კაცი, რომელმაც იხსნა შვეიცარია
14-12-2017
კაცი, რომელმაც იხსნა შვეიცარია
როჟე მასონის სადაზვერვო ომები დიდი ომის ასარიდებლად

ხელისუფლებაში ჰიტლერის მოსვლამ ისეთი ქვეყანაც კი, როგორიც შვეიცარიაა, საფრთხის წინაშე დააყენა. 1937 წელს შვეიცარიის სამხედრო დაზვერვის შეფად დაინიშნა პოლკოვნიკი როჟე მასონი. ამ კაცმა შვეიცარიის უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა.

რო­ჟე მა­სო­ნი კონ­სერ­ვა­ტო­რი და ფრან­კო­ფი­ლი გახ­ლ­დათ. მი­აჩ­ნ­და, რომ შვე­ი­ცა­რი­ას ძლი­ე­რი არ­მია და ძლი­ე­რი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი სჭირ­დე­ბო­და, სხვაგ­ვა­რად მას გას­რეს­დ­ნენ. ამის გა­მო ლი­ბე­რა­ლებ­მა და სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტებ­მა მი­ლი­ტა­რის­ტად შე­რაცხეს. პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტატ­მა, სო­ცი­ალ-დე­მოკ­რატ­მა ბურ­გე­ნერ­მა მა­სონს პირ­და­პირ მი­ა­ხა­ლა:
– თქვენ
შვე­ი­ცა­რი­ის პო­ლი­ცი­ურ სა­ხელ­მ­წი­ფოდ გა­დაქ­ცე­ვა გსურთ!
პა­სუ­ხად მა­სონს არა­ფე­რი უთ­ქ­ვამს. თავ­დაც­ვის მი­ნის­ტ­რის სა­ხელ­ზე კი მოხ­სე­ნე­ბი­თი ბა­რა­თი შე­ად­გი­ნა, რო­მელ­შიც ნათ­ქ­ვა­მი იყო, რომ შვე­ი­ცა­რი­ა­ში, ევ­რო­პის გულ­ში, ინ­ფორ­მა­ცია მთე­ლი ევ­რო­პი­დან მი­ე­დი­ნე­ბო­და, მოქ­მე­დებ­დ­ნენ რუ­სე­ბის, ინ­გ­ლი­სე­ლე­ბის, გერ­მა­ნე­ლე­ბის, ფრან­გე­ბის უმ­თავ­რე­სი რე­ზი­დენ­ტუ­რე­ბი. აქე­დან ხდე­ბო­და რო­გორც რუ­სე­ბის, ასე­ვე ნა­ცის­ტე­ბის ჯა­შუ­შუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის კო­ორ­დი­ნი­რე­ბა მთელ ევ­რო­პა­ში.

მი­ნის­ტ­რ­მა პოლ­კოვ­ნიკს და­უ­ჭი­რა მხა­რი, მაგ­რამ მთავ­რო­ბა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ პო­ზი­ცი­ა­ზე იდ­გა. დაზ­ვერ­ვის­თ­ვის მი­ზე­რუ­ლი ბი­უ­ჯე­ტი გა­ი­მე­ტეს და მა­სონს ხუთ­კა­ცი­ა­ნი შტა­ტი და­უმ­ტ­კი­ცეს. პოლ­კოვ­ნი­კი შვე­ი­ცა­რი­ის პრე­ზი­დენ­ტ­მა გა­მო­ი­ძა­ხა.
– პოლ­კოვ­ნი­კო, გა­დად­გო­მას ხომ არ აპი­რებთ?
– არა­ვი­თარ შემ­თხ­ვე­ვა­ში! – მი­უ­გო მა­სონ­მა.
– ასე­თი შტა­ტი­თა და ბი­უ­ჯე­ტით, აბა, რა უნ­და გა­ა­კე­თოთ?!
– მე ჯა­რის­კა­ცი ვარ, შვე­ი­ცა­რია კი საფ­რ­თხე­შია! ჩე­მი ვა­ლია სამ­შობ­ლო ვიხ­ს­ნა! – იყო პა­სუ­ხი.

უტყუ­ა­რი პროგ­ნო­ზე­ბი
რა­კი მთავ­რო­ბის­გან და­ფი­ნან­სე­ბას ვერ ეღირ­სა, მა­სო­ნი ბიზ­ნესს და­უ­კავ­შირ­და. შე­იქ­მ­ნა რამ­დე­ნი­მე კერ­ძო ფირ­მა, რო­მელ­თა სა­თა­ვე­ში პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მზვე­რა­ვე­ბი იდ­გ­ნენ. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში ეს ფირ­მე­ბი ჯა­შუ­შურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს წარ­მო­ად­გენ­დ­ნენ. მათ საქ­მი­ა­ნო­ბა გა­ნავ­რ­ცეს გერ­მა­ნი­ის, იტა­ლი­ის, საფ­რან­გე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. მთა­ვარ საფ­რ­თხეს მა­სო­ნი სწო­რედ გერ­მა­ნე­ლე­ბი­სა და იტა­ლი­ე­ლე­ბის­გან მო­ე­ლო­და, ამი­ტომ ამ ქვეყ­ნებ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა.
შვეიცარიის სამხედრო დაზვერვის შეფი, პოლკოვნიკი როჟე მასონი
მა­სონ­მა მჭიდ­რო კავ­ში­რი და­ამ­ყა­რა შვე­ი­ცა­რი­ის კონ­ტ­რ­დაზ­ვერ­ვა­სა და პო­ლი­ცი­ას­თან. პოლ­კოვ­ნიკ­მა მათ გა­ნუცხა­და:
– ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ში დაზ­ვერ­ვა და კონ­ტ­რ­დაზ­ვერ­ვა და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი უწყე­ბე­ბია, მაგ­რამ დღეს ჩვენ ამის ფუ­ფუ­ნე­ბა არ გვაქვს. გთა­ვა­ზობთ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას. ჩვენ საზღ­ვარ­გა­რეთ მო­პო­ვე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­გი­ზი­ა­რებთ, თქვენ ქვეყ­ნის შიგ­ნით დაგ­ვეხ­მა­რეთ!
კონ­ტ­რ­მ­ზ­ვე­რა­ვებ­მა წი­ნა­და­დე­ბა მი­ი­ღეს. მა­ლე მა­სო­ნის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას პირ­ვე­ლი ცნო­ბე­ბი გა­დას­ცა.
იყო 1937 წე­ლი. დღის წეს­რიგ­ში ავ­ს­ტ­რი­ის ან­შ­ლუ­სის სა­კითხი იდ­გა. იტა­ლი­ის დიქ­ტა­ტო­რი ბე­ნი­ტო მუ­სო­ლი­ნი შე­ერ­თე­ბას გა­დაჭ­რით აღუდ­გა წინ. ჰა­ერ­ში ომის სუ­ნი დატ­რი­ალ­და.

