საქართველოს გეოგრაფიულ რუკაზე თამარწმინდა გაჩნდა!
07-12-2017
საქართველოს გეოგრაფიულ რუკაზე თამარწმინდა გაჩნდა!
მამა ადამი: დღევანდელი დღე ისტორიის ისეთივე ნაწილია, როგორიც ჩვენი წარსული

"ისტორიანის" სტუმარია არქიმანდრიტი ადამი (ვახტანგ ახალაძე) - მეცნიერი, ფილოსოფოსი, ექიმი, პოეტი, ტაძრის წინამძღვარი, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მისი სტუდენტებისა და მრევლისთვის კი უბრალოდ, მამა ადამი. მას ახლახან მიენიჭა ვარშავის უნივერსიტეტის წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის საერთაშორისო პრემია - ქართული ორიგინალური სასულიერო პოეზიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. პრემია 2010 წელს დააარსა ვარშავის უნივერსიტეტის ქართველოლოგიურმა
ჟურნალმა "პრო გეორგიამ" და იგი ორ წელიწადში ერთხელ გაიცემა.

- ლექ­სის ამ ფრაგ­მენ­ტის (იხ. ფო­ტო მარ­ცხ­ნივ) თქვე­ნე­ულ ხელ­მო­წე­რა­ში პირ­ვე­ლი ასონი­შა­ნი ასომ­თავ­რუ­ლით წე­რია...

- რო­დე­საც სა­ბე­რო აღ­კ­ვე­ცით მე­წო­და წმინ­და მა­მამ­თავ­რის სა­ხე­ლი, დავ­ფიქ­რ­დი, რო­გორ მო­ვა­წერ­დი ხელს... ასე გაჩ­ნ­და ქარ­თუ­ლი ასომ­თავ­რუ­ლი "ანი­სა" და ჯვრის შერ­წყ­მუ­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ჩე­მი
ბე­რუ­ლი ცხოვ­რე­ბის გრა­ფი­კულ ატ­რი­ბუ­ტად იქ­ცა. ჩემს ცხოვ­რე­ბი­სე­ულ სა­მე­ულ­ზე კი ალ­ბათ, ასე ვიტყო­დი: ღმერ­თი-სიტყ­ვა, სამ­შობ­ლო, მოყ­ვა­სი... ამ საკ­რა­ლუ­რი სა­მე­უ­ლის ერ­თ­გ­ვა­რი ინ­ტეგ­რა­ლია ლექ­სიც.

- რა იცით თქვე­ნი გვა­რის წარ­მო­შო­ბა­ზე? რო­გორ "ას­წავ­ლით" თქვენს მრევლს, სტუ­დენ­ტებს, თქვენ გარ­შე­მო მყოფთ წი­ნა­პარ­თად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას...

