"აი, ხომ ხე­დავთ, ჩვე­ნი ცო­ლე­ბი გა­ვა­ქარ­თვე­ლეთ" - ქართველების უჩ­ვე­უ­ლო შეხ­ვედ­რა ოკე­ა­ნის გაღ­მა...
"აი, ხომ ხე­დავთ, ჩვე­ნი ცო­ლე­ბი გა­ვა­ქარ­თვე­ლეთ" - ქართველების უჩ­ვე­უ­ლო შეხ­ვედ­რა ოკე­ა­ნის გაღ­მა...
რეკ­ლა­მა გარ­კვე­ულ­წი­ლად ყვე­ლა­ფერს სჭირ­დე­ბა... რა­საკ­ვირ­ვე­ლია, კარგ წიგ­ნსაც. იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი, თუ იგი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის მეტ-ნაკ­ლე­ბად ცნო­ბი­ლია. ეს ერ­თი "დე­ტა­ლია" წიგ­ნის წარ­მო­ე­ბი­სა - სა­გა­მომ­ცემ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბის დიდ სივ­რცე­ში. ცხა­დია, არც "გა­და­ჭარ­ბე­ბაა" უც­ხო; ესეც რეკ­ლა­მის თვი­სე­ბაა, მაგ­რამ კონ­კრე­ტუ­ლი წიგ­ნის (ან ნე­ბის­მი­ე­რი პრო­დუქ­ცი­ის) წარ­დგი­ნე­ბა მის ძი­რი­თად არსს ან ვთქვათ ასე, ღირ­სე­ბას უნ­და უს­ვამ­დეს ხაზს.

ერ­თი სა­რეკ­ლა­მო წარ­დგი­ნე­ბა: მო­ხერ­ხე­ბუ­ლი ფორ­მა­ტით შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი წიგ­ნი - მი­სი სა­თა­უ­რით უნ­და და­ი­მახ­სოვ­როს მნახ­ველ­მა; ქვე­მოთ, ცნო­ბი­ლი ავ­ტო­რე­ბი და შე­ფა­სე­ბე­ბი... და მთა­ვა­რი -
წარ­წე­რა დი­დი ასო­ე­ბი­თა და მუ­ქი შრიფ­ტით:

FIRST COLUMBUS - THEN GEORGE - "პირ­ვე­ლად კო­ლუმ­ბმა, შემ­დეგ ჯორ­ჯმა"... აზ­რი მე­ქა­ნი­კუ­რად გრძელ­დე­ბა - აღ­მო­ა­ჩი­ნეს ამე­რი­კა!
ეს უჩ­ვე­უ­ლო წარ­დგი­ნე­ბა პა­ა­ტა ნაც­ვლიშ­ვილ­მა მაჩ­ვე­ნა.

ორი მწე­რა­ლი, ორი­ვე ქარ­თვე­ლი! ერ­თი ქარ­თუ­ლად წერს, მე­ო­რე - ინ­გლი­სუ­რად, თა­ნაც მუდ­მი­ვი თა­ნა­ავ­ტო­რი ჰყავს. სხვა­დას­ხვა სა­ხელ­მწი­ფოს წარ­მო­ად­გე­ნენ.
პირ­ვე­ლი "მო­სა­ლოდ­ნელ" ფა­თე­რაკს არ და­ე­რი­დე­ბა, მე­ო­რე - მან­ძილს და ერ­თმა­ნეთს უეჭ­ვე­ლად გა­იც­ნო­ბენ. სწო­რედ ამ შეხ­ვედ­რა­ზე ვი­სა­უბ­როთ.

