პეტრე I-ის ქართველობა – ფაქტები და ვერსიები
19-12-2017
პეტრე I-ის ქართველობა – ფაქტები და ვერსიები
არ­ცთუ შო­რე­ულ წარ­სულ­ში (სამ­წუ­ხა­როდ, ზუსტ თა­რიღს ვერ ვიხ­სე­ნებ) იმ დრო­ის­თვის პო­პუ­ლა­რულ ჟურ­ნალ "ნი­ან­გის" ერთ-ერთ ნო­მერ­ში მრავ­ლის­მეტყ­ველ კა­რი­კა­ტუ­რას წა­ვაწყ­დი, რო­მელ­ზეც "ტრფი­ა­ლე­ბის აღ­მგზნე­ბი ფა­ფუ­კი ღა­ბა­ბი­თა" და "პა­ტივ­სა­ცე­მი და პა­ტივ­ცე­მუ­ლი ღი­პით" დამ­შვე­ნე­ბუ­ლი ორი ქარ­თვე­ლი და მა­თი დი­ა­ლო­გი აღე­ბეჭ­დათ.

ერ­თ-ერთს სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი ეჭი­რა ხელ­ში. ანეკ­დო­ტის ში­ნა­არ­სი და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თი გახ­ლდათ: წიგ­ნე­ბით დატ­ვირ­თულ "დარ­ბა­ი­სელ" ქარ­თველს მე­გო­ბა­რი ეკითხ­ე­ბა: – რა იყო, გა­მოც­და­ზე ხომ არ მი­დი­ხარ, რად გინ­და ამ­დე­ნი წიგ­ნი? მე­ო­რე კი უხ­სნის: – სა­ღა­მოს ახლობლის ვა­ჟის
ქორ­წილ­ში ვარ თა­მა­დად და­პა­ტი­ჟე­ბუ­ლი და უნ­და წა­ვი­ვარ­ჯი­შოო.

სამ­წუ­ხა­როდ, ის­ტო­რი­ი­სად­მი ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ეს შარ­ჟი შე­სა­ფე­რი­სად ასა­ხავ­და. "სუფ­რის პატ­რი­ო­ტიზ­მმა" მხო­ლოდ და­ა­ზა­რა­ლა ის­ტო­რი­უ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბა და ნა­წი­ლობ­რივ მი­სი გან­ვი­თა­რე­ბა შე­ა­ფერ­ხა. ამის დას­ტუ­რად შე­იძ­ლე­ბა მო­ვიყ­ვა­ნოთ 2006 წელს გა­მო­ცე­მუ­ლი სო­სო მარ­გიშ­ვი­ლის წიგ­ნი "მი­თი და რე­ა­ლო­ბა და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბლის მე­ფო­ბის შე­სა­ხებ".
ავ­ტორ­მა "გა­ბე­და" და დიდ­გო­რის ბრძო­ლა­ზე ახ­ლე­ბუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბა შე­მოგ­ვთა­ვა­ზა.

მან ეჭ­ვქვეშ და­ა­ყე­ნა მებ­რძოლ მხა­რე­თა რიცხ­ოვ­ნო­ბა, ასე­ვე ბრძო­ლის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა და სხვ. პი­რა­დად მე ავ­ტო­რის უამ­რავ დას­კვნას არ ვე­თან­ხმე­ბო­დი და შე­სა­ბა­მი­სად კრი­ტი­კუ­ლი წე­რილ­ი­თაც ვუ­პა­სუ­ხე ამ მო­ნოგ­რა­ფი­ას, მაგ­რამ იმავ­დრო­უ­ლად, აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი იყო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის რე­აქ­ცი­ა, რო­მე­ლიც გა­ა­ღი­ზი­ა­ნა არა მეც­ნი­ე­რის დას­კვნებ­მა, არა­მედ იმან, რომ ვი­ღა­ცამ ეჭ­ვი შე­ი­ტა­ნა არ­სე­ბულ შეხედუ­ლებებში – რო­გორ გა­ბე­დეს და თქვეს, რომ დიდ­გორ­ზე მუს­ლიმ­თა კო­ა­ლი­ცია 400 ათას მე­ო­მარს კი არ შე­ად­გენ­და, არა­მედ ის მხო­ლოდ 30 ათა­სი იყო. ავ­ტორ­ზე გაბ­რა­ზე­ბუ­ლი "პატ­რი­ო­ტე­ბი" მთხოვ­დნენ აღ­მე­ნიშ­ნა, რომ ქარ­თვე­ლებ­მა 8-10-ჯერ უფ­რო მე­ტი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე და­ა­მარ­ცხეს.

