თბილისის ერთსაუკუნოვანი კონსერვატორია
14-12-2017
თბილისის ერთსაუკუნოვანი კონსერვატორია
სამი მოღვაწე, რომელთა დამსახურებითაც ჯერ მუსიკალური სასწავლებელი, შემდეგ კი კონსერვატორია შეიქმნა

წლეულს 100 წელიწადი შესრულდა თბილისის სამუსიკო სასწავლებლის კონსერვატორიად გარდაქმნიდან, ხოლო 105 წელიწადი - პირველი ქართველი პიანისტისა და კომპოზიტორის, ქართული საფორტეპიანო სკოლისა და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ერთ-ერთი ფუძემდებლის, ალოიზ მიზანდარის გარდაცვალებიდან.
ყველაფერი კი ასე დაიწყო...

გა­ზე­თი "ცნო­ბის ფურ­ცე­ლი", 1904 წლის 18 ნო­ემ­ბე­რი:
"ჩვენ­ში მუ­სი­კის გან­ვი­თა­რე­ბას თით­ქ­მის არა­ვი­თარ ყუ­რადღე­ბას არ აქ­ცევ­დ­ნენ - მუ­სი­კის შეს­წავ­ლა სა­ჭი­როდ არ მი­აჩ­ნ­დათ. პირ­ვე­ლი სა­ფუძ­ვე­ლი ამ სა­განს
წარ­სულ სა­უ­კუ­ნის ნა­ხე­ვარ­ში და­ე­დო: ნა­მეს­ტ­ნიკ ვა­რან­ცო­ვის დახ­მა­რე­ბით ტფი­ლის­ში და­არ­ს­და თე­ატ­რი და იტა­ლი­უ­რი ოპე­რა. ტკბი­ლი, ად­ვი­ლი, ნარ­ნა­რი ხმე­ბი იტა­ლი­უ­რის მუ­სი­კი­სა ად­ვი­ლად გავ­რ­ცელ­და ხალ­ხ­ში და ბევ­რი­სათ­ვის ხში­რად სახ­მა­რებ­ლად გახ­და ქუ­ჩა-ქუ­ჩაც კი, ბევ­რი ხა­ნი არ გა­სუ­ლა - მუ­სი­კის გან­ვი­თა­რე­ბის მოთხოვ­ნი­ლე­ბაც და­ი­ბა­და და ტფი­ლის­ში კი­დეც და­არ­ს­და პირ­ვე­ლად 1871 წელს
ეგ­რედ წო­დე­ბუ­ლი "კავ­კა­სი­ის სა­მუ­სი­კო სა­ზო­გა­დო­ე­ბა", მუ­სი­კის კარ­გად მცოდ­ნის ბ-ნ კი­უ­ნე­რის მე­თა­უ­რო­ბით. ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან სა­მუ­სი­კო სკო­ლაც იყო გა­მარ­თუ­ლი, მაგ­რამ მმარ­თ­ვე­ლებ­მა უფ­რო კონ­ცერ­ტე­ბის მარ­თ­ვას მი­აქ­ცი­ეს ყუ­რადღე­ბა, მუ­სი­კის სწავ­ლე­ბას კი ნაკ­ლე­ბი შრო­მა და­უ­დეს. ამან ის გა­მო­იწ­ვია, რომ მოს­წავ­ლე­თა რიცხ­ვ­მა სულ უფ­რო და უფ­რო იკ­ლო, კონ­ცერ­ტე­ბის მარ­თ­ვა კი დიდ ხარ­ჯებს იწ­ვევ­და, თან­ხა შე­მო­ე­ლი­ათ და სა­ზო­გა­დო­ე­ბაც მა­ლე მო­ის­პო".
"ცნობის ფურცელის" სურათებიანი დამატება (1904 წლის 18 ნოემბერი)
მუ­სი­კის­მ­ცოდ­ნე, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ხე­ლოვ­ნე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი მოღ­ვა­წე არ­ჩილ მშვე­ლი­ძე თა­ვის ნაშ­რომ­ში "სა­მუ­სი­კო გა­ნათ­ლე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში" წერს:
"წო­დებ­რი­ვი და თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი თვალ­საზ­რი­სით, "კავ­კა­სი­ის სა­მუ­სი­კო სა­ზო­გა­დო­ე­ბის" მთე­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა დი­დი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით ხა­სი­ათ­დე­ბო­და, აქ მრავ­ლად იყ­ვ­ნენ ქარ­თ­ვე­ლი თა­ვა­დაზ­ნა­უ­რო­ბის ბრწყინ­ვა­ლე წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, დი­დი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­ნი, მა­ღა­ლი რან­გის ოფიც­რე­ბი, სხვა­დას­ხ­ვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მო­ხე­ლე­ე­ბი, სკო­ლის დი­რექ­ტო­რე­ბი, ექი­მე­ბი, მსხვი­ლი ვაჭ­რე­ბი და კო­მერ­სან­ტე­ბი.

