ილია ჭავჭავაძის წინაპრები და ნათესავები მამის მხრიდან
29-11-2017
ილია ჭავჭავაძის წინაპრები და ნათესავები მამის მხრიდან
წლეულს სრულდება 180 წელი დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის ილია ჭავჭავაძის (1837-1907) დაბადებიდან.

სამშობლოს წინაშე განუზომელი ღვაწლისთვის იგი ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა "ილია მართლის" სახელით.

ქარ­თულ წარ­ჩი­ნე­ბულ საგ­ვა­რე­უ­ლო­თა შო­რის ჭავ­ჭა­ვა­ძე­ებს ერთ-ერ­თი გა­მორ­ჩე­უ­ლი ად­გი­ლი უკა­ვი­ათ. ეს გვა­რი სა­თა­ვეს ძვე­ლი დრო­ი­დან იღებს.
ვა­ხუშ­ტი ბაგ­რა­ტი­ო­ნის თხზუ­ლე­ბა­ში "აღ­წე­რა სა­მე­ფო­სა სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა" ჩა­მოთ­ვ­ლილ კა­ხე­თის 13 სა­თა­ვა­დო გვარს შო­რის მე­ხუ­თე ად­გი­ლას და­სა­ხე­ლე­ბუ­ლია ჭავ­ჭა­ვა­ძე­თა საგ­ვა­რე­უ­ლო, რო­მე­ლიც, ავ­ტო­რის გან­მარ­ტე­ბით, იყო ქარ­თულ საგ­ვა­რე­უ­ლო­თა შო­რის ერთ-ერ­თი
"უ­წარ­ჩი­ნე­ბუ­ლე­სი და შემ­ძ­ლე­ბე­ლი".

იოანე ბაგ­რა­ტი­ო­ნის თხზუ­ლე­ბა­ში "შე­მოკ­ლე­ბით აღ­წე­რა სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა ში­ნა მცხოვ­რებ­თა თა­ვად­თა და აზ­ნა­ურ­თა გვა­რე­ბი­სა" ჩა­მოთ­ვ­ლილ კა­ხე­თის 24 სა­თა­ვა­დო გვარს შო­რის ჭავ­ჭა­ვა­ძე­ე­ბი მე­ცა­მე­ტე ად­გი­ლას იხ­სე­ნი­ე­ბი­ან. მა­თი წარ­მო­მავ­ლო­ბის შე­სა­ხებ ავ­ტო­რი წერს: "ა­რი­ან ორ გვა­რად. პირ­ველ­ნი, რო­მელ­ნი­ცა სახ­ლო­ბენ გაღ­მა მხარს ყვა­რელ­სა ში­ნა. იგი­ნი არი­ან ძვე­ლად­გან­ვე დრო­სა მე­ფე­სა
ლე­ო­ნი­სა­სა წელ­სა ქრის­ტეს აქეთ 1529. ესე­ნი იყ­ვ­ნენ ად­გი­ლით და მუნ მო­სახ­ლე­ნი თა­ვა­დად­ვე და მე­რე გად­მო­სახ­ლ­დენ ყვა­რელ­სა ში­ნა და მუნ მის­ცა ად­გილ­ნი, რო­მელ­ნი­ცა აწ არი­ან: 1) გლა­ხას შვი­ლე­ბი და ძმა­თა ამი­სი­სა. 2) მელ­ქი­სე­დე­გი­სა შვი­ლე­ბი. ხო­ლო მე­ო­რე ჭავ­ჭა­ვა­ძე­ნიც არი­ან მუნ­ვე ად­გი­ლი­დამ მოს­რულ­ნი, რო­მელ­ნიც ამ­ბობ­დენ მო­ნა­თე­სა­ო­ბა­სა მათ­სა. გარ­ნა არა აქ­ვ­ნ­დათ მათ­თან მა­მულ­ნი და ამათ მსა­ხუ­რეს ერეკ­ლე მე­ფე­სა თუ­შეთს და ოდეს გა­მეფ­და მე­ფე ირაკ­ლი პირ­ველ წელ­სა ქრის­ტეს აქეთ 1680-სა შემ­დ­გო­მად მსა­ხუ­რე­ბის­თ­ვის და­ა­სახ­ლ­ნა ად­გილ­სა წი­ნან­დელ­სა და მი­ი­ღო აზ­ნა­უ­რად. შემ­დ­გო­მად მე­ფე­მან თე­ი­მუ­რაზ აღიყ­ვა­ნა მცი­რე თა­ვა­დის ხა­რის­ხ­სა ში­ნა და უბო­ძა მცი­რე რამ ყმა და ზვა­რი სა­მე­ფო და უკა­ნას­კ­ნელ უფ­რო­რე მე­ფე­მან მე­ო­რე­მან ირაკ­ლიმ და­უმ­ტ­კი­ცა ჭავ­ჭა­ვა­ძე­ო­ბა და არი­ან მუ­ნიდ­გან წო­დე­ბულ­ნი, რო­მელ­ნი პირ­ველ იწო­დე­ბო­დენ მა­მუ­ჩის შვი­ლე­ბად და რო­მე­ლი­ცა ახ­ლა­ცა იწო­დე­ბი­ან მა­მუ­ჩის შვი­ლე­ბად: 1) ივა­ნეს შვი­ლე­ბი. 2) ბე­რი ნა­ზი­რის შვი­ლე­ბი და 3) გარ­სე­ვა­ნის შვი­ლე­ბი და სხვა­ნი".