და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის შე­უ­რაცხ­ყო­ფად მი­იჩ­ნი­ეს ბრძო­ლის ლო­კა­ლი­ზა­ცი­ის ავ­ტო­რი­სე­ული ვა­რა­უ­დი (რო­გორც ჯა­რის რიცხ­ოვ­ნო­ბის სა­კითხ­ზე, ასე­ვე ბრძო­ლის ად­გი­ლის დად­გე­ნა­ში ჩვენ სო­სო მარ­გიშ­ვი­ლის ვა­რა­უდს არ ვი­ზი­ა­რებ­დით). მას მი­აჩ­ნდა, რომ ბრძო­ლა დიდ­გორ­ზე კი არ მოხ­და, არა­მედ ვე­რეს ხე­ო­ბა­ში და რომ ქარ­თვე­ლე­ბი ილ­-ღა­ზის ლაშ­ქარს მარ­ში­რე­ბი­სას და­ეს­ხნენ თავს. რო­გორ – ჩა­საფ­რე­ბით, ქურ­დუ­ლად და­ეს­ხა და­ვი­თი მტერს? ეს შე­უძ­ლე­ბე­ლი­ა! – ასე­თი გახ­ლდათ პა­თო­სი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერ­თი ნა­წი­ლი­სა. ვფიქ­რობ, და­მე­თან­ხმე­ბით, რომ უ­რა­პატ­რი­ო­ტიზ­მი მეც­ნი­ე­რე­ბას მხო­ლოდ აზა­რა­ლებს. მაგ­რამ ეს სა­კითხ­ის ერ­თი მხა­რე­ა. მე­ო­რე კი ის არის, რაც დღე­ის­თვის გა­მო­იკ­ვე­თა – სწრაფ­ვა სენ­სა­ცი­ე­ბის­კენ. ხში­რად, მეც­ნი­ე­რე­ბა ასე­თი "სა­უ­კუ­ნე­ე­ბი­სა" თუ "ა­თას­წლე­უ­ლე­ბის აღ­მო­ჩე­ნა­თა" მსხვერ­პლი ხდე­ბა. სა­ზო­გა­დოდ, ნდო­ბა ის­ტო­რი­ი­სად­მი სა­გან­გა­შოდ მცირ­დე­ბა. თუმცა კი მინ­და და­ვამ­შვი­დო ჩვე­ნი ძვირ­ფა­სი მკითხ­ვე­ლი, რომ ის­ტო­რი­უ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბა სენ­სა­ცი­ე­ბის მა­ძი­ე­ბელ­თა არე­ა­ლი არ არის.
პეტრე I
იმავ­დრო­უ­ლად არის თე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას აინ­ტე­რე­სებს და პა­სუხს ითხოვს. ის­ტო­რი­კო­სი ვალ­დე­ბუ­ლი­ა, არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლად უპასუხოს ყო­ველ ასეთ კითხ­ვას, თუნ­დაც ეს პასუხი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი იყოს. სა­კითხ­ი, რო­მელ­ზე­დაც ამ­ჯე­რად ვი­სა­უბ­რებთ, იმათ რიცხვს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა, რო­მელ­ზეც აქ­ტი­უ­რად მსჯე­ლო­ბენ ქარ­თვე­ლი თუ რუ­სი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. ამი­ტო­მაც ჩვე­ნი ჟურ­ნა­ლის ერ­თ-ერთ თე­მად სწო­რედ ის ავირჩიეთ.

