საქართველოს ეროვნული გმირი ქაქუცა ჩოლოყაშვილი
21-12-2017
საქართველოს ეროვნული გმირი ქაქუცა ჩოლოყაშვილი
"რო­ცა 1921 წელს სა­ქარ­თვე­ლოს დი­დი კა­ტას­ტრო­ფა ეწ­ვი­ა, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა იძუ­ლე­ბუ­ლი იყო თა­ვი­სი ტე­რი­ტო­რია და­ე­ტო­ვე­ბი­ნა, რო­დე­საც დაშ­ლი­ლი იქ­ნა ქარ­თუ­ლი ჯა­რი და დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი კრე­ბა გა­რე­კი­ლი, რო­დე­საც დევ­ნილ იქ­ნენ პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი, ხო­ლო ეროვ­ნუ­ლი და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ნი მოს­პო­ბი­ლი, რო­დე­საც მტერ­მა აღ­კვე­თა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბა, ხო­ლო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის გა­მოთ­ქმის უფ­ლე­ბა სავ­სე­ბით აკ­რძა­ლა – ჯე­რი მიდ­გა პი­როვ­ნე­ბა­ზედ, რო­მე­ლიც ასეთ მძი­მე პი­რო­ბებ­ში ერის მის­წრა­ფე­ბა­სა და მის იდე­ალს სა­ჯა­რო მოქ­მე­დე­ბით გა­მო­ხა­ტავ­და.

ეს მის­წრა­ფე­ბა არის სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და ეს
პი­რი იყო ქა­ი­ხოს­რო ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი", – ეს ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წის, შალ­ვა ამი­რე­ჯი­ბის სიტყ­ვე­ბი­ა, წარ­მოთ­ქმუ­ლი ქა­ქუ­ცას დაკ­რძალ­ვა­ზე პა­რი­ზის მახ­ლობ­ლად, სენ­ტ-უ­ა­ნის სა­საფ­ლა­ო­ზე, 1930 წელს.

ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლის ყვე­ლა თა­ნა­მედ­რო­ვე აღი­ა­რებ­და მის პი­როვ­ნულ მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბას: ის იყო ქარ­თვე­ლი რა­ინ­დის გან­სა­ხი­ე­რე­ბა. ლა­მა­ზი, დახ­ვე­წი­ლი სწო­რი ნაკ­ვთე­ბით, არის­ტოკ­რა­ტუ­ლი მა­ნე­რე­ბი­თა და ამა­ყი
მზე­რით. უში­შა­რი, მაგ­რამ იმავ­დრო­უ­ლად, ფრთხი­ლი და გო­ნი­ე­რი. გა­მო­ირ­ჩე­ო­და თავ­და­ჭე­რით, ქა­ლებ­თან რა­ინ­დუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით, ცხენ­ზე ჯდო­მი­თა და ჯი­რი­თით. კარ­გად ცეკ­ვავ­და, და­უ­ვიწყ­ა­რია მის მი­ერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი "ლე­კუ­რი".

"ი­სე­თი თვი­სე­ბე­ბით და­ე­ჯილ­დო­ე­ბი­ნა იგი ბუ­ნე­ბას, ათას კაც­ში რომ აგე­რი­ათ, სრუ­ლი­ად უც­ნო­ბიც კი მი­აქ­ცევ­და ყუ­რადღ­ე­ბას. ის ძა­ლი­ან უყ­ვარ­დათ ჯა­რის­კა­ცებს და მა­თი სა­ერ­თო პა­ტი­ვის­ცე­მით სარ­გებ­ლობ­და კი­დეც. რო­გო­რი მხდა­ლიც უნ­და ყო­ფი­ლი­ყო ჯა­რის­კა­ცი, სა­უ­კე­თე­სო ვაჟ­კა­ცად იქ­ცე­ო­და ქა­ქუ­ცას ხელ­ში. უდა­ვოდ, მხედ­რად იყო იგი და­ბა­დე­ბუ­ლი" (ა­ლექ­სან­დრე სულ­ხა­ნიშ­ვი­ლი).