ამე­რი­კა­ში ჩა­სუ­ლი ქარ­თვე­ლი მწე­რა­ლი აკა­კი ბე­ლი­აშ­ვი­ლი სას­ტუმ­რო "სკოტ­ლენ­დში" მცხოვ­რებ მას­პინ­ძელს, ცნო­ბილ ფა­ლა­ვან ნი­კო­ლოზ ქვა­რი­ანს გი­ორ­გი პა­პაშ­ვი­ლის შე­სა­ხებ და­ე­კით­ხე­ბა, არც იმას და­უ­მა­ლავს, რომ მას­ზე "სა­ქარ­თვე­ლო­ში ლე­გენ­დე­ბი და­დის"... მწე­რა­ლია თა­ვა­დაც და რა გა­საკ­ვი­რია, ეს უფ­რო აინ­ტე­რე­სებს. სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი თა­ვის მო­გო­ნე­ბებ­ში შე­ეც­დე­ბა, დი­ა­ლო­გი ზუს­ტად აღად­გი­ნოს; ეს არა მხო­ლოდ სი­ზუს­ტის­თვის სჭირ­დე­ბა, არა­მედ იმი­ტო­მაც, რომ ქარ­თველ მკით­ხველს უამ­ბოს. უსა­თუ­ოდ ისიც უნ­და ით­ქვას, რომ ამ მო­გო­ნე­ბე­ბის სრუ­ლი ვერ­სია მხო­ლოდ ხელ­ნა­წე­რის სა­ხით დევს აკა­კი ბე­ლი­აშ­ვი­ლის არ­ქივ­ში, სა­თა­უ­რით: "ამე­რი­კა­ში პა­რიზ­ზე გავ­ლით". და­ბეჭ­დვით - 1964 წელს და­ი­ბეჭ­და მი­სი თხზუ­ლე­ბე­ბის მე­ო­რე ტომ­ში, ძა­ლი­ან შე­მოკ­ლე­ბუ­ლი და თან სა­თა­უ­რით: "მოგ­ზა­უ­რო­ბა ამე­რი­კა­ში" (პა­რი­ზი მთლი­ა­ნად გა­მო­ტო­ვე­ბუ­ლია, თხრო­ბა პირ­და­პირ გა­და­დის ამე­რი­კა­ზე. რო­გორც ჩანს, გა­მო­ცე­მი­სას "გავ­ლა" აღარ "მო­ხერ­ხდა").

ერ­თი ფრაგ­მენ­ტი:
"- კო­ლია ჩე­მო, პა­პაშ­ვი­ლის წიგ­ნი ხომ არა გაქვს, მინ­დო­და მე­შო­ვა. ამ მწერ­ლის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო­ში მთე­ლი ლე­გენ­დე­ბი და­დის...
- პა­პაშ­ვი­ლის? მო­ი­ცა - ტე­ლე­ფონს ხე­ლი და­ავ­ლო, ნო­მე­რი აკ­რი­ფა და ჩას­ძა­ხა:
- ალო, გი­ორ­გი, გა­მარ­ჯო­ბა შე­ნი... ჰო, კო­ლია ვარ... რო­გორ ხარ, კა­ცო, სად და­ი­კარ­გე. აგერ, ჩემ­თან სა­ქარ­თვე­ლო­დან არი­ან ჩა­მო­სუ­ლი, მწე­რა­ლია ბე­ლი­აშ­ვი­ლი და რე­ჟი­სო­რი პი­პი­ნაშ­ვი­ლი, მე­კით­ხე­ბი­ან, ერ­თი დაგ­ვა­ნახ­ვეთ ეს პა­პაშ­ვი­ლიო... რაო, გეწ­ვი­ოთ... არა, ესე­ნი ვერ წა­მოვ­ლენ, ხვალ დი­ლით მიფ­რი­ნა­ვენ... მო­დი­ხარ? ახ­ლა­ვე წა­მოხ­ვალ?"