გე­ორ­გი­ევ­ს­კის ტრაქ­ტატს დარ­თულ ქარ­თ­ველ წარ­ჩი­ნე­ბულ­თა სი­ა­ში ჭავ­ჭა­ვა­ძე­ნი კა­ხე­თის 24 სა­თა­ვა­დო გვარს შო­რის მე­ა­თე ად­გი­ლას იხ­სე­ნი­ე­ბი­ან.
ამ გვარს სა­ფუძ­ვ­ლად უდევს მომ­ც­რო ზო­მის ფრინ­ვე­ლის – ჭავ­ჭა­ვის (ი­მა­ვე ჭივ­ჭა­ვის) აღ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლი ქარ­თუ­ლი და­სა­ხე­ლე­ბა, რო­მე­ლიც რო­გორც ჩანს, მომ­ც­რო ტა­ნის მა­მა­კა­ცის სა­ხე­ლად ან მეტ­სა­ხე­ლად გა­დაქ­ცე­უ­ლა.
სულ­ხან-სა­ბა ორ­ბე­ლი­ა­ნის ლექ­სი­კონ­ში სიტყ­ვა "ჭივ­ჭა­ვი" (რომ­ლის ვა­რი­ან­ტე­ბია – "ჭივ­ჭი­ვი" ან "ჭავ­ჭა­ვი") გან­მარ­ტე­ბუ­ლია რო­გორც "ბე­ღუ­რა".

ჭავ­ჭა­ვა­ძე­თა საგ­ვა­რე­უ­ლოს შე­სა­ხებ არ­სე­ბობს სა­ყუ­რადღე­ბო გა­მოკ­ვ­ლე­ვე­ბი, რო­მელ­თა შო­რი­საც გა­მო­ირ­ჩე­ვა ქარ­თუ­ლი გე­ნე­ა­ლო­გი­უ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის თავ­მ­ჯ­დო­მა­რის, იური ჩი­ქო­ვა­ნის მი­ერ შედ­გე­ნი­ლი გე­ნე­ა­ლო­გი­უ­რი ნუს­ხე­ბი, ასე­ვე რო­ლანდ თოფ­ჩიშ­ვი­ლი­სა და იოსებ ბი­ჭი­კაშ­ვი­ლის ნაშ­რო­მე­ბი.

საგ­ვა­რე­უ­ლო გად­მო­ცე­მით, ჭავ­ჭა­ვა­ძე­თა წარ­მო­მავ­ლო­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია კა­ხე­თის მთი­ა­ნეთ­თან, კერ­ძოდ, ერ­წო-თი­ა­ნეთ­თან. აქ­ვე უნ­და ით­ქ­ვას, რომ თა­ვა­დი ჭავ­ჭა­ვა­ძე­ნი ყმა-მა­მულს ფლობ­დ­ნენ რო­გორც ერ­წო­ში, ანუ თა­ნა­მედ­რო­ვე თი­ა­ნე­თის რა­ი­ონ­ში, ასე­ვე კა­ხე­თის სხვა ნა­წი­ლებ­შიც, კერ­ძოდ, თე­ლა­ვის, ყვარ­ლი­სა და ახ­მე­ტის რა­ი­ო­ნებ­ში.
ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი წინანდალში
ჭავ­ჭა­ვა­ძე­თა მა­მუ­ლებს ესაზღ­ვ­რე­ბო­და თა­ვა­დე­ბის: მა­ყაშ­ვი­ლე­ბის (და­სავ­ლე­თი­დან), ჯან­დი­ე­რე­ბის (სამ­ხ­რე­თი­დან), გურ­გე­ნი­ძე­ე­ბი­სა და ჯორ­ჯა­ძე­ე­ბის (ჩრდი­ლო­ე­თი­დან) მა­მუ­ლე­ბი. აღ­მო­სავ­ლე­თი­დან ჭავ­ჭა­ვა­ძე­თა მა­მუ­ლებს ქი­ზი­ყის სა­მო­უ­რა­ვო ემიჯ­ნე­ბო­და.
თა­ვად ჭავ­ჭა­ვა­ძე­თა გვა­რი ორ შტოდ იყო­ფო­და. მა­თი სა­ერ­თო წი­ნა­პა­რი იყო როშ­ნია ჭავ­ჭა­ვა­ძე, რო­მე­ლიც სა­ის­ტო­რიო წყა­რო­ებ­ში 1470 წელს იხ­სე­ნი­ე­ბა.

