იარაღის მცველი
19-12-2017
იარაღის მცველი
კოტე ჩოლოყაშვილი: ისტორიულ პირთა საჭურველზე "ვნადირობდი", არ მინდოდა საქართველოს დაჰკარგოდა...

კო­ტე ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლის სა­ხე­ლი მა­მუ­ლიშ­ვი­ლო­ბას უკავ­შირ­დე­ბა, მა­მუ­ლიშ­ვი­ლო­ბა­სა და ქარ­თულ სა­ჭურ­ველს. ქარ­თუ­ლი ხმა­ლი ხომ დღე­ნი­ა­დაგ ეი­მე­დე­ბო­და ჩვენს წი­ნა­პარს ომ­სა თუ ლხინ­ში. ლხინ­ში რა­ტო­მო, არც არა­ვინ იკითხ­ავს, - ნე­ფე-­პა­ტარ­ძალს ხომ გა­დაჯ­ვა­რე­დი­ნე­ბულ ხმლებ­ქვეშ გა­ა­ტა­რებ­დნენ; მე­ფეს, მხე­დარ­თმთა­ვარ­სა და და­ვაჟ­კა­ცე­ბულ ვაჟს ხმალს შემოარტყამდნენ და ისე აკურ­თხებ­დნენ.

დიდ თა­მარ­საც კი მე­ფედ კურ­თხე­ვი­სას ხმა­ლი შე­მო­არ­ტყეს. ერთ ხალ­ხურ ლექ­სში ასეთ სტრი­ქო­ნებ­საც შეხ­ვდე­ბით: "გა­ნა არ იცი, მე ხმა­ლი / სახ­ლ-კარს
და ცოლ­-შვილს მერ­ჩი­ა". ბრძო­ლის დროს სა­სიკ­ვდი­ლოდ დაჭ­რილ მე­ო­მარს ცალ ხელ­ში ან­თე­ბულ სან­თელს და­ა­ჭე­რი­ნებ­დნენ, მე­ო­რე­ში კი ხმალს. ქარ­თულ ჩო­ხა­-ა­ხა­ლუხს ხომ სწო­რედ ხმა­ლი ან ხან­ჯა­ლი ამ­შვე­ნებს...
ქარ­თულ სა­ჭურ­ველ­სა და ამ სა­ჭურ­ვლით გან­ვლილ ცხოვ­რე­ბის გრძელ გზა­ზე სა­სა­უბ­როდ ბა­ტო­ნი კო­ტე ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი მო­ვიწ­ვი­ეთ "ის­ტო­რი­ან­ში".

"შინ იარაღი რად მინდა?"
- მჭე­დელს
და­ნა ეკ­ვე­თე­ბა­ო, ხომ გა­გი­გო­ნი­ათ. შინ ია­რა­ღი რად მინ­და. მთე­ლი ჩე­მი ცხოვ­რე­ბა, სა­დაც კი რა­მე ღი­რე­ბულს ვნა­ხავ­დი, ეროვ­ნულ მუ­ზე­უმ­ში მინ­დო­და ყვე­ლაფ­რის თავ­მოყ­რა და ასეც ვა­კე­თებ­დი. ის­ტო­რი­ულ პირ­თა სა­ჭურ­ველ­ზე "ვნა­დი­რობ­დი". არ მინ­დო­და, სა­ქარ­თვე­ლოს დაჰ­კარ­გო­და.

რამ­დე­ნი ძვირ­ფა­სი ხმა­ლი თუ ხან­ჯა­ლი მო­უ­ტა­ნი­ათ ჩემ­თან, ხან ძვი­რად ყიდ­დნენ, ხან ძა­ლი­ან ია­ფად, ვი­საც რო­გორ უღირ­და. ქარ­თველ კაცს მა­ინ­ცდა­მა­ინც არას­დროს ულ­ხინ­და და ზოგ­ჯერ იძუ­ლე­ბუ­ლი ხდე­ბო­და, სახ­ლი­დან მა­მა-­პა­პის ნა­ქო­ნი ია­რა­ღი აე­ღო და გა­ე­ყი­და. ისიც ყო­ფი­ლა, ფულს და­ხარ­ბე­ბულ­ნი ერ­თი ხმლით აპი­რებ­დნენ გამ­დიდ­რე­ბას... ამ­გვარ ნივ­თებს მუ­ზე­უმ­ში ვუყ­რი­დი თავს. სი­მარ­თლე გითხ­რათ, არც მუ­ზე­უმს წყა­ლობ­დნენ ყო­ველ­თვის ძლი­ერ­ნი ამა ქვეყ­ნი­სა­ნი, თუმც კი ძნე­ლად ვიხ­სე­ნებ, უა­რი ეთ­ქვათ სა­ინ­ტე­რე­სო და ის­ტო­რი­უ­ლად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თის შეს­ყიდ­ვა­ზე.
ბებიასა და დედასთან ერთად
ზოგ­ჯერ მუ­ზე­უ­მე­ლებს ჩვე­ნი ფუ­ლი­თაც შეგ­ვი­ძე­ნია ისე­თი ნივ­თი, და­სა­კარ­გად ან ქვეყ­ნი­დან გა­სა­ტა­ნად რომ ვერ გაგ­ვი­მე­ტე­ბი­ა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, არა­ერ­თი უნი­კა­ლუ­რი ნივ­თი გა­ი­ზი­და ქვეყ­ნი­დან სხვა­დას­ხვა დროს... ახ­ლა, რომ იტყ­ვი­ან, ჩუ­მად ჩი­ტიც ვერ გა­დაფ­რინ­დე­ბა საზღ­ვარს იქით და მშვი­დად ვარ...

