უნი­კა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნა სა­ქარ­თვე­ლოს სიძ­ვე­ლეთ­სა­ცავ­ში
19-12-2017
უნი­კა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნა სა­ქარ­თვე­ლოს სიძ­ვე­ლეთ­სა­ცავ­ში
სა­ქარ­თვე­ლოს თე­ატ­რის, მუ­სი­კის, კი­ნო­სა და ქო­რე­ოგ­რა­ფი­ის სა­ხელ­მწი­ფო მუ­ზე­უ­მი 1-დან 20 ივ­ლი­სის ჩათ­ვლით წარ­მო­ად­გენს იმ ძვირ­ფას ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შებს, რომ­ლე­ბი­თაც ერ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­ზე­უ­მის კო­ლექ­ცი­ე­ბი შე­ივ­სო.

მუ­ზე­უ­მის დირექტორის, გიორგი კალანდიას თქმით, ახა­ლი ნივ­თე­ბი სიძ­ვე­ლეთ­სა­ცავ­მა კერ­ძო პირ­თა შე­მო­წი­რუ­ლო­ბე­ბით, სპონ­სორ­თა დახ­მა­რე­ბი­თა და სა­მი­ნის­ტროს თა­ნად­გო­მით მი­ი­ღო.

წარ­მოდ­გე­ნილ ნი­მუშ­თა შო­რის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გა­მო­ირ­ჩე­ვა XV-XVI სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ლა­თი­ნუ­რი ხელ­ნა­წე­რი ნო­ტე­ბი, რო­მელ­თაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ანა­ლო­გი არ მო­ე­პო­ვე­ბა. ორ­გა­ნის­თვის შექ­მნილ სა­გა­ლო­ბელ­თა ნო­ტე­ბი პერ­გა­მენ­ტზეა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, გა­ფორ­მე­ბუ­ლია სა­ზე­
დაო ასო­ე­ბი­თა და ნევ­მე­ბით. ხელ­ნა­წე­რი მსოფ­ლი­ო­ში მუ­სი­კი­სა და სა­ნო­ტო ხე­ლოვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ის­ტო­რი­ას ასა­ხავს.

არა­ნაკ­ლებ სა­ყუ­რადღ­ე­ბოა 1845 წელს ტყა­ვის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი ინ­დო­ნე­ზი­უ­რი ე.წ. ვა­ი­ან­გის ანუ შუქ­ჩრდი­ლე­ბის სა­თა­მა­შო.
ვა­ი­ან­გი მა­რი­ო­ნე­ტე­ბის თე­ატ­რის მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ძვე­ლი და პო­პუ­ლა­რუ­ლი ფორ­მა­ა. შუქ­ჩრდი­ლე­ბის წარ­მოდ­გე­ნით XIX სა­უ­კუ­ნის სა­ქარ­თვე­ლო­შიც ყო­ფი­ლან გა­ტა­ცე­ბულ­ი.

მსგავ­სი ექ­სპო­ნა­ტი მუ­ზე­უ­მის და­მა­არ­სე­ბელ და­ვით არ­სე­ნიშ­ვი­ლის კო­ლექ­ცი­ა­შიც ინა­ხე­ბო­და, თუმ­ცა საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში
იგი გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში და­ი­კარ­გა. იდენ­ტუ­რი ექ­სპო­ნა­ტი სა­მი­ნის­ტროს თა­ნად­გო­მი­თა და გერ­მა­ნი­ა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტის, მა­კა ბა­უ­ე­რის დახ­მა­რე­ბით მუ­ზე­უმ­მა წლე­ულს საფ­რან­გეთ­ში შე­ი­ძი­ნა.

მუ­ზე­უ­მი პირ­ვე­ლად გა­მო­ფენს ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბი­სა და ორ­ბე­ლი­ა­ნე­ბის საგ­ვა­რე­უ­ლო ძვირ­ფას მე­მო­რი­ა­ლურ ალ­ბო­მებს. ხე­ლოვ­ნე­ბის ეს ნი­მუ­შე­ბი გა­ფორ­მე­ბუ­ლია ვერ­ცხლი­სა და ოქ­როს ორ­ნა­მენ­ტე­ბით და დამ­შვე­ნე­ბუ­ლია ქარ­თუ­ლი სა­მე­ფო ატ­რი­ბუ­ტი­კით.

პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე დამ­თვა­ლი­ე­რე­ბელს სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს იხი­ლოს თე­ატრ "ნა­ბა­დის" ის­ტო­რი­ის ამ­სახ­ვე­ლი უნი­კა­ლუ­რი წიგ­ნი, რო­მე­ლიც ნაბ­დი­სა და ძვირ­ფა­სი ქსო­ვი­ლე­ბის­გან არის დამ­ზა­დე­ბუ­ლი. იგი მუ­ზე­უმს წიგ­ნის ავ­ტორ­მა უსას­ყიდ­ლოდ გა­დას­ცა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბის, ნა­ტო ვაჩ­ნა­ძის ზარ­დახ­შა, რო­მე­ლიც XVIII სა­უ­კუ­ნის ხე­ლოვ­ნე­ბის ძვირ­ფას ნი­მუშს წარ­მო­ად­გენს. იგი ვე­ნე­ცი­უ­რი მი­ნის­გან საფ­რან­გეთ­შია დამ­ზა­დე­ბუ­ლი.

გა­მო­ფე­ნი­ლია XVIII სა­უ­კუ­ნის II ნა­ხევ­რის იტა­ლი­უ­რი მხატ­ვრო­ბის სტილ­ში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ტი­ლო, სა­ხელ­წო­დე­ბით "მძი­ნა­რე ბავ­შვე­ბი და მლოც­ვე­ლი". ნა­ხა­ტი ჩას­მუ­ლია ოქ­რო­თი და­ფე­რილ ძვირ­ფას ჩარ­ჩო­ში. გად­მო­ცე­მის მი­ხედ­ვით, ნა­მუ­შე­ვა­რი გრაფ კონ­სტან­ტი­ნე ოლ­დენ­ბურ­გი­სა და აგ­რა­ფი­ნა ჯა­ფა­რი­ძის კო­ლექ­ცი­ა­ში ინა­ხე­ბო­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მათ სა­სახ­ლე­ში თე­ატ­რის, მუ­სი­კის, კი­ნო­სა და ქო­რე­ოგ­რა­ფი­ის სა­ხელ­მწი­ფო მუ­ზე­უ­მი გან­თავ­სდა.

ნი­ნო ჯა­ფა­რი­ძე
ჟურნალი "ისტორიანი",#7
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?