ვასილ დუმბაძე მორგანთა ბანკის ფინანსისტი
18-01-2018
ვასილ დუმბაძე მორგანთა ბანკის ფინანსისტი
გურული აზნაურის საოცარი თავგადასავალი რუსეთის იმპერიასა და აშშ-ში

ჟურ­ნალ "ის­ტო­რი­ა­ნის" მე­სა­მე ნო­მერ­ში და­ბეჭ­დილ სტა­ტი­ას მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერ­თი უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნის, ჯონ მორ­გა­ნის შე­სა­ხებ ვინც წა­ი­კით­ხავ­და, ალ­ბათ ვერ წარ­მო­იდ­გენ­და, რომ მორ­გან­თა იმ­პე­რი­ის წამ­ყვან ფი­ნან­სის­ტთა შო­რის იყო ამე­რი­კა­ში ქარ­თუ­ლი ემიგ­რა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ვა­სილ დუმ­ბა­ძე. ამ გა­სა­ო­ცა­რი კა­ცის, მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის რო­მა­ნის "კვა­ჭი კვა­ჭან­ტი­რა­ძის" მთა­ვა­რი გმი­რის ერთ-ერ­თი პრო­ტო­ტი­პის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია რამ­დე­ნი­მე წე­რილ­ში ვცა­დეთ, რად­გან მის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მკვეთ­რად უარ­ყო­ფი­თი აზ­რი იყო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით, გე­რონ­ტი ქი­ქო­ძის მო­გო­ნე­ბა­თა ფრაგ­მენტ "აფე­რის­ტი
დუმ­ბა­ძის" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ. ბო­ლო წლებ­ში ქვე­ლი ჩხა­ტა­რა­იშ­ვი­ლის ნარ­კვევ­სა და ალე­კო ას­ლა­ნიშ­ვი­ლის ორ წე­რილ­ში ვა­სო დუმ­ბა­ძე ერ­თგვა­რად რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბუ­ლია. მი­სი ბი­ოგ­რა­ფია ნამ­დვი­ლად იმ­სა­ხუ­რებს, რომ კი­დევ ერ­თხელ შე­ვახ­სე­ნოთ მკით­ხველს. მით უმე­ტეს, მკვლე­ვარ­თა წე­რი­ლებ­ში ვა­სოს ემიგ­რან­ტულ მოღ­ვა­წე­ო­ბა­ზე არა­ფე­რია მოთ­ხრო­ბი­ლი, სა­ი­
და­ნაც გა­სა­გე­ბი ხდე­ბა, ვინ იყო დუმ­ბა­ძე - სა­ერ­თა­შო­რი­სო რან­გის აფე­რის­ტი და ავან­ტი­უ­რის­ტი, თუ პატ­რი­ო­ტი.

ვა­სილ (ვა­სო) დუმ­ბა­ძე ოზურ­გე­თის მაზ­რა­ში და­ი­ბა­და, სო­ფელ შე­მოქ­მე­დის მღვდლის, ცნო­ბი­ლი მგა­ლობ­ლის, და­ვით დუმ­ბა­ძის ოჯახ­ში. დუმ­ბა­ძე­ებს ორი ვა­ჟის გარ­და ცხრა ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავ­დათ. და­ვი­თის უფ­რო­სი ძმა, იმ­პე­რა­ტო­რის ამა­ლის წევ­რი, გე­ნე­რალ-მა­ი­ო­რი ივა­ნე დუმ­ბა­ძე, იალ­ტის ქა­ლა­ქის თა­ვად და­ნიშ­ნეს. უსაზ­ღვრო ძა­ლა­უფ­ლე­ბით სარ­გებ­ლობ­და ყი­რიმ­ში, რო­მელ­საც "დუმ­ბა­ზი­ა­საც" უწო­დებ­დნენ.