იყო თუ არა რუ­სე­თის იმ­პე­რა­ტო­რი პეტ­რე I ქარ­თვე­ლი?
ეს სა­კითხი დი­დი ხა­ნია ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რადღ­ე­ბის ცენ­ტრში­ა, თუმ­ცა უნ­და ით­ქვას, რომ მას­ზე სა­უ­ბარს სა­მეც­ნი­ე­რო წრე­ებ­ში თით­ქმის ყვე­ლა ერი­დე­ბა. სა­ხელ­დე­ბო­და სხვა­დას­ხვა პერ­სო­ნა, რო­მელ­თაც თით­ქოს­და სა­კუ­თა­რი თვა­ლით ენა­ხათ ამის და­მამ­ტკი­ცე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი, მაგ­რამ მეც­ნი­ე­რუ­ლი და­სა­ბუ­თე­ბა დღემ­დე არ მომ­ხდა­რა. ათას­გვარ ჭორს (თუ მარ­თალს?!) ჰყვე­ბი­ან, რომ ვი­თომ­და შალ­ვა ნუ­ცუ­ბი­ძეს უთხ­ო­ვია სტა­ლი­ნის­თვის, მი­ე­ცა მის­თვის პეტ­რე I-ის ახალ­გაზ­რდო­ბის დრო­ინ­დე­ლი ყვე­ლა დო­კუ­მენ­ტის შეს­წავ­ლის უფ­ლე­ბა და ის და­ამ­ტკი­ცებ­და მის ქარ­თვე­ლო­ბას. ნი­კო ბერ­ძე­ნიშ­ვილს უნა­ხავს არ­ქივ­ში ამ ვა­რა­უ­დის უტყ­უ­ა­რო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სა­ბუ­თი, მაგ­რამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით ეს დო­კუ­მენ­ტი გამ­ქრა­ლა და სხვ. ყვე­ლა მო­საზ­რე­ბას ამ­ჯე­რად არ შე­ვე­ხე­ბით. ზო­გი­ერთ მათ­გან­ზე ჟურ­ნა­ლის წი­ნამ­დე­ბა­რე ნომრის სხვა სტა­ტი­ებ­ში სა­უბ­რო­ბენ და გან­მე­ო­რე­ბის­გან თავს შე­ვი­კა­ვებთ.

დი­დი მე­ცა­დი­ნე­ო­ბა არ არის სა­ჭი­რო იმის და­სამ­ტკი­ცებ­ლად, რომ ჩვენს ჩრდი­ლო­ელ მე­ზო­ბელ­საც აწუ­ხებს ეს თე­მა. ამის დას­ტუ­რია რო­გორც სა­ინ­ფორ­მა­ციო ინ­ტერ­ნეტ­სა­ი­ტე­ბი, ასე­ვე ინ­ტერ­ნეტ­ფო­რუ­მე­ბი. რამ­დე­ნა­დაც გა­საკ­ვი­რი უნ­და იყოს, პეტ­რე I-ის ქარ­თვე­ლო­ბის სა­კითხს რუ­სეთ­ში ჰყავს მომ­ხრე­ე­ბიც და მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბიც.

ხში­რად რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი ბეჭ­დვი­თი თუ ელექ­ტრო­ნუ­ლი მე­დია იუ­მო­რით უყუ­რებს ამ თე­მას, თუმ­ცა ში­გა­და­შიგ ჩნდე­ბა შე­და­რე­ბით სე­რი­ო­ზუ­ლი სტა­ტი­ე­ბი. ერ­თ-ერთ რუ­სუ­ლე­ნო­ვან ინ­ტერ­ნეტ­ბლოგ ლი­ვე­ჯო­ურ­ნალ­.ცომ­-ზე გა­მოქ­ვეყ­ნდა სტა­ტია "პეტ­რე I და ერეკ­ლე I". ავ­ტო­რის თქმით, მას აინ­ტე­რე­სებ­და გა­და­ე­მოწ­მე­ბი­ნა პეტ­რეს ქარ­თუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის ლე­გენ­და და ერ­თგვა­რი ექ­სპე­რი­მენ­ტი მო­აწყო. ერ­თმა­ნეთს შე­უ­და­რა პეტ­რეს თა­ნად­რო­უ­ლი სუ­რა­თე­ბი და მი­სი სა­ვა­რა­უ­დო მა­მის, ერეკ­ლე უფ­ლის­წუ­ლის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა. იქ­ვე ავ­ტო­რი დას­ძენს: "მე არ ვარ ექ­სპერ­ტი კრი­მი­ნო­ლო­გი­ა­ში, მაგ­რამ, ჩე­მი აზ­რით, მსგავ­სე­ბა მარ­თლაც დი­დი­ა".