ქა­ქუ­ცა 1888 წლის 14 ივ­ლისს და­ი­ბა­და ჩო­ლო­ყაშ­ვილ­თა საგ­ვა­რე­უ­ლო სო­ფელ მა­ტან­ში იო­სებ ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი­სა და და­რია გოგ­ნი­აშ­ვი­ლის ოჯახ­ში. სწავ­ლობ­და თბი­ლი­სის სა­თა­ვა­დაზ­ნა­უ­რო ქარ­თულ გიმ­ნა­ზი­ა­ში. 21 წლი­სა ჯარ­ში გა­იწ­ვი­ეს, მსა­ხუ­რობ­და ტვე­რის დრა­გუნ­თა პოლ­კში, სა­ი­და­ნაც ოფიც­რის ჩი­ნით დაბ­რუნ­და. 1913 წელს ცო­ლად შე­ირ­თო ილია მეღ­ვი­ნე­თუ­ხუ­ცე­სის ასუ­ლი ნი­ნო, რომ­ლის­გა­ნაც ორი ქა­ლიშ­ვი­ლი – თა­მა­რი (ციც­ნა) და ქე­თე­ვა­ნი შე­ე­ძი­ნა.

და­იწყო პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომი და ქა­ქუ­ცაც ბრძო­ლა­ში ჩა­ე­ბა. ჯერ ავ­სტრი­ის, ხო­ლო შემ­დეგ კავ­კა­სი­ის ფრონ­ტებ­ზე იბ­რძო­და. აქ ბრძო­ლე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ორი იმ­პე­რი­ის – რუ­სე­თი­სა და ოს­მა­ლე­თის ჯა­რებს შო­რის. ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი, სხვა ქარ­თვე­ლებ­თან ერ­თად, პირ­ველ ყოვ­ლი­სა, თა­ვის სამ­შობ­ლოს იცავ­და. მე­თა­უ­რობ­და ზურ­გის ჯა­რის ასე­ულს, რო­მელ­საც თურ­ქე­ბის წინ­სვლის შე­ჩე­რე­ბა ევა­ლე­ბო­და. რო­ცა ოს­მა­ლებ­მა 1914 წლის დე­კემ­ბერ­ში შე­უ­ტი­ეს, ქა­ქუ­ცამ მი­ი­ღო ბრძა­ნე­ბა, უკან და­ებ­რუ­ნე­ბი­ნა სტრა­ტე­გი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის "არ­წი­ვის ბუ­დის" მთა. ამ ბრძო­ლა­ში სამ­ჯერ და­იჭ­რა, მაგ­რამ და­ვა­ლე­ბა მა­ინც შე­ას­რუ­ლა. ამის­თვის ქა­ქუ­ცა ოქ­როს ხმლით და­ა­ჯილ­დო­ეს.

და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის წლებ­ში ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი მსა­ხუ­რობ­და ქარ­თულ ჯარ­ში და მო­ნა­წი­ლე­ობ­და იმ პე­რი­ოდ­ში გა­დახ­დილ ყვე­ლა ბრძო­ლა­ში. მას­ზე წერ­დნენ თა­ვი­ანთ მო­გო­ნე­ბებ­ში გა­მო­ჩე­ნი­ლი ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო მოღ­ვა­წე­ე­ბი გი­ორ­გი კვი­ნი­ტა­ძე და გი­ორ­გი მაზ­ნი­აშ­ვი­ლი.
1921 წელს სა­ქარ­თვე­ლო ბოლ­შე­ვი­კებ­მა და­იპყ­რეს. მთავ­რო­ბა ემიგ­რა­ცი­ა­ში გა­ემ­გზავ­რა, ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი კი დარ­ჩა, რად­გა­ნაც სამ­შობ­ლოს გან­საც­დელ­ში მი­ტო­ვე­ბა არ შე­ეძ­ლო. ქარ­თვე­ლი ხალ­ხის აჯან­ყე­ბის­თვის მზა­დე­ბას მეთაურობდა სამ­ხედ­რო ცენ­ტრი, რო­მე­ლიც 1922 წლის მარ­ტში ჩა­მო­ყა­ლიბ­და გე­ნე­რალ კო­ტე აფ­ხა­ზის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით. ცენ­ტრმა კა­ხეთ­ში პარ­ტი­ზა­ნუ­ლი რაზ­მე­ბის მე­თა­უ­რო­ბა ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვილს და­ა­ვა­ლა, ხო­ლო ქარ­თლში – მი­ხე­ილ ლაშ­ქა­რაშ­ვილს.

