ორაგულის და ლობიოს "არგუმენტები" ქართლის დიდგვაროვანთა დაპირისპირებაში
16-01-2018
ორაგულის და ლობიოს "არგუმენტები" ქართლის დიდგვაროვანთა დაპირისპირებაში
ფეოდალურ საქართველოში და არა მხოლოდ იმ ეპოქაში, დიდგვაროვანთა შორის ზოგჯერ კურიოზული შემთხვევით გამოწვეული პირადული წყენა თაობიდან თაობას გასდევდა, გვარებს შორის დაპირისპირებას წარმოშობდა და საქვეყნო საქმესაც აზიანებდა. ქვემოთ მოგითხრობთ ქართლის სამეფო კარზე დაწინაურებული ორი გავლენიანი გვარის - ამილახვრებისა და თუმანიშვილების ქიშპზე.

ამი­ლახ­ვ­რე­ბი ჯერ კი­დევ ერ­თი­ა­ნი სა­ქარ­თ­ვე­ლოს, ხო­ლო მი­სი დაშ­ლის შემ­დეგ - ქარ­თ­ლის სა­მე­ფო კარ­ზე უდი­დე­სი გავ­ლე­ნით სარ­გებ­ლობ­დ­ნენ. სა­თა­ვა­დოს უფ­რო­სი, რო­გორც წე­სი, ზე­მო ქარ­თ­ლის სად­რო­შოს სარ­და­ლი და გო­რის მო­უ­რა­ვიც იყო. ამ გვა­რის
წარ­მო­მად­გენ­ლებს სხვა­დას­ხ­ვა დროს ეკა­ვათ ეში­კა­ღას­ბა­შის (ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი აპა­რა­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლის), ყორ­ჩი­ბა­შის (ჯა­რის უფ­რო­სი, სარ­
და­ლი), მო­ლა­რე­თუ­ხუ­ცე­სის, მე­ჭურ­ჭ­ლე­თუ­ხუ­ცე­სი­სა და სხვა თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი. უკ­ვე XVII სა­უ­კუ­ნის­თ­ვის მხო­ლოდ ქარ­თ­ლ­ში ამი­ლახ­ვ­რებს 901 კომ­ლი ყმა ჰყავ­დათ.

გან­სა­კუთ­რე­ბულ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ეს თე­ი­მუ­რაზ II-ისა და ერეკ­ლე II-ის კარ­ზე რე­ვაზ და ოთარ ამი­ლახ­ვ­რებ­მა. ოთა­რი ზე­მო ქარ­თ­ლის სად­რო­შოს სარ­დ­ლი­სა და გო­რის მო­უ­რა­ვის სა­ხე­ლოს ერ­თად ფლობ­და. 1803 წელს რუ­სუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თ­ვის წარ­დ­გე­ნი­ლი მოხ­სე­ნე­ბის მი­ხედ­ვით, მი­სი წლი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი "ხუ­თას თუმ­ნამ­დე დგე­ბო­და".

გავ­ლე­ნი­ა­ნი და ამა­ყი ამი­ლახ­ვა­რი ხში­რად ერეკ­ლეს ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რის რან­გ­შიც გვევ­ლი­ნე­ბო­და, რის გა­მოც მე­ფე-თა­ვადს შო­რის უბ­რად ყოფ­ნა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვი იყო. ერთ წე­რილ­ში ერეკ­ლე ოთარ ამი­ლახ­ვარს სწერს: "ჩვენს უწინ­დელ ოქ­მ­ში ეწე­რა ჩვენ ამის მეტს აღარ მოგ­წერ­თო, მაგ­რამ ხალ­ხი აღარ მოგ­ვეშ­ვა და იმათ მოგ­ვა­წე­რი­ნეს, თო­რემ შენ­თან წიგ­ნის მო­წე­რას აღარც ვა­პი­რებ­დით".

თუმ­ცა, ოთარ ამი­ლახ­ვარს ღვაწ­ლიც დი­დი ჰქონ­და ქვეყ­ნის წი­ნა­შე: მან გა­ა­შე­ნა სო­ფე­ლი ორ­ჭო­ბი, გა­იყ­ვა­ნა სარ­წყა­ვი არ­ხე­ბი, მო­ნა­წი­ლე­ობ­და ცი­ხე­სი­მაგ­რე­ე­ბის, კოშ­კე­ბის, გა­ლავ­ნე­ბის აღ­დ­გე­ნით სა­მუ­შა­ო­ებ­ში. 1793 წელს გო­რიჯ­ვარ­ში ღვა­რე­ბი­დან მი­სი ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­იყ­ვა­ნეს სას­მე­ლი წყა­ლი. ებ­რ­ძო­და ლე­კებს, ომარ-ხა­ნი­სა და აღა-მაჰ­მად-ხა­ნის ურ­დო­ებს და სხვ.

1791 წელს ერეკ­ლეს მი­ერ მი­ღე­ბულ­მა კა­ნონ­მა "სა­უფ­ლის­წუ­ლო­ე­ბის შე­სა­ხებ" ქვე­ყა­ნა კი­დევ უფ­რო და­ა­ნა­წევ­რა და გა­ა­თი­თო­კა­ცა. ქვე­ყა­ნა­ში აშ­კა­რად და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი ორი ფრთა გა­მო­იკ­ვე­თა: გი­ორ­გი XII-ისა და მი­სი ვა­ჟის - და­ვი­თის მომ­ხ­რე­ე­ბი და მე­ო­რე მხრივ, და­რე­ჯან დე­დოფ­ლი­სა და იულონ ბა­ტო­ნიშ­ვი­ლის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი.

