თურქების მიერ მიტაცებული ქართველთა მკვიდრი მიწა-წყლის შესახებ
18-01-2018
თურქების მიერ მიტაცებული ქართველთა მკვიდრი მიწა-წყლის შესახებ
თურქთა მომთაბარე ტომი, ისტორიაში ცნობილი ოსმალო თურქთა სახელწოდებით, აღმოსავლეთიდან მოვიდა და შეცვალა სელჯუკი თურქები, რომელნიც თავის მხრივ პირველად XI საუკუნეში გამოჩნდნენ მცირე აზიაში. ეს ტომი საქართველოში შემოჭრას იწყებს XV საუკუნიდან.
საქართველოს მაშინ კიდევ ვერ მოესწრო წელში გამართულიყო მონღოლების გამანადგურებელ შემოსევათა შემდეგ და დასუსტებული იყო შინაგანი პოლიტიკური არეულობის გამო. ამიტომ ხანგრძლივი და სისხლის მღვრელი ომების შედეგად ოსმალო თურქებმა შეძლეს თავიანთი ჭარბი ძალებით XVI საუკუნის მეორე ნახევარში ხელში ჩაეგდოთ სამხრეთი საქართველო და
იქ დაპყრობილი ქვეყნის მმართველობის მკაცრი რეჟიმი დაამყარეს.

საქარ­თვე­ლოს ამ ნა­წი­ლის ხელ­ში ჩაგ­დე­ბის მო­მენ­ტი­დან თურ­ქე­ბი შე­უდ­გნენ ქარ­თველ­თა მთე­ლი ეროვ­ნუ­ლი ყო­ფის მე­თო­დუ­რად აღ­მოფ­ხვრას მო­სახ­ლე­ო­ბის გა­თურ­ქე­ბი­სა და ქრის­ტი­ა­ნუ­ლი კულ­ტუ­რის მო­წი­ნა­ვე ქვე­ყა­ნა­ში ის­ლა­მის რე­ლი­გი­ის ძალ­და­ტა­ნე­ბით და­ნერ­გვის გზით. თურ­ქე­ბი ნა­ხევ­რად ვე­ლურ მომ­თა­ბა­რე­თა მო­რა­ლით ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ და თა­ვი­ანთ გან­ზრახ­ვა­თა გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად
არა­ვი­თარ სა­შუ­ა­ლე­ბას არ ერი­დე­ბოდ­ნენ. თუ რამ­დე­ნად მკაც­რი იყო ეს ღო­ნის­ძი­ე­ბა­ნი, ამა­ზე შეგ­ვიძ­ლია წარ­მოდ­გე­ნა ვი­ქო­ნი­ოთ იმის მი­ხედ­ვით, რომ სა­ქარ­თვე­ლოს დაპ­ყრო­ბი­ლი ოლ­ქე­ბის მრა­ვა­ლი მცხოვ­რე­ბი, მშობ­ლი­ურ წრეს მოწ­ყვე­ტი­ლი, მა­სობ­რი­ვად გარ­ბო­და და­სავ­ლეთ და აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, რა­თა "თა­ვი ეხ­სნათ თურ­ქე­ბის მი­ერ ფა­ნა­ტი­კუ­რი დევ­ნი­სა­გან" (დი­მიტ­რი ბაქ­რა­ძე, არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი მოგ­ზა­უ­რო­ბა გუ­რი­ა­სა და აჭა­რა­ში, გვ. 119) და შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად გა­და­ერ­ჩი­ნათ თა­ვი­ან­თი კულ­ტუ­რის ძეგ­ლე­ბი (ხელ­ნა­წე­რე­ბი, ხე­ლოვ­ნე­ბის საგ­ნე­ბი და სხვ.). ცნო­ბი­ლია, მა­გა­ლი­თად, რომ სამ­ცხის ზარ­ზმის მო­ნას­ტრი­დან პატ­რი­ოტ­თა ჯგუფ­მა თა­ვი­სი მშობ­ლი­უ­რი მხა­რე მი­ა­ტო­ვა, თან წა­ი­ღო ეროვ­ნუ­ლი კულ­ტუ­რის ძეგ­ლე­ბი და თავ­შე­სა­ფა­რი პო­ვა გუ­რი­ა­ში, შე­მოქ­მე­დის მო­ნას­ტერ­ში (დი­მიტ­რი ბა­ქ­რა­ძე, იქ­ვე).