გი­ორ­გი პა­პაშ­ვი­ლი ჩა­მო­სულ სტუმ­რებს ტე­ლე­ფო­ნით მა­ინც და­ე­ლა­პა­რა­კა... კი­დევ ერ­თხელ შე­ე­პა­ტი­ჟა, სხვაგ­ვა­რად რო­გორ მი­ეწ­ვია, ასე უთ­ხრა:
"- ძა­ლი­ან გთხოვთ, თქვე­ნი ამ­ხა­ნა­გე­ბით მეს­ტუმ­როთ, კო­ლი­ამ იცის, სა­დაც ვცხოვ­რობ. სა­მი სა­ა­თი არც დაგ­ჭირ­დე­ბათ მან­ქა­ნით.
- არ შეგ­ვიძ­ლი­ან პა­ტივ­ცე­მუ­ლო გი­ორ­გი. ჩვენ ხვალ დი­ლით მივ­ფრი­ნავთ. ძა­ლი­ან მინ­დო­და თქვე­ნი წიგ­ნი მქო­ნო­და, ჩვენ­ში კი­დე­ვაც და­ი­ბეჭ­და თქვე­ნი წიგ­ნის თარ­გმა­ნე­ბი ქარ­თუ­ლად...
- ვი­ცი, ჟურ­ნა­ლი "დრო­შა" მი­ვი­ღე, ვნა­ხე, იქ არის. ჩემს წიგნს მო­გარ­თმევთ. მაშ, მე წა­მო­ვალ თუ და­მე­ლო­დე­ბით, კო­ლი­ას­თან მო­ვალ.
- გე­ლო­დე­ბით. ნახ­ვამ­დის.
მი­ლი დავ­დე და ქვა­რი­ანს ვე­კით­ხე­ბი:
- გა­ნა ის ნიუ-იორ­კში არ ცხოვ­რობს?
- არა, პენ­სილ­ვა­ნი­ა­ში ცხოვ­რობს. აქე­დან ასი მი­ლია. მო­ვა, მა­ლე მო­ვა, სულ ერ­თია, არ­სად გა­გიშ­ვებთ. მი­სი წიგ­ნი ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია ამე­რი­კა­ში. სუ­რა­თიც და­იდ­გა მი­სი მოთ­ხრო­ბის მი­ხედ­ვით".
აკაკი ბელიაშვილი
მკით­ხვე­ლი, ვი­ცი, და­ინ­ტე­რეს­დე­ბა, რო­გორ მოხ­ვდნენ "მა­ნამ­დე" კო­ლია ქვა­რი­ან­თან?
60-ია­ნი წლე­ბი­დან საბ­ჭო­თა კავ­ში­რის პო­ლი­ტი­კუ­რი ტენ­დენ­ცი­ე­ბი შე­იც­ვა­ლა. შე­საძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბო­და უც­ხო­ეთ­თან ერ­თგვა­რი კავ­ში­რე­ბის დამ­ყა­რე­ბა, აღ­დგე­ნაც. ეს ძი­რე­უ­ლად გან­სხვავ­დე­ბო­და 30-40-ია­ნი წლე­ბის სა­ხელ­მწი­ფო იდე­ო­ლო­გი­უ­რი სტრა­ტე­გი­ის­გან. დრომ, ახალ­მა ვი­თა­რე­ბამ სხვა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი მო­ი­ტა­ნა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი დე­ლე­გა­ცი­ე­ბის გაგ­ზავ­ნა, სა­ო­ჯა­ხო კავ­ში­რე­ბის აღ­დგე­ნა, საზ­ღვარ­გა­რეთ მყო­ფი ნა­თე­სა­ვე­ბის მო­ძებ­ნა თან­და­თან შე­საძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბო­და...

სწო­რედ 60-იან წლებ­ში ამე­რი­კა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის თა­ო­ბა­ზე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­გო­ნე­ბე­ბი არ­სე­ბობს: სხვა­დას­ხვა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბით, ინ­ტე­რე­სით, შეხ­ვედ­რით და "გა­ბე­დუ­ლე­ბით" სავ­სე. იმ დროს, თა­ნაც "პირ­ვე­ლი საბ­ჭო­თა დე­ლე­გა­ცი­ის" პი­რო­ბებ­ში ეს საკ­მა­ოდ რთუ­ლი იქ­ნე­ბო­და, თა­მა­მიც...

