ცაიშის ქტიტორთა ვინაობისთვის
14-12-2017
ცაიშის ქტიტორთა ვინაობისთვის
ცაიშის ხუროთმოძღვრულ კომპლექსში განსაკუთრებული ყურადღების ღირსია ტაძრის ფრესკული მხატვრობა, რომლის დღევანდელი მდგომარეობა მეტ მზრუნველობას, წარსული კი საგანგებო შესწავლას იმსახურებს.

იხილეთ დასაწყისი:ანტიკური კაპიტელებიდან ქრისტიანულ კანკელამდე

მკითხველის ყურადღებას რამდენიმე ისტორიული პირის გამოსახულებებს მივაპყრობთ, რომლებიც უხვად არის შემორჩენილი ეკლესიის კედლებზე.
ცა­ი­შის ტაძ­რის მო­ხატ­ვის ის­ტო­რია ასე­თია: შე­მორ­ჩე­ნი­ლი წყა­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით, ეკ­ლე­სია 1612 წელს მო­ა­ხატ­ვი­ნა და შე­ამ­კო "ვი­თარ­ცა შვე­ნის სახ­ლ­სა ღმრთი­სა­სა" ცა­ი­შელ-ჯუ­მა­თელ­მა მთა­ვა­რე­პის­კო­პოს­მა, მა­ლა­ქია II
გუ­რი­ე­ლის ძემ. დას­რუ­ლე­ბი­დან ორი წლის შემ­დეგ, 1614-1615 წლებ­ში, მძვინ­ვა­რე მი­წის­ძ­ვ­რამ, მა­ლა­ქია გუ­რი­ე­ლის თქმით, სრუ­ლად შე­ი­წი­რა სა­მო­ნას­ტ­რო კომ­პ­ლექ­სი. ამი­ტომ გუ­რი­ელ­მა მომ­დევ­ნო 1616 წელს, უკ­ვე კა­თა­ლი­კო­სად კურ­თხე­ვის შემ­დეგ, აღად­გი­ნა სა­მო­ნას­ტ­რო ნა­გე­ბო­ბე­ბი და ღვთის­მ­შობ­ლის ტა­ძა­რი ხელ­მე­ო­რედ მო­ა­ხატ­ვი­ნა. ცნო­ბი­ლია მე­ო­რე მო­ხატ­ვის და­ზუს­ტე­ბუ­ლი თა­რი­ღიც – 1616-1619 წლე­ბი. ამ­დე­ნად, თით­ქოს გა­მო­სა­ხულ ის­ტო­რი­ულ პირ­თა იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა ძნე­ლი არ უნ­და იყოს, მაგ­რამ იმ პი­რო­ბებ­ში, რო­ცა
არც ერთ საქ­ტი­ტო­რო გა­მო­სა­ხუ­ლე­ბას თა­ნამ­დე­ვი წარ­წე­რა აღარ შე­მორ­ჩა და კედ­ლებ­ზეც ფრეს­კე­ბის, სულ ცო­ტა, ორ ფე­ნას ვხე­დავთ, ამო­ცა­ნა არ­ც­თუ ად­ვი­ლი აღ­მოჩ­ნ­და.

ტა­ძარ­ში შეს­ვ­ლის­თა­ნა­ვე გა­მორ­ჩე­ულ ად­გი­ლას, კერ­ძოდ, სამ­ხ­რე­თი ბურ­ჯის სამ­ხ­რეთ ზე­და­პირ­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლია მა­მა­კა­ცი­სა და ქა­ლის კო­ლო­რი­ტუ­ლი ფი­გუ­რე­ბი.
მა­მა­კა­ცი წი­თელ კა­ბა­ში გა­მოწყო­ბი­ლი დგას, მო­უ­ჩანს თეთ­რი ახა­ლუ­ხი, წი­თე­ლი კა­ბის გუ­ლის­პი­რი ლი­თო­ნის დე­ტა­ლე­ბით ისე­ვეა გა­ფორ­მე­ბუ­ლი, რო­გორც მე­ფე ალექ­სან­დ­რე III-ის (1639-1660) ტა­ნი­სა­მო­სი გე­ლა­თის ღვთის­მ­შობ­ლის ტაძ­რის ფრეს­კა­ზე.