ჭავ­ჭა­ვა­ძე­თა ერ­თი შტოს რე­ზი­დენ­ცია მდე­ბა­რე­ობ­და ყვა­რელ­ში, ხო­ლო მე­ო­რი­სა – წი­ნან­დალ­ში. აღ­ნიშ­ნულ და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქ­ტებ­ში მდე­ბა­რე­ობ­და მა­თი სა­სახ­ლე, ცი­ხე­სი­მაგ­რე და კა­რის ეკ­ლე­სია. ყვარ­ლის ჭავ­ჭა­ვა­ძე­თა საგ­ვა­რე­უ­ლო საძ­ვა­ლე იყო და დღემ­დე არის იოანე ნათ­ლის­მ­ცემ­ლის ეკ­ლე­სია, რო­მე­ლიც ყვა­რელ­ში­ვე მდე­ბა­რე­ობს.

ჭავ­ჭა­ვა­ძე­თა წი­ნან­დ­ლის შტოს საგ­ვა­რე­უ­ლო საძ­ვა­ლეს წარ­მო­ად­გენ­და თე­ლა­ვის და­სავ­ლე­თით მდე­ბა­რე შუ­ამ­თის მო­ნას­ტე­რი ("ა­ხა­ლი შუ­ამ­თა").
ქარ­თულ სა­ის­ტო­რიო წყა­რო­ებ­ში ჭავ­ჭა­ვა­ძე­ე­ბი XV სა­უ­კუ­ნის 30-იანი წლე­ბის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან იხ­სე­ნი­ე­ბი­ან. სწო­რედ ამ პე­რი­ო­დი­თაა და­თა­რი­ღე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტი, რო­მელ­შიც პირ­ვე­ლად იხ­სე­ნი­ე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი გვა­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ფა­რო­დი ჭავ­ჭა­ვა­ძე.

ალექ­სან­დ­რე I დი­დის 1438 წლის სი­გე­ლით, ფა­რო­დი ჭავ­ჭა­ვა­ძე­სა და მცხე­თა-გა­რე­ჯას შო­რის სა­მა­მუ­ლე ცი­ლო­ბის დროს ნი­წობ­ლის­ძი­სე­უ­ლი და ოქ­რო­პი­რის­შ­ვი­ლის მა­მუ­ლე­ბის საქ­მე­ე­ბი უნ­და გა­დაწყ­ვე­ტი­ლი­ყო მცხე­თი­სა და გა­რე­ჯის სა­მარ­თ­ლის მი­ხედ­ვით.

სა­ის­ტო­რიო წყა­რო­ებ­ში მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი ჭავ­ჭა­ვა­ძე­თა გვა­რის მომ­დევ­ნო წარ­მო­მად­გე­ნე­ლია კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი და­ვით IV, რო­მე­ლიც ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე 1442-1459 წლებ­ში მოღ­ვა­წე­ობ­და. ის იხ­სე­ნი­ე­ბა მე­ფე გი­ორ­გი VIII-ის ბრძა­ნე­ბით 1447 წელს შედ­გე­ნილ სა­კა­თა­ლი­კო­სო მა­მუ­ლე­ბის სი­თარ­ხ­ნის გუ­ჯარ­ში. ამ დო­კუ­მენ­ტით მე­ფემ და­ამ­ტ­კი­ცა თა­ვი­სი მა­მის, ალექ­სან­დ­რე I-ის მი­ერ სვე­ტიცხოვ­ლი­სად­მი ბო­ძე­ბუ­ლი სი­გე­ლი, რომ­ლი­თაც ამ ტაძ­რის კუთ­ვ­ნი­ლი მა­მუ­ლე­ბი გა­და­სა­ხა­დე­ბის­გან თა­ვი­სუფ­ლ­დე­ბო­და.