1922 წლის 12 მარტს ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი და მი­სი რაზ­მე­ლე­ბი – მი­ხა ბა­ლი­აშ­ვი­ლი, ალექ­სან­დრე სულ­ხა­ნიშ­ვი­ლი, ვა­სო თა­მა­ზაშ­ვი­ლი, ელიზ­ბარ ვაჩ­ნა­ძე, რა­ფი­ელ ერის­თა­ვი, ალექ­სან­დრე ბა­დუ­რაშ­ვი­ლი და სხვე­ბი ტყე­ში გა­ვიდ­ნენ, რაც ბოლ­შე­ვი­კე­ბის­თვის ომის გა­მოცხ­ა­დე­ბას ნიშ­ნავ­და. ეს დღე უდი­დეს ქრის­ტი­ა­ნულ დღე­სას­წა­ულს, აღ­დგო­მას და­ემ­თხვა. რაზ­მე­ლებს სტუმ­რე­ბიც ჰყო­ლი­ათ, მათ შო­რის ხე­ვის­ბე­რი დი­მიტ­რი ჭინ­ჭა­რა­უ­ლი. მას ქა­ქუ­ცას­თვის მი­უ­მარ­თავს: "შე­ნა, ქა­ქუ­ცა, შე­ნა გხვდა წი­ლად შე­ნი წი­ნაპ­რე­ბის ნაბ­რძო­ლი საქ­მის გაგ­რძე­ლე­ბა შე­ნი სამ­შობ­ლოს სა­კე­თილ­დღე­ოდ. შენ უნ­და აღად­გი­ნო ალექ­სან­დრე ბა­ტო­ნიშ­ვი­ლის ნა­თე­ლი ბი­ლი­კე­ბი".
აჯანყების მონაწილეები. სხედან ქაქუცა ჩოლოყაშვილი და გენერალი სპირიდონ ჭავჭავაძე. დგანან (მარცხნიდან): ლელო ჩიქოვანი, ელიზბარ ვაჩნაძე, რაფიელ ერისთავი და ალექსანდრე სულხანიშვილი. 1924 წლის სექტემბერი
ხე­ვის­ბერს შემ­დეგ რაზ­მე­ლე­ბის­თვის უთ­ქვამს: "თქვენ, რაზ­მე­ლე­ბო, ალ­ბათ გახ­სოვთ, რომ ალექ­სან­დრე ბა­ტო­ნიშ­ვილს შე­ფი­ცუ­ლე­ბი ჰყავ­და შე­მოკ­რე­ბი­ლი თა­ვის ირ­გვლივ, თქვენც უნ­და შე­ი­ფიც­ნოთ და გერ­ქვათ შე­ფი­ცულ­თა რაზ­მი, რო­მე­ლიც სა­მუ­და­მოდ დარ­ჩე­ბა. თქვენ შე­მოგ­ყუ­რებთ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო. ეს პა­ტა­რა რაზ­მი უნ­და გა­და­აქ­ცი­ოთ ქარ­თულ ჯა­რად. თქვენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი ჩვე­ნი ლა­მა­ზი ქვეყ­ნის სი­დი­ა­დე. ჩვენ მედ­გრად უნ­და ვებ­რძო­ლოთ რუ­სეთს – ისაა ჩვე­ნი მთა­ვა­რი მტე­რი".

ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვილ­მა რაზ­მე­ლებ­სა და სტუმ­რებს მი­მარ­თა: "დღეს ჩვე­ნი სამ­შობ­ლო გა­სა­ჭირ­ში­ა. რუ­სეთ­მა ხელ­მე­ო­რედ გა­მოგ­ვგლი­ჯა ჩვე­ნი ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა. მრა­ვალ­ჯერ ყო­ფი­ლა აწი­ო­კე­ბუ­ლი ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა, მაგ­რამ ია­რა­ღი არ და­უყ­რი­ათ ჩვენს წი­ნაპ­რებს და არ და­მორ­ჩი­ლე­ბი­ან მტერს. მათ ბრძო­ლა უგ­რძე­ლე­ბი­ათ. დღეს ჩვენ გვხვდა წი­ლად, რომ პირ­ვე­ლებ­მა და­ვიწყ­ოთ ბრძო­ლა და მთელ ქვეყ­ნი­ე­რე­ბას ვაჩ­ვე­ნოთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვი­სუფ­ლე­ბა სურს თა­ვის მი­წა-­წყალ­ზე და არ და­ე­მორ­ჩი­ლე­ბა არა­ვი­თარ მტერს. გა­უ­მარ­ჯოს ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს მო­მა­ვალს და ამ ჩვე­ნი პა­ტა­რა რაზ­მის მის­წრა­ფე­ბას".

ასე შე­იქ­მნა შე­ფი­ცულ­თა რაზ­მი, 1922 წლის ივ­ნის­ში კი ქა­ქუ­ცას რაზმს პირ­ვე­ლი შე­ტა­კე­ბაც მო­უხ­და მტერ­თან სიღ­ნაღ­ში. რაზ­მის ერთ-ერ­თმა წევ­რმა, ახალ­გაზ­რდა პო­ეტ­მა მი­ხა ხე­ლაშ­ვილ­მა (ავ­ტო­რი ლექ­სი­სა "ლექ­სო ამოგ­თქომ ოხე­რო" – ავტ.) ქა­ქუ­ცასა და შე­ფი­ცუ­ლებს ლექ­სი მი­უძღ­ვნა:

ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი
მოჰ­ქრო­ლავს რო­გორც ქა­რი­ა,
თან ახ­ლავს ქარ­თველთ შვი­ლე­ბი,
თი­თო ლო­მი­სა და­რი­ა.


1922 წლის ივ­ლის­-აგ­ვის­ტო­ში მოხ­და კა­ხეთ­-ხევ­სუ­რე­თის აჯან­ყე­ბა. ქა­ქუ­ცას რაზ­მმა თუ­შეთ­-ფშავ­-ხევ­სუ­რე­თის­კენ მი­სას­ვლე­ლი გზე­ბი გა­და­კე­ტა. შე­ფი­ცუ­ლებ­მა ჟინ­ვალ­თან სას­ტი­კად და­ა­მარ­ცხეს ბოლ­შე­ვი­კე­ბი, რის შემ­დე­გაც ხევ­სუ­რეთ­ში გა­მაგ­რდნენ. საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ შე­ფი­ცუ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მრა­ვალ­რიცხ­ო­ვა­ნი ჯა­რი გაგ­ზავ­ნა. ქა­ქუ­ცა იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, თა­ვი ჯერ ხევ­სუ­რე­თის­თვის, ხო­ლო შემ­დეგ ჩრდი­ლო­ე­თ კავ­კა­სი­ის­თვის შე­ე­ფა­რე­ბი­ნა.

სამ­ხედ­რო ცენ­ტრის და­ვა­ლე­ბით, ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვილ­მა ჩრდი­ლო­ეთ­კავ­კა­სი­ე­ლებ­თან და­იწყო მო­ლა­პა­რა­კე­ბა. ცენ­ტრის დად­გე­ნი­ლე­ბით, აჯან­ყე­ბა მთე­ლი კავ­კა­სი­ის მას­შტა­ბით უნ­და მომ­ხდა­რი­ყო, მაგ­რამ გან­გე­ბამ სხვაფ­რივ გა­დაწყ­ვი­ტა. ღა­ლა­ტის გა­მო, 1923 წლის მარ­ტში და­ა­პა­ტიმ­რეს და 20 მა­ისს დახ­ვრი­ტეს სამ­ხედ­რო ცენ­ტრის მე­თა­უ­რე­ბი: კო­ტე აფ­ხა­ზი, ვარ­დენ წუ­ლუ­კი­ძე, ალექ­სან­დრე ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლი, გო­გი ხიმ­ში­აშ­ვი­ლი, როს­ტომ მუს­ხე­ლიშ­ვი­ლი და სხვა პატ­რი­ო­ტი ოფიც­რე­ბი.