- ჩვე­ნი გვა­რი სა­თა­ვეს ის­ტო­რი­უ­ლი მეს­ხე­თი­დან იღებს. წე­რი­ლო­ბი­თი წყა­რო, რო­მელ­შიც მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია "მო­ნა­ზო­ნი სა­ბა, ყო­ფი­ლი სტე­ფა­ნე, ახა­ლას­ძე", აგ­რეთ­ვე ახა­ლა­ძე იოსე­ბი, XI სა­უ­კუ­ნეს გა­ნე­კუთ­ვ­ნე­ბა. იგი ხელ­ნა­წერ­თა ცენ­ტ­რ­შია და­ცუ­ლი. მეს­ხე­თი­დან ახა­ლა­ძე­ე­ბი მოგ­ვი­ა­ნე­ბით გუ­რი­ა­ში გა­და­სუ­ლან. საგ­ვა­რე­უ­ლო სა­ლო­ცა­ვი, წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბი­სა, კოხ­ნარ­სა და სა­ჭა­მი­ა­სერს შო­რის აუშე­ნე­ბი­ათ. გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 80-იან წლებ­ში ჯერ კი­დევ იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ თურ­მე წე­ლი­წად­ში ერ­თხელ საგ­ვა­რე­უ­ლო გი­ორ­გო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე, თუმ­ცა ეს ტა­ძა­რი კო­მუ­ნის­ტებ­მა და­ან­გ­რი­ეს. გა­დარ­ჩე­ნი­ლია ტაძ­რის ხა­ტი, რო­მე­ლიც ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უ­მის სა­გან­ძურ­ში ინა­ხე­ბა. ბა­ბუ­ა­ჩე­მის ბა­ბუა კი გუ­რი­ი­დან გო­ჩა-ჯი­ხა­იშ­ში გა­და­სუ­ლა საცხოვ­რებ­ლად. დღეს ახა­ლა­ძე­ე­ბი ცხოვ­რო­ბენ ბა­თუმ­ში, თბი­ლის­ში, ქუ­თა­ის­ში, რუს­თავ­ში, თერ­ჯო­ლის, ბაღ­და­თის, ვა­ნის, სამ­ტ­რე­დი­ის, ხო­ნის, წყალ­ტუ­ბოს, ოზურ­გე­თის, ლან­ჩხუ­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის სოფ­ლებ­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა დე­დუ­ლეთს... დე­და­ჩე­მი - სა­მო­ნოზ­ვ­ნე ანას­ტა­სია, ერ­ში ნუ­ნუ (ნი­ნო) იასო­ნის ასუ­ლი თევ­ზა­ძე, სა­სუ­ლი­ე­რო პირ­თა შთა­მო­მა­ვა­ლი და ნა­თე­სა­ვი იყო. ბე­ბო­ჩე­მი ჩხიკ­ვა­ძის ქა­ლი გახ­ლ­დათ ბაღ­და­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ობ­ჩი­დან, ხო­ლო ბა­ბუა იასო­ნი წი­ა­ღობ­ნე­ლი თევ­ზა­ძე გახ­ლ­დათ, რუ­სუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი ქუ­თა­ის­ში, დახ­ვ­რი­ტეს 1937 წელს. ობ­ჩის ეკ­ლე­სი­ე­ბის წი­ნამ­ძღ­ვ­რე­ბი დე­კა­ნო­ზი ბა­სი­ლი და დე­კა­ნო­ზი ირაკ­ლი ბე­ბო­ჩე­მის - ოლ­ღა ჩხიკ­ვა­ძის ბი­ძე­ბი იყ­ვ­ნენ, ასე­ვე ბი­ძა იყო (ვე­ნა­ხე­ბიც გვერ­დიგ­ვერდ ჰქონ­დათ გა­შე­ნე­ბუ­ლი - ასე შე­მორ­ჩა ჩემს მეხ­სი­ე­რე­ბა­საც) ობ­ჩის სკო­ლის დი­რექ­ტო­რიც კონ­ს­ტან­ტი­ნე (კო­წი­ა) ჩხიკ­ვა­ძე - არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ბიბ­ლი­ო­თე­კის მფლო­ბე­ლი და მე­ტად გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი. მის­მა ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ­მა მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბამ - წიგ­ნებ­მა, პი­რად­მა გა­მოც­დი­ლე­ბამ, ან­ტი­საბ­ჭო­თა და დი­სი­დენ­ტურ­მა გან­წყო­ბა-შე­ხე­დუ­ლე­ბებ­მა ღრმა კვა­ლი და­ამ­ჩ­ნია ჩემს სულს... ჩემს პო­ე­ზი­ა­ში ყო­ველ­თ­ვის გა­მოკ­რ­თე­ბი­ან წი­ნა­პარ­თა სი­ლუ­ე­ტე­ბი. ზოგ­ჯერ ხორ­ც­საც შე­ის­ხა­მენ და ჩემს მკითხ­ველს ესა­უბ­რე­ბი­ან ცოდ­ვა-მად­ლის გან­კითხ­ვა­ზე, სიყ­ვა­რულ­ზე, კა­ცურ­კა­ცო­ბა­ზე...