უც­ნო­ბი ქტი­ტო­რის სა­მოს­ში ყვე­ლა­ზე აღ­სა­ნიშ­ნა­ვი და თვალ­ში სა­ცე­მი მი­სი თავ­სა­ბუ­რა­ვია. მა­ღა­ლი, წაწ­ვე­ტე­ბუ­ლი ჩა­ლის­ფე­რი ქუ­დი გე­ო­მეტ­რი­უ­ლი ფი­გუ­რე­ბით არის გა­ფორ­მე­ბუ­ლი, ძი­რი კი ბეწ­ვი­ა­ნია. სა­მო­სის ამ ეგ­ზო­ტი­კურ­მა დე­ტალ­მა, ანუ უჩ­ვე­უ­ლოდ მა­ღალ­მა ქუდ­მა და ქტი­ტო­რის კო­ლო­რი­ტულ­მა იერ­მა არ შე­იძ­ლე­ბა, ამა­ვე ეპო­ქა­ში მოღ­ვა­წე ერ­თი ის­ტო­რი­უ­ლი პი­რის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა არ გაგ­ვახ­სე­ნოს – ეს არის სა­მეგ­რე­ლოს რე­გენ­ტის, გი­ორ­გი ლი­პარ­ტი­ა­ნის სა­ხელ­გან­თ­ქ­მუ­ლი ფრეს­კა წა­ლენ­ჯი­ხის მაცხოვ­რის ფე­რის­ც­ვა­ლე­ბის ტაძ­რი­დან.
მანუჩარ დადიანისა და ნესტან-დარეჯანის სავარაუდო ფრესკა. ფოტო ექვთიმე თაყაიშვილის არქივიდან, 1914 წ.
ძნე­ლია XVII სა­უ­კუ­ნის ქარ­თულ მხატ­ვ­რო­ბა­ში მო­ი­ძებ­ნოს გი­ორ­გი ლი­პარ­ტი­ა­ნის სა­ხე­ზე უფ­რო რე­ა­ლის­ტუ­რი და მეტყ­ვე­ლი პორ­ტ­რე­ტი. ცა­ი­შის უც­ნო­ბი ქტი­ტო­რის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბას­თან შე­და­რე­ბი­სას აშ­კა­რად იკ­ვე­თე­ბა ამ ორი პი­რის გა­რეგ­ნუ­ლი მსგავ­სე­ბა, სა­ხის თით­ქ­მის ერ­თ­ნა­ი­რი მო­ხა­ზუ­ლო­ბა, და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ნუ­ში­სებ­რი თვა­ლე­ბი, სწო­რი ცხვი­რი და ულ­ვა­შის ფორ­მა. ორი­ვე პორ­ტ­რეტ­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლია გრძე­ლი მა­ღა­ლი ჩა­ლის­ფე­რი ქუ­დი, რო­მე­ლიც რო­გორც ჩანს, გი­ორ­გი ლი­პარ­ტი­ა­ნის ჩაც­მუ­ლო­ბის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ატ­რი­ბუ­ტი იყო.