რუ­სულენოვან ინ­ტერ­ნეტ­ფო­რუ­მებ­ზე ((http://fo­rum­.for­-u­a.­com; http://fo­rum­.i­nos­mi.­ru და სხვ.) აქ­ტი­უ­რად იხი­ლა­ვენ თე­მას: Ãðóçèíñêèå êîðíè ðîññèéñêîãî èìïåðàòîðà Ïåòðà Ïåðâîãî. ში­ნა­არ­სი ამ ფო­რუ­მებ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტი­ე­ბი­სა და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თი­ა: პეტ­რეს და­ბა­დე­ბი­დან ერ­თი წლით ად­რე მე­ფე ალექ­სეი მი­ხა­ი­ლო­ვი­ჩი მძი­მედ ავად­მყო­ფი იყო და ამი­ტომ ბო­ი­ა­რებ­მა დე­დო­ფალ­თან სა­მე­ფო სის­ხლის უფ­ლის­წუ­ლი ერეკ­ლე "მი­უშ­ვეს". საბ­ჭო­თა ის­ტო­რი­ოგ­რა­ფია ფა­რავ­და ინ­ფორ­მა­ცი­ას პეტ­რე I-ის ქარ­თუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის შე­სა­ხებ.
პეტრე I-ისა და ფრანც ლეფორტის ძეგლი
არის გად­მო­ცე­მა, თით­ქოს სტა­ლინს უთ­ქვამს, – და­ვუ­ტო­ვოთ მათ ერ­თი "რუ­სი" მა­ინც, რომ­ლი­თაც ია­მა­ყე­ბე­ნო. აგ­რეთ­ვე არ­სე­ბობს ცნო­ბა, რო­ცა ცნო­ბი­ლი მწე­რა­ლი ალექ­სეი ტოლ­სტოი მუ­შა­ობ­და რო­მან­ზე "პეტ­რე I", მას ხელთ ჩა­უ­ვარ­და რამ­დე­ნი­მე დო­კუ­მენ­ტი, რომ­ლე­ბიც და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­აც­ნო იო­სებ სტა­ლინს, თუმ­ცა საბ­ჭო­თა ლი­დერ­მა სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის შე­ნახ­ვა უბ­რძა­ნა. ამას­თა­ნა­ვე, რო­გორც ამ­ბობ­დნენ, არ­სე­ბობ­და წე­რი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ადას­ტუ­რებ­დნენ პეტ­რეს ქარ­თულ წარ­მო­მავ­ლო­ბას, მაგ­რამ ეს დო­კუ­მენ­ტე­ბი სტა­ლი­ნის მმარ­თვე­ლო­ბის დროს გაქ­რა.

არ­სე­ბობს სხვა დო­კუ­მენ­ტუ­რი მა­სა­ლაც. მა­გა­ლი­თად, პეტ­რე დი­დის დის, სო­ფი­ას წერილი თა­ვად გო­ლი­ცინისადმი: "არ შე­იძ­ლე­ბა ძა­ლა­უფ­ლე­ბა მივ­ცეთ ბა­სურ­მანს". მო­გეხ­სე­ნე­ბათ, "ბა­სურ­მა­ნი" ძვე­ლი რუ­სუ­ლი სიტყ­ვაა და მი­სი ერ­თ-ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა ურ­ჯუ­ლო, ანუ ამ შემ­თხვე­ვა­ში უცხ­ო­ე­ლი­ა.

