"წიწამურში რომ მოკლეს ილია..."
21-12-2017
"წიწამურში რომ მოკლეს ილია..."
მარად და ყველგან საქართველოვ,
მე ვარ შენთანა!..
ილია ჭავჭავაძე


ილაპარაკეთ, ბევრი ილაპარაკეთ, ბევრი წერეთ, ბატონებო, ილიაზე,
რაც შეიძლება ბევრი!
ვაჟა-ფშაველა

სამშობლოსათვის გასახსენებლად
კრწანისზე მწარე წიწამურია.
ოთარ ჭელიძე

ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ღირ­სე­ულ შვილ­თა შო­რის ილია ჭავ­ჭა­ვა­ძეს გა­მორ­ჩე­უ­ლი ად­გი­ლი უკა­ვია. ილია ერს გან­გე­ბამ მო­უვ­ლი­ნა სწო­რედ მა­შინ, რო­დე­საც ყვე­ლა­ზე მე­ტად უჭირ­და. ერ­თი შე­ხედ­ვით, თით­ქოს ჩვენს მი­წა-წყალ­ზე სიმ­შვი­დე სუ­ფევ­და, წარ­სულს ჩაჰ­ბა­რე­ბო­და გა­მა­ჩა­ნა­გე­ბე­ლი სის­ხლის მღვრე­ლი ომე­ბი სამ­ხრე­თე­ლი მე­ზობ­ლე­ბის­გან და გუ­ლის გა­მაწ­ვრი­ლე­ბე­ლი მრა­ვა­ლი ში­ნა­უ­რი ჭი­რი. სი­ნამ­დვი­ლე­ში ჩვე­ნი
ერის­თვის XIX სა­უ­კუ­ნე, გან­სა­კუთ­რე­ბით კი მი­სი მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი გახ­ლდათ უმ­ძი­მე­სი დრო.

ქვე­ყა­ნა ორი გუ­ბერ­ნი­ი­სა და რამ­დე­ნი­მე ოკ­რუ­გის სა­ხით ოკუ­პი­რე­ბულ-ანექ­სი­რე­ბუ­ლი იყო რუ­სე­თის მი­ერ. 1801 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი და წლი­დან წლამ­დე, თან­და­თა­ნო­ბით, ერ­თი შე­ხედ­ვით შე­უმ­ჩნევ­ლად, მაგ­რამ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და რუ­სუ­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი იდე­ი­სა და პო­ლი­ტი­კის მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნე­ობ­რი­ვი მი­ზა­ნი: ქარ­თველ ერ­ში ფეხს
იკი­დებ­და რუ­სი­ფი­კა­ცია და დე­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცია. სამ­წუ­ხა­როდ, ათას­წლე­უ­ლე­ბის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბა­გა­მოვ­ლი­ლი ერის შიგ­ნით ამ პრო­ცე­სის იდე­ო­ლო­გე­ბიც გა­მოჩ­ნდნენ.

XIX სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში მსოფ­ლი­ო­ში, სო­ცი­ა­ლურ-პო­ლი­ტი­კურ სფე­რო­ში გე­ნე­რა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი ხდე­ბა: ლი­ბე­რა­ლო­ბა, დე­მოკ­რა­ტიზ­მი, სო­ცი­ა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა, ეროვ­ნუ­ლი გა­მოღ­ვი­ძე­ბა.
ის­ტო­რი­უ­ლად ასე იყო, - სწო­რედ ასეთ ურ­თუ­ლეს, გარ­დამ­ტეხ ეპო­ქა­ში გა­მოჩ­ნდე­ბო­და ხოლ­მე ერის ღირ­სე­უ­ლი შვი­ლი, ღირ­სე­უ­ლი წი­ნამ­ძღო­ლი. ასე მო­ევ­ლი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს ვახ­ტანგ გორ­გა­სა­ლი, და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი, გი­ორ­გი ბრწყინ­ვა­ლე... ასე მოხ­და XIX სა­უ­კუ­ნის 60-ია­ნი წლე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­შიც. და ეს წი­ნამ­ძღო­ლი სწო­რედ დი­დი ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე გახ­ლდათ.

სა­ქარ­თვე­ლო­სა და ქარ­თვე­ლი ერის მო­მავ­ლის შე­სა­ხებ მრა­ვა­ლი მო­საზ­რე­ბა, თე­ო­რია, მი­მარ­თუ­ლე­ბა, პო­ზი­ცია ჩა­მო­ყა­ლიბ­და. დღე­ვან­დელ­მა გა­და­სა­ხედ­მა (გო­ნი­ერ­ნი მა­ში­ნაც ნათ­ლად ხე­დავ­დნენ) აჩ­ვე­ნა, რომ ყვე­ლა­ზე თა­ნა­მიმ­დევ­რუ­ლი, აღ­მა­ვალ-პროგ­რე­სუ­ლი, ეროვ­ნუ­ლიც, სო­ცი­ა­ლუ­რიც და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ცი­ვი­ლი­ზე­ბულ მსოფ­ლი­ო­სა და გა­მარ­ჯვე­ბამ­დე მიმ­ყვა­ნი სწო­რედ ილი­ას გზა იყო.
ეტლი, რომელშიც მოკლეს ილია ჭავჭავაძე (კოფოზე სხვა მეეტლე ზის)
ამას გრძნობ­და ბევ­რი მო­კე­თე და ამი­ტო­მაც ჩა­მო­ყა­ლიბ­და დი­დი გუნ­დი სა­მო­ცი­ა­ნელ­თა სა­ხით. სამ­წუ­ხა­როდ, ამას­ვე გრძნობ­დნენ მტრე­ბიც რო­გორც რუ­სუ­ლი ოფი­ცი­ო­ზის, ასე­ვე სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბი­სა და პარ­ტი­ის სა­ხით, რო­მელ­ნიც ილი­ა­სა და ილი­ას გზა­ში დიდ და და­უძ­ლე­ველ ბა­რი­ერს ხე­დავ­დნენ ვიწ­რო პარ­ტი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით, თუ მსოფ­ლიო რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი ქა­რიშ­ხლის ბოდ­ვა­ში.
...და 1907 წლის 30 აგ­ვის­ტოს მოხ­და დი­დი ტრა­გე­დია. ფი­ზი­კუ­რად ჩა­მო­ი­შო­რეს დი­დი ილია და რო­გორც გა­ლაკ­ტი­ო­ნი წერ­და, "მა­შინ ეპო­ქა გა­თავ­და დი­დი".

მა­შინ­ვე შე­იქ­მნა ილი­ას მკვლე­ლო­ბის სხვა­დას­ხვა ვერ­სია, ოფი­ცი­ა­ლუ­რიც, არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რიც. მას შემ­დეგ აწუ­ხებს ქარ­თველ ხალხს სი­მარ­თლის დად­გე­ნის სურ­ვი­ლი. და­ი­ჭი­რეს მკვლე­ლე­ბი თუ ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბი, ზო­გი მათ­გა­ნი დახ­ვრი­ტეს კი­დეც. ბევ­რი და­ი­წე­რა მკვლე­ლებ­ზე, მკვლე­ლო­ბის შემ­კვე­თებ­ზე. და­ი­წე­რა და მო­მა­ვალ­შიც და­ი­წე­რე­ბა. რაც დრო გა­დის, თით­ქოს სულ უფ­რო ეხ­დე­ბა ფარ­და ილი­ას მკვლე­ლო­ბის სუ­რათს და იმავ­დრო­უ­ლად... სულ უფ­რო მე­ტი კით­ხვა რჩე­ბა პა­სუხ­გა­უ­ცე­მე­ლი. ბუ­ნებ­რი­ვია, არ­სე­ბობს სხვა­დას­ხვა ვერ­სია ილი­ას მკვლე­ლო­ბის უშუ­ა­ლო მო­ნა­წი­ლე­ე­ბი­სა და ორ­გა­ნი­ზა­ტორ­თა შე­სა­ხებ.