– მა­სონ­მა მთავ­რო­ბას ამომ­წუ­რა­ვი ანა­ლი­ტი­კუ­რი მოხ­სე­ნე­ბა მი­ა­წო­და, – წერს საბ­ჭო­თა მზვე­რა­ვი ლე­ო­ნიდ კო­ლო­სო­ვი.
მა­სონ­მა ყუ­რადღე­ბა ორ ფაქ­ტორ­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა. პირ­ვე­ლი და უმ­თავ­რე­სი თა­ვად ავ­ს­ტ­რი­ა­ში შექ­მ­ნი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა იყო.
– ავ­ს­ტ­რი­ელ­თა 60% გერ­მა­ნი­ას­თან შე­ერ­თე­ბის მომ­ხ­რეა, 20% წი­ნა­აღ­მ­დე­გია, და­ნარ­ჩენს ამ სა­კითხ­ზე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი პო­ზი­ცია არ გა­აჩ­ნია! – ამ­ბობ­და რო­ჟე მა­სო­ნი. ის ხაზს უს­ვამ­და, რომ ევ­რო­პა ომის­თ­ვის არც ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად, არც ფი­ზი­კუ­რად მზად არ იყო. შე­სა­ბა­მი­სად, ჰიტ­ლე­რის ულ­ტი­მა­ტუ­მის წი­ნა­შე უკან და­ი­ხევ­და.
– ავ­ს­ტ­რია გერ­მა­ნი­ას­თან გა­ერ­თი­ან­დე­ბა! – და­ას­კ­ვ­ნა პოლ­კოვ­ნიკ­მა.

ასეც მოხ­და.
გა­მარ­თ­ლ­და მა­სო­ნის პროგ­ნო­ზი ჩე­ხოს­ლო­ვა­კი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც. ანა­ლი­ტი­კურ მოხ­სე­ნე­ბა­ში მა­სო­ნი წერ­და:
– ჩე­ხებს აქვთ ყვე­ლა­ფე­რი, იარა­ღი, შე­სა­ნიშ­ნა­ვი სამ­ხედ­რო მრეწ­ვე­ლო­ბა; ჰყავთ კარ­გად გაწ­ვ­რ­თ­ნი­ლი არ­მია, მაგ­რამ არ გა­აჩ­ნი­ათ მთა­ვა­რი – მებ­რ­ძო­ლი სუ­ლი. ევ­რო­პა მათ გა­მო არ იომებს. ჩე­ხოს­ლო­ვა­კი­აც ჰიტ­ლერს თო­ფის გას­რო­ლის გა­რე­შე ჩა­ბარ­დე­ბა!
მარ­თ­ლაც, ევ­რო­პა ჰიტ­ლერ­თან მი­უნ­ხე­ნის შე­თან­ხ­მე­ბა­ზე წა­ვი­და. ჩე­ხებ­მაც მტერს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბა არ გა­უ­წი­ეს. 1938 წელს გერ­მა­ნი­ამ მათ სუ­დე­ტის ოლ­ქი წა­არ­თ­ვა, 1939 წელს კი ჰიტ­ლე­რუ­ლი არ­მია პრა­ღა­ში შე­ვი­და.

გა­მარ­ჯ­ვე­ბის ტოლ­ფა­სი გა­რი­გე­ბა
ავ­ს­ტ­რი­ის ან­შ­ლუ­სი­სა და სუ­დე­ტის ოლ­ქის ანექ­სი­ის შემ­დეგ, შვე­ი­ცა­რი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შიშ­მა შე­იპყ­რო. რა მოხ­დე­ბა, თუ ჰიტ­ლერს მო­უ­ლოდ­ნე­ლად შვე­ი­ცა­რი­ა­ში შე­მოჭ­რა მო­ეპ­რი­ა­ნე­ბა? ინ­გ­ლის-საფ­რან­გე­თის იმე­დი არ შე­იძ­ლე­ბა ჰქო­ნო­დათ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­მაც 1939 წელს არ­მი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბა და სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის­თ­ვის და­ფი­ნან­სე­ბის გაზ­რ­და გა­დაწყ­ვი­ტა.

– მა­სო­ნის უწყე­ბას უკ­ვე რე­ა­ლუ­რი ბი­უ­ჯე­ტი გა­მო­უყ­ვეს, – წერს სანშ დე გრა­მო­ნი, "შპი­ო­ნა­ჟის ის­ტო­რი­ის" ავ­ტო­რი.
და­ფი­ნან­სე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბამ მა­სონს სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა, კავ­ში­რი და­ემ­ყა­რე­ბი­ნა გერ­მა­ნუ­ლი არ­მი­ის გე­ნე­რა­ლი­ტე­ტის იმ წრე­ებ­თან, რომ­ლე­ბიც ჰიტ­ლე­რი­სად­მი ოპო­ზი­ცი­უ­რად იყ­ვ­ნენ გან­წყო­ბი­ლი. მა­სონ­თან კავ­შირ­ზე ხა­ლი­სით წა­ვი­და აბ­ვე­რის შე­ფი ად­მი­რა­ლი კა­ნა­რი­სიც.
– კა­ნა­რის­თან კონ­ტაქ­ტ­მა მა­სონს სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა, აგენ­ტუ­რუ­ლი ქსე­ლი შე­ექ­მ­ნა გერ­მა­ნი­ის გე­ნე­რა­ლი­ტეტ­ში და უშუ­ა­ლოდ ჰიტ­ლე­რის გა­რე­მოც­ვა­ში, – წერს სანშ დე გრა­მო­ნი.
შანდორ რადო
კა­ნა­რი­სის წყა­ლო­ბით, მა­სონ­მა შე­ად­გი­ნა მე­სა­მე რა­ი­ხის სა­გა­რეო დაზ­ვერ­ვის სა­ი­დუმ­ლო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის, ვალ­ტერ შე­ლენ­ბერ­გის პო­ლი­ტი­კუ­რი პორ­ტ­რე­ტი. ამის შემ­დეგ დამ­ყარ­და კავ­ში­რი მას­სა და შე­ლენ­ბერგს შო­რის. მა­სო­ნი ხვდე­ბო­და, რომ შვე­ი­ცა­რი­ას ჰიტ­ლე­რუ­ლი აგენ­ტუ­რის დაბ­ლოკ­ვა არ შე­ეძ­ლო. მთა­ვა­რი იყო ურ­თი­ერ­თ­შე­ხე­ბის წერ­ტი­ლე­ბის გა­მო­ძებ­ნა, იმის მიღ­წე­ვა, რომ შვე­ი­ცა­რი­ას ას­ც­დე­ნო­და ჰიტ­ლე­რუ­ლი ინ­ტერ­ვენ­ცია და იქ ტე­რო­რი არ გა­ჩა­ღე­ბუ­ლი­ყო.
– მა­სონ­მა ეს შეძ­ლო, – წერს სანშ დე გრა­მო­ნი.