გიმ­ნა­ზი­ის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ვა­სო გერ­მა­ნი­ა­ში გა­ემ­გზავ­რა და სტუ­დენ­ტო­ბი­დან­ვე მი­იქ­ცია ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რად­ღე­ბა. "ივე­რია" 1904 წლის ივ­ლის­ში წერ­და, რომ ლა­იფ­ცი­გის ეთ­ნოგ­რა­ფი­ულ მუ­ზე­უმ­ში სტუ­დენტ ვა­სილ დუმ­ბა­ძეს სა­მო­ას ეთ­ნოგ­რა­ფი­ა­ზე წა­უ­კით­ხავს რე­ფე­რა­ტი და დამ­სწრე­თა მო­წო­ნე­ბა და­უმ­სა­ხუ­რე­ბია. მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტორს, პრო­ფე­სორ ვო­ი­ლეს უთ­ხო­ვია ახა­ლი რე­ფე­რა­ტის წა­კით­ხვა თე­მა­ზე: "ქარ­თვე­ლე­ბი და სომ­ხე­ბი". ოქ­ტომ­ბერ­ში და­ი­ბეჭ­და ცნო­ბა, რომ ვა­სო ორ დი­სერ­ტა­ცი­ას ამ­ზა­დებ­და: "ქარ­თვე­ლე­ბი - ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი მი­მო­ხილ­ვა" და "ნავ­თის ინ­დუს­ტრია კავ­კა­სი­ა­ში და მი­სი ამე­რი­კის ნავ­თთან შე­და­რე­ბა". თვით ვა­სოს იმა­ვე წელს გა­ზეთ "ცნო­ბის ფურ­ცე­ლის­თვის" გა­მო­უგ­ზავ­ნია სტა­ტია "ფრიდ­რიხ რეტ­ცე­ლი და მი­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა მეც­ნი­ე­რე­ბა­ში". რო­გორც ვხე­დავთ, თა­ვი­სი სპე­ცი­ა­ლო­ბის გარ­და, ინ­ტე­რე­სი გა­მო­უ­ჩე­ნია ეთ­ნოგ­რა­ფი­ი­სად­მიც.

1906 წელს ვა­სომ და­ამ­თავ­რა ლა­იფ­ცი­გის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ინ­ჟინ­რო ფა­კულ­ტე­ტი. წიგ­ნად გა­მო­ცე­მუ­ლი მი­სი სა­დიპ­ლო­მო ნაშ­რო­მი ბა­ქოს ნავ­თობ­სა­რე­წებ­ზე სო­ლი­დუ­რი გა­მოკ­ვლე­ვაა, ვო­რონ­ცო­ვის მა­მუ­ლებ­ში დნეპ­რის ჭო­რო­მე­ბის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის გეგ­მა გა­მო­ირ­ჩე­ვა გრან­დი­ო­ზუ­ლო­ბი­თა და სი­თა­მა­მით, პეტ­როგ­რა­დის კა­ნა­ლი­ზა­ცი­ის გეგ­მას უმაღ­ლეს­მა სა­მეც­ნი­ე­რო-ტექ­ნი­კურ­მა კო­მი­სი­ამ "იდე­ა­ლუ­რად და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი" უწო­და.

მეც­ნი­ე­რე­ბას რომ გაჰ­ყო­ლო­და, დიდ წარ­მა­ტე­ბებს მი­აღ­წევ­და, მაგ­რამ ვა­სომ კო­მერ­ცი­ას მოჰ­კი­და ხე­ლი და მა­ლე იმ­დე­ნად გა­ით­ქვა სა­ხე­ლი, რომ მორ­გან­თა რუ­სეთ-ამე­რი­კის ბან­კის დამ­ფუძ­ნე­ბელ­თა შო­რის, გრაფ ვო­რონ­ცოვ-დაშ­კო­ვი­სა და აშშ-ში რუ­სე­თის ელჩ ბახ­მე­ტე­ვის გვერ­დით ისიც აღ­მოჩ­ნდა.

გავ­ლე­ნი­ა­ნი ბი­ძი­სა და მე­გობ­რის მა­მის, კავ­კა­სი­ის მე­ფის­ნაც­ვალ ილა­რი­ონ ვო­რონ­ცოვ-დაშ­კო­ვის (რომ­ლის მა­მუ­ლე­ბის მმარ­თვე­ლიც ვა­სო იყო) წყა­ლო­ბით, იგი პე­ტერ­ბურ­გის უმაღ­ლე­ს წრე­ებ­ში გა­ე­რია. მის პო­პუ­ლა­რო­ბას ხელს უწ­ყობ­და გა­რეგ­ნო­ბა, გა­ნათ­ლე­ბა, მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბა, ავან­ტი­უ­რის­ტუ­ლი ბუ­ნე­ბა, ეკო­ნო­მი­კუ­რი ტა­ლან­ტი, ფუ­ლი და ევ­რო­პუ­ლი ენე­ბის - გერ­მა­ნუ­ლის, ინ­გლი­სუ­რის, ფრან­გუ­ლის ცოდ­ნა. ვა­სო ყუ­რად­ღე­ბას იქ­ცევს პატ­რი­ო­ტუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბი­თაც: პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის დროს იყო ნი­კო და­დი­ა­ნის მი­ერ შექ­მნი­ლი ქარ­თველ დაჭ­რილ ჯა­რის­კაც­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბის გამ­გე­ო­ბის წევ­რი. სა­ზო­გა­დო­ე­ბა 20 ათა­სამ­დე დაჭ­რილს და­ეხ­მა­რა სურ­სა­თით, ტან­საც­მლით, ქარ­თუ­ლი წიგ­ნე­ბით, გა­ჭირ­ვე­ბულ­თა ოჯა­ხებს - ფუ­ლით. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რო­ლი შე­ას­რუ­ლა პეტ­როგ­რად­ში ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სი­ის და­ფუძ­ნე­ბა­შიც.

