ნიკორწმინდის უცნობი ფრესკები
21-12-2017
ნიკორწმინდის უცნობი ფრესკები
რა­ჭა­ში, ნი­კორ­წმინ­დის ტა­ძარ­ში მიმ­დი­ნა­რე სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი­სას დღემ­დე უც­ნო­ბი ფრეს­კე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ტაძ­რის ქტი­ტორ­თა, ად­გი­ლობ­რივ ფე­ო­დალ­თა და მთა­ვა­რან­გე­ლოზ მი­ქა­ე­ლის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბას მეც­ნი­ე­რებ­მა ჭვარ­ტლით და­ფა­რულ კა­რიბ­ჭე­ებ­ში მი­აკ­ვლი­ეს.

ერთ-ერ­თი წარ­წე­რა გვამ­ცნობს, რომ ტა­ძა­რი ვინ­მე ჯა­ვა­ხა­ძეს მო­უ­ხატ­ვი­ნე­ბია. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ნი­კორ­წმინ­დის ახა­ლაღ­მო­ჩე­ნი­ლი მხატ­ვრო­ბის ნი­მუ­შე­ბი XVI სა­უ­კუ­ნეს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა.

კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლის, ნი­კა ვა­ჩე­იშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ამ აღ­მო­ჩე­ნის შემ­დეგ ცნო­ბი­ლი გახ­და ორი ფე­ო­და­ლუ­რი გვა­რი, რო­მე­ლიც XVI სა­უ­კუ­ნე­ში ტაძ­რის აღ­დგე­ნა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ფრეს­კებ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლია ქტი­ტორ­თა მთე­ლი ოჯა­ხი. აქ­ვეა
მხატ­ვრის წარ­წე­რა, შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ასომ­თავ­რუ­ლით: "შენ­დო­ბა ბრძა­ნეთ და ვინ­ცა შენ­დო­ბა ბრძა­ნოთ, თქვე­ნაც შე­გინ­დოთ ღმერ­თმა".

ნი­კორ­წმინ­დის სა­რეს­ტავ­რა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი, სა­ერ­თა­შო­რი­სო პრე­მი­ის "ნოს­ტრას" მფლო­ბე­ლი, რეს­ტავ­რა­ტო­რი გუ­რამ ჭე­იშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ კა­რიბ­ჭის მხატ­ვრო­ბა, სა­დაც მეც­ნი­ე­რებ­მა უნი­კა­ლურ ფრეს­კებს მი­აკ­ვლი­ეს, სრუ­ლი­ად შეჭ­ვარ­ტლუ­ლი იყო და მცი­რე ორ­ნა­მენ­ტუ­ლი ზო­ლე­ბის გარ­და არა­ფე­რი ჩან­და.

"ამ ორ­ნა­მენ­ტებ­ზე
დაკ­ვირ­ვე­ბის შემ­დეგ საც­დე­ლი მო­ნაკ­ვე­თე­ბი მოვ­ნიშ­ნეთ და მხატ­ვრო­ბის კვა­ლი აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ. ამის შემ­დეგ და­სავ­ლე­თის კა­რიბ­ჭის გაწ­მენ­და და­ვიწ­ყეთ და ეს პრო­ცე­სი ჯერ დას­რუ­ლე­ბუ­ლი არ არის. ქტი­ტორ­თა გა­მო­სა­ხუ­ლე­ბებ­თან მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია ორი გვა­რი, ჯა­ვა­ხა­ძე­ე­ბი და წუ­ლუ­კი­ძე­ე­ბი", - ამ­ბობს გუ­რამ ჭე­იშ­ვი­ლი.
ნიკორწმინდის ფრესკები
"ნი­კორ­წმინ­დის ტაძ­რის უმ­დიდ­რეს ინ­ტე­რი­ერ­ში ძვე­ლი მო­ხა­ტუ­ლო­ბის სულ ახა­ლი ფე­ნე­ბი ჩნდე­ბა. ეს მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­მეც­ნი­ე­რო აღ­მო­ჩე­ნაა. მხატ­ვრო­ბის ნი­მუ­შე­ბის კონ­სერ­ვა­ცია წლეულს, მიმ­დი­ნა­რე სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ებ­თან ერ­თად გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა", - მი­იჩ­ნევს ნი­კა ვა­ჩე­იშ­ვი­ლი.