შვე­ი­ცა­რი­ის დაზ­ვერ­ვის შე­ფი და შე­ლენ­ბერ­გი შე­თან­ხ­მ­დ­ნენ: ერ­თ­მა­ნე­თის წი­ნა­აღ­მ­დეგ არ ემუ­შა­ვათ; მა­სო­ნი ხელს არ შე­უშ­ლი­და შვე­ი­ცა­რი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გერ­მა­ნე­ლი აგენ­ტე­ბის მუ­შა­ო­ბას; შე­ლენ­ბერ­გი შვე­ი­ცა­რი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ მო­აწყობ­და ტე­რაქ­ტებს, დი­ვერ­სი­ებს, სა­ბო­ტაჟს. მა­სო­ნი ვალ­დე­ბუ­ლი იყო, არ და­ეშ­ვა შვე­ი­ცა­რი­ის ტე­რი­ტო­რი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა რო­მე­ლი­მე მე­სა­მე ქვეყ­ნის მი­ერ, გერ­მა­ნი­ის წი­ნა­აღ­მ­დეგ ჯა­შუ­შუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის­თ­ვის; შე­ლენ­ბერ­გი ვალ­დე­ბუ­ლი იყო, დრო­უ­ლად გა­ეფ­რ­თხი­ლე­ბი­ნა მა­სო­ნი, თუ­კი რო­მე­ლი­მე გერ­მა­ნუ­ლი სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხუ­რი შვე­ი­ცა­რი­ა­ში ტე­რაქტს, დი­ვერ­სი­ას ან სა­ბო­ტაჟს გა­ნიზ­რა­ხავ­და.
– ეს შე­თან­ხ­მე­ბა მა­სო­ნის უდი­დე­სი გა­მარ­ჯ­ვე­ბა იყო, – აღ­ნიშ­ნავს ამე­რი­კე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი და ის­ტო­რი­კო­სი უილი­ამ ში­რე­რი.

კარ­გი ჯა­შუ­ში –
გად­მო­ბი­რე­ბუ­ლი ჯა­შუ­შია

მა­სო­ნი ხვდე­ბო­და, რომ შე­ლენ­ბერ­გის ნდო­ბა არ შე­იძ­ლე­ბო­და. შვე­ი­ცა­რი­ის დაზ­ვერ­ვის შე­ფი გერ­მა­ნელს მის ქვე­ყა­ნა­ში სა­დაზ­ვერ­ვო საქ­მი­ა­ნო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევ­და, ოღონდ იმ პი­რო­ბით, რომ მთე­ლი ეს მუ­შა­ო­ბა გა­ე­კონ­ტ­რო­ლე­ბი­ნა.
– შე­ლენ­ბერ­გის­თ­ვის მა­სონს, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ეს არ უთ­ქ­ვამს. პოლ­კოვ­ნი­კი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით აქ­ტი­უ­რად მოქ­მე­დებ­და, – წერს ლე­ო­ნიდ კო­ლო­სო­ვი.

მა­სონ­მა შე­ლენ­ბერ­გის შვე­ი­ცა­რი­ე­ლი აგენ­ტე­ბის მოს­ყიდ­ვა და­იწყო. ამას ის ფრთხი­ლად და უდი­დე­სი ოს­ტა­ტო­ბით აკე­თებ­და. აგენტს დიდ­ხანს, გულ­დას­მით აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ. მა­სონს უნ­და გა­ე­გო, რა პი­როვ­ნე­ბა იყო აგენ­ტი, გა­ერ­კ­ვია მი­სი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი დო­ნე და ისიც, თუ რამ აიძუ­ლა გერ­მა­ნელ­თა სამ­სა­ხურ­ში ჩად­გო­მა.

არ­სე­ბობს ჯა­შუ­შის სხვა­დას­ხ­ვა ტი­პი: 1) ვი­საც შან­ტა­ჟით აიძუ­ლეს ჯა­შუ­შად გახ­დო­მა; 2) ფა­თე­რა­კე­ბის მა­ძი­ე­ბე­ლი; 3) ჯა­შუ­ში იდე­ურ მო­საზ­რე­ბა­თა გა­მო.
– მა­სონ­მა ყვე­ლა ამ კა­ტე­გო­რი­ას გა­სა­ღე­ბი მო­უ­ძებ­ნა. ფუ­ლი უმ­რავ­ლე­სო­ბას ხიბ­ლავ­და. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ეს არ ნიშ­ნავს, რომ ნაღ­დად უს­წო­რებ­და ან­გა­რიშს, – წერს კო­ლო­სო­ვი.
შვე­ი­ცა­რი­ის დაზ­ვერ­ვის­თ­ვის მუ­შა­ო­ბას ვინც და­თან­ხ­მ­და, მა­სო­ნის დახ­მა­რე­ბით ხსნიდ­ნენ ფირ­მებს. ვი­საც პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რა სურ­და, ხდე­ბო­და პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტი, პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რი. მა­სო­ნი ყვე­ლა მათ­გან­ზე ფლობ­და კომ­პ­რო­მატს, მა­თი ერ­თი ხე­ლის დაკ­ვ­რით გა­ნად­გუ­რე­ბა შე­ეძ­ლო. შე­ლენ­ბერ­გის აგენ­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბაც მას­თან ლო­ი­ა­ლურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ამ­ჯო­ბი­ნებ­და და მა­სო­ნის შე­თა­ვა­ზე­ბულ თა­მა­შის წე­სებ­საც იღებ­და.

მა­სო­ნი უდი­დეს ყუ­რადღე­ბას უთ­მობ­და ე.წ. იდე­ურ ჯა­შუ­შებ­თან მუ­შა­ო­ბას. პოლ­კოვ­ნიკ­მა უმალ შე­ნიშ­ნა კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბა: ყვე­ლა მარ­ტო­სუ­ლი იყო. ზოგს სიყ­ვა­რულ­ში არ გა­უ­მარ­თ­ლა, ზოგ­საც მე­გო­ბარ­მა უღა­ლა­ტა. მა­სო­ნი გულ­მოდ­გი­ნედ ზრუ­ნავ­და, რომ მათ მე­გობ­რე­ბიც ჰყო­ლო­დათ და ლა­მა­ზი საყ­ვარ­ლე­ბიც. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ყვე­ლა ეს საყ­ვარ­ლე­ბი­ცა და მე­გობ­რე­ბიც მი­სი, მა­სო­ნის, აგენ­ტე­ბი იყ­ვ­ნენ.
– იდე­ა­ლუ­რი იქ­ნე­ბა, თუ­კი ეს ფა­ნა­ტი­კო­სე­ბი ჩემს აგენტ ქალ­ზე და­ქორ­წინ­დე­ბი­ან, – ამ­ბობ­და მა­სო­ნი.