ირაკ­ლი აბა­ში­ძე წიგ­ნში "ამე­რი­კა თვა­ლის ერ­თი გა­დავ­ლე­ბით" ერთ იდი­ლი­ურ შე­საძ­ლებ­ლო­ბას აღ­წერს, რო­გორ შე­გიძ­ლი­ათ მშვე­ნი­ერ გზებ­ზე გა­აქ­რო­ლოთ მან­ქა­ნა; გზის­პი­რას ერ­თსარ­თუ­ლი­ან პა­ტა­რა "ოტელ­თან" გა­ა­ჩე­როთ, იქ­ვე და­ტო­ვოთ და ნო­მერ­ში მშვი­დად წა­მო­წო­ლილ­მა ტე­ლე­ვი­ზორს უყუ­როთ; თან რამ­ხე­ლა არ­ჩე­ვა­ნია?! "ტე­ლე­ვი­ზი­ას რვა პროგ­რა­მა აქვს". რო­გორ­მე ერთს მა­ინც გა­მო­არ­ჩევს: "ძი­ლის წინ ტე­ლე­ვი­ზორ­ში რო­მე­ლი­ღაც კა­მე­ჩი­ვით ზორ­ბა, ბრგე ამე­რი­კელ მო­ჭი­და­ვე­თა მატჩს უც­ქი­რეთ, აბა, ვინ ვის წა­აქ­ცევს. ეს პროგ­რა­მა არ მო­გე­წო­ნათ, სხვა ჩარ­თეთ".

აკა­კი ბა­ლი­აშ­ვი­ლიც ამე­რი­კა­შია... ის და მი­სი ახ­ლო­ბე­ლი, ნიუ-იორ­კში სა­ნა­ხა­ო­ბით დაღ­ლი­ლი, ქუ­ჩა­ში ხე­ტი­ალ­ზეც უარს იტ­ყვი­ან და სას­ტუმ­როს ნო­მერ­ში დაბ­რუნ­დე­ბი­ან. "ახ­ლო­ბე­ლი" - ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი რე­ჟი­სო­რი ნი­კო­ლოზ პი­პი­ნაშ­ვი­ლია. სას­ტუმ­რო­ში დაბ­რუნ­დნენ... ტე­ლე­ვი­ზო­რის წინ წა­მოწ­ვნენ და "ამე­რი­კუ­ლი ჭი­და­ო­ბის" ყუ­რე­ბას შე­უდ­გნენ.

"- ვი­საც ეს ჭი­და­ო­ბა არ უნა­ხავს, იმას ამე­რი­კა არ უნა­ხავს", - გა­და­უ­წუ­რავს წყალს აკა­კი ბე­ლი­აშ­ვი­ლი რო­მე­ლი­მე ტუ­რისტს და თა­ვად შე­ეც­დე­ბა მკით­ხველს თა­ვი­სი ნა­ამ­ბო­ბით, ამე­რი­კა "ანახ­ვოს". მით უფ­რო, რომ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, "ამ ჭი­და­ო­ბა­შია მთე­ლი სი­სავ­სით აღ­ბეჭ­დი­ლი ამე­რი­კის ნამ­დვი­ლი სა­ხე".