ამ მკაცრ პო­ლი­ტი­კას, რო­მელ­საც ოს­მა­ლო ხე­ლი­სუ­ფალ­ნი მხა­რის გა­სა­თურ­ქებ­ლად და გა­სა­მაჰ­მა­დი­ა­ნებ­ლად ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ, მოწ­მობს ის უცი­ლო­ბე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბიც, რომ­ლებ­საც შე­ი­ცავს სა­ქარ­თვე­ლოს სსრ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის მი­ერ გა­მო­ცე­მუ­ლი "სა­ქარ­თვე­ლოს ვი­ლა­ი­ე­თის ვრცე­ლი დავ­თა­რი". ეს ოფი­ცი­ა­ლუ­რი თურ­ქუ­ლი დო­კუ­მენ­ტი თურქ ხე­ლი­სუ­ფალ­თა წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მი­ერ არის შედ­გე­ნი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­დაპ­ყრო­ბი­ლი ნა­წი­ლი­სათ­ვის და ამი­ტომ წარ­მო­ად­გენს ობი­ექ­ტურ წყა­როს, სა­ი­და­ნაც შე­იძ­ლე­ბა ამო­ღე­ბულ იქ­ნას თურ­ქე­თის პო­ლი­ტი­კის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი მა­სა­ლე­ბი; და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტე­ბის ჩა­მოთ­ვლას­თან ერ­თად იგი შე­ი­ცავს აგ­რეთ­ვე იმ სოფ­ლე­ბის გრძელ სი­ებს, რომ­ლე­ბიც ში­შით შეპ­ყრო­ბილ ქარ­თველ მო­სახ­ლე­ო­ბას მი­უ­ტო­ვე­ბია.

ეჭ­ვგა­რე­შეა, რომ ეს, "დავ­თრის" მი­ხედ­ვით "მო­სახ­ლე­ო­ბის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი სოფ­ლე­ბი" იმ ქარ­თველ პატ­რი­ოტ­თა საც­ხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლე­ბი იყო, რომ­ლებ­მაც, ამა­ყობ­დნენ რა თა­ვი­ან­თი მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი კულ­ტუ­რით, ნა­ხევ­რად ვე­ლურ მომ­თა­ბა­რე­ებს თა­ვი აბუ­ჩად არ ააგ­დე­ბი­ნეს. მი­უ­ხე­და­ვად უდი­დე­სი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და მო­რა­ლუ­რი მსხვერ­პლი­სა, თა­ვი­ან­თი მშობ­ლი­უ­რი ად­გი­ლე­ბი და­ტო­ვეს და სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რა­ი­ონ­ში გა­და­სახ­ლდნენ. ამ გა­და­სახ­ლე­ბის მას­შტაბს თუნ­დაც ის ფაქ­ტი მოწ­მობს, რომ "მცხოვ­რებ­თა­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი სოფ­ლე­ბის" რიც­ხვი სა­ქარ­თვე­ლოს მარ­ტო იმ ნა­წილ­ში, რო­მე­ლიც "დავ­თარ­შია" შე­ტა­ნი­ლი, 300-ს აღ­წევს!
ოშკის გუმბათქვეშა სვეტის დეკორის დეტალი
იმ ძა­ლა­დო­ბას, რა­საც თურ­ქე­ბი დაპ­ყრო­ბილ მხა­რე­ში ჩა­დი­ოდ­ნენ, აღ­ნიშ­ნავს XVIII სა­უ­კუ­ნის ცნო­ბი­ლი მეც­ნი­ე­რი ვა­ხუშ­ტი ბაგ­რა­ტი­ო­ნიც, რო­ცა ამ­ბობს, რომ დაპ­ყრო­ბი­ლი მხა­რის წარ­ჩი­ნე­ბულ ქარ­თველ­თა წო­დე­ბა თურ­ქულ ენა­ზე გა­და­ვი­და, "დამ­ჭირ­ნე­ო­ბი­სათ­ვის ოს­მალ­თა" (იხ. ვა­ხუშ­ტი, "აღ­წე­რა სა­მე­ფო­სა სა­ქარ­თვე­ლო­ი­სა", გვ. 131).