ომის წინ აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობ­და გი­ორ­გი მა­ჩა­ბელ­თან, გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძე­სა და სხვებ­თან ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის დაწ­ყე­ბუ­ლი საქ­მის და­საგ­ვირ­გვი­ნებ­ლად - რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის ფარ­გლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ავ­ტო­ნო­მი­ის მი­საღ­წე­ვად, მაგ­რამ წიგ­ნის გმი­რად და ცნო­ბილ ავან­ტი­უ­რის­ტად იგი სა­ი­დუმ­ლო დიპ­ლო­მა­ტი­ურ­მა საქ­მი­ა­ნო­ბამ და მსხვილ სამ­ხედ­რო დაკ­ვე­თა­თა ხელ­ში ჩაგ­დე­ბამ აქ­ცია.

სამ­ხედ­რო წრე­ებს ვა­სო ომამ­დე და­უ­კავ­შირ­და და სამ­ხედ­რო შეკ­ვე­თე­ბიც მი­ი­ღო. გა­იც­ნო სამ­ხედ­რო მი­ნისტრ ვლა­დი­მირ სუ­ხომ­ლი­ნო­ვის ნდო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი პი­რი. ალ­ტშუ­ლე­რი, სუ­ხომ­ლი­ნო­ვის ცო­ლის ბი­ძაშ­ვი­ლი, ინ­ჟი­ნე­რი და საქ­მო­სა­ნი ნი­კა­ლაი გოშ­კე­ვი­ჩი, შემ­დეგ კი მი­ნის­ტრის ახალ­გაზ­რდა ცო­ლი. 1914 წელს გა­მოს­ცა სუ­ხომ­ლი­ნო­ვის აპო­ლო­გე­ტუ­რი ბი­ოგ­რა­ფია და სამ­ხედ­რო შეკ­ვე­თებ­მაც მის­კენ იწ­ყო დე­ნა, სა­ი­და­ნაც სო­ლი­დურ სა­კო­მი­სი­ოს იღებ­და. მან­ვე მო­აგ­ვა­რა სამ­ხედ­რო მი­ნის­ტრის­თვის მორ­გან­თა ბან­კის სა­შუ­ა­ლე­ბით ამე­რი­კა­ში 150 ავ­ტო­მან­ქა­ნის შე­ძე­ნა.

მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის რო­მა­ნის ორ თავ­ში, "ამ­ბა­ვი სა­ი­დუმ­ლო ვალ­დე­ბუ­ლო­ბი­სა" და "ამ­ბა­ვი უდი­დეს სამ­ხედ­რო საქ­მის გა­ი­მას­ქნე­ბი­სა", მოთ­ხრო­ბი­ლია პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომისდრო­ინ­დე­ლი ამ­ბა­ვი, რო­მელ­მაც სა­ერ­თა­შო­რი­სო სკან­და­ლის სა­ხე შე­ი­ძი­ნა. რე­ზო გა­ბაშ­ვი­ლის მო­გო­ნე­ბებ­ში ჩა­მოთ­ვლი­ლია ამ გრან­დი­ო­ზუ­ლი აქ­ტის ოთ­ხი მთა­ვა­რი მო­ნა­წი­ლე: გი­ორ­გი მა­ჩა­ბე­ლი, ვა­სო დუმ­ბა­ძე, რუ­სე­თის სამ­ხედ­რო მი­ნის­ტრი სუ­ხომ­ლი­ნო­ვი და მი­ნის­ტრის ლა­მა­ზი ცო­ლი. ვის რა წი­ლი ედო სკან­დალ­ში, სამ­ხედ­რო ტრი­ბუ­ნალ­მაც ვერ გა­არ­კვია. საქ­მე კი ამ­გვა­რად წა­რი­მარ­თა: რუ­სე­თის სამ­ხედ­რო უწ­ყე­ბამ ამე­რი­კა­ში 15 მი­ლი­ო­ნი ოქ­როს მა­ნე­თის ყუმ­ბა­რე­ბის შეკ­ვე­თა, მი­ნის­ტრის ცო­ლის წყა­ლო­ბით, ვა­სოს მი­ან­დო. შვე­ი­ცა­რი­ა­ში და­არ­სე­ბუ­ლი "სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის კო­მი­ტე­ტის" აქ­ტი­უ­რმა წევ­რმა, ვა­სოს ძველ­მა მე­გო­ბარ­მა გი­ორ­გი მა­ჩა­ბელ­მა და­არ­წმუ­ნა დუმ­ბა­ძე, რომ ომ­ში რუ­სე­თის და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას მო­ი­პო­ვებ­და. მათ შე­ი­მუ­შა­ვეს მზაკ­ვრუ­ლი გეგ­მა და სხვა კა­ლიბ­რის ჭურ­ვე­ბი შე­უკ­ვე­თეს, რომ­ლე­ბიც რუ­სულ ქვე­მე­ხებს არ მო­ერ­გო. და­იწ­ყო კარ­პა­ტე­ბამ­დე მი­სუ­ლი რუ­სე­თის არ­მი­ის კა­ტას­ტრო­ფუ­ლი უკან­და­ხე­ვა.
კა­ტას­ტრო­ფამ­დე დუმ­ბა­ძემ კი­დევ ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­სია შეას­რუ­ლა.