1794 წლის 11 სექ­ტემ­ბერს ვახ­ტანგ და ალექ­სან­დ­რე ბა­ტო­ნიშ­ვი­ლე­ბი (ი­უ­ლო­ნის მომ­ხ­რე­ე­ბი) ოთარ ამი­ლახ­ვარს სა­ი­დუმ­ლოდ სწე­რენ, რა­მე შე­იტყოს და­ვით ბა­ტო­ნიშ­ვი­ლის გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ "ნა­რუ­სა­ლი" იაკო­ბის­გან და სა­ა­მი­სოდ იაკო­ბის ღვი­ნი­სად­მი მიდ­რე­კი­ლე­ბით ისარ­გებ­ლოს: "მე­რე ერ­თი ნა­რუ­სა­ლი იაკობ არის და ჩვენს ძმის წულს და­ვით­თან და­ი­ა­რე­ბა. მა­გან დღეს ცხილ­ვა­ნი­დან ჩა­მო­ი­ა­რა, აქ ჩვენ­ცა გვნა­ხა და გორს წა­ვი­და, მანდ იქ­ნე­ბა და მა­გას ერ­თი კა­ცი აადევ­ნე რომ რა­სა იქს და რას იტყ­ვის, ან ერ­თი მი­ზე­ზი რამ გა­მო­იგ­დე და თქვენ­თან მო­აყ­ვა­ნი­ნე. ღვი­ნით და­ათ­რე და თუ რამ იცის ყვე­ლას იტყ­ვის, აღა­რას და­ფა­რავს და რა მა­გი­სა­გან შე­იტყოთ, ჩვენც გვაც­ნო­ბეთ ...ასე რი­გად ეცა­დე, რომ ამ ორ-სამს დღეს აღარ სა­ით წა­ვი­დეს, ღვი­ნით კარ­გათ და­ა­ბამთ მა­გა­სა".

ორი კვი­რის შემ­დეგ (26 სექ­ტემ­ბერს), უკ­ვე და­რე­ჯან დე­დო­ფა­ლი საყ­ვე­დუ­რობს ოთარ ამი­ლახ­ვარს უგერ­გი­ლო­ბას და სთხოვს, მე­ტი ფხა გა­მო­ი­ჩი­ნოს ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბი­სას: "...ჩვე­ნი შვი­ლი შვი­ლი და­ვით რომ ქარ­თ­ლ­ში წა­მო­ვი­და, სად არის, ან რას საქ­მობს, აქ აშ­ქა­რათ (სიც:) იმი­სი არა ის­მის და რას მოქ­მე­დობს ...შენ­მარ­თე­ბუ­ლი არის, რომ იმ გვა­რი შე­ნი სან­დო კა­ცი გაძ­რა­ხუ­ლი უნ­და გყვან­დეს, რომ იმის მოქ­მე­დე­ბას შე­იტყობ­დე ხოლ­მე, რაც გა­უწყე­ბო­დეს და ჩვენ შეგ­ვატყო­ბი­ნებ­დე. ...შენ ასე­თი მო­ად­გი­ლე და შემ­ძ­ლე­ბე­ლი ხარ, მუ­დამ კაცს უნ­და ატა­რებ­დე და ამ­ბავს გვატყო­ბი­ნებ­დე.

ამის­თა­ნას საქ­მის უც­დე­ლო­ბას და უხერ­ხო­ბას რა ხე­ლი ეყ­რე­ბა. ასეთს ად­გი­ლა­სა ხარ, რომ აგ­რე გაშ­ტე­რე­ბუ­ლი არ უნ­და იყო. სულ უნ­და საქ­მობ­დე და სულ უნ­და ცდი­ლობ­დე, წვე კა­ცი არ გე­შო­ე­ბა, ახალ­ცი­ხი­და­მაც უნ­და შე­იტყობ­დე ამ­ბავს და გვა­ცო­დი­ნებ­დე და ესეც შე­იტყევ და­ვით ჩვე­ნი შვი­ლი ან ახალ­ცი­ხეს საქ­მობს რას­მეს ან ლე­კებ­თან საქ­მობს რას­მეს, ესე­ნი კარ­გად შე­იტყევ და შეგ­ვატყო­ბი­ნე. ეს წიგ­ნი რომ წა­ი­კითხო, თუ მუხ­რა­ნის ბა­ტო­ნი მანდ იყოს, იმას კი წა­ა­კითხე და სხვას ნუ­რა­ვის წა­ა­კითხებ. მა­შინ­ვე და­ხიე ღვთის გუ­ლი­სათ­ვი­სო".
რო­გორც ვხე­დავთ, ძმებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა­ში ოთარ ამი­ლახ­ვა­რი იულონ ბა­ტო­ნიშ­ვი­ლის ბა­ნაკ­შია და ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ფი­გუ­რაც არის. ამი­ლახ­ვა­რი აღარც და­ვით ბა­ტო­ნიშ­ვი­ლის ბრძა­ნე­ბებს ას­რუ­ლებს ჯა­რის შეყ­რი­სა და მას­თან ხლე­ბის თვალ­საზ­რი­სით. ეს არც უნ­და გაგ­ვიკ­ვირ­დეს, რად­გან იულო­ნი მი­სი სი­ძე იყო.

