ქრისტიანობა
19-12-2017
ქრისტიანობა
ქრის­ტეს ერ­თი დი­დი სას­წა­ულ­თა­გა­ნი იყო და­პუ­რე­ბა ხუ­თი ათა­სი კა­ცი­სა, რო­მელ­ნიც მი­სი ქა­და­გე­ბის ხმას გა­მოჰ­ყო­ლოდ­ნენ თა­ვი­ან­თი და­ბე­ბი­დან და ქა­ლა­ქე­ბი­დან.

იხილეთ დასაწყისი:ქრისტიანობა

უზარ­მა­ზარ ბრბოს, რო­მე­ლიც ტი­ბე­რი­ის ტბის პი­რას შე­ჩე­რე­ბუ­ლი­ყო, ისე შე­მო­ა­ღამ­და ქრის­ტეს ქა­და­გე­ბა­ში, რომ შინ წას­ვლა და­უგ­ვი­ან­და. ან­დრი­ამ მაცხ­ო­ვარს უთხ­რა, რომ მხო­ლოდ ხუ­თი პუ­რი და ორი თევ­ზი ჰქონ­და ერთ ყმაწ­ვილს. მა­შინ იე­სომ მო­ა­ტა­ნი­ნა პუ­რე­ბი, თვა­ლე­ბი ცის­კენ აღაპყ­რო, პუ­რი­ა­ნი კა­ლა­თა მაღ­ლა ას­წია და და­ი­ლო­ცა, შემ­დეგ პუ­რე­ბი და­ტე­ხა და მის­ცა მო­წა­ფე­ებს, რო­მელ­თაც და­ა­რი­გეს ხალ­ხში.
საჭ­მე­ლი ყვე­ლას ეყო, მორ­ჩათ კი­დე­ვაც, რომ­ლის შეგ­რო­ვე­ბა ბრძა­ნა ქრის­ტემ და ეს ხაზ­გას­მუ­ლად გა­ა­კე­თა, რა­თა და­ე­ნახ­ვე­ბი­ნა თა­ვი­სი მო­წა­ფე­ე­ბის­თვის, რომ მფლან­გვე­ლო­ბა უცხოა ღვთის სახ­ლის მა­შე­ნე­ბელ­თათ­ვის.

ამის შემ­დეგ ხმა და­ირ­ხა, რომ ჭეშ­მა­რი­ტად მე­სი­ის სას­წა­ულს შე­ეს­წრნენ. ხალ­ხი აღ­ტა­ცე­ბამ მო­იც­ვა. მზად იყ­ვნენ, ქრის­ტე მე­ფედ გა­მო­ეცხ­ა­დე­ბი­ნათ. ამას რო­მის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­­ღი­ზი­ა­ნე­ბა შე­ეძ­ლო.
სა­შიშ­რო­ე­ბა წა­მი­ე­რად იგ­რძნო იე­სომ. მი­სი მი­თი­თე­ბით მო­წა­ფე­ე­ბი ნავ­ში ჩას­ხდნენ და ზღვის შუ­ა­გუ­ლის­კენ გა­ცუ­რეს, თა­ვად მან კი ხალ­ხი და­არ­წმუ­ნა, რომ ამ­ჟა­მად მათ­თან გან­შო­რე­ბა იყო სა­ჭი­რო.

იე­სო ზე­გან­ზე სა­ლო­ცა­ვად გან­მარ­ტოვ­და. გრძნობ­და, რომ დად­გა დი­ა­დი გარ­და­ტე­ხის მო­მენ­ტი, რო­მე­ლიც მას გან­საც­დელს უმ­ზა­დებ­და და აჰა, ავი­და მა­მის წი­ნა­შე თა­ვი­სი სუ­ლის გა­სა­მაგ­რებ­ლად. ანაზ­დე­უ­ლად ქა­რი ამო­ვარ­და, ზღვა აღელ­და, ნავს ქა­რიშ­ხა­ლი და­ნ­თ­ქმით ემუქ­რე­ბო­და. მო­ცი­ქუ­ლებს იმე­დი გა­და­ე­წუ­რათ, რად­გან მათ გვერ­დით არ იმ­ყო­ფე­ბო­და ის, ვი­საც შვე­ლა შე­ეძ­ლო. ამ დროს ზღვა­ში გა­იბ­რწყი­ნა რა­ღა­ცამ, მო­ცი­ქუ­ლებ­მა ნა­ნა­ხი მოჩ­ვე­ნე­ბად მი­ი­ღეს, რად­გან ზღვა­ზე მა­ვა­ლი იე­სო ვერ წარ­მო­ედ­გი­ნათ.