გი­ორ­გი VIII ასე მი­მარ­თავ­და კა­თო­ლი­კოს და­ვით IV-ს: "და აჰა თქუ­ენ, წმინ­დაო მღვდელთ-მთა­ვართ მთა­ვა­რო, პა­ტი­ო­სა­ნო და მიმ­ს­გავ­სე­ბუ­ლო და თა­ნა­მე­რა­ბა­მეო წმი­და­თა მღდელთ-მოძღუ­არ­თა ბა­სი­ლი და გრი­გო­ლი­სო, ქარ­თ­ლი­სა კა­თა­ლი­კო­ზო და­ვით, რა­გუ­ა­რა­ცა ჩუ­ენ­გან ას­რე დამ­ტ­კი­ცე­ბულ­სა და გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ­სა მარ­თებს, ეგ­რეთ მვედ­რე­ბელ იქ­მენ ღმრთი­სა მი­მართ მო­სა­ტე­ვებ­ლად ცოდ­ვა­თა ჩუ­ენ­თა და ნუმ­ცა და­ვიწყე­ბულ ვიქ­მ­ნე­ბით ლოც­ვა­თა და ვედ­რე­ბა­თა ში­ნა თქუ­ენ­თა".
თავად ჭავჭავაძეთა საგვარეულო გერბი (ერთ-ერთი ვარიანტი)
1454 წლის 10 იან­ვ­რით და­თა­რი­ღე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტის "კუ­ლუ­ხის გა­მო­სა­ღე­ბის წიგ­ნი და­ვით კა­თა­ლი­კო­ზი­სა მე­კუ­ლუ­ხე ჯუ­ა­რის მსახ­ლო­ბელ­თად­მი" ბო­ლოს დარ­თულ დამ­ტ­კი­ცე­ბა­ში ვკითხუ­ლობთ: "ჩუ­ენ ქრის­ტეს ღმრთი­სა მი­ერ ქარ­თ­ლი­სა კა­თა­ლი­კო­ზი ჭავ­ჭა­ვა­ძე და­ვით ვამ­ტ­კი­ცებთ".

ჭავ­ჭა­ვა­ძე­ებს სხვა­დას­ხ­ვა დროს ეპყ­რათ სახ­ლ­თუ­ხუ­ცე­სის, მო­ლა­რე­თუ­ხუ­ცე­სის, მე­ჯი­ნი­ბე­თუ­ხუ­ცე­სის, სუფ­რა­ჯი­სა და სხვა მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი.
სა­ის­ტო­რიო წყა­რო­ებ­ში იხ­სე­ნი­ე­ბი­ან ამ გვა­რის შემ­დე­გი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი: როშ­ნი­ას ვა­ჟე­ბი: ზა­ა­ლი, დას­ტა­ნი, მა­ნუ­ჩა­რი და გი­ორ­გი (1517 წლის სა­ბუთ­ში); გი­ორ­გის ვა­ჟე­ბი – გარ­სე­ვა­ნი და ბე­ჟა­ნი (1517 წლის შემ­დ­გომ გა­ცე­მულ სა­ბუთ­ში); გარ­სე­ვა­ნი (1584 წლის სა­ბუთ­ში); სახ­ლ­თუ­ხუ­ცე­სი იასო­ნი (1590 წლის სა­ბუთ­ში); მო­ლა­რე­თუ­ხუ­ცე­სი მა­მუ­კა (1639-1651 წლე­ბით და­თა­რი­ღე­ბულ სა­ბუთ­ში); სულ­ხან მა­მუ­ჩის ძე (XVII სა­უ­კუ­ნის შუა ხა­ნე­ბით და­თა­რი­ღე­ბულ სა­ბუთ­ში); მა­მუ­ჩი და მი­სი შვი­ლე­ბი – და­თუ­ნა და რა­მა­ზი, მა­მუ­ჩის ძმის­წუ­ლე­ბი – გი­ორ­გი და გულ­ბა­ა­თი, გა­ნა­ყო­ფე­ბი – იასო­ნი და სე­ფე­დავ­ლე (1682 წლის სა­ბუთ­ში) და სხვ.

ჭავ­ჭა­ვა­ძე­ე­ბი მე­ფი­სა და სამ­შობ­ლოს ერ­თ­გულ­ნი იყ­ვ­ნენ, რის შე­სა­ხე­ბაც ინ­ფორ­მა­ცია და­ცუ­ლია რო­გორც სა­ის­ტო­რიო წყა­რო­ებ­ში, ასე­ვე ფოლ­კ­ლორ­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­შიც.

ქარ­თულ­მა ზე­პირ­სიტყ­ვი­ე­რე­ბამ შე­მოგ­ვი­ნა­ხა ლექ­სი წი­ნან­დ­ლელ მა­მუ­კა ჭავ­ჭა­ვა­ძე­ზე, რო­მელ­შიც გად­მო­ცე­მუ­ლია მი­სი შებ­რ­ძო­ლე­ბა კა­ხეთ­ში შე­მოჭ­რილ და­ღეს­ტ­ნელ­თა ლაშ­ქარ­თან და სიკ­ვ­დი­ლი. არ­სე­ბობს ვა­რა­უ­დი, რომ ეს პი­როვ­ნე­ბა შე­საძ­ლოა ყო­ფი­ლი­ყო ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი მო­ლა­რე­თუ­ხუ­ცე­სი მა­მუ­კა.

