ლუდი - საქართველოს მთის წმინდა სასმელი
18-01-2018
ლუდი - საქართველოს მთის წმინდა სასმელი
თრიალეთის ყორღანზე, გასული საუკუნის 30-იან წლებში აღმოჩენილმა ქართული ჭედური ხელოვნების შედევრმა, ვერცხლის თასმა მრავალკომპოზიციანი სიუჟეტით, ჩვენი შორეული წინაპრის თანაზიარობა ძველი აღმოსავლეთის მაღალ ხელოვნებასა და რელიგიასთან კიდევ ერთხელ დაადასტურა.
თასზე შესრულებულია სარიტუალო მსვლელობა წმინდა სასმელით, ის ძვ.წ. XVIII-XVII საუკუნეების საკულტო და სამეურნეო ურთიერთობებზე მნიშვნელოვან მინიშნებებს შეიცავს.

ვერ­ცხლის თრი­ა­ლე­თუ­რი თა­სი ე.წ. უნა­კე­რო ნა­კე­თო­ბაა, ჩარ­ხზე ერ­თი მთლი­ა­ნი ფურ­ცლის­გან არის დამ­ზა­დე­ბუ­ლი და ამ მხრი­ვაც უნი­კა­ლუ­რია. ბრტყელ­ძი­რა და მუ­ცელ­ფარ­თო სას­მი­სი ორ ნა­წი­ლა­დაა გა­ყო­ფი­ლი. და­ბალ ფრიზ­ზე
დე­დალ-მა­მა­ლი ცხრა ფუ­რი­რე­მი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის სა­ერ­თო მი­ნიშ­ნე­ბით ერ­თი მხრის­კენ მი­ე­მარ­თე­ბა. ზე­მოთ, მე­ო­რე ფრიზ­ზე ოც­და­ო­რი ნიღ­ბი­ა­ნი მა­მა­კა­ცია, ხელ­ში მა­ღა­ლი თა­სე­ბით უფ­რო­სი ღვთა­ე­ბის­კენ მი­მა­ვალ­ნი. მათ მოკ­ლე ქუ­ლა­ჯე­ბი და ჭვინ­ტი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი აც­ვი­ათ - ხე­თუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბის ძეგ­ლებ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი ფი­გუ­რე­ბის მსგავ­სად. ნიღ­ბე­ბი ოსი­რი­სის დღე­სას­წა­უ­ლის წარ­მმარ­თველ ქუ­რუმ­თა ცხო­ვე­ლის ნიღ­ბებს წა­ა­გავს. უფ­რო­სი ღვთა­ე­ბა
სა­ვარ­ძელ­ში ზის და მა­საც ხელ­ში მა­ღა­ლი თა­სი უჭი­რავს. მის წინ დი­დი ფე­ხი­ა­ნი ჭურ­ჭე­ლია, ხო­ლო ჭურ­ჭლის იქით და აქეთ სამ­სხვერ­პლო ცხო­ვე­ლე­ბი. ღვთა­ე­ბის უკან სი­ცოც­ხლის ხეა - ყვე­ლა დრო­ის ხალ­ხთა უნი­ვერ­სა­ლუ­რი სიმ­ბო­ლო...

მეც­ნი­ერ-მკვლე­ვარ­თა უმე­ტე­სო­ბა, ვინც თრი­ა­ლე­თის თა­სის სი­უ­ჟე­ტის ახ­სნას შე­ე­ცა­და, მი­იჩ­ნევს, რომ ის ღვი­ნის­თვის უნ­და ყო­ფი­ლი­ყო გან­კუთ­ვნი­ლი. ეს ბუ­ნებ­რი­ვია მეღ­ვი­ნე­ო­ბის უძ­ვე­ლე­სი ქვეყ­ნის­თვის, თუმ­ცა ასე­ვე შეგ­ვეძ­ლო გვე­ფიქ­რა, რომ ამ თასს არა მხო­ლოდ წმინ­და სას­მე­ლად შე­რაც­ხი­ლი ღვი­ნით აღავ­სებ­დნენ, არა­მედ ლუ­დი­თაც, რო­მე­ლიც ასე­ვე წმინ­და სას­მე­ლად მი­იჩ­ნე­ო­და უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან და რომ­ლის სამ­შობ­ლოს ძი­ე­ბას შუ­მერ­თა ქვე­ყა­ნა­ში მივ­ყა­ვართ.

ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ტერ­მი­ნი "ქაშ­ქი" აღ­ნიშ­ნავს ნა­დუ­ღა­რი ქე­რის წვენს, რაც სხვა არა­ფე­რია, თუ არა ლუ­დი. მეც­ნი­ე­რე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ ქარ­თუ­ლი "ქაშქ" მი­ღე­ბუ­ლი უნ­და იყოს შუ­მე­რუ­ლი ტერ­მი­ნის­გან "ქაშ", რო­მე­ლიც შუ­მერ­ში სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის ლუ­დის სა­ხელ­წო­დე­ბა იყო. იმ დრო­ის­თვის შუ­მე­რე­ბი თვრა­მე­ტი სა­ხე­ო­ბის ლუდს მა­ინც ხარ­შავ­დნენ.