შე­ლენ­ბერ­გის აგენ­ტუ­რის უდი­დე­სი ნა­წი­ლი მა­სო­ნის კონ­ტ­როლ­ქ­ვეშ მო­ექ­ცა. მა­სონი ფლობ­და რამ­დე­ნი­მე არხს გერ­მა­ნი­ა­ზე გა­სას­ვ­ლე­ლად: 1) კა­ნა­რი­სი, 2) შე­ლენ­ბერ­გი, 3) აგენ­ტუ­რა გერ­მა­ნულ გე­ნე­რა­ლი­ტეტ­ში.
ასე­თი­ვე სა­მუ­შაო წარ­მარ­თა მა­სონ­მა შვე­ი­ცა­რი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოქ­მედ იტა­ლი­ურ, ინ­გ­ლი­სურ, ფრან­გულ აგენ­ტუ­რებ­ში. შე­დე­გად, მა­სონს გა­უჩ­ნ­და არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი არ­ხე­ბი საფ­რან­გე­თის, ინ­გ­ლი­სის, იტა­ლი­ის გავ­ლე­ნი­ან წრე­ებ­ზე გა­სას­ვ­ლე­ლად.
– მტრის აგენ­ტის და­პა­ტიმ­რე­ბა ან მოკ­ვ­ლა უკი­დუ­რე­სი ღო­ნის­ძი­ე­ბაა! ჩვენ უნ­და შევ­ძ­ლოთ და აგენ­ტი ჩვენ­თ­ვის ვა­მუ­შა­ოთ! – ამ­ბობ­და მა­სო­ნი.
რუდოლფ რიოსლერი
სა­ჭი­რო დროს მა­სონს არც მსტოვ­რის და­პა­ტიმ­რე­ბა­ზე ან ლიკ­ვი­და­ცი­ა­ზე აკან­კა­ლე­ბია ხე­ლი. ეს მა­შინ ხდე­ბო­და, რო­ცა ჯა­შუ­ში კონ­ტ­რო­ლი­დან გა­მო­დი­ო­და.

სუ­პე­რა­გენ­ტი რი­ოს­ლე­რი
1938 წელს შვე­ი­ცა­რი­ის კონ­ტ­რ­დაზ­ვერ­ვი­დან მა­სონს აც­ნო­ბეს, რომ მა­თი ყუ­რადღე­ბის ცენ­ტ­რ­ში ვინ­მე რუ­დოლფ რი­ოს­ლე­რი მო­ექ­ცა, სა­ვა­რა­უ­დოდ, აბ­ვე­რის (გერ­მა­ნი­ის სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვა და კონ­ტ­რ­დაზ­ვერ­ვა) რე­ზი­დენ­ტი.

მა­სონ­მა დაწ­ვ­რი­ლე­ბი­თი ცნო­ბე­ბი შე­აგ­რო­ვა. რუ­დოლფ რი­ოს­ლე­რი და­ი­ბა­და 1897 წელს, ბა­ვა­რი­ა­ში, მო­ხე­ლის ოჯახ­ში. პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის დროს ჯარ­ში მო­ხა­ლი­სედ წა­ვი­და. ომის შემ­დეგ აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და პა­ცი­ფის­ტურ მოძ­რა­ო­ბა­ში, წერ­და პი­ე­სებს, მოთხ­რო­ბებს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ნა­ცის­ტე­ბის მოს­ვ­ლის შემ­დეგ რი­ოს­ლე­რის პი­ე­სე­ბი აკ­რ­ძა­ლეს. დრა­მა­ტურ­გიც შვე­ი­ცა­რი­ა­ში გა­და­სახ­ლ­და.
– ნი­ჭი­ე­რი დრა­მა­ტურ­გია? – მა­სონ­მა შე­კითხ­ვა ერთ-ერთ შვე­ი­ცა­რი­ელ ლი­ტე­რა­ტუ­რათ­მ­ცოდ­ნეს და­უს­ვა.
– სა­შუ­ა­ლო­ზე და­ბა­ლი დო­ნის, – იყო პა­სუ­ხი.

თვალ­თ­ვა­ლით დად­გინ­და, რომ რი­ოს­ლე­რი ხელ­თათ­მა­ნე­ბი­ვით იც­ვ­ლი­და ერ­თი­მე­ო­რე­ზე ლა­მაზ საყ­ვარ­ლებს, უყ­ვარ­და მე­გობ­რე­ბი, მი­ღე­ბუ­ლი იყო შვე­ი­ცა­რი­ის მა­ღალ წრე­ებ­ში. მა­სონ­მა იცო­და, რომ ასეთ ადა­მი­ა­ნებს ფუ­ლი ჰა­ე­რი­ვით სჭირ­დე­ბათ. რუ­დოლფ რი­ოს­ლერს არა­ვი­თა­რი იდე­ო­ლო­გია ან პატ­რი­ო­ტუ­ლი გრძნო­ბე­ბი არ ამოძ­რა­ვებ­და. მას მხო­ლოდ ფუ­ლი სჭირ­დე­ბო­და.
მა­სო­ნი რი­ოს­ლერს პი­რა­დად გა­ე­სა­უბ­რა. გერ­მა­ნე­ლი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას ხა­ლი­სით და­თან­ხ­მ­და. მა­სონ­მა ის ყუ­რადღე­ბით აათ­ვა­ლი­ერ-ჩა­ათ­ვა­ლი­ე­რა.

– იცო­დე, ტყუ­ილს ვერ ვი­ტან. თუ კა­ტა­თაგ­ვო­ბა­ნას თა­მა­ში და­მიწყე, ეს შენ­თ­ვის ცუ­დად დამ­თავ­რ­დე­ბა.
– შე­ნო­ბით რა­ტომ მომ­მარ­თავთ, – იწყი­ნა რი­ოს­ლერ­მა.
– როს­კი­პებს შე­ნო­ბით მი­მარ­თა­ვენ.
აღ­შ­ფო­თე­ბუ­ლი რი­ოს­ლე­რი წა­მოხ­ტა. მა­სონ­მა მა­ჯა­ში ხე­ლი ჩა­ავ­ლო და უბო­დი­შოდ მი­აგ­დო სკამ­ზე.
– და­ეგ­დე და ფხუ­კი­ა­ნო­ბა­ნას ნუ მე­თა­მა­შე­ბი! ჩემ­თან ასე­თი ნომ­რე­ბი არ გა­დის!

აწით­ლე­ბულ­მა რი­ოს­ლერ­მა თა­ვი ჩა­ქინ­დ­რა. მა­სო­ნი წა­მოდ­გა:
– მინ­და, ჩვენ შო­რის ყვე­ლა­ფე­რი გა­სა­გე­ბი იყოს. მაშ ასე. შენ როს­კი­პი ხარ. მე როს­კი­პე­ბიც მჭირ­დე­ბა. მათ კარ­გად ვუხ­დი, მაგ­რამ თუ რა­ღაც-რა­ღა­ცე­ბი და­მიწყეს, ნაგ­ვის ყუთ­ში მო­ვის­ვ­რი! გა­სა­გე­ბია?
– რა­ტომ ასე ცი­ნი­კუ­რად? – რი­ოს­ლერს ხმა აუკან­კალ­და.
– ცი­ნიზ­მი გუ­ლახ­დი­ლო­ბის უმაღ­ლე­სი ფორ­მაა, – მა­სონ­მა გა­ი­ცი­ნა.
წა­მით სი­ჩუ­მე ჩა­მო­ვარ­და.

– შენ­ზე ყვე­ლა­ფე­რი ვი­ცი. ისიც, რე­ზი­დენ­ტის ფუ­ლი რო­გორ შე­მო­გე­ხარ­ჯა და დახ­მა­რე­ბის­თ­ვის ინ­გ­ლი­სე­ლებს მი­მარ­თე. მათ სა­ი­დუმ­ლო ცნო­ბე­ბი მიჰ­ყი­დე და ინ­გ­ლი­სე­ლებ­მა კა­ნა­რი­სის ერთ-ერ­თი მსხვი­ლი ჯა­შუ­ში და­ა­პა­ტიმ­რეს! ეს ყვე­ლა­ფე­რი და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი გვაქვს. საკ­მა­რი­სია ღი­ლაკს თი­თი და­ვა­ჭი­რო, რომ ყვე­ლა­ფე­რი აბ­ვე­რის შე­ფის მა­გი­და­ზე და­ი­დე­ბა.
მა­სო­ნი გა­ჩუმ­და. რი­ოს­ლერ­მა აკან­კა­ლე­ბუ­ლი ხმით წყა­ლი მო­ითხო­ვა. მა­სონ­მა გა­ი­ცი­ნა.