სახ­ლ­თუ­ხუ­ცეს იოანე მუხ­რან­ბა­ტონს უც­დია ამი­ლახ­ვ­რი­სა და და­ვით ბა­ტო­ნიშ­ვი­ლის შე­რი­გე­ბა და 1798 წლის 28 სექ­ტემ­ბერს სწერს: "ქ. მის ბრწყინ­ვა­ლე­ბას ბა­ტონს ამი­ლა­ხორს მუხ­რან ბა­ტო­ნი სახ­ლ­თუ­ხუ­ცე­სი იოანე მრა­ვალს მო­კითხ­ვას და სამ­სა­ხურს მო­ვახ­სე­ნებთ. მე­რე აქა­ურს ამ­ბავს მო­იხ­სე­ნებთ. ამი­სი სი­მაღ­ლე ბა­ტო­ნი ამ თვეს კვ (26 სექ­ტემ­ბე­რი - ი. ა.) აქ მარ­ტყოფს მობ­ძან­და, ლე­კის ჯა­რიც ახ­ლავს სა­მი ათა­სამ­დინ და დღეს ხომ ხუთ­შა­ფა­თია, აყ­რას აპი­რებს, სო­ღა­ლუ­ხის ბო­ლოს გაბ­ძან­დე­ბა და ელე­ბის­კენ აპი­რებს წაბ­ძა­ნე­ბას. წიგ­ნიც მოგ­წე­რათ და ჯა­რი­თაც და­გი­ბა­რათ.

ჩემს მოხ­სე­ნე­ბას და სიტყ­ვას ხომ არ და­ი­ჯე­რებთ, მაგ­რამ მა­ინც კი­დევ მო­გახ­სე­ნებ, მე­ტი­ჩა­რა კა­ცი თა­ვი­სას არ და­იშ­ლის. ამას დი­აღ ბე­ჯი­თად მო­გახ­სე­ნებ, ეს არა ქნათ რომ არ წა­მობ­ძან­დეთ და ჯა­რიც არ წა­მო­იყ­ვა­ნოთ. ქარ­თ­ლის სარ­და­ლი ბძან­დე­ბით და მე­ფე ჯარ­ში მიბ­ძან­დე­ბა და გიბ­ძა­ნებს. ახ­ლა რომ არ წა­მობ­ძან­დე და ამის სი­მაღ­ლეს არ იახ­ლო, აბა რო­გორ იქ­ნე­ბა. მგო­ნია, რომ დი­დად აწყე­ნი­ნებთ. თუ არ წა­მოხ­ვალთ, ასე გა­ვი­გო­ნე, რომ მის უგა­ნათ­ლე­ბუ­ლე­სო­ბას ბა­ტო­ნიშ­ვილ­საც ორ­ჯელ და სამ­ჯელ ებ­რ­ძა­ნე­ბი­ნოს თქვენ­თ­ვის, რომ წა­დი, იახელ და ნა­ხე ბა­ტო­ნიო და არ ვი­ცი რა მი­ზე­ზია მო­უს­ვ­ლე­ლო­ბა ან ვინც კე­თი­ლის მყოფ­ნი არი­ან თქვენ­ნი და ერ­თ­გულ­ნი, ყვე­ლა­ნი ასე მო­გახ­სე­ნე­ბენ და არ ვი­ცით რა ამ­ბა­ვია.

არც თა­ვი­სი ძმის (ი­გუ­ლის­ხ­მე­ბა იულონ ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი. - ი. ა.) წყე­ნა უნ­და და არც შე­ნი წახ­დე­ნა თო­რემ, ამის­მა მზემ ერ­თი ფუ­ლის ქა­ღალ­დი ეყო­ფა. აქე­დამ მო­იხ­სე­ნეთ, სჯობს თუ არა თქვე­ნი წა­მოს­ვ­ლა. რო­მელ­ნიც თქვე­ნი მტრე­ბი არი­ან, ისი­ნი დი­დად მხი­ა­რუ­ლად არი­ან თქვე­ნის ამას­თან უმ­ყო­ფე­ლო­ბი­სათ­ვის და რო­მე­ლიც თქვე­ნი ერ­თ­გულ­ნი და მოყ­ვ­რე­ბი, ისი­ნი კი დი­დად სწუ­ხან. მაგ ჩემს ხემ­წი­ფის შვილ­სა­ცა ჰკითხე (ი­გუ­ლის­ხ­მე­ბა იულონ ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი. - ი. ა.). თუ მა­გა­ნაც გირ­ჩი­ოს და გიბ­ძა­ნოს, ხომ აშ­კა­რა იქ­ნე­ბა, რომ სამ­ჯო­ბი­ნა­რი ყო­ფი­ლა. თუ არა ორ­ჯერ, სამ­ჯერ უკითხავ ჩემ­თ­ვის და მე ხათ­რი-ჯა­მი გავ­ხა­დე - გი­ახ­ლე­ბა, შე­ნი ჭი­რი­მე-მეთ­ქი. ნურც მე გა­მამ­ტყუ­ნებ. თა­ვი და ბო­ლო ხომ ეს არის, რომ ხარ­ჯი გე­ზა­რე­ბა, მაგ­რამ გა­მო­საშ­ვე­ბი სის­ხ­ლი არ დად­გე­ბა. ეცა­დე­ნით, რომ ჩქა­რა წა­მობ­ძან­დეთ და რო­გორც და­გი­ბა­რათ, ჯა­რით ისე შე­მო­ე­ყა­როთ".

წე­რი­ლის ში­ნა­არ­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, იგი და­ვით ბა­ტო­ნიშ­ვი­ლის კარ­ნა­ხით უნ­და იყოს და­წე­რი­ლი, თუმ­ცა, მუხ­რან­ბა­ტო­ნის მცდე­ლო­ბამ, ამი­ლახ­ვა­რი მორ­ჩი­ლე­ბა­ში მო­ეყ­ვა­ნა, ამა­ოდ ჩა­ი­ა­რა. პი­რი­ქით, ამი­ლახ­ვ­რე­ბის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში, სო­ფელ ჭა­ლა­ში 1800 წლის 20 დე­კემ­ბერს იულო­ნი­სად­მი მო­სახ­ლე­ო­ბის მხარ­დამ­ჭე­რი პე­ტი­ცი­აც კი შე­უდ­გე­ნი­ათ.