ის კი მო­იწევ­და მათ­კენ და არ იძი­რე­ბო­და. იე­სომ ხმა ამო­ი­ღო: "გამ­ხნევ­დით, მე ვარ, ნუ გე­ში­ნი­ათ". იე­სოს ხმით გულ­მო­ცე­მულ­მა პეტ­რემ ან­გა­რიშ­მი­უ­ცემ­ლად წა­მო­ი­ძა­ხა: "უ­ფა­ლო, თუ ეს შე­ნა ხარ, მიბ­რძა­ნე, მო­ვი­დე შენ­თან წყალ­-წყალ" და მაცხ­ოვ­რის დას­ტურ­ზე წამ­სვე გა­და­ეშ­ვა წყალ­ში, მაგ­რამ იწყო და­ძირ­ვა და უმ­წე­ოდ ასავ­სა­ვებ­და ხე­ლებს. მა­შინ მაცხ­ო­ვარ­მა გა­უ­წო­და ხე­ლი, აიყ­ვა­ნა ნავ­ზე და უთხ­რა: "რა­ტომ და­ეჭ­ვდი მცი­რედ მორ­წმუ­ნევ". რო­ცა ზღვა­ზე ქა­რი ჩად­გა, აღ­ტა­ცე­ბულ­მა მო­ცი­ქუ­ლებ­მა თაყ­ვა­ნი სცეს იე­სოს და მი­ა­გეს სიტ­ყვა: "ჭეშ­მა­რი­ტად ღვთის ძე ხარ შენ".
და ოდეს დაჰბანნა ფერხნი მათნი, მოიღო სამოსელი თვისი და ინახ-იდგა და მერე ჰრქუა მათ: უწყითა, რაი-ესე გიყავ თქუენ? თქუენ მხადით მე: მოძღუარო და უფალო, და კეთილად სთქუთ, რამეთუ ვარ. უკუეთუ მე დაგბანენ ფერხნი, უფალმან და მოძღუარმან, თქუენცა თანა-გაც ურთიერთას დაბანად ფერხთა (იოანე, 13. 12-14).
ებ­რა­ელ­თა წარ­მოდ­გე­ნით, ავად­მყო­ფო­ბა ცოდ­ვის გა­მო მო­ევ­ლი­ნე­ბო­და ადა­მი­ანს, ცოდ­ვა კი უნ­და გა­მო­ეს­ყი­დათ სა­წეს­ჩვე­უ­ლე­ბო რი­ტუ­ა­ლი­თა და მსხვერ­პლშე­წირ­ვით და იგი უნ­და შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნათ მხო­ლოდ კულ­ტის მსა­ხურთ. ხო­ლო ქრის­ტე კი­დე­ვაც კურ­ნავ­და სნე­ულთ და კი­დე­ვაც მი­უ­ტე­ვებ­და, რა­საც ფა­რი­სევ­ლე­ბი თა­ვი­ანთ საქ­მე­ში ჩა­რე­ვად მი­იჩ­ნევ­დნენ.

იე­სოს წი­ნა­აღ­მდეგ ფეხ­ზე დად­გა იე­რუ­სა­ლი­მის სამ­ღვდე­ლო­ე­ბა, მღვდელ­მთავ­რე­ბის – ანა­სა და კა­ი­ა­ფას მე­თა­უ­რო­ბით. ღვთის­მსა­ხურ­თა თათ­ბი­რი­სას მათ­თან გა­მოცხ­ად­და იე­სოს ერ­თი მო­წა­ფე­თა­გა­ნი, იუ­და და თა­ვი­სი სამ­სა­ხუ­რი შეს­თა­ვა­ზა იე­სოს და­სატყ­ვე­ვებ­ლად, რად­გა­ნაც ეშ­მა­კი შე­ვი­და მას­ში და მი­სი ბნე­ლი სუ­ლი ბო­რო­ტე­ბით აივ­სო.