- რა გან­ც­დაა, რო­ცა რო­მე­ლი­მე მრევ­ლ­თა­გა­ნი (თუნ­დაც ასა­კით უფ­რო­სი) მოგ­მარ­თავთ: "დამ­ლო­ცე, მა­მა­ო". ალ­ბათ ღირს ამის­თ­ვის სი­ცოცხ­ლე...

- ჩე­მი აზ­რით, სი­ცოცხ­ლე უფ­რო მე­ტად სხვა რა­მის­თ­ვის ღირს - რო­დე­საც სხვაგ­ვა­რად არ ძალ­გიძს!!! შე­იძ­ლე­ბა ვერ იცხოვ­რო წმინ­და მა­მა ვი­ტა­ლი­ვით, არ ეყოს შე­ნი კა­ცო­ბა ამას, შე­ნი სუ­ლი­ე­რე­ბა, სიყ­ვა­რუ­ლი თუ გულ­წ­რ­ფე­ლო­ბა... ვერც წმინ­და­ნე­ბი­ვით - ალექ­სი შუ­შა­ნი­ა­სა ან იოან სერ­გი­ე­ვი­ვით... ალ­ბათ, არც მხო­ლოდ ხელ­ზე მთხვე­ვით, არც მხო­ლოდ და­ლოც­ვით, არც აღ­სა­რე­ბის მოს­მე­ნი­თა და შენ­დო­ბის ლოც­ვის წა­კითხ­ვით, არც ბევ­რი სხვა რა­მით, მით უმე­ტეს, ქცე­ვით ან სიტყ­ვის წარ­მოთ­ქ­მით არ გა­მო­ი­ხა­ტე­ბა ის, რის­თ­ვი­საც ღირს სი­ცოცხ­ლე. იგი, ჩე­მო საყ­ვა­რელ­ნო და საცხოვ­ნე­ბელ­ნო, რა­ღა თქმა და გაცხა­დე­ბა უნ­და, ჩვე­უ­ლებ­რივ თვალ­თა­გან და­ფა­რუ­ლი მის­ტი­კუ­რი, სა­ი­დუმ­ლო­ებ­რი­ვი რა­მაა...

- რო­გორ მიხ­ვე­დით ბე­რად აღ­კ­ვე­ცის დღემ­დე?

- რთუ­ლად, ძნე­ლი­ად. ამას ჩე­მი ცხოვ­რე­ბის 42 წე­ლი­წა­დი დას­ჭირ­და და კი­დევ 42 რომ სჭირ­დე­ბო­დეს ახ­ლა, სულ თა­ვი­დან რომ მიხ­დე­ბო­დეს ყვე­ლაფ­რის დაწყე­ბა, სხვას არა­ფერს ვი­სურ­ვებ­დი. ოღონ­დაც, ღმერ­თ­მა არ გან­მაგ­დოს!

- მშობ­ლი­ურ ბა­თუმს რო­გორ გა­იხ­სე­ნებთ?

- ბო­ლო გა­მოც­და ჩა­ვა­ბა­რე თუ არა სიმ­წი­ფის ატეს­ტატ­ზე, იმ დღეს­ვე გა­მო­ვემ­გ­ზავ­რე თბი­ლის­ში, რომ დარ­ჩე­ნილ მცი­რე დრო­ში მო­მეს­წ­რო მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბის­თ­ვის მომ­ზა­დე­ბა... მა­ლე სტუ­დენ­ტი გავ­ხ­დი. ასე დამ­თავ­რ­და ჩე­მი ცხოვ­რე­ბის ბა­თუ­მუ­რი ხა­ნა. მას შემ­დეგ გა­დაბ­მუ­ლად ერ­თი თვეც არ მიცხოვ­რია მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ­ში. თუმ­ცა, რო­გორც მკითხ­ვე­ლი ხვდე­ბა, იქ გა­ტა­რე­ბულ­მა ბავ­შ­ვო­ბამ და ყრმო­ბამ წვი­მის წყალ­თან ერ­თად შე­ის­რუ­ტეს იმ­დე­ნი ბა­თუ­მუ­რი სევ­და და სი­ხა­რუ­ლი, მზეც და ჰა­ე­რიც, რომ ვწუ­რავ ჩე­მი ბავ­შ­ვო­ბის ტან­საც­მელს და დღემ­დე ვერ გავ­წუ­რე ისე, რომ გა­საშ­რო­ბად გავ­კი­დო...