მარ­თა­ლია, გა­რეგ­ნუ­ლი მსგავ­სე­ბა აშ­კა­რაა, მაგ­რამ რამ­დე­ნად ესა­და­გე­ბა ცა­იშ­ში გი­ორ­გი ლი­პარ­ტი­ა­ნის პორ­ტ­რე­ტის არ­სე­ბო­ბა ის­ტო­რი­ულ ქრო­ნო­ლო­გი­ა­სა და ფაქ­ტებს?
რო­გორც ზე­მოთ აღ­ვ­ნიშ­ნეთ, ტა­ძა­რი ორ­ჯერ, 1612 და 1616-1619 წლებ­ში, მა­ლა­ქია გუ­რი­ელს მო­უ­ხა­ტავს, ეს ის პე­რი­ო­დია, რო­ცა სა­მეგ­რე­ლოს სწო­რედ გი­ორ­გი ლი­პარ­ტი­ა­ნი გა­ნა­გებს. 1611 წელს, რო­ცა ლე­ვან II და­ახ­ლო­ე­ბით 14 წლი­სა იყო, გარ­და­იც­ვა­ლა მა­ნუ­ჩარ და­დი­ა­ნი და იტა­ლი­ე­ლი მი­სი­ო­ნე­რის, არ­ქან­ჯე­ლო ლამ­ბერ­ტის თქმით, ლე­ვან და­დი­ანს "მზრუნ­ვე­ლად და­უ­ნიშ­ნეს მი­სი ბი­ძა გი­ორ­გი ლი­პარ­ტი­ა­ნი – კა­ცი ფრი­ად სა­მარ­თ­ლი­ა­ნი და სა­ხელ­მ­წი­ფო საქ­მე­ებ­ში კარ­გად გა­მოც­დი­ლი. ეს გი­ორ­გი გა­ნა­გებ­და ყვე­ლა­ფერს ფრი­ად ერ­თ­გუ­ლად და ისე მიჰ­ყავ­და საქ­მე­ე­ბი, რომ მი­სი გამ­გე­ო­ბის დროს კოლ­ხი­და­ში არა­ვი­თა­რი არე­უ­ლო­ბა და აჯან­ყე­ბა არ მომ­ხ­და­რა".

რამ­დენ ხანს გრძელ­დე­ბო­და ლი­პარ­ტი­ა­ნის მმარ­თ­ვე­ლო­ბა, ზუს­ტად არ არის ცნო­ბი­ლი, მაგ­რამ გა­მოთ­ქ­მუ­ლია რამ­დე­ნი­მე მო­საზ­რე­ბა. და­ვით გვრი­ტიშ­ვი­ლის აზ­რით, ლე­ვან II და­დი­ანს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ბი­ძამ 1621 წლამ­დე გა­და­ა­ბა­რა; შალ­ვა ჯღარ­კა­ვა ფიქ­რობს, რომ ლი­პარ­ტი­ა­ნის მმარ­თ­ვე­ლო­ბა 1619 წლამ­დე გაგ­რ­ძელ­და; პრო­ფე­სო­რი ილია ან­თე­ლა­ვა კი მი­იჩ­ნევ­და, რომ გი­ორ­გი სა­მეგ­რე­ლო­ში პირ­ვე­ლი პი­რი 1615 წლამ­დე იყო, შემ­დეგ კი სამ­თავ­როს მმარ­თ­ვე­ლო­ბა 16 წლის ლე­ვან და­დი­ანს ჩა­ა­ბა­რა. ასეა თუ ისე, ნე­ბის­მი­ერ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ტაძ­რის მო­ხატ­ვის ორი­ვე პე­რი­ოდ­ში გი­ორ­გი ლი­პარ­ტი­ა­ნი სა­მეგ­რე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ზე­და ეშე­ლო­ნებ­ში იყო და ამი­ტომ მას აუცი­ლებ­ლად გა­მო­სა­ხავ­დ­ნენ ცა­ი­შის ტაძ­რის კედ­ლებ­ზე. მით უფ­რო, რო­ცა ეკ­ლე­სი­ის პირ­ვე­ლი მო­ხატ­ვა და შემ­დეგ დან­გ­რე­უ­ლის აღ­დ­გე­ნა მი­სი მმარ­თ­ვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში და­იწყო.