გი­ორ­გი XII-ის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­სა და ქართლ-კა­ხე­თის სა­მე­ფოს გა­უქ­მე­ბის შემ­დეგ, იულონ, ვახ­ტანგ და ფარ­ნა­ოზ ბა­ტო­ნიშ­ვი­ლე­ბი და­ვით "გამ­გე­ბელ­სა" და კნო­რინგ-ლა­ზა­რევს სა­ბო­ლო­ოდ გა­ნუდ­გ­ნენ და მათ მომ­ხ­რე თა­ვა­დებ­თან ერ­თად (ო­თარ ამი­ლახ­ვა­რი, თა­მაზ ორ­ბე­ლი­ა­ნი, რე­ვაზ ბა­რა­თაშ­ვი­ლი და სხვე­ბი) კა­ხეთ­ში გა­მაგ­რ­დ­ნენ.

1801 წლის 3 თე­ბერ­ვალს, და­ვით მა­მა­ცაშ­ვი­ლის და­კითხ­ვის ოქ­მი­დან ჩანს, რომ კა­ხეთ­ში მყოფ აჯან­ყე­ბულ ბა­ტო­ნიშ­ვი­ლებ­თან მთა­ვა­რი "ბუნ­ტის­თა­ვი" სწო­რედ ოთარ ამი­ლახ­ვა­რი იყო.

და­ვით ბა­ტო­ნიშ­ვი­ლის და­ვა­ლე­ბით, 1801 წლის თე­ბერ­ვალ­ში­ვე ოთარ ამი­ლახ­ვარს სახ­ლ­ში ღა­მით მიხ­დო­მი­ან, მძი­ნა­რე და შიშ­ვე­ლი გა­რეთ გა­მო­უთ­რე­ვი­ათ, იქ ერ­თი გლე­ხის ტყა­ვი ჩა­უც­მე­ვი­ათ, ხე­ლე­ბი ზურ­გ­სუ­კან გა­უკ­რავთ და საბ­ლის წელ­ზე მობ­მით თბი­ლი­სის­კენ წა­მო­უყ­ვა­ნი­ათ, სა­დაც სა­მი თვე სა­პა­ტიმ­რო­ში ჰყო­ლი­ათ. და­ვით ბა­ტო­ნიშ­ვი­ლის სიტყ­ვით, ლა­ზა­რევს ამი­ლახ­ვ­რის­თ­ვის ყვე­ლა თა­ნამ­დე­ბო­ბა ჩა­მო­ურ­თ­მე­ვია, ესეც არ უკ­მა­რი­ათ და მი­სი უპატ­რო­ნოდ დარ­ჩე­ნი­ლი ოჯა­ხი თე­ი­მუ­რაზ ბა­ტო­ნიშ­ვილს აუკ­ლია.
სა­პა­ტიმ­რო­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი, ყვე­ლას­გან მი­ტო­ვე­ბუ­ლი და პატივაყრილი ამი­ლახ­ვა­რი სო­ფელ ქვე­მო ჭა­ლა­ში, თა­ვის სა­სახ­ლე­ში დაბ­რუნ­და.

* * *
დი­დი გავ­ლე­ნა ჰქონ­დათ ქარ­თ­ლის სა­მე­ფო კარ­ზე თუ­მა­ნიშ­ვი­ლებ­საც. ეს გვა­რი გან­სა­კუთ­რე­ბით როს­ტომ-ხა­ნის (მე­ფე როს­ტო­მი, ხოს­რო-მირ­ზა) დროს და­წი­ნა­ურ­და. ვა­ჭარ-ხე­ლოს­ნე­ბის მფარ­ველ როს­ტომს გან­სა­კუთ­რე­ბით თვალ­ში მოს­დი­ო­და ამ საქ­მე­ში და­ოს­ტა­ტე­ბუ­ლი მა­ნუ­ჩარ თუ­მა­ნიშ­ვი­ლი და იგი სა­ბა­ჟო გა­და­სა­ხა­დე­ბის­გა­ნაც კი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

მი­სი სა­ხე­ლი­სა და გვა­რის მქო­ნე შთა­მო­მა­ვა­ლი ერეკ­ლე II-ის დროს უკ­ვე მდივ­ნი­სა და ლაშ­ქარ­ნი­ვი­სის სა­ხე­ლოს ფლობს. ეგ­ნა­ტე თუ­მა­ნიშ­ვილ­სა და ომან ხერ­ხე­უ­ლი­ძეს­თან ერ­თად, მა­ნუ­ჩარ თუ­მა­ნიშ­ვილს ევა­ლე­ბო­და გო­რის მაზ­რის ნა­წილ­ში მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე და­კის­რე­ბუ­ლი სა­სურ­სა­თო გა­და­სა­ხა­დის აკ­რე­ფა.

ამი­ლახ­ვ­რის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, თუ­მა­ნიშ­ვილ­მა გი­ორ­გი XII-ის დრო­საც შე­ი­ნარ­ჩუ­ნა გავ­ლე­ნა. მას ქართლ-კა­ხე­თის უკა­ნას­კ­ნე­ლი მე­ფის დროს 300 თუმ­ნის წლი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი ჰქო­ნია, ხო­ლო რუ­სუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­ყა­რე­ბის­თა­ნა­ვე "ტი­ტუ­ლა­რუ­ლი მრჩევ­ლის" თა­ნამ­დე­ბო­ბაც უბო­ძეს და კი­დევ უფ­რო გავ­ლე­ნი­ა­ნი გახ­და. მის მი­ერ 1802 წლის 23 მარტს ლა­ზა­რე­ვი­სად­მი გაგ­ზავ­ნი­ლი მოხ­სე­ნე­ბი­დან ჩანს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ "სა­ქარ­თ­ვე­ლოს მე­ფის ძეთ სა­მი­სავ (ი­გუ­ლის­ხ­მე­ბი­ან იულონ, ვახ­ტანგ და ფარ­ნა­ოზ ბა­ტო­ნიშ­ვი­ლე­ბი) ძმის ნა­ქო­ნი ყმა და მა­მუ­ლი" სწო­რედ მა­ნუ­ჩარ თუ­მა­ნიშ­ვილს მი­ა­ბა­რა სა­მარ­თა­ვად.