ბრძო­ლა შე­ჩერ­და, მაგ­რამ არ შეწყ­ვე­ტი­ლა... სამ­ხედ­რო ცენ­ტრის ნაც­ვლად შექ­მნილ­მა სამ­ხედ­რო კო­მი­სი­ამ შე­მოდ­გო­მამ­დე დი­დი მუ­შა­ო­ბა გას­წია და ხალ­ხი აჯან­ყე­ბის­თვის და­რაზ­მა. ვი­ნა­ი­დან ამ აჯან­ყე­ბა­ში ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვილს გა­დამ­წყვე­ტი რო­ლი უნ­და შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა, კო­მი­სი­ამ სა­ჭი­როდ ცნო მი­სი თბი­ლის­ში ჩა­მოყ­ვა­ნა მო­სა­ლა­პა­რა­კებ­ლად. ეს იყო უაღ­რე­სად სა­რის­კო და გა­ბე­დუ­ლი ნა­ბი­ჯი. 1923 წლის დე­კემ­ბერ­ში ქა­ქუ­ცა თა­ვის ორ შე­ფი­ცულ­თან ერ­თად თბი­ლის­ში ჩა­მო­ვი­და და კო­მი­სი­ას­თან ერ­თად აჯან­ყე­ბის გეგ­მა გა­ნი­ხი­ლა. მთე­ლი რვა დღე დარ­ჩა ქა­ქუ­ცა თბი­ლის­ში. "რა იცო­და ბოლ­შე­ვი­კე­ბის ჩე­კამ, რომ ის, ვი­საც იგი კი­დით­-კი­დემ­დე ეძებ­და, ერ­თი კვი­რა თბი­ლის­ში ცხოვ­რობ­და და ახა­ლი გეგ­მი­თა და ახა­ლი ენერ­გი­ით თბი­ლი­სი­დან მშვი­დო­ბით გა­ვი­და" (შალ­ვა ამი­რე­ჯი­ბი).

1923 წელ­სვე სა­გუ­რა­მოს რა­ი­ონ­ში ქა­ქუ­ცას ხელ­ში ჩა­უ­ვარ­და დი­დი ილი­ას მკვლე­ლი გიგ­ლა ბერ­ბი­ჭაშ­ვი­ლი. რაზ­მე­ლებს მი­სი მოკ­ვლა უნ­დო­დათ, მაგ­რამ ქა­ქუ­ცამ ნე­ბა არ დარ­თო და ცალ­კე და­სა­კითხ­ად წა­იყ­ვა­ნა. მკვლე­ლის და­კითხ­ვის ამ­ბა­ვი მას შემ­დგომ ალექ­სან­დრე სულ­ხა­ნიშ­ვი­ლის­თვის მო­უ­ყო­ლი­ა. თურ­მე და­კითხ­ვის დროს ბერ­ბი­ჭაშ­ვი­ლი მთლად ცახ­ცა­ხებ­და და სიკ­ვდი­ლის ში­შით სრუ­ლი სი­მარ­თლე უთ­ქვამს.

ქა­ქუ­ცას გა­მო­ურ­კვე­ვი­ა, რომ ბერ­ბი­ჭაშ­ვი­ლის­თვის ილი­ას მკვლე­ლო­ბა თვით ფი­ლი­პე მა­ხა­რა­ძეს და­უ­ვა­ლე­ბი­ა, თა­ნაც სა­მი თუ­მა­ნი მი­უ­ცია სა­ხარ­ჯოდ, და­ნარ­ჩენს კი სა­მო­მავ­ლოდ შე­პი­რე­ბი­ა; გარ­და ამი­სა, აღუთ­ქვამს, თუ ამ საქ­მეს გა­ა­კე­თებ­და, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა პენ­სი­ით იქ­ნე­ბო­და უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი. მგოს­ნის წი­წა­მურ­ში გა­მოვ­ლის დრო კი მის­თვის ილი­ას მე­ეტ­ლე თე­დო ლა­ბა­ურს შე­უტყ­ო­ბი­ნე­ბი­ა. ქა­ქუ­ცას ბერ­ბი­ჭაშ­ვი­ლი გა­უშ­ვი­ა, რო­ცა დრო მო­ვა, მი­სი ჩვე­ნე­ბა გა­მოგ­ვად­გე­ბა­ო...

