ლატვიის უკანასკნელი პრეზიდენტის საფლავს გორში ეძებენ
19-12-2017
ლატვიის უკანასკნელი პრეზიდენტის საფლავს გორში ეძებენ
გა­საბ­ჭო­ე­ბამ­დე ლატ­ვი­ის რეს­პუბ­ლი­კის უკა­ნას­კნელ­მა პრე­ზი­დენ­ტმა სა­მუ­და­მო გან­სას­ვე­ნე­ბე­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ქა­ლაქ გორ­ში პო­ვა.
ამ ვერ­სი­ის ერ­თ-ერ­თი ავ­ტო­რი სტა­ლი­ნის სახ­ლ-მუ­ზე­უ­მის თა­ნამ­შრო­მე­ლი ლა­რი­სა გა­ზაშ­ვი­ლი­ა. იგი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ კარ­ლის ულ­მა­ნი­სის საფ­ლა­ვი გორ­ში, კვერ­ნა­ქის სა­საფ­ლა­ო­ზე, წი­თე­ლარ­მი­ელ­თა ობე­ლის­კი­დან 20 მეტ­რის რა­დი­უს­ში უნ­და მდე­ბა­რე­ობ­დეს.

ლა­რისა გა­ზაშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში ლატ­ვი­ის ელჩს, ან­დრის ვილ­ცან­სს მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია ლატ­ვი­ის ექ­სპრე­ზი­დენ­ტის სა­ვა­რა­უ­დო გან­სას­ვე­ნებ­ლის შე­სა­ხებ.
"და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია ის ფაქ­ტი, რომ კარ­ლის ულ­მა­ნი­სი 1942 წელს გარ­და­იც­ვა­ლა. ლატ­ვი­უ­რი მხა­რე მის საფ­ლავს დი­დი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­და. მე სტა­ლი­ნის სახ­ლ-მუ­ზე­უმ­ში
ვმუ­შა­ობ და 1994 წლი­დან მაქვს ინ­ფორ­მა­ცი­ა, რომ იგი გორ­შია დაკ­რძა­ლუ­ლი. ამის შე­სა­ხებ თა­ვად ლატ­ვი­უ­რი მხა­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მაც მითხ­რეს. ჩანს, მა­თაც აქვთ ინ­ფორ­მა­ცი­ა, რომ ულ­მა­ნი­სი გორ­ში დაკ­რძა­ლეს.

ლატ­ვი­უ­რი მხა­რის წარ­მო­მად­გენ­ლებს მე­საფ­ლა­ვე­ებ­მა აჩ­ვე­ნეს ეს ად­გი­ლი და იქ და­იდ­გა ვარ­დის­ფე­რი ქვა, რომ­ლის მსგავ­სსაც კვერ­ნა­ქის სა­საფ­ლა­ო­ზე სხვას ვერ შეხ­ვდე­ბით. ამ
ქვა­ზე ლატ­ვი­უ­რი ორ­ნა­მენ­ტია ამოტ­ვიფ­რუ­ლი", – ამ­ბობს ლა­რი­სა გა­ზაშ­ვი­ლი.
ამის მი­უ­ხე­და­ვად, კარ­ლის ულ­მა­ნი­სის საფ­ლა­ვის ზუს­ტი ად­გი­ლი ამ დრომ­დე უც­ნო­ბი­ა. გან­სხვა­ვე­ბუ­ლია ვერ­სი­ე­ბიც.

ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ გა­საბ­ჭო­ე­ბამ­დე ლატ­ვი­ის უკა­ნას­კნე­ლი პრე­ზი­დენ­ტის საფ­ლა­ვი გორ­ში­ა, ადას­ტუ­რებს აკა­კი და­რახ­ვე­ლი­ძეც. იგი 1940-ი­ან წლებ­ში კვერ­ნა­ქის სა­საფ­ლა­ოს დი­რექ­ტო­რის, ვა­ჟა და­რახ­ვე­ლი­ძის შვი­ლია და მა­მის­გან გად­მო­ცე­მუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე ამ­ბობს, რომ ლატ­ვი­ის ექ­სპრე­ზი­დენ­ტის საფ­ლა­ვი სწო­რედ იმ ქვას­თა­ნა­ა, რო­მელ­ზეც ლატ­ვი­უ­რი ორ­ნა­მენ­ტია გა­მო­სა­ხუ­ლი. ამ ვარ­დის­ფე­რი ქვის გვერ­დით ახ­ლა რკი­ნის მა­გი­დაა გან­თავ­სე­ბუ­ლი.