ჟურ­ნა­ლი "ის­ტო­რი­ა­ნი" გა­ნაგ­რძობს რუბ­რი­კა "დის­კუ­სი­ას" და მკით­ხვე­ლის სამ­სჯავ­რო­ზე გა­მოგ­ვაქვს მწერ­ლი­სა და ლი­ტე­რა­ტო­რის, ნო­დარ გრი­გა­ლაშ­ვი­ლი­სა და ის­ტო­რი­კო­სი­სა და ფი­ლო­სო­ფო­სის, პრო­ფე­სორ გუ­რამ ყო­რა­ნაშ­ვი­ლის მო­საზ­რე­ბე­ბი. ორი­ვე მკვლე­ვარ­მა ილი­ას მოღ­ვა­წე­ო­ბი­სა და მი­სი ცხოვ­რე­ბის ტრა­გი­კუ­ლი და­სას­რუ­ლის ამ­სახ­ვე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის შეს­წავ­ლას არა­ერ­თი წე­ლი მო­ან­დო­მა. გა­მოს­ცეს არა­ერ­თი ნაშ­რო­მი თუ სქელ­ტა­ნი­ა­ნი წიგ­ნი. თუმ­ცა ზო­გი­ერთ სა­კით­ხზე გა­აჩ­ნი­ათ ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბა­ნი, რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლიც კი. ჩვენ შე­ვე­ცა­დეთ, სწო­რედ ამ რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბულ მო­საზ­რე­ბებ­ზე გა­დაგ­ვე­ტა­ნა აქ­ცენ­ტი.

რე­დაქ­ცია მად­ლო­ბას უხ­დის ორი­ვე შე­მოქ­მედს ჩვენს დის­კუ­სი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სათ­ვის.
ერ­თსაც დავ­ძენ­დით: გა­მო­საკ­ვლე­ვი დი­დი ილი­ას მკვლე­ლო­ბის გა­რე­მო­ე­ბა­თა შე­სა­ხებ კვლა­ვაც ბევ­რია. დღის სი­ნათ­ლეს ელო­დე­ბა მრა­ვა­ლი სა­არ­ქი­ვო მო­ნა­ცე­მი და დო­კუ­მენ­ტი არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ აზერბაიჯანში და რუსეთის რამდენიმე ქალაქში. რომ იტ­ყვი­ან, კვლავ უზ­ღვა­ვი და უკი­დე­გა­ნო სა­მუ­შა­ოა. "ის­ტო­რი­ა­ნი" კი მზად არის, ყო­ვე­ლი­ვე ეს თა­ვის ფურ­ცლებ­ზეც გა­ა­შუ­ქოს.

გურამ ყორანაშვილი

რატომ და როგორ მოკლეს ილია
ქარ­თველ­თა შეგ­ნე­ბუ­ლი ნა­წი­ლი ეჭ­ვის თვა­ლით უყუ­რებ­და ჩვე­ნი დი­დი წი­ნაპ­რის მკვლე­ლო­ბის გა­რე­მო­ე­ბებ­ზე ოფი­ცი­ა­ლურ-ცა­რის­ტუ­ლი რუ­სე­თი­სა და საბ­ჭო­ურ ვერ­სი­ებს. ფიქ­რობ­დნენ, რომ ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე ჩვე­უ­ლებ­რივ ყა­ჩაღ­თა ბან­დას არ მო­უკ­ლავს ძარ­ცვა-გლე­ჯის მო­ტი­ვით. ასე­ვე, საბ­ჭო­უ­რი თე­მი­დის გა­ნა­ჩე­ნის მი­უ­ხე­და­ვად, და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დენ­ნი უფ­რო გან­საზ­ღვრუ­ლი სო­ცი­ა­ლურ-პო­ლი­ტი­კუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ.

1980-ია­ნი წლე­ბის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში ფარ­თოდ გაშ­ლი­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი, ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა ერთ-ერ­თი მოთ­ხოვ­ნა გახ­ლდათ ილი­ას მკვლე­ლო­ბის ნამ­დვი­ლი, ობი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზე­ბის დად­გე­ნა. იმ­ჟა­მინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და კო­მი­სი­ის შექ­მნას და­თან­ხმე­ბუ­ლი­ყო (თავ­და­პირ­ვე­ლად 23 კა­ცის შე­მად­გენ­ლო­ბით, შემ­დგომ კი ათიც და­ა­მა­ტეს). მაგ­რამ, რო­გორც ხში­რად ხდე­ბა ხოლ­მე, მით უფ­რო სა­ქარ­თვე­ლო­ში, ამ კო­მი­სი­ას სა­კით­ხის შე­სას­წავ­ლად და გა­მო­სარ­კვე­ვად თით­ქმის არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია.

თუმ­ცა უმ­ჯო­ბე­სია, ფაქ­ტე­ბის შეს­წავ­ლა თა­ნა­მიმ­დევ­რო­ბით და­ვიწ­ყოთ.
ფრი­ად სა­ყუ­რად­ღე­ბოა მე­ფის რუ­სე­თის ხე­ლი­სუ­ფალ­თა ქმე­დე­ბა. ილი­ას მკვლე­ლო­ბის მე­სა­მე დღეს თბი­ლი­სის გუ­ბერ­ნა­ტო­რი მე­ფის კან­ცე­ლა­რი­ას ატ­ყო­ბი­ნებ­და, რომ სა­ხელ­მწი­ფო საბ­ჭოს წევ­რი ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე მოკ­ლეს გლე­ხებ­მა, აგ­რა­რულ ნი­ა­დაგ­ზე, სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტე­ბის წა­ქე­ზე­ბით და რომ ძარ­ცვა სი­მუ­ლი­რე­ბუ­ლია. ე.ი. გა­მო­დის, რომ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნი­დან სულ მოკ­ლე ხან­ში ად­გი­ლობ­რივ­მა კავ­კა­სი­ურ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მი­სი მი­ზე­ზე­ბის თა­ო­ბა­ზე საკ­მა­რი­სად ბევ­რი რამ იცო­და.

თუმც კი პირ­ვე­ლი­ვე სა­სა­მარ­თლომ, რო­მე­ლიც მკვლე­ლო­ბი­დან წე­ლი­წა­დი­სა და სა­მი თვის შემ­დგომ გა­ი­მარ­თა, და­ად­გი­ნა, რომ მკვლე­ლო­ბა ოდენ ყა­ჩა­ღო­ბის სა­ბა­ბით იყო ჩა­დე­ნი­ლი!