თუ­მა­ნიშ­ვი­ლი მეჯ­ვ­რის­ხევ­ში, ტყვი­ავ­სა და ავ­ნევ­ში იბა­რებს ერის­თა­ვებ­სა და მა­ჩაბ­ლებს მათ სა­გამ­გებ­ლო ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე ბე­გა­რა-გა­და­სა­ხა­დე­ბის აკ­რე­ფის მიზ­ნით. ასე­ვე, არაგ­ვი­სა და პა­ტა­რა ლი­ახ­ვის ოს­თა თავ­კა­ცე­ბი თა­ვის­თან ჩა­მოჰ­ყავს და მძევ­ლებს არ­თ­მევს, ხელ­მ­წი­ფი­სად­მი ერ­თ­გუ­ლე­ბა რომ შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ.

არც მა­ნუ­ჩარ თუ­მა­ნიშ­ვი­ლი გა­მო­ირ­ჩე­ო­და ყმე­ბი­სად­მი დი­დი ლმო­ბი­ე­რე­ბით, ამი­ტომ ჩი­ვი­ლი მის წი­ნა­აღ­მ­დეგ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვი იყო. 1807 წლის 24 იან­ვარს მა­ნუ­ჩარს მი­სი მა­მა­სახ­ლი­სი ნი­ნია სწერს: "იმ ჟა­მათ სა­ლო­მეს ეჩივ­ლა, იასა­უ­ლი ამო­იყ­ვა­ნა და შინ ჩა­მი­ყე­ნა: მო­ხე­ლე ხარ, თუნ­და შენ აჭა­მე და თუნ­და შე­ნი ბა­ტო­ნის სო­ფელს აჭ­მე­ვი­ნეო. მე ავათ გახ­ლ­დი, კარ­ზე გას­ვ­ლა არ შე­მეძ­ლო და ერ­თი კვი­რა შინ მიჯ­და ამის მი­ზე­ზით, რომ რაც წრე­ულ ღა­ლა აიწე­რა, იმი­სი ნუს­ხა შე­ნა გა­ქუს, ის ნუს­ხა მა­მეც, რომ ჩე­მი ნა­ხე­ვა­რი ღა­ლა ავი­ღოო. მე რაც არ მქონ­და რას მივ­ცემ­დი.

ჩემ­გან რომ ვე­რა გა­ი­ტა­ნა რა, მა­სუ­კან ნი­ნუ­აშ­ვი­ლი, ტერ მან­ვე­ლაშ­ვი­ლი და ლე­კის­შ­ვი­ლი გა­ა­დევ­ნა და ორ­მო­ე­ბი და­უ­ხა­და: ზოგ­სა ცხრა კო­დი, ზოგს შვი­დი კო­დი, ზოგ­სა ხუ­თი და ოთხი კო­დი წა­არ­თ­ვა და თა­ვის­თან ჩა­ყა­რა. ...მე ხომ ოროს­პოღ­ლო­ბა არ შე­მიძ­ლია, რომ შენ­თა­ნაც ვი­ყო და ამას­თა­ნაც. რო­დე­საც ამათ­თან ვი­ყავ, ამა­თი ერ­თ­გუ­ლი ვი­ყავ, ახ­ლა შენ გახ­ლა­ვარ, შე­ნი ერ­თ­გუ­ლი ვარ, ერ­თხელ ეს ხი­ფათს მამ­ცემს და ამი­სი გაძ­ლე­ბა სად შე­მიძ­ლი­ან", - წუხს ორი ბა­ტო­ნის მსა­ხუ­რე­ბით შე­წუ­ხე­ბუ­ლი მა­მა­სახ­ლი­სი.

მა­ნუ­ჩარ თუ­მა­ნიშ­ვი­ლი­სა და ოთარ ამი­ლახ­ვა­რის ურ­თი­ერ­თო­ბა ია-ვარ­დით მო­ფე­ნი­ლი არას­დ­როს ყო­ფი­ლა. მათ ყმე­ბი სა­ერ­თო სოფ­ლებ­ში: ხელ­თუ­ბან­ში, კა­რა­ლეთ­ში, მეჯ­ვ­რის­ხევ­ში, ტყვი­ავ­ში, ტი­ნის­ხიდ­ში და ა.შ. ჰყავ­დათ, ხო­ლო მა­მუ­ლე­ბი ერ­თ­მა­ნეთს ემიჯ­ნე­ბო­და, რაც ხში­რად უთან­ხ­მო­ე­ბას წარ­მო­შობ­და. ჯერ კი­დევ 1789 წელს, გო­რე­ლებს ოთარ ამი­ლახ­ვარ­ზე სა­ჩი­ვა­რი ერეკ­ლეს­თან სწო­რედ მა­ნუ­ჩარ თუ­მა­ნიშ­ვი­ლის ჩა­გო­ნე­ბით მი­ურ­თ­მე­ვი­ათ, სა­დაც ამი­ლახ­ვ­რის­გან ძა­ლა­დო­ბა­სა და სი­სას­ტი­კე­ზე ჩი­ოდ­ნენ.