და­ი­ნიშ­ნა სა­ყო­ველ­თაო აჯან­ყე­ბა, რო­მე­ლიც ყველ­გან ერ­თდრო­უ­ლად, 1924 წლის 29 აგ­ვის­ტოს, ღა­მის ორ სა­ათ­ზე უნ­და დაწყ­ე­ბუ­ლი­ყო. სა­ბე­დის­წე­რო აღ­მოჩ­ნდა ის ფაქ­ტი, რომ ჭი­ა­თუ­რა­ში აჯან­ყე­ბამ 24 სა­ა­თით ად­რე, 28 აგ­ვის­ტოს იფეთ­ქა. ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვილ­მა მა­ინც სცა­და აჯან­ყე­ბის ბე­დის შეტ­რი­ა­ლე­ბა. მან აი­ღო მან­გლი­სი, დუ­შე­თი, გა­ი­მარ­ჯვა სვი­მო­ნი­ან­თხევ­სა და ხევ­გრძე­ლა­ზე გა­მარ­თულ სას­ტიკ ბრძო­ლებ­ში...

და ამ დროს ქა­ქუ­ცამ შე­იტყო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის კო­მი­ტე­ტის მი­ერ გა­მო­ცე­მუ­ლი პროკ­ლა­მა­ცი­ის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც აჯან­ყე­ბას და­მარ­ცხე­ბუ­ლად მი­იმ­ჩნევ­და და ხალხს ია­რა­ღის დაყ­რის­კენ მო­უ­წო­დებ­და. ქა­ქუ­ცამ და­იწყო თბი­ლი­სის დაზ­ვერ­ვა, რა­თა გა­ე­გო, შე­იძ­ლე­ბო­და თუ არა ქა­ლა­ქის აღე­ბა, მაგ­რამ უკ­ვე გვი­ა­ნი იყო – ბოლ­შე­ვი­კებს ყველ­გან ზო­მე­ბი მი­ე­ღოთ. აუ­ცი­ლე­ბე­ლი გახ­და სა­ქარ­თვე­ლოს და­ტო­ვე­ბა, რად­გა­ნაც უა­მი­სო­დაც დი­დი მსხვერ­პლის კი­დევ უფ­რო გამ­რავ­ლე­ბა იყო მო­სა­ლოდ­ნე­ლი.

ამ პე­რი­ოდ­ში მთე­ლი რაზ­მი უსახ­სროდ იყო. ზო­გი­ერ­თებს ქა­ქუ­ცას­თვის შე­უ­თა­ვა­ზე­ბი­ათ, რო­მე­ლი­მე ბან­კი გავ­ძარ­ცვო­თო... ბოლ­შე­ვი­კე­ბი ისე­დაც ყა­ჩა­ღებს გვე­ძა­ხი­ან და მარ­თლა ყა­ჩა­ღე­ბი­ვით რომ მო­ვიქ­ცეთ, სირ­ცხვი­ლი იქ­ნე­ბა­ო, – უთ­ქვამს ქა­ქუ­ცას და ნე­ბა არ და­ურ­თავს. მან სამ­შობ­ლო 1924 წლის სექ­ტემ­ბერ­ში და­ტო­ვა და შე­ფი­ცულ­თა ერ­თი ნა­წი­ლით ჯერ ოს­მა­ლეთ­ში გა­და­ვი­და, ხო­ლო იქი­დან – საფ­რან­გეთ­ში.

სა­ქარ­თვე­ლო­ში კი ამ დროს მი­სი ახ­ლობ­ლე­ბის სას­ტი­კი დევ­ნა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ენით აუ­წე­რე­ლია ის ტან­ჯვა-­წა­მე­ბა, რაც ქა­ქუ­ცას ახ­ლობ­ლებ­მა გა­მო­ი­ა­რეს ჩე­კას ხელ­ში. საფ­რან­გეთ­ში ჩას­ვლის შემ­დეგ, შე­ფი­ცუ­ლე­ბი სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში და­ი­ფან­ტნენ. რად­გან ქა­ქუ­ცას არ უნ­დო­და თა­ვი­სი შე­ფი­ცუ­ლე­ბის და­ფან­ტვა, პა­რი­ზის მახ­ლობ­ლად, ვი­როფ­ლე­ში სახ­ლი იქი­რა­ვა, ყვე­ლა შე­ფი­ცუ­ლი ჩა­მო­იყ­ვა­ნა და ერ­თად და­ა­სახ­ლა. ქა­ქუ­ცა ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობ­და, მათ­თვის მძი­მე ემიგ­რან­ტუ­ლი ცხოვ­რე­ბა გა­ე­ად­ვი­ლე­ბი­ნა.