- რას წარ­მო­ად­გენს ეს ჭი­და­ო­ბა? - დას­ვამს კით­ხვას და დე­ტა­ლურ აღ­წე­რა­საც შე­უდ­გე­ბა, რო­გორ გა­მო­დის რინ­გზე ერ­თდრო­უ­ლად ოთ­ხი მო­ჭი­და­ვე, "ორ-ორი თი­თო­ე­უ­ლი მხრი­დან". ჯერ პირ­ვე­ლი წყვი­ლი იწ­ყებს, შემ­დეგ ერ­თვე­ბა მე­ო­რე. და არის ერ­თი ჩხუ­ბი, გა­უ­თა­ვე­ბე­ლი ცე­მა-ტყე­პა, და­უ­ზო­გა­ვი წიხ­ლე­ბი... "ტან­და­ბა­ლი მო­ჭი­და­ვე ამო­იჭ­რა და ეცა გო­ლი­ათს. ეცა და თქვენს მტერს, რაც იმას დღე და­ა­ყე­ნა. ლე­კუ­რი ნა­ბა­დი­ვით მო­თე­ლა, აჭან­ჭყა­რა, თა­ვი ფე­ხებ­ში გა­უძ­ვრი­ნა და ასე დახ­ვე­ულ-და­გორ­გა­ლე­ბუ­ლი გა­და­აგ­დო პარ­ტერ­ში. ერ­თი სიტ­ყვით, მთე­ლი ეს "ჭი­და­ო­ბა" წარ­მო­ად­გენ­და ერ­თმა­ნე­თის ცე­მა-ტყე­პის, მსხვრე­ვა-ლეწ­ვის, თმე­ბის დაგ­ლე­ჯის, პირ­ში თი­თე­ბის ჩაჩ­რის და ლო­ყე­ბის ხე­ვის არა­ა­და­მი­ა­ნურ სა­ნა­ხა­ო­ბას".
ქართველი პროფესიონალი მოჭიდავე ნიკოლოზ (კოლია) ქვარიანი (1900-1980)
სა­ნა­ხა­ო­ბამ (თა­ნაც უც­ხომ) გა­ტა­ცე­ბა იცის, ალ­ბათ ამი­ტომ, "ორი თუ სა­მი ოთ­ხე­უ­ლის ჭი­და­ო­ბა ვი­ყუ­რეთ".
...ემო­ცია სხვა­დას­ხვა მო­გო­ნე­ბას ამო­ა­ტივ­ტი­ვებს; არა­და, მეხ­სი­ე­რე­ბა ბევრ ამ­ბავს იტევს, ადა­მი­ა­ნებ­საც... უც­ნა­უ­რია, მაგ­რამ იქ, ამე­რი­კა­ში, სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მა ორი­ვე ქარ­თველს ერ­თსა და იმა­ვე ადა­მი­ანს გა­ახ­სე­ნებს. თით­ქმის მა­თი­ვე თა­ნა­ტოლს, ქუ­თა­ი­სელ მე­ზო­ბელს, სა­ქარ­თვე­ლო­ში თა­ვის დრო­ზე სა­ხელ­მოხ­ვე­ჭილ და ამე­რი­კა­შიც საკ­მა­ოდ ცნო­ბილ ფა­ლა­ვან ნი­კო­ლოზ ქვა­რი­ანს. ნიუ-იორ­კის სა­ტე­ლე­ფო­ნო წიგ­ნში გვარ-სა­ხელს მო­ძებ­ნი­ან და...

"- ალო, - მეს­მის ტე­ლე­ფონ­ში, თუმ­ცა მი­ლა­კი პი­პი­ნაშ­ვილს აქვს ყურ­ზე.
- ქვა­რი­ა­ნი ბრძან­დე­ბით? - ეკით­ხე­ბა აქე­დან.
და უც­ბად ის­მის გა­ურ­კვე­ვე­ლი ქუ­ხი­ლი მილ­ში. პი­პი­ნაშ­ვი­ლი ძლივს ას­წრებს პა­სუ­ხე­ბის გა­ცე­მას და ასე მგო­ნია, მიკ­რო­ფონ­ში ატო­მუ­რი რე­აქ­ცია ხდე­ბა და სა­დაც არის აფეთ­ქდე­ბაო, ისე­თი გრი­ალ-ჭახ­ჭა­ხი მო­დის იქი­დან".
ქვა­რი­ანს მე­ო­რე დღეს ეს­ტუმ­რნენ.

