სწორფრობა და "შენახვა"
16-01-2018
სწორფრობა და "შენახვა"
"სწორფრობა თავისი შემზღუდველი წესებით ინახავს სიყვარულს, იფარავს მას სქესის ძალადობისგან" (ზურაბ კიკნაძე)

ტრადიციებს, როგორც განსაზღვრული წესების ერთობლიობას, საზოგადოება ქმნის, რაც მის ნორმალურ ფუნქციონირებას, მისი წევრების თვითდამკვიდრებას ეხმარება. "ჩვეულება ყოველთვის ცხოვრების ჭეშმარიტის საჭიროების დანაბადია და ყოველთვის უტყუარი წამალიც არის ამ საჭიროებისა" (ილია).

კულტუროლოგიური განმარტებით, ტრადიციის წყალობით ადამიანი ბიოლოგიური არსებიდან სოციალურ არსებად გადაიქცევა, თითქოსდა მეორედ იბადება, ხდება საზოგადოების წევრი, ეზიარება მის ღირებულებებს. გამონაკლისს არც წაწლობის წესი წარმოდგენდა, რომელიც, ეთნოგრაფიული მასალების მოწმობით, მისი
შემქმნელი საზოგადოების სოციალურ-კულტურული, ცხოვრებისეული საჭიროებებიდან გამომდინარეობდა.

წაწ­ლო­ბა, ანუ რო­გორც უწო­დებ­დ­ნენ, ქალ-ვა­ჟის "ხე­ლი­სუხ­ლებ­ლო­ბა", "დო­ბილ-ძმო­ბი­ლო­ბა" მო­წი­ფუ­ლო­ბის ასა­კის­თა­ნა­ვე იწყე­ბო­და, 14-16 წლი­დან და და­ო­ჯა­ხე­ბამ­დე გრძელ­დე­ბო­და. კაცს და­ო­ჯა­ხე­ბის შემ­დე­გაც შე­ეძ­ლო სწორ­ფ­რის ყო­ლა 3-4 წე­ლი­წადს, მაგ­რამ მე­ტი არა, რად­გან სირ­ცხ­ვი­ლად ით­ვ­ლე­ბო­და. ქა­ლის­თ­ვის კი სწორ­ფ­რის ყო­ლა გათხო­ვე­ბის შემ­დეგ და­უშ­ვე­ბე­ლი იყო. ამ ჩვე­უ­ლე­ბას
სხვაგ­ვა­რად კი­დევ "წო­ლა-დგო­მას" ეძახ­დ­ნენ, რო­მელ­საც თა­ვი­სი სქე­სის უფ­რო­სი, გა­მოც­დი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან სწავ­ლობ­დ­ნენ. ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ხომ მკაცრ სქე­სობ­რივ-ასა­კობ­რივ პრინ­ციპ­ზეა აგე­ბუ­ლი. იყო­ფო­და რა უფ­რო­სე­ბად-მო­თა­ვე­ე­ბად და უმ­ც­რო­სე­ბად, გა­მო­უც­დე­ლე­ბად, "ქუ­დოს­ნე­ბად" და "მან­დი­ლოს­ნე­ბად", გა­მოც­დი­ლი კა­ცე­ბი ბი­ჭებს აზი­ა­რებ­დ­ნენ "წო­ლა-დგო­მის" წე­სებს, გათხო­ვი­ლი ქა­ლე­ბი - გო­გო­ნებს.