- "ღრუბ­ლე­ბის სი­თეთ­რე­ში, კენ­წე­რო­ე­ბის სიმ­წ­ვა­ნის მიღ­მა, ანუ და­ბა­დე­ბის დღეს გი­ლო­ცავ, დე!" - ასე ერ­ქ­ვა თქვენს ლი­ტე­რა­ტუ­რულ-მუ­სი­კა­ლურ პერ­ფორ­მანსს, თქვე­ნი­ვე მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, რო­მე­ლიც მი­ხე­ილ თუ­მა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის კი­ნომ­სა­ხი­ობ­თა თე­ატ­რ­ში ვი­ხი­ლეთ და რო­მე­ლიც ასე მო­უხ­და სცე­ნას. თქვე­ნი ლექ­სე­ბის "გმი­რე­ბად" იქ­ც­ნენ მსა­ხი­ო­ბე­ბი და ბა­ხის, მო­ცარ­ტის, შო­პე­ნის მუ­სი­კაც. მგო­ნია, რომ იმ სა­ღა­მოს ბო­ლომ­დე და­ი­ხარ­ჯეთ...

- არა! ვერ და­ვი­ხარ­ჯე! ღვთის მად­ლით, ბევ­რის გა­კე­თე­ბის სურ­ვი­ლი მაქვს. რო­ცა რა­ი­მე გე­ხარ­ჯე­ბა - ჩერ­დე­ბი. სი­ხა­რუ­ლით მო­ვამ­ზა­დებ­დი კი­დევ ერთ პერ­ფო­მან­სულ პრო­ექტს სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რულ­ზე! დიდ სცე­ნა­ზე. სცე­ნოგ­რა­ფი­ა­ზეც მი­ფიქ­რია. უკ­ვე მქონ­და მცდე­ლო­ბე­ბიც, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით - გაგ­რ­ძე­ლე­ბის გა­რე­შე, ალ­ბათ, ცო­ტა ვიჩ­ქა­რე, დროც არ მაქვს თავ­ზე საყ­რე­ლად. იქ­ნებ შე­მოდ­გო­მა­ზე?! ვნა­ხოთ!
დე­დაშ­ვი­ლო­ბა ფა­ქი­ზი თე­მაა, მით უმე­ტეს, ბე­რის­თ­ვის. რა მი­ზანს ისა­ხავ­და ჩვე­ნი პერ­ფორ­მან­სი? ჩემს ად­გი­ლას უნ­და წარ­მო­ედ­გი­ნა თა­ვი მა­ყუ­რე­ბელს და სურ­ვი­ლი გას­ჩე­ნო­და, დე­დის­თ­ვის სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე სიტყ­ვე­ბი ეთ­ქ­ვა, ვიდ­რე ამის სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს... რა თქმა უნ­და, ეს არ იყო ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მიძღ­ვ­ნა ერ­თი შვი­ლი­სა დე­დი­სად­მი. პერ­ფორ­მან­სის გმი­რი მხატ­ვ­რულ პერ­სო­ნა­ჟად ვაქ­ციე და ყვე­ლა­ფე­რი გან­ზო­გად­და.