ვნე­ბის კვი­რის ოთხ­შა­ბათს ქრის­ტემ თა­ვი­სი მო­წა­ფე­ე­ბი პეტ­რე და იო­ა­ნე გა­გ­ზავ­ნა იე­რუ­სა­ლიმ­ში, რა­თა მო­ემ­ზა­დე­ბი­ნათ ყვე­ლა­ფე­რი მო­მა­ვა­ლი დღე­სას­წა­უ­ლის­თვის. წი­ნას­წარ მი­ა­ნიშ­ნა მათ იმ სახ­ლზე, სა­დაც უნ­და მომ­ზა­დე­ბუ­ლიყ­ვნენ პა­სე­ქის­თვის. რო­ცა მო­აღ­წია ჟამ­მა, იე­სო მო­წა­ფე­ებ­თან ერ­თად მი­ვი­და ამ სახ­ლში და უთხ­რა მათ, "დი­დად მსურ­და, თქვენ­თან ერ­თად მე­გე­მა ეს პა­სე­ქი ჩე­მი ტან­ჯვის წინ. რად­გან მე გე­უბ­ნე­ბით, რომ აღარ ვჭამ მას, ვიდ­რე არ აღ­სრულ­დე­ბა იგი ღვთის სა­სუ­ფე­ველ­ში".

მო­ა­ტა­ნი­ნა ვარცლი და ყვე­ლა მო­წა­ფეს თა­ვად და­ბა­ნა ფე­ხე­ბი. მხო­ლოდ პეტ­რემ გა­ბე­და ეკითხა ამ უც­ნა­უ­რი ქმე­დე­ბის მი­ზე­ზი, რა­ზეც ქრის­ტემ უპა­სუ­ხა: "თქვენ მე მი­წო­დებთ მოძღ­ვარს და უფალს, სწო­რა­დაც ამ­ბობთ, რად­გა­ნაც ვარ, ამი­ტომ თუ­კი მე, მოძღ­ვარ­მა და უფალ­მა, დაგ­ბა­ნეთ ფე­ხე­ბი, თქვენც ერ­თმა­ნეთს უნ­და და­ბა­ნოთ ფე­ხე­ბი. რად­გან მა­გა­ლი­თი მო­გე­ცით, რა­თა რო­გორც მე მო­გე­ქე­ცით, თქვენც ისე მო­იქ­ცეთ". ამ სიტყ­ვებ­ში გაცხ­ა­დე­ბუ­ლია უსაზღ­ვრო თავ­მდაბ­ლო­ბი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის მა­გა­ლი­თი, რო­მე­ლიც ქვა­კუთხ­ე­დად უნ­და დას­დე­ბო­და ქრის­ტი­ა­ნულ რე­ლი­გი­ას.

სა­ი­დუმ­ლო სე­რო­ბი­სას იე­სომ რამ­დენ­ჯერ­მე მი­ა­ნიშ­ნა მო­წა­ფე­ებს, რომ მათ შო­რის ერ­თი გამ­ცე­მი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო. "უ­ფა­ლო, ვი­ნაა იგი?" – იკითხა იო­ა­ნემ. – ეს ისა­ა, – მი­უ­გო იე­სომ, ვი­საც ამო­ვუ­წებ ლუკ­მას და მივ­ცემ. მან მარ­თლაც აი­ღო პუ­რის ქერ­ქი, ამო­უ­წო სა­ერ­თო სინ­ზე, მი­ა­წო­და იუ­დას და უთხ­რა: "რა­საც აკე­თებ, მა­ლე გა­ა­კე­თე". იუ­და ელ­დის­გან გა­ხევ­და და მსწრაფლ გა­ე­ცა­ლა სე­რო­ბის მო­ნა­წი­ლეთ. იე­სომ აი­ღო პუ­რი, აკურ­თხა, და­ტე­ხ­ა, მის­ცა მო­წა­ფე­ებს და თქვა: "ა­ი­ღეთ, ჭა­მეთ – ეს ჩე­მი სხე­უ­ლი­ა". აი­ღო სას­მი­სი, მად­ლი შეს­წი­რა, მის­ცა მათ და უთხ­რა: "ყვე­ლამ შეს­ვით აქე­დან, ვი­ნა­ი­დან ეს არის ჩე­მი სის­ხლი ახა­ლი აღ­თქმი­სა".