ასე და­იწყ­ო...
- ჩე­მი ოჯა­ხი ბა­კურ­ცი­ხე­ში ცხოვ­რობ­და. მე 1922 წლის 18 აგ­ვის­ტოს დავ­ბა­დე­ბულ­ვარ, მა­მა­ჩე­მი კი, კონ­სტან­ტი­ნე და­ვი­თის ძე ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი 7 სექ­ტემ­ბერს დახ­ვრი­ტეს. რის­თვის? როტ­მის­ტრი ყო­ფი­ლა, ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლის რაზ­მის წევ­რი. ქი­ზი­ყის მაზ­რის თა­ვად­-აზ­ნა­ურ­თა წი­ნამ­ძღო­ლი. მე­ლა­ა­ნის ტყე­ში შე­უპყ­რი­ათ. 28 წლი­სა იყო მხო­ლოდ!

"ხალ­ხის მტრის" ოჯა­ხი ბა­კურ­ცი­ხი­დან გა­მო­უ­ძე­ვე­ბი­ათ, თუმ­ცა რა­ღა ოჯა­ხი: ჩვი­ლი ბავ­შვი და ორი უმ­წეო ქა­ლი - დე­და­ჩე­მი ეკა­ტე­რი­ნე ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლი და დე­და­მი­სი, სო­ფიო ავა­ლიშ­ვი­ლი. თბი­ლის­ში ჩა­მო­სუ­ლე­ბი, პრო­ფე­სორ ალექ­სან­დრე ალა­დაშ­ვილს შე­ვუ­ფა­რე­ბი­ვართ თა­ვის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. დე­და მა­ლე და­ოს­ტა­ტე­ბუ­ლა და სა­ო­პე­რა­ციო მედ­დად მუ­შა­ობ­და სი­ცოცხ­ლის ბო­ლომ­დე, თუმც კი საკ­მა­ოდ ახალ­გაზ­რდა გარ­და­იც­ვა­ლა, 1946 წელს. ექვს წე­ლი­წადს სა­ა­ვად­მყო­ფოს მი­ერ გა­მო­ყო­ფილ პა­ტა­რა ოთახ­ში ვცხოვ­რობ­დით... 25-ე სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დი, მე­რე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ვა­ბა­რე ფი­ლო­ლო­გი­ურ­ზე. ჩვე­ნი თა­ვა­დო­ბა ვის ახ­სოვ­და. ისე, ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი რომ თა­ვა­დი­ა, ამას რად უნ­და თქმა!..

გვარს თუ ვმა­ლავ­დი? ჰო, ბავ­შვო­ბა­ში ბე­ბია მაფ­რთხი­ლებ­და, ყვე­ლას ნუ ეტყ­ვი, რომ ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი ხა­რო. ერ­თხელ, ალ­ბათ ხუ­თი­-ექ­ვსი წლი­სა ვიქ­ნე­ბო­დი, სტუმ­რე­ბი მო­ვიდ­ნენ ჩვენ­თან. ერ­თმა ქალ­ბა­ტონ­მა დიდ­ხანს მე­ფე­რა, შე­მა­ქო, მე­რე მკითხ­ა, რა გვა­რი ხა­რო და და­მორ­ცხვე­ბულ­მა ვუ­პა­სუ­ხე, - თუ კარ­გი დე­ი­და ხართ, მა­შინ ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი ვარ­-მეთ­ქი...