- "გვა­ხა­რებ­და პი­ა­ნი­ნო­ზე შე­მოწყო­ბი­ლი ნი­ჟა­რე­ბი / ნო­ტე­ბის გვერ­დით. / ისი­ნი ახ­ლაც ქათ­ქა­თა ბავ­შ­ვო­ბას, უნა­ხავ ზღვას / და ნამ­დ­ვილ ბა­ნა­ნებს მოგ­ვა­გო­ნე­ბენ, / აფ­რი­კი­დან რომ ჩა­მოგ­ვი­ტა­ნა მა­მამ - მეზღ­ვა­ურ­მა". "უ­ნა­ხავ ზღვა­ში" რას გუ­ლის­ხ­მობთ, ზღვის სიღ­რ­მე­ში შეჭ­რის სურ­ვილს ხომ არა? და კი­დევ, მა­მა მარ­თ­ლა მეზღ­ვა­უ­რი იყო თუ ეს მხო­ლოდ პო­ე­ტუ­რი სამ­კა­უ­ლია?

- უნა­ხა­ვი ის ზღვე­ბია, რომ­ლე­ბიც მა­მამ თა­ვი­სი მეზღ­ვა­უ­რო­ბის წლებ­ში გა­და­ცუ­რა, ჩვენ კი დღე­საც არ გვი­ნა­ხავს... მა­მის მეზღ­ვა­უ­რო­ბა იყო არა მარ­ტო რო­მან­ტი­კა ჩემ­თ­ვის, ეს იყო სარ­კ­მე­ლი მსოფ­ლი­ო­ში, რკი­ნის ფარ­დის მიღ­მა ქვეყ­ნი­ე­რე­ბა­ში გაჭ­რი­ლი. ამ სარ­კ­მ­ლი­დან არა მარ­ტო სა­უცხოო ჰა­ე­რი, მუ­სი­კა, ქა­ლა­ქე­ბი­სა და პორ­ტე­ბის ხე­დე­ბი, ადა­მი­ა­ნე­ბი, თევ­ზე­ბი, ნი­ჟა­რე­ბი, ნივ­თე­ბი, ჯინ­სე­ბი, სუ­რა­თე­ბი, სიტყ­ვე­ბი იჭ­რე­ბოდ­ნენ ჩე­მი ყრმო­ბის სივ­რ­ცე­ში, არა­მედ მო­მა­ვა­ლიც შე­მო­ი­ხე­დავ­და ხან­და­ხან... რო­დე­საც წლე­ბის შემ­დეგ ვე­ნე­ცი­ა­ში აღ­მოვ­ჩ­ნ­დი, იგი ჩემ­თ­ვის ისე­თი მშობ­ლი­უ­რი იყო, მე­გო­ნა, მა­მა­ჩემს შევ­ხ­ვ­დი - აკი ათ­ჯერ მა­ინც ყო­ფი­ლა ამ ქა­ლაქ­ში... ვე­ნე­ცი­უ­რი გონ­დო­ლით რომ ვსე­ირ­ნობ­დი, თვა­ლი ცრემ­ლით მევ­სე­ბო­და და ვლო­ცუ­ლობ­დი მა­მა­ჩე­მის სუ­ლის­თ­ვის.

- რას გვეტყ­ვით, რო­გორ უნ­და გვიყ­ვარ­დეს ოჯა­ხი, რო­გორ უნ­და გა­ვუფ­რ­თხილ­დეთ მშობ­ლე­ბის, და-ძმე­ბის, შვი­ლე­ბის სიყ­ვა­რულს...