დო­კუ­მენ­ტუ­რა­დაა და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი, რომ ნი­კო­ლოზ II-მ სე­პა­რა­ტუ­ლი ზა­ვის და­სა­დე­ბად გერ­მა­ნი­ა­ში ვა­სილ დუმ­ბა­ძე გაგ­ზავ­ნა, რო­გორც გერ­მა­ნი­ის მმარ­თველ წრე­ებ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რი. 1915 წლის ზაფ­ხულ­ში, გერ­მა­ნი­ა­ში ვა­სომ მე­ფის­თვის შედ­გე­ნი­ლი, სამ­ხედ­რო უწ­ყე­ბის 1909-14 წლებ­ში უმ­თავ­რეს ღო­ნის­ძი­ე­ბა­თა ჩა­მო­ნათ­ვა­ლის 13-პუნ­ქტი­ა­ნი სა­ი­დუმ­ლო დო­კუ­მენ­ტიც წა­ი­ღო. სტოკ­ჰოლ­მში მას დახ­ვდა გი­ორ­გი მა­ჩა­ბე­ლი. ფონ ლუ­ცი­უს­მა იგი სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წა­რუდ­გი­ნა. სა­ი­დუმ­ლო დო­კუ­მენ­ტის გა­და­ცე­მის შემ­დეგ ორი­ვე ქარ­თვე­ლი ბერ­ლინს გა­ემ­გზავ­რა. იქ მათ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პა­ტი­ვით შეხ­ვდნენ. რუ­სეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბულ­მა ვა­სომ 19-გვერ­დი­ა­ნი მოხ­სე­ნე­ბა წა­რად­გი­ნა, რო­მე­ლიც ორი ნა­წი­ლის­გან შედ­გე­ბო­და: "კავ­კა­სი­ის სა­კით­ხი" და "სამ­ხედ­რო ტყვე­ე­ბი". მოხ­სე­ნე­ბა­ში ნათ­ქვა­მი იყო, რომ გერ­მა­ნია მზად არის სე­პა­რა­ტუ­ლი ზა­ვის­თვის და მი­სი ჩა­რე­ვით შე­უმ­სუ­ბუქ­დათ მდგო­მა­რე­ო­ბა სამ­ხედ­რო ტყვე­ებს.

რუ­სეთ­ში მი­სი დაბ­რუ­ნე­ბა ჭურ­ვე­ბის სკან­დალს და­ემ­თხვა. ჯილ­დოს ნაც­ვლად, სა­ი­დუმ­ლო დო­კუ­მენ­ტე­ბის გერ­მა­ნე­ლე­ბის­თვის გა­და­ცე­მის ბრალ­დე­ბით, ვა­სო და­ა­პა­ტიმ­რეს. სკან­დალს შე­ე­წი­რა მი­ნის­ტრის კა­რი­ე­რა, ვა­სო დუმ­ბა­ძეს კი სიკ­ვდი­ლი მი­უ­სა­ჯეს, რო­მე­ლიც ნი­კო­ლოზ II-მ კა­ტორ­ღით შე­უც­ვა­ლა.