"კავ­კა­სი­ის სა­მუ­სი­კო სა­ზო­გა­დო­ე­ბის" წევ­რ­თა შო­რის გვხვდე­ბა გვა­რე­ბი: აბა­ში­ძე, ან­დ­რო­ნი­კაშ­ვი­ლი, ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რან­ს­კი, ბა­რა­თაშ­ვი­ლი, გარ­სე­ვა­ნიშ­ვი­ლი, თარ­ხან-მო­უ­რა­ვი, თუ­მა­ნიშ­ვი­ლი, ერის­თა­ვი, მე­ლი­ქიშ­ვი­ლი, მეს­ხიშ­ვი­ლი, მი­ზან­და­რი, ორ­ბე­ლი­ა­ნი, სუმ­ბა­თაშ­ვი­ლი, სულ­ხა­ნიშ­ვი­ლი, ფურ­ცე­ლა­ძე, უთ­ნე­ლიშ­ვი­ლი, ყი­ფი­ა­ნი, წე­რე­თე­ლი, წუ­ლუ­კი­ძე, ჭავ­ჭა­ვა­ძე, შერ­ვა­ში­ძე, ჯო­მარ­ჯი­ძე, ჯორ­ჯა­ძე და სხვ. რო­გორც წე­სი, ისი­ნი ოჯა­ხე­ბი­თურთ ით­ვ­ლე­ბოდ­ნენ "სა­ზო­გა­დო­ე­ბის" წევ­რე­ბად". მი­უ­ხე­და­ვად ხან­მოკ­ლე არ­სე­ბო­ბი­სა და ხარ­ვე­ზე­ბი­სა (1871-1875), "კავ­კა­სი­ის სა­მუ­სი­კო სა­ზო­გა­დო­ე­ბის" (კსს) საქ­მი­ა­ნო­ბა და­დე­ბი­თად უნ­და შე­ფას­დეს. მან პირ­ველ­მა მო­უ­ყა­რა თა­ვი ქა­ლაქ­ში გაბ­ნე­ულ მუ­სი­კო­სებს და სა­თა­ვე და­უ­დო სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში პრო­ფე­სი­უ­ლი სა­მუ­სი­კო გა­ნათ­ლე­ბის გავ­რ­ცე­ლე­ბას.

1871 წლის დე­კემ­ბერ­ში პე­ტერ­ბურ­გი­დან სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და მომ­ღე­რა­ლი ხარ­ლამ­პი სა­ვა­ნე­ლი, რო­მელ­მაც 1868 წელს, პირ­ველ­მა ქარ­თ­ველ­თა შო­რის, წარ­მა­ტე­ბით და­ამ­თავ­რა პე­ტერ­ბურ­გის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის ვო­კა­ლის კლა­სი და იქ­ვე და­იწყო პე­და­გო­გი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა. ჩა­მოს­ვ­ლის­თა­ნა­ვე ისიც შე­მო­უ­ერ­თ­და "კავ­კა­სი­ის სა­მუ­სი­კო სა­ზო­გა­დო­ე­ბას". სწო­რედ აქ შეხ­ვ­დ­ნენ ერ­თ­მა­ნეთს ევ­რო­პი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი ქარ­თ­ვე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რი და ვირ­ტუ­ო­ზი პი­ა­ნის­ტი ალო­იზ მი­ზან­და­რი და ხარ­ლამ­პი სა­ვა­ნე­ლი. აქ­ვე გა­იც­ნეს შემ­დ­გომ­ში მა­თი ტრი­უმ­ვი­რა­ტის მე­სა­მე წევ­რი, იურის­ტი, კო­მერ­სან­ტი, პი­ა­ნის­ტი და მე­ცე­ნა­ტი - კონ­ს­ტან­ტი­ნე ალი­ხა­ნო­ვი.