გა­ი­ა­რა კი­დევ რვა თვემ. ამ პე­რი­ოდ­ში და­ა­პა­ტიმ­რეს (სულ სხვა და­ნა­შა­უ­ლის­თვის) ილი­ას მკვლე­ლო­ბის ერთ-ერ­თი აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე ვა­ნო ინაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც უბი­რი თე­დო ლა­ბა­უ­რის, პავ­ლე ფშავ­ლიშ­ვი­ლი­სა და გი­ორ­გი ხი­ზა­ნიშ­ვი­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ამ სა­ზა­რე­ლი და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ ბევ­რი რამ იცო­და. მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მე­ო­რე სა­სა­მარ­თლო­მაც იგი­ვე­ნა­ი­რი გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ი­ტა­ნა.

ის­მის კით­ხვა: მე­ფის ოხ­რან­კა-ჟან­დარ­მე­რი­ამ, რო­მე­ლიც, უნ­და ით­ქვას, რომ თა­ვი­სი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით გა­მო­ირ­ჩე­ო­და იმ­დრო­ინ­დელ მსოფ­ლი­ო­ში, რა­ტომ ვერ მო­ა­ხერ­ხა მკვლე­ლო­ბის ერთ-ერ­თი აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე "იმერ­ელი­სა" და გიგ­ლა ბერ­ბი­ჭაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბაც. ამა­საც რომ თა­ვი და­ვა­ნე­ბოთ, მათ ხომ უკ­ვე აყ­ვა­ნი­ლი ჰყავ­დათ ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ვა­ნო ინაშ­ვი­ლი, აგ­რეთ­ვე გა­ლავ­ნე­ლი ლავ­რენ­ტი ასა­თი­ა­ნი, რო­მელ­თაც ამ და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ ბევ­რი რამ იცოდ­ნენ. ასე­ვე, რა­ტომ არ გა­მო­ი­ძი­ეს ე.წ. ბახ­ვის კრე­ბის საქ­მე და რა­ტომ არ გა­მახ­ვილ­და ყუ­რად­ღე­ბა ბა­თუ­მი­დან სპე­ცი­ა­ლუ­რად ჩა­მო­სულ ორ პირ­ზე...
მოსამართლე ი.ოდიშელი
ერ­თი სიტ­ყვით, თუ ჯერ კი­დევ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის პირ­ველ ხა­ნებ­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ნათ­ლად ხე­დავ­და ქარ­თვე­ლი სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტე­ბის, ანუ რო­გორც მა­შინ ეძახ­დნენ, ეს­დე­კე­ბის ნაკ­ვა­ლევს შემ­ზა­რავ მკვლე­ლო­ბა­ში, მა­შინ რო­გორ მოხ­და, რომ ხან­გრძლი­ვი "გა­მო­ძი­ე­ბის" შე­დე­გად მან ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ვე­რა­ფე­რი და­ად­გი­ნა.

ჩვე­ნი მტკი­ცე შე­ხე­დუ­ლე­ბით, ილი­ას მკვლე­ლო­ბის საქ­მე იყო ერ­თობ­ლი­ვი ნა­მოქ­მე­და­რი მე­ფის რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, უშუ­ა­ლოდ ოხ­რან­კა-ჟან­დარ­მე­რი­ი­სა და ქარ­თვე­ლი ეს­დე­კე­ბის, ძი­რი­თა­დად მი­სი რა­დი­კა­ლუ­რი, მე­მარ­ცხე­ნე ნა­წი­ლი­სა (ბოლ­შე­ვი­კე­ბის). ამ თვალ­საზ­რისს გა­მოვ­თქვამ­დით მო­ნოგ­რა­ფი­ა­ში "წი­წა­მუ­რის ტრა­გე­დი­ის სა­ი­დუმ­ლო", რო­მე­ლიც 2004 წელს და­ი­ბეჭ­და. იგი­ვე გა­ი­მე­ო­რა აწ გარ­დაც­ვლილ­მა ცნო­ბილ­მა ის­ტო­რი­კოს­მა, პატ­რი­ო­ტიზ­მით გა­მორ­ჩე­ულ­მა, სრუ­ლი­ა­დაც არა ჰო­მო სო­ვ­ე­ტი­კუსმა, პრო­ფე­სორ­მა გი­ვი ჟორ­და­ნი­ამ თა­ვის 2005 წელს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ მო­ნოგ­რა­ფი­ა­ში "მარ­ტვი­ლო­ბა მე­სი­ი­სა". თა­ვის­თა­ვად უკ­ვე ის ფაქ­ტი, რომ ერ­თმა­ნე­თის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად ერ­თი და იგი­ვე შე­ხე­დუ­ლე­ბა გა­მოთ­ქვა ორ­მა, ვბე­დავთ ამის თქმას, პრო­ფე­სი­ო­ნალ­მა ის­ტო­რი­კოს­მა და თა­ნაც საკ­მა­ოდ ხან­გრძლი­ვი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად, ვფიქ­რობთ, ბევ­რის მთქმე­ლი უნ­და იყოს.

ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ მე­ფის რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­მო­ძი­ე­ბა და სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი წარ­მარ­თა ძა­ლი­ან ზე­და­პი­რუ­ლად. მან არ მო­ი­სურ­ვა ჭეშ­მა­რი­ტე­ბის დად­გე­ნა არა უბ­რა­ლოდ ეს­დე­კე­ბი­სად­მი რა­მე სიმ­პა­თი­ის გა­მო, არა­მედ იმი­ტომ, რომ ხელს არ აძ­ლევ­და ამ უკა­ნას­კნელ­თა მხი­ლე­ბა. ეს რომ გა­ე­კე­თე­ბი­ნა, მა­შინ ხომ თვი­თო­ნაც გა­მო­აშ­კა­რავ­დე­ბო­და.

თით­ქოს დიდ პა­რა­დოქ­სთან გვაქვს საქ­მე. ილი­ას მკვლე­ლო­ბამ გა­ა­ერ­თი­ა­ნა ორი ერ­თმა­ნე­თი­სად­მი სამ­კვდრო-სა­სი­ცოც­ხლოდ და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი ძა­ლა. მაგ­რამ ეს პა­რა­დოქ­სი ად­ვი­ლად აიხ­სნე­ბა. 1905-07 წლებ­ში ჩვენ­მა უდი­დეს­მა ეროვ­ნულ­მა მოღ­ვა­წემ, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძემ დი­დი ძა­ლის­ხმე­ვა გა­მო­ი­ჩი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს ავ­ტო­ნო­მი­ის მო­პო­ვე­ბის­თვის ბრძო­ლა­ში. იგი ასე­ვე იღ­ვწო­და ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის მო­სა­პო­ვებ­ლად, სიკ­ვდი­ლის დას­ჯის გა­სა­უქ­მებ­ლად და სხვ. მსგავ­სი რამ კი, ბუ­ნებ­რი­ვია, ხელს არ აძ­ლევ­და მე­ფის რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და სა­უ­ბე­დუ­როდ, არც ქარ­თველ ეს­დე­კებს. ამ­რი­გად, ვე­რა­გუ­ლი საქ­მის აღ­სრუ­ლე­ბი­სას ისი­ნი ბუ­ნებ­რი­ვი მო­კავ­ში­რე­ნი აღ­მოჩ­ნდნენ.