თუ მი­ვიჩ­ნევთ, რომ მა­მა­კა­ცის პორ­ტ­რე­ტის გი­ორ­გი ლი­პარ­ტი­ანს გა­მო­სა­ხავს, ცხა­დია, მის გვერ­დით მდგა­რი მან­დი­ლო­სა­ნი სა­მეგ­რე­ლოს დრო­ე­ბი­თი მმარ­თ­ვე­ლის მე­უღ­ლე უნ­და იყოს. ამ პორ­ტ­რეტ­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ერ­თი მო­საზ­რე­ბა გა­მო­ით­ქ­ვა. მათ შო­რის ჩვენც 2004 წელს მი­ვიჩ­ნევ­დით, რომ აქ და­ხა­ტუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი სა­მეგ­რე­ლოს სა­ხელ­გან­თ­ქ­მუ­ლი მთავ­რის ლე­ვან II და­დი­ა­ნის მე­ო­რე ცო­ლი ნეს­ტან-და­რე­ჯან ჭი­ლა­ძე იყო.

ამ­ჯე­რად კი ვრწმუნ­დე­ბით, რომ ცა­იშ­ში ლე­ვან და­დი­ა­ნის მე­უღ­ლის პორ­ტ­რე­ტის არ­სე­ბო­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­მო­რიცხუ­ლია, რად­გან ვე­თან­ხ­მე­ბით მო­საზ­რე­ბას, რომ­ლის თა­ნახ­მად, ლე­ვან II და­დი­ა­ნის პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბა 1621 წელს მოხ­და. მარ­თა­ლია, პრო­ფე­სო­რი ილია ან­თე­ლა­ვა ამ თა­რიღს 1614-1615 წლე­ბის­კენ სწევს, რაც არა­მარ­თე­ბუ­ლი ჩანს, თუმ­ცა, ასეც რომ იყოს, მიგ­ვაჩ­ნია, რომ ჩვენ მი­ერ გან­ხი­ლუ­ლი ქტი­ტორ­თა პორ­ტ­რე­ტე­ბი მა­ლა­ქი­ას მი­ერ ტაძ­რის მო­ხატ­ვის პირ­ველ ეტაპს – 1612 წელს, ანუ ლე­ვა­ნის ქორ­წი­ნე­ბამ­დე პე­რი­ოდს გა­ნე­კუთ­ვ­ნე­ბა.
გიორგი ლიპარტიანის სავარაუდო პორტრეტი ცაიშში
ამ­დე­ნად, მიგ­ვაჩ­ნია, რომ ცა­ი­შის ტაძ­რის სამ­ხ­რე­თი ბურ­ჯის სამ­ხ­რეთ კე­დელ­ზე სა­მეგ­რე­ლოს მმარ­თ­ვე­ლი გი­ორ­გი ლი­პარ­ტი­ა­ნია და­ხა­ტუ­ლი მე­უღ­ლეს­თან ერ­თად. გი­ორ­გის სა­მი ცო­ლი ჰყავ­და: – და­დი­ა­ნის ასუ­ლი ანა, ამი­ლახ­ვ­რის ასუ­ლი თა­ჯი და ნეს­ტან-და­რე­ჯან ჭი­ლა­ძე. ცა­იშ­ში ეს უკა­ნას­კ­ნე­ლი ვერ იქ­ნე­ბა გა­მო­სა­ხუ­ლი, რად­გან იგი სა­მეგ­რე­ლოს სამ­თავ­რო ოჯახ­ში ეკ­ლე­სი­ის მო­ხატ­ვის შემ­დეგ, 1620 წლის­თ­ვის გა­მოჩ­ნ­და. ამი­ტომ გი­ორ­გის გვერ­დით ანა და­დი­ა­ნის ან თა­ჯი ამი­ლახ­ვ­რის არ­სე­ბო­ბა უნ­და ვი­ვა­რა­უ­დოთ.