ყვე­ლა­ფე­რი მკაც­რად იყო გან­საზღ­ვ­რუ­ლი, "ხე­ლი სად უნ­და გდე­ბო­და, მარ­ჯ­ვე­ნა, მარ­ცხე­ნა, რო­გორ და­გეწ­ვი­ნა ქა­ლი მკლავ­ზე, რო­მე­ლი ხე­ლი სად და­ე­დო ქალს" (ხალხ.). იკ­რ­ძა­ლე­ბო­და ქა­ლის სხე­ულ­ზე შე­ხე­ბა წელს ქვე­მოთ, ასე­ვე გუ­ლის­პი­რებ­ზე ხე­ლის ხლე­ბა, მუხ­ლის მუხ­ლ­თან მი­ტა­ნა, ფე­ხე­ბის შე­ხე­ბა. წაწ­ლე­ბი წვე­ბოდ­ნენ ტან­საც­მ­ლით, ბო­სელ­ში ან გო­მურ­ში, სახ­ლის­გან მო­შო­რე­ბით, თით­ქოს­და მა­ლუ­ლად. მი­ღე­ბუ­ლი იყო ერ­თ­მა­ნე­თის­თ­ვის სა­ყე­ლოს ღი­ლის შეხ­ს­ნა, ლო­ყის ლო­ყა­ზე და­დე­ბა, ამას­თან მარ­ჯ­ვე­ნა ლო­ყას მარ­ცხე­ნა­თი ეხე­ბოდ­ნენ და პი­რი­ქით. მი­ღე­ბუ­ლი იყო ლო­ყა­ზე კოც­ნა, მაგ­რამ გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი ხვევ­ნა-კოც­ნა და­უშ­ვე­ბე­ლი იყო. ქა­ლი ვაჟს მარ­ჯ­ვე­ნა მკლავ­ზე ეწ­ვი­ნა, მარ­ცხე­ნა­თი კი იხუ­ტებ­და. ქალს მკერ­დ­ზე ჰქონ­და ხე­ლე­ბი გა­დაჯ­ვა­რე­დი­ნე­ბუ­ლი, რომ გუ­ლის­პი­რე­ბით არ შე­ხე­ბო­და ვაჟს.

ფშა­ურ ტრა­დი­ცი­ა­ში, ვა­ჟი მი­დი­ო­და ქალ­თან, ხევ­სუ­რულ­ში - ქა­ლი. ეს ხდე­ბო­და შუ­ა­კა­ცის - "ელ­ჩის" მეშ­ვე­ო­ბით. "16 წლის ვი­ყავ, პირ­ვე­ლად რო და­მაწ­ვი­ნეს ქალ­თან, მი­ელ­ჩეს. დავ­წე­ვით იმ წე­სით, რაც მე მას­წავ­ლეს ჩემ­ზე დი­დებ­მა" (ხალხ.). სწორ­ფ­რე­ბი სხვა­დას­ხ­ვა გვა­რი­სა­ნი იყ­ვ­ნენ და ასა­კი­თაც ერ­თ­მა­ნე­თის "სწორ­ფერ­ნი" - შე­სა­ფერ­ნი. მთა­ვა­რი მი­ზა­ნი იყო "უც­დენ­ლო­ბა", ანუ ამ წე­სე­ბის შე­უც­დენ­ლად დაც­ვა, რაც ყვე­ლა­ზე "სა­სა­ხე­ლოდ" ით­ვ­ლე­ბო­და. ეს იყო თა­ვი­სე­ბუ­რი ინი­ცი­ა­ცია-გა­მოც­და, მო­წი­ფუ­ლო­ბა-ჭა­ბუ­კო­ბის ახალ სო­ცი­ა­ლურ სტა­ტუს­ში გა­დას­ვ­ლა. ახ­ლად მომ­წი­ფე­ბულ ქალ-ვაჟს მთი­ე­ლე­ბი ასეც უწო­დებ­დ­ნენ - "ა­ხა­ლუ­ხა­ლი".