მკვლე­ლო­ბა და­გეგ­მი­ლი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო არა 1907 წლის აგ­ვის­ტოს ბო­ლოს ან თუნ­დაც თვის და­საწ­ყის­ში და არა გუ­რი­ის მაზ­რის სო­ფელ ბახ­ვსა ან­და დუ­შე­თის მაზ­რის სო­ფელ ახა­ტან­ში, არა­მედ სა­ვა­რა­უ­დოდ, თბი­ლი­სის ბოლ­შე­ვი­კე­ბის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ბი­უ­როს მთა­ვარ დაჯ­გუ­ფე­ბა­ში. გა­ცი­ლე­ბით უფ­რო ად­რე და თა­ნაც, რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, თბი­ლის­ში. ვფიქ­რობთ, ეს უნ­და მომ­ხდა­რი­ყო 1907 წლის თე­ბერ­ვლის ბო­ლოს, რო­დე­საც ბოლ­შე­ვი­კურ­მა გა­ზეთ­მა "ჩვენ­მა ცხოვ­რე­ბამ" ილი­ა­ზე ბინ­ძუ­რი პას­კვი­ლი (ირო­დი­ონ ევ­დოშ­ვი­ლის მი­ერ და­წე­რი­ლი) და­ბეჭ­და, ან­და მარტ-აპ­რილ­ში.

უპირ­ვე­ლე­სად მი­მარ­თეს ილი­ას გა­რე­მოც­ვა­ში აგენ­ტის ჩა­ნერ­გვის ხერხს, რაც ჩვე­უ­ლი რამ გახ­ლდათ რო­გორც ოხ­რან­კა-ჟან­დარ­მე­რი­ის­თვის, ისე ქარ­თვე­ლი ეს­დე­კე­ბის­თვის. ამის­თვის კი გა­მო­ი­ყე­ნეს ფრი­ად ოდი­ო­ზუ­რი პი­რი, ასო­თამ­წყო­ბი და ჟურ­ნა­ლის­ტი დი­მიტ­რი ჯა­ში. შან­ტა­ჟის გზით მო­ხერ­ხდა, რომ ეს უკა­ნას­კნე­ლი და­უ­ახ­ლო­ვეს ილი­ას დას, ქვრივ ელი­სა­ბედს. ივ­ნი­სის და­საწ­ყი­სში ფი­ზი­კუ­რად მო­ი­შო­რეს ილი­ას მო­უ­რა­ვი სა­გუ­რა­მო­ში, მო­სე მე­მა­ნიშ­ვი­ლი (მე­უღ­ლი­თურთ). ამ მკვლე­ლო­ბის საქ­მე სე­რი­ო­ზუ­ლად არა­ვის გა­მო­უ­ძი­ე­ბია და მა­ლე შეწ­ყვი­ტეს კი­დეც. წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, ეს ჩა­ი­დი­ნეს ილი­ას - იმ დრო­ის­თვის სა­ხელ­მწი­ფოს საბ­ჭოს წევ­რის მი­მართ!

მოკ­ლუ­ლი მო­უ­რა­ვი ჩა­ა­ნაც­ვლეს სწო­რედ ავად­სახ­სე­ნე­ბე­ლი დი­მიტ­რი ჯა­შით. ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის მუ­ზე­უმ­ში და­ცულ ალექ­სან­დრე კოჭ­ლა­ვაშ­ვი­ლი­სე­ულ (იგი საბ­ჭო­უ­რი სა­სა­მარ­თლოს პრო­ცეს­ში გიგ­ლა ბერ­ბი­ჭაშ­ვილს დაჰ­კით­ხავ­და) ფონ­დში არის დო­კუ­მენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ადას­ტუ­რე­ბენ დი­მიტ­რი ჯა­ში­სა და გიგ­ლა ბერ­ბი­ჭაშ­ვი­ლის კავ­შირს, მათ შეხ­ვედ­რას მცხე­თის პრის­ტა­ვის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ სტა­ნის­ლავ გრი­ცი­უ­ნა­სთან. ეს დო­კუ­მენ­ტე­ბი გა­მო­ი­ყე­ნა ბა­ტონ­მა გი­ვი ჟორ­და­ნი­ამ, ასე­ვე მეც და­სა­ხე­ლე­ბულ წიგ­ნებ­ში. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო ცნო­ბაა ჩვე­ნი პო­ლი­ტე­მიგ­რან­ტის, ალექ­სან­დრე სულ­ხა­ნიშ­ვი­ლის მი­ერ 1989 წლის მა­ის­ში ბა­ტონ გი­ვი ჟორ­და­ნი­ა­სად­მი გაგ­ზავ­ნილ წე­რილ­შიც.
გიგლა ბერბიჭაშვილი სასამართლო პროცესზე
აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ცენ­ტრა­ლურ სა­ის­ტო­რიო არ­ქივ­ში ჩვენ მო­ვი­ძი­ეთ დო­კუ­მენ­ტი - სტა­ნის­ლავ გრი­ცი­უ­ნა­სის საქ­მე, სა­ი­და­ნაც ვი­გებთ, რომ იგი სა­გან­გე­ბოდ შე­არ­ჩი­ეს თბი­ლის­ში, რო­გორც წარ­მო­შო­ბით არა რუ­სი, არა­მედ ლიტ­ვე­ლი. პო­ლი­ცი­ის და­ბალ­ჩი­ნო­სა­ნი, ე.წ. ოკო­ლო­ტოჩ­ნი­კი გრი­ცი­უ­ნა­სი გა­და­უყ­ვა­ნი­ათ დუ­შე­თის მაზ­რის მცხე­თის უბ­ნის (უჩას­ტოკის) პრის­ტა­ვის მო­ვა­ლე­ო­ბის დრო­ე­ბით შემ­სრუ­ლებ­ლად. მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ კი მა­ლე პრის­ტა­ვი (ბო­ქა­უ­ლი) გამ­ხდა­რა. მცი­რე ხნის შემ­დეგ კი გად­მო­უყ­ვა­ნი­ათ თბი­ლი­სის ორი სა­პო­ლი­ციო უბ­ნის პრის­ტა­ვად და თა­ნაც და­უ­ჯილ­დო­ე­ბი­ათ წმინ­და სტა­ნის­ლა­ვის მე­სა­მე ხა­რის­ხის ორ­დე­ნით. რა დამ­სა­ხუ­რე­ბის­თვის, ამის გა­გე­ბა არ უნ­და იყოს ძნე­ლი.

გა­და­საწ­ყვე­ტი პრობ­ლე­მაა, ვინ იყო "იმე­რე­ლი", ერთ-ერ­თი ოთ­ხთა­გა­ნი ილი­ას მკვლელ­თა­გან. თით­ქოს ამის დად­გე­ნა ძა­ლი­ან ად­ვი­ლი იყო გიგ­ლა ბერ­ბი­ჭაშ­ვი­ლის საქ­მის (1941-42 წწ.) წარ­მო­ე­ბი­სას, მაგ­რამ საბ­ჭო­ურ­მა თე­მი­დამ ყვე­ლა­ფე­რი იღო­ნა, რა­თა სა­კითხს ნა­თე­ლი არ მოჰ­ფე­ნო­და. და­ად­გი­ნეს, რომ მე­ოთ­ხე მკვლე­ლი იყო… ლა­დო ფე­იქ­რიშ­ვი­ლი, წარ­მო­შო­ბით გა­რე­კა­ხე­ლი (სო­ფელ ნო­რი­ო­დან). ჩვე­ნი მტკი­ცე შე­ხე­დუ­ლე­ბით, "იმე­რე­ლი" გახ­ლდათ სერ­გო ორ­ჯო­ნი­კი­ძე.