გა­ხა­რე­ბუ­ლი მას­პინ­ძე­ლი მო­სუ­ლებს სი­ხა­რუ­ლით შეხ­ვდა და მე­უღ­ლეც - სი­დო­ნია გა­აც­ნო. წარ­მო­შო­ბით გერ­მა­ნე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მელ­საც ოც­ნე­ბად გა­დაქ­ცე­ვია, ქმრის სამ­შობ­ლო ნა­ხოს - სა­ქარ­თვე­ლო...
ოთა­ხის კედ­ლე­ბი მხატ­ვარ­თა ნა­მუ­შევ­რე­ბით იყო და­ფა­რუ­ლი, ირ­გვლივ - კა­რა­და­ში, თა­რო­ებ­ზე, მა­გი­და­ზეც კი უამ­რა­ვი წიგ­ნი ეწ­ყო... მათ შო­რის ქარ­თუ­ლიც. იგო­ნე­ბენ წარ­სულს - ასე ახ­ლო­ბელსა და ასე შო­რე­ულს. ის დრო­ით არ გა­მან­ძი­ლე­ბუ­ლა, მი­წით დას­ცილ­დნენ... არა­და, "მი­წა თა­ვი­სას მო­ით­ხოვს. და რა მი­წის­გა­ნაც ხარ ადა­მი­ა­ნი შექ­მნი­ლი - ის მი­წა ბღა­ვის შენს სხე­ულ­ში, სა­დაც უნ­და გა­და­ვარ­დე კა­ცი" (ნი­კო­ლო მი­წიშ­ვი­ლი). იხ­სე­ნე­ბენ მო­წა­ფე­ო­ბის­დრო­ინ­დელ ქუ­თა­ისს, რი­ო­ნის სა­ბა­ნა­ო­ებს, ბა­ღის­კი­დეს, გამ­ყრე­ლი­ძის ცირკს (თეთ­რი ხი­დის გა­დაღ­მა), ალე­ლო­ვის სა­ცეკ­ვაო სკო­ლას, კი­ნო "რა­დი­უმს", ბოს­ლე­ვურ "პი­რაჟ­კებს," მწვა­ნე ბა­ზარ­ზე გა­მო­ტა­ნილ "სა­შე­მოდ­გო­მო ცრემ­ლი­ან ლეღ­ვებს და ატ­მებს"; ახ­ლობ­ლებ­საც: ტე­რენ­ტი პი­პი­ნაშ­ვილს, სან­დრო მხე­ი­ძეს, პო­ეტ კო­ლაუ ნა­დი­რა­ძეს, ლე­ლი­კო ხო­ტი­ვარ­სა და ნი­კო­ლოზ სა­ნიშ­ვილს, მე­დე­ლა­ურს, მა­ჩა­ბელს, ჟან დე კო­ლონს, კოს­ტა მა­ი­სუ­რა­ძეს, სან­დრო კან­დე­ლაკს...

"კვლავ დაქ­რო­და თა­ვი­სი ოც­ნე­ბით ქუ­თა­ის­ში ახალ­გაზ­რდა გო­ლი­ა­თი, ქუ­ჩა­ში ბავ­შვე­ბი გუნდ-გუნ­დად რომ დას­დევ­დნენ და თვა­ლებ­ში შე­ცი­ცი­ნებ­დნენ..." ნი­ჭი­ე­რი მწე­რა­ლია აკა­კი ბე­ლი­აშ­ვი­ლი და კარ­გა­დაც ჰყვე­ბა. მე­რე ამე­რი­კელ ქარ­თვე­ლებ­საც ახ­სე­ნე­ბენ: და­ვით და სერ­გო მდივ­ნებს, მათ სა­ყო­ველ­თა­ოდ, მაგ­რამ სხვა­დას­ხვა ვერ­სი­ით გავ­რცე­ლე­ბულ თავ­გა­და­სავ­ლებ­საც; იცი­ნე­ბენ. "ორი სა­ერ­თა­შო­რი­სო ალ­ფონ­სიო", - კი იხა­ლი­სე­ბენ, მაგ­რამ მა­ინც ეტ­ყო­ბათ, მოს­წონთ... სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბებ­საც გა­ა­გე­ბი­ნე­ბენ ერ­თმა­ნეთს, მა­გა­ლი­თად ამ­გვარს: "და­ვი­თის დაი რუ­სუ­და­ნი ცო­ლად ჰყავ­და ის­პა­ნელ მხატ­ვარს - სერტს; მე­ო­რე დაი, ნი­ნო, ცო­ლი იყო ცნო­ბი­ლი ინ­გლი­სე­ლი მწერ­ლის კო­ნან დო­ი­ლის შვი­ლი­სა".

ამა­სო­ბა­ში ცოლ-ქმა­რი პა­პაშ­ვი­ლე­ბიც მოვ­ლენ. სა­ინ­ტე­რე­სოა, მწე­რა­ლი აკა­კი ბე­ლი­აშ­ვი­ლი რო­გორ აღ­წერს თა­ვის პირ­ველ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას: "გი­ორ­გი პა­პაშ­ვი­ლი სა­შუ­ა­ლო ტა­ნის, ხმე­ლი აგე­ბუ­ლო­ბის შავ­გვრე­მა­ნი კა­ცია, ტი­პუ­რი მთი­უ­ლი. მი­სი მე­უღ­ლე ელე­ნე კი მა­ღა­ლი, ჩა­სუ­ქე­ბუ­ლი ამე­რი­კე­ლი ქა­ლია, სა­ოც­რად ჭკვი­ა­ნი თვა­ლე­ბით". დას­ხდნენ, სა­უ­ბა­რი თა­ვის­თა­ვად გაგ­რძელ­და. სამ­შობ­ლო­დან ჩა­მო­სუ­ლი თა­ნა­მო­კალ­მის მო­ტა­ნი­ლი "ამ­ბა­ვი", "ჩვენ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში იცი­ან თქვე­ნი მწერ­ლო­ბის შე­სა­ხე­ბო", პა­პაშ­ვი­ლის­თვის უც­ნო­ბი არ აღ­მოჩ­ნდა!