მაგ­რამ თურ­ქი ხე­ლი­სუ­ფალ­ნი პირ­და­პი­რი რეპ­რე­სი­ე­ბის გარ­და, რა­საც ქარ­თვე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბამ­დე მიჰ­ყავ­და, მი­მარ­თავ­დნენ არა­პირ­და­პი­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის ზო­მებ­საც იმი­სათ­ვის, რომ დაპ­ყრო­ბი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა იძუ­ლე­ბუ­ლი გა­ე­ხა­დათ ხე­ლი აე­ღო თა­ვის სა­უ­კუ­ნე­ობ­რივ ეროვ­ნულ ტრა­დი­ცი­ებ­ზე. ეს იყო ეკო­ნო­მი­კუ­რი ზე­გავ­ლე­ნა, რაც გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და აუ­ტა­ნე­ლი გა­და­სა­ხა­დე­ბის შე­წე­რით, რომ­ლე­ბი­თაც სპე­ცი­ა­ლუ­რად და­ბეგ­რეს არა­მუს­ლი­მა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა. იმა­ვე "დავ­თარ­ში" არის მა­სა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ახა­სი­ა­თე­ბენ ხალ­ხის ჩაგ­ვრის ამ ხერხს.

"დავ­თრის" მი­ხედ­ვით, მრა­ვალ სხვა გა­და­სა­ხადს გარ­და, არა­მუს­ლი­მა­ნი, ამ შემ­თხვე­ვა­ში ქარ­თვე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა, იხ­დის კომ­ლობ­რივ გა­და­სა­ხადს, ეგ­რეთ წო­დე­ბულ "ის­ფენჯს" 25 ახ­ჩის ოდე­ნო­ბით, რაც იმ დრო­ის მი­ხედ­ვით მძი­მე ტვირთს წარ­მო­ად­გენ­და გან­სა­კუთ­რე­ბით იმ მო­სახ­ლე­ო­ბი­სათ­ვის, რო­მე­ლიც თავ­და­დე­ბუ­ლად იბ­რძო­და თა­ვი­სი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის და­სა­ცა­ვად და გა­ღა­ტა­კე­ბუ­ლი იყო მომ­თა­ბა­რე­თა ურ­დო­ე­ბის ხან­გრძლი­ვი თავ­დას­ხმე­ბით. ამა­ვე დროს კი, მუს­ლი­მა­ნი გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლებს იხ­დი­და: ეგ­რეთ წო­დე­ბულ "ბე­ნაქს" და "მუ­ჯე­რეთს", 18 ან 12 ახჩს. "დავ­თარ­ში" 127, 262, 274, 358, 365 და სხვა გვერ­დებ­ზე მუს­ლი­მის ყო­ველ სა­ხელ­თან არის სპე­ცი­ა­ლუ­რი აღ­ნიშ­ვნა, რაც მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ ეს პი­რი მუს­ლი­მა­ნია და ამი­ტომ შე­ღა­ვა­თი­ან გა­და­სა­ხადს იხ­დის.

ასე­ვე მკაც­რი იყო თურ­ქე­თის პო­ლი­ტი­კა თურ­ქე­ბის მი­ერ დაპ­ყრო­ბილ მე­ო­რე სექ­ტორ­ში - ჭა­ნეთ­ში (ლაზ­თა ქვე­ყა­ნა­ში). დამ­პყრო­ბი თურ­ქე­ბის და­ჟი­ნე­ბით მის­წრა­ფე­ბას - ჩა­ეხ­შოთ ლა­ზებ­ში სა­უ­კუ­ნე­ო­ბით გან­მტკი­ცე­ბუ­ლი ეროვ­ნუ­ლი თვით­მყო­ფო­ბის ყო­ველ­გვა­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბა - ლა­ზე­ბი უპი­რის­პი­რებ­დნენ მტკი­ცე ეროვ­ნულ თვით­შეგ­ნე­ბას და, მი­უ­ხე­და­ვად სრუ­ლი იზო­ლა­ცი­ი­სა და მშობ­ლი­ურ მი­წა-წყალს მოწ­ყვე­ტი­სა, დღემ­დე შე­ი­ნარ­ჩუ­ნეს მშობ­ლი­უ­რი ლა­ზუ­რი ენა. ლა­ზე­ბი­სად­მი თურ­ქე­ბის მხრივ ზიზ­ღით აღ­სავ­სე და ეროვ­ნუ­ლად შე­უ­რაც­ხმყოფ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას მოწ­მობს თურ­ქუ­ლი ან­და­ზა: "ლაზ­ლა­რინ თერ­მო­ნი-მის­ლი­მან იე­მეზ ონი", ე.ი. "ლა­ზუ­რი ფე­ლა­მუ­ში მუს­ლი­მანს არ ეჭ­მე­ვაო" (ნი­კო მა­რი, თურ­ქე­თის ლა­ზის­ტან­ში მოგ­ზა­უ­რო­ბი­დან, გვ. 627).

ვფიქ­რობ, აქ უად­გი­ლო არ იქ­ნე­ბა ცო­ტა რამ ვთქვათ ლაზ­თა ტე­რი­ტო­რი­უ­ლი გავ­რცე­ლე­ბის შე­სა­ხებ. ეჭ­ვგა­რე­შეა, რომ ლაზ­თა ქარ­თვე­ლუ­რი ტო­მის ქვე­ყა­ნა ვრცელ­დე­ბო­და შა­ვი ზღვის სა­ნა­პი­როს გა­ყო­ლე­ბით სამ­სუ­ნის ვი­ლა­ი­ე­თამ­დე ჩათ­ვლით. ამის შე­სა­ხებ ინ­გლი­სე­ლი კონ­სუ­ლის ჯი­ფორდ პალ­გრე­ვის ან­გა­რი­ში, რომელიც მოყ­ვა­ნი­ლია აკა­დე­მი­კოს სი­მონ ჯა­ნა­ში­ას და აკა­დე­მი­კოს ნი­კო ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის სტა­ტი­ა­ში (იხ. გა­ზე­თი "კო­მუ­ნის­ტი", 1945 წლის 14 დე­კემ­ბე­რი) სხვა ფაქ­ტი­თაც დას­ტურ­დე­ბა.
ბაგრატ IV-ის ბანაში ჯვრისწერის სცენა, ოშკის ტაძრის ფრესკიდან
საქ­მე ის არის, რომ მსოფ­ლიო სპე­ცი­ა­ლურ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში შა­ვი ზღვის სა­ნა­პი­როს ყვე­ლა თურ­ქუ­ლი დი­ა­ლექ­ტი, მათ შო­რის სამ­სუ­ნის ვი­ლა­ი­ე­თის დი­ა­ლექ­ტე­ბიც, უსა­ფუძ­ვლოდ რო­დია ცნო­ბი­ლი "ლა­ზურ-თურ­ქუ­ლის" სა­ხელ­წო­დე­ბით (გერ­მა­ნუ­ლად - Lazisch - Türkisch,, იხ. მა­გა­ლი­თად, პო­ლო­ნე­ლი პრო­ფე­სო­რის, ტა­დე­უშ კო­ვალ­სკის სა­მი­მო­ხილ­ვო სტა­ტია Enzuklopädie des Islam-ის IV ტომ­ში, გვ. 996 და სხვ.). ცხა­დია, რომ ანა­ტო­ლი­ის ამ ნა­წილ­ში გა­ბა­ტო­ნე­ბუ­ლი ლა­ზუ­რი ენობ­რი­ვი სუბ­სტრა­ტი ფრი­ად ქმე­დი­თი ფაქ­ტო­რი იყო, რაც სპე­ცი­ფი­კურ ლა­ზურ ელ­ფერს აძ­ლევ­და ლაზ­თა ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ძალ­და­ტა­ნე­ბით გავ­რცე­ლე­ბულ თურ­ქულ ენას.

ეს გა­რე­მო­ე­ბა მოწ­მობს არა მარ­ტო ლაზ­თა ტე­რი­ტო­რი­ულ გავ­რცე­ლე­ბას აღ­ნიშ­ნულ ფარ­გლე­ბამ­დე, არა­მედ ლა­ზე­ბი­სა და სა­ერ­თოდ ქარ­თველ­თა ტო­მე­ბის კულ­ტუ­რულ უპი­რა­ტე­სო­ბა­საც დამ­პყრობ თურ­ქებ­თან შე­და­რე­ბით.
და მარ­თლაც, ოს­მა­ლო თურ­ქე­ბი, რომ­ლე­ბიც აღ­მო­სავ­ლე­თი­დან და­სავ­ლეთ­ში შე­მო­იჭ­რნენ, ოს­მალ­თა სა­ხელ­მწი­ფოს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის პე­რი­ო­დის­თვის მომ­თა­ბა­რე ტო­მე­ბის ტი­პუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იყ­ვნენ. მცი­რე აზი­ი­სა და კავ­კა­სი­ის ცი­ვი­ლი­ზე­ბულ სა­ხელ­მწი­ფო­ებს რომ შე­ე­ჯახ­ნენ, ისი­ნი ცეც­ხლი­თა და მახ­ვი­ლით ანად­გუ­რებ­დნენ მა­ღა­ლი კულ­ტუ­რის მქო­ნე ხალ­ხებს. თურ­ქებ­მა ჯერ ბი­ზან­ტია და­ა­მარ­ცხეს და შემ­დეგ ხე­ლი მიჰ­ყვეს სა­ქარ­თვე­ლოს, ჩა­მო­ა­შო­რეს იგი ევ­რო­პას და გა­ბა­ტონ­დნენ მის სამ­ხრეთ-და­სავ­ლეთ ნა­წილ­ში. დაპ­ყრო­ბილ ქარ­თველ­თა ტო­მებს თურ­ქებ­მა შემ­დგო­მი გან­ვი­თა­რე­ბის გზა და­უხ­შეს და ფე­ხი მო­ი­კი­დეს ანა­ტო­ლი­ა­ში, მაგ­რამ ამა­ვე დროს არ შე­იძ­ლე­ბო­და, რომ მათ არ გა­ნე­ცა­დათ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და სუ­ლი­ე­რი კულ­ტუ­რის კე­თილ­მყო­ფე­ლი გავ­ლე­ნა.

ამ მდგო­მა­რე­ო­ბის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ ფაქ­ტებს არა­ერ­თხელ მი­უპ­ყრი­ათ ყუ­რად­ღე­ბა სპე­ცი­ა­ლურ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში. ცნო­ბი­ლია, მა­გა­ლი­თად, რომ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის დარ­გში ქარ­თვე­ლებ­მა, მათ შო­რის ლა­ზებ­მაც, რომ­ლებ­საც იმ დრო­ი­სათ­ვის მა­ღა­ლი სა­მი­წათ­მოქ­მე­დო კულ­ტუ­რა ჰქონ­დათ, აღ­მო­სავ­ლეთ ანა­ტო­ლი­ა­ში გა­ავ­რცე­ლეს რო­გორც სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო კულ­ტუ­რე­ბი, ისე მი­წის და­მუ­შა­ვე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი მე­თო­დე­ბი. უეჭ­ვე­ლია, რომ ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლეთ ანა­ტო­ლი­ის ერთ-ერ­თი უმ­თავ­რე­სი სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო კულ­ტუ­რა - სი­მინ­დი ანა­ტო­ლი­ის ამ ნა­წი­ლის თურ­ქებ­მა ლა­ზე­ბის­გან გა­და­ი­ღეს. ამა­ზე მი­უ­თი­თებს სი­მინ­დის თურ­ქუ­ლი სა­ხელ­წო­დე­ბა - "ლა­ზო­თი, ლა­ზუ­თი", რაც ნიშ­ნავს "ლა­ზურ მცე­ნა­რეს" (იხ. რედ­ჰა­უ­სი, თურ­ქულ-ინ­გლი­სუ­რი ლექ­სი­კო­ნი, გვ. 1619, აჰ­მედ ვე­ფიკ-ფა­შა, ლეხ­ჯე-ი ოს­მა­ნი გვ. 748 და შრო­მა "სიტ­ყვა la­zut-ის წარ­მო­შო­ბი­სათ­ვის" სა­ქარ­თვე­ლოს სსრ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის უწ­ყე­ბებ­ში, ტ. V, # 2 გვ. 227).

აკა­დე­მი­კოს­მა ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა "სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­ურ ის­ტო­რი­ა­ში" გა­მო­არ­კვია, რომ მთე­ლი რი­გი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ია­რა­ღე­ბი (გუ­თა­ნი, ჯილ­ღა) აღ­მო­სავ­ლეთ ანა­ტო­ლი­ის თურ­ქებ­მა ქარ­თვე­ლე­ბის­გან გა­და­ი­ღეს (იხ. და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი შრო­მა, I, გვ. 248 და სხვ.).
თურ­ქე­ბის მი­ერ უსა­მარ­თლოდ მი­ტა­ცე­ბუ­ლი სამ­ცხის მხა­რე სა­ქარ­თვე­ლო­სათ­ვის იყო არა "გა­ნა­პი­რა მხა­რე, არა პე­რი­ფე­რია, არა­მედ ცენ­ტრი" ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რი­სა. ამ კულ­ტუ­რის შე­მოქ­მედ­ნი, რო­მელ­თა სა­ხე­ლებ­თა­ნაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ხალ­ხუ­რი და ფი­ლო­სო­ფი­უ­რი შე­მოქ­მე­დე­ბის შე­დევ­რე­ბი, სამ­ხრეთ სა­ქარ­თვე­ლო­დან წარ­მოს­დგე­ბოდ­ნენ. აქ­ვე იქ­მნე­ბო­და ქარ­თუ­ლი ეროვ­ნუ­ლი ხუ­როთ­მოძ­ღვრე­ბის ცნო­ბი­ლი შე­სა­ნიშ­ნა­ვი ძეგ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­სულ დამ­პყრობ­თა მი­ერ მოს­პო­ბის, დან­გრე­ვი­სა და აბუ­ჩად აგ­დე­ბის სა­გა­ნი გახ­და.

აკა­დე­მი­კო­სი ნი­კო მა­რი, რო­მე­ლიც ამ მხა­რე­ებ­ში 1904 წელს მოგ­ზა­უ­რობ­და, ყველ­გან ხე­დავ­და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რის ქარ­თუ­ლი ძეგ­ლე­ბის "ულ­მობ­ლად გა­ძარ­ცულ კედ­ლებს"; ეკ­ლე­სი­ე­ბი გა­და­კე­თე­ბუ­ლი იყო მე­ჩე­თე­ბად. "მუ­ე­ძი­ნის ძა­ხი­ლი ბერ­თის საყ­დარ­თან, - ამ­ბობს აკა­დე­მი­კო­სი ნი­კო მა­რი, - ახ­ლა მე იმ­დე­ნად სევ­დის მომ­გვრე­ლი არ მეჩ­ვე­ნე­ბა, რამ­დე­ნა­დაც და­ბი­სა და ჯმერ­ქის ეკ­ლე­სი­ე­ბის, სა­მო­ნას­ტრო ტაძ­რე­ბის ახ­ლან­დე­ლი უბად­რუ­კი მდგო­მა­რე­ო­ბა" ("მოგ­ზა­უ­რო­ბის დღი­უ­რი", გვ. 182). ის­ტო­რი­ის უკუღ­მარ­თო­ბა­ზე, თურ­ქთა ძა­ლა­დო­ბა­ზე აკა­დე­მი­კო­სი ნი­კო მა­რი "მოგ­ზა­უ­რო­ბის დღი­ურ­ში" ამ­ბობს: "სევ­დის მომ­გვრე­ლი იყო ოდეს­ღაც ცოც­ხა­ლი ქრის­ტი­ა­ნო­ბის ბურ­ჯზე ის­ლა­მის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ხმის მოს­მე­ნა... იმა­თი ღვიძ­ლი შვი­ლე­ბი, ვინც ქრის­ტი­ა­ნო­ბის ეს ძეგ­ლე­ბი აა­გო, მი­ის­წრა­ფოდ­ნენ მაღ­ლა ტა­ძარ­ში, რა­თა თა­ვი­ან­თი ლოც­ვა აღევ­ლი­ნათ ისეთ ფორ­მებ­ში, რაც უც­ხოა ბერ­თის მშე­ნე­ბელ­თათ­ვის. სევ­დის მომ­გვრე­ლი იყო ამის და­ნახ­ვა, სევ­დის მომ­გვრე­ლი იყო ამის მოს­მე­ნა".

სუ­რა­თი ნა­თე­ლია. უაღ­რე­სად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი კულ­ტუ­რი­სა და აყ­ვა­ვე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­უ­რი კე­თილ­დღე­ო­ბის ქვე­ყა­ნა გა­პარ­ტახ­და და "დღემ­დე გა­ყი­ნუ­ლია გა­ვე­ლუ­რე­ბა­ში". ამ ქვეყ­ნის ასე­თი სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა (მი­სი დაპ­ყრო­ბის შე­დე­გად) მკა­ფი­ოდ და­ა­ხა­სი­ა­თა მის­მა სა­უ­კე­თე­სო მცოდ­ნემ, აკა­დე­მი­კოს­მა ნი­კო მარ­მა: "მა­ლე (ქარ­თვე­ლე­ბი­სა­გან მოწ­ყვე­ტის შემ­დეგ) ამ მხა­რე­ში ჩა­ი­ფერ­ფლა და ჩაქ­რა ყო­ფი­ლი ცხოვ­რე­ბის უკა­ნას­კნე­ლი შუ­ქი, და ახა­ლი შუ­ქი აღარ ამობ­რწყი­ნე­ბუ­ლა. მხა­რის კულ­ტუ­რუ­ლი ცხოვ­რე­ბა ჩაკ­ვდა. ადა­მი­ა­ნი მოკ­ვდა" (ნი­კო მა­რი, ბა­თუ­მი - არ­ტა­ა­ნი - ყარ­სი, გვ. 47).
მაგ­რამ თურ­ქთა ტყვე­ო­ბა­ში მყოფ ქარ­თულ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში მუ­დამ იყ­ვნენ პატ­რი­ოტ­თა ცალ­კე­უ­ლი ჯგუ­ფე­ბი, რო­მელ­თა გულ­შიც ღვი­ო­და ჩა­უქ­რო­ბე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი სამ­შობ­ლო­სად­მი. ეს პატ­რი­ო­ტე­ბი, ამა თუ იმ სა­შუ­ა­ლე­ბით, თა­ო­ბი­დან თა­ო­ბას გა­დას­ცემ­დნენ მშობ­ლი­ურ მეტ­ყვე­ლე­ბა­სა და მშობ­ლი­ურ დამ­წერ­ლო­ბას. ერ­თე­უ­ლი რო­დი იყო იმის შემ­თხვე­ვე­ბი, რომ ის­მე­ბო­და მი­ტა­ცე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე სკო­ლებ­ში მშობ­ლი­უ­რი ენის შეს­წავ­ლის შე­მო­ღე­ბის სა­კით­ხი. მაგ­რამ ასეთ ცდებს სულ­თნის მთავ­რო­ბა ყო­ველ­თვის ახ­შობ­და. ცნო­ბი­ლია, თუ რა ბე­დი ეწია ლაზ ფა­ი­კე­ფენ­დის, რო­მელ­მაც სცა­და "გა­მო­ე­გო­ნე­ბი­ნა ჭა­ნუ­რი (ლა­ზუ­რი) ან­ბა­ნი: იგი გა­და­ა­სახ­ლეს და საპ­ყრო­ბი­ლე­ში ჩას­ვეს, მი­სი სახ­ლი გაჩ­ხრი­კეს და მთე­ლი მი­სი ნაშ­რო­მე­ბი და წიგ­ნე­ბი დას­წვეს" (ნი­კო მა­რი, მოგ­ზა­უ­რო­ბი­დან, გვ. 626).

მშობ­ლი­ურ ენა­ზე დაბ­რუ­ნე­ბის ასეთ­სა­ვე ცდებს ეკუთ­ვნის სტამ­ბოლ­ში ქარ­თუ­ლი ენის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს გა­მო­ცე­მის ცდა. თურ­ქე­თის ქარ­თველ­თა ჯგუ­ფის ინი­ცი­ა­ტი­ვით, XX სა­უ­კუ­ნის 20-იან წლებ­ში, ბავ­შვე­ბის­თვის ქარ­თუ­ლი ენის სას­წავ­ლებ­ლად ქარ­თველ კა­თო­ლი­კე­თა კო­ლო­ნი­ამ სტამ­ბოლ­ში სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო გა­მოს­ცა. მაგ­რამ საქ­მე იმით დამ­თავ­რდა, რომ მთავ­რო­ბამ ძირ­ში­ვე აღ­კვე­თა ეს ღო­ნის­ძი­ე­ბა, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლი იყო ქარ­თუ­ლი ეროვ­ნუ­ლი თვით­შეგ­ნე­ბის გაღ­ვი­ძე­ბის­კენ.
გზამ პირდაპირ ოპიზის ტაძრის საკურთხეველზე გაიარა
თურ­ქე­თის ქარ­თველ­თა სიყ­ვა­რულს სამ­შობ­ლო­სად­მი შემ­დე­გი ფაქ­ტიც მოწ­მობს: სტამ­ბოლ­ში შევ­ხვდი ერთ შუ­ახ­ნის ქარ­თველ მაჰ­მა­დი­ანს, რო­მე­ლიც ცენ­ტრა­ლურ ანა­ტო­ლი­ა­ში ცხოვ­რობ­და და სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­სო­დეს ყო­ფი­ლა. მას თა­ვი­სი მა­მის­გან ეს­წავ­ლა ქარ­თუ­ლი კით­ხვა და მო­ე­ხერ­ხე­ბი­ნა რამ­დე­ნი­მე ქარ­თუ­ლი წიგ­ნის წა­კით­ხვა. მას აინ­ტე­რე­სებ­და სა­ქარ­თვე­ლო და მი­სი ის­ტო­რია და დი­დი სურ­ვი­ლი ჰქონ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში წა­მო­სუ­ლი­ყო. მე სავ­სე­ბით დავ­რწმუნ­დი მი­სი სურ­ვი­ლის გულ­წრფე­ლო­ბა­ში, რო­დე­საც მან ჯი­ბი­დან ამო­ი­ღო ქარ­თუ­ლი წიგ­ნი, აკა­კი წე­რეთ­ლის "რჩე­უ­ლი ლექ­სე­ბი". რამ­დე­ნი­მე ლექ­სი ზე­პი­რად და­ეს­წავ­ლა.