ამის თა­ო­ბა­ზე მრა­ვა­ლი არ­გუ­მენ­ტის მოხ­მო­ბა შეგ­ვიძ­ლია. ამ­ჯე­რად მხო­ლოდ ერ­თზე გა­ვა­მახ­ვი­ლებთ ყუ­რად­ღე­ბას. ცნო­ბი­ლი ნოე რა­მიშ­ვი­ლის დის­შვი­ლი შალ­ვა ბე­რიშ­ვი­ლი, სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის (მენ­შე­ვი­კე­ბი­სა) ერთ-ერ­თი აქ­ტი­უ­რი წევ­რი, ერთხანს საქ­მი­ა­ნობ­და პა­რიზ­ში, სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის საზ­ღვარ­გა­რე­თის ბი­უ­რო­ში. იგი იხ­სე­ნებ­და: "1938 წლის ზამ­თარ­ში, რო­დე­საც სერ­გო ორ­ჯო­ნი­კი­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ გა­მოც­ხად­და (მთხრო­ბელს შე­ე­შა­ლა: უნ­და იყოს 1937 წე­ლი. - გ. ყ.), ქარ­თვე­ლი და რუ­სი სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტე­ბის ერთ-ერ­თი მე­გობ­რუ­ლი შეხ­ვედ­რის დროს (ასე­თი შეხ­ვედ­რე­ბი საკ­მა­ოდ ხში­რად იმარ­თე­ბო­და), რუს­მა მე­გობ­რებ­მა გვკით­ხეს, რა აზ­რი­სა ვართ სერ­გო ორ­ჯო­ნი­კი­ძის პი­როვ­ნე­ბის შე­სა­ხებ. ჩვენ, რა თქმა უნ­და, ყო­ველ­ნა­ი­რად ჩა­ვაქ­ვეს­კნე­ლეთ და შე­ვაჩ­ვე­ნეთ სერ­გო ორ­ჯო­ნი­კი­ძე.

მა­შინ ერთ-ერ­თმა რუს­მა ამ­ხა­ნაგ­მა გვით­ხრა: ორ­ჯო­ნი­კი­ძის ცოდ­ვებს კი­დევ ერ­თი ცოდ­ვა და­უ­მა­ტე­თო და გვი­ამ­ბო, რომ იგი პა­რიზ­თან ახ­ლოს 1911 თუ 1912 წელს (1911 წელს. - გ. ყ.) ლონ­ჟი­უ­მო­ში ლე­ნი­ნის მი­ერ მოწ­ყო­ბილ პარ­ტი­ულ კურ­სებ­ზე ორ­ჯო­ნი­კი­ძეს­თან ერ­თად ის­მენ­და ლექ­ცი­ებს. ერთ-ერ­თი ლექ­ცი­ის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ლე­ნი­ნი გა­სუ­ლა სა­მუ­შაო ოთა­ხი­დან. ჩვენ­თან დარ­ჩა მი­სი მე­უღ­ლე ნა­დეჟ­და კრუპ­სკა­ი­აო (კრუპ­სკა­ი­აც ხში­რად ეს­წრე­ბო­და ლექ­ცი­ებს). გა­მარ­თუ­ლა სა­უ­ბა­რი, რომ­ლის დრო­საც ზო­გი­ერთ ამ­ხა­ნაგს მო­უ­გო­ნე­ბია თა­ვი­სი რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი დამ­სა­ხუ­რე­ბა­ნი რუ­სეთ­ში. სერ­გო ორ­ჯო­ნი­კი­ძეს უამ­ბნია, რომ იგი რე­ვო­ლუ­ცი­ის ტე­რო­რის­ტი იყო და ისიც უხ­სე­ნე­ბია, რომ 1907 წელს პარ­ტი­ის და­ვა­ლე­ბით იძუ­ლე­ბუ­ლი იყო, გა­რე­უ­ლი­ყო ერთ ცნო­ბილ მწე­რალ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ტე­რო­რის­ტულ აქ­ტში. ამას­თან აღუ­ნიშ­ნავს, რომ ეს მწე­რა­ლი იყო რე­აქ­ცი­ო­ნე­რი და სა­ხელ­მწი­ფო საბ­ჭოს წევ­რი" (იხ. გა­ზე­თი "ერ­თო­ბა", 1991 წ. #4).

სერ­გო ორ­ჯო­ნი­კი­ძე რომ იმ­ხა­ნად (მით უმე­ტეს, ილი­ას მკვლე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში) არა­ფერს წარ­მო­ად­გენ­და და ოდენ "სტა­ლი­ნის ვი­რო­ბით" იკა­ფავ­და პარ­ტი­უ­ლი კა­რი­ე­რის­კენ გზას, ეს კარ­გად არის ცნო­ბი­ლი. მი­სი მეშ­ვე­ო­ბით ამ სა­ზა­რელ და ერის­თვის სა­მარ­ცხვი­ნო მკვლე­ლო­ბა­ში ჩვენ ვხე­დავთ კვალს იო­სებ ჯუ­ღაშ­ვილ-სტა­ლი­ნის­კენ. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ზე­მოთ მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი ბოლ­შე­ვი­კუ­რი გა­ზე­თის რე­დაქ­ტო­რი სწო­რედ იგი იყო. გვაქვს სხვა შე­სა­ბა­მი­სი ფაქ­ტე­ბიც: იო­სებ ჯუ­ღაშ­ვი­ლი-სტა­ლი­ნი ნაც­ნო­ბობ­და ვა­ნო ინაშ­ვილ­თან, ლავ­რენ­ტი ასა­თი­ან­თან და თვი­თონ დი­მიტ­რი ჯაშ­თა­ნაც კი!

და­სას­რულ, ილი­ას მკვლე­ლო­ბის საქ­მის კვლე­ვა-ძი­ე­ბა კვლა­ვაც უნ­და გაგ­რძელ­დეს. და­სა­მუ­შა­ვე­ბე­ლია სა­ის­ტო­რიო არ­ქი­ვე­ბი ბა­ქო­ში, სანქტ-პე­ტერ­ბურ­გსა და მოს­კოვ­ში, ასე­ვე ვო­ლოგ­და­ში, კერ­ძოდ სოლ­ვი­ჩე­გოდ­სკში. ჩვენ­თა­ნაც, სა­ქარ­თვე­ლო­შიც შე­იძ­ლე­ბა ახა­ლი წყა­რო­ე­ბის მო­ძი­ე­ბა და ფაქ­ტე­ბის დად­გე­ნა. მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი ეს უპირ­ვე­ლე­სად პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ის­ტო­რი­კო­სე­ბის საქ­მეა...

ნოდარ გრიგალაშვილი

დიდი ილია დღესაც გვიხმობს...
ის, რა­ზე­დაც ქვე­მოთ ვი­სა­უბ­რებთ, დე­ტექ­ტი­ურ ჟანრს გა­ახ­სე­ნებს მკით­ხველს, მაგ­რამ რა­საც თქვენ წა­ი­კით­ხავთ, და­ემ­ყა­რე­ბა მხო­ლოდ დო­კუ­მენ­ტებს.
მკით­ხველ­მა უკ­ვე იცის, რომ ილი­ა­ზე უშუ­ა­ლო თავ­დამ­სხმე­ლე­ბი ოთ­ხნი იყ­ვნენ: გიგლა ბერ­ბი­ჭაშ­ვი­ლი, პავლე ფშავ­ლიშ­ვი­ლი, ვანო ინაშ­ვი­ლი და ვი­ღაც იმე­რე­ლი.