ამით ჩა­ე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი ზი­ა­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს, რაც მო­ას­წა­ვებ­და პუ­რი­სა და ღვი­ნის მეშ­ვე­ო­ბით ადა­მი­ა­ნის შე­ერ­თე­ბას მაცხ­ო­ვარ­თან. იუ­დას წას­ვლის შემ­დგომ მაცხ­ო­ვარ­მა სა­ბო­ლოო და­რი­გე­ბა მის­ცა თა­ვის მო­წა­ფე­ებს. "გიყ­ვარ­დეთ ერ­თმა­ნე­თი", ღა­ღა­დებ­დნენ მი­სი ბა­გე­ნი. ეს მცნე­ბა, რო­მე­ლიც მო­სეს კა­ნო­ნებ­შიც იყო მო­ცე­მუ­ლი, ახალ ში­ნა­არ­სობ­რივ დატ­ვირ­თვას იღებ­და. ამ და­რი­გე­ბამ და­ა­ეჭ­ვა პეტ­რე და შე­ე­კითხა მაც­ხო­ვარს: "უ­ფა­ლო, სად მიხ­ვალ". "სა­დაც მე მი­ვალ, შენ ვერ გა­მომ­ყვე­ბი ამ­ჟა­მად, არა­მედ შემ­დეგ გა­მომ­ყვე­ბი". – სულს დავ­დებ შენ­თვი­სო, – უთხ­რა პეტ­რემ. "მამ­ლის ყი­ვი­ლამ­დე სამ­ჯერ უარ­მყოფ მე" – წყნა­რად მი­უ­გო იე­სომ. ეს იყო მწა­რე სი­მარ­თლე. ეს იყო შეც­ნო­ბა ადა­მი­ა­ნი­სა, რო­მელ­მაც მარ­თლაც და­ა­დას­ტუ­რა თა­ვი­სი სი­სუს­ტე, რო­დე­საც დატყ­ვე­ვე­ბულ­მა მო­სა­ლოდ­ნე­ლი დას­ჯის ში­შით იმა­ვე ღა­მეს ქრის­ტეს ნაც­ნო­ბო­ბა­ზე სამ­გზის გა­ნაცხ­ა­და უა­რი.

მაცხ­ოვ­რის და­რი­გე­ბა­ში ის­მო­და მკაც­რი გაფ­რთხი­ლე­ბა ახა­ლი მოღ­ვა­წე­ო­ბის შე­სა­ხებ. რომ ბედ­ნი­ე­რი მო­გო­ნე­ბა იც­ვლე­ბო­და მკაც­რი მო­მავ­ლით, რომ­ლის დრო­საც არა­თუ აბ­გა და ჯო­ხი იყო სა­ჭი­რო, არა­მედ ხმა­ლიც, რა­თა გა­დარ­ჩე­ნი­ლი­ყო მო­მავ­ლის იმე­დი. გა­მოთხ­ო­ვე­ბი­სას ქრის­ტემ გა­ნაცხ­ა­და, რომ მო­აღ­წია გან­კითხ­ვი­სა და დამ­ცი­რე­ბის ჟამ­მა, რომ ამაღ­ლე­ბამ­დე დარ­ჩე­ნი­ლი დრო მი­სი წა­მე­ბი­სა და შუ­რის­ძი­ე­ბის უმ­ძი­მე­სი წუ­თე­ბით იქ­ნე­ბო­და სავ­სე.

გეთ­სი­მა­ნი­ის ბაღ­ში შე­მო­უძღ­ვა ბრბოს იუ­და და სა­კოც­ნე­ლად მი­ი­წია იე­სო­ზე, რი­თაც ნი­შა­ნი მის­ცა, რომ ვი­საც კოც­ნას უპი­რებ­და, შე­საპყ­რო­ბიც ის უნ­და ყო­ფი­ლი­ყო.