– მო­ით­მი­ნე, ძვირ­ფა­სო. წყურ­ვი­ლით არა­ვინ მომ­კ­ვ­და­რა. აქ ხომ უდაბ­ნო არ არის.
ამ სიტყ­ვებ­ზე დაზ­ვერ­ვის შეფ­მა წყა­ლი და­ის­ხა, მოს­ვა. რი­ოს­ლე­რის­თ­ვის ჭი­ქა არ მი­უ­წო­დე­ბია.
– მგო­ნი ყვე­ლა­ფერ­ზე შევ­თან­ხ­მ­დით, – მა­სონს ღი­მი­ლი გა­უქ­რა, – აბა, გას­წი.

* * *
მა­სო­ნის და­ვა­ლე­ბით რი­ოს­ლე­რი შე­ლენ­ბერ­გის რე­ზი­დენტს და­უ­კავ­შირ­და. შემ­დეგ კონ­ტაქ­ტებ­ზე გა­ვი­და ინ­გ­ლი­სე­ლებ­თან, ამე­რი­კე­ლებ­თან, ფრან­გებ­თან.
– რი­ოს­ლერ­მა უდი­დე­სი რო­ლი ითა­მა­შა მა­სო­ნის თა­მა­შებ­ში გრუ-სთან (რუ­სე­თის არ­მი­ის გენ­შ­ტა­ბის მთა­ვა­რი სა­დაზ­ვერ­ვო სამ­მარ­თ­ვე­ლო), – წერს კო­ლო­სო­ვი.

ნელ-ნე­ლა რი­ოს­ლე­რის გარ­შე­მო თა­ვი მო­ი­ყა­რა მცი­რე­რიცხო­ვან­მა, მაგ­რამ მო­ბი­ლურ­მა ჯგუფ­მა. რი­ოს­ლე­რი მუ­შა­ობ­და შე­ლენ­ბერ­გის­თ­ვის, აბ­ვე­რის­თ­ვის, ამე­რი­კე­ლე­ბის­თ­ვის, ფრან­გე­ბის­თ­ვის, ინ­გ­ლი­სე­ლე­ბის­თ­ვის, თუმ­ცა მი­სი უპირ­ვე­ლე­სი პატ­რო­ნი მა­სო­ნი იყო. შვე­ი­ცა­რი­ის დაზ­ვერ­ვის უფ­როსს რი­ოს­ლე­რი მაგ­რად ეჭი­რა ხელ­ში და მის საქ­მი­ა­ნო­ბას მთლი­ა­ნად აკონ­ტ­რო­ლებ­და. მა­სო­ნი აშ­კა­რად აგ­რ­ძ­ნო­ბი­ნებ­და, რომ რი­ოს­ლერს ადა­მი­ა­ნა­დაც არ თვლი­და. პოლ­კოვ­ნიკს არა­სო­დეს ჩა­მო­ურ­თ­მე­ვია მის­თ­ვის ხე­ლი, შე­ნო­ბით მი­მარ­თავ­და და მუ­დამ აგ­რ­ძ­ნო­ბი­ნებ­და, რომ მცი­რე­ო­დე­ნი ტყუ­ი­ლი და რი­ოს­ლერს გა­ა­ცამ­ტ­ვე­რებ­და.
– პოლ­კოვ­ნი­კო, ასე უცე­რე­მო­ნი­ოდ რა­ტომ მექ­ცე­ვით?! – შე­ე­კითხა რი­ოს­ლე­რი ერ­თხე­ლაც, – გა­ნა ცუ­დად ვმუ­შა­ობ?
– იცი, ცნე­ბა ჩე­მი აგენ­ტი რას ნიშ­ნავს? – კითხ­ვით­ვე უპა­სუ­ხა მა­სონ­მა.
– არა.
– აგენ­ტი არის ნა­ძი­რა­ლა, რო­მე­ლიც ჩემ­ზე მუ­შა­ობს.
– ნა­ძი­რა­ლა ვარ?
– შენ სა­ერ­თოდ ადა­მი­ა­ნი არ ხარ. უფ­რო ხვლიკს მა­გო­ნებ.
– გა­მო­დის, ჩე­მი სა­ხით მო­ლა­პა­რა­კე ქვე­წარ­მა­ვალ­თან გაქვთ ურ­თი­ერ­თო­ბა?
– ასე­თი პრო­ფე­სია მაქვს. – მა­სონ­მა გვერ­დ­ზე გა­ი­ხე­და.