კსს-ის ბა­ზა­ზე ხარ­ლამ­პი სა­ვა­ნელ­მა შექ­მ­ნა სა­გუნ­დო სიმ­ღე­რის უფა­სო კლა­სე­ბი და მომ­ღე­რალ­თა გუნ­დი, მაგ­რამ გამ­გე­ო­ბას­თან კონ­ფ­ლიქ­ტის გა­მო, სა­ზო­გა­დო­ე­ბის შე­ნო­ბა­ში მე­ცა­დი­ნე­ო­ბა აეკ­რ­ძა­ლათ. თუმ­ცა სა­ვა­ნე­ლი დაბ­რ­კო­ლე­ბას არ შე­უ­შინ­და და 1874 წლის სექ­ტემ­ბერ­ში კონ­სუ­ლის ქუ­ჩა­ზე, ქალ­ბა­ტო­ნი ჟა­ბას ელე­მენ­ტა­რუ­ლი სკო­ლი­სა და სა­ბავ­შ­ვო ბა­ღის შე­ნო­ბა­ში, სა­გუნ­დო სიმ­ღე­რის უფა­სო კლა­სე­ბი აღად­გი­ნა.

გა­ზე­თი "ცნო­ბის ფურ­ცე­ლი", 1904 წ. 18 ნო­ემ­ბე­რი:
"სწო­რედ ამ კაცს მო­უ­ვი­და გა­ბე­დუ­ლი აზ­რი ტფი­ლის­ში სა­მუ­სი­კო სკო­ლის გახ­ს­ნი­სა და თა­ვი­სი გან­ზ­რახ­ვა გა­ნუ­ზი­ა­რა თა­ვისს მე­გობ­რებს ალო­იზ იოსე­ბის ძე მი­ზან­დარ­სა და კონ­ს­ტან­ტი­ნე მი­ხე­ი­ლის ძეს ალი­ხა­ნოვს. ამათ მე­ტად მო­უ­წო­ნეს ამ­ხა­ნაგს აზ­რი და ერ­თად სა­მი­ვე­ნი ხე­ლი ხელს ჩარ­თულ­ნი შე­უდ­გ­ნენ ტფი­ლის­ში სა­მუ­სი­კო სკო­ლის და­არ­სე­ბას".

გა­ზე­თი "დრო­ე­ბა", 1874 წ. 11-18 ოქ­ტომ­ბე­რი:
"უ­ფალ­ნი ალი­ხა­ნო­ვი, მი­ზან­და­რი და სა­ვა­ნე­ლი ამ წლის პირ­ვე­ლის ოქ­ტომ­ბ­რიდ­გან მი­იწ­ვე­ვენ იმათ, ვი­საც სიმ­ღე­რი­სა და ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზედ თა­მა­შის სწავ­ლა სურს, ჟა­ბას შკო­ლა­ში, კონ­სუ­ლის ქუ­ჩა­ზედ, მირ­ზო­ე­ვის სახ­ლებ­ში, რო­მე­ლიც წი­ნეთ კრი­ჟა­ნოვ­ს­კის იყო. პი­რო­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა შე­იტყონ დი­ლის ცხრა სა­ა­თიდ­გან ნა­შუ­ადღე­ვის ორ სა­ა­თამ­დის, ხსე­ნე­ბულს შკო­ლა­ში, სა­ცა მსურ­ვე­ლე­ბი დრო­ზე უნ­და ჩა­ე­წე­რონ".

სა­მუ­სი­კო სკო­ლის­თ­ვის მი­ზან­დარ­მა და სა­ვა­ნელ­მა შე­ი­მუ­შა­ვეს წეს­დე­ბა, რო­მელ­საც თბი­ლი­სის გუ­ბერ­ნა­ტორ კონ­ს­ტან­ტინ ორ­ლოვ­ს­კის სა­ხელ­ზე თხოვ­ნის წე­რი­ლი და­ურ­თეს. გან­ცხა­დე­ბას მე­ტი წო­ნა რომ ჰქო­ნო­და, სა­მუ­სი­კო კლა­სე­ბის გახ­ს­ნის თა­რი­ღად 1873 წე­ლი ჩა­წე­რეს, ათ­ვ­ლა სა­ვა­ნე­ლის სა­გუნ­დო სიმ­ღე­რის უფა­სო კლა­სე­ბის და­არ­სე­ბი­დან და­იწყეს.

