"ქაჯეთის ციხის აღება" 50 წლის შემდეგ
14-12-2017
"ქაჯეთის ციხის აღება" 50 წლის შემდეგ
სუხიშვილების ქორეოგრაფიული დადგმის კინოვერსია უკვალოდ გაქრა...

იუნესკოს გადაწყვეტილებით, 2016 წელი რუსთაველის წლად იყო გამოცხადებული. 50 წლის წინ კი, 1966 წელს, შოთა რუსთაველის დაბადების 800 წლისთავი ფართოდ აღინიშნა. საგანგებოდ ამ იუბილესთვის საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა მუსიკალურ-ქორეოგრაფიული სპექტაკლი "ქაჯეთის ციხის აღება" დადგა. ნაწარმოებს უმაღლესი დონის შეფასებები მისცეს მსოფლიოს წამყვანმა თეატრალურმა კრიტიკოსებმა და ჟურნალისტებმა. გვესაუბრება "სუხიშვილების" "ოქროს ხანის" წამყვანი სოლისტი, საქართველოს სახალხო არტისტი თენგიზ უთმელიძე, რომელიც სპექტაკლ "ქაჯეთის ციხის აღების" მთავარ
მოქმედ გმირს, ტარიელს განასახიერებდა.

– ბა­ტო­ნო თენ­გიზ, სა­ნამ სპექ­ტაკ­ლ­ზე და­ვიწყებ­დეთ სა­უ­ბარს, იქ­ნებ გა­იხ­სე­ნოთ სა­ერ­თო ფო­ნი, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში რუს­თა­ვე­ლის იუბი­ლეს აღ­სა­ნიშ­ნა­ვად შე­იქ­მ­ნა?
– ქარ­თ­ვე­ლი კა­ცის­თ­ვის ყო­ვე­ლი დღე "ვეფხის­ტყა­ოს­ნით" – სიბ­რ­ძ­ნის, გო­ნი­ე­რე­ბის ამ დი­დი სა­ლა­რო­თი უნ­და იწყე­ბო­დეს და მთავ­რ­დე­ბო­დეს. 50 წლის წი­ნან­დე­ლი მოვ­ლე­ნა წარ­მო­უდ­გენ­ლად ფარ­თო­მას­შ­ტა­ბი­ა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ნამ­დ­ვი­ლი
ფე­ი­ერ­ვერ­კი გახ­ლ­დათ. სა­ი­უ­ბი­ლეო დღე­ე­ბი 1966 წლის 25 სექ­ტემ­ბერს და­იწყო. ეწყო­ბო­და "ვეფხის­ტყა­ოს­ნის" გა­მო­ცე­მე­ბი­სა და პო­ე­მის ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბის გა­მო­ფე­ნე­ბი, თე­ატ­რა­ლი­ზე­ბუ­ლი და სპორ­ტუ­ლი დღე­სას­წა­უ­ლე­ბი თბი­ლის­სა და ჩვე­ნი ქვეყ­ნის ქა­ლა­ქებ­ში, სოფ­ლებ­ში. საზღ­ვარ­გა­რე­თის მრა­ვა­ლი ქვეყ­ნი­დან გვეწ­ვივ­ნენ სტუმ­რე­ბი და პო­ე­მის სხვა­დას­ხ­ვა ენა­ზე მთარ­გ­მ­ნე­ლი ქარ­თ­ვე­ლო­ლო­გე­ბი. თბი­ლის­სა და ბორ­ჯომ­ში გა­ი­მარ­თა ხუ­თი­ვე კონ­ტი­ნენ­ტის პო­ე­ტე­ბის დი­დი სა­ერ­თა­შო­რი­სო შეხ­ვედ­რა.