ცა­ი­შის ეკ­ლე­სი­ა­ში ქტი­ტორ­თა პორ­ტ­რე­ტე­ბი შე­მორ­ჩე­ნი­ლია ჩრდი­ლო­ეთ ბურ­ჯ­ზეც. ისე­ვე რო­გორც წი­ნა შემ­თხ­ვე­ვა­ში, აქაც საქ­ტი­ტო­რო წარ­წე­რა გამ­ქ­რა­ლია, ამი­ტომ ფრეს­კებ­ზე გა­მო­სა­ხულ პირ­თა ვი­ნა­ო­ბის ამო­საც­ნო­ბად ის­ტო­რი­უ­ლი ფაქ­ტე­ბის ანა­ლიზ­სა და ლო­გი­კას უნ­და მივ­ყ­ვეთ. დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა ასე­ვე ქტი­ტორ­თა ჩაც­მუ­ლო­ბას.

ამ პორ­ტ­რე­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო მო­საზ­რე­ბა გა­მოთ­ქ­ვა ის­ტო­რი­კოს­მა აბე­სა­ლომ ტუ­ღუშ­მა, რო­მელ­მაც წყვი­ლი ლე­ვან II და­დი­ა­ნად და მის პირ­ველ მე­უღ­ლედ თა­ნუ­რია/და­რუნ­დია შერ­ვა­ში­ძედ მი­იჩ­ნია. ამ მო­საზ­რე­ბას ვერ გა­ვი­ზი­ა­რებთ თუნ­დაც იმი­ტომ, რომ რო­გორც ზე­მოთ აღ­ვ­ნიშ­ნეთ, ცა­ი­შის პირ­ვე­ლი და მე­ო­რე მო­ხატ­ვის პე­რი­ოდ­ში ლე­ვა­ნი ჯერ და­უ­ქორ­წი­ნე­ბე­ლი იყო. ესეც რომ არ იყოს, ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნია, რომ ისეთ ამ­ბი­ცი­ურ და პა­ტივ­მოყ­ვა­რე მთა­ვარს, რო­გო­რიც ლე­ვან II და­დი­ა­ნია, ცა­ი­შის ეკ­ლე­სი­ა­ში და­ე­ტო­ვე­ბი­ნა იმ პირ­ვე­ლი მე­უღ­ლის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა, რო­მელ­საც ღა­ლა­ტი დას­დო ბრა­ლად, შე­სარ­ცხ­ვე­ნად ცხვი­რი მო­აჭ­რა და აფხა­ზეთ­ში გა­ა­ძე­ვა. ჩვე­ნი აზ­რით, აქ სხვა წყვი­ლია და­ხა­ტუ­ლი. რო­გორც ხე­ლოვ­ნე­ბათ­მ­ცოდ­ნე ნი­ნო ჩიხ­ლა­ძე შე­ნიშ­ნავს, მა­თი სა­მო­სი და თავ­სა­ბუ­რა­ვი მდიდ­რუ­ლი, "სა­მე­ფო" მორ­თუ­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა, მა­მა­კა­ცის გვირ­გ­ვი­ნის მსგავ­სი თავ­სა­ბუ­რა­ვი უხ­ვად არის მოთ­ვალ­მარ­გა­ლი­ტე­ბუ­ლი. თვალ­ში სა­ცე­მია სა­მე­ფო სა­მო­სის­თ­ვის ნი­შან­დობ­ლი­ვი დე­ტა­ლე­ბი: თვალ-მარ­გა­ლი­ტით მორ­თუ­ლი მა­ნი­ა­კი, სამ­კ­ლა­ვე პა­ტი­ვი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ფორ­მის კა­ბის ქო­ბა.