"წო­ლა-დგო­მის" წეს-ჩვე­უ­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბის მე­რე ვა­ჟი მა­მა­კა­ცო­ბა­ში "ი­დებ­და წილს", გო­გო­ნა - ქა­ლო­ბა­ში, ანუ სა­ზო­გა­დო­ე­ბის სრულ­ყო­ფი­ლი წევ­რე­ბი ხდე­ბოდ­ნენ, "ხალ­ხ­ში ედოთ წი­ლი" (ხალხ.). ამ წე­სე­ბის გა­მო­უც­დე­ლად კი ასე­თე­ბად ვერ ჩა­ით­ვ­ლე­ბოდ­ნენ. "ეგ რა ქა­ლია, კა­ცის გვერ­დ­ნი არ იცის მა­გა­ნო, სწორ­ფე­რი არა ყავ­სო" (ხალხ.). ასეთს ცო­ლა­დაც წუ­ნობ­დ­ნენ, ხო­ლო ვი­საც "ტოლ-ამ­ხა­ნა­გი" ჰყავ­და, ის გა­სათხოვ­რა­დაც უკე­თე­სი იყო, მთხოვ­ნე­ლი ბევ­რი ჰყავ­და, რად­გან სწორ­ფ­რის ყო­ლა მე­ტად სა­ა­მა­ყო იყო ქა­ლის­თ­ვის.

იგი­ვე ით­ქ­მო­და ვაჟ­ზეც, "სწორ­ფერ­ნი მა­გას არა ხყვა­ნა­ნო და სწო­რამ­ხა­ნა­გი მა­გას არა ჰყავ­სო და რა­ღა კა­ცი­ა­ო" (ხალხ.), რად­გან კა­ცის ხა­სი­ა­თი სწო­რედ ქალ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით გა­მო­იც­დე­ბო­და, ისე რო­გორც ბრძო­ლი­სას თუ შრო­მა­ში. ამი­ტომ იყო წარ­მა­ტე­ბუ­ლი ინი­ცი­ა­ცია გმი­რო­ბას­თან გა­ი­გი­ვე­ბუ­ლი. ქა­ლის­თ­ვი­საც წა­წა­ლი უერ­თ­გუ­ლე­სი ადა­მი­ა­ნი, მი­სი ღირ­სე­ბა-უბი­წო­ე­ბის დამ­ც­ვე­ლი, მი­სი "ძმო­ბი­ლი" ხდე­ბო­და. მათ შო­რის ქორ­წი­ნე­ბა ინ­ცეს­ტ­თან იყო გა­ი­გი­ვე­ბუ­ლი, "უხ­ვედ­რე­ლი" იყო დაძ­მო­ბა­სა­ვი­თო. თუ მოხ­დე­ბო­და და­უშ­ვე­ბე­ლი, "დო­ბი­ლის" და­ორ­სუ­ლე­ბა და ნა­ბუ­შა­რის გა­ჩე­ნა, ასე­თებს თე­მი ხი­დის თავ­ში ჩა­ქო­ლავ­და ან მო­იკ­ვეთ­და. მა­თი და­ტი­რე­ბაც კი სირ­ცხ­ვი­ლად ით­ვ­ლე­ბო­და, რო­გორც სწორ­ფ­რის შემ­რ­თ­ვე­ლის.

ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლად და­მოწ­მე­ბუ­ლი და-ძმად გა­ფიც­ვის ინ­ს­ტი­ტუ­ტიც (წეს-ჩვე­უ­ლე­ბა) სწო­რედ ნდო­ბა­სა და უმან­კო­ე­ბა-პა­ტი­ოს­ნე­ბა­ზე იყო დამ­ყა­რე­ბუ­ლი; "ჩემ ნაქ­ნარ სა­ხელს ნუ იტყ­ვი, ვიყ­ნო­დეთ და-ძმო­ბა­ზე­და" (ხალხ.). "რო­გორც მტერ­ზე ხმალ­შე­მარ­თუ­ლი ვერ გა­და­ა­ბი­ჯებ­და ქა­ლის ნას­როლ თავ­შალს, ისე გმი­რი ვერ გა­ექ­ცე­ო­და შე­თა­ვა­ზე­ბულ დაძ­მო­ბას, თუ იგი თა­ვის თავს სცემ­და პა­ტივს" (ა­ლექ­სან­დ­რე ყაზ­ბე­გი). შდრ. "ყვე­ლა გმი­რი ქა­ლის ძმაა და ყვე­ლა ქა­ლი გმი­რის და­ა" (ვა­ჟა). წაწ­ლო­ბის წე­სით ხდე­ბო­და სწო­რედ იმ ქცე­ვე­ბის (ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის) მი­ღე­ბა, რაც სა­ზო­გა­დოდ "სა­ხე­ლად" - ღირ­სე­ბად აღიქ­მე­ბო­და; "უც­დენ­ლო­ბა"-უბი­წო­ე­ბა, სურ­ვი­ლე­ბის დათ­მე­ნა, საც­თუ­რი­სა­გან თა­ვის "შე­ნახ­ვა"-მოთ­მი­ნე­ბა, აი, კაი ყმის (გმი­რის) იდე­ა­ლი. გა­ვიხ­სე­ნოთ: "კარგ კა­ცო­ბაა შე­ნახ­ვა ყოვ­ლი­სა ხვა­ში­ა­დი­სა" (არ­ჩი­ლი).