რო­გორ გა­ვამ­ხი­ლო და, ჩე­მი სახ­ლი ბა­კურ­ცი­ხე­ში არ მი­ნა­ხავს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სულ მინ­დო­და, ერთ დღეს წავ­სუ­ლი­ყა­ვი და ჩე­მი წი­ნაპ­რე­ბის ნა­ფუ­ძა­რი მე­ნა­ხა. არც ის ვი­ცი, ის დი­დი სახ­ლი (რო­გორც დე­და იხ­სე­ნებ­და) ისევ დგას თუ არა... იმ­დე­ნად მტკივ­ნე­უ­ლი იყო ჩემ­თვის იმ მძი­მე წლებ­თან დაბ­რუ­ნე­ბა, რომ წას­ვლა ვერ გავ­ბე­დე. რომ იცო­დეთ, ახ­ლაც მა­წუ­ხებს ბა­კურ­ცი­ხე­ზე ფიქ­რი, ახ­ლაც ასე ვამ­ბობ, იქ­ნებ ამ ზაფ­ხულს მა­ინც წა­ვი­დე-­მეთ­ქი.

კა­ხეთ­ში სახ­ლი თუ მაქვს? მაქვს, რო­გორ არა, თოხ­ლი­ა­ურ­ში. თოხ­ლი­ა­უ­რი დე­და­ჩე­მის სო­ფე­ლი იყო, ჩე­მი დე­დუ­ლე­თი. ახ­ლა იშ­ვი­ა­თად ჩავ­დი­ვარ, ად­რე ზაფ­ხუ­ლო­ბით სულ იქ ვი­ყა­ვით. ძა­ლი­ან მიყ­ვარს იქა­უ­რო­ბა...

მუ­ზე­უმ­ში, სა­ჭურ­ვლის მცვე­ლად
- უნი­ვერ­სი­ტე­ტი რომ და­ვამ­თავ­რე, სა­ხელ­მწი­ფო მუ­ზე­უ­მის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში და­ვიწყე მუ­შა­ო­ბა. წიგ­ნი მიყ­ვარ­და და მა­ლე მთელ­მა მუ­ზე­უმ­მა გა­მიც­ნო. ხში­რად მო­დი­ოდ­ნენ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში აკა­დე­მი­კო­სი გი­ორ­გი ჩი­ტაია და პრო­ფე­სო­რი ვე­რა ბარ­და­ვე­ლი­ძე, დი­დი ქარ­თვე­ლი ეთ­ნოგ­რა­ფე­ბი. შე­უმ­ჩნე­ვე­ლი არ დარ­ჩე­ნი­ათ, რომ გა­მორ­ჩე­უ­ლად ვუფ­რთხილ­დე­ბო­დი წიგ­ნებს სა­ჭურ­ველ­ზე, ომე­ბის ის­ტო­რი­ებ­ზე, საბ­რძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბა­ზე. ჯერ ბა­ტონ­მა გი­ორ­გიმ შე­მომ­თა­ვა­ზა, სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მი მო­მემ­ზა­დე­ბი­ნა ქარ­თულ ია­რაღ­ზე, შემ­დეგ ჩე­მი ნაშ­რო­მე­ბით ქალ­ბა­ტო­ნი ვე­რაც და­ინ­ტე­რეს­და და ასე მაქ­ცი­ეს "სა­ჭურ­ვლის მცოდ­ნედ". სულ მა­ლე კი მუ­ზე­უ­მის ეთ­ნოგ­რა­ფი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­და­მიყ­ვა­ნეს. მე­რე ია­რა­ღის ფონ­დიც ჩა­მა­ბა­რეს. ამ ფონ­დის კუ­რა­ტო­რი დღემ­დე გახ­ლა­ვართ.
ქეთო და კოტე ტყუპ შვილებთან ერთად
ასე და­ვუ­მე­გობ­რდი ია­რაღს. ია­რა­ღის ფონ­დის ის­ტო­რი­აც მე შევ­ქმე­ნი - ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ებ­ში, ის­ტო­რი­ულ წყა­რო­ებ­ში, მა­ტი­ა­ნე­ებ­ში. ყველ­გან ქარ­თულ სა­ჭურ­ველ­სა და მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ლა­მის ლე­გენ­დად ქცე­ულ ამ­ბებს ვე­ძებ­დი და ვპო­უ­ლობ­დი... ალ­ბათ ამი­ტომ ფიქ­რობ­და ბევ­რი, რომ აუ­ცი­ლებ­ლად მექ­ნე­ბო­და შინ ია­რა­ღის უმ­დიდ­რე­სი კო­ლექ­ცი­ა. არა, ბა­ტო­ნო, ჩე­მი სიყ­ვა­რუ­ლი ქარ­თუ­ლი სა­ჭურ­ვე­ლი­სად­მი იმა­ში გა­მო­ი­ხა­ტა, რომ მუ­ზე­უმ­ში და­ცულ სა­გან­ძურს არა­ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ექ­სპო­ნა­ტი შევ­მა­ტე.

შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ მა­მუ­ლის დამ­ცველ­თა რიგ­ში ვი­დე­ქი, რო­გორც, ვთქვათ, მხატ­ვრულ ფილმ "გი­ორ­გი სა­ა­კა­ძე­ში". თქვენც იცით, ეპი­ზო­დურ როლ­ში ვი­თა­მა­შე, დი­დი მსა­ხი­ო­ბო­ბა არ დამ­ჭირ­ვე­ბია. მა­სობ­რივ სცე­ნა­ში ვდგა­ვარ ქარ­თველ მე­ომ­რებ­თან, ფარ­-შუ­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი, იქაც ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ვარ...

სი­მაღ­ლეც და­მეხ­მა­რა. უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ველ გუნ­დში კა­ლათ­ბურთს ვთა­მა­შობ­დი. საბ­ჭო­თა კავ­ში­რის პირ­ვე­ლო­ბა­ზე წარ­მა­ტე­ბით გა­მოვ­დი­ო­დით. იმ გუნ­დში სტუ­დენ­ტო­ბის მე­რეც მიწ­ვევ­დნენ. სა­უ­კე­თე­სო წლე­ბი იყო, მარ­თლა სა­უ­კე­თე­სო. კი­დევ, ვხუმ­რობ ხოლ­მე, ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში რომ მი­მი­ღეს, ერ­თმა შუ­ახ­ნის ბიბ­ლი­ო­თე­კარ­მა ქალ­მა გა­ხა­რე­ბულ­მა ამომ­ხე­და, კი­ბე არ გვაქვს და მა­ღალ თა­რო­ებს იო­ლად შეს­წვდე­ბა­ო...

ქე­თო და კო­ტე
- ქე­თო ცნო­ბი­ლი კარ­ტოგ­რა­ფის, მი­ხე­ილ ქავ­თა­რა­ძის ქა­ლიშ­ვი­ლი იყო. ჩემს კურ­სზე სწავ­ლობ­და და უბ­რა­ლოდ, ვმე­გობ­რობ­დით. მუ­ზე­უ­მის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში რომ და­ვიწყე მუ­შა­ო­ბა, მა­ლე ქე­თოც ჩემ­თან მი­ი­ღეს. ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში "აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ", რომ მხო­ლოდ კურ­სე­ლე­ბი არ ვყო­ფილ­ვართ...

ძნე­ლი თუ იყო ტყუ­პის მა­მო­ბა? რა ვი­ცი, აბა, რო­გორ გითხ­რათ. მა­შინ ექოს­კო­პია სად იყო და არც მი­ფიქ­რი­ა, რომ ერ­თბა­შად ორი შვი­ლის მა­მა გავ­ხდე­ბო­დი. მე და ქე­თო მარ­ტო ვცხოვ­რობ­დით. იმ დი­ლით სამ­სა­ხურ­ში წა­სას­ვლე­ლად გა­ვემ­ზა­დე. ბავშვს ერ­თი­-ო­რი კვი­რის შემ­დეგ ვე­ლო­დე­ბო­დით. ში­ნი­დან გა­მო­სუ­ლი უკან შევ­ბრუნ­დი, ქუ­დი დამ­რჩა. ქე­თო ფერ­და­კარ­გუ­ლი მომ­ვარ­და, ვი­ცო­დი, მობ­რუნ­დე­ბო­დი­ო... რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში ორი ულა­მა­ზე­სი შვი­ლი გვყავ­და - ბი­ძი­ნა და რუ­სუ­და­ნი!