- ლექ­სე­ბით უნ­და გი­პა­სუ­ხოთ, რად­გან არ მგო­ნია, ინ­ტერ­ვი­უ­ში მო­ხერ­ხ­დეს ზე­და­პი­რუ­ლად მა­ინც თქმა, რა არის ოჯა­ხი, დე­დაშ­ვი­ლო­ბა, მა­მაშ­ვი­ლო­ბა, დაძ­მო­ბა, ცოლ­ქ­მ­რო­ბა, ბე­ბი­ე­ბის, ბა­ბუ­ე­ბი­სა და წი­ნაპ­რე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი... ამა­ზე იმ­დე­ნი მი­ქა­და­გია! ახ­ლა­ხან სა­ერ­თა­შო­რი­სო სიმ­პო­ზი­უ­მი გავ­მარ­თეთ - "ოჯა­ხი გლო­ბა­ლურ სივ­რ­ცე­ში". მაქვს მა­სა­ლე­ბიც და გეგ­მა ამ სა­კითხ­ზე მო­ნოგ­რა­ფი­ის და­სა­წე­რად. ოჯახ­ზე მეც­ნი­ე­რუ­ლი კვლე­ვა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია კა­ცობ­რი­ო­ბის მო­მავ­ლის­თ­ვის. პა­სუ­ხად მხო­ლოდ ერთ ლექსს შე­მოგ­თა­ვა­ზებთ:

ლექ­ს­ში გახ­სენ­დე­ბა მშობ­ლე­ბის სახ­ლი:
აივა­ნი (დე­და ჭრელ საბ­ნებს ამ­ზე­უ­რებს),
კედ­ლე­ბი (აქ ფო­ტო­სუ­რა­თებ­ში
გა­და­სახ­ლ­და დი­დი ოჯა­ხის მცი­რე ნა­წი­ლი),
იატა­კი (ჩე­მი და ჩე­მი და-ძმის ფე­ხის
(ე­ნი­საც) ად­გ­მის და გა­უ­ბე­და­ვი ნა­ბი­ჯე­ბის მოწ­მე)
და ჭე­რი - ცის ნა­ჭე­რი!

- შინ­დის­ში ტა­ძარს აშე­ნებთ, თა­მარ მე­ფის სა­ხე­ლო­ბი­სას...

- თა­მარ მე­ფე უდი­დე­სი ზე­ცი­უ­რი პატ­რო­ნი ჩვე­ნი ერი­სა. არა­და, მის­თ­ვის სა­თა­ნა­დო პა­ტი­ვი ჯე­რაც არ მიგ­ვი­გია, არ­ც­თუ მრა­ვა­ლი ლექ­სი ან სიმ­ღე­რა მიგ­ვიძღ­ვ­ნია, არც მი­სი ხა­ტე­ბი შეგ­ვიქ­მ­ნია უთ­ვა­ლა­ვი... ამი­ტო­მაც გა­დავ­წყ­ვი­ტეთ თა­მარ მე­ფის სუ­ლი­ე­რი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის ღრმად შეს­წავ­ლა და ქა­და­გე­ბა. ამ გზა­ზე გაგ­ვიჩ­ნ­და ჩვე­ნი დი­დი წმინ­და­ნი მე­ფი­სა და დე­დუ­ფალთ დე­დუფ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­მო­ნას­ტ­რო კომ­პ­ლექ­სის მშე­ნებ­ლო­ბის სურ­ვი­ლიც.

მო­ნას­ტ­რუ­ლი ცხოვ­რე­ბა შრო­მის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. მო­მა­ვალ­ში ჩვე­ნი მო­ნას­ტ­რის ყვე­ლა მკვიდ­რი მო­ხუ­ცე­ბულ­თა მოვ­ლა­ში მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. აკი ავად­მ­ყო­ფის მოვ­ლა ქრის­ტი­ა­ნო­ბა­ში უმაღ­ლეს სათ­ნო­ე­ბა­თა რან­გ­შია აყ­ვა­ნი­ლი. მა­თეს სა­ხა­რე­ბა შეგ­ვახ­სე­ნებს, რომ რო­გორც ავად­მ­ყოფს ვექ­ცე­ვით, ისე ვექ­ცე­ვით ქრის­ტე­საც.