ამ­დე­ნად, ცხა­დია, რომ აქ გა­მორ­ჩე­უ­ლი სა­ო­ჯა­ხო წყვი­ლია და­ხა­ტუ­ლი. ვინ უნ­და იყ­ვ­ნენ ისი­ნი? ჩვე­ნი აზ­რით, ლო­გი­კუ­რია თუ ვი­ვა­რა­უ­დებთ, რომ ცა­ი­შელ-ჯუ­მა­თელ­მა და შემ­დეგ აფხა­ზე­თის კა­თა­ლი­კოს­მა მა­ლა­ქი­ამ 1612-1619 წლებს შო­რის პე­რი­ოდ­ში ცა­ი­შის ეკ­ლე­სი­ის კე­დელ­ზე გა­მო­ა­სახ­ვი­ნა ოდი­შის მა­შინ­დე­ლი მმარ­თ­ვე­ლის ძმა, მო­მა­ვა­ლი მთავ­რის მშობ­ლე­ბი – მა­ნუ­ჩარ და­დი­ა­ნი და კა­ხე­თის ცნო­ბი­ლი მე­ფის, ალექ­სან­დ­რე II-ის (1574-1605) ქა­ლიშ­ვი­ლი ნეს­ტან-და­რე­ჯა­ნი. ორი­ვე ამ დრო­ის­თ­ვის უკ­ვე გარ­დაც­ვ­ლი­ლი იყო, თუმ­ცა ეს გა­რე­მო­ე­ბა კი­დევ უფ­რო ზრდის მა­თი ცა­იშ­ში სა­გან­გე­ბოდ და­ხატ­ვის ალ­ბა­თო­ბას. ეს, ერ­თი მხრივ, გან­ს­ვე­ნე­ბულ­თა ხსოვ­ნის უკ­ვ­დავ­ყო­ფა იქ­ნე­ბო­და და ამას­თა­ნა­ვე, მოქ­მე­დი მმარ­თ­ვე­ლე­ბი­სად­მი პა­ტი­ვის­ცე­მის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაც (რო­გორც აღ­ვ­ნიშ­ნეთ, მა­ნუ­ჩა­რი მო­მა­ვა­ლი მთავ­რის, ლე­ვა­ნის მა­მა და მოქ­მე­დი ხე­ლი­სუფ­ლის, გი­ორ­გი ლი­პარ­ტი­ა­ნის ღვიძ­ლი ძმა იყო).

ჩვე­ნი მო­საზ­რე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ რამ­დე­ნი­მე არ­გუ­მენ­ტი მეტყ­ვე­ლებს: 1) უწ­ვე­რუ­ლი მა­მა­კა­ცი სა­ერ­თოდ არ ჰგავს იერი­თაც კი ლე­ვან II და­დი­ა­ნის ცნო­ბილ ფრეს­კებს. ცხა­დია, რომ აქ სულ სხვა სა­ხი­სა და ნაკ­ვ­თე­ბის მქო­ნე პი­როვ­ნე­ბაა გა­მო­სა­ხუ­ლი. 2) ფრეს­კა­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი მა­მა­კა­ცის თავ­სა­ბუ­რა­ვიც უფ­რო მა­ნუ­ჩა­რი­სა და ლე­ვან I-ის ეპო­ქის ქუ­დებს ჰგავს, ვიდ­რე გი­ორ­გი ლი­პარ­ტი­ა­ნი­სა და ლე­ვან II და­დი­ა­ნის დრო­ის თავ­სა­ბუ­რა­ვებ­სა და გვირ­გ­ვი­ნებს. 3) დე­დოფ­ლის კა­ბა­ზე გა­მო­სა­ხუ­ლია ეგ­ზო­ტი­კუ­რი ორ­ნა­მენ­ტი – ყვა­ვი­ლის ფორ­მის ეს თა­ვი­სე­ბუ­რი მო­ჩით­ვა XV სა­უ­კუ­ნე­ში ქუც­ნა ამი­რე­ჯი­ბის კა­ბა­ზე ჩნდე­ბა და მას არა­ერ­თხელ ვხე­დავთ ქარ­თ­ველ დი­დე­ბულ­თა სა­მოს­ზე, ოღონდ XVII სა­უ­კუ­ნის პირ­ველ ნა­ხევ­რამ­დე.
სავარაუდოდ, ლევან დადიანის ახალგაზრდობის პორტრეტი, მანუჩარ დადიანისა და მისი მეუღლის გამოსახულებათა მოპირდაპირედ
ლე­ვან II და­დი­ა­ნის მმარ­თ­ვე­ლო­ბის პე­რი­ო­დი კი უკ­ვე ამ ეპო­ქის მი­წუ­რულს უწევს და მი­სი თა­ნა­მედ­რო­ვე ის­ტო­რი­უ­ლი პი­რე­ბის სა­მოს­ზე მსგავს ორ­ნა­მენტს პრაქ­ტი­კუ­ლად ვე­ღარ ვხე­დავთ. 4) გან­სა­კუთ­რე­ბით სა­გუ­ლის­ხ­მოა მა­ნუ­ჩარ და­დი­ა­ნი­სა და მი­სი მე­უღ­ლის სა­ვა­რა­უ­დო გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა­თა მო­პირ­და­პი­რედ, ჩრდი­ლო­ეთ კე­დელ­ზე, კა­რის მარ­ცხ­ნივ ვედ­რე­ბად მი­მარ­თუ­ლი ხე­ლე­ბით წარ­მოდ­გე­ნი­ლი ახალ­გაზ­რ­და ჭა­ბუ­კის ფი­გუ­რის არ­სე­ბო­ბა. ხე­ლოვ­ნე­ბათ­მ­ცოდ­ნე ნი­ნო ჩიხ­ლა­ძე სა­მარ­თ­ლი­ა­ნად მი­იჩ­ნევს მას მთავ­რის ოჯა­ხის წევ­რად, რა­ზეც ჭა­ბუ­კის მარ­გა­ლი­ტე­ბით მორ­თუ­ლი სამ­კ­ლა­ვე და ძვირ­ფა­სად შემ­კუ­ლი კა­ბა მი­უ­თი­თებს.