სა­მა­გი­ე­როდ, ამი­ლახ­ვა­რი თუ­მა­ნიშ­ვი­ლე­ბის ყმებს მი­ეჭ­რა დიდ გა­რეჯ­ვარ­ში და, თუ რამ ება­დათ, ერ­თი­ა­ნად წა­არ­თ­ვა. დარ­ბე­უ­ლებ­ში ბირ­თ­ველ თუ­მა­ნიშ­ვი­ლის ყმე­ბიც მოჰ­ყ­ვ­ნენ, რო­მელ­საც ოთარ ამი­ლახ­ვარ­თან მტრო­ბა არ ჰქონ­და. შე­წუ­ხე­ბუ­ლი ბირ­თ­ველ თუ­მა­ნიშ­ვი­ლი 1800 წლის 17 აპ­რილს ოთარ ამი­ლახ­ვარს სთხოვს, მის კა­ცებს და­ეხ­ს­ნას და სა­ნაც­ვ­ლოდ, ერ­თ­გუ­ლე­ბას ჰპირ­დე­ბა: "...მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ყო­ველს თუ­მა­ნიშ­ვილ­ზედ თქვე­ნი მე უფ­რო ერ­თ­გუ­ლი გახ­ლა­ვარ.

სხვა მო­წა­მე აღარ მე­ჭი­რე­ბა და თუ მა­ინც მთხოვთ, მო­წა­მედ წი­ნამ­ძღ­ვარს ელევ­თერს ჰკითხეთ. ერ­თით არ და­იმ­ტ­კი­ცებთ, და­ვით მდი­ვან­ბე­გი გახ­ლავსთ და მა­გას ჰკითხეთ, კი­დევ თუ მე­სა­მე­საც ბძა­ნებთ, სახ­ლ­თუ­ხუ­ცეს ეში­კა­ღათ­ბაშს ალექ­სან­დ­რეს მის­წე­რეთ წიგ­ნი და ამი­სა­გან სცა­ნით ჩე­მი თქვენ­ზედ ერ­თ­გუ­ლო­ბა და თუ მე ასე ერ­თ­გუ­ლი ვარ და გა­მოცხა­დე­ბუ­ლი არის, თქვენ რა­ტომ ჩემ­ზედ მწყა­ლობ­ლო­ბა არ უნ­და იყოს გა­მოცხა­დე­ბუ­ლი და თქვენ­მა კა­ცებ­მა მა­ინც არ იცოდ­ნენ, ეხ­ლა მი­სუ­ლან თქვე­ნი კაც­ნი და და ეს ჩე­მი კა­ცი შე­უ­წუ­ხე­ბი­ათ, რომ აქ ჩემ­თან ჩა­მო­ვი­და.

წყა­ლო­ბა­სა გთხოვ, თქვენც ამის­თა­ნა წიგ­ნი უბო­ძოთ, რო­მე­ლიც ან თქვე­ნი კა­ცი ან სხვი­სა მო­ვი­დეს, აღა­რა­ვინ შე­ა­წუ­ხოს".
თუმ­ცა, თუ­მა­ნიშ­ვილს მა­ინც ეჭ­ვი ეპა­რე­ბა ამი­ლახ­ვ­რის გულ­მოწყა­ლე­ბა­ში და თავს იზღ­ვევს: "...ასე­თი წიგ­ნი კი არ უბო­ძოთ რა, რომ მო­სატყუ­ა­რი, უღო­ნო წიგ­ნი იყოს. მტკი­ცე წიგ­ნის წყა­ლო­ბას ვითხოვ, რომ კარ­გი მა­გა­რი წიგ­ნი უბო­ძოთ და თქვენს კა­ცებ­საც გა­მო­უცხა­დოთ თქვე­ნი ჩემ­ზედ მწყა­ლობ­ლო­ბა".

არ ვი­ცით, რა უპა­სუ­ხა ბირ­თ­ველ თუ­მა­ნიშ­ვილს ამი­ლახ­ვარ­მა, მაგ­რამ მა­ნუ­ჩარ თუ­მა­ნიშ­ვი­ლის მი­ერ გე­ნე­რალ ლა­ზა­რე­ვი­სად­მი 1802 წლის 23 მარტს გაგ­ზავ­ნი­ლი მოხ­სე­ნე­ბი­დან ირ­კ­ვე­ვა, რომ გა­და­სა­ხა­დე­ბის აკ­რე­ფი­სას მო­ხე­ლე­ებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კე სწო­რედ სა­ა­მი­ლახ­ვ­რო სოფ­ლებ­ში გა­მო­უ­ჩე­ნი­ათ: "სა­ა­მი­ლახ­ვ­რო წი­ლო­ბი­დან რაც რომ სა­ხა­სო მა­მუ­ლი და ყმა არის და­დე­ბუ­ლი, ესეც მიმ­ძ­ლავ­რო­ბით სხვა­დას­ხ­ვა მბრძა­ნებ­ლე­ბით შერ­ყე­უ­ლან, და­ფან­ტუ­ლან და უზო­მი­ერს სათხოვ­რით და შე­წე­რით შე­წუ­ხე­ბა­ში არი­ან, რო­მე­ლიც მან­დე­დამ შე­მო­ე­წე­რე­ბა, იმას გარ­და­ო", იწე­რე­ბა თუ­მა­ნიშ­ვი­ლი. სა­ვა­რა­უ­დოდ, აქაც წამ­ქე­ზებ­ლის კვალს და­ვით ბა­ტო­ნიშ­ვილ­სა და მის მომ­ხ­რე­ებ­თან მივ­ყა­ვართ. არ არის გა­მო­რიცხუ­ლი, მათ რიცხ­ვ­ში მა­ნუ­ჩარ თუ­მა­ნიშ­ვილც ყო­ფი­ლი­ყო.