რუ­სუ­ლი ელექ­ტრო­ნუ­ლი მე­დი­ის სრუ­ლი მი­მო­ხილ­ვა დღე­ის­თვის ჩვენს მი­ზანს სცილ­დე­ბა. მაგ­რამ, რო­გორც რუ­სე­ბი იტყ­ვი­ან, äûìà áåç îãíÿ íå áûâàåò. პეტ­რე I-ის წარ­მო­მავ­ლო­ბა­ზე მის სი­ცოცხ­ლე­შიც უამ­რა­ვი ლე­გენ­და არ­სე­ბობ­და. იმა­საც ამ­ბობ­დნენ, თით­ქოს სიკ­ვდი­ლის წინ დე­დო­ფალ ნა­ტა­ლია ნა­რიშ­კი­ნას პეტ­რეს­თვის გა­უმ­ჟღავ­ნე­ბი­ა, რომ ის მი­სი შვი­ლი არ იყო და შე­უც­ვა­ლეს. XVIII სა­უ­კუ­ნის I მე­ოთხ­ედ­ში ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბულ და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­ჭო­რაო თე­მას წარ­მო­ად­გენ­და პეტ­რეს გერ­მა­ნუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბა. მის მა­მად ფრანც ლე­ფორტს მი­იჩ­ნევ­დნენ. ეს ვა­რა­უ­დი ეფუძ­ნე­ბო­და მხო­ლოდ ფრან­ცი­სა და პეტ­რეს გა­რე­გნულ მსგავ­სე­ბას. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცნო­ბე­ბით, ლე­ფორ­ტი 1655 წელს იყო და­ბა­დე­ბუ­ლი და 1672 წლის­თვის სა­ერ­თოდ არ იმ­ყო­ფე­ბო­და რუ­სეთ­ში.

ნა­ტა­ლია კი­რი­ლოვნა ნა­რიშ­კი­ნა (1651-1694) გათხ­ო­ვე­ბი­სას იყო 19 წლის. მი­სი მე­უღ­ლე ალექ­სეი მი­ხა­ი­ლო­ვი­ჩი (1629-1676) მას­ზე 22 წლით უფ­რო­სი გახ­ლდათ. თუნ­დაც ამ ფაქ­ტმა ბევ­რი მით­ქმა-­მოთ­ქმა გა­მო­იწ­ვია. მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი აქ იყო ის, რომ თვით მე­ფის ქა­ლიშ­ვი­ლებ­მა (პირ­ვე­ლი ცო­ლის­გან) არ მი­ი­ღეს მო­მა­ვა­ლი დე­დო­ფა­ლი. ეს გა­საკ­ვი­რი არც უნ­და იყოს, თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ ევ­დო­კია ალექ­სე­ევ­ნა (დაბ. 1650 წ.) და მარ­თა ალექ­სე­ევ­ნა (დაბ. 1652 წ.) ნა­ტა­ლი­ას თა­ნა­ტო­ლე­ბი იყ­ვნენ. ამი­ტო­მაც, ნა­რიშ­კი­ნას ქა­ლის გა­მო­ჩე­ნა რო­მა­ნო­ვე­ბის სა­მე­ფო ოჯახ­ში თა­ვი­დან­ვე უარ­ყო­ფი­თად აღიქ­ვეს. არ უნ­და გა­მოვ­რიცხ­ოთ, რომ ნა­ტა­ლი­ას გარ­შე­მო ჭო­რე­ბის აგო­რე­ბის­თვის მას­თან და­პი­რის­პი­რე­ბულ ალექ­სეი მი­ხა­ი­ლო­ვი­ჩის შვი­ლებს შე­ეწყ­ოთ ხე­ლი.