ხში­რად ვამ­ბობ: რო­გო­რიც ქა­ლი­ა, ისე­თი­ვეა ოჯა­ხი; რო­გო­რი ოჯა­ხი­ცა­ა, ისე­თი­ვეა სა­ხელ­მწი­ფო!.. ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი, რომ ქე­თო დიდ­ხანს მედ­გა გვერ­დით. ძნე­ლია სი­ბე­რე­ში მარ­ტო დარ­ჩე­ნა, მაგ­რამ ახ­ლა მე მო­გო­ნე­ბე­ბი მა­ცოცხ­ლე­ბენ. ეჰ, იყო და არა იყო რა... მარ­თლა ზღა­პა­რი­ვით ყო­ფი­ლა ცხოვ­რე­ბა...
ბედნიერი ოჯახი გვქონდა...
მურ­მან ქარ­თვე­ლიშ­ვი­ლის ცნო­ბილ კლიპ­ში თით­ქოს მთე­ლი თბი­ლი­სია თავ­მოყ­რი­ლი, მათ შო­რის მეც ვარ, ვი­თომ­და მთა­ვა­რი გმი­რი. მინ­და გითხ­რათ, რომ ეს კლი­პი კი არა, მხატ­ვრუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი­ა, თით­ქოს ჩე­მი ცხოვ­რე­ბის ანა­რეკ­ლი­ა, თით­ქოს ტაძ­რის­კენ მი­მა­ვალ გზას ვად­გა­ვარ... მშვი­დად ვერ ვუ­ყუ­რებ.

წმინ­და გი­ორ­გი ლახ­ვრი­დეს...
- ეს სიტყ­ვე­ბი მი­ა­ნიშ­ნებს, რომ ლახ­ვარ­სა და სა­ერ­თოდ, სა­ჭურ­ველს სიწ­მინ­დეს­თან, უფ­ლის სიყ­ვა­რულ­თან აკავ­ში­რებ­დნენ. საღ­ვთოდ შე­წი­რულ ცხო­ველ­საც ლახ­ვრითა თუ ხანჯლით კლავ­და ქარ­თვე­ლი კა­ცი. სა­ლო­ცა­ვებ­სა და ეკ­ლე­სი­ებს სა­ჭურ­ველ­საც სწი­რავ­დნენ. სხვაგ­ვა­რად ვერც იქ­ნე­ბო­და. სა­ჭურ­ვლით ხომ თავ­საც ვი­ცავ­დით და მა­მულ­საც.

ისევ ტრა­დი­ცი­ებს მი­ვუბ­რუნ­დეთ. ძვე­ლად, მხცო­ვა­ნი კა­ცი ახალ­გაზ­რდას რომ მი­უ­ახ­ლოვ­დე­ბო­და, ჭა­ბუ­კი სა­ტე­ვარ­ზე ხე­ლებ­დაყ­რდნო­ბი­ლი, თავ­დახ­რი­ლი მა­ნამ­დე იდ­გა, ვიდ­რე ჭარ­მა­გი არ გას­ცდე­ბო­და. სირ­ცხვი­ლი იყო უსა­ტევ­რო­ბა. მე­ლო­გი­ნე ქალს, მშო­ბი­ა­რო­ბის გა­სა­ად­ვი­ლებ­ლად, ბა­ლი­შის ქვეშ სა­ტე­ვარს ამო­უ­დებ­დნენ. და­ღუ­პულ ვაჟ­კაცს მის სა­ტე­ვარ­ზე დაყ­რდნო­ბი­ლი დას­ტი­როდ­ნენ. სპარ­სელ­თა რწმე­ნით, ქარ­თველ­მა ქა­ლებ­მა სა­ტევ­რის შე­ლოც­ვა იცოდ­ნენ. ჯა­ფარ­-ბეგს შე­სა­ლო­ცად თა­ვი­სი სა­ტე­ვა­რი ქარ­თვე­ლი ტყვე ქა­ლის­თვის გა­და­უ­ცი­ა.

ერ­თი ლე­გენ­დად ქცე­უ­ლი ამ­ბა­ვი მინ­და გა­გახ­სე­ნოთ: შაჰ ა­ბასს ერ­თაწ­მინ­დის ეკ­ლე­სი­ის გა­ლავ­ნის დან­გრე­ვა უნე­ბე­ბია და ბრძა­ნე­ბაც გა­უ­ცი­ა. რო­ცა მტრის მე­ომ­რე­ბი საქ­მეს შეს­დგო­მი­ან, დამ­პყრო­ბელს თვა­ლის ჩი­ნი წარ­თმე­ვი­ა. იქ­ვე მყოფ დარ­ბა­ი­სელ ქარ­თველ გლეხს შა­ჰის­თვის შე­უ­ბე­დავს, თუ ეკ­ლე­სი­ას ხელს აღარ ახ­ლებ, თვალთ აგე­ხი­ლე­ბაო და ასეც მომ­ხდა­რა.