ამ მო­საზ­რე­ბა­თა სა­სარ­გებ­ლოდ თრი­ა­ლე­თის თა­სის სი­უ­ჟე­ტი შე­საძ­ლოა შე­ვა­და­როთ იზო­ლი­რე­ბულ გა­რე­მო­ში - სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ში შე­მო­ნა­ხულ სა­წე­სო-სა­რი­ტუ­ა­ლო დღე­სას­წა­უ­ლებს.
უძ­ვე­ლე­სი ხალ­ხე­ბი­დან ლუდს შუ­მე­რე­ბის გარ­და ხარ­შავ­დნენ ხე­თე­ბი, ეგ­ვიპ­ტე­ლე­ბი, ებ­რა­ე­ლე­ბი, სპარ­სე­ლე­ბი, ურარ­ტუ­ე­ლე­ბი და მოგ­ვი­ა­ნე­ბით სომ­ხე­ბიც. მა­ლე სომ­ხებ­ში ლუდ­მა დეგ­რა­და­ცია გა­ნი­ცა­და, ხო­ლო ქარ­თვე­ლებ­ში პი­რი­ქით, მი­სი წარ­მო­ე­ბის კულ­ტუ­რა გან­მტკიც­და და მთი­ელ­თა სა­კულ­ტო ტრა­დი­ცი­ულ წეს-ჩვე­უ­ლე­ბებ­ში უდი­დე­სი ად­გი­ლი და­ი­ჭი­რა.

დღეს უკ­ვე და­ნამ­დვი­ლე­ბით შე­იძ­ლე­ბა თქმა, რომ ლუ­დის სამ­შობ­ლო ძვე­ლი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის აკ­ვა­ნი - შუ­ამ­დი­ნა­რე­თია. ორი­ენ­ტა­ლის­ტმა სე­მი­უ­ელ კრა­მერ­მა შუ­მერ­ში წე­რი­ლო­ბი­თი ძეგ­ლის ნაშ­თებს მი­აკ­ვლია - მი­წათ­მოქ­მე­დის, ანუ გლე­ხის კა­ლენ­დარს, სა­დაც ვკით­ხუ­ლობთ: "რო­ცა შენ მარ­ცვლის ლეწ­ვას შე­უდ­გე­ბი, ხალ­ხი მო­ამ­ზა­დე, კა­ლო კარ­გად მო­ას­წო­რე, სა­ზიდ­რე­ბი გამართე, პი­რი გა­ეხ­სნე­ბა მარ­ცვალს და კევ­რით გა­ი­ლე­წე­ბა იგი, რა­საც ხუ­თი დღე მო­უნ­დე­ბი, შემ­დეგ კი გა­მო­აც­ხვე კვე­რე­ბი". ეს ტექ­სტი ორი გლე­ხის სა­უ­ბარს ჰგავს. ლუდ­ზე ტექ­სტში პირ­და­პირ არა­ფე­რია ნათ­ქვა­მი, თუმ­ცა ჰა­მუ­რა­ბის დრო­ინ­დელ ბა­ბი­ლო­ნურ საბეჭდავზე ასა­ხუ­ლია ლუ­დის გა­მო­ყე­ნე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ლი, რო­მე­ლიც საღ­მრთო სას­მე­ლის ზი­ა­რე­ბის რი­ტუ­ალს უნ­და გა­მო­ხა­ტავ­დეს.
სარიტუალო თასი
ამ მო­საზ­რე­ბის­კენ გვი­ბიძ­გებს ერთ-ერ­თი ხე­თუ­რი სა­ბეჭ­და­ვის შე­და­რე­ბა თრი­ა­ლე­თის თას­თან. აქაც ერ­თი ფი­გუ­რა სა­გან­გე­ბო სკამ­ზე ზის, იქ­ვეა საკ­რა­ლუ­რი ცხო­ვე­ლი, სი­ცოც­ხლის ხე­თა სქე­მა­ტუ­რი ვა­რი­ან­ტე­ბი და დი­დი ჭურ­ჭე­ლი, რომ­ლი­და­ნაც ლერ­წმის ღე­რო­ე­ბით მი­ირ­თმე­ვენ ლუდს დი­დი და მცი­რე ღვთა­ე­ბა­ნი. ვფიქ­რობ, ამ ორი სი­უ­ჟე­ტის შე­და­რე­ბაც ადას­ტუ­რებს ძვე­ლი შუ­ამ­დი­ნა­რე­თი­სა და კავ­კა­სი­ის ხალ­ხთა ეთ­ნო­კულ­ტუ­რულ ნა­თე­სა­ო­ბას.

