მითები თავისუფლების ქანდაკებაზე
13-12-2017
მითები თავისუფლების ქანდაკებაზე
თავისუფლების ქანდაკება ამერიკას საფრანგეთმა აჩუქა დამოუკიდებლობის 100 წლის აღსანიშნავად და ეს ქანდაკება სულაც არ ყოფილა მონობის დასრულების მაუწყებელი, როგორც ამას პოპულარული მითი გადმოგვცემდა.

საგანგებო პროექტით, რომელიც 2000 წელს აშშ-ის ეროვნული პარკების სამსახურმა დააფინანსა, პასუხი გაეცა კითხვებს ქანდაკების შექმნის შესახებ, გავრცელებული მითების გასაბათილებლად.

ძეგლის ზედამხედველი ორგანო წლების განმავლობაში მუშაობდა ინფორმაციის დასაზუსტებლად. ერთ-ერთი ფართოდ დამკვიდრებული მოსაზრებით, მონუმენტი სამოქალაქო ომის შავკანიან ჯარისკაცებს უკვდავყოფდა. წარმოდგენილმა ანგარიშმა ეს ხმები უარყო. მასში აღნიშნულია, რომ "ძეგლი მხოლოდ
მონობის დასასრულის სიმბოლო არ ყოფილა. ედუარ დე ლაბულემ შესთავაზა და ფრედერიკ ოგიუსტ ბარტოლდიმ შექმნა საზეიმო ქანდაკება თავისუფლების იდეის ფართო გაგებით აღსანიშნავად".

სხვა მითის თანახმად, ორიგინალში ძეგლი წარმოადგენდა შავკანიან ქალს, მაგრამ ის თეთრკანიანების წნეხის გამო შეცვალეს. "არ არსებობს მტკიცებულება, რომ ბარტოლდის ორიგინალს თეთრკანიანი ამერიკელები ან აშშ-ის
მთავრობა აღიქვამდა, როგორც შავკანიან ქალს. შესაბამისად, არც მისი შეცვლის საკითხი წარმოიშვებოდა", - წერია ანგარიშში. აქ ასევე მითითებულია, რომ არ არის გამორიცხული, ქანდაკების დიზაინში ბარტოლდის ნაწილობრივ გამოეყენებინა შავკანიანი ეგვიპტელი ქალების ესკიზები.
მშენებლობის ერთ-ერთ ეტაპზე (1882 წ.)
"ჩვენ ვერ ვნახეთ თვალნათელი დადასტურება, რომ ედუარ დე ლაბულე ან ოგიუსტ ბარტოლდი აპირებდნენ თავისუფლების შავკანიანი ქალის სახით გამოხატვას. ლაბულეს განზრახვა იყო, შექმნილიყო ძეგლი, რომელიც გამოხატავდა ამერიკის სწრაფვას უნივერსალური თავისუფლებისკენ, რომელსაც დამოუკიდებლობის დეკლარაცია ამკვიდრებს, და ეს ყოფილიყო მაგალითი სხვა ქვეყნებისთვისაც", - აღნიშნულია დასკვნაში.

საინტერესოა, რომ აშშ-ის ზარაფხანამ თავისუფლების ქანდაკების 225 წლისთავის აღმნიშვნელ $100-იან ოქროს მონეტაზე შავკანიანი ქალი გამოსახა. ეს პირველი შემთხვევაა, ჩვეულებრივ, ქანდაკების საიუბილეო მონეტებზე თეთრკანიან ქალს ტვიფრავდნენ. ზარაფხანის ხელმძღვანელმა ელსია ბესნაიტმა მონეტა ნოვატორულად მიიჩნია, რომელიც მოდელირებულია ამერიკული საზოგადოების ხანგრძლივი ევოლუციის შესაბამისად. "ვიმედოვნებთ, რომ ეს მონეტა კიდევ ერთხელ დააფიქრებს ადამიანებს, რა არის ნამდვილი თავისუფლება", - განაცხადა ბესნაიტმა.
ქანდაკების თავი პარიზის მსოფლიო გამოფენაზე (1878 წ.)
მონეტის ავერსზე გამოსახულია თავისუფლების ქანდაკების სახე, თარიღებით 1792 და 2017 და ტრადიციული ფრაზა In God We Trust ("გვწამს ღმერთის"). რევერსზე ვხედავთ არწივს, წარწერას "ამერიკის შეერთებული შტატები" და დევიზს ქვეყნის გერბიდან E Pluribus Unum (ერთი მრავალთაგან, - ლათ.). აშშ-ის ზარაფხანაში განმარტეს, რომ მომავალში კვლავ გამოვა "ეთნიკურად განსხვავებული" მონეტები, რომელზეც ასახული იქნებიან ლათინურამერიკელი, აზიელი და ინდოელი ქალები.

მომზადებულია dailycaller.com-ის მიხედვით
ჟურნალი "ისტორიანი",#83
ahak
22 დეკემბერი 2017 18:08
ოლო ქალი, შენ რომ იხილე, დიდი ქალაქია, რომლის მეუფებასაც ჰმორჩილებს ქვეყნის ყოველი მეფე.
gavazeli
18 დეკემბერი 2017 15:47
ამომწურავი ინფორმაციაა, რამდენი მითი გაქარწყლდა, რამდენ რამეს მოეფინა ნათელი.
ზღაპარ იყო!
18 დეკემბერი 2017 01:02
საინტერესოა, საფრანგეთში როგორ აღმოჩნდა, უფრო ადრე დამზადებული, პროტოტიპი. ამერიკას თავს ნუ უქონავთ. შეიძლება მეც მეშლება.