1876 წელს მა­თი თხოვ­ნა და­აკ­მა­ყო­ფი­ლეს და ოფი­ცი­ა­ლუ­რად ეწო­და სა­მუ­სი­კო სკო­ლა. მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბამ ორ­მოც­და­ათს მი­აღ­წია. ამი­ე­რი­დან თბი­ლი­სის სა­მუ­სი­კო სკო­ლა ერ­თა­დერთ სა­მუ­სი­კო-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კე­რად იქ­ცა მთელ ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში.
მი­ზან­და­რი­სა და სა­ვა­ნე­ლის თხოვ­ნა (1874) და სა­მუ­სი­კო სკო­ლის დე­ბუ­ლე­ბა (1876)და­ცუ­ლია ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლე­ში, ალო­იზ მი­ზან­და­რის პი­რად სა­არ­ქი­ვო ფონ­დ­ში.
მიზანდარისა და სავანელის თხოვნა. 1874 წ.
1875-1877 წლებ­ში ალი­ხა­ნო­ვი პე­ტერ­ბურ­გის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში სწავ­ლობ­და, მთე­ლი ტვირ­თი მი­ზან­დარ­სა და სა­ვა­ნელს და­აწ­ვა. მათ მხარ­ში ამო­უდ­გა დი­მიტ­რი ყი­ფი­ა­ნის მე­უღ­ლე, დი­დად გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი ნი­ნო ჭი­ლაშ­ვი­ლი-ყი­ფი­ა­ნი­სა.
სა­თა­ნა­დო თან­ხე­ბის არარ­სე­ბო­ბის გა­მო, ტრი­უმ­ვი­რა­ტი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და მი­ე­მარ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის, კერ­ძო თუ სა­ხელ­მ­წი­ფო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის­თ­ვის. შე­მო­წი­რუ­ლო­ბე­ბის სა­ხით გვა­რი­ა­ნი თან­ხა და­აგ­რო­ვეს, რი­თაც ცალ­კე შე­ნო­ბა და­ი­ქი­რა­ვეს.
1879 წლის­თ­ვის სკო­ლა­ში 92 მოს­წავ­ლე და ათამ­დე მას­წავ­ლე­ბე­ლი ირიცხე­ბო­და.

რუ­სე­თის სა­იმ­პე­რა­ტო­რო სა­მუ­სი­კო სა­ზო­გა­დო­ე­ბის (რსსს) მთა­ვარ­მა დი­რექ­ცი­ამ 1882 წელს თბი­ლის­ში კომ­პო­ზი­ტო­რი მი­ხა­ილ იპო­ლი­ტოვ-ივა­ნო­ვი გა­მო­აგ­ზავ­ნა. მას ვი­თა­რე­ბა უნ­და შე­ეს­წავ­ლა და თუ შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და, რსსს-ის თბი­ლი­სის გან­ყო­ფი­ლე­ბა გა­ეხ­ს­ნა. სკო­ლის შემ­დ­გო­მი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის, სა­მე­ულ­მა მი­ზან­შე­წო­ნი­ლად მი­იჩ­ნია, ამ ინი­ცი­ა­ტი­ვის­თ­ვის მხა­რი და­ე­ჭი­რა. 1883 წლის 11 თე­ბერ­ვალს რუ­სე­თის სა­იმ­პე­რა­ტო­რო სა­მუ­სი­კო სა­ზო­გა­დო­ე­ბის თბი­ლი­სის გან­ყო­ფი­ლე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად დამ­ტ­კიც­და.

სა­ნამ სკო­ლა გან­ყო­ფი­ლე­ბის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში გა­და­ვი­დო­და, სპე­ცი­ა­ლურ­მა კო­მი­სი­ამ შე­ა­მოწ­მა მი­სი მუ­შა­ო­ბა და ოქ­მ­ში ჩა­წე­რა:
"მი­ზან­დარ­მა, სა­ვა­ნელ­მა და ალი­ხა­ნოვ­მა კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად, სა­მუ­სი­კო სკო­ლის საქ­მი­ა­ნო­ბა შე­სა­ნიშ­ნავ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მო­იყ­ვა­ნეს, რი­თაც მათ თბი­ლი­სის სა­ზო­გა­დო­ე­ბის ღრმა ნდო­ბა და სიმ­პა­თი­ე­ბი და­იმ­სა­ხუ­რეს".