აკა­კი და­რახ­ვე­ლი­ძე: "მახ­სოვს, მა­მა­ჩემ­მა მითხ­რა, ლატ­ვიის პრე­ზი­დენ­ტი აქ მარ­ხი­ა­ო. ისიც დას­ძი­ნა, მი­ხე­დე და თუ ოდეს­მე მოვ­ლენ და და­ინ­ტე­რე­სდებ­ი­ან, უთხ­ა­რი, რომ მი­სი საფ­ლა­ვი აქ არი­სო. 1942 წელს და­უ­მარ­ხავთ აქ. ჰოს­პი­ტალ­ში წო­ლი­ლა ჩვენ­თან და იქ გარ­დაც­ვლი­ლა. მე­ტი ამის შე­სა­ხებ არა­ფე­რი უთ­ქვამს", – ასე­თია სა­საფ­ლა­ოს ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რის ვა­ჟის ვერ­სი­ა.

თუმ­ცა ინ­ფორ­მა­ცი­ა, რომ ლატ­ვი­ის ექ­სპრე­ზი­დენ­ტი აკა­კი და­რახ­ვე­ლი­ძის მი­ერ მი­თი­თე­ბულ ად­გილ­ზეა დაკ­რძა­ლუ­ლი, ნაკ­ლებ­სარ­წმუ­ნოდ ეჩ­ვე­ნე­ბა ლა­რი­სა გა­ზაშ­ვილს. სტა­ლი­ნის სახ­ლ-მუ­ზე­უ­მის თა­ნამ­შრო­მე­ლი ვა­რა­უ­დობს, რომ ულ­მა­ნი­სი მი­თი­თე­ბუ­ლი ად­გი­ლი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 50 მეტ­რში, სა­ერ­თო სა­საფ­ლა­ო­ზე უნ­და იყოს დაკ­რძა­ლუ­ლი, სა­დაც გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 30-50-ი­ან წლებ­ში უცხ­ო­ელ ტყვე­ებ­სა და პო­ლიტ­პა­ტიმ­რებს მარ­ხავ­დნენ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი აქ წი­თე­ლარ­მი­ელ­თა ობე­ლის­კი და­იდ­გა.
ლატვიის მთავრობა. ცენტრში – კარლის ულმანისი. 1919 წ.
მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ერ­თო სა­საფ­ლა­ო­ზე, სწო­რედ იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც წი­თე­ლარ­მი­ელ­თა ობე­ლის­კი­ა, რამ­დე­ნი­მე წლის წინ სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ფაც ნა­ხეს, რო­მელ­ზეც კარ­ლის ულ­მა­ნი­სის სა­ხე­ლი, გვა­რი, ასე­ვე და­ბა­დე­ბი­სა და გარ­დაც­ვა­ლე­ბის წლე­ბი იყო მი­წე­რი­ლი, თუმ­ცა ეს და­ფა ამ­ჟა­მად და­კარ­გუ­ლია.

ლა­რი­სა გა­ზაშ­ვი­ლი:
"სა­საფ­ლა­ო­ზე, სა­დაც გერ­მა­ნე­ლი ტყვე­ე­ბის, პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი­სა და უპატ­რო­ნო ჯა­რის­კაც­თა საფ­ლა­ვე­ბი იყო, ნა­ხეს პა­ტა­რა რკი­ნის შა­ვი ბო­ძე­ბი თა­ვი­სი და­ფით. გაწ­მინ­დეს და­ფა და ამო­ი­კითხ­ეს კარ­ლის ულ­მა­ნი­სი, და­ფა­ზე­ვე იყო მი­თი­თე­ბუ­ლი მი­სი და­ბა­დე­ბი­სა და გარ­დაც­ვა­ლე­ბის წლე­ბი. ეს ინ­ფორ­მა­ცია 1994 წელს მო­მა­წო­დეს. თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით, რო­დე­საც საფ­ლა­ვის ძი­ე­ბა და­იწყ­ეს, იმ ად­გილ­ას აღარც რკი­ნის ბო­ძე­ბი იყო და შე­სა­ბა­მი­სად, აღარც და­ფა წარ­წე­რით. შე­საძ­ლოა ვინ­მემ ჯარ­თში ჩა­სა­ბა­რებ­ლა­დაც კი ამო­აძ­რო. თუმ­ცა ვი­ცი ის ად­გი­ლი, სა­დაც საფ­ლა­ვი უნ­და მდე­ბა­რე­ობ­დეს – წი­თე­ლარ­მი­ელ­თა მე­მო­რი­ა­ლი­დან 20 მეტ­რში".