ნი­კორ­წმინ­დის ტაძ­რის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს და­ფი­ნან­სე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს. ამ დრო­ის­თვის უკ­ვე გან­ხორ­ცი­ელ­და ტაძ­რის გა­მაგ­რე­ბი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი და გა­და­ხურ­ვა.

ნი­კორ­წმინ­დის იმ ფრეს­კე­ბის კონ­სერ­ვა­ცი­ის I ეტა­პი კი, რომ­ლე­ბიც რთულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, 2010 წელს და­იწ­ყო. ექ­სპე­დი­ცია ამ ეტაპ­ზე ტაძ­რის და­სავ­ლეთ მკლა­ვის, გუმ­ბათ­სა და სა­კურ­თხე­ველ­ში არ­სე­ბუ­ლი ფრეს­კე­ბის გა­დარ­ჩე­ნა­ზე მუ­შა­ობს. ეს სა­მუ­შა­ო­ე­ბი აგ­ვის­ტოს ბო­ლოს­თვის დას­რულ­დე­ბა.

სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო და კონ­სერ­ვა­ცი­ის სა­მუ­შა­ო­ე­ბის გარ­და, ტაძ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, წყლის გა­დამ­ყვა­ნი სის­ტე­მე­ბი­სა და ტე­რი­ტო­რი­ის კე­თილ­მოწ­ყო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს.
პრო­ექტს სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ის რეს­ტავ­რა­ცი­ი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის ის­ტო­რი­ის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი ახორ­ცი­ე­ლე­ბენ.
ქტიტორთა გამოსახულება (დღემდე უცნობი ფრესკა)
ნი­კორ­წმინ­დის ტა­ძა­რი 1010-1014 წლებ­ში აა­გეს. სამ­ხრე­თი­სა და და­სავ­ლე­თის კა­რიბ­ჭე­ე­ბი კი მოგ­ვი­ა­ნე­ბით მი­ა­შე­ნეს. 1534 წელს ტა­ძა­რი იმე­რე­თის მე­ფეს ბაგ­რატ III-ს გა­ნუ­ახ­ლე­ბია. ტაძ­რის შიგ­ნი­თა ფრეს­კე­ბიც ამა­ვე პე­რი­ო­დი­საა.

ნი­კორ­წმინ­დის ფა­სა­დე­ბი და ეკ­ვდე­რე­ბი, ჩუ­ქურ­თმა­თა გარ­და, მორ­თუ­ლია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­ლი­ე­ფუ­რი ქან­და­კე­ბე­ბით: წმინ­დან­თა გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბით, მრა­ვალ­ფი­გუ­რი­ა­ნი სცე­ნე­ბით ("ფე­რის­ცვა­ლე­ბა", "მე­ო­რედ მოს­ვლა", "ჯვრის ამაღ­ლე­ბა"), რე­ა­ლუ­რი და მის­ტი­კუ­რი ცხო­ვე­ლე­ბით, რომ­ლე­ბიც ლა­ღად და ზუს­ტად ზის ერ­თი­ან სი­ლუ­ეტ­ში.

ნი­ნო ჯა­ფა­რი­ძე
ჟურნალი "ისტორიანი",#8
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, რამდენად ხშირად ხდება დღეს  საქართველოში თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების პირადი მიზნებისთვის გამოყენება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რამდენად ხშირად ხდება დღეს საქართველოში თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების პირადი მიზნებისთვის გამოყენება?
თვის კითხვადი სტატიები