ამ­ჯე­რა­დაც მა­ნუ­ჩარ თუ­მა­ნიშ­ვილს ოთარ ამი­ლახ­ვ­რის "დამ­დაბ­ლე­ბით" უსარ­გებ­ლია და მის­თ­ვის ორა­გუ­ლი და­უ­კის­რე­ბი­ა, სა­მა­გი­ე­როდ, "შენს სადღეგ­რ­ძე­ლოს გან­სა­კუთ­რე­ბით მი­ვირ­თ­მე­ვო", - სწერ­და ცი­ნი­კუ­რად ამი­ლახ­ვარს ქვე­მო­ჭა­ლა­ში.
ამი­ლახ­ვა­რი მი­უხ­ვ­და ირო­ნი­ას ხე­ლი­სუფ­ლე­ბის "ფა­ვო­რიტ" თუ­მა­ნიშ­ვილს და ვალ­შიც არ დარ­ჩა, მაგ­რამ მა­ინც სიფ­რ­თხი­ლე გა­მო­ი­ჩი­ნა და სა­პა­სუ­ხო წე­რი­ლი თა­ვის სახ­ლი­კაც გი­ორ­გი ამი­ლახ­ვარს გა­აგ­ზავ­ნი­ნა (აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ, რო­ცა ოთარ ამი­ლახ­ვა­რი და­ა­პა­ტიმ­რეს და სა­ხე­ლო­ე­ბი ჩა­მო­არ­თ­ვეს, ამი­ლახ­ვ­რო­ბა სწო­რედ გი­ორ­გის მის­ცეს).

გი­ორ­გი მა­ნუ­ჩარს "შე­ახ­სე­ნებს", რო­ცა ამი­ლახ­ვ­რებს რა­მეს ავა­ლებს, თუ­მა­ნიშ­ვი­ლე­ბის წარ­მო­მავ­ლო­ბა არ და­ა­ვიწყ­დეს. მარ­თ­ლაც, თუ­მა­ნიშ­ვი­ლე­ბის გვა­რის წარ­მო­შო­ბი­სა და ის­ტო­რი­ის შე­სა­ხებ იოანე ბაგ­რა­ტი­ო­ნი გად­მოგ­ვ­ცემს: "ა­მათ­სა (თუ­მა­ნიშ­ვი­ლე­ბის. - ი. ა.) ში­ნა უპირ­ვე­ლე­სი თუ­მა­ნა სო­მე­ხი თა­ვა­დო­ბი­სა ხა­რის­ხი­თა, ხო­ლო უკა­ნას­კ­ნელ ესე თუ­მა­ნა მო­ვი­და დე­და წუ­ლი­თურთ თვი­სით სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა ში­ნა და მი­ღე­ბულ იყო მე­ფე­თა­გან. ხო­ლო ამოს­წყ­დ­ნენ რა გვარ­ნი ამი­სა­ნი დაშ­თა ერ­თი ოდენ ყრმა მცი­რე და ზრდი­და ბე­ბია თვი­სი. ჟამ­სა თურ­ქ­თა­გან დაპყ­რო­ბი­სა ქარ­თ­ლი­სა­სა წარ­ვიდ­ნენ და­სა­ხიზ­ნა­ვად სა­მე­ფო­სა ად­გილ­სა ში­ნა მთა­სა კავ­კა­სი­ი­სა­სა რო­კად წო­დე­ბულ­სა, და მუნ ბე­ბი­ა­მან მის­მან აქორ­წი­ნა კარ­გი­სა ოჯა­ხი­სა გვა­რი­სა ქალ­სა ზე­და და შვა მუნ ძე­ნი და უკა­ნას­კ­ნელ ბე­ბია ამა­თი მო­ვი­და ძღვნი­თა ისაყ ფა­ში­სა თა­ნა და ევედ­რა შვი­ლის შვილ­თა თვის­თათ­ვის და რო­მელ ფა­შა­მან მის­ცა ად­გი­ლი ხელ­თუ­ბა­ნი და შთა­მო­ვიდ­ნენ თუ­მა­ნი­ან­ნი და რო­მე­ლი­მე დაშ­თა მას­ვე ად­გილ­სა რო­კა­სა ში­ნა, რო­მელ­ნიც იწო­დე­ბოდ­ნენ თო­მა­ნი­ა­ნად და ესე­ნი თუ­მა­ნი­ა­ნად.

წელ­სა 1726-სა ოდეს გა­ნას­ხ­ნა ნა­დირ­შამ ოს­მალ­ნი სა­ქარ­თ­ვე­ლოდ­გან, ამა­თი გვარ­ნი იწოდ­ნენ მდივ­ნე­ბად მე­ფი­სა თე­ი­მუ­რაზ მე­ო­რი­სა და მსა­ხუ­რებ­დენ. ხო­ლო შემ­დ­გო­მად მე­ფე­მან ირაკ­ლიმ მი­უ­ბო­ძა გვა­რად მა­მი­კუ­ნი­ა­ნო­ბა, რო­მელ­ნი­ცა აცხა­დებ­დ­ნენ თავ­სა თვის­სა მა­მა­კუ­ნი­ა­ნად, გარ­ნა გაგ­ვა­რე­ბუ­ლად აქვსთ თუ­მა­ნის­შ­ვი­ლო­ბა". თუ­მა­ნიშ­ვი­ლე­ბი (მა­ნუ­ჩარ, ში­ოშ) აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ ერეკ­ლე II-ის წი­ნა­აღ­მ­დეგ შეთ­ქ­მუ­ლე­ბა­ში 1796 წელს გი­ორ­გი XII-ის გა­სა­მე­ფებ­ლად, მაგ­რამ სა­სა­მარ­თ­ლო­ზე მო­ა­ხერ­ხეს, თა­ვი უდა­ნა­შა­უ­ლოდ წარმოეჩინათ.