სა­მა­გი­ე­როდ, თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებ­მა შე­იტ­ყვეს, გი­ორ­გი პა­პაშ­ვი­ლი მო­ქან­და­კე რომ იყო, გა­მო­ფე­ნებ­საც აწ­ყობ­და, მი­სი ბევ­რი ნა­მუ­შე­ვა­რი იყი­დე­ბო­და კი­დეც, ხო­ლო ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი მუ­ზე­უ­მებ­საც ჰქო­ნი­ათ შე­ძე­ნი­ლი...
აკა­კი ბე­ლი­აშ­ვილ­მა მო­ქან­და­კის ნა­მუ­შევ­რე­ბის ფო­ტო­რეპ­რო­დუქ­ცი­ე­ბის ნახ­ვის სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვა, მაგ­რამ კო­ლია ქვა­რი­ან­თან ქარ­თვე­ლე­ბის სა­ნა­ხა­ვად ხელ­და­ხელ ნაჩ­ქა­რე­ვად წა­მო­სულ გი­ორ­გი პა­პაშ­ვილს ეს არც უფიქ­რია და ამ­დე­ნი აღარ გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბია... რო­გორც კი გა­არ­კვია, ჩემ­თან მოს­ვლას ვერ ახერ­ხე­ბე­ნო, ჩაჯ­და სა­კუ­თარ "შევ­რო­ლეს" მარ­კის ლი­მუ­ზინ­ში და პენ­სილ­ვა­ნი­ის შტა­ტი­დან თვი­თონ­ვე გა­მო­ე­შუ­რა მე­უღ­ლეს­თან ერ­თად. ასი მი­ლი გა­ი­ა­რა...

უჩ­ვე­უ­ლოა ეს ყო­ვე­ლი­ვე და იმავ­დრო­უ­ლად, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო: ამ უზარ­მა­ზარ სა­ხელ­მწი­ფო­ში ცხოვ­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბაც, პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნის გა­მარ­თვა სახ­ვი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის აკა­დე­მი­ა­ში ან რო­მე­ლი­მე სა­ხელ­მწი­ფო მუ­ზე­უმ­ში, მაგ­რამ სა­უ­ბარ­ში მწერ­ლო­ბას მა­ინც გა­მორ­ჩე­უ­ლი (ვიტ­ყო­დი, სა­პა­ტიო) ად­გი­ლი უჭი­რავს. შე­კით­ხვე­ბიც გაგ­რძელ­დე­ბა:
"მე მა­ინ­ტე­რე­სებ­და, - გა­იხ­სე­ნებს მოგ­ვი­ა­ნე­ბით აკა­კი ბე­ლი­აშ­ვი­ლი, თუ რო­გო­რი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს სა­ხელ­დობრ ის წიგ­ნი, რო­მელ­ში­აც მი­სი ბი­ოგ­რა­ფი­აა მოთ­ხრო­ბი­ლი.
გიორგი (ჯორჯ) და ელენე პაპაშვილების ლექციის ანონსი
აღ­მოჩ­ნდა, რომ იგი და­ახ­ლო­ე­ბით ოც­დათ­ხუთ­მეტ­ჯერ გა­მო­უ­ცი­ათ ორი მი­ლი­ო­ნის სა­ერ­თო ტი­რა­ჟით". რო­ცა ამა­ზე თა­ვად ავ­ტო­რი გიყ­ვე­ბა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სა­სი­ა­მოვ­ნოც. იმა­საც აღ­ვნიშ­ნავ, რომ აქ ლა­პა­რა­კია მხო­ლოდ ბეს­ტსე­ლე­რის ("ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს") ტი­რაჟ­ზე; თო­რემ ამ პე­რი­ოდ­ში გი­ორ­გი პა­პაშ­ვილს არა­ერ­თი წიგ­ნი უკ­ვე გა­მო­ცე­მუ­ლი ჰქონ­და, რომ­ლე­ბიც წარ­მა­ტე­ბით იყი­დე­ბო­და და პო­პუ­ლა­რო­ბი­თაც სარ­გებ­ლობ­და მკით­ხველ­თა შო­რის. შე­უძ­ლე­ბე­ლია, არ გა­გა­ხა­როს თა­ნა­მე­მა­მუ­ლის წარ­მა­ტე­ბამ. თა­ვად სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ერ­თი პო­პუ­ლა­რუ­ლი წიგ­ნის ავ­ტო­რი ამე­რი­კუ­ლი ჰო­ნო­რა­რი­თაც და­ინ­ტე­რეს­დე­ბა. ისე, რა­ტო­მაა უხერ­ხუ­ლი, გა­ინ­ტე­რე­სებ­დეს, რო­გორ უხ­დი­ან მწე­რალს სხვა სა­ხელ­მწი­ფო­ში. "საბ­ჭო­თა" კია, მაგ­რამ თვი­თო­ნაც ქარ­თვე­ლია, ჭკვი­ა­ნი და თა­ვა­დაც მწე­რა­ლი...