ძვ.წ. III ათას­წლე­უ­ლის დამ­დე­გი­დან ეგ­ვიპ­ტე­ში ლუ­დის წარ­მო­ე­ბა უკ­ვე ეჭ­ვმი­უ­ტან­ლად დას­ტურ­დე­ბა. ამ საქ­მე­ში პრი­ო­რი­ტე­ტი ქა­ლებს მო­უ­პო­ვე­ბი­ათ.
"ჰა­მუ­რა­ბის კა­ნო­ნებ­ში" ლუდს სა­გან­გე­ბო ად­გი­ლი აქვს მი­ჩე­ნი­ლი. სას­ჯე­ლის უმაღ­ლე­სი ზო­მა იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მე­ლუ­დის­თვის, რო­მე­ლიც სას­მე­ლის ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბას შე­ეც­დე­ბო­და.

* * *
სა­ჟურ­ნა­ლო სტა­ტია სა­შუ­ა­ლე­ბას არ გვაძ­ლევს ვრცლად მი­მო­ვი­ხი­ლოთ ის არ­გუ­მენ­ტე­ბი, რომ­ლი­თაც დგინ­დე­ბა, ვის­გან უნ­და გად­მო­ე­ღოთ ქარ­თვე­ლებს ლუ­დის წარ­მო­ე­ბის ტრა­დი­ცია. ყვე­ლა გზა ძვე­ლი აღ­მო­სავ­ლე­თის­კენ მი­დის და ქარ­თუ­ლი ლუ­დის გე­ნე­ზი­სის უძ­ვე­ლე­სო­ბას ადას­ტუ­რებს. რა­ტომ შე­მო­ი­ნა­ხა მთამ ლუ­დის მოხ­მა­რე­ბის ჩვე­ვა და არა ბარ­მა, ეს უბ­რა­ლო მი­ზე­ზით აიხ­სნე­ბა: სა­ქარ­თვე­ლო­ში უმ­თავ­რე­სი ყუ­რად­ღე­ბა გა­და­ტა­ნი­ლი იყო ბა­რის მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა-მეღ­ვი­ნე­ო­ბა­ზე. სხვა­თა შო­რის, ქარ­თული ეთ­ნოგ­რა­ფი­ული მეც­ნი­ე­რე­ბაც იმ ტე­რი­ტო­რი­ას, სა­დაც ვა­ზი ხა­რობს, ბა­რად მი­იჩ­ნევს, ხო­ლო სა­დაც არა - მთად.

კა­ხეთ­ში ხევ­სუ­რებს, არ­ცთუ იშ­ვი­ა­თად, ხა­ტის მა­მუ­ლე­ბი გა­აჩ­ნდათ. იქ კა­ხე­ლებს ღვი­ნოს აყე­ნე­ბი­ნებ­დნენ და დი­დი ხა­ტო­ბი­სას ხევ­სუ­რეთ­ში აჰ­ქონ­დათ. მაგ­რამ ამას ფრაგ­მენ­ტუ­ლი ხა­სი­ა­თი ჰქონ­და. მთი­ე­ლე­ბი: ხევ­სუ­რე­ბი, თუ­შე­ბი, მო­ხე­ვე­ე­ბი და ფშა­ვე­ლე­ბი ძი­რი­თა­დად თა­ვი­ან­თი გა­მოხ­დი­ლი ლუ­დით დღე­სას­წა­უ­ლობ­დნენ. დღე­სას­წა­უ­ლი კი გა­გი­ხა­რია, საკ­მა­რი­სად იყო...

ლუ­დის გა­მოხ­დის ტრა­დი­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში დღეს ყვე­ლა­ზე კარ­გად და­ცუ­ლია ხევ­სუ­რეთ­სა და გან­სა­კუ­რე­ბით თუ­შეთ­ში. მას აქვს სე­ზო­ნუ­რი ხა­სი­ა­თი და და­კა­ნო­ნე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი: თუ თუშს შულ­ტო­ბა (იგი­ვე დე­კა­ნო­ზო­ბა, აქ კი რი­ტუ­ა­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა) მო­უ­წევს, იგი ვალ­დე­ბუ­ლია ავი­დეს სა­ლო­ცავ­ში, ლუ­დი მო­ა­დუ­ღოს და სად­ღე­სას­წა­უ­ლოდ მი­სულთ უმას­პინ­ძლოს.
ხევ­სუ­რეთ­სა და ფშავ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი იყო ხა­ტი­სად­მი მა­მუ­ლის შე­წირ­ვის წე­სი. შემ­წირ­ვე­ლი, ერთ-ერ­თი დღე­ო­ბის დროს თა­ვი­სი მა­მუ­ლი­დან წა­მო­ი­ღებ­და ერთ მუ­ჭა მი­წას და საკ­ლავ­საც მი­უ­მა­ტებ­და. საკ­ლავს დაკ­ლავ­დნენ, შე­მომ­წი­რა­ვი მი­წას ხა­ტის ეზო­ში მო­აბ­ნევ­და და და­ი­ლო­ცე­ბო­და. ამის შემ­დეგ ეს კა­ცი მა­მულ­ზე ხელს იღებ­და და იგი უკ­ვე ხა­ტის სა­კუთ­რე­ბად ით­ვლე­ბო­და.