რსსს-ის წეს­დე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­მუ­სი­კო სკო­ლა ჯერ სა­მუ­სი­კო კლა­სე­ბად, ხო­ლო 1886 წელს სა­მუ­სი­კო სას­წავ­ლებ­ლად გა­და­კეთ­და და და­ე­ნიშ­ნა ყო­ველ­წ­ლი­უ­რად 5.000 მა­ნე­თის სუბ­სი­დია.

დი­დი და­ნაკ­ლი­სი გა­ნი­ცა­და სას­წავ­ლე­ბელ­მა 1887 წელს: ხარ­ლამ­პი სა­ვა­ნე­ლი, რო­მე­ლიც პა­რა­ლე­ლუ­რად სა­ხელ­მ­წი­ფო ბან­კ­ში მუ­შა­ობ­და, იმ­დე­ნად დატ­ვირ­თუ­ლი იყო, რომ პე­და­გო­გო­ბა­ზე უარი გა­ნაცხა­და. იმა­ვე წელს სას­წავ­ლე­ბე­ლი დრო­ე­ბით და­ტო­ვა პე­და­გო­გო­ბა­ზე გუ­ლაც­რუ­ე­ბულ­მა კონ­ს­ტან­ტი­ნე ალი­ხა­ნოვ­მაც. მარ­თა­ლია, ისი­ნი პე­და­გო­გო­ბას ჩა­მო­შორ­დ­ნენ, მაგ­რამ გან­ყო­ფი­ლე­ბი­სა და სას­წავ­ლებ­ლის მი­მართ დიდ ყუ­რადღე­ბას იჩენ­დ­ნენ.

მომ­დევ­ნო წელს მი­ზან­და­რი, სა­ვა­ნე­ლი, ალი­ხა­ნო­ვი და სას­წავ­ლებ­ლის მხცო­ვა­ნი პე­და­გო­გი ედუ­არდ ეპ­შ­ტე­ი­ნი გან­ყო­ფი­ლე­ბის სა­პა­ტიო წევ­რე­ბად აირ­ჩი­ეს. სამ­წუ­ხა­როდ, ერ­თ წე­ლი­წად­ში ეპ­შ­ტე­ი­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, 1890 წელს კი პე­ტერ­ბურ­გ­ში - ხარ­ლამ­პი სა­ვა­ნე­ლი.
სკო­ლამ და­არ­სე­ბი­დან რვა­ჯერ გა­მო­იც­ვა­ლა შე­ნო­ბა. მუ­დამ სხვის ჭერ­ქ­ვეშ ყოფ­ნა მძი­მე ტვირ­თად აწ­ვა მთელ გან­ყო­ფი­ლე­ბას.
კონსტანტინე ალიხანოვი (1848-1931)
1891 წლის 18 ივ­ლისს თბი­ლისს ან­ტონ რუ­ბინ­შ­ტე­ი­ნი ეწ­ვია - მსოფ­ლი­ო­ში გა­მო­ჩე­ნი­ლი პი­ა­ნის­ტი, კომ­პო­ზი­ტო­რი, რუ­სე­თის სა­მუ­სი­კო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და პე­ტერ­ბურ­გის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის და­მა­არ­სე­ბე­ლი, რსსს-ის თბი­ლი­სის გან­ყო­ფი­ლე­ბის სა­პა­ტიო წევ­რი, ალო­იზ მი­ზან­და­რის პე­და­გო­გი და ახ­ლო მე­გო­ბა­რი. ვი­თა­რე­ბის გაც­ნო­ბის შემ­დეგ, მი­სი ინი­ცი­ა­ტი­ვით გან­ყო­ფი­ლე­ბას­თან ჩა­მო­ყა­ლიბ­და სას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის შე­ნო­ბის ასა­გე­ბი ფონ­დი.

12 აგ­ვის­ტოს რუ­ბინ­შ­ტე­ინ­მა ოპე­რის თე­ატ­რ­ში დი­დი კონ­ცერ­ტი გა­მარ­თა, რო­მელ­საც, პა­პა­ნა­ქე­ბა სიცხის მი­უ­ხე­და­ვად, აუარე­ბე­ლი ხალ­ხი და­ეს­წ­რო. მან მთე­ლი შე­მო­სა­ვა­ლი, 2.160 მა­ნე­თი, გან­ყო­ფი­ლე­ბის ფონ­დ­ში გა­და­რიცხა და ამით სა­ზო­გა­დო­ე­ბას ქველ­მოქ­მე­დე­ბის­კენ მო­უ­წო­და. მის­მა ნა­ბიჯ­მა გა­ა­მარ­თ­ლა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით სას­წავ­ლებ­ლის ფონ­დ­ში 58.000 მა­ნე­თი დაგ­როვ­და, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ო­და, პრაქ­ტი­კუ­ლად გა­და­ეჭ­რათ შე­ნო­ბის აგე­ბის სა­კითხი.