ბუ­ნებ­რი­ვი ლტოლ­ვა მო­რა­ლუ­რი ნორ­მე­ბით იზღუ­დე­ბო­და. "სიყ­ვა­რულს ვნე­ბა, ტრფო­ბა უძევს სა­ფუძ­ვ­ლად, მაგ­რამ თუ ეს ტრფო­ბა შე­ა­ჩე­რა თავ­შე­კა­ვე­ბამ, მა­შინ სიყ­ვა­რუ­ლი უფ­რო ძლი­ერ­დე­ბა, ის იდე­ა­ლურ სა­ხეს იღებს, ტა­ნი ია-ვარ­დით ეფი­ნე­ბა. წაწ­ლო­ბაც აქეთ ეს­წ­რაფ­ვის" (ვა­ჟა). ამ გა­გე­ბით იყო, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და სა­ერ­თოდ, კავ­კა­სი­ა­ში, სქეს­თა შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ერ­თ­მა­ნე­თის პი­როვ­ნე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა­ზე, ზღვარ­და­დე­ბულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე იყო დამ­ყა­რე­ბუ­ლი. გა­ვიხ­სე­ნოთ თუნ­დაც მთი­სა და ბა­რის ყო­ფა­ში შე­მო­ნა­ხუ­ლი გან­რი­დე­ბა-უმ­ძ­რა­ხო­ბის თუ "თა­ვის და­მალ­ვის" წე­სი.

"ხევ­სუ­რი ცოლ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ღრმა სი­ბე­რემ­დე ინა­ხავს მო­რი­დე­ბის გრძნო­ბას; სხვე­ბის თან­დას­წ­რე­ბით არ და­ე­ლა­პა­რა­კე­ბა, არ ეტყ­ვის სა­ა­ლერ­სო სიტყ­ვებს, ცოლ­ქ­მ­რულ შეხ­ვედ­რებ­ზე კი მი­დის შუ­ა­ღა­მი­სას, მა­ლუ­ლად, დი­დის სიფ­რ­თხი­ლით, რო­გორც რა­ღაც აკ­რ­ძა­ლულ, სა­ხი­ფა­თო საქ­მე­ზე" (ა. ზი­სერ­მა­ნი).გვახ­სენ­დე­ბა ხალ­ხუ­რი თქმაც - "სიყ­ვა­რულ­სა მალ­ვა უნ­და". ქორ­წილ­შიც, ნე­ფე-დე­დო­ფალს ერ­თ­მა­ნე­თის ხათ­რ­სა და რიდს უსურ­ვებ­დ­ნენ. ზღვა­რის დარ­ღ­ვე­ვა ორი­ვე მხა­რის­თ­ვის ასო­ცი­ა­ლურ ქცე­ვად, სირ­ცხ­ვი­ლად (სი­სუს­ტედ) აღიქ­მე­ბო­და. შდრ. "სირ­ცხ­ვილს უჭი­რავს ქვე­ყა­ნა" (ხალხ.). ქა­ლის შეც­დე­ნა კი სის­ხ­ლის საზღა­ურ­თან, მკვლე­ლო­ბას­თან იყო გა­ი­გი­ვე­ბუ­ლი. ამ­გ­ვა­რი, სა­ი­ნი­ცი­ა­ციო - "გა­და­სას­ვ­ლე­ლი" წე­სე­ბით ხდე­ბო­და ამ სო­ცი­ა­ლუ­რი ქცე­ვე­ბის შე­ნახ­ვა-გა­და­ცე­მა, ანუ საკ­რა­ლი­ზე­ბა.

წაწ­ლო­ბის, "დო­ბილ-ძმო­ბი­ლო­ბის" წე­სე­ბის მფარ­ვე­ლად მთა­ში თა­ვი­ან­თი ჯვარ-ხა­ტე­ბი მი­აჩ­ნ­დათ. მა­გა­ლი­თად, ხახ­მა­ტის წმინ­და გი­ორ­გი, რო­მე­ლიც ით­ვ­ლე­ბო­და ბედ­ნი­ე­რი ცოლ­ქ­მ­რო­ბის, შვი­ლი­ე­რე­ბის მფარ­ვე­ლა­დაც. ღვთის შვი­ლებ­საც (ჯვარ-ხა­ტე­ბი) ერ­თ­მა­ნე­თის "ნა­დობ-ნაძ­მობს" უწო­დებ­დ­ნენ. ამ მენ­ტა­ლო­ბით იყო, რომ ის­ტო­რი­უ­ლად სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ოჯა­ხის უფ­როსს არას­დ­როს მი­უ­ღია დეს­პო­ტი­სა და მო­ძა­ლა­დის რო­ლი; მის გვერ­დით მუ­დამ არ­სე­ბობ­და დი­დი უფ­ლე­ბე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი ოჯა­ხის უფ­რო­სი ქა­ლი­სა და მან­დი­ლის კულ­ტი. წაწ­ლო­ბა-სწორ­ფ­რო­ბის ტრა­დი­ცი­ით, სიმ­წი­ფის ასა­კი­დან­ვე სწავ­ლობ­დ­ნენ ბუ­ნებ­რი­ვი სურ­ვი­ლე­ბის შეზღუდ­ვა-დათ­მე­ნას, მათ დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბას სო­ცი­ა­ლუ­რი (მო­რა­ლუ­რი) ნორ­მე­ბი­სად­მი, უბი­წო­ე­ბის დაც­ვას, ანუ უც­დენ­ლო­ბას", რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბაში გაწევრების პი­რო­ბა იყო.

გი­ორ­გი ჩინ­ჩა­ლა­ძე
ჟურნალი "ისტორიანი",#84
ლაშა
18 იანვარი 2018 14:06
ეს ტრადიცია (ები) მედალის ორი მხარესავით იყო. ერთი მხრივ- სწავლობდი სურვილების დამორჩილებას მორალისადმი, მეორე მხრივ - ამას იმასთან სწავლობდი ვინც საერთოდ არგაინტერესებდა... ფშავლებს ცოტა "იოლ ფორმებში" ჰქონდათ წაწლობის ტრადიცია, რასაც ხევსურებზე ვერ ვიტყვით. ( ისტორიას არახსოვს კოკიდან წყალი წაწლისთვის დაუმსახურებლად დაესხას ქალს) ვინც არასწორად მიიჩნევთ ამ ტრადიციას გეტყვით, რომ იმ დროსა და ვითარებაში ასე იყო საჭირო (მიუხედავად იმისა რომ ბევრს შეყვარებია თავისი სწორფერი.) ხატში გარევაც (რასაც მხოლოდ მთაში აკეთებდნენ და აკეთებენ) ამის გამოძახილია, სხვებში რომ არ ავთქვეფილიყავით, შეგვენახა სისხლი ქართული და სარწმუნოება ჩვენი, ქრისტიანული.