ამას გარ­და, მკვლე­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ მე­ეტ­ლე თე­დო ლა­ბა­უ­რი, გი­ორ­გი ხი­ზა­ნიშ­ვი­ლი და გიგოლა მოძ­ღვრიშ­ვი­ლი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მკვლე­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე კი­დევ რამ­დე­ნი­მე გვა­რი და­სა­ხელ­და.

ერ­თა­დერ­თი უშუ­ა­ლო მკვლე­ლი, ვინც არა­თუ და­ი­სა­ჯა, არა­მედ მი­სი ვი­ნა­ო­ბაც კი ვერ დად­გინ­და, იყო ვი­ღაც იმე­რე­ლი. მი­სი ვი­ნა­ო­ბა იდუ­მა­ლე­ბით არის მო­ცუ­ლი მთე­ლი ამ ას წელ­ზე მე­ტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში. ვი­ღაც იმე­რე­ლი უშუ­ა­ლო მკვლელ­თა შო­რის ყვე­ლა­ზე მძაფ­რი ინ­ტე­რე­სის ობი­ექ­ტი იყო, რად­გან ძი­ე­ბამ, პა­ტი­მარ­თა ჩვე­ნე­ბებ­ზე დაყ­რდნო­ბით, სწო­რედ ის მი­იჩ­ნია ბან­დის მე­თა­უ­რად. სწო­რედ ის იყო კო­მი­ტე­ტი­დან გა­მოგ­ზავ­ნი­ლი ტე­რო­რის­ტი, რო­მელ­საც პირ­და­პი­რი კავ­ში­რი ჰქონ­და სა­შუ­ა­ლო რგო­ლის შემ­კვეთ­თან, ანუ რა­ი­ო­ნულ კო­მი­ტეტ­თან, ან შე­საძ­ლე­ბე­ლია უფ­რო ზე­მო­თაც. ცხა­დია, მი­სი და­ჭე­რით ძი­ე­ბა იმე­დოვ­ნებ­და შემ­კვე­თებ­ზე გას­ვლას.

1908 წლის 19 დე­კემ­ბრის დუ­შე­თის მაზ­რის უფ­რო­სის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი კა­ლი­ნი­ნი სა­ი­დუმ­ლოდ მი­მარ­თავს ძი­ე­ბას: "ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­ერ იძებ­ნე­ბა უც­ნო­ბი იმე­რე­ლი, რო­მე­ლიც წარ­მო­ად­გენს ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის მკვლელ­თა ბან­დის მე­თა­ურს". და ეს ხდე­ბა მკვლე­ლო­ბი­დან წე­ლი­წა­დი­სა და თით­ქმის ოთ­ხი თვის შემ­დეგ. მა­ნამ­დე ძი­ე­ბა იმის გა­მო ვერ და­ინ­ტე­რეს­დე­ბო­და, რომ მხო­ლოდ მე­ეტ­ლე თე­დო ლა­ბა­უ­რი იყო და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი. ის კი ვერც და­ა­სა­ხე­ლებ­და ვი­ღაც იმე­რელს, რად­გა­ნაც მხო­ლოდ სა­გუ­რა­მოს თე­მის მცხოვ­რებთ - ფშავ­ლიშ­ვილს, ინაშ­ვილ­სა და ბერ­ბი­ჭაშ­ვილს იც­ნობ­და.
პავლე ფშავლიშვილი (აფციაური)
მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სხვა მკვლელ­თა და­ჭე­რის შემ­დეგ, სო­ფელ­ში ხმა გა­ვარ­და, ბერ­ბი­ჭაშ­ვი­ლიც და­ი­ჭი­რე­სო. ბი­ძა­მისს უთ­ქვამს, - ის რომ და­ი­ჭი­რეს, რა­ტომ სან­დრო ოზი­ევს (ოძიშ­ვილს) არ იჭე­რენ, იმე­რე­ლი სწო­რედ ის არი­სო. არ­სე­ბობს კი­დევ ერ­თი დო­კუ­მენ­ტი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც 1908 წლის დე­კემ­ბერში დუ­შე­თის მაზ­რის უფ­როსს რო­მე­ლი­ღაც მე­მა­მუ­ლემ, რომ­ლის და­სა­ხე­ლე­ბაც მან ვერ შეძ­ლო, რად­გან პა­ტი­ო­სა­ნი სიტ­ყვა ბორ­კავ­და, აჩ­ვე­ნა, რომ ის "იმე­რე­ლი" არის სან­დრო ოზი­ე­ვი. ძი­ე­ბამ ეს ვერ­სია არ გა­ი­ზი­ა­რა და ოძიშ­ვი­ლი გა­უშ­ვეს, მაგ­რამ მთა­ვა­რი ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში სხვა გახ­ლავთ. ოძიშ­ვი­ლი ამო­საც­ნო­ბად წა­უ­ყე­ნეს მე­ეტ­ლეს, რო­მელ­საც უთ­ქვამს, - ვერ ვიც­ნობ და რომც ყო­ფი­ლი­ყო, სა­ხე­ზე არ მი­ნა­ხავ­სო.

ვის შე­იძ­ლე­ბო­და ან გვა­რით, ან მეტ­სა­ხე­ლით, ან სა­ხით სცნო­ბო­და "იმე­რე­ლი"? ცხა­დია, იმათ, ვის­თა­ნაც წი­ნა ღა­მე გა­ა­ტა­რა იმე­რელ­მა ტე­რაქ­ტის მო­ლო­დინ­ში. ესე­ნი იყ­ვნენ ბერ­ბი­ჭაშ­ვი­ლი, ინაშ­ვი­ლი, ფშავ­ლიშ­ვი­ლი და ხი­ზა­ნიშ­ვი­ლი. მათ­გან პირ­ვე­ლად იჭე­რენ ფშავ­ლიშ­ვილს 1908 წლის 10 თე­ბერ­ვალს.
პო­ლი­ცი­ამ ნა­დი­რო­ვის მა­მულ­ში, ალექ­სი მძე­ლუ­რის სახ­ლში და­ა­პა­ტიმ­რა პავ­ლე ფშავ­ლიშ­ვი­ლი და ლა­დო ფე­იქ­რიშ­ვი­ლი, რო­მელ­თაც ილი­ას მკვლე­ლო­ბას აბ­რა­ლებ­დნენ.

...გზა­ზე ლა­დო ფე­იქ­რიშ­ვი­ლი გა­მოს­ტე­ხია ბო­ქა­ულს და უთ­ქვამს: პავ­ლე ფშავ­ლიშ­ვილ­მა მი­ამ­ბო, რომ ილი­ას მკვლე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს სა­გუ­რა­მო­ში მა­მა­სახ­ლი­სად ნამ­ყო­ფი ვა­ნო ინაშ­ვი­ლის მე­თა­უ­რო­ბით პავ­ლე ფშავ­ლიშ­ვილ­მა (აფ­ცი­ა­უ­რი), გიგ­ლა ბერ­ბი­ჭაშ­ვილ­მა და ერ­თმა იმე­რელ­მა, რომ­ლის გვა­რი არც პავ­ლემ იცო­და.