სიმ­ბო­ლუ­რია, რომ 1862 წელს, რო­ცა ან­ტონ რუ­ბინ­შ­ტე­ი­ნი პე­ტერ­ბურ­გის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ას აარ­სებ­და, ალო­იზ მი­ზან­და­რი მო­ნა­წი­ლე­ობ­და კონ­ცერ­ტ­ში, რომ­ლის შე­მო­სა­ვა­ლიც პე­ტერ­ბურ­გის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის და­არ­სე­ბის ფონ­დ­ში გა­და­რიცხა. 1891 წელს კი რუ­ბინ­შ­ტე­ინ­მა თა­ვი­სი ნა­ბი­ჯით მას თით­ქოს "სა­მა­გი­ე­რო" გა­და­უ­ხა­და.

არ­ჩილ მშვე­ლი­ძე:

"სას­წავ­ლებ­ლის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ად გა­და­კე­თე­ბის აზ­რი ჯერ კი­დევ 1891 წელს და­ე­ბა­და თბი­ლი­სის "გან­ყო­ფი­ლე­ბის" დი­რექ­ცი­ას. სწო­რედ ამის­თ­ვის მი­ავ­ლი­ნეს პე­ტერ­ბურ­გ­ში მი­ხა­ილ იპო­ლი­ტოვ-ივა­ნო­ვი, რო­მე­ლიც არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ მო­ლა­პა­რა­კე­ბას აწარ­მო­ებ­და რსსს-ის მთა­ვა­რი დი­რექ­ცი­ის გავ­ლე­ნი­ან წევ­რებ­თან. იპო­ლი­ტოვ-ივა­ნოვ­მა მა­შინ ვერ შეძ­ლო და­ე­თან­ხ­მე­ბი­ნა ვე­ლი­კო­დერ­ჟა­ვუ­ლი შხა­მით მო­წამ­ლუ­ლი პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ცი­ნი­კუ­რად გა­ი­ძა­ხოდ­ნენ: კავ­კა­სი­ა­ში კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის და­არ­სე­ბა ძალ­ზედ ნა­ად­რე­ვი­ა­ო".

სა­მუ­სი­კო სას­წავ­ლებ­ლის შე­ნო­ბის აგე­ბას არ­ქი­ტექ­ტორ ალექ­სანდრ შიმ­კე­ვი­ჩის პრო­ექ­ტით 1901 წელს შე­უდ­გ­ნენ. ორ­სარ­თუ­ლი­ან შე­ნო­ბა­ში, საკ­ლა­სო ოთა­ხე­ბის გარ­და, 300-ად­გი­ლი­ა­ნი სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზი უნ­და გან­თავ­სე­ბუ­ლი­ყო. სას­წავ­ლე­ბე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად 1903 წლის 2 სექ­ტემ­ბერს გა­იხ­ს­ნა, ხო­ლო ერ­თი წლის შემ­დეგ - სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზიც, რომ­ლის­თ­ვი­საც თან­ხე­ბი სას­წავ­ლებ­ლის ერთ-ერ­თ­მა და­მა­არ­სე­ბელ­მა, კონ­ს­ტან­ტი­ნე ალი­ხა­ნოვ­მა და ალო­იზ მი­ზან­და­რის დე­დის, თეკ­ლე ზუ­ბა­ლაშ­ვი­ლის ახ­ლო ნა­თე­სა­ვებ­მა და მე­ცე­ნა­ტებ­მა, იაკობ და სტე­ფა­ნე ზუ­ბა­ლაშ­ვი­ლებ­მა გა­ი­ღეს.
თბილისის მუსიკალური სასწავლებელი, დღევანდელი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია
არ­ჩილ მშვე­ლი­ძე:
"სა­ზე­ი­მო სხდო­მა­ზე მოკ­ლე სიტყ­ვით გა­მო­ვი­და თბი­ლი­სის "გან­ყო­ფი­ლე­ბის" დი­რექ­ცი­ის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე კონ­ს­ტან­ტი­ნე ალიხანოვი, მან დამ­ს­წ­რეთ გა­აც­ნო სა­მუ­სი­კო სას­წავ­ლებ­ლის ის­ტო­რია, მი­სი რო­ლი ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში, პრო­ფე­სი­უ­ლი სა­მუ­სი­კო გა­ნათ­ლე­ბის და­ნერ­გ­ვის საქ­მე­ში. კონ­ს­ტან­ტი­ნე ალი­ხა­ნოვ­მა გულ­თ­ბი­ლი სიტყ­ვე­ბით მო­იხ­სე­ნია ხარ­ლამ­პი სა­ვა­ნე­ლი და ალო­იზ მი­ზან­და­რი, ვის სა­ხე­ლებ­თა­ნაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ამ სა­მუ­სი­კო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კე­რის აღ­მო­ცე­ნე­ბა თბი­ლის­ში".