გან­ცვიფ­რე­ბულ შაჰ ა­ბასს ერ­თაწ­მინ­დის ეკ­ლე­სი­ის­თვის ხმლის ვა­და შე­უ­წი­რავს, რო­მე­ლიც წმინ­და ნივ­თად შე­უ­რაცხ­ავთ. ამ ხმლის ვა­დით ერეკ­ლე მე­ო­რეს სნე­უ­ლი შვი­ლი მო­ურ­ჩე­ნია და თა­ვის სა­სახ­ლე­ში და­უ­ვა­ნე­ბი­ა, იქი­დან კი აღა-­მაჰ­მად ხანს გა­უ­ტაც­ნია. მოგ­ვი­ა­ნე­ბით შაჰ ა­ბასს ხმა­ლი ძა­ლის მო­სა­მა­ტებ­ლად მრა­ვალ­ძა­ლის ეკ­ლე­სი­ის­თვი­საც შე­უ­წი­რავს. ეს ხმა­ლი დღეს ჩვენს მუ­ზე­უმ­ში ინა­ხე­ბა.

შა­მი­ლი ქარ­თუ­ლი ხმლით
- რა გიკ­ვირთ? მარ­თლა ყო­ფი­ლა თბი­ლის­ში სა­ჭურ­ვლის დი­დოს­ტა­ტი გი­ორ­გი ელი­ზა­რაშ­ვი­ლი, რომ­ლის გამო­ჭე­დი­ლი ხმლი­თაც შა­მი­ლი იბ­რძო­და. მას უბად­ლო სა­ჭურ­ვლით თბი­ლი­სიც ამა­რა­გებ­და. ეს ამ­ბა­ვი დი­დად არ მოს­წო­ნე­ბია კავ­კა­სი­ის მთა­ვარ­მარ­თე­ბელ მი­ხე­ილ ვო­რონ­ცოვს, ნი­კო­ლოზ პირ­ველს კი ზლა­ტო­უს­ტის ია­რა­ღის ქარ­ხნის სა­უ­კე­თე­სო ოს­ტა­ტე­ბი გა­მო­უგ­ზავ­ნია თბი­ლის­ში, ხე­ლო­ბა შე­ის­წავ­ლე­თო. რო­გორ არ ეცად­ნენ თურ­მე, რომ ყა­რა­მან და ეფ­რემ ელი­ზა­რაშ­ვი­ლე­ბის­გან, ოს­ტატ გი­ორ­გის ვა­ჟე­ბის­გან გა­მოწ­ვლილ­ვით შე­ეს­წავ­ლათ ფო­ლა­დის სა­ი­დუმ­ლო.

ეფ­რემს ვე­რა­ფე­რი მო­უ­ხერ­ხეს, მაგ­რამ ყა­რა­მანს ვე­ღარ გა­უძ­ლია რუ­სე­ბის ძალ­და­ტა­ნე­ბის­თვის. ამ­დგა­რა და სულ წვრი­ლად უს­წავ­ლე­ბია მათ­თვის ქარ­თუ­ლი ჯა­ვარ­დე­ნის ჭედ­ვის სა­ი­დუმ­ლო. რუ­სებ­საც გუ­ლუხ­ვად და­უ­ჯილ­დო­ე­ბი­ათ არა მხო­ლოდ ყა­რა­მა­ნი, არა­მედ ეფ­რე­მიც. თი­თო­ე­ულს ათას-ათა­სი ჩერ­ვო­ნე­ცი ოქ­რო მის­ცეს თურ­მე. ეს დღე­ვან­დელ მი­ლი­ონს ბევ­რით რო­დი ჩა­მორ­ჩე­ბა.
აღა-­მაჰ­მად ხან­მა კი ჯერ აა­ოხ­რა თბი­ლის­ში თოფ­ხა­ნა, მაგ­რამ იმ­დე­ნად მო­ხიბ­ლა თურ­მე ქარ­თულ­მა სა­ჭურ­ველ­მა, ქარ­თველ ოს­ტატ­თა უბად­ლო ხე­ლო­ვა­ნე­ბამ, რომ ოჯა­ხე­ბით წა­ას­ხა თე­ი­რანს აქა­უ­რი ოს­ტა­ტე­ბი.
ქართული საჭურველი
სა­ჭურ­ვლის ოს­ტა­ტე­ბი თბი­ლის­ში...
- დარ­ჩნენ, რო­გორ არა! სი­ო­ნი­სა და ვერ­ცხლის ქუ­ჩა­ზე ბო­ლო დრომ­დე იყო შე­მორ­ჩე­ნი­ლი დუქ­ნე­ბი, სა­დაც იჭე­დე­ბო­და ხმალ­-ხან­ჯა­ლი, მზად­დე­ბო­და ხი­რი­მი, სი­ა­თა, მა­ჟა­რო (ხომ იცით, ეს თო­ფის სა­ხე­ო­ბე­ბი­ა), სხვა­დას­ხვა სა­ხის დამ­ბა­ჩა, ჯაჭ­ვის პე­რან­გი, ბექ­თა­რი, მუ­ზა­რად­-ჩა­ბა­ლა­ხი, ჩაჩ­ქა­ნი, ფა­რი. დღე­საც გვყავს ახალ­გაზ­რდა ოს­ტა­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ბევ­რით რო­დი ჩა­მორ­ჩე­ბი­ან იმ გან­თქმულ ელიზ­ა­რაშ­ვი­ლებს... ყვე­ლა­ფერს ხელ­შეწყ­ო­ბა უნ­და. იმედს არ ვკარ­გავ, ქარ­თულ ია­რაღს ისევ ეყო­ლე­ბა პატ­რო­ნი და გულ­შე­მატ­კი­ვა­რი...

"მშვილ­დ-ი­სარს შვი­ლი­ვით უვ­ლიდ­ნენ"
- გიკ­ვირთ? მაგ­რამ ასე იყო. ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი მშვილდს შვილს უთა­ნას­წო­რებ­დნენ. უმემ­კვიდ­რეო კა­ცი შვი­ლი­ანს შემ­დე­გი სიტყ­ვე­ბით მი­მარ­თავ­და:
მე ჩე­მი მშვილ­დი გა­მიტყ­და,
თავ­-ბო­ლო სე­ვა­დი­ა­ნი,
შენ, შე­ნი მშვილ­დი და­გარ­ჩენს,
შე­ნი ის­რი­სა პი­რე­ბი,
ვა­ი, ბრალ ჩე­მი თა­ვი­სა,
ვის­გან­ღა და­ვი­ტი­რე­ბი.
ჩხო­როწყ­უს მახ­ლობ­ლად მდე­ბა­რე სო­ფელ ჯუ­მის წმინ­და გი­ორ­გის - მირ­სას სა­ლო­ცავ ხატ­ში ინა­ხე­ბო­და მშვილ­დი, რომ­ლის ქვე­შაც სა­ლო­ცა­ვად მი­სულ, გათხ­ო­ვილ ქა­ლებს გა­ა­ტა­რებ­დნენ, ბო­როტ­მა და მავ­ნე სულ­მა არ და­ა­მი­ზე­ზო­სო. ილო­რის წმინ­და გი­ორ­გის მნა­თე სუ­ლით ავად­მყოფს რკი­ნის მშვილ­დში გა­ა­ტა­რებ­და და წმინ­და გი­ორ­გის შე­ე­ვედ­რე­ბო­და, რომ სნე­უ­ლი ეშ­მა­კის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი­ყო.

შთა­მო­მავ­ლო­ბა
- მყავს სეხ­ნია და ძა­ლი­ან ამა­ყი ვარ ამით! ოღონდ ეგა­ა, იშ­ვი­ა­თად ვხვდე­ბით ერ­თმა­ნეთს პა­პა-­შვი­ლიშ­ვი­ლი. უმ­ცრო­სი კონ­სტან­ტი­ნე ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი პა­რიზ­ში ცხოვ­რობს, 27 წლი­სა­ა. ინ­ფორ­მა­ტი­კის ინ­ჟი­ნე­რი­ა. ბი­ძი­ნაც, მა­მა­მი­სი, პა­რიზ­შია ოჯახ­თან ერ­თად. ნი­ნო კი, ჩე­მი უფ­რო­სი შვი­ლიშ­ვი­ლი, ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უმ­ში მუ­შა­ობს და პა­ტა­რა მა­რი­ა­მი­თაც ხში­რად მეს­ტუმ­რე­ბა ხოლმე. ასე რომ, შვილ­თაშ­ვი­ლიც მყავს. აი, კონ­სტან­ტი­ნეს შვილ­საც რომ მო­ვეს­წრე­ბო­დე, მე­რე მარ­თლა არ­წი­ვი­ვით გა­ვიშ­ლე­ბო­დი მხრებ­ში!...