ებ­რა­ე­ლებს სიკ­ვდი­ლით დას­ჯის უფ­ლე­ბა არ ჰქონ­დათ, რად­გან იუ­დე­ა­ში რო­მის კა­ნო­ნე­ბი მოქ­მე­დებ­და და მხო­ლოდ რო­მის მო­ხე­ლეს შე­ეძ­ლო გა­ნა­ჩე­ნი აღეს­რუ­ლე­ბი­ნა. მღვდელ­მთავ­რებ­მა იე­სო­ზე მსჯავ­რის გა­მო­ტა­ნა იუ­დე­ის რო­მა­ელ მმარ­თველ პი­ლა­ტეს სთხო­ვეს. პი­ლა­ტემ საკ­მა­რი­სი სამ­ხი­ლი ვერ და­ი­ნა­ხა და იე­სოს გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბაც კი და­ა­პი­რა, რის­თვი­საც კე­ის­რის მო­ღა­ლა­ტე­ო­ბა დას­წა­მეს. პილატე იძულებული შეიქნა, ხალხის ნებას დაჰყოლოდა. ამის შემ­დგომ იე­სოს და­უწყ­ეს ცე­მა, წყევ­ლა, და­ცინ­ვა.

ეკ­ლის გვირ­გვი­ნი და­ად­გეს თავს, ბო­ლოს წა­იყ­ვა­ნეს გოლ­გო­თის მთა­ზე და ორ ავა­ზაკ­თან ერ­თად ჯვარ­ზე გა­აკ­რეს. ექ­ვსი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში იტან­ჯე­ბო­და ჯვარ­ზე გაკ­რუ­ლი და უკა­ნას­კნე­ლად მა­მის წი­აღ­ში მობ­რუ­ნე­ბულ­მა ეს სიტყ­ვე­ბი წარ­მოთ­ქვა: "მა­მა­ო, შენს ხელთ ჩა­მი­ბა­რე­ბია სუ­ლი ჩე­მი". ეს იყო ტან­ჯვის და­სას­რუ­ლი, ეს იყო მი­სი გა­მე­ფე­ბა ზე­ცი­ურ სამ­ყა­რო­ში, ეს იყო სა­სუ­ფე­ვე­ლი ცა­თა, რო­მე­ლიც მი­ი­ღო დე­და­მი­წა­ზე ადა­მი­ა­ნუ­რი ცხოვ­რე­ბის ტან­ჯვის შემ­დგომ.

ქრის­ტეს ჯვარ­ცმა მოხ­და პა­რას­კევს. იმა­ვე სა­ღა­მოს ვინ­მე იო­სებ არი­მა­თი­ე­ლი გა­მოცხ­ად­და პი­ლა­ტეს­თან და სთხო­ვა, უფ­ლე­ბა მი­ე­ცათ ჩა­მო­ეხ­სნათ ქრის­ტე ჯვრი­დან და და­ეკ­რძა­ლათ. პი­ლა­ტე და­თან­ხმდა, ტი­ლო­ში შეხ­ვე­უ­ლი მაცხ­ოვ­რის გვა­მი გა­და­ას­ვე­ნეს კლდე­ში გა­მოკ­ვე­თილ მღვი­მე­ში, რომ­ლის გა­მო­სას­ვლელს დი­დი ქვა მი­ა­ფა­რეს. კვი­რას მე­ნელ­საცხ­ებ­ლე ქა­ლე­ბი მა­რი­ამ მაგ­და­ლი­ნე­ლი, სა­ლო­მე და სხვა­ნი მი­ვიდ­ნენ მაცხ­ოვ­რის საფ­ლავ­თან, რა­თა მის­თვის ნელ­საცხ­ე­ბე­ლი ეცხ­ოთ, მაგ­რამ მაცხ­ო­ვა­რი იქ აღარ და­უხ­ვდათ. მა­ლე პეტ­რემ და იო­ა­ნე­მაც შე­იტყ­ვეს მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ, მი­ვიდ­ნენ გა­მოქ­ვა­ბულ­თან და იხი­ლეს მხო­ლოდ ტი­ლოს ნაჭ­რე­ბი, რო­მელ­შიც მე­სია იყო გახ­ვე­უ­ლი. მო­წა­ფე­ე­ბი გა­ნაც­ვიფ­რა ქრის­ტეს აღ­დგო­მამ და ზო­გი ეჭ­ვობ­და კი­დეც, ვიდ­რე თა­ვად არ გა­მო­ეცხ­ა­და მათ.