რო­გორც ით­ქვა, ერ­თ-ერ­თი ლე­გენ­დის მი­ხედ­ვით, რუ­სე­თის პირ­ვე­ლი იმ­პე­რა­ტო­რის მა­მად ქარ­თვე­ლი უფ­ლის­წუ­ლი ერეკ­ლე ბა­ტო­ნიშ­ვი­ლია და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი. ერეკ­ლე I-ის და­ბა­დე­ბის ზუს­ტი თა­რი­ღი ჩვენ­თვის უც­ნო­ბი­ა. მა­მა­მი­სი და­ვი­თი თე­ი­მუ­რაზ I-ის ვა­ჟი იყო. ამ უკა­ნას­კნე­ლის იმე­რეთ­ში გა­დას­ვლის შემ­დეგ ერეკ­ლე ბა­ტო­ნიშ­ვი­ლიც და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში იზ­რდე­ბო­და. 1652 წელს ერეკ­ლე I რუს ელ­ჩებს, ტო­ლო­ჩა­ნოვ­სა და იევ­ლევს უნ­და წა­ეყ­ვა­ნათ რუ­სეთ­ში, მაგ­რამ ეს ვერ მო­ხერ­ხდა, რის გა­მოც თე­ი­მუ­რაზ I-მა საყ­ვე­დუ­რის წე­რი­ლი მის­წე­რა ალექ­სეი მი­ხა­ი­ლო­ვიჩს. ერეკ­ლე უფ­ლის­წუ­ლი და დე­და­მი­სი მოს­კოვ­ში 1653 წლის 27 დე­კემ­ბერს ჩა­ვიდ­ნენ.

ამა­ლის ნა­წი­ლი გზა­ში და­ე­ხო­ცათ ყუ­მუხ­თა თავ­დას­ხმი­სას. 1662 წელს ერეკ­ლე მცი­რე ხნით სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და, მაგ­რამ მა­ლე­ვე მო­უ­წია მოს­კოვ­ში გაბ­რუ­ნე­ბამ. ერეკ­ლეს საკ­მა­ოდ კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და ალექ­სეი მი­ხა­ი­ლო­ვიჩ­თან. მოს­კოვ­ში იგი ნი­კო­ლო­ზის სა­ხე­ლით იყო ცნო­ბი­ლი. ხში­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და მე­ფეს­თან ერ­თად ლაშ­ქრო­ბებ­ში.
ნატალია კირილოვნა ნარიშკინა (1651-1694)
ალექ­სეი მი­ხა­ი­ლო­ვი­ჩი­სა და ნა­ტა­ლია ნა­რიშ­კი­ნას ქორ­წილ­ში კი ერეკ­ლე სა­პა­ტიო მო­ვა­ლე­ო­ბას ას­რუ­ლებ­და, ქორ­წი­ლის მეს­ტუმ­რე იყო, ანუ სტუმ­რე­ბის მი­ღე­ბას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. 1672 წელს შედ­გე­ნილ რუ­სე­თის სა­მე­ფოს "ტი­ტუ­ლარ­ნიკ­ში" მო­ცე­მუ­ლია რუ­სე­თის მე­ფის თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ოს 22 მო­ნარ­ქის მი­ნი­ა­ტი­უ­რა, მათ შო­რი­საა ერეკ­ლე უფ­ლის­წუ­ლი. მაგ­რამ 1674 წლის შემ­დეგ ვითარება შე­იც­ვა­ლა და ერეკ­ლე I-ს რუ­სე­თი და­ა­ტო­ვე­ბი­ნეს.

თა­ვი­დან­ვე უნ­და ით­ქვას, რომ ერეკ­ლე I-ის პეტ­რეს მა­მად გა­მოცხ­ა­დე­ბას მწყობ­რად არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი სა­ხე არ გა­აჩ­ნი­ა. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ხში­რად მო­ის­მენთ, პეტ­რეს მა­მა იმ­დე­ნად და­უძ­ლუ­რე­ბუ­ლი იყო (ა­მას ხსნი­ან ხან მე­ფის წლო­ვა­ნე­ბის მოშ­ვე­ლი­ე­ბით, ხა­ნაც მი­სი ავად­მყო­ფო­ბით), რომ შვი­ლი არ შე­ე­ძი­ნე­ბო­და­ო.