ამ ზაფ­ხულს ბი­ძი­ნა ჩა­მო­ვი­და პა­რი­ზი­დან. რამ­დე­ნი­მე თვეს აქ დარ­ჩე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ქრის­ტი­ა­ნო­ბის გავ­რცე­ლე­ბის სა­კითხ­ებ­ზე მუ­შა­ობს და მა­სა­ლებს აგ­რო­ვებს. რუ­სუ­და­ნი ფოლ­კლო­რის­ტი­ა, პრო­ფე­სო­რი. მე ისევ ჩემს სა­ჭურ­ველს ჩავ­კირ­კი­ტებ. დღეს ჩემ­მა უმ­ცროს­მა კო­ლე­გამ და­მი­რე­კა მუ­ზე­უ­მი­დან, მა­მუ­კა ქა­ფი­ა­ნი­ძემ. ჩე­მი ფონ­დი მას გა­და­ვა­ბა­რე. ყო­ჩა­ღი ბი­ჭი­ა, ჩემ­ზე ნაკ­ლებ რო­დი უყ­ვარს ია­რაღ­თან ფუს­ფუ­სი. ახა­ლი გა­მო­ფე­ნა მო­უწყ­ვი­ათ, მუ­ზე­უმ­ში მე­პა­ტი­ჟე­ბა. მო­ვალ და წა­გიყ­ვან­თო... მინ­და და არც მინ­და წას­ვლა. იქ თით­ქოს ჩე­მი გან­ვლი­ლი წლე­ბი დამ­ხვდე­ბა და კი­დევ ერ­თხელ შე­მახ­სე­ნებს, რომ 90-ს მი­ვუ­ახ­ლოვ­დი... ყვე­ლა ასაკს თა­ვი­სი სი­ლა­მა­ზე აქ­ვსო, კი ამ­ბო­ბენ, თუმ­ცა...
მუზეუმშიც თამადობდა: მარჯვნიდან კოტე ჩოლოყაშვილი, პროფესორები პარმენ ზაქარაია, ლევან ჭილაშვილი და გივი გაფრინდაშვილი
თა­მა­და
ჩე­მი თა­მა­დო­ბის ამ­ბა­ვი ბო­ლოს­თვის შე­მო­ვი­ნა­ხეთ? რა ვი­ცი, აბა, ხში­რად მპა­ტი­ჟებ­დნენ თა­მა­დად. ქორ­წი­ლებ­ში, ნათ­ლო­ბებ­ში, ძე­ო­ბებ­ში... ჭი­რის სუფ­რა­ზეც, "დე­სერ­ტა­ცი­ებ­ზეც"... ვინ მოთ­ვლის, რამ­დე­ნი დო­ცენ­ტი და პრო­ფე­სო­რი და­მი­ლო­ცავს (ჩემს "დესერტაციაზეც" ითამადა. - ნ.შ.), რამ­დე­ნი წყვი­ლი გა­მი­ბედ­ნი­ე­რე­ბი­ა. შემ­ხვდე­ბი­ან და მეტყ­ვი­ან, ჩემს ქორ­წილ­ში თა­მა­და იყა­ვი­თო, ჩემს ნიშ­ნო­ბა­ზე ისე­თი სადღ­ეგ­რძე­ლო თქვით, ახ­ლაც ვიხ­სე­ნებ­თო...

მე კი, სი­მარ­თლე გითხ­რათ, ყვე­ლა სუფ­რა რო­დი მახ­სოვს, მაგ­რამ იმის თქმა კი შე­მიძ­ლი­ა, რომ ყვე­ლა სუფ­რას გუ­ლით ვთა­მა­დობ­დი. არც ყან­წის დაც­ლას ვა­ძა­ლებ­დი მო­ქე­ი­ფეს და არც მე მიყ­ვარ­და ბევ­რი ღვი­ნის და­ლე­ვა... ჩემს სუფ­რა­ზე სიტყ­ვა თა­მა­დობ­და და არა ღვი­ნო!
გა­მორ­ჩე­უ­ლად რო­მე­ლი სადღ­ეგ­რძე­ლო­ების თქმა მიყ­ვარ­და? სიყ­ვა­რუ­ლის, ქარ­თვე­ლი ერის გამ­რავ­ლე­ბის, ქარ­თვე­ლი ერის აღორ­ძი­ნე­ბის, ტრა­დი­ცი­ე­ბის დაც­ვის... და ისევ და ისევ სიყ­ვა­რუ­ლის!..

ნო­დარ შო­ში­ტაშ­ვი­ლი
ჟურნალი "ისტორიანი",#7
manana
20 დეკემბერი 2017 21:49
ბატონო კოტე,მე თქვენი ყოფილი სტუდენტი ვარ,ღმერთმა დაგლოცოთ,დიდხანს იცოცხლეთ,ვიტირე,გამახსენდა ის ბედნიერი დრო,მუზეუმში რომ მოვდიოდით სტუდენტები.

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, რამდენად ხშირად ხდება დღეს  საქართველოში თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების პირადი მიზნებისთვის გამოყენება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რამდენად ხშირად ხდება დღეს საქართველოში თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების პირადი მიზნებისთვის გამოყენება?
თვის კითხვადი სტატიები