და ამ დროს თვი­თონ, სამ­შობ­ლოს ხილ­ვას და­ნატ­რე­ბუ­ლი, სან­თე­ლი­ვით ილე­ო­და. "გახ­სოვს, თა­მარ, ალა­ვერ­დო­ბა? 26 მა­ი­სი, ის პირ­ვე­ლი 26 მა­ი­სი? შუ­ამ­თის დღე­სას­წა­უ­ლი გახ­სოვს, ჩვე­ნი სა­ქარ­თვე­ლო? კარ­გად გახ­სოვს? კრუ­ლიც იყოს აქ სი­ცოცხ­ლე! იქ სიკ­ვდი­ლი გა­ნა ბედ­ნი­ე­რე­ბა არ არის?" – ეუბ­ნე­ბო­და ქა­ქუ­ცა თა­მარ პა­პა­ვას. ტკბი­ლად აგონ­დე­ბო­დათ მე­გობ­რებს ის ალა­ვერ­დო­ბა, რო­ცა სა­ღა­მო ხანს ქა­ქუ­ცა თა­ვი­სი რაზ­მით ეკ­ლე­სი­ის გა­ლა­ვან­ში შე­­ვი­და, იქ მყო­ფი უამ­რა­ვი ხალ­ხი ერ­თბა­შად მუხ­ლზე და­ე­ცა და ერ­თხმად შეს­ძა­ხა – გა­უ­მარ­ჯოს სა­ქარ­თვე­ლოს!
ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვილს ახ­ლო მე­გობ­რო­ბა აკავ­ში­რებ­და გა­მო­ჩე­ნილ ქარ­თველ სამ­ხედ­რო მოღ­ვა­წეს­თან, სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მთა­ვარ­სარ­დალ­თან, გე­ნე­რალ გი­ორ­გი კვი­ნი­ტა­ძეს­თან. ქა­ქუ­ცა ხში­რად სტუმ­რობ­და გე­ნერ­ლის ოჯახს პა­რი­ზის მახ­ლობ­ლად – შა­ტუ­ში. სა­ყო­ველ­თა­ო­დაა ცნო­ბი­ლი შა­ტუ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი მა­თი ფო­ტო.
ქაქუცა ჩოლოყაშვილის პასპორტი უცხოეთში
2007 წელს გე­ნერ­ლის ქა­ლიშ­ვილ­მა, ქალ­ბა­ტონ­მა ნა­ნო კვი­ნი­ტა­ძემ სა­ქარ­თვე­ლოს ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნულ ცენტრს გა­დას­ცა მა­მის პი­რა­დი არ­ქი­ვი, სა­დაც სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლებ­თან ერ­თად, აღ­მოჩ­ნდა გი­ორ­გი კვი­ნი­ტა­ძის ოჯახ­ში 1925 წელს გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო, რო­მელ­ზეც გა­მო­სა­ხუ­ლი არი­ან ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი, შალ­ვა ამი­რე­ჯი­ბი, 1924 წლის აგ­ვის­ტოს აჯან­ყე­ბის მთა­ვარ­სარ­და­ლი, გე­ნე­რა­ლი სპი­რი­დონ ჭავ­ჭა­ვა­ძე და სხვ.