თუ­კი ღი­მი­ლი­ა­ნი მო­გო­ნე­ბე­ბის დროა, აქ­ვე გა­ვიხ­სე­ნებ­დი ამე­რი­კი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი აკა­კი ბე­ლი­აშ­ვი­ლის დო­კუ­მენ­ტუ­რი პრო­ზი­დან კი­დევ ერთ ფრაგ­მენტს:
ქა­ლა­ქი - ნიუ-იორ­კი;
მას­პინ­ძე­ლი - ნი­კო­ლოზ ქვა­რი­ა­ნი, მე­უღ­ლით;
სტუმ­რე­ბი - აკა­კი ბე­ლი­აშ­ვი­ლი, ნი­კო­ლოზ პი­პი­ნაშ­ვი­ლი, ფე­ლიქს ვი­სოც­კი, გი­ორ­გი პა­პაშ­ვი­ლი, მე­უღ­ლით;
სუფ­რა - ბერ­ძნულ რეს­ტო­რან­ში;
პირ­ვე­ლი სად­ღეგ­რძე­ლო - სამ­შობ­ლოს ეკუთ­ვნის,
მე­ო­რე - დი­ა­სახ­ლი­სებს და თა­მა­დის მი­ერ ამა­ყად თქმუ­ლი:
"- აი, ხომ ხე­დავთ, ჩვე­ნი ცო­ლე­ბი გა­ვა­ქარ­თვე­ლეთ, - გვით­ხრა ქვა­რი­ან­მა.
მა­შინ პა­პაშ­ვი­ლის მე­უღ­ლემ ღი­მი­ლით მო­უჭ­რა:
- თქვე­ნი გა­ა­მე­რი­კე­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა და ჩვენც მე­ტი რა დაგ­ვრჩე­ნო­და, რომ არ გავ­ქარ­თვე­ლე­ბუ­ლი­ყა­ვით".
წიგ­ნებ­ში, ნა­მუ­შევ­რებ­ში დას­ტურ, ქარ­თვე­ლი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლის­ტის სამ­ყა­როა.

...და თუ­კი ჯორჯ პა­პაშ­ვილ­მა ამე­რი­კა "აღ­მო­ა­ჩი­ნა", მას­თან შეხ­ვედ­რა "აქა­უ­რი" ქარ­თვე­ლის - აკა­კი ბე­ლი­აშ­ვი­ლის მო­გო­ნე­ბამ შე­მო­ი­ნა­ხა.


რუ­სუ­დან ნიშ­ნი­ა­ნი­ძე
ჟურნალი "ისტორიანი",#8
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ ირაკლი კობახიძის საქმიანობას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ ირაკლი კობახიძის საქმიანობას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე?