გრემი - კახეთის მეფეთა რეზიდენცია
17-01-2018
გრემი - კახეთის მეფეთა რეზიდენცია
გრე­მის, რო­გორც ქა­ლა­ქის ის­ტო­რია XV სა­უ­კუ­ნი­დან იწყე­ბა, რო­ცა იგი კა­ხე­თის პირ­ველ­მა მე­ფემ გი­ორ­გიმ (1466-1476 წწ.) კა­ხე­თის სა­მე­ფოს დე­და­ქა­ლა­ქად აქ­ცია. ეს სტა­ტუ­სი გრემ­მა ორი სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ი­ნარ­ჩუ­ნა. აქ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და აქ­ტი­უ­რი მწიგ­ნობ­რუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა, აქ გა­დი­ო­და სა­ქა­რავ­ნო გზე­ბი. სწო­რედ ამი­ტომ იგი კა­ხე­თის პო­ლი­ტი­კუ­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი და კულ­ტუ­რუ­ლი ცხოვ­რე­ბის ცენ­ტ­რად.

ქა­ლაქ გრე­მის შე­სა­ხებ მწი­რი ის­ტო­რი­უ­ლი ცნო­ბე­ბია შე­მო­ნა­ხუ­ლი, რამ­დე­ნა­დაც იგი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე რთულ ეტაპ­ზე გაჩ­ნ­და და სხვა ქა­ლა­ქებ­თან შე­და­რე­ბით, მა­ლე­ვე გა­უ­ჩი­ნარ­და.

გრე­მის მთე­ლი ის­ტო­რია
კა­ხე­თის მე­ფე­ე­ბის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა. თუმ­ცა არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბის მი­ხედ­ვით, რომ­ლე­ბიც აქ ფრაგ­მენ­ტუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და (1939-1949 წლე­ბი - ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი ა. მა­მუ­ლაშ­ვი­ლი და 1963-1967 წლე­ბი - ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი პარ­მენ ზა­ქა­რა­ი­ა), ირ­კ­ვე­ვა, რომ ადა­მი­ა­ნის ნა­მო­სახ­ლა­რის კვა­ლი თავ­და­პირ­ვე­ლად ად­რე რკი­ნის ხა­ნა­ში, ხო­ლო მოგ­ვი­ა­ნე­ბით XIII-XIV სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ჩნდე­ბა. სა­ვა­რა­უ­დოა, რომ აქ იყო მცი­რე და­სახ­ლე­ბა,
რო­მე­ლიც XV სა­უ­კუ­ნე­ში ქა­ლა­ქად აქ­ცი­ეს. სრუ­ლი­ად ქართლ-კა­ხე­თის მსგავ­სად, გრე­მის­თ­ვი­საც ურ­თუ­ლე­სი აღ­მოჩ­ნ­და XVII სა­უ­კუ­ნე­ში შაჰ-აბა­სის ლაშ­ქ­რო­ბე­ბი, რომ­ლებ­მაც იგი ნან­გ­რე­ვე­ბად აქ­ცია.

გრე­მის არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი კომ­პ­ლექ­სი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ნა­გე­ბო­ბე­ბის­გან შედ­გე­ბა. აქ არის გუმ­ბა­თო­ვა­ნი მთა­ვა­რან­გე­ლოზ­თა სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სია, სამ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სა­სახ­ლე-სამ­რეკ­ლო, სა­მე­ურ­ნეო ნა­გე­ბო­ბა­ნი, გა­ლა­ვა­ნი, მდი­ნა­რე ინ­წო­ბის­კენ სა­ი­დუმ­ლო გა­სას­ვ­ლე­ლი. აქ­ვეა აბა­ნო­ე­ბი, ბა­ზა­რი და ქარ­ვას­ლა.
გრე­მის ყვე­ლა­ზე თვალ­სა­ჩი­ნო ნა­წი­ლია ე.წ. მთა­ვა­რან­გე­ლოზ­თა კომ­პ­ლექ­სი, რო­მე­ლიც კლდო­ვა­ნი ქე­დის და­ბო­ლო­ე­ბა­ზეა წა­მო­მარ­თუ­ლი და შედ­გე­ბა მა­ღალ გა­ლა­ვან­შე­მორ­ტყ­მუ­ლი გუმ­ბა­თო­ვა­ნი ეკ­ლე­სი­ი­სა და სა­სახ­ლე-სამ­რეკ­ლოს­გან.

გუმ­ბა­თო­ვა­ნი ტა­ძა­რი მთა­ვა­რან­გე­ლოზ­თა სა­ხელ­ზეა ნა­კურ­თხი. იგი გეგ­მით კვად­რატ­ში ჩა­ხა­ზუ­ლი ჯვა­რია და არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი თვალ­საზ­რი­სით მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბა ცენ­ტ­რა­ლურ­გუმ­ბა­თო­ვან ტა­ძარ­თა გვი­ან შუ­ა­სა­უ­კუ­ნე­ობ­რივ ტიპს. თუმ­ცა ეკ­ლე­სი­ის სამ­ხ­რეთ-და­სავ­ლე­თის კუთხე სა­სახ­ლე-სამ­რეკ­ლოს ესაზღ­ვ­რე­ბა, რომელიც ჩა­მოჭ­რი­ლია, რად­გან, რო­გორც ჩანს, აგე­ბუ­ლია ამ უკა­ნას­კ­ნე­ლის შემ­დ­გომ და მშე­ნებ­ლებ­მა ორ ნა­გე­ბო­ბას შო­რის გა­სას­ვ­ლე­ლი და­ტო­ვეს.

ტა­ძარს უფ­რო ად­რე­უ­ლი ძეგ­ლე­ბის­გან, პირ­ველ რიგ­ში, სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლა გა­მო­არ­ჩევს. იგი მთლი­ა­ნად აგუ­რით არის ნა­გე­ბი და მხატ­ვ­რულ ეფექტს მი­სი ფე­რი და სხვა­დას­ხ­ვა სიბ­რ­ტყე­ზე ფი­გუ­რა­თა გან­თავ­სე­ბა ქმნის. გარ­და ამი­სა, გრე­მის მთა­ვა­რან­გე­ლოზ­თა სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის კორ­პუ­სის სი­მაღ­ლე სი­გა­ნეს­თან შე­და­რე­ბით საგ­რ­ძ­ნობ­ლად მე­ტია, რაც შე­ხედ­ვი­სას ზეს­წ­რაფ­ვის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას აძ­ლი­ე­რებს. ტა­ძარს შე­სას­ვ­ლე­ლი სა­მი მხრი­დან აქვს - და­სავ­ლე­თი­დან, სამ­ხ­რეთ­სა და ჩრდი­ლო­ე­თი­დან.

ტაძ­რის ინ­ტე­რი­ერს ანა­თებს გუმ­ბათ­სა და ფა­სა­დებ­ში გაჭ­რი­ლი სარ­კ­მ­ლე­ბი (რვა სარ­კ­მე­ლი გუმ­ბათ­ში და ორ-ორი - ფა­სა­დებ­ზე), რის წყა­ლო­ბი­თაც მო­ხა­ტუ­ლო­ბა ძალ­და­უ­ტა­ნებ­ლად აღიქ­მე­ბა. მხატ­ვ­რო­ბის თავ­და­პირ­ვე­ლი ფე­ნა შეს­რუ­ლე­ბუ­ლია ლე­ვან კახ­თა მე­ფის დროს, სა­დაც, რო­გორც დამ­კ­ვე­თი, თა­ვად მე­ფეც არის გა­მო­სა­ხუ­ლი. ეს მო­ხა­ტუ­ლო­ბა XVII სა­უ­კუ­ნის და­საწყის­ში არ­ც­თუ ხა­რის­ხი­ა­ნად გა­და­უ­კე­თე­ბი­ათ მოს­კო­ვი­დან ჩა­მო­სულ რუს მხატ­ვ­რებს.

ტაძ­რის ოთხი­ვე ფა­სა­დი ერ­თ­ნა­ი­რი პრინ­ცი­პით არის აგე­ბუ­ლი - ნა­ხე­ვარ­ს­ვე­ტე­ბით და­ყო­ფი­ლია სამ მო­ნაკ­ვე­თად და ბო­ლოვ­დე­ბა შე­ის­რუ­ლი თა­ღე­ბით, რომ­ლე­ბიც სწორ­კუთხე­დებ­შია ჩას­მუ­ლი. გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია ასე­ვე აგუ­რე­ბის კბი­ლა­ნა წყო­ბა და სა­ფა­სა­დო სიბ­რ­ტყე­ებ­ზე იარუ­სე­ბად შე­მო­ყო­ლი­ლი თა­ღე­დე­ბი. გა­მორ­ჩე­ულ მხატ­ვ­რულ ეფექტს ქმნის აგუ­რის წყო­ბის შეღ­რ­მა­ვე­ბით გა­მოყ­ვა­ნი­ლი მოზ­რ­დი­ლი ჯვრე­ბი. რო­გორც ყო­ველ­თ­ვის, ხაზ­გას­მუ­ლად არის გა­ფორ­მე­ბუ­ლი აღ­მო­სავ­ლე­თის ფა­სა­დი, თუმ­ცა გრე­მის ეკ­ლე­სი­ის მხატ­ვ­რუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა სწო­რედ სი­სა­და­ვე და ცალ­კე­უ­ლი დე­ტა­ლე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნად გა­და­თა­მა­შე­ბაა.

რო­გორც უკ­ვე ვთქვით, სა­სახ­ლე მთა­ვა­რან­გე­ლოზ­თა სა­ხე­ლო­ბის ტა­ძარ­ზე უფ­რო ად­რე უნ­და იყოს აგე­ბუ­ლი. სა­ვა­რა­უ­დოდ, მას შემ­დეგ, რაც გრე­მი გახ­და კა­ხე­თის მე­ფე­თა რე­ზი­დენ­ცია - ერ­თი­ა­ნი სა­ქარ­თ­ვე­ლოს უკა­ნას­კ­ნე­ლი მე­ფის, გი­ორ­გი VIII-ის, ანუ კა­ხე­თის პირ­ვე­ლი მე­ფის, გი­ორ­გი I-ის დროს (1466-1471 წწ.). სამ­რეკ­ლოს ფუნ­ქ­ცია კი სა­სახ­ლეს მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ტაძ­რის აგე­ბას­თან ერ­თად უნ­და შე­ე­ძი­ნა, XVI სა­უ­კუ­ნის 60-იან წლებ­ში.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­სახ­ლე აგე­ბუ­ლია თავ­და­სა­ცა­ვად ად­ვილ ად­გი­ლას და წარ­მო­ად­გენს ერ­თ­გ­ვარ სინ­თეზს სა­მე­ფო სა­სახ­ლი­სა და ამ პე­რი­ო­დის­თ­ვის სა­ხა­სი­ა­თო თავ­დაც­ვი­თი ნა­გე­ბო­ბი­სა. გარ­და ამი­სა, სამ­ხ­რეთ-აღ­მო­სავ­ლეთ მხა­რეს მი­შე­ნე­ბუ­ლი აქვს კუთხის კოშ­კი, სა­თო­ფუ­რე­ბი­თა და სარ­თულ­შო­რი­სი და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ღი­ო­ბე­ბით.

რო­გორც ტაძ­რის, ისე სა­სახ­ლის ეს­თე­ტი­კა­შიც ჩანს გვი­ან შუ­ა­სა­უ­კუ­ნე­ე­ბის­თ­ვის სა­ხა­სი­ა­თო არ­ქ­ტი­ტექ­ტუ­რუ­ლი მხატ­ვ­რუ­ლი გე­მოვ­ნე­ბა. ამ პე­რი­ო­დის კა­ხე­თის ძეგ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბის მსგავ­სად, აგე­ბუ­ლია ქარ­თუ­ლი აგუ­რით. აგუ­რით­ვე იქ­მ­ნე­ბა ფი­გუ­რე­ბი მორ­თუ­ლო­ბის დე­ტა­ლე­ბით და ად­გილ-ად­გილ წყო­ბის შეღ­რ­მა­ვე­ბით, თა­ღე­ბიც აღ­მო­სავ­ლურ სტილ­შია შე­ის­რუ­ლი.

სა­სახ­ლე­სა და ტა­ძარს გარს მა­ღა­ლი გა­ლა­ვა­ნი შე­მოს­დევს. იგი თავ­და­პირ­ვე­ლად აიგო სა­სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბას­თან ერ­თად და ყო­ველ მომ­დევ­ნო პე­რი­ოდ­ში გა­ახ­ლ­დე­ბო­და. ცნო­ბი­ლია, რომ იგი მოგ­ვი­ა­ნე­ბით მე­ფე ერეკ­ლე მე­ო­რე­საც შე­უ­კე­თე­ბია. გა­ლა­ვა­ნი სა­თო­ფუ­რე­ბით არის აღ­ჭურ­ვი­ლი და გა­მაგ­რე­ბუ­ლია კოშ­კე­ბით. ნა­წი­ლობ­რივ არის შე­მორ­ჩე­ნი­ლი სამ­ხ­რეთ-და­სავ­ლე­თის კოშ­კი. მთლი­ა­ნი გა­ლა­ვა­ნი თა­ნა­ბარ მან­ძი­ლებ­ზე კონ­ტ­რ­ფორ­სე­ბი­თაა გა­მაგ­რე­ბუ­ლი. გა­ლავ­ნის სამ­ხ­რეთ კუთხეს­თან შე­მორ­ჩე­ნი­ლია მდი­ნა­რე ინ­წო­ბის­კენ გა­სას­ვ­ლე­ლი სა­ი­დუმ­ლო გვი­რა­ბის და­საწყი­სი.

ცი­ხე-ქა­ლა­ქის ნა­წი­ლი იყო გა­ლავ­ნის გა­რეთ მდე­ბა­რე შე­ნო­ბე­ბიც. მათ შო­რის სა­მე­ფო რე­ზი­დენ­ცია, სა­დაც იყო სა­მე­ფო სა­სახ­ლე­ე­ბი, შად­რევ­ნი­ა­ნი შე­ნო­ბა, რვა­კუთხა კოშ­კი, აგუ­რით ნა­გე­ბი აბა­ნო და სხვ. ვრცე­ლი ტე­რი­ტო­რია ეკა­ვა სა­ვაჭ­რო უბანს, რომ­ლის ცენ­ტ­რ­შიც მდე­ბა­რე­ობ­და ქულ­ბა­ქე­ბი ანუ და­ხუ­რუ­ლი ბა­ზა­რი (30 დუ­ქა­ნი, თი­თო­ე­უ­ლი 10 კვმ ფარ­თო­ბით) და ქარ­ვას­ლა. აქ­ვე აღ­მოჩ­ნ­და აღ­მო­სავ­ლუ­რი სტი­ლის აბა­ნო, ცხე­ლი და ცი­ვი წყალ­მო­მა­რა­გე­ბის სის­ტე­მი­თა და შე­სა­ბა­მი­სი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ოთა­ხე­ბით (ქვე­და სარ­თულ­ზე ორ­თ­ქ­ლის ღუ­მე­ლი, ზე­და სარ­თულ­ზე გა­სახ­დე­ლე­ბი და სა­კუთ­რივ აბა­ნო­ე­ბი).

ის­ტო­რი­უ­ლი გრე­მის კომ­პ­ლექ­სი 1975 წლი­დან მუ­ზე­უმ-ნაკ­რ­ძალს წარ­მო­ად­გენს. სა­სახ­ლე-სამ­რეკ­ლო­ში გა­მო­ფე­ნი­ლია ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი მა­სა­ლა და გათხ­რე­ბის შე­დე­გად მო­პო­ვე­ბუ­ლი არ­ტე­ფაქ­ტე­ბის ნა­წი­ლი: ბრინ­ჯა­ოს ხა­ნის იარა­ღი, სამ­კა­უ­ლი, მცი­რე ზო­მის ცხო­ველ­თა ქან­და­კე­ბე­ბი, რკი­ნის ცუ­ლე­ბი (XII-XIII სს.); კე­რა­მი­კის ნი­მუ­შე­ბი, მო­ჭი­ქუ­ლი კრა­მი­ტი და აგუ­რი, სას­მე­ლი წყლის მი­ლე­ბი (XV ს.); შუ­ა­სა­უ­კუ­ნე­ე­ბის საბ­რ­ძო­ლო იარა­ღი (ზარ­ბა­ზა­ნი და მშვილდ-ისა­რი XVI ს.).

მუ­ზე­უმ­ში სულ და­ცუ­ლია 2 056 ექ­ს­პო­ნა­ტი. გრემ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი ნივ­თე­ბის ნა­წი­ლი კი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნულ მუ­ზე­უმ­შია და­ცუ­ლი. მუ­ზე­უმ-ნაკ­რ­ძალ­ში ასე­ვე წარ­მოდ­გე­ნი­ლია ფერ­წე­რუ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბის სე­რია - მე­ფე­თა პორ­ტ­რე­ტე­ბი (ავ­ტო­რი ლე­ვან ჭო­ღოშ­ვი­ლი. 1985 წე­ლი). გრე­მის ბო­ლო რეს­ტავ­რა­ცია 2011 წელს დას­რულ­და, რის შემ­დე­გაც გა­ლავ­ნის გა­რეთ მუ­ზე­უ­მის ახა­ლი შე­ნო­ბა გა­იხ­ს­ნა.

მა­რი­ტა სახ­ლ­თხუ­ციშ­ვი­ლი
ხე­ლოვ­ნე­ბათ­მ­ცოდ­ნე­ო­ბის მა­გის­ტ­რი
ჟურნალი "ისტორიანი",#84
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!