მეტეორიტების ათასწლოვანი "წვიმა" დედამიწაზე
21-12-2017
მეტეორიტების ათასწლოვანი "წვიმა" დედამიწაზე
პა­ლე­ონ­ტო­ლო­გებ­მა დი­ნო­ზავ­რე­ბის ნა­მარ­ხებს მი­აკ­ვლი­ეს, რომ­ლე­ბიც, მეც­ნი­ერ­თა მტკი­ცე­ბით, 65 მი­ლი­ო­ნი წლის წინ, მე­ტე­ო­რი­ტის ჩა­მო­ვარ­დნის შე­დე­გად მა­თი გა­ნად­გუ­რე­ბის ვერ­სი­ას ადას­ტუ­რებს.

მე­ტე­ო­რი­ტის ჩა­მო­ვარ­დნის ჰი­პო­თე­ზა პირ­ვე­ლად 1980 წელს და­დას­ტურ­და, რო­დე­საც მეც­ნი­ე­რებ­მა 65 მი­ლი­ო­ნი წლის, ირი­დი­უ­მით მდი­და­რი გე­ო­ლო­გი­უ­რი ფე­ნა აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ამ ელე­მენტს მრა­ვა­ლი ცი­უ­რი სხე­უ­ლი შე­ი­ცავს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი აღ­მო­ა­ჩი­ნეს კრა­ტე­რი ჩიკ­სუ­ლუ­ბი, რო­მელ­მაც მეც­ნი­ე­რებს სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა და­ე­დას­ტუ­რე­ბი­ნათ, რომ ცარ­ცუ­ლი პე­რი­ო­დის ბო­ლოს დე­და­მი­წას ას­ტე­რო­ი­დი შე­ე­ჯა­ხა.

აშშ-ში, მონ­ტა­ნას შტატ­ში მეც­ნი­ე­რებ­მა დი­ნო­ზავ­რის ერ­თა­დერთ ძვალს, რქის ნა­წილს მი­აკ­ვლი­ეს, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ
ტრი­ცე­რა­ტოპსს ან ტი­რა­ნო­ზავრს ეკუთ­ვნის და 45 სან­ტი­მეტ­რია. მას ცარ­ცულ-პა­ლე­ო­გე­ნუ­რი საზ­ღვრი­დან სულ რა­ღაც 13 სან­ტი­მეტ­რით ქვე­მოთ მი­აკ­ვლი­ეს. კვლე­ვამ და­ა­დას­ტუ­რა, რომ მე­ტე­ო­რი­ტის ჩა­მო­ვარ­დნამ­დე დი­ნო­ზავ­რე­ბი "თავს მშვე­ნივ­რად გრძნობ­დნენ".

ახალ თე­ო­რი­ას მეც­ნი­ერ­თა ნა­წი­ლი უკ­ვე აკ­რი­ტი­კებს. ზო­გი­ერ­თი სპე­ცი­ა­ლის­ტი მი­იჩ­ნევს, რომ შრო­მის ავ­ტო­რებს ძვლის ერ­თა­დერთ ნა­ტეხ­ზე დაყ­რდნო­ბით "შორს მი­მა­ვა­ლი" დას­კვნე­ბი გა­მო­აქვთ.
თუმ­ცა იმა­ზე, რომ დი­ნო­ზავ­რე­ბი მე­ტე­ო­რი­ტე­ბის წვი­მამ გა­და­ა­შე­ნა, მეც­ნი­ე­რე­ბი ერ­თი წლის წი­ნაც სა­უბ­რობ­დნენ. შარ­შან, ივ­ნის­ში ბრი­ტა­ნელ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა კვლე­ვის შე­დე­გე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნეს, რომ "დი­ნო­ზავ­რე­ბი 65 მი­ლი­ო­ნი წლის წინ მე­ტე­ო­რი­ტე­ბის მთე­ლი სე­რი­ე­ბის გა­მო გა­და­შენ­დნენ, რომ­ლე­ბიც დე­და­მი­წას ათა­სი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბომ­ბავ­დნენ".

უფ­რო ად­რე მკვლე­ვარ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო ჯგუფ­მა და­ას­კვნა, რომ დი­ნო­ზავ­რე­ბის და­ღუპ­ვის მი­ზე­ზი იყო უზარ­მა­ზა­რი ას­ტე­რო­ი­დის დარ­ტყმა, რომ­ლის ენერ­გია მი­ლი­არ­დჯერ აღე­მა­ტე­ბო­და ჰი­რო­სი­მა­ში ჩა­მოგ­დე­ბუ­ლი ატო­მუ­რი ბომ­ბის ენერ­გი­ას. სწო­რედ ამ დარ­ტყმის შე­დე­გად გაჩ­ნდა კრა­ტე­რი ჩიკ­სუ­ლუ­ბი, რო­მე­ლიც მექ­სი­კის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულ იუ­კა­ტან­ზე მდე­ბა­რე­ობს და რომ­ლის დი­ა­მეტ­რი 15 კი­ლო­მეტ­რია. მეც­ნი­ერ­თა ვა­რა­უ­დით, ჩა­მო­ვარ­და 10 კმ დი­ა­მეტ­რის მე­ტე­ო­რი­ტი და გრუნ­ტი 12 კმ-ის სიღ­რმემ­დე ჩა­ან­გრია.

კი­დევ ერ­თი მე­ტე­ო­რი­ტის დარ­ტყმის კვალ­მა, რო­მელ­მაც ბოლ­ტი­შის კრა­ტე­რი წარ­მოქ­მნა, მეც­ნი­ე­რე­ბი მი­იყ­ვა­ნა დას­კვნამ­დე, რომ დი­ნო­ზავ­რე­ბის გა­და­შე­ნე­ბას ხე­ლი შე­უწ­ყო მე­ტე­ო­რი­ტე­ბის ჩა­მოც­ვე­ნის სე­რი­ამ. ბოლ­ტი­შის კრა­ტერი, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 2002 წელს აღ­მო­ა­ჩი­ნეს, ჩიკ­სუ­ლუ­ბის კრა­ტერ­ზე რამ­დე­ნი­მე ათა­სი წლით ად­რე წარ­მო­იქ­მნა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Na­tu­re News-ის
მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით
ჟურნალი "ისტორიანი",#8
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!