მე­ფე არ­ჩილ II-ის პო­ე­მა­ში "გა­ბა­ა­სე­ბა თე­ი­მუ­რა­ზი­სა და რუს­თა­ვე­ლი­სა" იხ­სე­ნი­ე­ბა მე­ფე თე­ი­მუ­რაზ I-ის თა­ნა­მედ­რო­ვე თა­ვა­დი – გარ­სე­ვან გულ­ბა­ა­თის ძე ჭავ­ჭა­ვა­ძე, რო­მელ­მაც თა­ვი ისა­ხე­ლა და­ღეს­ტ­ნე­ლებ­თან ბრძო­ლა­ში.

1755 წელს ყვარ­ლის ცი­ხის დაც­ვის­თ­ვის ხუნ­ძე­თის ნუ­ცალ (მთა­ვარ) ნურ­სალ-ბეგ­თან და მის მრა­ვალ­რიცხო­ვან ლაშ­ქარ­თან მომ­ხ­დარ ბრძო­ლა­ში თა­ვი გა­მო­ი­ჩი­ნა ბეს­პაზ ფა­რე­მუ­ზის ძე ჭავ­ჭა­ვა­ძემ, რო­მე­ლიც იყო პა­პის მა­მა დი­დი ილია ჭავ­ჭა­ვა­ძი­სა. ამის შე­სა­ხებ აღ­ნიშ­ნუ­ლია თე­ი­მუ­რაზ II-ისა და ერეკ­ლე II-ის სი­გელ­ში, რო­მელ­შიც ვკითხუ­ლობთ, რომ ალ­ყის დროს ყვარ­ლის ცი­ხის გარ­ნი­ზონს მე­თა­უ­რობ­დ­ნენ და­ვით ვაჩ­ნა­ძე და მელ­ქი­სე­დეკ და ბეს­პაზ ჭავ­ჭა­ვა­ძე­ბი, რომ­ლებ­მაც "თა­ვი სა­ყათ­ლა­ნეთ გა­დად­ვეს; ოც­და­სა­მი დღე ლომ­სა­ვით იბ­რ­ძო­ლეს".

ხსე­ნე­ბუ­ლი ბრძო­ლა აღ­წე­რი­ლია გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ა­ნის პო­ე­მა­ში "სადღეგ­რ­ძე­ლო", რო­მელ­შიც ნათ­ქ­ვა­მია, რომ "მთლად და­ღის­ტა­ნი მო­აწ­ვა გა­სა­ოხ­რებ­ლად ყვარ­ლი­სა!", თუმ­ცა ქარ­თ­ვე­ლებ­მა ბრწყინ­ვა­ლე გა­მარ­ჯ­ვე­ბა მო­ი­პო­ვეს "და გა­მო­იხ­ს­ნეს მბრწყი­ნა­ვი კა­ხე­თის თვა­ლი ყვა­რე­ლი!"
აქ­ვე დავ­ძენთ, რომ დი­დი ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის ჩვენ­თ­ვის ცნო­ბი­ლი უძ­ვე­ლე­სი წი­ნა­პა­რია ხსე­ნე­ბუ­ლი როშ­ნია ჭავ­ჭა­ვა­ძე. სა­ერ­თოდ, კი ილი­ას გე­ნე­ა­ლო­გი­უ­რი ხა­ზი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა: როშ­ნია (იხ­სე­ნი­ე­ბა 1470 წელს) – გი­ორ­გი (იხ­სე­ნი­ე­ბა 1517-1529 წლებ­ში) – გარ­სე­ვა­ნი (იხ­სე­ნი­ე­ბა 1540-1584 წლებ­ში) – იასო­ნი (იხ­სე­ნი­ე­ბა 1590 წელს) – მა­მუ­კა (იხ­სე­ნი­ე­ბა 1639-1655 წლებ­ში) – ფა­რე­მუ­ზი (იხ­სე­ნი­ე­ბა 1642-1682 წლებ­ში) – ბეს­პა­ზი (იხ­სე­ნი­ე­ბა 1755-1777 წლებ­ში) – პა­ა­ტა (1771-1828) – გრი­გო­ლი (1811-1852) – ილია (1837-1907).

ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის პა­პა – პა­ა­ტა ბეს­პა­ზის ძე ჭავ­ჭა­ვა­ძე აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და ბრძო­ლა­ში, რო­მელ­შიც გა­მარ­ჯ­ვე­ბულ­მა სო­ლო­მონ II-მ სა­ბო­ლო­ოდ და­ა­მარ­ცხა მე­ფედ­ყო­ფი­ლი და­ვით II და იმე­რე­თის სა­მე­ფო ტახ­ტი და­იბ­რუ­ნა.
გარსევან რევაზის ძე ჭავჭავაძე
პლა­ტონ იოსე­ლი­ა­ნის ცნო­ბით, ერეკ­ლე II-მ პა­ა­ტას და­ა­ვა­ლა "გა­მოყ­ვა­ნა 900 ლე­კი­სა და სარ­დ­ლო­ბა­ცა იმე­რე­თი­სა­კენ მუნ მის­რულ­თა ლეკ­თა, შე­სა­წევ­ნე­ლად ქარ­თ­ველ­თა ჯა­რი­სა, ოდეს დას­ვეს მე­ფედ სო­ლო­მონ".
გი­ორ­გი XII-მ პა­ა­ტას უბო­ძა ხუ­თა­სის­თა­ვო­ბა გაღ­მამ­ხ­რი­სა, ბახ­ტ­რი­ო­ნი­დან – გა­ვა­ზამ­დე.

XIX სა­უ­კუ­ნის ოცი­ა­ნი წლე­ბის მი­წუ­რულს პა­ა­ტა ჭავ­ჭა­ვა­ძე და­ი­ღუ­პა ლე­კებ­თან ბრძო­ლა­ში მი­ღე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბით. პა­ა­ტას ცო­ლად ჰყავ­და მა­რი­ამ (პე­ლა­გი­ა) მელ­ქი­სე­დე­კის ასუ­ლი ან­დ­რო­ნი­კაშ­ვი­ლი (1771-1830), რო­მელ­თა­ნაც შე­ე­ძი­ნა ექ­ვ­სი შვი­ლი და მათ შო­რის გრი­გო­ლი (1811-1852) – მა­მა ილია ჭავ­ჭა­ვა­ძი­სა.

შტაბს-კა­პი­ტან­მა გრი­გოლ პა­ა­ტას ძე ჭავ­ჭა­ვა­ძემ 1850 წლის 14 ივ­ლისს თა­ვი ისა­ხე­ლა ყვა­რელ­ში შე­მოჭ­რილ და­ღეს­ტ­ნელ­თა ლაშ­ქ­რის და­მარ­ცხე­ბა­ში, რის­თ­ვი­საც იგი წმ. ანას II ხა­რის­ხის ორ­დე­ნით და­ა­ჯილ­დო­ეს.

აქ­ვე დავ­ძენთ, რომ ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის ბე­ბი­ის, მა­რი­ამ (პე­ლა­გი­ა) ან­დ­რო­ნი­კაშ­ვი­ლის უფ­რო­სი ძმა – იოსე­ბი (1765-1830) იყო ქი­ზი­ყის მო­უ­რა­ვი, ხო­ლო უმ­ც­როს­მა ძმამ – მალ­ხაზ ან­დ­რო­ნი­კაშ­ვილ­მა (1773-1822) ბო­ლომ­დე უერ­თ­გუ­ლა ოს­მა­ლეთ­ში გა­დახ­ვე­წილ მე­ფე სო­ლო­მონ II-ს. მალ­ხაზს ცო­ლად ჰყავ­და ამ მე­ფის და – მა­რი­ა­მი (1775-1854).

მა­თი ვა­ჟი იყო კა­ვა­ლე­რი­ის გე­ნე­რა­ლი ივა­ნე მალ­ხა­ზის ძე ან­დ­რო­ნი­კაშ­ვი­ლი (1796-1868).
ჭავ­ჭა­ვა­ძე­თა გვა­რის დიდ და­წი­ნა­უ­რე­ბა­ზე მეტყ­ვე­ლებს ის ფაქ­ტიც, რომ ერეკ­ლე II-მ თა­ვის სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ან დიპ­ლო­მა­ტი­ურ წარ­მო­მად­გენ­ლად რუ­სეთ­ში მი­ავ­ლი­ნა გარ­სე­ვან რე­ვა­ზის ძე ჭავ­ჭა­ვა­ძე (1757-1811), რო­მე­ლიც ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე გი­ორ­გი XII-ის მე­ფო­ბის პე­რი­ოდ­შიც მოღ­ვა­წე­ობ­და. იმავ­დ­რო­უ­ლად, გარ­სე­ვანს დი­დი გავ­ლე­ნა ჰქონ­და სამ­შობ­ლო­შიც. კერ­ძოდ, ის იყო ეში­კა­ღას­ბა­ში, აგ­რეთ­ვე ყა­ზა­ხი­სა და ბორ­ჩა­ლოს მო­უ­რა­ვი.
კოშკი ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე, სადაც მომავალი დიდი მოღვაწე დაიბადა
ერეკ­ლე II-მ გარ­სე­ვანს მი­ან­დო უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი მი­სია: მან იოანე ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რან­ბა­ტონ­თან ერ­თად ხე­ლი მო­ა­წე­რა 1783 წლის 24 ივ­ლისს გე­ორ­გი­ევ­ს­კ­ში და­დე­ბულ ტრაქ­ტატს, რომ­ლის ძა­ლი­თაც ქართლ-კა­ხე­თი რუ­სე­თის მფარ­ვე­ლო­ბა­ში შე­ვი­და.
გარ­სე­ვან ჭავ­ჭა­ვა­ძეს ვა­ჟი – პე­ტერ­ბურ­გ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ალექ­სან­დ­რე (1786-1846) – თვით ეკა­ტე­რი­ნე II-მ მო­უ­ნათ­ლა. შემ­დ­გომ­ში ალექ­სან­დ­რე გახ­და გე­ნე­რალ-ლე­ი­ტე­ნან­ტი, სა­პა­ტიო ჯილ­დო­ე­ბის კა­ვა­ლე­რი და იმავ­დ­რო­უ­ლად, სა­ხე­ლო­ვა­ნი პო­ე­ტი-რო­მან­ტი­კო­სი.

