­დო­მე­ბი უმ­ტ­კივ­ნე­უ­ლოდ გა­ნეწ­მინ­და ყო­ვე­ლი­ვე უარ­ყო­ფი­თის­გან. მო­ა­ხერ­ხა კი­დეც, სა­მე­ფო კარ­სა და სა­კუ­თარ თავს ყოველივე შეუფერებელი ისე ჩამოაშორა, რომ არც ერ­თი მათ­გა­ნის ბრწყინ­ვა­ლე­ბა არ შე­უ­ლა­ხავს".

გი­ორ­გი კა­ლან­დია
ის­ტო­რი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი, ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლის
დი­რექ­ტო­რი
ჟურნალი "ისტორიანი",#74
546
30 ნოემბერი 2017 23:26
რამდენი წლის წინ რომელიღაც გაზეთში წავიკითხე,რომ ერეკლეს დროს “ცნობის ფურცელი“ გამოდიოდაო.მგონი ასე ერქვა.თუ კარგად მახსოვს,ერთი ასეთი ინფორმაცია ეწერა ამ ფურცელში,საქართველოში შოტლანდიელი მოგზაური იყო ჩამოსული.ხალხს კილტით რომ დაუნახავას ბევრი უცინია.მიუყვანიათ მეფესთან,იმასაც გასცინებია და უკითხავს რატომ ატარებთო.... მოკლედ,ინგლისში რომ ყოფილიყო ნამყოფი ეცოდინებოდა,დაინტერესებულ პირებს შეუძლით გადაამოწმონ ეს ინფორმაცია.ძნელი არ იქნება იმ “ცნობის ფურცლის“ პოვნა.მე უფრო ვფიქრობ,რომ ეგ სომეხი დაიბრალებდა უფლისწულობას.თურქეთი ისე ჰქონია ჩახვეული, არარატი ელანდებოდა ალბათ.ტელევიზიის და კომპიუტერის ეპოქაში,სომეხი მეცნიერი ქართულად გიკითხავს “იყო არაბეთს როსტევან“-ს და თან გეუბნება,სომხურიაო.ხედავთ რა კარგად ჟღერსო? (მოკითხე სინდისი) და ემინის შერცხვებოდა “ბნელ ეპოქაში“?
ქართლოსი
30 ნოემბერი 2017 18:50
ჟურნალისტებს მაშინაც ყვარებიათ ტყუილები:)
123
30 ნოემბერი 2017 15:28
ერეკლე რუსეთისაკენ შეატრიალაო, ეს არის პრორუსული აზრი! აბა დოკუმენტური არქივებდიან მოიძიეთ რომ ტრაქტატები თურქეთთანაც დადო. ეს სიმბოლური იყო და არა რელიგიური გრძონებების გამო, მითუმეტეს თუ ეს ეხება იმ ერს, რომელიც რელიგიის სახელით თხრიდა საქართველოს.
ერეკლე წერილებს აგზავნიდა ავსტრია-უნგრეთში, იტალიაში, ანუ ისე ვერ გააგზავნიდა რომ არ სცნობებოდა, მოდი დამეხმარეთ ესე არ არის, ანუ ერეკელ ფიზიკურად იცნობდა ევროპის მრავალ იქვეყნსი ლდიერს.