თა­მა­ში გრუ-სთან
"აკ­ვა­რი­უ­მის" საქ­მი­ა­ნო­ბა, ასე უწო­დე­ბენ ჯა­შუ­შურ ჟარ­გონ­ზე გრუ-ს, მა­სონს აშ­ფო­თებ­და. შვე­ი­ცა­რი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გრუ-მ ფარ­თოდ გან­შ­ტო­ე­ბუ­ლი ქსე­ლი შექ­მ­ნა. რა მო­ეპ­რი­ა­ნე­ბათ რუ­სებს? – მა­სონს ამ კითხ­ვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა არ შე­ეძ­ლო. პოლ­კოვ­ნი­კი, კო­ლე­გა კონ­ტ­რ­მ­ზ­ვე­რა­ვებ­თან ერ­თად, გრუ-ს აგენ­ტუ­რუ­ლი ქსე­ლის და­მუ­შა­ვე­ბას შე­უდ­გა.
– გა­მო­ი­ყე­ნეს იგი­ვე მე­თო­დე­ბი, რაც შე­ლენ­ბერ­გის ან აბ­ვე­რის რე­ზი­დენ­ტუ­რებ­თან, – წერს სანშ დე გრა­მო­ნი.
შე­დეგ­მა არ და­ა­ხა­ნა. გრუ-ს ჯა­შუ­შე­ბის ნა­წი­ლი მა­სონ­მა მო­ის­ყი­და, ნა­წილს თა­ვი და­ა­ნე­ბა, რად­გა­ნაც აღარ აინ­ტე­რე­სებ­და. იყ­ვ­ნენ ისე­თე­ბიც, რომ­ლე­ბიც მა­სო­ნის ბრძა­ნე­ბით გა­ა­ნად­გუ­რეს.
– ამით მა­სონ­მა რუ­სებს აგ­რ­ძ­ნო­ბი­ნა, თა­მა­ში ჩემს მო­ე­დან­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს, შე­სა­ბა­მი­სად, უპი­რა­ტე­სო­ბაც ჩემს მხა­რე­ზეაო, – წერს პი­ერ აკო­სი.
კონ­ტ­რ­მ­ზ­ვე­რა­ვებ­თან ერ­თობ­ლი­ვი ოპე­რა­ცი­ით მა­სონ­მა რუ­სე­თის რამ­დე­ნი­მე მსტო­ვა­რი გა­მო­ავ­ლი­ნა. ყვე­ლა მათ­გა­ნი მსხვილ ფი­გუ­რას წარ­მო­ად­გენ­და, თუმ­ცა ღი­ად რჩე­ბო­და მთა­ვა­რი კითხ­ვა: ვინ იყო გრუ-ს რე­ზი­დენ­ტი შვე­ი­ცა­რი­ა­ში?
– თვალ­თ­ვალს და­ვა­წე­სებთ და ნელ-ნე­ლა რე­ზი­დენ­ტ­ზეც გა­ვალთ, – შეს­თა­ვა­ზეს მა­სონს.
– არა, – თა­ვი გა­აქ­ნია პოლ­კოვ­ნიკ­მა, – პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი თვალ­თ­ვალს უმალ შე­ნიშ­ნავს, ყვე­ლა­ფე­რი ჩა­იშ­ლე­ბა.
მა­სო­ნის და­ვა­ლე­ბით, რი­ოს­ლერ­მა გრუ-ს რამ­დე­ნი­მე სე­რი­ო­ზულ ჯა­შუშ­თან კავ­ში­რი და­ამ­ყა­რა და მტრის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბიც მო­ი­პო­ვა. ნელ-ნე­ლა თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა გაღ­რ­მავ­და. რი­ოს­ლე­რის მეშ­ვე­ო­ბით მო­ხერ­ხ­და დად­გე­ნა, რომ გრუ-ს რე­ზი­დენ­ტის აგენ­ტუ­რუ­ლი მეტ­სა­ხე­ლი "დო­რა" იყო.
– ვინ არის ეს "დო­რა", ქა­ლია თუ კა­ცი?
მო­უ­ლოდ­ნე­ლად რი­ოს­ლერ­მა რუ­სე­ბის­თ­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა შეწყ­ვი­ტა. ის "დო­რას­თან" უშუ­ა­ლო კონ­ტაქ­ტ­ზე გას­ვ­ლას კა­ტე­გო­რი­უ­ლად მო­ითხოვ­და. რუ­სე­ბი ყოყ­მა­ნობ­დ­ნენ – რი­ოს­ლერს ხე­ლი უნი­კა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე მი­უწ­ვ­დე­ბო­და და მას­თან კავ­ში­რის გაწყ­ვე­ტაც უდი­დეს პრობ­ლე­მებს შექ­მ­ნი­და. ბო­ლოს და ბო­ლოს, იდუ­მა­ლი "დო­რა" რი­ოს­ლერს შეხ­ვ­და.
– შვე­ი­ცა­რი­ის კონ­ტ­რ­დაზ­ვერ­ვამ ეს და­ა­ფიქ­სი­რა, – წერს პი­ერ აკო­სი.
"დო­რა" მა­მა­კა­ცი იყო. გა­რეგ­ნო­ბით რეს­პექ­ტა­ბე­ლურ ებ­რა­ელ ბიზ­ნეს­მენს ჰგავ­და. დად­გინ­და, რომ მი­სი ნამ­დ­ვი­ლი გვარ-სა­ხე­ლია სან­დორ (შან­დორ) რა­დო. და­ი­ბა­და ბუ­და­პეშ­ტ­ში, შეძ­ლე­ბულ ებ­რა­ულ ოჯახ­ში. აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და 1919 წელს უნ­გ­რე­თის საბ­ჭო­თა რეს­პუბ­ლი­კის შექ­მ­ნა­ში. იყო პო­ლიტ­კო­მის­რად არ­მი­ა­ში. უნ­გ­რეთ­ში საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­ხო­ბის შემ­დეგ რუ­სეთ­ში გა­იქ­ცა. ერ­თხანს გერ­მა­ნი­ა­ში გა­მოჩ­ნ­და, რო­გორც კო­მინ­ტერ­ნის აგენ­ტი, შემ­დეგ კვლავ გა­უ­ჩი­ნარ­და. მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­მოჩ­ნ­და საფ­რან­გეთ­ში, სა­დაც სა­ა­გენ­ტო "ინ­პ­რე­სი" გახ­ს­ნა, მე­რე შვე­ი­ცა­რი­ა­ში გა­და­ბარ­გ­და.
– ესეც შე­ნი "დო­რა"!
კმა­ყო­ფი­ლი მა­სო­ნი ხე­ლებს იფ­შ­ვ­ნეტ­და.

* * *
გრუ-ს რე­ზი­დენტს მა­სო­ნი პი­რა­დად შეხ­ვ­და. რა­დოს გა­ჯი­უ­ტე­ბა არც უც­დია. მა­სო­ნის შე­კითხ­ვა­ზე, მუ­სიე დო­რას მი­ვე­სალ­მე­ბიო, მი­უ­გო:
– მე კი შვე­ი­ცა­რი­ის დაზ­ვერ­ვის შეფს მი­ვე­სალ­მე­ბი!
– არ გე­ში­ნი­ათ, რომ და­გა­პა­ტიმ­რებთ?
– ჩე­მი და­პა­ტიმ­რე­ბა რომ გდო­მო­დათ, აქ არ მოხ­ვი­დო­დით.
– იქ­ნებ ისიც მითხ­რათ, რა­ტომ მო­ვე­დი?
– იმი­ტომ, რომ ჩემ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბა გსურთ.
– თქვენც ეს გსურთ, ხომ მარ­თა­ლია? – მა­სონ­მა გა­მომ­ც­დე­ლად შე­ათ­ვა­ლი­ე­რა, – ამი­ტომ აუცი­ლებ­ლად მოვ­რიგ­დე­ბით.
"დო­რას" და­ში­ნე­ბა პოლ­კოვ­ნიკს არ უც­დია. პირ­და­პირ შეს­თა­ვა­ზა გა­რი­გე­ბა: გრუ მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ი­კა­ვებს თავს შვე­ი­ცა­რი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დი­ვერ­სი­ე­ბის მოწყო­ბის­გან, მკვლე­ლო­ბე­ბის­გან, მაგ­რამ თუ ეს მა­ინ­ც­და­მა­ინც აუცი­ლე­ბე­ლი გახ­და, ამის შე­სა­ხებ მა­სონს საქ­მის კურ­ს­ში ჩა­ა­ყე­ნებს; მა­სო­ნი ხელს შე­უწყობს რა­დოს ინ­ფორ­მა­ცი­ის შეგ­რო­ვე­ბა­ში, მაგ­რამ სა­ნაც­ვ­ლოდ რა­დომ ეს ცნო­ბე­ბი შვე­ი­ცა­რი­ე­ლებს უნ­და გა­უ­ზი­ა­როს.
– თქვენ თუ გაგ­ვი­ზი­ა­რებთ თქვენს ცნო­ბებს? – შე­ე­კითხა რა­დო.
– აუცი­ლებ­ლად, – მი­უ­გო მა­სონ­მა.
ასე და­ი­დო შე­თან­ხ­მე­ბა შვე­ი­ცა­რი­ის დაზ­ვერ­ვის შეფ­სა და "დო­რას" შო­რის.