მაზ­რის უფ­რო­სის შე­კით­ხვა­ზე პავ­ლე ფშავ­ლიშ­ვი­ლი გა­მო­ტე­ხი­ლა და უთ­ქვამს ის, რაც ფე­იქ­რიშ­ვილს გზა­ში ბო­ქა­უ­ლის­თვის უამ­ბნია. ფშავ­ლიშ­ვილს ისიც გა­მო­უც­ხა­დე­ბია, რომ მე და ჩე­მი ამ­ხა­ნა­გე­ბი ჩა­ვუ­საფ­რდით ილი­ას 30 აგ­ვის­ტოს სო­ფელ წი­წა­მუ­რის მახ­ლობ­ლად. მე მაღ­ლობ­ზე ვი­დექ და ვდა­რა­ჯობ­დი, რო­დის გა­მო­ივ­ლი­და ილი­ას ეტ­ლი. მოგ­ვი­ახ­ლოვ­და, მე და­ვუს­ტვი­ნე, ინაშ­ვი­ლი და სხვე­ბი და­ემ­ზად­ნენ. ეტ­ლი შე­ა­ჩე­რე­ბი­ნეს და პირ­ვე­ლად ჭავ­ჭა­ვა­ძეს ინაშ­ვილ­მა და­ა­ხა­ლა. მკვლე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო გიგ­ლა ბერ­ბი­ჭაშ­ვილ­მა და ერ­თმა იმე­რელ­მა, რომ­ლის გვა­რი არ ვი­ცი. ვი­ცი კი, რომ ის იმე­რე­ლი ამ რამ­დე­ნი­მე ხნის წი­ნათ ტფი­ლის­ში რე­ვოლ­ვე­რის ტა­რე­ბის­თვის და­ა­პა­ტიმ­რეს და გა­და­ა­სახ­ლეს რუ­სეთ­ში. მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ ავე­დით ტყე­ში, გა­და­ვი­ა­რეთ ტყე­ზე ზე­დაზ­ნის მო­ნას­ტრის გვერ­დით და შემ­დეგ სო­ფელ ავ­ჭა­ლა­ში ჩა­ვე­დით. იქი­დან კი ტფი­ლისს მი­ვა­შუ­რეთ და ნა­ძა­ლა­დევ­ში ვცხოვ­რობ­დი­თო ("ისა­რი", 13 თე­ბერ­ვა­ლი, 1908 წ.).

ეს არის პირ­ვე­ლი ჩვე­ნე­ბა, სა­დაც "ერ­თი იმე­რე­ლი" იხ­სე­ნი­ე­ბა. ფშავ­ლიშ­ვი­ლის სიტ­ყვე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დი­დი შერ­ლოკ ჰოლ­მსო­ბა არ სჭირ­დე­ბო­და იმის ამოც­ნო­ბას, რომ ეს უბი­რი ფშავ­ლიშ­ვი­ლი, მის­და უნე­ბუ­რად, თავს ყიდ­და. მან მშვე­ნივ­რად იცო­და, ვინ იყო "იმე­რე­ლი", გვარ-სა­ხე­ლით თუ არა, სხვა ნიშ­ნით, ვთქვათ, მეტ­სა­ხე­ლით მა­ინც, რად­გან, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, რო­გორ შე­ეძ­ლო ეთ­ქვა - ვი­ცი, რომ ეს ის კა­ცია, რო­მე­ლიც ამას წი­ნათ ია­რა­ღის ტა­რე­ბა­ზე და­ი­ჭი­რეს და რუ­სეთს გა­და­ა­სახ­ლე­სო.
თედო ლაბაური
ფაქ­ტი ერ­თია, ან ძი­ე­ბას არ სურ­და "იმე­რე­ლის" და­ჭე­რა, ან ფშავ­ლიშ­ვი­ლი­ცა და ფე­იქ­რიშ­ვი­ლიც "იმე­რელ­თან" და­კავ­ში­რე­ბით შეგ­ნე­ბუ­ლად მა­მა­ძაღ­ლობ­დნენ.
არ­სე­ბობს მკვლე­ვარ­თა სხვა­დას­ხვა ვერ­სია, ვინ უნ­და ყო­ფი­ლი­ყო "ერ­თი იმე­რე­ლი". მათ შო­რის სხვა­დას­ხვა დროს ამ­გვა­რი ვერ­სი­ე­ბი არ­სე­ბობ­და: მაზ­რის უფ­რო­სი ფა­ღა­ვა თა­ვი­დან ფიქ­რობ­და, რომ იგი მოძ­ღვრიშ­ვი­ლი იყო. ბერ­ბი­ჭაშ­ვი­ლის ბი­ძა და ერ­თი თა­ვა­დი ყა­ჩაღ სან­დრო ოზი­ევს ასა­ხე­ლებ­დნენ. საბ­ჭო­თა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გიგ­ლა ბერ­ბი­ჭაშ­ვილ­მა "ვი­ღაც იმერ­ლად" ლა­დო ფე­იქ­რიშ­ვი­ლი და­ა­სა­ხე­ლა. მკვლე­ვარ ალექ­სან­დრე შუ­შა­ნაშ­ვი­ლის მო­საზ­რე­ბით, ეს იმერ­ლო­ბა ბან­დის მე­თა­უ­რის გა­სა­სა­ი­დუმ­ლო­ებ­ლად მო­ი­ფიქ­რეს მკვლე­ლებ­მა და ასე­ვე გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი დარ­ჩა. მკვლე­ვარ­თა ერ­თი ნა­წი­ლი "იმერე­ლად" ანუ ილი­ას მკვლელ­თა ბან­დის მე­თა­უ­რად სერ­გო ორ­ჯო­ნი­კი­ძეს მი­იჩ­ნევს.
მაგ­რამ მა­ინც ვინ უნ­და ყო­ფი­ლი­ყო "იმე­რე­ლი"?

წრე, რო­მელ­შიც "იმე­რე­ლი" უნ­და ვე­ძე­ბოთ, შე­მო­საზ­ღვრუ­ლია იმ ბან­დე­ბით, რომ­ლე­ბიც ილი­ას მკვლე­ლო­ბამ­დე და­თა­რე­შობ­დნენ დუ­შე­თის მაზ­რა­ში. ერთ-ერ­თი ასე­თი, ყვე­ლა­ზე სა­ში­ში იყო მცხე­თის წი­თელ­რაზ­მელ­თა ბან­და ანუ "ტყის ძმე­ბი", რო­მელ­საც დუ­შე­თის მაზ­რის კო­მი­ტე­ტის და­ვა­ლე­ბა­თა შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ილი­კო იმერ­ლიშ­ვი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.