"კვა­ჭი გუ­რუ­ლი"
თე­ბერ­ვლის რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ სუ­ხომ­ლი­ნოვ-დუმ­ბა­ძის საქ­მე გა­და­ი­სინ­ჯა. სუ­ხომ­ლი­ნოვს კა­ტორ­ღა მი­უ­სა­ჯეს, სა­ი­და­ნაც იგი საზ­ღვარ­გა­რეთ გა­იქ­ცა. დუმ­ბა­ძე კი თავ­დე­ბით გა­მო­იხ­სნა გი­ორ­გი მა­ჩაბ­ლის ძმამ, ილომ და თა­ვის თე­ატრ "ბი-ბა-ბოს­თან" ერ­თად კი­ევ­ში წა­იყ­ვა­ნა. 1919 წლის ზაფ­ხულ­ში სა­მო­ქა­ლა­ქო ომის ალ­ში გახ­ვე­უ­ლი კი­ე­ვი­დან ვა­სო ჯერ ოდე­სა­ში გა­ემ­გზავ­რა, შემ­დეგ - სტამ­ბოლ­ში, იქი­დან კი ევ­რო­პა­ში. სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პა­ცი­ის შემ­დეგ, სხვა მრა­ვალ ქარ­თველ­თან ერ­თად, ვა­სო დუმ­ბა­ძეც ემიგ­რა­ცი­ა­ში აღ­მოჩ­ნდა.

1924 წელს ვა­სო ამე­რი­კა­ში ჩა­ვი­და. 1925 წელს ნიუ-იორ­კში გა­მოს­ცა წიგ­ნი "კავ­კა­სი­ის რეს­პუბ­ლი­კე­ბი", რო­მელ­მაც მი­იპ­ყრო არა მარ­ტო ამე­რი­კუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის, არა­მედ ქარ­თველ ემიგ­რან­ტთა ყუ­რად­ღე­ბა და საფ­რან­გეთ­ში მყოფ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ ვა­სო ამე­რი­კა­ში თა­ვის წარ­მო­მად­გენ­ლად და­ნიშ­ნა. ვა­სოც ენერ­გი­უ­ლად შე­უდ­გა საქ­მეს. სა­ჭი­რო იყო სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პა­ცი­ის სა­კით­ხის გახ­მა­უ­რე­ბა, რად­გან ამე­რი­კა სა­ქარ­თვე­ლოს რუ­სეთ­თან ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით შე­ერ­თე­ბულ ქვეყ­ნად მი­იჩ­ნევ­და. ვა­სოს თა­ოს­ნო­ბი­თა და სე­ნა­ტორ ჰენ­რი ვილ­სო­ნის თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბით და­არ­სდა "ამე­რი­კუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა კავ­კა­სი­ის­თვის", რო­მელ­შიც მრა­ვა­ლი ცნო­ბი­ლი მოღ­ვა­წე გა­ერ­თი­ან­და. გან­თქმულ იუ­რის­ტთა კო­მი­სი­ამ შე­ის­წავ­ლა სა­ქარ­თვე­ლოს წარ­სუ­ლი, არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა და და­ად­გი­ნა მი­სი "და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის უდა­ვო უფ­ლე­ბა და ევ­რო­პა­ში გა­ხიზ­ნუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მთავ­რო­ბის კა­ნო­ნი­ე­რე­ბა", - იუწ­ყე­ბო­და ჟურ­ნა­ლი "ბრძო­ლა".

1926 წლის 10-11 მარტს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პა­ლა­ტა­სა და სე­ნატ­ში ერ­თდრო­უ­ლად შე­ი­ტა­ნეს წი­ნა­და­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი წარ­მო­მად­გენ­ლის და­ნიშ­ვნა­ზე ვირ­ჯი­ნი­ის დე­პუ­ტატ­მა კოპ­ლენ­დმა და სე­ნა­ტორ­მა ვალ­ტონ-მურ­მა. კონ­გრეს­მა და­ად­გი­ნა, სა­ქარ­თვე­ლოს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი წარ­მო­მად­გენ­ლის­თვის გა­მო­ე­ყო თან­ხა, რო­ცა ამას პრე­ზი­დენ­ტი მი­იჩ­ნევ­და მი­ზან­შე­წო­ნი­ლად. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო უფ­ლე­ბის, მი­სი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის სა­კით­ხი და 11 მარ­ტის რე­ზო­ლუ­ცია კონ­გრეს­მა 1-2 აპ­რილს ხე­ლახ­ლა გა­ნი­ხი­ლა. ჯონ სტი­უ­არ­ტი­სა და ჰენ­რი ობ­და­ი­კის გა­მოს­ვლე­ბის შემ­დეგ კონ­გრეს­მა ამ სხდო­მა­თა ოქ­მე­ბით, 22 დანართით და 17 ფო­ტო­თი, სა­ხელ­მწი­ფო ხარ­ჯით სა­ქარ­თვე­ლო­ზე 361-გვერ­დი­ა­ნი წიგ­ნი გა­მოს­ცა, მაგ­რამ სა­ბო­ლოო გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბა ვერ გა­მო­ი­ტა­ნა.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­კით­ხი მე­ო­რედ 1929 წლის 23 აპ­რილს და­ის­ვა. სე­ნა­ტორ­მა კოპ­ლენ­დმა მე-17 კონ­გრე­სის I სე­სი­ა­ზე კავ­კა­სი­ის ოთხ რეს­პუბ­ლი­კა­ში (სა­ქარ­თვე­ლო, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი, სომ­ხე­თი, ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სია) დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი წარ­მო­მად­გენ­ლის და­ნიშ­ვნის სა­კით­ხი შე­ი­ტა­ნა. "ბი­ლი" მო­უ­წო­დებ­და ამე­რი­კელ კა­ნონ­მდებ­ლებს, გა­მო­ეს­წო­რე­ბი­ნათ წი­ნა­მორ­ბედ­თა შეც­დო­მა და და­ე­დას­ტუ­რე­ბი­ნათ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის უფ­ლე­ბა. წი­ნა­და­დე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ ვა­სილ დუმ­ბა­ძე სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლად დამ­ტკიც­და. იმა­ვე 1929 წელს ცნო­ბი­ლი დიპ­ლო­მა­ტის, ლე­ონ ვილ­სო­ნის თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბით შე­იქ­მნა "სა­ქარ­თვე­ლოს უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის კო­მი­ტე­ტი", რა­საც შე­დე­გად ამე­რი­კის კონ­გრეს­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­კით­ხის რამ­დენ­ჯერ­მე გან­ხილ­ვა მოჰ­ყვა.