წარ­მო­შო­ბა­ზე სიტყ­ვის გა­დაკ­ვ­რას­თან ერ­თად, ამი­ლახ­ვა­რი მა­ნუ­ჩარ თუ­მა­ნიშ­ვილს "ურ­ჩევს", ორა­გუ­ლის ნაც­ვ­ლად "ლო­ბი­ო­თი" დაკ­მა­ყო­ფილ­დეს. რაც შე­ე­ხე­ბა სადღეგ­რ­ძე­ლოს, მი­სი ნე­ბაა, და­ლევს თუ არა, რად­გან ჭა­ლა­ში ამის შე­სა­ხებ მა­ინც ვერ შე­იტყო­ბენ. სა­პა­სუ­ხო "დღეგ­რ­ძე­ლო­ბას" კი თუ­მა­ნიშ­ვილს ამი­ლახ­ვა­რიც ჰპირ­დე­ბა:
"წიგ­ნი მო­გე­წე­რათ და ორა­გუ­ლი გეთხოვ­ნათ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ თუ ყო­ფი­ლი­ყო, ორა­გულს არ და­გი­ჭერ­დი. აგერ ორი კვი­რე არის, რომ აღარ მოგ­ვ­რი­დია. ძრი­ელ ცი­ვა და ქა­რი არს, თო­რემ თუნ­და შენ მი­გერ­თ­მე­ვი­ნოს და თუნ­და მე, ორი­ვე ერ­თი არის. ასე მო­გე­წე­რა - შენს სადღეგ­რ­ძე­ლოს დავ­ლევ­თო. ნე­ბა შე­ნი არის, თუ და­ლევ, ჩვენ ხომ აქ ვერ შე­ვიტყობთ, ღვი­ნოს ხომ ხმა არა აქვს, რომ და­ი­ძა­ხოს - მეო ამი­ლახ­ვ­რის სადღეგ­რ­ძე­ლო ვა­რო, მარ­ტის კდ, ქო­რო­ნი­კონს უჟ (1802 წლის 24 მარ­ტი. - ი. ა.) და მეც აქ დავ­ლევ, მე აქ თევ­ზ­ზედ დავ­ლევ და შენ ლო­ბი­ო­ზე­და. ამ ჩემს ნო­ბათს რას მე­ცი­ლე­ბი, ხა­რე­ბა ჩვე­ნი არის და დი­დი შა­ბა­თი თქვე­ნი, თუ არა გლა­ხის გლა­ხას რას მის­ცე­მენ".

სა­ინ­ტე­რე­სოა, ვის გუ­ლის­ხ­მო­ბენ ამი­ლახ­ვ­რე­ბი "გლა­ხის გლა­ხა­ში". მე­ო­რე "გლა­ხა" უდა­ვოდ თუ­მა­ნიშ­ვი­ლია, პირ­ვე­ლი - და­ვით "გამ­გე­ბე­ლი"? რუ­სებ­მა მას მე­ფის ტი­ტუ­ლი არ აღირ­სეს და "გამ­გებ­ლო­ბა­საც" მხო­ლოდ 6 თვით (1801 წლის იან­ვარ-მა­ი­სი) და­ა­ჯე­რეს. ისე, ამი­ლახ­ვარს საკ­მა­რი­სი მი­ზე­ზი კი ჰქონ­და, ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი ამ­გ­ვა­რად მო­ეხ­სე­ნი­ე­ბი­ნა.

სა­ბო­ლო­ოდ, პავ­ლე ცი­ცი­ა­ნოვ­მა, სა­ქარ­თ­ვე­ლოს გუ­ბერ­ნი­ის მთა­ვარ­სარ­დალ­მა, და­ვით და იულონ ბა­ტო­ნიშ­ვი­ლე­ბი ოჯა­ხე­ბი­ა­ნად რუ­სეთს გა­და­ა­სახ­ლა და ორი­ვე იქ აღეს­რუ­ლა. და­ვი­თი - 1819, ხო­ლო იულო­ნი 1827 წელს.

და­ვით ბა­ტო­ნიშ­ვი­ლის რუ­სეთ­ში გა­და­სახ­ლე­ბის შემ­დეგ იგი თუ­მა­ნიშ­ვი­ლებ­საც "მი­ა­ვიწყ­დათ", რის გა­მოც, გულ­ნატ­კე­ნი ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი მა­ნუ­ჩა­რის ძმის­შ­ვილს - ში­ოშ თუ­მა­ნიშ­ვილს პე­ტერ­ბურ­გი­დან სწერ­და: "მიკ­ვირს შენ­გან ასე ჩე­მი და­ვიწყე­ბა. რო­გო­რი მა­მის შე­ნის შვი­ლი ხარ. ...ავი ვი­ყავ თუ კარ­გი, ექ­ვ­სი თვე თქვე­ნი ბა­ტო­ნი ხომ ვი­ყა­ვი­ო".

მა­ნუ­ჩარ თუ­მა­ნიშ­ვი­ლი 1819 წელს გარ­და­იც­ვა­ლა.
რაც შე­ე­ხე­ბა ოთარ ამი­ლახ­ვარს, მა­ლე იგი იმ­პე­რი­ის სამ­სა­ხურ­ში შე­ვი­და, გე­ნე­რალ-მა­ი­ო­რის ჩი­ნი მი­ი­ღო და ამ სამ­სა­ხუ­რი­სად­მი ერ­თ­გუ­ლე­ბაც გა­მო­ი­ჩი­ნა. გარ­და­იც­ვა­ლა 1827 წელს.

იოსებ ალიმ­ბა­რაშ­ვი­ლი
ჟურნალი "ისტორიანი",#84
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!