ჩვე­ნი მი­ზა­ნი კი­დევ ერ­თი სა­მო­ნას­ტ­რო კომ­პ­ლექ­სის აშე­ნე­ბა კი არ არის: ამ იდე­ას სუ­ლი­ე­რი აღორ­ძი­ნე­ბაც უნ­და მოჰ­ყ­ვეს, წმინ­და თა­მარ­მე­ფი­სე­უ­ლი სუ­ლის აღორ­ძი­ნე­ბა დღე­ვან­დე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში. ისიც ვთქვათ, რომ ად­გილს, სა­დაც სა­მო­ნას­ტ­რო კომ­პ­ლექ­სი შენ­დე­ბა, ჩვენ თა­მარ­წ­მინ­და და­ვარ­ქ­ვით. ასე რომ, სა­ქარ­თ­ვე­ლოს გე­ოგ­რა­ფი­ულ რუ­კა­ზე გაჩ­ნ­და ახა­ლი და ძა­ლი­ან ლა­მა­ზი სა­ხე­ლი - თა­მარ­წ­მინ­და!

- ის­ტო­რი­ი­სა და სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის წარ­სუ­ლის ცოდ­ნას რა ად­გი­ლი უკა­ვია ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში? რა უნ­და ვის­წავ­ლოთ წარ­სუ­ლის­გან?

- ის­ტო­რი­უ­ლი დრო­ის არას­წორ გა­გე­ბა­ზე გა­ვა­მახ­ვი­ლებ ყუ­რადღე­ბას. ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი გა­ჭირ­ვე­ბის პი­რო­ბებ­ში ადა­მი­ა­ნებ­მა გა­მო­სავ­ლის ძებ­ნა და­იწყეს, გა­მო­სავ­ლი­სა, რო­მე­ლიც, სამ­წუ­ხა­როდ, ყო­ველ­თ­ვის რო­დია სუ­ლი­ე­რი და ზნე­ობ­რი­ვი თვალ­საზ­რი­სით მი­სა­ღე­ბი. სა­მა­გი­ე­როდ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მკვიდ­რ­დე­ბა გან­წყო­ბა: აბა, რა ექ­ნა, შვი­ლებს შიმ­ში­ლით ხომ არ და­ხო­ცავ­და? აბა, რა ექ­ნა, ნიჭს აქ ხომ არ და­მარ­ხავ­და, არ წა­სუ­ლი­ყო? სა­ნამ უნ­და ეთ­მი­ნა ეს ყვე­ლა­ფე­რი? თუ ფულს უხ­დიდ­ნენ, რა­ტომ არ უნ­და და­თან­ხ­მე­ბო­და?.. და ა.შ. და ა.შ. რა­ტომ ფიქ­რობს სა­ზო­გა­დო­ე­ბა ამ­გ­ვა­რად? ხომ არ გვა­ვიწყ­დე­ბა, დღე­ვან­დე­ლი დღე ის­ტო­რი­ის ისე­თი­ვე ნა­წი­ლი რო­მაა, რო­გო­რიც ჩვე­ნი წარ­სუ­ლი; კი­დევ იმას ვი­ვიწყებთ, რომ წარ­სუ­ლის მა­გა­ლი­თე­ბი მხო­ლოდ სა­ამ­ბო­ბი კი არა, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, მი­სა­ბა­ძია. ნუ და­ვი­ვიწყებთ, რომ სამ­შობ­ლოს და­ტო­ვე­ბა გა­სა­ჭირ­ში, სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბის სხვა­თა ინ­ტე­რე­სებ­ზე მაღ­ლა და­ყე­ნე­ბა, ოჯა­ხის, მე­გობ­რის ან კო­ლე­გის ღა­ლა­ტი, რა მი­ზე­ზი­თაც უნ­და იყოს იგი ნა­კარ­ნა­ხე­ვი, 30 ვერ­ცხ­ლ­ზე ქრის­ტეს გა­ყიდ­ვა, და­ბეზღე­ბა, შუ­რის­ძი­ე­ბა და მის­თა­ნა­ნი, დრო­ის მი­უ­ხე­და­ვად, ყო­ველ­თ­ვის მძი­მე და­ნა­შა­უ­ლია ღვთის, მა­მუ­ლი­სა და მოყ­ვა­სის წი­ნა­შე. თო­რემ ისე გა­მო­დის, თით­ქოს მხო­ლოდ წარ­სულ­ში არ­სე­ბობ­და აუცი­ლებ­ლო­ბა ქვეყ­ნის ერ­თ­გუ­ლე­ბი­სა, რწმე­ნის­თ­ვის თავ­და­დე­ბი­სა, მოყ­ვა­სის­თ­ვის თავ­გან­წირ­ვი­სა, ჭირ­თა თმე­ნი­სა. ნუ და­ვი­ვიწყებთ, ჩვენ ახ­ლაც, ამ­წუ­თას ის­ტო­რი­ას ვქმნით, ვწერთ და მი­სი ნა­წი­ლი ვხდე­ბით! დღეს ისე­ვე ვნებს ჩვენს ქვე­ყა­ნას ჩვე­ნი ცოდ­ვა­ნი, ღა­ლატ­ნი და გან­ს­ყიდ­ვა­ნი, რო­გორც წარ­სულ­ში!