კვერ­ნა­ქის სა­საფ­ლაო სა­ქარ­თვე­ლო­ში ლატ­ვი­ის ელ­ჩმა ან­დრის ვილ­ცან­სმაც მო­ი­ნა­ხუ­ლა. ექ­სპრე­ზი­დენ­ტის საფ­ლა­ვის მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში ის თა­ვა­დაც აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი. გორ­ში ყოფ­ნი­სას დიპ­ლო­მატ­მა გა­ნაცხ­ა­და, რომ პი­რა­დად მო­ნა­წი­ლე­ობ­და იმ დო­კუ­მენ­ტე­ბის მო­ძი­ე­ბა­სა და შეს­წავ­ლა­ში, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფო უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტე­ტის ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის არ­ქივ­ში ინა­ხე­ბა. ამ პე­რი­ოდ­ში ის უზ­ბე­კეთ­ში ლატ­ვი­ის ელ­ჩი იყო.

ან­დრის ვილ­ცან­სი: "შევ­ხვდი მათ, ვი­საც ექ­სპრე­ზი­დენ­ტის საფ­ლა­ვის გორ­ში არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ აქვთ ინ­ფორ­მა­ცი­ა. მაგ­რამ შე­უძ­ლე­ბე­ლია ის­ტო­რი­ულ ფაქ­ტზე იმ­სჯე­ლო იმის მი­ხედ­ვით, რა მოგ­წონს და რა არა. არ­სე­ბი­თად ეს ვერ­სია ახა­ლი არ არის... ის­ტო­რი­კო­სე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით სკეპ­ტი­კუ­რად არი­ან გან­წყო­ბილ­ი, რად­გან, ძი­რი­თა­დი ვერ­სი­ით, ლატ­ვი­ის ექ­სპრე­ზი­დენ­ტი კარ­ლის ულ­მა­ნი­სი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­ხალ­ხო კო­მი­ტე­ტის ცი­ხე­ში გარ­და­იც­ვა­ლა კრას­ნო­ვოდ­სკში, ამ­ჟა­მინ­დელ თურ­ქმენ­ბა­ში­ში. დო­კუ­მენ­ტე­ბის შეს­წავ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე, რო­მელ­საც უზ­ბე­კეთ­ში ელ­ჩო­ბის პე­რი­ოდ­ში გა­ვე­ცა­ნი, უფ­რო და­მა­ჯე­რებ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა ვერ­სი­ა, რომ კარ­ლის ულ­მა­ნი­სი თურ­ქმენ­ბაშ­იშია დაკ­რძა­ლუ­ლი. მაგ­რამ ჯერ ესეც მხო­ლოდ ვერ­სი­ა­ა, ვი­ნა­ი­დან საფ­ლა­ვი ნა­პოვ­ნი არ არის".

კარ­ლის ულ­მა­ნი­სი 1877 წლის 4 სექ­ტემ­ბერს, კურ­ლან­დი­ის გუ­ბერ­ნი­ის დო­ბე­ლის მაზ­რა­ში და­ი­ბა­და. ის ულ­მა­ნის­თა ოჯა­ხის მე­სა­მე ვა­ჟიშ­ვი­ლი იყო. 1896 წელს და­ას­რუ­ლა ალექ­სან­დრეს გიმ­ნა­ზია მი­ტა­ვა­ში (ელ­გა­ვა), 1897 წელს კი, სარ­ძე­ვე მე­ურ­ნე­ო­ბის კურ­სე­ბი ტა­პი­ა­უ­ში, აღ­მო­სავ­ლეთ პრუ­სი­ა­ში (ამ­ჟა­მად გვარ­დე­ის­კი, კა­ლი­ნინ­გრა­დის ოლ­ქი). სპე­ცი­ა­ლო­ბით მუ­შა­ობ­და რი­გა­სა და ლი­ე­ბა­ე­ში (ლი­ე­პა­ე). 1902 წელს სა­სოფ­ლო-­სა­მე­ურ­ნეო ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობ­და ცი­უ­რი­ხის პო­ლი­ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, შვე­ი­ცა­რი­ა­ში. 1903-1905 წლებ­ში სწავ­ლობ­და სა­სოფ­ლო-­სა­მე­ურ­ნეო ინ­სტი­ტუტ­ში ლა­იფ­ციგ­ში (გერ­მა­ნი­ა).