ქრის­ტეს აღ­დგო­მა და გა­მოცხ­ა­დე­ბა არის უდი­დე­სი და უეჭ­ვე­ლი ფაქ­ტი.
სა­ყუ­რადღ­ე­ბო­ა, რომ მო­ცი­ქუ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ქრის­ტეს მოღ­ვა­წე­ო­ბი­სას დი­დი გუ­ლა­დო­ბით არ გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ, მი­სი ამაღ­ლე­ბის შემ­დგომ რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვალ­ნენ. არ დარ­ჩე­ნი­ლა წა­მე­ბის არც ერ­თი ხერ­ხი, მათ წი­ნა­აღ­მდეგ რომ არ გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ წარ­მარ­თებს. ჩვენს სმე­ნას დღე­საც სწვდე­ბა ყი­ჟი­ნი აღ­ტყი­ნე­ბუ­ლი ბრბო­სი, რო­მე­ლიც მდუ­ღა­რეს ას­ხამს და ქვე­ბით ქო­ლავს შე­უდ­რე­კელ მო­ცი­ქულს, რო­მელ­საც ერ­თი ნერ­ვიც არ უთ­რთის სა­ხე­ზე და ქრის­ტეს მად­ლით გას­ხი­ვოს­ნე­ბუ­ლი, უდ­რტვინ­ვე­ლად ტო­ვებს ამ­ქვეყ­ნი­ურ სი­ცოცხ­ლეს.
სწო­რედ ქრის­ტეს ამაღ­ლე­ბა და მი­სი გა­მოცხ­ა­დე­ბა იყო რწმე­ნის გვირ­გვი­ნი, რო­მე­ლიც ტალ­ღა­სა­ვით აღი­მარ­თა წარ­მარ­თუ­ლი მსოფ­ლი­ოს თავ­ზე.
იე­სოს აღ­დგო­მის პირ­ვე­ლი მოწ­მე იყო მა­რი­ამ მაგ­და­ლი­ნე­ლი, შემ­დეგ კი იგი სხვა ქა­ლებ­საც გა­მო­ეცხ­ა­და, ეჩ­ვე­ნა პეტ­რე­სა და იო­ა­ნეს, ასე­ვე ყვე­ლა მო­წა­ფეს, გა­ლი­ლე­ის მთა­ზე კი თა­ვის ხუ­თას­ზე მეტ მიმ­დე­ვარს.
სცენა ფილმიდან "ქრისტეს ვნებანი" (რეჟისორი მელ გიბსონი)
ასე გაგ­რძელ­და ორ­მო­ცი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში. იე­სო ცხრა­ჯერ გა­მო­ეცხ­ა­და თა­ვის მიმ­დევ­რებს, მაგ­რამ მი­სი სხე­უ­ლი უკ­ვე აღარ ეკუთ­ვნო­და ადა­მი­ა­ნურს, მას­ში უკ­ვე შე­იმ­ჩნე­ო­და არა­მი­წი­ე­რი ცხოვ­რე­ბის ხა­ტი და ბო­ლოს დად­გა დრო გან­შო­რე­ბი­სა. იგი თა­ვის მო­წა­ფე­ებს უკა­ნას­კნე­ლად გა­მო­ეცხ­ა­და იე­რუ­სა­ლიმ­ში. წა­იყ­ვა­ნა ისი­ნი ბე­თა­ნი­ის­კენ და და­უ­ბა­რა, არ მოს­ცი­ლე­ბოდ­ნენ იე­რუ­სა­ლიმს მა­ნამ­დე, სა­ნამ სუ­ლიწ­მი­და არ გად­მო­ვი­დო­და მათ­ზე. მის­ცა მათ სა­ბო­ლოო და­რი­გე­ბა, ხე­ლე­ბი მაღ­ლა აღაპყ­რო, და­ლო­ცა და თან­და­თა­ნო­ბით ამაღ­ლდა ცა­ში.

აღდგომიდან ორ­მოც­დამეა­თე დღეს იე­რუ­სა­ლიმ­ში ძლი­ერ­მა ქარ­მა დაჰ­ბე­რა და მოციქულებზე სუ­ლიწ­მი­და ცეცხ­ლის ენე­ბის მსგავ­სად გად­მო­ვი­და; და­იწყ­ეს ლა­პა­რა­კი და ღმერ­თის დი­დე­ბა სხვა­დას­ხვა ენა­ზე. მა­შინ პეტ­რემ გა­ნუ­მარ­ტა მო­ცი­ქუ­ლებს, რომ ნე­ბა ეძ­ლე­ო­დათ იე­სოს­გან, წა­სუ­ლიყ­ვნენ სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში და მე­სი­ის სა­ხე­ლით ექა­და­გათ ქრის­ტი­ა­ნო­ბა.