ჩვე­ნი აზ­რით, სწო­რედ ეს ფი­გუ­რა უნ­და ეკუთ­ვ­ნო­დეს ლე­ვან II და­დი­ანს. ლო­გი­კუ­რიც არის, რომ მხატ­ვარ­მა შვი­ლი მშობ­ლე­ბის პორ­ტ­რე­ტე­ბის მო­პირ­და­პი­რე კე­დელ­ზე და­ხა­ტა. ად­ვი­ლად აიხ­ს­ნე­ბა ლე­ვა­ნის ეულად გა­მო­სახ­ვაც. ამ პე­რი­ოდ­ში, ანუ 1612-1619 წლებს შო­რის, ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი 15-დან 22 წლამ­დე იქ­ნე­ბო­და (ლე­ვა­ნი 1597 წელს და­ი­ბა­და), ის ჯერ კი­დევ უცო­ლო იყო და ცხა­დია, მხატ­ვა­რიც ფრეს­კა­ზე და­დი­ანს თა­ნა­მეცხედ­რის გა­რე­შე და­ხა­ტავ­და.

ლე­ვა­ნის ფი­გუ­რის მახ­ლობ­ლად, ანუ ჩრდი­ლო­ე­თის კე­დელ­ზე, კა­რის მარ­ჯ­ვ­ნივ დღემ­დე შე­მორ­ჩა სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის შა­ვი თავ­სა­ბუ­რა­ვის ფრაგ­მენ­ტი. სა­ვა­რა­უ­დოდ, აქ მა­ლა­ქია გუ­რი­ე­ლი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო და­ხა­ტუ­ლი. პა­ტივ­მოყ­ვა­რე ხა­სი­ა­თი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ცხა­დია, იგი მო­მა­ვა­ლი მთავ­რის ფი­გუ­რას­თან ახ­ლოს ისურ­ვებ­და სა­კუ­თა­რი სა­ხე­ბის არ­სე­ბო­ბას.
ცა­იშ­ში კი­დევ არის რამ­დე­ნი­მე ის­ტო­რი­უ­ლი პი­რის სა­ინ­ტე­რე­სო ფი­გუ­რა. თუმ­ცა, ეს უკ­ვე კვლე­ვი­სა და მსჯე­ლო­ბის ცალ­კე თე­მაა...

გი­ორ­გი კა­ლან­დია
ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლის დი­რექ­ტო­რი
ჟურნალი "ისტორიანი:,#83
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!