პი­რი­ქი­თა ხევ­სუ­რეთ­ში გა­და­იხ­დე­ბო­და დღე­ო­ბე­ბი "სა­ბურ­დუ­ხაო" და "სა­ი­მე­დუ­რო". ამ სა­ხე­ლის მა­ტა­რე­ბელ­ნი იყ­ვნენ ოჯა­ხე­ბი, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა მი­ზეზ­თა გა­მო ამოწ­ყდნენ და მა­თი მი­წა ხა­ტი­სად იქ­ცა. სა­ნაც­ვლოდ, ჯვარ­ში მათ სუ­ლებს იხ­სე­ნი­ებ­დნენ: მათ მა­მუ­ლებ­ზე მო­წე­უ­ლი ქე­რი­დან სა­გან­გე­ბოდ გა­მო­იხ­დე­ბო­და ლუ­დი. და­ნიშ­ნულ სა­ღა­მოს ხუ­ცეს-დას­ტურ­ნი ლუ­დი­ან კოდ­თან დად­გამ­დნენ ტაბ­ლებს, აან­თებ­დნენ სან­თლებს, ამო­ი­ღებ­დნენ თა­სით ლუდს და ხუ­ცე­სი შე­უდ­გე­ბო­და "სუ­ლის ხუ­ცო­ბას", ანუ მა­მუ­ლის გარ­დაც­ვლილ პატ­რონ­თა მო­სახ­სე­ნე­ბელს, რის შემ­დე­გაც ყვე­ლა იქ დამ­სწრე, მო­რი­გე­ო­ბით ახ­სე­ნებ­და გარ­დაც­ვლილს და შეს­ვამ­და ლუდს.

ხა­ტის მა­მულ­ზე მო­წე­უ­ლი ხორ­ბლე­უ­ლი წმინ­დად ით­ვლე­ბო­და. თუ ხატს სა­კუ­თა­რი ბე­ღე­ლი ჰქონ­და, მო­სა­ვა­ლიც იქ ინა­ხე­ბო­და, თუ არა­და, რო­მე­ლი­მე გა­მორ­ჩე­უ­ლი სახ­ლის ჭერ­ხო­ში. ამ ხორ­ბლე­უ­ლის მო­პარ­ვა, მით­ვი­სე­ბა ან რა­მე ფორ­მით გა­ნი­ა­ვე­ბა ყოვ­ლად და­უშ­ვე­ბე­ლი იყო. სა­ხა­ტე ხორ­ბლის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლით ხდიდ­ნენ ლუდს, უპირ­ვე­ლეს სა­რი­ტუ­ა­ლო სას­მელს ყვე­ლა დღე­სას­წა­უ­ლი­სას. უმი­სოდ და­ლოც­ვაც ვერ ით­ქმე­ბო­და.
ხა­ტის მი­წას იმ გათ­ვლით ამუ­შა­ვებ­დნენ, რომ რი­ტუ­ა­ლის­თვის სა­ლუ­დე მა­სა­ლა საკ­მა­რი­სი ჰქო­ნო­დათ. თუ ხა­ტი უმა­მუ­ლო იყო, მა­შინ ხე­ვის­ბე­რი მო­უ­წო­დებ­და ხალხს და ამათ უნ­და მი­ე­ტა­ნათ ხატ­ში თა­ვი­სი წი­ლი სა­ლუ­დე ფო­რი, შე­შა, წყა­ლი და სხვ.

სა­ლო­ცავ­ში სხვა­დას­ხვა სა­რი­ტუ­ა­ლო დარ­ბა­ზი­სა და სად­გო­მის გვერ­დი­თაა სა­ლუ­დე ნა­გე­ბო­ბა: სი­პი ქვის­გან აგე­ბუ­ლი, ზო­გან ორ­ფერ­და, ზო­გან კი ბა­ნუ­რი - სი­პე­ბით­ვე გა­და­ხუ­რუ­ლი. სა­ლუ­დე-საქ­ვა­ბეს აქვს ერ­თი შე­სას­ვლე­ლი, სა­ი­და­ნაც შუ­ქიც შე­დის. საქ­ვა­ბე­ში გა­მარ­თუ­ლია სპი­ლენ­ძის ორი დი­დი ქვა­ბი. ქვაბს შე­მოწ­ყო­ბი­ლი აქვს სი­პი ქვე­ბი, იგი ჩა­შე­ნე­ბუ­ლია და უძ­რა­ვა­დაა, ამი­ტომ მის გა­მო­სა­რეც­ხად შიგ ჩა­დი­ან და სა­გულ­და­გუ­ლოდ ხე­ხენ. ზო­გან ქვა­ბი დი­დი რკი­ნის ჯაჭ­ვით მსხვილ ძელ­ზეა ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი, მაგ­რამ გვერ­დე­ბი­დან მა­საც ქვე­ბით ამაგ­რებ­დნენ. ქვა­ბის ძირ­ში შე­შის­თვის ად­გი­ლია და­ტო­ვე­ბუ­ლი. სად­ღე­ო­ბო ლუ­დის სა­ხარ­ში ქვა­ბე­ბის ტე­ვა­დო­ბა 300-დან 700 ლიტ­რამ­დეა!

ზო­გან ცალ­კეა და ზო­გან სა­ლუ­დე­ში­ვე სა­კო­დე, სა­დაც ინა­ხე­ბა ლუ­დის ჭურ­ჭე­ლი - ხის­გან გა­მოთ­ლი­ლი სხვა­დას­ხვა ზო­მის კო­დე­ბი, ქვა­ბე­ბი, ჩხუ­ტე­ბი, ხის დი­დი კოვ­ზე­ბი, ლათ­ბა ანუ გე­ჯა, რო­მელ­შიც ლუ­დი უნ­და გა­ი­წუ­როს და სხვ.
ხა­ტის ყა­ნებ­ში მო­წე­უ­ლი მარ­ცვლე­უ­ლი ინა­ხე­ბა ხა­ტის­ვე ბე­ღელ­ში, სა­დაც სხვა­დას­ხვა სა­თავ­სში იყ­რე­ბა და­ხა­რის­ხე­ბუ­ლი მარ­ცვლე­უ­ლი რო­გორც ლუ­დის, ასე­ვე ქა­და-ხმი­ა­დე­ბის­თვის. ლუ­დს მთი­ე­ლე­ბი ხდი­ან რო­გორც სა­რი­ტუ­ა­ლოდ, ასე­ვე ოჯა­ხის­თვი­საც.

ქარ­თვე­ლი მთი­ე­ლე­ბი ლუდს ძი­რი­თა­დად ქე­რის­გან ადუ­ღებ­დნენ. გა­მოხ­დის­თვის უპირ­ვე­ლე­სია ალა­ოს, ანუ ფო­რის მომ­ზა­დე­ბა. ეს გუ­ლის­ხმობს ქე­რის მარ­ცვლის დალ­ბო­ბას, დაღ­ვი­ვე­ბას, გახ­მო­ბა­სა და დაფ­ქვას. გამ­ხმა­რი ქე­რი წის­ქვილ­ში მსხვი­ლად და­ი­რო­შე­ბა, ტომ­რებ­ში ჩა­იყ­რე­ბა და ბნელ ად­გი­ლას შე­ი­ნა­ხე­ბა. ლუ­დის დუ­ღე­ბის­თვის სამ­ზა­დი­სი დღე­სას­წა­უ­ლამ­დე შვი­დი-რვა დღით ად­რე იწ­ყე­ბა, რა­საც ხევ­სუ­რეთ­ში "ქვა­ბე­ბის დაყ­რას" უწო­დე­ბენ, თუ­შეთ­ში კი "ქვა­ბე­ბის შე­კი­დე­ბას". სა­უ­კე­თე­სო პრო­პორ­ცი­ად მი­იჩ­ნე­ვა ერთ საწ­ყაო ფო­რის ფქვილ­ზე ერ­თი საწ­ყაო წყა­ლი. თუმ­ცა კი ხში­რად ერთ წილ ფორს ორ წილ წყალს ას­ხა­მენ.

* * *
შე­რე­ულ მა­სას სა­ლუ­დე ქვაბ­ში გა­ნუწ­ყვეტ­ლივ ურე­ვენ ჯო­ხით. მას ბო­ლო­ზე რკი­ნის თხე­ლი ფირ­ფი­ტა აქვს და­მაგ­რე­ბუ­ლი, მო­რე­ვი­სას რომ სიმ­ტკი­ცე ჰქონ­დეს. რო­ცა წყა­ლი და ფო­რი კარ­გად აი­რე­ვა, ცეცხლს აან­თე­ბენ. ქე­რი­სა და წყლის ნა­ზავს გა­მუდ­მე­ბით ურე­ვენ, რა­თა ფქვი­ლი არ შე­ი­კოლ­ტოს. ცეც­ხლიც ზო­მი­ე­რი უნ­და იყოს, მა­სა რომ ნელ-ნე­ლა ადუღ­დეს. ამას ყვე­ლა­ფერს აკონ­ტრო­ლე­ბენ დას­ტუ­რე­ბი. რო­ცა მა­სა ადუ­ღე­ბის­კენ წა­ვა, "შე­ი­ბუჟ­ღე­ბა", მო­ი­მა­ტებს და თუ ადუღ­და, ქვა­ბი­დან გად­მოს­ვლა­საც და­იწ­ყებს... სა­ნამ ეს მოხ­დე­ბა, ლუ­დის მდუ­ღე­ბე­ლი ამ ქა­ფი­ან მა­სას დი­დი ხის კოვ­ზით, ე.წ. კო­შით მოხ­სნის და სხვა ქვაბ­ში გა­და­ი­ტანს. რო­ცა ქა­ფი მთლი­ა­ნად მო­ეხ­დე­ბა, ქე­რის წვე­ნის მო­თუხ­თუ­ხე ზე­და­პი­რი გა­მოჩ­ნდე­ბა, რი­თაც ზო­მი­ე­რი დუ­ღი­ლის პრო­ცე­სი იწ­ყე­ბა.