რუს­თა­ვე­ლის 800 წლის­თა­ვი­სად­მი მიძღ­ვ­ნილ დღე­ებ­ში შეს­რულ­და ცნო­ბი­ლი ქარ­თ­ვე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რე­ბის: ოთარ თაქ­თა­ქიშ­ვი­ლის, არ­ჩილ ჩი­მა­კა­ძის, რე­ვაზ ლა­ღი­ძის, შალ­ვა მშვე­ლი­ძის ახა­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი.
შო­თა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის აკა­დე­მი­ურ თე­ატ­რ­ში რე­ჟი­სო­რებ­მა არ­ჩილ ჩხარ­ტიშ­ვილ­მა და მი­ხე­ილ თუ­მა­ნიშ­ვილ­მა დად­გეს ლი­ტე­რა­ტუ­რულ-დრა­მა­ტუ­ლი კომ­პო­ზი­ცია "ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი". უკ­ვ­და­ვი პო­ე­მის სტრი­ქო­ნებს ამ სპექ­ტაკ­ლ­ში დი­დოს­ტა­ტუ­რად კითხუ­ლობ­დ­ნენ სერ­გო ზა­ქა­რი­ა­ძე, გუ­რამ სა­ღა­რა­ძე, ზი­ნა­ი­და კვე­რენ­ჩხი­ლა­ძე, ედი­შერ მა­ღა­ლაშ­ვი­ლი, კო­ტე მა­ხა­რა­ძე, გო­გი გე­გეჭ­კო­რი.

გა­მო­ი­ცა ალ­ბო­მე­ბი და ბუკ­ლე­ტე­ბი მი­ხაი ზი­ჩის, ლა­დო გუ­დი­აშ­ვი­ლის, სერ­გო ქო­ბუ­ლა­ძის, უჩა ჯა­ფა­რი­ძის, თა­მარ აბა­კე­ლი­ას, ირაკ­ლი თო­ი­ძის, ნა­თე­ლა იან­ქოშ­ვი­ლის, სე­ვე­რი­ან მა­ი­საშ­ვი­ლის მი­ერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი "ვეფხის­ტყა­ოს­ნის" ძვე­ლი და ახა­ლი ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბით. ქარ­თულ, რუ­სულ, ფრან­გულ, ინ­გ­ლი­სურ და სხვა ენებ­ზე და­ი­ბეჭ­და პო­ე­მის სა­ი­უ­ბი­ლეო გა­მო­ცე­მე­ბი. მო­ეწყო მა­თი გა­მო­ფე­ნე­ბი.
ავთანდილი – თენგიზ სუხიშვილი, ტარიელი – თენგიზ უთმელიძე, ფრიდონი – ფრიდონ სულაბერიძე
რუს­თა­ვე­ლი­სად­მი მიძღ­ვ­ნილ სა­მეც­ნი­ე­რო-კულ­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს მრა­ვა­ლი საბ­ჭო­თა და უცხო­ე­ლი მწე­რა­ლი და მეც­ნი­ე­რი-ქარ­თ­ვე­ლო­ლო­გი და­ეს­წ­რო. მთე­ლი რი­გი ქვეყ­ნე­ბის ჟურ­ნალ-გა­ზე­თე­ბი­სა და დე­პე­შა­თა სა­ა­გენ­ტო­ე­ბის, რა­დი­ო­სა და ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო წე­რი­ლი, მოხ­სე­ნე­ბა, სპე­ცი­ა­ლუ­რი კრე­ბუ­ლი თუ დო­კუ­მენ­ტუ­რი სი­უ­ჟე­ტე­ბი მი­უძღ­ვ­ნეს ამ იუბი­ლეს ჩვენ­თან და საზღ­ვარ­გა­რეთ.

– შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ 1966 წელს გა­მარ­თულ რუს­თა­ვე­ლის 800 წლის­თავს მსოფ­ლიო რე­ზო­ნან­სი მი­ე­ცა. ბუ­ნებ­რი­ვია, სა­ი­უ­ბი­ლეო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის­თ­ვის მზა­დე­ბა­ში აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ ქარ­თ­ვე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი და ხე­ლო­ვა­ნე­ბი. კონ­კ­რე­ტუ­ლად რა ამო­ცა­ნა და­ე­კის­რა "სუ­ხიშ­ვი­ლებს"?
– იმ დრო­ის­თ­ვის ან­სამ­ბ­ლი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი მოღ­ვა­წე­ო­ბის ზე­ნიტ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, რა­საც გა­ნა­პი­რო­ბებ­და ილი­კო სუ­ხიშ­ვი­ლი­სა და ნი­ნო რა­მიშ­ვი­ლის უდი­დე­სი ტა­ლან­ტი, 60-იანი წლე­ბის მო­ცეკ­ვა­ვე-მსა­ხი­ობ­თა დახ­ვე­წი­ლი ტექ­ნი­კა და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ხელ­წე­რა. სა­ი­უ­ბი­ლეო დღე­ე­ბის­თ­ვის ჩვენს ან­სამბლს სა­გან­გე­ბო მი­სია და­ა­კის­რეს: "ვეფხის­ტყა­ოს­ნის" თე­მებ­ზე ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი კომ­პო­ზი­ცი­ის მომ­ზა­დე­ბა. მარ­თა­ლია, ამ პო­ე­მას მეტ-ნაკ­ლე­ბი წარ­მა­ტე­ბით არა­ერ­თ­მა ბა­ლეტ­მა­ის­ტერ­მა მი­მარ­თა სხვა­დას­ხ­ვა დროს, გან­ხორ­ცი­ელ­და ცალ­კე­უ­ლი დად­გ­მა ჩვენ­შიც და სხვა ქვეყ­ნე­ბის სცე­ნებ­ზეც, მაგ­რამ ეროვ­ნუ­ლი ქო­რე­ოგ­რა­ფი­ის ენით "ვეფხის­ტყა­ოს­ნის" ამეტყ­ვე­ლე­ბა, პირ­ვე­ლი, ამას­თან უჩ­ვე­უ­ლო მცდე­ლო­ბა იყო და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის წი­ნა­შე აყე­ნებ­და მთელ კო­ლექ­ტივს.

სა­ბო­ლოო ჩა­ნა­ფიქ­რის ზემ­დ­გომ ორ­გა­ნო­ებ­თან შე­თან­ხ­მე­ბის შემ­დეგ, რაც იმ დროს აუცი­ლე­ბელ პი­რო­ბას წარ­მო­ად­გენ­და, და­იწყო მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი ეტა­პი. ან­სამ­ბ­ლის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბამ მთე­ლი და­სი სა­რე­პე­ტი­ციო დარ­ბაზ­ში შეგ­ვ­კ­რი­ბა და ილი­კო სუ­ხიშ­ვილ­მა მის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ემო­ცი­უ­რო­ბით გაგ­ვაც­ნო "ქა­ჯე­თის ცი­ხის აღე­ბის" ლიბ­რე­ტო, კომ­პო­ზი­ცი­ის სცე­ნე­ბის თა­ნა­მიმ­დევ­რო­ბა, ცალ­კე­უ­ლი დე­ტა­ლე­ბი. გა­დაწყ­და, რომ ახალ დად­გ­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და­სის მთლი­ა­ნი შე­მად­გენ­ლო­ბა მი­ი­ღებ­და.

ირაკ­ლი თო­ი­ძის მი­ერ ჯერ კი­დევ 1937 წელს შექ­მ­ნი­ლი "ვეფხის­ტყა­ოს­ნის" ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით შე­ირ­ჩა ტი­პა­ჟე­ბი და ნი­ნო რა­მიშ­ვი­ლის, ილი­კო სუ­ხიშ­ვი­ლი­სა და სო­ლი­კო ვირ­სა­ლა­ძის ერ­თობ­ლი­ვი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით, მთა­ვა­რი პარ­ტი­ე­ბის შემ­ს­რუ­ლებ­ლე­ბად და­სა­ხელ­დ­ნენ: ტა­რი­ე­ლი – თენ­გიზ უთ­მე­ლი­ძე, ავ­თან­დი­ლი – თენ­გიზ სუ­ხიშ­ვი­ლი, ფრი­დო­ნი – ფრი­დონ სუ­ლა­ბე­რი­ძე. ნეს­ტან-და­რე­ჯა­ნის პარ­ტი­ის შეს­რუ­ლე­ბის პა­ტი­ვი ლა­ტავ­რა ფო­ჩი­ანს, თი­ნა­თი­ნი­სა – ნი­ნო კირ­ვა­ლი­ძეს, ას­მა­თი­სა კი მა­ნა­ნა აბა­ზა­ძეს ერ­გოთ წი­ლად. კოს­ტი­უ­მე­ბის მომ­ზა­დე­ბა და სას­ცე­ნო დე­კო­რა­ცი­ე­ბის შექ­მ­ნა ითა­ვა გა­მო­ჩე­ნილ­მა თე­ატ­რა­ლურ­მა მხატ­ვარ­მა, ან­სამ­ბ­ლის უც­ვ­ლელ­მა დი­ზა­ი­ნერ­მა სო­ლი­კო ვირ­სა­ლა­ძემ, რო­მელ­მაც მოკ­ლე დრო­ში შექ­მ­ნა რუს­თა­ვე­ლის ეპო­ქის შე­სატყ­ვი­სი, გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი ფე­რა­დოვ­ნე­ბის კოს­ტი­უ­მე­ბი და სას­ცე­ნო დე­კო­რა­ცი­ე­ბი.