1933 წელს საფ­რან­გეთ­მა ცნო საბ­ჭო­თა კავ­ში­რი, გა­უქ­მდა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ლე­გა­ცია და შეწ­ყდა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის, სა­ელ­ჩო­ე­ბი­სა და სა­კონ­სუ­ლო­ე­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა. დუმ­ბა­ძემ სა­ქარ­თვე­ლოს სა­კით­ხის ახა­ლარ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტის, რუზ­ველ­ტის წი­ნა­შე წა­მოჭ­რა სცა­და და წე­რი­ლი მის მდი­ვანს, მა­კინ­ტა­ირს გა­დას­ცა. მა­კინ­ტა­ირ­მა კი კონ­გრე­სის გა­მო­ცე­მულ წიგ­ნში შე­სა­ბა­მი­სი ად­გი­ლე­ბი მო­უ­ნიშ­ნა პრე­ზი­დენტს. ვა­სო ემად­ლი­ე­რე­ბა კონ­სულ კო­ლუს, პრე­ზი­დენ­ტის მე­გო­ბარს, სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის ერთ-ერთ აქ­ტი­ურ წევრს ედ­ვინ ვალ­დმანს, 1926 წელს სა­ქარ­თვე­ლოს სა­კით­ხის კუ­რა­ტორ კე­ლე­ის, ჰენ­რი ვილ­სონ­სა და სხვებს.

სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ამ ბრძო­ლა­ში ვა­სოს არ და­უ­ზო­გავს სახ­სრე­ბი და ენერ­გია. ამის შე­სა­ხებ გი­ორ­გი მა­ჩა­ბე­ლი სპი­რი­დონ კე­დი­ას წერ­და: "ვა­სომ აქ მარ­თლაც დი­დე­ბუ­ლად იმუ­შა­ვა, მაგ­რამ რო­გორც სა­თა­ვე­ში ვუთ­ხარ, ტყუ­ი­ლად ჩა­აბ­ნია მთე­ლი თა­ვი­სი ქო­ნე­ბა ამ მუ­შა­ო­ბა­ში. არ იყო დრო და უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და ეს ფუ­ლი რა­ი­მე საქ­მე­ში მო­ეხ­მა­რა, ახ­ლა მი­ლი­ო­ნე­რი იქ­ნე­ბო­და და ას­ჯერ უფ­რო მე­ტად შეს­ძენ­და თა­ვის სამ­შობ­ლოს საქ­მეს. არ და­მი­ჯე­რა. მი­სი საქ­მეა, მაგ­რამ მა­ინც დი­დი პა­ტი­ვის სა­ცე­მია მი­სი თავ­და­დე­ბუ­ლე­ბა და მსხვერ­პლი სამ­შობ­ლოს სამ­სა­ხუ­რის­თვის".