- მა­მა ადამ, რას უსურ­ვებ­დით ჟურ­ნალ "ის­ტო­რი­ა­ნის" შემ­ქ­მ­ნე­ლებ­სა და მის მკითხ­ველს?

- ვფიქ­რობ, კარ­გი იქ­ნე­ბა, "ის­ტო­რი­ან­მა" თა­ვის თავ­ზე აიღოს არა მარ­ტო წარ­სუ­ლის ის­ტო­რი­ის წარ­მო­ჩე­ნა, არა­მედ სა­კუთ­რივ ის­ტო­რი­უ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის, ის­ტო­რი­ოგ­რა­ფი­ის, ეთ­ნოგ­რა­ფი­ის, ან­თ­რო­პო­ლო­გი­ის, სო­ცი­ო­ლო­გი­ის, სხვა თა­ნა­მედ­რო­ვე და ახა­ლი კვლე­ვი­თი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­აც. გა­დის დრო, იც­ვ­ლე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, იც­ვ­ლე­ბა აზ­როვ­ნე­ბის ფორ­მე­ბი, კვლე­ვე­ბის მე­თო­დო­ლო­გია, ვი­ვიწყებთ წარ­სულს ან ხდე­ბა წარ­სუ­ლის ხა­ტე­ბის მე­ტა­მორ­ფო­ზე­ბი ჩვენ­ში... მე­ო­რე მხრივ - ამ ცვლი­ლე­ბებს ხში­რად, სამ­წუ­ხა­როდ, ვერ მიჰ­ყ­ვე­ბი­ან ისი­ნიც კი, ვი­სი პრო­ფე­სი­აც დრო­ი­სა და სივ­რ­ცის, ღი­რე­ბუ­ლე­ბა­თა, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­თა მუდ­მი­ვი გა­და­აზ­რე­ბაა - მეც­ნი­ე­რულ ძი­ე­ბებ­ში ჩარ­თუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი. ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში ძნე­ლია ღირ­სე­უ­ლი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ე­რო დი­ა­ლოგ­ში, პა­სუ­ხი გას­ცე იმ კითხ­ვებს, რო­მელ­თაც სვამს ძა­ლი­ან სწრა­ფად ცვლა­დი თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბა - არა მარ­ტო მეც­ნი­ე­რე­ბა, არა­მედ სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნაცხოვ­რე­ბა. ალ­ბათ, ამ მიზ­ნით კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ჟურ­ნალს გა­ვამ­დიდ­რებთ მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბულ მეც­ნი­ე­რებ­თან სა­უბ­რე­ბით. იმა­საც და­ვა­მა­ტებ, რომ მეც­ნი­ე­რე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე რთუ­ლი საქ­მეა.

ესა­უბ­რა სა­ლო­მე შო­ში­ტაშ­ვი­ლი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!