ის, რომ კო­მი­ტე­ტი­დან გა­მოგ­ზავ­ნი­ლი "იმე­რე­ლი" ილი­ას მკვლელ­თა ბან­დის მე­თა­უ­რი იყო, და­ად­გი­ნა გა­მო­ძი­ე­ბამ.
ის, რომ ილი­ას მკვლელ­თა ხელ­მძღვა­ნე­ლი "ტყის ძმე­ბის" მე­თა­უ­რი იყო, დაგ­ვი­წე­რა ბოლ­შე­ვიკ­მა რაჟ­დენ კა­ლა­ძემ. კი­დევ ერ­თხელ წა­ვი­კით­ხოთ: - კო­მი­ტე­ტის ბე­ჭედ­დარ­ტყმუ­ლი ყალ­ბი დო­კუ­მენ­ტით "ტყის ძმე­ბის" მე­თა­უ­რი შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნეს და მო­აკ­ვლე­ვი­ნეს ილია ჭავ­ჭა­ვა­ძეო.
გიგოლა მოძღვრიშვილი
ჩვე­ნი ამო­ცა­ნა მხო­ლოდ ტო­ლო­ბის ნიშ­ნის დას­მაა!
"იმე­რე­ლი" არის "ტყის ძმე­ბის" მე­თა­უ­რი.
დუ­შე­თის მაზ­რა­ში მოქ­მედ "ტყის ძმე­ბის" მე­თა­ურ­თა­გან ერ­თი - ფე­იქ­რიშ­ვი­ლი, რო­გორც "იმე­რე­ლი", თა­ვად ძი­ე­ბამ გა­მო­რიც­ხა.

მე­ო­რის, ვა­სო კუ­დუ­ლაშ­ვი­ლის არა­ნა­ი­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ამ საქ­მეს­თან არ დას­ტურ­დე­ბა.
ლო­გი­კა გვკარ­ნა­ხობს ვერ­სი­ას, რომ "იმე­რე­ლი" იმერ­ლიშ­ვი­ლი უნ­და იყოს.
ეს ლო­გი­კა ჯერ­ჯე­რო­ბით მხო­ლოდ ოთხ წა­ნამ­ძღვარს ეფუძ­ნე­ბა.
1. დად­გე­ნი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლია დუ­შე­თის მაზ­რის კო­მი­ტე­ტის მი­ერ.
2. დად­გე­ნი­ლე­ბას ახორ­ცი­ე­ლებ­და კო­მი­ტე­ტის ტე­რო­რის­ტუ­ლი ჯგუ­ფი ან ჯგუ­ფე­ბი.
3. დუ­შე­თის მაზ­რა­ში მოქ­მე­დებ­და ბოლ­შე­ვიკ იმერ­ლიშ­ვი­ლის ტე­რო­რის­ტუ­ლი ჯგუ­ფი (და­ნარ­ჩე­ნი ორი ბან­დის მე­თა­უ­რი მხო­ლოდ ყა­ჩა­ღე­ბი იყ­ვნენ, ეს იმერ­ლიშ­ვი­ლი კი იმავ­დრო­უ­ლად პარ­ტი­უ­ლი მუ­შა­კია).
4. "იმე­რე­ლი" ილი­ას მკვლელ­თა ბან­დის მე­თა­უ­რი იმავ­დრო­უ­ლად არის "ბე­ჭედ­დარ­ტყმუ­ლი ქა­ღალ­დით" "შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნი­ლი" ტე­რო­რის­ტუ­ლი ჯგუ­ფის ანუ "ტყის ძმე­ბის" მე­თა­უ­რი.

ამ დას­კვნას მრა­ვა­ლი დო­კუ­მენ­ტი უდევს სა­ფუძ­ვლად, რო­მე­ლიც ჩვენ სრუ­ლად აღ­ვნუს­ხეთ ორ­ტო­მე­ულ­ში "თა­ნამ­დე­ვი სუ­ლი". სა­ბო­ლოო ვერ­დიქ­ტის­თვის ამ წა­ნამ­ძღვრებ­თან ერ­თად და­ვიხ­მა­რეთ იმერ­ლიშ­ვი­ლის ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ცნო­ბე­ბიც. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ იმერ­ლიშ­ვი­ლი იმ­დე­ნად და­უნ­დო­ბე­ლი ტე­რო­რის­ტი ყო­ფი­ლა, რომ მი­სი ში­შით დუ­შე­თის მაზ­რი­დან ხალ­ხი იყ­რე­ბო­და და საც­ხოვ­რებ­ლად სხვა­გან მი­დი­ო­და. თუმ­ცა ამას ხე­ლი არ შე­უშ­ლია ბოლ­შე­ვი­კე­ბის­თვის, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ ის რე­ვო­ლუ­ცი­ის რა­ინ­დად მო­ე­ნათ­ლათ.
გიორგი ხიზანიშვილი
და კი­დევ ერ­თი ფაქ­ტიც: არ არ­სე­ბობს არ­გუ­მენ­ტი, რის გა­მოც ეჭ­ვი უნ­და შე­ვი­ტა­ნოთ ბოლ­შე­ვიკ­თა იდე­ო­ლოგ რაჟ­დენ კა­ლა­ძის მი­ერ საბ­ჭო­თა დრო­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სიტ­ყვებ­ში, ილია "ტყის ძმე­ბის" მე­თა­ურს მო­აკ­ვლე­ვი­ნე­სო. იმ დროს "ტყის ძმე­ბის" ბოლ­შე­ვი­კი მე­თა­უ­რი დუ­შე­თის მაზ­რა­ში მხო­ლოდ ილი­კო იმერ­ლიშ­ვი­ლი იყო.

ქარ­თველ­მა ბოლ­შე­ვი­კებ­მა ილია მოკ­ლეს, ერ­თი თვის შემ­დეგ რუ­სებ­მა ტოლ­სტოი ვერ გა­ი­მე­ტეს, მაგ­რამ მის სახლს თო­ფე­ბი და­უ­ში­ნეს.
ვინ იყო ყვე­ლა­ზე დი­დი ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტი, ამ სიტ­ყვის სა­უ­კე­თე­სო გა­გე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში? - ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე.
ქარ­თველ­მა ბოლ­შე­ვი­კებ­მა ვა­ლი მო­ი­ხა­დეს ახა­ლი დრო­ის ჩინ­გიზ ხა­ნის, სი­ბირ­სკე­ლი ული­ა­ნო­ვის წი­ნა­შე და დი­დი ალ­ბა­თო­ბით სწო­რედ მას­თან შე­თან­ხმე­ბით თა­ვი­დან მო­ი­ცი­ლეს ქარ­თუ­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლიზ­მის მედ­რო­შე.

...ერ­თი ემიგ­რან­ტი პო­ე­ტი­სა არ იყოს, მთის ჯვა­როს­ნე­ბი­ვით მუდ­მივ უნ­და ვი­ა­როთ ილი­ას გარ­შე­მო, აწ უკ­ვე დე­და­ეკ­ლე­სი­ის მი­ერ წმინ­და­ნად შე­რაც­ხი­ლი მგოს­ნის ირ­გვლივ.
ვი­ღაც მად­ლი­ანს ერთ ფო­ტო­სუ­რათ­ზე ილია ასე აღუ­ბეჭ­დავს: მოძ­ღვა­რი ერი­სა გან­მარ­ტო­ე­ბით დგას, ხე­ლი შე­უ­მარ­თავს და საჩ­ვე­ნე­ბე­ლი თი­თით ვი­ღა­ცას უხ­მობს.

ილია გვიხ­მობს ჩვენ უკე­თე­სი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის!..

მოამზადა ნო­დარ შო­ში­ტაშ­ვი­ლმა
ჟურნალი "ისტორიანი",#8
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, აქვს თუ არა ადგილი ხელისუფლების მხრიდან ბიზნესზე ზეწოლას  დღეს საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა ადგილი ხელისუფლების მხრიდან ბიზნესზე ზეწოლას დღეს საქართველოში?
თვის კითხვადი სტატიები