კარ­ლის ულ­მა­ნი­სი ლატ­ვი­ის პრე­ზი­დენ­ტი იყო 1936-1940 წლებ­ში. მა­ნამ­დე კი, მცი­რეხ­ნი­ა­ნი შეს­ვე­ნე­ბე­ბით, ქვეყ­ნის პრე­მი­ერ­-მი­ნის­ტრის პოს­ტი რამ­დენ­ჯერ­მე ეჭი­რა: 1918-1921, 1925-1926, 1931 და 1934 წლებ­ში. 1936-1940 წლებში ერთდროულად ეკავა პრეზიდენტისა და პრემიერის თანამდებობები.
სკოლის ეზოში, რომელიც ულმანისმა 1937 წლის 7 ივნისს გახსნა, 1997 წელს მისი მემორიალი დაიდგა
1940 წლის 21 ივ­ლისს, ლატ­ვი­ა­ში საბ­ჭო­თა ჯა­რე­ბის შეს­ვლის შემ­დეგ ულ­მა­ნი­სი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გა და საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას პენ­სი­ის და­ნიშ­ვნა და შვე­ი­ცა­რი­ა­ში გა­დას­ვლის ნე­ბარ­თვა სთხო­ვა. თუმ­ცა უკ­ვე 22 ივ­ლისს მოხ­და მი­სი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით დე­პორ­ტა­ცია მოს­კო­ვის გავ­ლით ვო­რო­ში­ლოვ­კა­ში (სტავ­რო­პო­ლი), სა­დაც 29 ივ­ლისს ჩა­იყ­ვა­ნეს.

ერ­თი წლის შემ­დეგ, 1941 წლის 4 ივ­ლისს ულ­მა­ნი­სი და­ა­პა­ტიმ­რეს, 1942 წლის 1-ელ აგ­ვის­ტოს კი თურ­ქმე­ნეთ­ში, ქა­ლაქ კრას­ნო­ვოდ­სკში (ამ­ჟა­მინ­დე­ლი თურ­ქმენ­ბა­ში) გა­და­ა­სახ­ლეს. მგზავ­რო­ბი­სას ექ­სპრე­ზი­დენ­ტი დი­ზენ­ტე­რი­ით და­ა­ვად­და და გა­და­სახ­ლე­ბი­დან მა­ლე­ვე, 20 სექ­ტემ­ბერს გარ­და­იც­ვა­ლა. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­ხალ­ხო კო­მი­სა­რი­ა­ტის სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლე­ბის თა­ნახ­მად, იგი ად­გი­ლობ­რივ სა­საფ­ლა­ო­ზე დაკ­რძა­ლეს.

გა­საბ­ჭო­ე­ბამ­დე ლატ­ვი­ის უკა­ნას­კნე­ლი პრე­ზი­დენ­ტის საფ­ლავს ლატ­ვი­უ­რი მხა­რე შუა აზი­ა­ში სწო­რედ ამი­ტომ ეძებ­და.
საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ოფი­ცი­ა­ლუ­რად დაშ­ლი­დან ორი­ო­დე თვით ად­რე, 1991 წლის 17 ოქ­ტომ­ბერს, გა­ზეთ­მა "იზ­ვეს­ტი­ამ" გა­მო­აქ­ვეყ­ნა ცნო­ბა ფუ­გუ­რან­ტე­ბის მხრი­დან და­ნა­შა­უ­ლის ფაქ­ტე­ბის არარ­სე­ბო­ბის გა­მო საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დის ცალ­კე­უ­ლი საქ­მე­ე­ბის გა­და­ხედ­ვის შე­სა­ხებ. გან­ხი­ლულ­თა შო­რის მოხ­ვდა ულ­მა­ნი­სის საქ­მეც. თუმ­ცა ექ­სპრე­ზი­დენ­ტის საფ­ლა­ვის მო­ძი­ე­ბი­სა და მი­სი ნეშ­ტის სამ­შობ­ლო­ში გა­დას­ვე­ნე­ბის მცდე­ლო­ბა გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 90-ი­ა­ნი წლე­ბის და­საწყ­ის­ში წა­რუ­მა­ტებ­ლად დას­რულ­და.

ვერ­სია კარ­ლის ულ­მა­ნი­სის გორ­ში დაკ­რძალ­ვის შე­სა­ხებ თუ სი­ნამ­დვი­ლეს შე­ე­სა­ბა­მე­ბა, მა­შინ მკვლევ­რებს იმის დად­გე­ნაც მო­უწევთ, რო­გორ აღ­მოჩ­ნდა სტა­ლი­ნის მი­ერ შუა აზი­ა­ში გა­და­სახ­ლე­ბუ­ლი ლატ­ვი­ის ექ­სპრე­ზი­დენ­ტი სტა­ლი­ნის­ვე მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ­ში. ლა­რი­სა გა­ზაშ­ვი­ლის აზ­რით, გა­მო­საკ­ვლე­ვია ამ პე­რი­ო­დის არ­ქი­ვე­ბი, სა­დაც შე­საძ­ლოა და­ცუ­ლი იყოს ინ­ფორ­მა­ცია აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ.

ნი­ნო ჯა­ფა­რი­ძე
ჟურნალი "ისტორიანი",#7

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!