მაგ­რამ მთელ ამ კონ­ცეფ­ცი­ას სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მას უქ­მნის ის ფაქ­ტი, რომ რუ­სე­თის მე­ფეს ალექ­სეი მი­ხა­ი­ლო­ვიჩს ნა­ტა­ლია ნა­რიშ­კი­ნას­თან ჰყავ­და არა ერ­თი შვი­ლი, არა­მედ სა­მი: პეტ­რე (დაბ. 1672 წ.), ნა­ტა­ლია (დაბ. 1673 წ.) და თე­ო­დო­რა (დაბ. 1674 წ.). მარ­თა­ლი­ა, ეს უკა­ნას­კნე­ლი 4 წლი­სა გარ­და­იც­ვა­ლა, სა­მა­გი­ე­როდ, ნა­ტა­ლი­ამ 1716 წლამ­დე იცოცხ­ლა და ძმას­თან საკ­მა­ოდ კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და. ამ­დე­ნად, ვა­რა­უ­დი, რომ ალექ­სეი მი­ხა­ი­ლო­ვი­ჩი მო­ხუ­ცი იყო და შე­უძ­ლე­ბე­ლია შვი­ლი შე­ძე­ნო­და, მოკ­ლე­ბუ­ლია და­მა­ჯე­რებ­ლო­ბას.

ჯერ ერ­თი, ალექ­სეი მი­ხა­ი­ლო­ვი­ჩი 1629 წელს იყო და­ბა­დე­ბუ­ლი და პეტ­რეს ამ­ქვეყ­ნად მოვ­ლი­ნე­ბი­სას 43 წლი­სა იყო მხო­ლოდ.
მი­უ­ხე­და­ვად ზე­მოთ­ქმუ­ლი­სა, რუ­სეთ­ში მე­ფის ავად­მყო­ფო­ბი­სა და უძ­ლუ­რე­ბის შე­სა­ხებ ჭო­რე­ბი არ­სე­ბობ­და და ამის და­მალ­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლი­ა. არა­და, ალექ­სეი მი­ხა­ი­ლო­ვიჩს ამ ხმე­ბის გავ­რცე­ლე­ბის სა­ბა­ბი მარ­თლაც არ უნ­და მი­ე­ცა. მას 16 შვი­ლი ჰყავ­და. თუმ­ცა ისიც აღ­სა­ნიშ­ნა­ვი­ა, რომ პეტ­რე­სა და მი­სი ღვიძ­ლი დის, ნა­ტა­ლი­ას გარ­და, თით­ქმის ყვე­ლა ავად­მყო­ფი იყო, გან­სა­კუთ­რე­ბით ვა­ჟე­ბი.
პეტრე I-ის ძმა ივანი
პირ­ვე­ლი ცო­ლის­გან მე­ფეს შე­ე­ძი­ნა ხუ­თი ვა­ჟი: დმიტ­რი გარ­და­იც­ვა­ლა რამ­დე­ნი­მე თვი­სა 1649 წელს; ალექ­სეი უეც­რად გარ­და­იც­ვა­ლა 16 წლი­სა; ფი­ო­დორს ერ­თდრო­უ­ლად სჭირ­და დამ­ბლა და სუ­რა­ვან­დი და 21 წლი­სა გარ­და­იც­ვა­ლა. და­ბა­დე­ბი­დან სნე­უ­ლი სი­მო­ნი 4 წლი­სა მოკ­ვდა; ივა­ნი ასე­ვე ბავ­შვო­ბი­დან ავად­მყო­ფი იყო. გო­ნებ­რი­ვად შეზღ­უ­დულ­მა უფ­ლის­წულ­მა მხო­ლოდ 30 წლამ­დე მი­აღ­წი­ა. აქ­ვე ვიტყ­ვით, რომ ალექ­სეი მი­ხა­ი­ლო­ვი­ჩის ათი ქა­ლიშ­ვი­ლი­დან არც ერ­თი არ გათხ­ო­ვი­ლა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პეტ­რეს შვიდ­მა დამ დიდ­ხანს იცოცხ­ლა. ამა­საც თა­ვი­სი მი­ზე­ზი უნ­და ჰქო­ნო­და. რო­გორც ვხე­დავთ, ალექ­სეი მი­ხა­ი­ლო­ვი­ჩის ვა­ჟე­ბი­დან ჯან­მრთე­ლი და დღეგ­რძე­ლი მხო­ლოდ პეტ­რე გა­მოდ­გა. რო­გორც ჩანს, სა­მე­ფო კარ­ზე ამ აშ­კა­რა გან­სხვა­ვე­ბას ხე­დავ­დნენ...