სა­ლუ­დე მა­სა, რო­გორც წე­სი, დუ­ღი­ლი­სას ჯერ იმა­ტებს და რომ არ და­იღ­ვა­როს, ზე­მო­თა ნა­წი­ლი ცალ­კე ქვაბ­ში გა­და­აქვთ, შემ­დეგ რომ ისევ და­უ­მა­ტონ. რო­ცა მთლი­ა­ნი მა­სა სა­სურ­ველ დო­ნემ­დე და­ვა, ხარ­შვა უნ­და დას­რულ­დეს. ქვაბს ცეცხლს გა­მო­უ­ნე­ლე­ბენ და წვენ­საც გე­მოს გა­უ­სინ­ჯა­ვენ. იგი მოტ­კბო, სქე­ლი და წე­ბო­ვა­ნი უნ­და იყოს.

ქვაბს ად­რო­ვე­ბენ, რომ ნა­ხარ­შის უხეშ­მა მა­სამ ძირ­ზე და­იწ­ყოს და­ლექ­ვა. ზე­და ნა­წი­ლი მა­ლე ისე გა­იწ­მინ­დე­ბა, რომ გა­წურ­ვა არც სჭირ­დე­ბა და პირ­და­პირ გა­და­ი­ღე­ბენ სხვა ჭურ­ჭელ­ში. ტკბი­ლის მღვრიე ნა­წილს კი წუ­რა­ვენ ძელ­ზე ჩა­მო­კი­დე­ბულ თხის მატ­ყლის ტომ­რებ­ში, რომ­ლე­ბი­და­ნაც გა­წუ­რულ-გა­ფილ­ტრუ­ლი წვე­ნი ხის ან სპი­ლენ­ძის გე­ჯა­ში - ლათ­ბი­ში უნ­და ჩა­ვი­დეს. თავ­და­პირ­ვე­ლად წვე­ნი თა­ვი­სით გად­მო­დის, მაგ­რამ დარ­ჩე­ნი­ლი სქე­ლი მა­სა უკ­ვე უნ­და გა­მო­ი­წუ­როს...
ლუდის სმა ლერწმის ღერებით. ძველი შუამდინარეთი
და­დუ­ღე­ბულ და გა­წუ­რულ ტკბილს (სის­წვე­ნი, ზის­წვე­ნი) ჩა­ას­ხა­მენ ხე­ლახ­ლა გა­სუფ­თა­ვე­ბულ ლუ­დის ქვაბ­ში და სვეს (სვი­ას) და­აყ­რი­ან.
სვია უძველესი დროიდან ხარობდა საქართველოში, მაგრამ მთაში ის ძალიან ცოტაა. ხევსურები და ფშაველები მას ყიდულობდნენ ან ნატურალურ საქონელზე ცვლიდნენ. ძირითადად ქართლიდან, კახეთსა და ჩრდილოეთი კავკასიიდანაც კი მიჰქონდათ და კარგად გამომშრალს ინახავდნენ. ლუდი საუკეთესო მაშინ გამოვა, თუკი სვია ფორის რაოდენობის ნახევარი მაინც დაეყრება. ასეთი პროპორცია ლუდს "სიმწარესა და დათრობას" სძენს.

ქვა­ბებ­ში ტკბილ­სა და სვი­ას კვლავ ადუ­ღე­ბენ, სანამ არ მოიხარშება და მზად არ იქნება საფუებლად. ლუ­დის გა­მოხ­დი­სას ფუ­ე­ბა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია - იმ­დე­ნად, რომ აქამ­დე ჩა­მოთ­ვლილ პრო­ცე­დუ­რებ­ში ძი­რი­თა­დად დას­ტუ­რე­ბი და შულ­ტე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ, სვი­ის ფუ­ე­ბას ხე­ვის­ბე­რი წარ­მარ­თავს. აქ უკ­ვე შე­მო­დის ერ­თგვა­რი მის­ტე­რი­უ­ლი სუ­ლის­კვე­თე­ბა, იმის აშ­კა­რა გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბით, რომ ფუ­ე­ბა შე­უძ­ლია მხო­ლოდ იმ კაცს, ვინც ღმერ­თსა და ხალხს შო­რის შუ­ა­მა­ვა­ლია. აქე­დან იკ­ვე­თე­ბა ლუ­დის, რო­გორც სა­რი­ტუ­ა­ლო სას­მე­ლის ხა­სი­ა­თი.