იმ­პე­რა­ტორ ნი­კო­ლოზ I-ის მი­ერ დამ­ტ­კი­ცე­ბულ ქარ­თ­ველ თა­ვა­დაზ­ნა­ურ­თა ნუს­ხა­ში თა­ვა­დი ჭავ­ჭა­ვა­ძე­ნიც შე­დი­ოდ­ნენ.
ჭავ­ჭა­ვა­ძე­თა გვა­რი­დან გა­მო­ვი­და რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის მრა­ვა­ლი სა­ხე­ლო­ვა­ნი ოფი­ცე­რი, რო­მელ­თა შო­რი­საც, ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ალექ­სან­დ­რე გარ­სე­ვა­ნის ძის გარ­და, გე­ნერ­ლის წო­დე­ბა მი­ნი­ჭე­ბუ­ლი ჰქონ­დათ (ჩა­მოვ­თ­ვ­ლით ქრო­ნო­ლო­გი­უ­რი თა­ნა­მიმ­დევ­რო­ბით): იასონ ივა­ნეს ძეს (1804-1857), სპი­რი­დონ ივა­ნეს ძეს (1809-1872), და­ვით ალექ­სან­დ­რეს ძეს (1818-1884), ზა­ქა­რია გულ­ბა­ა­თის ძეს (1824-1905), ივა­ნე სულ­ხა­ნის ძეს (1826-1913), ნი­კო­ლოზ ზუ­რა­ბის ძეს (1830-1897), არ­ჩილ გულ­ბა­ა­თის ძეს (1841-1902), მი­ხე­ილ სპი­რი­დო­ნის ძეს (1844-1910), ნი­კო­ლოზ მი­ხე­ი­ლის (მელ­ქი­სე­დე­კის) ძეს (1867-1920), ალექ­სან­დ­რე ზა­ქა­რი­ას ძეს (1870-1930) და სპი­რი­დონ მი­ხე­ი­ლის ძეს (1878-1952).

რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის დან­გ­რე­ვის შემ­დეგ, ხსე­ნე­ბუ­ლი ბო­ლო ორი გე­ნე­რა­ლი – ალექ­სან­დ­რე და სპი­რი­დონ ჭავ­ჭა­ვა­ძე­ე­ბი მსა­ხუ­რობ­დ­ნენ სა­ქარ­თ­ვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის არ­მი­ა­ში. სამ­წუ­ხა­როდ, მა­თი სი­ცოცხ­ლე ტრა­გი­კუ­ლად დას­რულ­და.