...მუ­სი­კა­ლუ­რი სას­წავ­ლებ­ლის 1911-1912 სას­წავ­ლო წლის ან­გა­რიშ­ში ვკითხუ­ლობთ:
"ა. ი. მი­ზან­დარ­მა ვირ­ტუ­ო­ზუ­ლი გა­მოს­ვ­ლე­ბის შემ­დეგ, სა­კუ­თა­რი თა­ვი მი­უძღ­ვ­ნა მუ­სი­კა­ლურ-პე­და­გო­გი­ურ მოღ­ვა­წე­ო­ბას. ის წარ­მო­ად­გენ­და იშ­ვი­ათ შე­თავ­სე­ბას ღრმა მხატ­ვ­რუ­ლი ნა­ტუ­რი­სა, თა­ვი­სი პრო­ფე­სი­ის უსაზღ­ვ­რო ერ­თ­გუ­ლე­ბი­სა და მა­ღალ­ზ­ნე­ობ­რი­ო­ბი­სა. მძი­მე ავად­მ­ყო­ფო­ბის დრო­საც, ალო­იზ იოსე­ბის ძე უკა­ნას­კ­ნელ ძა­ლას იკ­რებ­და თა­ვი­სი საყ­ვა­რე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის­თ­ვის, ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­და მოს­წავ­ლე­ებს, რომ­ლე­ბიც დი­დად აფა­სებ­დ­ნენ მის რჩე­ვებს.

ალო­იზ მი­ზან­და­რი გახ­ლ­დათ ერთ-ერ­თი და­მა­არ­სე­ბე­ლი თბი­ლი­სის სა­მუ­სი­კო სკო­ლი­სა, შემ­დ­გომ­ში რუ­სე­თის სა­იმ­პე­რა­ტო­რო სა­მუ­სი­კო სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­მუ­სი­კო სას­წავ­ლებ­ლად წო­დე­ბუ­ლი­სა. 35 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, იგი იყო შე­უც­ვ­ლე­ლი თა­ნამ­შ­რო­მე­ლი, პი­ა­ნის­ტი, პე­და­გო­გი და ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის წევ­რი. თბი­ლი­სის გან­ყო­ფი­ლე­ბამ და­კარ­გა არა მარ­ტო არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პე­და­გო­გი, არა­მედ ადა­მი­ა­ნი, და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მთე­ლი სუ­ლი­თა და გუ­ლით ჩვენს და­წე­სე­ბუ­ლე­ბას­თან, მის მრა­ვალ­წ­ლი­ან შრო­მას­თან. ასე­თი და­ნა­კარ­გი აუნაზღა­უ­რე­ბე­ლია. თბი­ლი­სის გან­ყო­ფი­ლე­ბის დი­რექ­ცი­ამ და­ად­გი­ნა: სა­ფორ­ტე­პი­ა­ნო კლა­სის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნი­ჭით და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის და­წეს­დეს ალო­იზ მი­ზან­და­რის სა­ხე­ლო­ბის მა­რა­დი­უ­ლი სტი­პენ­დია და სას­წავ­ლებ­ლის ერთ-ერთ დარ­ბაზ­ში გან­თავ­ს­დეს მი­სი პორ­ტ­რე­ტი".
ალოიზ მიზანდარი (1837-1912)
მარ­ტო დარ­ჩე­ნილ­მა სა­მე­უ­ლის წევ­რ­მა, კონ­ს­ტან­ტი­ნე ალი­ხა­ნოვ­მა 1915 წელს რუ­სე­თის სა­იმ­პე­რა­ტო­რო მუ­სი­კა­ლურ სა­ზო­გა­დო­ე­ბას თხოვ­ნით მი­მარ­თა, სას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭე­ბი­ნათ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თან­ხ­მო­ბის ტე­ლეგ­რა­მა მი­ი­ღო, პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის გა­მო ეს სა­კითხი გა­და­ი­დო და სა­ვა­ნე­ლის, მი­ზან­და­რი­სა და ალი­ხა­ნო­ვის მი­ერ და­არ­სე­ბუ­ლი სა­მუ­სი­კო სას­წავ­ლე­ბე­ლი თბი­ლი­სის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ად მოგ­ვი­ა­ნე­ბით, 1917 წლის 1-ელ მა­ისს გარ­და­იქ­მ­ნა.

