მატარებლები შუა ქალაქში
16-01-2018
მატარებლები შუა ქალაქში
აშშ-ში, ნიუ-იორკის შტატის ქალაქ სირაკუზში გასული საუკუნის 30-იან წლებში რკინიგზის შემადგენლობა პირდაპირ ქუჩებში მოძრაობდა. ორთქლმავლების კვამლი ფარავდა საცხოვრებელ სახლებსა და ახალაგებულ სასტუმროებს.

"ემპაიე სტეიტ ექსპრესი" (Empire State Express-ი) იყო ნიუ-იორკის ცენტრალური ნაწილისა და მდინარე ჰუძონის რკინიგზის საფლაგმანო მატარებელი, რომელიც ვაშინგტონის ქუჩის გავლით კვეთდა ქალაქს. თავის დროზე ამ ექსპრესმა მსოფლიოში გაითქვა სახელი, როგორც პირველმა სამგზავრო მატარებელმა, რომელიც აგებული იყო საათში 50 მილზე მეტი სიჩქარით (80,5 კმ/სთ) მოძრაობისთვის. ამავე მატარებლით განხორციელდა ყველაზე
გრძელი, 230-კილომეტრიანი შეუჩერებელი "გადარბენა" ნიუ-იორკიდან ოლბანიმდე.
ქალაქ სირაკუზის ცენტრი დღეს
სირაკუზის ქუჩებში მატარებლები 1859 წლიდან მოძრაობდნენ და მას პრესაც მეტსახელად უწოდებდა "ქალაქს ქუჩაში მატარებლით". ცხადია, რკინიგზის პირდაპირ შუა ქალაქში მოძრაობა მძიმე ვითარებას ქმნიდა უსაფრთხოების თვალსაზრისით. სირაკუზელებს უწევდათ ხმაურთან, ჭუჭყსა და დაბინძურებასთან შეგუება. პიკის საათებში ვაშინგტონის ქუჩაზე ზოგჯერ 60-მდე მატარებელსაც
ჩაუვლია!

ეს კოშმარი, ბოლოს და ბოლოს, 1936 წელს დასრულდა, როცა რკინიგზა ესტაკადებზე აიტანეს და საქალაქო სადგურსაც ახალი ადგილი მიუჩინეს. ბოლო შემადგენლობა, რომელმაც სირაკუზში ჩაიარა, სწორედ "ემპაიე სტეიტ ექსპრესი" იყო. სასტუმრო "აიატი", რომელიც ილუსტრაციაზე მარცხნივ მოჩანს, 1971 წელს დაანგრიეს.

მომზადებულია mashable.com-ის მიხედვით
ჟურნალი "ისტორიანი",#84
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!