რო­გორ და­არ­წ­მუ­ნეს ჰიტ­ლე­რი
1940 წლის ივ­ნის­ში ვერ­მახ­ტი პა­რიზ­ში შე­ვი­და. შვე­ი­ცა­რი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შიშ­მა შე­იპყ­რო. მა­ლე მა­სონ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მო­ახ­სე­ნა, რომ გერ­მა­ნი­ა­ში შე­ი­მუ­შა­ვეს სა­ი­დუმ­ლო გეგ­მა, რო­მე­ლიც შვე­ი­ცა­რი­ის ოკუ­პა­ცი­ას ით­ვა­ლის­წი­ნებს.
ჰიტ­ლე­რუ­ლი ინ­ტერ­ვენ­ცი­ის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ენერ­გი­ულ ზო­მებს მი­მარ­თა. ამა­ში თა­ვი­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა დაზ­ვერ­ვა­მაც.
– შვე­ი­ცა­რი­ა­ში მოქ­მედ­მა გერ­მა­ნულ­მა რე­ზი­დენ­ტუ­რამ ბერ­ლინს აც­ნო­ბა შვე­ი­ცა­რი­ის არ­მი­ის გან­მ­ტ­კი­ცე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ, – წერს დე გრა­მო­ნი.
ინ­ფორ­მა­ცია გაზ­ვი­ა­დე­ბუ­ლი იყო. მა­გა­ლი­თად, გერ­მა­ნელ­მა მზვე­რა­ვებ­მა ბერ­ლინს აც­ნო­ბეს, რომ შვე­ი­ცა­რი­ის არ­მია 450 ათასს კაცს ით­ვ­ლი­და, თუმ­ცა სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში 300 ათასს არ აღე­მა­ტე­ბო­და. სა­რე­ზერ­ვო არ­მია 150 ათას კაცს შე­ად­გენ­და, გერ­მა­ნი­ა­ში კი 200 ათა­სი შე­ატყო­ბი­ნეს. მა­სონ­მა გა­მო­ი­ყე­ნა პი­რა­დი კავ­ში­რე­ბი რო­გორც შე­ლენ­ბერ­გ­სა და კა­ნა­რის­თან, ასე­ვე სხვა გავ­ლე­ნი­ან თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­თან და სთხო­ვა და­ერ­წ­მუ­ნე­ბი­ნათ ჰიტ­ლე­რი, რომ შვე­ი­ცა­რი­ა­ში ინ­ტერ­ვენ­ცია ზა­რა­ლის მეტს არას მო­ი­ტან­და. არც ჰიმ­ლერს, არც კა­ნა­რისს, არც სხვა გავ­ლე­ნი­ან პი­რებს შვე­ი­ცა­რი­ის ოკუ­პა­ცია არა­ფერ­ში წა­ად­გე­ბო­დათ, რად­გან იქა­ურ ბან­კებ­ში სო­ლი­დუ­რი თან­ხა ჰქონ­დათ შე­ნა­ხუ­ლი. მა­სო­ნის მოქ­მე­დე­ბამ და დიპ­ლო­მა­ტე­ბის ძა­ლის­ხ­მე­ვამ შე­დე­გი გა­მო­ი­ღო: ჰიტ­ლერ­მა შვე­ი­ცა­რი­ის ოკუ­პა­ცი­ა­ზე უარი გა­ნაცხა­და.

"შე­მოდ­გო­მის ბუ­ზი"
1941 წლის 22 ივ­ნისს ჰიტ­ლე­რი თავს და­ეს­ხა საბ­ჭო­თა კავ­შირს. მა­სონ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მო­რი­გი ანა­ლი­ტი­კუ­რი მოხ­სე­ნე­ბა წა­რუდ­გი­ნა. პოლ­კოვ­ნი­კი ამ­ტ­კი­ცებ­და, რომ ჰიტ­ლე­რის გეგ­მა რუ­სეთ­ში ელ­ვი­სე­ბუ­რი ომის შე­სა­ხებ სი­სუ­ლე­ლეა და გერ­მა­ნი­ის და­მარ­ცხე­ბა გარ­და­უ­ვა­ლია.
– ომი მი­ნი­მუმ 4-5 წე­ლი­წადს გაგ­რ­ძელ­დე­ბა და გერ­მა­ნი­ის სრუ­ლი და­მარ­ცხე­ბით დას­რულ­დე­ბა, – და­ას­კ­ვ­ნა მა­სონ­მა.
პოლ­კოვ­ნი­კის პროგ­ნო­ზი ამ­ჯე­რა­დაც გა­მარ­თ­ლ­და. მოს­კოვ­თან მარ­ცხის შემ­დეგ ცხა­დი გახ­და, რომ რუ­სეთ­ში ბლიც­კ­რი­გი ჩა­ი­შა­ლა. თუმ­ცა შვე­ი­ცა­რი­ა­ში კვლა­ვაც აქ­ტი­უ­რად მოქ­მე­დებ­დ­ნენ რუ­სე­ბის, ასე­ვე გერ­მა­ნე­ლე­ბის, ინ­გ­ლი­სე­ლე­ბი­სა და ამე­რი­კე­ლე­ბის რე­ზი­დენ­ტუ­რე­ბი. საფ­რ­თხე, შვე­ი­ცა­რია სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის ომის პო­ლი­გო­ნად გა­დაქ­ცე­უ­ლი­ყო, უდი­დე­სი იყო. აუცი­ლე­ბე­ლი იყო ამ რე­ზი­დენ­ტუ­რა­თა კონ­ტ­რო­ლი, იმის მიღ­წე­ვა, რომ სრო­ლა არ და­ეწყოთ. მა­სონ­მა ეს შეძ­ლო.

რუ­სეთ-გერ­მა­ნი­ის ომ­მა ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი, სის­ხ­ლი­ა­ნი სა­ხე მი­ი­ღო. ჰიტ­ლერს შვე­ი­ცა­რი­ის­თ­ვის არ ეცა­ლა. გა­ი­ზარ­და ამ ქვეყ­ნის რო­ლი გერ­მა­ნი­ის პო­ლი­ტი­კა­ში. ამა­ვე დროს, შვე­ი­ცა­რია გა­და­იქ­ცა ცენ­ტ­რად, სა­ი­და­ნაც გერ­მა­ნი­ის წი­ნააღ­მ­დეგ ჯა­შუ­შუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის კო­ორ­დი­ნი­რე­ბა ხდე­ბო­და. ამ მხრივ მა­სო­ნის მსტოვ­რე­ბიც გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ. რი­ოს­ლერ­მა, რო­მელ­საც რუ­სებ­მა ფსევ­დო­ნი­მი "ლი­უ­ცი" შე­ურ­ჩი­ეს, გა­დას­ცა მოს­კოვ­ში ინ­ფორ­მა­ცია სტა­ლინ­გ­რა­დი­სა და კურ­ს­კის ბრძო­ლებ­ში გერ­მა­ნელ­თა ძა­ლე­ბის შე­სა­ხებ. მოს­კო­ვი ამომ­წუ­რა­ვად იყო ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი, რა ძა­ლე­ბი ჰყავ­და გერ­მა­ნი­ას. ამას ბრძო­ლე­ბის ბე­დის­თ­ვის დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ჰქონ­და. იმავ­დ­რო­უ­ლად, მა­სო­ნის აგენ­ტე­ბი და­უ­კავ­შირ­დ­ნენ ალენ და­ლესს, რო­მე­ლიც ბერ­ნ­ში ამე­რი­კის დაზ­ვერ­ვის რე­ზი­დენ­ტუ­რას ჩა­უდ­გა სა­თა­ვე­ში. თუმ­ცა მა­სო­ნი ხვდე­ბო­და, რომ ასე­თი აქ­ტი­უ­რო­ბა გერ­მა­ნი­ის­თ­ვის შე­უმ­ჩ­ნე­ვე­ლი არ დარ­ჩე­ბო­და. მარ­თ­ლაც, მა­ლე გერ­მა­ნი­ამ შვე­ი­ცა­რი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ულ­ტი­მა­ტუ­მი წა­უ­ყე­ნა და ჯა­შუ­შე­ბის ალაგ­მ­ვა მოს­თხო­ვა.
შვეიცარიის მოქალაქეები და სამხედრო მოსამსახურეები ეცნობიან განცხადებას საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადების შესახებ კონფედერაციის შეიარაღებულ ძალებში (1939 წლის 29 აგვისტო)
– 1942-1943 წლებ­ში გეს­ტა­პომ გა­ა­ნად­გუ­რა გრუ-ს აგენ­ტუ­რუ­ლი ქსე­ლი ევ­რო­პა­ში. ამ დროს ამო­ტივ­ტივ­და შვე­ი­ცა­რი­ა­ში მოქ­მე­დი რამ­დე­ნი­მე რუ­სი ჯა­შუ­შის, მათ შო­რის სან­დორ რა­დოს სა­ხე­ლიც, – წერს საბ­ჭო­თა მწე­რა­ლი იული­ან სე­მი­ო­ნო­ვი.
ჰიტ­ლერ­მა რუ­სუ­ლი ქსე­ლის გა­ნად­გუ­რე­ბა კა­ტე­გო­რი­უ­ლად მო­ითხო­ვა.
– თუ­კი შვე­ი­ცა­რი­ე­ლე­ბი ამას თა­ვად არ გა­ა­კე­თე­ბენ, ჩვენ მივ­ხე­დავთ, რო­ცა შვე­ი­ცა­რი­ა­ში შე­ვალთ, – გა­ნაცხა­და ფი­უ­რერ­მა.
შვე­ი­ცა­რი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ფეხს ით­რევ­და. იდ­გა 1944 წე­ლი. უკ­ვე ცხა­დი იყო, რომ გერ­მა­ნი­ამ ომი წა­ა­გო. ამა­ვე დროს, არც ჰიტ­ლე­რის გა­ხე­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბო­და.
– შე­მოდ­გო­მის ბუ­ზი გან­წი­რუ­ლია, მაგ­რამ ის ძა­ლი­ან მწა­რედ იკ­ბი­ნე­ბა. ეს შვე­ი­ცა­რი­ე­ლებ­მა კარ­გად იცოდ­ნენ, – წერს პი­ერ აკო­სი.
ბო­ლოს და ბო­ლოს, შვე­ი­ცა­რი­ე­ლებ­მა რუ­სე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ ზო­მებს მი­მარ­თეს. მა­სონ­მა სიტყ­ვა შე­ას­რუ­ლა და რა­დოს გაქ­ცე­ვა­ში და­ეხ­მა­რა. სწო­რედ მი­სი დახ­მა­რე­ბით, "დო­რა" საზღ­ვარ­ზე შე­უმ­ჩ­ნევ­ლად გა­და­ვი­და და საფ­რან­გე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­უ­ჩი­ნარ­და.

* * *
მა­სო­ნის თა­მა­შე­ბი 1945 წელს დას­რულ­და, რო­ცა მე­სა­მე რა­ი­ხი მი­წის პი­რის­გან აღი­გა­ვა. შვე­ი­ცა­რი­ის სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვის შეფ­მა გა­დამ­ჭ­რე­ლი ზო­მე­ბი მი­ი­ღო შვე­ი­ცა­რი­ის იმ მო­ქა­ლა­ქე­თა წი­ნა­აღ­მ­დეგ, რომ­ლე­ბიც ომის დროს ჰიტ­ლე­რე­ლებს მი­ე­ყიდ­ნენ. მა­სონ­მა მა­თი ქმე­დე­ბე­ბის გა­კონ­ტ­რო­ლე­ბა შეძ­ლო, ომის შემ­დეგ კი ყვე­ლა მათ­გა­ნი პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მის­ცა.

ცუ­დად წა­რი­მარ­თა რუ­სი მსტოვ­რე­ბის ბე­დიც. ცი­ვი ომის დაწყე­ბას­თან ერ­თად, შვე­ი­ცა­რი­ის კონ­ტ­რ­დაზ­ვერ­ვამ ყვე­ლა მათ­გა­ნი და­ა­პა­ტიმ­რა. გრუ-ს აგენ­ტე­ბი გა­ა­სა­მარ­თ­ლეს და ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს. უარე­სი გა­მოდ­გა იმა­თი ბე­დი, ვინც გაქ­ცე­ვა შეძ­ლო და თა­ვი საბ­ჭო­თა კავ­შირს შე­ა­ფა­რა. სტა­ლი­ნის ბრძა­ნე­ბით, ყვე­ლა მათ­გა­ნი და­ა­პა­ტიმ­რეს. მა­თი ცხოვ­რე­ბა ლუ­ბი­ან­კის სარ­და­ფებ­ში ან გუ­ლაგ­ში დას­რულ­და.
სან­დორ რა­დომ ომის შემ­დეგ ეგ­ვიპ­ტე­ში სცა­და გაქ­ცე­ვა. ინ­გ­ლი­სე­ლებ­მა და­ა­პა­ტიმ­რეს და რუ­სებს გა­დას­ცეს. "დო­რა" მოს­კოვ­ში ჩა­მო­იყ­ვა­ნეს. მან პა­ტიმ­რო­ბა­ში 1954 წლამ­დე და­ყო. 1956 წელს რა­დო მშობ­ლი­ურ ბუ­და­პეშ­ტ­ში დაბ­რუნ­და, სა­დაც სა­მეც­ნი­ე­რო მოღ­ვა­წე­ო­ბას შე­უდ­გა, იყო კარ­ტოგ­რა­ფი და გე­ოგ­რა­ფი. გარ­და­იც­ვა­ლა 1981 წელს.

რო­ჟე მა­სონ­ზე გა­და­ღე­ბუ­ლია მრა­ვა­ლი ფილ­მი. ის­ტო­რი­ამ კი მა­სო­ნის ღვაწ­ლი მოკ­ლედ და ამომ­წუ­რა­ვად შე­ა­ფა­სა:
– კა­ცი, რო­მელ­მაც იხ­ს­ნა შვე­ი­ცა­რია.

ნი­კა თევ­ზა­ძე
ის­ტო­რი­ის დოქ­ტო­რი
ჟურნალი "ისტორიანი",#83
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!