1921 წელს სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­საბ­ჭო­ე­ბის შემ­დეგ, რე­ვო­ლუ­ცი­ამ­დე­ლი მოღ­ვა­წე­ე­ბი იმ­პე­რი­ა­ლის­ტე­ბად გა­მოცხად­დნენ და მა­თი სა­ხე­ლე­ბი და­ვიწყე­ბას მი­ე­ცა. გა­უქ­მ­და მი­ზან­და­რის სა­ხე­ლო­ბის "მა­რა­დი­უ­ლი" სტი­პენ­დია, ჩა­მოხ­ს­ნეს ფო­ტო, აკ­რ­ძა­ლეს მი­სი შე­მოქ­მე­დე­ბა. თუმ­ცა სი­მარ­თ­ლე და ჭეშ­მა­რი­ტე­ბა არ იკარ­გე­ბა. 1954 წელს, ალო­იზ მი­ზან­და­რის გზის გამ­გ­რ­ძე­ლე­ბელ­მა, პირ­ველ­მა ქარ­თ­ველ­მა პრო­ფე­სორ­მა ქალ­მა ანა თუ­ლაშ­ვილ­მა გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ორი წლით ად­რე დუ­მი­ლი და­არ­ღ­ვია და მი­ზან­და­რის შე­სა­ხებ ვრცე­ლი სტა­ტია გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რა­მაც დი­დი და­ინ­ტე­რე­სე­ბა გა­მო­იწ­ვია. 1970 წელს, ალო­იზ მი­ზან­და­რის ნეშ­ტი, კულ­ტუ­რის მი­ნისტრ ოთარ თაქ­თა­ქიშ­ვი­ლის ბრძა­ნე­ბით, კუ­კი­ის სა­საფ­ლა­ო­დან დი­დუ­ბის მწე­რალ­თა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­თა პან­თე­ონ­ში გა­და­ას­ვე­ნეს, მი­სი სა­ხე­ლი უწო­დეს პირ­ველ სა­მუ­სი­კო სკო­ლას.

ამას მოჰ­ყ­ვა მო­ნოგ­რა­ფი­ე­ბი და წიგ­ნე­ბი მი­ზან­და­რის შე­სა­ხებ. თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, ინ­ტე­რე­სი თან­და­თან მი­ნავ­ლ­და, სა­მეც­ნი­ე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ასეთ სი­ახ­ლე­ებს დამ­კ­ვიდ­რე­ბა გა­უ­ჭირ­და და დღე­საც, სა­ი­უ­ბი­ლეო გა­მო­ცე­მებ­სა თუ სას­წავ­ლო პროგ­რა­მებ­ში, ისევ ძვე­ლი ის­ტო­რია იბეჭ­დე­ბა, თით­ქოს ეს მოღ­ვა­წე­ნი არც კი ყო­ფი­ლან...

P.შ. სა­ი­უ­ბი­ლეო თა­რიღ­თან და­კავ­ში­რე­ბით, თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით, აღ­დ­გე­ბა 90-იანი წლე­ბის ბო­ლოს თბი­ლის­ში, ბე­სი­კის ქუ­ჩა­ზე მო­პა­რუ­ლი და სა­ვა­რა­უ­დოდ, ჯარ­თ­ში ჩა­ბა­რე­ბუ­ლი ალო­იზ მი­ზან­და­რის მე­მო­რი­ა­ლუ­რი და­ფა, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ქა­ლა­ქი­სა და კულ­ტუ­რის ის­ტო­რი­ის ფურ­ცე­ლია.

ლე­ვან მი­ზან­და­რი
კომ­პო­ზი­ტო­რი, ის­ტო­რი­კო­სი
ჟურნალი "ისტორიანი",#83
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!