სა­ქარ­თვე­ლოს არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ელ­ჩი აშშ-ში
ვა­სო შემ­დე­გაც ცდი­ლობ­და სა­ქარ­თვე­ლოს სა­კით­ხით ამე­რი­კის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბას, მაგ­რამ ევ­რო­პა­ში მწიფ­დე­ბო­და დი­დი ომი და აშშ-ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს­თვის აღარ ეცა­ლა. ვა­სო კი დიდ­ხანს ას­რუ­ლებ­და სა­ქარ­თვე­ლოს არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი და არა­აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი ელ­ჩის როლს ამე­რი­კა­ში. ეს მით უფ­რო სა­შუ­რი იყო, რომ 1924 წლის აჯან­ყე­ბის და­მარ­ცხე­ბის, ევ­რო­პა­ში 1929-33 წლე­ბის ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სის - "დი­დი დეპ­რე­სი­ი­სა" და 1932 წელს ია­პო­ნი­ის მი­ერ მან­ჯუ­რი­ის ოკუ­პა­ცი­ის შემ­დეგ, სა­დაც ბევ­რი ქარ­თვე­ლი ცხოვ­რობ­და, ამე­რი­კა­ში ქარ­თველ ემიგ­რან­ტთა რიც­ხვი მკვეთ­რად გა­ი­ზარ­და. 1931 წელს და­არ­სდა ნიუ-იორ­კის სათ­ვის­ტო­მო, რომ­ლის ერთ-ერ­თი ინი­ცი­ა­ტო­რი პავ­ლე და თა­მარ კვა­რაც­ხე­ლი­ებ­თან, ვა­ნო კო­ბა­ხი­ძე­სა და გი­ორ­გი მა­ჩა­ბელ­თან ერ­თად ვა­სო დუმ­ბა­ძეც გახ­ლდათ.

ვა­სო აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და სათ­ვის­ტო­მოს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, ფი­ნან­სუ­რა­დაც ხში­რად ეხ­მა­რე­ბო­და, ოთ­ხგზის იყო მი­სი თავ­მჯდო­მა­რე. ქარ­თველ­თა შე­სა­კავ­ში­რებ­ლად ხში­რად აწ­ყობ­და თავ­ყრი­ლო­ბებ­სა და ნა­დი­მებს. 1938 წელს ვა­სოს ინი­ცი­ა­ტი­ვით აის­ლიპ­ში შე­ი­ძი­ნეს სათ­ვის­ტო­მოს სახ­ლი. ვა­სომ თა­ვი­სი ხარ­ჯით გა­ა­რე­მონ­ტა, გა­აწ­ყო ავე­ჯით, გა­ა­შე­ნა ბაღ-ბოს­ტა­ნი, რო­მელ­საც კოს­ტა ხუნ­წა­რი­ას ცოლ-შვილ­თან ერ­თად უვ­ლი­და. დუმ­ბა­ძის დახ­მა­რე­ბი­თა და თა­ნად­გო­მით ამე­რი­კა­ში ჩა­ვი­და და შე­სა­ბა­მის სტრუქ­ტუ­რებს და­უ­კავ­შირ­და არა­ერ­თი ქარ­თვე­ლი, რო­მელ­თაც შემ­დეგ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნეს ამე­რი­კის ეკო­ნო­მი­კი­სა და კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

მარ­თა­ლია, მას ამე­რი­კა­ში ისე­თი სა­კუ­თა­რი დი­დი საქ­მე არ წა­მო­უწ­ყია, რო­გო­რიც გრი­გოლ კო­ბა­ხი­ძე­სა და გი­ორ­გი მა­ჩა­ბელს, მაგ­რამ რო­გორც მორ­გა­ნე­ბის ბან­კის წამ­ყვა­ნი ფი­ნან­სის­ტი - მდი­დარ ადა­მი­ა­ნად ით­ვლე­ბო­და. ამე­რი­კა­ში ჩას­ვლის შემ­დეგ ვა­სომ შე­ირ­თო უმ­დიდ­რე­სი ქა­ლი, რო­მელ­საც წი­ლი ჰქონ­და ერთ-ერთ უდი­დეს, დღე­ში რვა­მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ტი­რა­ჟით გა­მო­მა­ვალ გა­ზეთ "ჩი­კა­გო ტრი­ბი­უნ­ში". სა­კუ­თა­რი მდგო­მა­რე­ო­ბის, ცო­ლი­სა და გა­ზე­თის წყა­ლო­ბით ვა­სო ყვე­ლა უწ­ყე­ბა­ში ად­ვი­ლად ახერ­ხებ­და შეღ­წე­ვა­სა და ქარ­თვე­ლე­ბის დახ­მა­რე­ბას. ეხ­მა­რე­ბო­და ევ­რო­პა­ში მცხოვ­რებ ქარ­თვე­ლებ­საც, ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის კი ამე­რი­კის უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი­დან საც­ხოვ­რებ­ლით, კვე­ბი­თა და სტი­პენ­დი­ით უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი ად­გი­ლე­ბი ჩაჰ­ქონ­და.

ვა­სო დუმ­ბა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა 1943 წელს ამე­რი­კა­ში. მი­სი უმ­ცრო­სი დის, ეკა­ტე­რი­ნეს ქა­ლიშ­ვილ­მა რუ­სუ­დან (ლუ­ლუ) ჩე­ჩე­ლაშ­ვილ­მა ვა­სოს ფო­ტო­ე­ბი მოგ­ვა­წო­და და გვი­ამ­ბო, რომ კარ­გად ახ­სოვს 1943 წელს სო­ფელ შე­მოქ­მედ­ში ვა­სილ დუმ­ბა­ძის ან­დერ­ძი რომ მი­ვი­და ფოს­ტით. "ჩა­ბა­რე­ბა­ზე ჩვე­ნებს ხე­ლიც მო­ა­წე­რი­ნეს. მე თვი­თონ მაქვს წა­კით­ხუ­ლი. ვა­სომ იცო­და, რომ მა­მა ცოც­ხა­ლი აღარ ჰყავ­და, კო­მუ­ნის­ტებ­მა სა­კუ­თარ სახ­ლში მოკ­ლეს. ან­დერ­ძი ასე იწ­ყე­ბო­და: "ჩემს ძვირ­ფას ნე­ნას! ჩემს ძვირ­ფას დებს, დის­შვი­ლებს, სი­ძე­ებს. ჩე­მი უძ­რავ-მოძ­რა­ვი ქო­ნე­ბა..." ან­დერ­ძში და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი იყო 27 მი­ლი­ო­ნი, მე ასე მახ­სოვს.

ქვე­ლი ჩხა­ტა­რა­იშ­ვილს მგო­ნი 42 მი­ლი­ო­ნი უწე­რია. შემ­დეგ ეწე­რა, რომ თუ არა­ვი­ნაა ცოც­ხა­ლი, იმ ფუ­ლით სკო­ლა ან სა­ა­ვად­მყო­ფო უნ­და აშე­ნე­ბუ­ლი­ყო. იცო­და, რომ აფ­თი­ა­ქი სო­ფელ­ში უკ­ვე იყო. ეს ან­დერ­ძი მე­რე მი­ლი­ცი­ის უფ­როს­მა შა­ლამ­ბე­რი­ძემ წა­ი­ღო და დღემ­დე არ ვი­ცით, სად არის. რო­ცა სუ­ხიშ­ვი­ლე­ბი საზ­ღვარ­გა­რეთ პირ­ვე­ლად გა­ვიდ­ნენ, ნი­ნო რა­მიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც დე­ი­დას­თან მე­გობ­რობ­და, ყვე­ბო­და: "ამე­რი­კას რომ ვათ­ვა­ლი­ე­რებ­დით, გიდ­მა ხე­ლი გა­იშ­ვი­რა და გვით­ხრა, ეს არის თქვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლის, ვა­სო დუმ­ბა­ძის ვი­ლაო. შეს­ვლით ვერ შე­ვე­დით, მაგ­რამ ვინც ნამ­ყო­ფი იყო, ამ­ბობ­დნენ, რომ შე­სას­ვლელ­ში, ფო­ი­ე­ში კი­ბის ერთ მხა­რეს ჩიხ­ტი­კოპ­სა და ქარ­თულ კა­ბა­ში გა­მოწ­ყო­ბი­ლი დე­დის სუ­რა­თი ეკი­და, მე­ო­რე მხა­რეს - ანა­ფო­რა­ში შე­მო­სი­ლი მა­მის".

ვა­სო დუმ­ბა­ძე - ევ­რო­პულ-ამე­რი­კულ უმაღ­ლეს არის­ტოკ­რა­ტი­ულ წრე­ებ­ში მი­ღე­ბუ­ლი ეს სა­ო­ცა­რი ბი­ოგ­რა­ფი­ის კა­ცი ისე გარ­და­იც­ვა­ლა, რომ მემ­კვიდ­რე არ დარ­ჩე­ნია. და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლია ნიუ-იორ­კში. ვა­სო დუმ­ბა­ძის მი­ლი­ო­ნე­ბი და ან­დერ­ძის მე­ო­რე დე­და­ნი კი ალ­ბათ მორ­გა­ნე­ბის ბან­კში ინა­ხე­ბა. იქ, სა­დაც წამ­ყვან ფი­ნან­სის­ტად მუ­შა­ობ­და.

რუ­სუ­დან და­უშ­ვი­ლი
ჟურნალი "ისტორიანი",#9
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!