დღეს, რო­დე­საც დე­მოკ­რა­ტი­ამ უდი­დე­სი გა­მარ­ჯვე­ბა მო­ი­პო­ვა ფა­შიზ­მზე, რო­მე­ლიც ხალ­ხთა მო­ნო­ბა­სა და ჩაგ­ვრას ქა­და­გებ­და, - სა­ქარ­თვე­ლოს, ჩვე­ნის აზ­რით, იმ­დე­ნად ის კი არ სჭირ­დე­ბა, რომ და­ამ­ტკი­ცოს თა­ვი­სი შე­ურ­ყე­ვე­ლი უფ­ლე­ბე­ბი სამ­ხრეთ და სამ­ხრეთ-და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს მშობ­ლი­ურ, მი­ტა­ცე­ბულ მი­წა-წყალ­ზე, რამ­დე­ნა­დაც ის, რომ მსოფ­ლიო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის წი­ნა­შე აღი­მაღ­ლოს ხმა თა­ვის სა­მარ­თლი­ან პრე­ტენ­ზი­ებ­ზე თურ­ქე­თის მი­მართ.

ამ პრე­ტენ­ზი­ა­თა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა კარ­გად ცნო­ბი­ლია ობი­ექ­ტუ­რად მო­აზ­როვ­ნე კულ­ტუ­რუ­ლი სამ­ყა­როს­თვის, ყვე­ლა თა­ვი­სუფ­ლე­ბის­მოყ­ვა­რე ხალ­ხი­სა და ყვე­ლა­ზე უკე­თე­სად თვით თურ­ქე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ასე უსა­ხე­ლოდ გა­მო­ვიდ­ნენ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვეყ­ნე­ბის დი­დი ომი­დან კულ­ტუ­რი­სა და ჰუ­მა­ნიზ­მის მტრე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. სა­ქარ­თვე­ლოს მი­წა-წყლის დაპ­ყრო­ბა არც იმ­დე­ნად შო­რე­ულ წარ­სულ­ში მომ­ხდა­რა. თურ­ქებ­მა ან მოს­პეს, ან მშობ­ლი­უ­რი ად­გი­ლე­ბი­დან გან­დევ­ნეს მთე­ლი ხალ­ხე­ბი. მაგ­რამ ქარ­თველ­მა ხალ­ხმა შეძ­ლო არა­თუ შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა თა­ვი­სი ფი­ზი­კუ­რი არ­სე­ბო­ბა და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბა, არა­მედ კი­დეც გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი კულ­ტუ­რით დაგ­ვირ­გვი­ნე­ბუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი თა­ვი­სი წი­ნაპ­რე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც დიდ შე­მოქ­მე­დე­ბითს მუ­შა­ო­ბას ეწე­ოდ­ნენ სწო­რედ იმ პრო­ვინ­ცი­ებ­ში, ახ­ლა რომ მოწ­ყვე­ტილ­ნი არი­ან სა­ქარ­თვე­ლოს. სა­ქარ­თვე­ლო სის­ხლხორ­ცე­უ­ლად და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია ამ პრო­ვინ­ცი­ე­ბის მი­ღე­ბით და კი­დე­ვაც უნ­და მი­ი­ღოს ისი­ნი.

ჟურნალი "ისტორიანი",#9
მზია
21 იანვარი 2018 23:07
რას ამბობთ?თურქები ჩვენი ''ძმები'' არიან,რუსებია ჩვენი მტრები.