ბუ­ნებ­რი­ვი­ა, ამ­ჯე­რად ყვე­ლა­ფერს ვერ მი­მო­ვი­ხი­ლავთ. ფაქ­ტი ერ­თი­ა, ლე­გენ­და პეტ­რე I-ის ქარ­თუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის შე­სა­ხებ ჯერ კი­დევ XVIII სა­უ­კუ­ნე­ში არ­სე­ბობ­და და ეს უკ­ვე სა­ინ­ტე­რე­სოა ის­ტო­რი­ის­თვის. სხვა­თა შო­რის, ამას არც რუ­სი ავ­ტო­რე­ბი მა­ლა­ვენ. მუ­სი­კათ­მცოდ­ნე და მა­თე­მა­ტი­კო­სი სერ­გეი დი­ა­ნი­ნი წერ­და, რომ არ­ჩილ მე­ფეს სურ­და, თა­ვი­სი ასუ­ლი რო­მე­ლი­მე დიდ­გვა­რო­ვა­ნი პი­რის­თვის მი­ეთხ­ო­ვე­ბი­ნა და ამით თა­ვი­სი მემ­კვიდ­რის­თვის (ა­სუ­ლის ხა­ზით) სა­ქარ­თვე­ლო­ზე გამ­გებ­ლო­ბის უფ­ლე­ბა შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა.
ერეკლე I-ის ჩვენამდე მოღწეული ორი გამოსახულება
ამის შე­სა­ხებ მი­მარ­თა კი­დეც თხოვ­ნით პეტ­რე დიდს. არ­ჩი­ლის ამ გან­ზრახ­ვას წინ აღუდ­გა პეტ­რე I, რო­მე­ლიც "თა­ვის თავს ქარ­თლის მე­ფე­თა მემ­კვიდ­რედ თვლი­და". საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში ის­ტო­რი­კოს­მა მი­ხე­ილ გო­ნი­კიშ­ვილ­მა ს. დი­ა­ნი­ნის ამ ცი­ტა­ტის მეშ­ვე­ო­ბით შე­ფარ­ვით აქ­ცენ­ტი გა­ა­კე­თა პეტ­რე I-ის ქარ­თვე­ლო­ბა­ზე, მაგ­რამ ამაზე შორს ქარ­თვე­ლი მკვლევ­რე­ბი არ წა­სუ­ლან.

მინ­და გა­ვაწ­ბი­ლო ის მკითხ­ვე­ლი, რო­მელ­საც ჰგო­ნი­ა, რომ თუ პეტ­რე I-ის მა­მად ერეკ­ლე I-ს გა­მო­ვაცხ­ა­დებთ, ამით პეტ­რეს ქარ­თველ მოღ­ვა­წე­თა გა­ლე­რე­ა­ში ჩავ­წერთ. ამ ილუ­ზი­ის­გან უნ­და გავ­თა­ვი­სუფ­ლდეთ. პეტ­რე I ისე­თი­ვე რუ­სი მმარ­თვე­ლი იყო, რო­გო­რიც ივა­ნე მრის­ხა­ნე, ეკა­ტე­რი­ნე II, ალექ­სან­დრე II თუ ნი­კო­ლოზ II. ის თა­ვი­სი შეგ­ნე­ბი­თა და მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბით რუ­სი მე­ფეა და მის წარ­მო­მავ­ლო­ბას მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს მი­სი მოღ­ვა­წე­ო­ბის შე­ფა­სე­ბი­სას. ამ­ჯე­რად ჩვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სოა თა­ვად ამ ლე­გენ­დის არ­სე­ბო­ბა და იმის დად­გე­ნა, თუ რამ გა­ნა­პი­რო­ბა მი­სი წარ­მო­შო­ბა­. ესეც ხომ ის­ტო­რი­ა­ა.

ჯა­ბა სა­მუ­შია
ჟურნალი "ისტორიანი",#7
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!