გე­ნე­რალ-მა­ი­ო­რი ალექ­სან­დ­რე ჭავ­ჭა­ვა­ძე იყო ვა­ჟი კა­ვა­ლე­რი­ის გე­ნერ­ლი­სა ზა­ქა­რია გულ­ბა­ა­თის ძე ჭავ­ჭა­ვა­ძი­სა და შვი­ლიშ­ვი­ლი თა­ვად გულ­ბა­ათ იოანეს ძე ჭავ­ჭა­ვა­ძი­სა (1796-1863), რო­მე­ლიც სა­ხელ­გან­თ­ქ­მულ თა­მა­დად ით­ვ­ლე­ბო­და. ალექ­სან­დ­რე ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­და ორ­გა­ნი­ზა­ცია "თეთ­რი გი­ორ­გის" სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მოქ­მედ ერთ-ერთ ჯგუფს. 1930 წელს ის და­ა­პა­ტიმ­რეს და დახ­ვ­რი­ტეს, რო­გორც ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი არა­ლე­გა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბი­სა, რო­მე­ლიც გეგ­მავ­და შე­ი­ა­რა­ღე­ბულ აჯან­ყე­ბას საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­ხო­ბის მიზ­ნით.
ალექსანდრე ჭავჭავაძე
აქ­ვე დავ­ძენთ, რომ მის­მა ვაჟ­მა, ემიგ­რა­ცი­ა­ში მყოფ­მა პავ­ლე ჭავ­ჭა­ვა­ძემ (1899-1971) 1922 წელს ლონ­დონ­ში ცო­ლად შე­ირ­თო იმ­პე­რა­ტორ ნი­კო­ლოზ I-ის შვილ­თაშ­ვი­ლი – ნი­ნა რო­მა­ნო­ვა (1901-1974), რომ­ლის მა­მაც იყო დი­დი მთა­ვა­რი, გე­ნე­რალ-ადი­უ­ტან­ტი გი­ორ­გი რო­მა­ნო­ვი (1863-1919). პავ­ლე და ნი­ნა ჭავ­ჭა­ვა­ძე­ე­ბი თა­ვი­ანთ ერ­თა­დერთ ვაჟ­თან – და­ვით­თან (1924-2014) ერ­თად 1927 წელს ლონ­დო­ნი­დან აშშ-ში გა­და­სახ­ლ­დ­ნენ. და­ვით ჭავ­ჭა­ვა­ძემ იელის უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ამ­თავ­რა. აშშ-ის არ­მი­ის ოფიც­რის რან­გ­ში იბ­რ­ძო­და II მსოფ­ლიო ომ­ში, სა­დაც არა­ერ­თი ჯილ­დო და­იმ­სა­ხუ­რა.

მო­ნა­წი­ლე­ობ­და ლენდ-ლი­ზის პროგ­რა­მა­ში, რომ­ლი­თაც აშშ-ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სსრ კავ­შირს სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კით ამა­რა­გებ­და. ომის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ბერ­ლინ­ში მუ­შა­ობ­და სამ­ხედ­რო თარ­ჯიმ­ნად. ცხოვ­რობ­და ვა­შინ­გ­ტონ­ში. მსა­ხუ­რობ­და ცენ­ტ­რა­ლურ სა­დაზ­ვერ­ვო სამ­მარ­თ­ვე­ლო­ში. მის კა­ლამს ეკუთ­ვ­ნის ნაშ­რო­მი რუ­სე­თის დი­დი მთავ­რე­ბის (რო­მა­ნო­ვე­ბის) შე­სა­ხებ.

გე­ნე­რალ-მა­ი­ო­რი სპი­რი­დონ მი­ხე­ი­ლის ძე ჭავ­ჭა­ვა­ძე იყო ერთ-ერ­თი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი 1924 წელს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მომ­ხ­და­რი სა­ხალ­ხო აჯან­ყე­ბი­სა, რო­მე­ლიც საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სის­ხ­ლ­ში ჩა­ახ­შო. იმა­ვე წლის სექ­ტემ­ბერ­ში, ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვილ­თან და მი­სი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით მოქ­მე­დი შე­ფი­ცულ­თა რაზ­მის წევ­რებ­თან ერ­თად ემიგ­რა­ცი­ა­ში გა­ი­ხიზ­ნა. 1947 წელს იგი ქარ­თ­ველ ემიგ­რან­ტ­თა ნა­წილ­თან ერ­თად დაბ­რუნ­და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, თუმ­ცა მა­ლე­ვე და­ა­პა­ტიმ­რეს და გა­და­ა­სახ­ლეს, სა­დაც გარ­და­იც­ვა­ლა.

ამა­ვე საგ­ვა­რე­უ­ლოს ყვარ­ლის შტოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ ფი­ლო­სო­ფო­სი ნი­კო ჭავ­ჭა­ვა­ძე (1923-1997) და მი­სი ვა­ჟი, ეროვ­ნულ-გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი მოძ­რა­ო­ბის ერთ-ერ­თი ლი­დე­რი ზუ­რაბ ჭავ­ჭა­ვა­ძე (1953-1989).
ამ­გ­ვა­რად, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძეს ჰყავ­და გა­მორ­ჩე­უ­ლი და სა­ხე­ლო­ვა­ნი წი­ნაპ­რე­ბი და ნა­თე­სა­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც ბო­ლო ექ­ვ­სი სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნეს როლს ას­რუ­ლებ­დ­ნენ.

ნი­კო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი
ის­ტო­რი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი
ჟურნალი "ისტორიანი",#74
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!