ის­ტო­რი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით, ეს იყო ერ­თობ რთუ­ლი პრო­ცე­სი, რო­მელ­საც უამ­რა­ვი და­მაბ­რკო­ლე­ბე­ლი გა­რე­მო­ე­ბა ახ­ლდა თან ებ­რა­ე­ლე­ბი­სა და წარ­მარ­თე­ბის მხრი­დან, რა­მაც შე­ი­წი­რა ყვე­ლა მო­ცი­ქუ­ლი, გარ­და იო­ა­ნე­სი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ქრის­ტი­ა­ნო­ბის ძლე­ვა­მო­სი­ლი სვლის შე­ჩე­რე­ბა უკ­ვე აღა­რა­ვის შე­ეძ­ლო.

ქრის­ტი­ა­ნუ­ლი თე­მის წევ­რებს, ჯერ კი­დევ რო­მის იმ­პე­რი­ის აღ­მო­სავ­ლე­თის პრო­ვინ­ცი­ე­ბის მმარ­თველ გა­ლე­რი­უ­სის 311 წელს გა­მო­ცე­მუ­ლი ედიქ­ტით, მი­ე­ცათ ლე­გა­ლი­ზე­ბუ­ლი აღ­მსა­რებ­ლის ნე­ბა იმ ვი­თა­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ "მათ რი­ტუ­ალ­ში არ ყო­ფი­ლი­ყო შემ­ჩნე­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბა".

ბი­ზან­ტი­ის იმ­პე­რა­ტორ კონ­სტან­ტი­ნე დი­დის ხელ­შეწყ­ო­ბით ქრის­ტი­ა­ნე­ბი დამკვიდრ­დნენ წმინ­და ად­გი­ლებში, ქრის­ტი­ა­ნო­ბა­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­და სამ­ღვდე­ლო­ე­ბის იე­რარ­ქი­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა. 325 წელს ნი­კე­ის პირ­ველ მსოფ­ლიო სა­ეკ­ლე­სიო კრე­ბა­ზე იმ­პე­რა­ტორ კონ­სტან­ტი­ნე I-ის დას­ტუ­რით ქრის­ტი­ა­ნო­ბა ოფი­ცი­ა­ლურ სა­ხელ­მწი­ფო რე­ლი­გი­ად გა­მოცხ­ად­და. წარ­მო­იქ­მნენ ავ­ტო­კე­ფა­ლი­უ­რი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ე­ბი, რო­მელ­თაც სა­თა­ვე­ში პატ­რი­არ­ქე­ბი ჩა­უდ­გნენ.

თავ­და­პირ­ვე­ლად იყო რო­მის, ალექ­სან­დრი­ი­სა და ან­ტი­ო­ქი­ის ავ­ტო­კე­ფა­ლი­უ­რი ეკ­ლე­სი­ე­ბი. შემ­დეგ ასეთ­თა რან­გში შე­ი­რაცხ­ნენ იე­რუ­სა­ლი­მი­სა და კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლის ეკ­ლე­სი­ე­ბიც. ნი­კე­ის სა­ეკ­ლე­სიო კრე­ბა­ზე შე­ი­მუ­შა­ვეს უმ­თავ­რე­სი დოგ­მა­ტი­კურ­-კა­ნო­ნი­კუ­რი და იე­რარ­ქი­ულ­-ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­კითხ­ე­ბი. კრე­ბამ და­ად­გი­ნა სარ­წმუ­ნო­ე­ბის სიმ­ბო­ლოს ტექ­სტი. სა­ინ­ტე­რე­სო­ა, რომ ნი­კე­ის სა­ე­ლე­სიო კრე­ბის ოქ­მებ­ში მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია ბიჭ­ვინ­თის სა­ე­პის­კო­პო­სო კა­თედ­რის მღვდელ­მთა­ვა­რი სტრა­ტო­ფი­ლე, რაც აშ­კა­რად მი­უ­თი­თებს იმ­დრო­ინ­დელ და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ქრის­ტი­ა­ნუ­ლი მრევ­ლის არ­სე­ბო­ბას.

ელ­დარ ნა­დი­რა­ძე
ჟურნალი "ისტორიანი",#7

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!