თვე-ნა­ხე­ვარ­ზე მეტ­ხანს მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და­ძა­ბუ­ლი და შრო­მა­ტე­ვა­დი, შე­მოქ­მე­დე­ბი­თად სა­ინ­ტე­რე­სო რე­პე­ტი­ცი­ე­ბი, იხ­ვე­წე­ბო­და მა­სობ­რი­ვი სცე­ნე­ბი­სა და სა­ცეკ­ვაო კომ­პო­ზი­ცი­ე­ბის ნა­ხა­ზე­ბი. ცალ­კე­უ­ლი სცე­ნის მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ფორ­მე­ბა კომ­პო­ზი­ტორ რე­ვაზ ლა­ღი­ძეს სთხო­ვეს.
პრე­მი­ე­რა 1966 წლის 28 სექ­ტემ­ბერს მო­ეწყო, ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რ­ში გა­მარ­თულ გრან­დი­ო­ზულ სა­ი­უ­ბი­ლეო სა­ღა­მო­ზე. ქარ­თ­ველ­მა და უცხო­ელ­მა უამ­რავ­მა სტუ­მარ­მა, სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა და პრე­სამ სა­ერ­თო აღ­ტა­ცე­ბა გა­მო­ხა­ტა და მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბა მის­ცა ან­სამ­ბ­ლის ახალ ნა­მუ­შე­ვარს. სამ­წუ­ხა­როა, რომ აღარ არ­სე­ბობს, და­ი­კარ­გა და უკ­ვა­ლოდ გაქ­რა ამ შე­სა­ნიშ­ნა­ვი სა­ღა­მო­სა და, მას­თან ერ­თად, ჩვე­ნი ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი დად­გ­მის კი­ნო­ვერ­სია. შე­მორ­ჩე­ნი­ლია მხო­ლოდ მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით ფო­ტო­სუ­რა­თი.

– ძა­ლი­ან გულ­და­საწყ­ვე­ტი ამ­ბა­ვია... იქ­ნებ აგ­ვი­წე­როთ ამ ის­ტო­რი­უ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის დად­გ­მის თა­ნა­მიმ­დევ­რო­ბა.

– სი­ა­მოვ­ნე­ბით შე­ვეც­დე­ბი. სცე­ნა გა­ფორ­მე­ბუ­ლია მდიდ­რუ­ლი, "ჩამ­ქ­რა­ლი ოქ­როს­ფე­რი" ფარ­დე­ბით, რო­გორც ბა­ტო­ნი სო­ლი­კო ვირ­სა­ლა­ძე უწო­დებ­და. სცე­ნა­ზე ჩა­მოშ­ვე­ბუ­ლია თა­სის ფორ­მის ვერ­ცხ­ლის­ფე­რი კან­დე­ლე­ბი, რომ­ლებ­შიც ცეცხ­ლი გიზ­გი­ზებს. უკა­ნა ფარ­დის ფონ­ზე შუქ­ჩ­რ­დი­ლე­ბით იკ­ვე­თე­ბა მი­უ­ვა­ლი ცი­ხე­სი­მაგ­რის სი­ლუ­ე­ტი.
"ნახეს, მზისა შესაყრელად გამოეშვა მთვარე გველსა..."
კომ­პო­ზი­ცია წყნა­რი, მე­ლო­დი­უ­რი მუ­სი­კით იწყე­ბა. სცე­ნის სიღ­რ­მე­ში, ამაღ­ლე­ბულ კვარ­ცხ­ლ­ბეკ­ზე, გრძელ მო­სას­ხა­მებ­ში, თავ­ზე ვერ­ცხ­ლის­ფ­რად მბზი­ნავ ჩაჩ­ქ­ნებ­ში შე­აბ­ჯ­რუ­ლი, ფარ­ხ­მ­ლი­ა­ნი "ვეფხის­ტყა­ოს­ნის" გმი­რე­ბი – ტა­რი­ე­ლი, ავ­თან­დი­ლი და ფრი­დო­ნი დგა­ნან, ცი­ხეს გაჰ­ყუ­რე­ბენ და "თათ­ბი­რო­ბენ". სცე­ნა ცნო­ბი­ლი უნ­გ­რე­ლი მხატ­ვ­რის, მი­ხაი ზი­ჩის ნა­ხატს აცოცხ­ლებს. აქ გა­გახ­სენ­დე­ბა დი­დი შო­თას სიტყ­ვე­ბი: "ი­გი ჭა­ბუკ­ნი შუ­ქი­თა ვნა­ხენ მზი­სა­ცა მე­ტი­თა; / მათ სამ­თა შვიდ­ნი მნა­თობ­ნი ჰფარ­ვენ ნათ­ლი­სა სვე­ტი­თა".

შთამ­ბეჭ­და­ვია რე­ვაზ ლა­ღი­ძის მუ­სი­კა კი­ნო­ფილ­მი­დან "ხე­ვის­ბე­რი გო­ჩა", რომ­ლის თან­ხ­ლე­ბი­თაც მე­ო­მა­რი რა­ინ­დე­ბი, ცეკ­ვა "ხო­რუ­მის" დახ­ვე­წი­ლი მოძ­რა­ო­ბე­ბით, დაზ­ვერ­ვის სცე­ნას წარ­მო­ად­გე­ნენ. მათ "ვეფხის­ტყა­ოს­ნის" მთა­ვა­რი გმი­რე­ბი უერ­თ­დე­ბი­ან.
მომ­დევ­ნო სუ­რა­თი "ქა­ჯე­თის ცი­ხის" დამ­ც­ველ­თა, საბ­რ­ძო­ლო კვერ­თხე­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბულ, ე.წ. ქაჯ­თა რი­ტუ­ა­ლურ ცეკ­ვას ეთ­მო­ბა. წი­თე­ლი გა­ნა­თე­ბის ფონ­ზე, მუ­ქი ფე­რის ორი­გი­ნა­ლურ კოს­ტი­უ­მებ­ში შე­მო­სილ მო­ცეკ­ვა­ვე­თა მოძ­რა­ო­ბე­ბი უჩ­ვე­უ­ლო, ამას­თან, მე­ტად დი­ნა­მი­კუ­რია და ვირ­ტუ­ო­ზუ­ლად სრულ­დე­ბა.

შემ­დე­გი სცე­ნა ასა­ხავს "რა­ინ­დ­თა" და "ქაჯ­თა" შე­უ­პო­ვარ შერ­კი­ნე­ბას. 1967 წელს გა­მო­ცე­მულ, ან­სამ­ბ­ლის და­არ­სე­ბის 20 წლის­თა­ვი­სად­მი მიძღ­ვ­ნილ ბუკ­ლეტ­ში ვკითხუ­ლობთ: "ახ­მი­ან­დე­ბა სა­გან­გა­შო მუ­სი­კა და იწყე­ბა ქაჯ­თა – ბო­რო­ტი ძა­ლის გან­მა­სა­ხი­ე­რე­ბელ, კაც­თა მსგავს არ­სე­ბა­თა ცეკ­ვა. მაგ­რამ, აი, სცე­ნა­ზე ზვა­ვი­ვით მო­ას­კ­დ­ნენ აბ­ჯა­რას­ხ­მუ­ლი, მუ­ზა­რა­დი­ა­ნი მა­მა­ცი მე­ომ­რე­ბი და უკ­ვე გა­ის­მის ხმალ­თა გა­აფ­თ­რე­ბუ­ლი წკრი­ა­ლი და ფარ­თა ჯა­ხის ხმა". ფე­რა­დო­ვა­ნი, ეფექ­ტუ­რი გა­ნა­თე­ბი­სა და რე­ვაზ ლა­ღი­ძის "სა­ჭი­და­ოს" თან­ხ­ლე­ბით მო­ცეკ­ვა­ვე­თა მა­ღალ­ტექ­ნი­კუ­რად შეს­რუ­ლე­ბუ­ლი წარ­მოდ­გე­ნა კულ­მი­ნა­ცი­ას აღ­წევს: "დი­დი ბრძო­ლა" რა­ინ­დ­თა ბრწყინ­ვა­ლე გა­მარ­ჯ­ვე­ბით მთავ­რ­დე­ბა.
შემ­დეგ იწყე­ბა გა­მარ­ჯ­ვე­ბის აღ­სა­ნიშ­ნა­ვი ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი კომ­პო­ზი­ცია, რომ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი ტა­რი­ე­ლი­სა და ტყვე­ო­ბი­დან გა­მოხ­ს­ნი­ლი ნეს­ტან-და­რე­ჯა­ნის შეხ­ვედ­რის სუ­რათს წარ­მო­ად­გენს.
ნესტან-დარეჯანი – ლატავრა ფოჩიანი, ტარიელი – თენგიზ უთმელიძე
გულ­ში ჩამ­წ­ვ­დო­მად ჟღერს კომ­პო­ზი­ტორ არ­ჩილ ჩი­მა­კა­ძის ჩი­ნე­ბუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბი "შენ გი­გა­ლობ". ორ რი­გად ჩამ­წ­კ­რი­ვე­ბულ რა­ინ­დებს მხრებ­ზე ფა­რე­ბი აქვთ გა­დე­ბუ­ლი, რაც ჰე­რო­ი­კულ კი­ბეს წარ­მო­სა­ხავს. მთე­ლი კომ­პო­ზი­ცი­ის მშვე­ნე­ბა ულა­მა­ზე­სი სცე­ნაა, რო­ცა მას­ზე დე­დოფ­ლუ­რი სი­კაშ­კა­შით, ამა­ყად გად­მო­ა­ბი­ჯებს ნეს­ტან-და­რე­ჯა­ნი.

კომ­პო­ზი­ცი­ის დას­კ­ვ­ნით, სა­ზე­ი­მო ნა­წილ­ში, გა­მარ­ჯ­ვე­ბულ, ბრგე რა­ინ­დ­თა შო­რის, გრა­ცი­ო­ზუ­ლად ცეკ­ვა­ვენ ტან­წერ­წე­ტა, ულა­მა­ზე­სი ასუ­ლე­ბი. მოძ­რა­ო­ბა­თა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გა­მა, ორი­გი­ნა­ლუ­რი ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ნა­ხა­ზე­ბი და თვა­ლის­მომ­ჭ­რე­ლი ბრწყინ­ვა­ლე­ბა გა­სა­ო­ცარ თე­ატ­რა­ლურ სა­ნა­ხა­ო­ბას ქმნის. იმარ­ჯ­ვებს სი­კე­თე, მე­გობ­რო­ბა, სიყ­ვა­რუ­ლი, რო­გორც თვით რუს­თა­ვე­ლი ამ­ბობს: "ბო­როტ­სა სძლია კე­თილ­მან, არ­სე­ბა მი­სი გრძე­ლი­ა".

– რამ­დე­ნა­დაც ვი­ცი, არც მოს­კოვ­ში დარ­ჩე­ნი­ლან გულ­გ­რი­ლი ამ ნა­მუ­შევ­რის მი­მართ.
– დი­ახ, 1966 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში რუს­თა­ვე­ლის სა­ი­უ­ბი­ლეო დღე­ებ­მა მოს­კოვ­ში გა­და­ი­ნაც­ვ­ლა. გა­და­უ­ჭარ­ბებ­ლად შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ საბ­ჭო­ე­თის დე­და­ქა­ლა­ქი ამ ის­ტო­რი­უ­ლი მოვ­ლე­ნით ცხოვ­რობ­და და ეს იგ­რ­ძ­ნო­ბო­და ყველ­გან. საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დი­დი თე­ატ­რის ფა­სადს, სა­დაც დას­კ­ვ­ნი­თი სა­ი­უ­ბი­ლეო სა­ღა­მო გა­ი­მარ­თა, ქარ­თ­ვე­ლი პო­ე­ტის უზარ­მა­ზა­რი პორ­ტ­რე­ტი ამ­შ­ვე­ნებ­და წარ­წე­რით: "შო­თა რუს­თა­ვე­ლი – 800".
სა­ი­უ­ბი­ლეო დღეს, 25 ოქ­ტომ­ბერს, მოს­კო­ვის ერთ-ერ­თი ცენ­ტ­რა­ლუ­რი ქუ­ჩის, ბოლ­შაია გრუ­ზინ­ს­კა­ი­ას სკვერ­ში სა­ზე­ი­მოდ გა­იხ­ს­ნა შო­თა რუს­თა­ვე­ლის დი­დე­ბუ­ლი ძეგ­ლი, შეს­რუ­ლე­ბუ­ლი მო­ქან­და­კე მე­რაბ ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის მი­ერ. გახ­ს­ნას ეს­წ­რე­ბო­და სკკპ პო­ლიტ­ბი­უ­როს მთე­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა, მათ შო­რის იყო პო­ლიტ­ბი­უ­როს გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი ლე­ო­ნიდ ბრეჟ­ნე­ვი.

იმა­ვე დღეს, დიდ თე­ატ­რ­ში გა­მარ­თულ დას­კ­ვ­ნით სა­ი­უ­ბი­ლეო სა­ღა­მო­ზე, სა­ქარ­თ­ვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის თვალ­სა­ჩი­ნო წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად, ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი ცეკ­ვის სა­ხელ­მ­წი­ფო ან­სამ­ბ­ლ­მა თა­ვი­სი ახა­ლი ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი კომ­პო­ზი­ცია წარ­მო­ად­გი­ნა. "ქა­ჯე­თის ცი­ხის აღე­ბა" სა­ი­უ­ბი­ლეო დღე­ე­ბის ერ­თ­გ­ვარ გვირ­გ­ვი­ნად იქ­ცა...

– უცხო­ეთ­ში გას­ტ­რო­ლე­ბის დროს თუ მიგ­ქონ­დათ ეს კომ­პო­ზი­ცია?

– რა­საკ­ვირ­ვე­ლია, და დი­დი წარ­მა­ტე­ბი­თაც სარ­გებ­ლობ­და იგი ინ­გ­ლის­ში, შოტ­ლან­დი­ა­ში, იტა­ლი­ა­ში, ავ­ს­ტ­რა­ლი­ა­ში, ახალ ზე­ლან­დი­ა­ში, სამ­ხ­რეთ ამე­რი­კის ქვეყ­ნებ­ში. აი, რას წერს ქარ­თ­ლოს კას­რა­ძე წიგ­ნ­ში "ტრი­უმ­ფით მსოფ­ლი­ოს გზებ­ზე": "სა­ქარ­თ­ვე­ლოს ხალ­ხუ­რი ცეკ­ვის სა­ხელ­მ­წი­ფო აკა­დე­მი­უ­რი ან­სამ­ბ­ლის პრე­მი­ე­რას ოქ­ს­ფორ­დის თე­ატ­რის 2500-მა­ყუ­რებ­ლი­ა­ნი დარ­ბა­ზი აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბით ხვდე­ბა. გა­მოჩ­ნ­დ­ნენ თუ არა ქარ­თულ ჯავ­შ­ნებ­ში ჩამ­ს­ხ­და­რი ტა­რი­ე­ლი, ავ­თან­დი­ლი და ფრი­დო­ნი, ტაშ­მა იგ­რი­ა­ლა. ვერ­ცხ­ლის ბექ­თა­რის ფე­რა­დი ანა­რეკ­ლე­ბის ათი­ნა­თი მა­ყუ­რებ­ლე­ბით გა­და­ჭე­დი­ლი პარ­ტე­რის­კენ სხივ­დე­ბა და ჰე­რო­ი­კულ სუ­რათს ზღაპ­რულ ელ­ფერს მა­ტებს. "ვეფხის­ტყა­ოს­ნის" გმი­რე­ბი რა­ინ­დუ­ლი მა­ნე­რე­ბით უახ­ლოვ­დე­ბი­ან "ქა­ჯე­თის ცი­ხის" კა­რიბ­ჭეს...
შოთა რუსთაველის ძეგლი მოსკოვში. მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილი
სცე­ნა­ზე შე­მო­დი­ან სა­უცხოო კოს­ტი­უ­მე­ბით შე­მო­სი­ლი ნეს­ტა­ნი და თი­ნა­თი­ნი – ულა­მა­ზე­სი ასუ­ლე­ბი... პარ­ტე­რი სულ­გა­ნა­ბუ­ლი შეჰ­ყუ­რებს თენ­გიზ უთ­მე­ლი­ძის ტა­რი­ელს. აი, მან მო­ი­თათ­ბი­რა მე­ო­რე გმირ­თან – ავ­თან­დილ­თან (თენ­გიზ სუ­ხიშ­ვი­ლი), ფრი­დო­ნის რო­ლი მინ­დო­ბი­ლი აქვს ფრი­დონ სუ­ლა­ბე­რი­ძეს... და თუ ამ სამ გმირს და­ვუ­მა­ტებთ ნეს­ტან-და­რე­ჯა­ნის (ლა­ტავ­რა ფო­ჩი­ა­ნი) ნარ­ნარ სი­კეკ­ლუ­ცეს, თი­ნა­თი­ნის (ნი­ნო კირ­ვა­ლი­ძე) ღვთა­ებ­რივ ჰა­ე­როვ­ნე­ბას და ას­მა­თის (მა­ნა­ნა აბა­ზა­ძე) მომ­ხიბ­ვ­ლე­ლო­ბას, გა­სა­გე­ბი გახ­დე­ბა, რა­ტომ ჩა­ახ­შო მუ­სი­კა ტა­შის გრი­ალ­მა... "ქა­ჯე­თის ცი­ხის აღე­ბით" ან­სამ­ბ­ლ­მა ინ­გ­ლი­სელ მა­ყუ­რე­ბელ­თა დარ­ბა­ზი აიღო. ეს იყო სრუ­ლი სენ­სა­ცია, სრუ­ლი ტრი­უმ­ფი".

ასე­ვე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა "ქა­ჯე­თის ცი­ხის აღე­ბამ" ლონ­დო­ნის ცნო­ბილ სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ რო­ი­ალ ალ­ბერტ ჰოლ­ში, სა­დაც ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მა­ყუ­რებ­ლით გა­და­ჭე­დი­ლი 7-ათა­სი­ა­ნი დარ­ბა­ზი უდი­დე­სი ინ­ტე­რე­სით, სულ­გა­ნა­ბუ­ლი ადევ­ნებ­და თვალს ან­სამ­ბ­ლის მი­ერ გა­ცოცხ­ლე­ბულ "ვეფხის­ტყა­ოს­ნის" სუ­რა­თებს (ამ ინ­ტერ­ვი­უს სწო­რედ 1967 წელს რო­ი­ალ ალ­ბერტ ჰოლ­ში ინ­გ­ლი­სე­ლი ფო­ტო­რე­პორ­ტი­ო­რე­ბის, ბობ ჯონ­სო­ნი­სა და ჯე­ინ სტი­უ­არ­ტის გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბიც ახ­ლავს. – თ. კ.). არ შემ­რ­ცხ­ვე­ბა თქმა, რომ ჩვენ­მა ან­სამ­ბ­ლ­მა ღირ­სე­უ­ლად მო­ი­ხა­და პატ­რი­ო­ტუ­ლი ვა­ლი და მსოფ­ლი­ო­ში ძა­ლი­ან ბევრ ადა­მი­ანს ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა გა­აც­ნო და შე­აყ­ვა­რა.

თა­მარ კა­პა­ნა­ძე
ჟურნალი "ისტორიანი",#83

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!