სა­ფუვ­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ად­რე მო­დუ­ღე­ბუ­ლი ლუ­დის ქა­ფი (ხევ­სუ­რუ­ლად ჭი­ჭი, ფშა­უ­რად ჩა­მა, თუ­შუ­რად წვე­რის თხლე). ხე­ვის­ბერ­მა გა­მოც­დი­ლე­ბით იცის, რა ტე­ვა­დო­ბის კოდს რამ­დე­ნი სა­ფუ­ა­რი მო­უნ­დე­ბა. სა­ფუვ­რის სის­წვენ­ში შე­რე­ვას ფშავ-ხევ­სურ­ნი "შაყ­რას" უწო­დე­ბენ.
მე­სა­ფუვ­რე ხე­ვის­ბე­რი ყო­ვე­ლი კო­დის ასა­დუ­ღებ­ლად გამ­ზა­დე­ბი­სას უნ­და გა­ნი­ბა­ნოს - ლუ­დი სა­რი­ტუ­ა­ლო სას­მე­ლია, ამი­ტომ ლუ­დის გა­მომ­ხდე­ლი სუფ­თა უნ­და იყოს სხე­უ­ლი­თაც და სუ­ლი­თაც.

სა­ფუ­არ­მი­ცე­მულ კო­დებს სუფ­თა ფარ­და­გებს მჭიდ­როდ გა­და­აკ­რა­ვენ. ფუ­ი­ლი, ანუ ლუ­დის დუ­ღი­ლი ზამ­თარ­ში ექვს-შვიდ დღეს გრძელ­დე­ბა, ზაფ­ხულ­ში კი ორი-სა­მი დღეც ჰყოფ­ნის. კარ­გად ნა­დუ­ღარ ლუდს ჭი­ჭი-ქა­ფი ზე­მო­დან ადევს თხლად, ხო­ლო თუ კარ­გად ვე­რაა ნა­ფუ­ე­ბი და დაწ­მენ­დი­ლი, იმით მიხ­ვდე­ბი­ან, რომ ქა­ფი მაღ­ლაა წა­მო­სუ­ლი და ლუ­დი - ამ­ღვრე­უ­ლი. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში კო­დი­დან ერთ ჩხუტ ლუდს ამო­ი­ღე­ბენ, გა­აც­ხე­ლე­ბენ, უკან­ვე ჩა­აბ­რუ­ნე­ბენ და ერ­თი დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ფუ­ე­ბა უნ­და დას­რულ­დეს, ამის შემ­დეგ ლუ­დი უნ­და დად­გეს და კო­დე­ბიც გა­იხ­სნე­ბა.

ხე­ვის­ბერ­ნი და დას­ტურ­ნი ადი­დე­ბენ და ლო­ცა­ვენ ლუ­დი­ან კოდს. მო­ა­შო­რე­ბენ ქაფს, ლუდს ვერ­ცხლის სა­ხუ­ცო თა­სით ამო­ი­ღე­ბენ და კოდ­თან დად­გა­მენ. რამ­დე­ნი­მე სან­თელს ერ­თად გა­და­ახ­ვე­ვენ და კოდ­ზე და­აკ­რა­ვენ. პა­ტა­რა სან­თლებს ვერ­ცხლის ლუ­დი­ან თასს მი­აკ­რა­ვენ და ხე­ვის­ბე­რი და­იწ­ყებს მთა­ვარ­მო­წა­მის დი­დე­ბას. ლოც­ვის შემ­დეგ ლუდს მოს­ვამს, მე­რე წრე­ში და­ატ­რი­ა­ლებს და სა­ბო­ლო­ოდ მას­თან მი­სულს თა­ვად­ვე გა­მოც­ლის.
სახუცო კოჭობი
ახალ­და­დუ­ღე­ბუ­ლი ლუ­დი სა­უ­კე­თე­სო გე­მოვ­ნე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. მთი­ელ­მა კარ­გად იცის ლუ­დის ფა­სი. მი­სი ცხოვ­რე­ბის ბედ­ნი­ე­რი დღე­ე­ბი სწო­რედ ლუდს უკავ­შირ­დე­ბა. ერ­თი მი­სი ნატ­ვრა ლუ­დის გა­მო­უ­ლევ­ლო­ბა­ცაა: "დგო­მაც ქნა შა­ვის ლუ­დი­სა, გა­თავ­დის - წე­სიმც არ იყ­ვა".
მთაში არა მარ­ტო სა­რი­ტუ­ა­ლო დღე­სას­წა­უ­ლე­ბი, არა­მედ, ფაქ­ტობ­რი­ვად, ყვე­ლა­ფე­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ლუდს უკავ­შირ­დე­ბო­და და ლუ­დით იყო გან­წმენ­დილ-გა­პა­ტი­ოს­ნე­ბუ­ლი - ვა­ჟიშ­ვი­ლის ძე­ო­ბი­დან დაწ­ყე­ბუ­ლი, მოჩ­ხუ­ბარ-მო­შუ­ღარ­თა შე­რი­გე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი.