სამ­შობ­ლო­ზე ფიქ­რმა, დე­დის, მე­უღ­ლის, შვი­ლე­ბის ნახ­ვის სურ­ვილ­მა გა­ტე­ხა ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი. ამას ისიც და­ერ­თო, რომ ძვე­ლი ჭრი­ლო­ბა გა­ეხ­სნა. გა­აგ­ზავ­ნეს მთებ­ში სამ­კურ­ნა­ლოდ, მაგ­რამ მი­სი ჯან­მრთე­ლო­ბა მა­ინც უა­რეს­დე­ბო­და. 1930 წლის 27 ივ­ნისს ოტ­-სა­ვუ­ას რე­გი­ონ­ში მდე­ბა­რე პრას­კუ­და­ნის სა­ნა­ტო­რი­უმ­ში ცუ­დად გახ­და. იმა­ვე დღეს პა­რი­ზი­დან ჩა­მო­ვი­და მი­სი მე­გო­ბა­რი, ცნო­ბი­ლი ექი­მი ვახ­ტანგ ღამ­ბა­ში­ძე.

ქა­ქუ­ცას სას­თუ­მალ­თან ედო ტყავ­ში გა­მო­კე­რი­ლი ქარ­თუ­ლი მი­წა და ჯვა­რი, რო­მე­ლიც ტყე­ში გას­ვლის წინ ქა­ლიშ­ვი­ლის­თვის გა­მო­ურ­თმე­ვი­ა, რად­გან თა­ვი­სი ვერ უპო­ვი­ა. 29 ივ­ნი­სის ღა­მეს თა­ვი­სი ქა­ლიშ­ვი­ლი და­სიზ­მრე­ბია, რო­მე­ლიც სთხოვ­და, მა­მა, მო­მე­ცი ჩე­მი ჯვა­რი­ო. უთ­ქვამს, ახ­ლა კი გა­თავ­და ჩე­მი სი­ცოცხ­ლე­ო. "იქ­ნე­ბო­და 29 ივ­ნი­სის და­ახ­ლო­ე­ბით 11 სა­ა­თი, რო­ცა მე და ვახ­ტან­გი ქა­ქუ­ცას პა­ლა­ტა­ში შე­ვე­დით. მან რა­ღაც და­ი­ლა­პა­რა­კა. მა­შინ­ვე მივ­ცვივ­დით და ხე­ლით წა­მო­ვუ­წიე თა­ვი ქა­ქუ­ცას. მან კი­დევ და­იხ­რი­ა­ლა. აი, ეს იყო უკა­ნას­კნე­ლი დახ­მა­უ­რე­ბა ამ დი­დი მებ­რძო­ლი­სა, რო­მე­ლიც ვეფ­ხვი­ვით ებ­რძო­და თვით სიკ­ვდილ­საც კი!" (ა­ლექ­სან­დრე სულ­ხა­ნიშ­ვი­ლი).

სიკ­ვდი­ლის წინ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­შინ­ლად სძაგ­და კრე­მა­ცი­ა, უთხ­ო­ვი­ა, მი­სი ნეშ­ტი და­ეწ­ვათ, ერ­თა­დერ­თი მი­ზე­ზის გა­მო, იქ­ნე­ბა ასე მა­ინც მოვ­ხვდე სა­ქარ­თვე­ლო­ში­ო. ალექ­სან­დრე სულ­ხა­ნიშ­ვილ­მა ეს არ გა­ა­კე­თა, არ უნ­დო­და ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნის ნეშ­ტის დაწ­ვა. უამ­რა­ვი ხალ­ხი და­ეს­წრო ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლის და­საფ­ლა­ვე­ბას, მთე­ლი ქუ­ჩა სავ­სე იყო... 10 კი­ლო­მეტ­რზე მე­ტი ხე­ლით ატა­რეს ქა­ქუ­ცას ცხე­და­რი პა­რი­ზის სენ­ტ-უ­ა­ნის სა­საფ­ლა­ომ­დე. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ქა­ქუ­ცას ნეშ­ტი ლე­ვილ­ში გა­და­ას­ვე­ნეს, 2005 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე კი მან სა­მუ­და­მო გან­სას­ვე­ნე­ბე­ლი სამ­შობ­ლო­ში, მთაწ­მინ­დის პან­თე­ონ­ში ჰპო­ვა.

გო­ჩა სა­ი­თი­ძე
ჟურნალი "ისტორიანი",#8
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, რამდენად ხშირად ხდება დღეს  საქართველოში თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების პირადი მიზნებისთვის გამოყენება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რამდენად ხშირად ხდება დღეს საქართველოში თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების პირადი მიზნებისთვის გამოყენება?
თვის კითხვადი სტატიები