* * *
თით­ქოს აღარ იყო იმე­დი, რომ ქარ­თვე­ლი მთი­ე­ლი სა­ლო­ცავ­ში ზა­რებს და­აჟ­ღა­რუ­ნებ­და, სა­ლუ­დე­ში ქვა­ბებს "დაყ­რი­და", კო­დებს და­ავ­სებ­და და ღვთის სა­დი­დე­ბელს წარ­მოთ­ქვამ­და, მაგ­რამ გა­და­ი­ა­რეს ღვარ­ცო­ფი­ან­მა ქა­რიშხ­ლებ­მა და ბარ­ში ჩა­სუდ­რულ­მა თუშ­მა და ხევ­სურ­მა, ფშა­ველ­მა და მო­ხე­ვემ თა­ვი­სი სა­ლო­ცა­ვე­ბი გა­იხ­სე­ნა, აღარ და­ა­ყე­ნა სახ­ლში ლა­შა­რის ჯვა­რის ჩვე­ნე­ბამ, აი­კი­და მცი­რე ბარ­გი და კვლავ გა­ახ­მი­ა­ნა შამ­ბში ჩა­ყურ­სუ­ლი ნა­სახ­ლა­რე­ბი, სა­ლუ­დე­ე­ბი, სა­კო­დე­ე­ბი და დი­დი სა­ლო­ცა­ვე­ბი.

მო­ვა თუ არა ათენ­გე­ნო­ბა-ათ­ნი­გე­ნო­ბე­ბის დღე­სას­წა­უ­ლე­ბი, ბა­რე­ლე­ბი შე­ამ­ზა­დე­ბენ სურ­სათ-სა­ნო­ვა­გეს და მა­მა-პა­პა­თა სა­ლო­ცა­ვებ­ში გას­წე­ვენ. ვინ ცხე­ნით, ვინ ხარ-ურ­მი­თა და ვინ მან­ქა­ნე­ბით...

სად­ღე­ო­ბო სუფ­რებ­ზე ღვი­ნოც ბლო­მად ჩანს, მაგ­რამ ყვე­ლა­ნი მო­უთ­მენ­ლად ელო­დე­ბი­ან "მშობ­ლი­ურ" ლუდს, რო­მელ­საც კეტ­გაყ­რი­ლი დი­დი ქვა­ბე­ბით გა­მო­ი­ტა­ნენ ახალ­გაზ­რდე­ბი. ხე­ვის­ბე­რი მოკ­რძა­ლე­ბით შე­ამ­ზა­დებს სა­ხუ­ცო კო­ჭობს, აუვ­სე­ბენ უკ­ვე ნა­კურ­თხი ლუ­დით, ისიც ხატ­სა და ჯვარს თავს და­უდ­რეკს, და­ამ­წყა­ლო­ბებს, კი­დევ ერ­თხელ მო­იხ­სე­ნი­ებს სა­ლო­ცა­ვებს: კო­პა­ლას, იახ­სარს, ლა­შარს, ჭი­ხა­ლეს, წმინ­და გი­ორ­გის, მთა­ვა­რან­გე­ლოზს, დე­და მა­რი­ამს... მე­რე სა­ხუ­ცო კო­ჭობს მაღ­ლა ას­წევს, ჯვა­რი­ონს ხა­ტო­ბას მი­უ­ლო­ცავს და იწ­ყე­ბა ხალ­ხუ­რი დღე­სას­წა­უ­ლის ზე­ი­მუ­რი დი­ნე­ბა, სა­დაც სი­უხ­ვე, სიყ­ვა­რუ­ლი და ერ­თი­ა­ნო­ბის უძ­ვირ­ფა­სე­სი გან­ცდაა...

ელ­დარ ნა­დი­რა­ძე
ჟურნალი "ისტორიანი",#9


დავითი
11 აპრილი 2018 15:25
სადავოდ მიმაჩნია მოსაზრება ვერცხლის თასის ღვინის სასმელად გამოყენების შესახებ. ვერცხლის ჭურჭელი "ვერ იხდენს" ღვინოს-მძიმე და არასასიამოვნოა ვერცხლის თასიდან მისი დალევა. ლუდი კი პირიქით-სასიამოვნოდ ისმება.