ზეპურნი დედანი-საქართველოს ღირსების მპყრობელები
25-01-2018
ზეპურნი დედანი-საქართველოს ღირსების მპყრობელები
დედოფალი - ეს სიტყვა საქართველოში ყოველთვის სილამაზისა და მშვენიერების სიმბოლო გახლდათ. ალბათ ამიტომაც გამორჩეულად საინტერესოა ქართველ დედოფალთა ისტორიაც.

მათი დიდი ნაწილი პოლიტიკური მოღვაწე იყო. ზოგიერთს საარაკო სილამაზე ჰქონდა, ზოგიც მეფეზე ძლიერი და მრისხანე აღმოჩნდა, მაგრამ ყველა მათგანს შვილისა და სამშობლოს ერთგულება აერთიანებდა.

დე­დოფ­ლის წო­დე­ბა მან სა­ქარ­თვე­ლო­ში ალ­ბათ ყვე­ლა­ზე ღირ­სე­უ­ლად ატა­რა. სა­ქარ­თვე­ლოს მე­ფის, გი­ორ­გი I-ის (1014-1027 წწ.) მე­უღ­ლემ, ვას­პუ­რა­კა­ნის სომ­ხუ­რი სა­მე­ფოს წი­ნამ­ძღოლ სე­ნე­ქე­რიმ არ­წრუ­ნის ქა­ლიშ­ვილ­მა, დე­დო­ფალ­მა მა­რი­ამ­მა 1031 წელს ბრწყინ­ვა­ლე ელ­ჩო­ბა
გას­წია კონ­სტან­ტი­ნო­პოლ­ში - ბი­ზან­ტი­ა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის უაღ­რე­სად და­ძა­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია მშვი­დო­ბი­თა და ერ­თო­ბით და­ას­რუ­ლა.

მე­ფი­სად­მი ერ­თგუ­ლე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და ბო­რე­ნა დე­დო­ფა­ლი. მას სა­ქარ­თვე­ლო­ში შო­რე­ნა­საც უწო­დებ­დნენ. ოს­თა მე­ფის ასუ­ლი ბაგ­რატ IV-მ პირ­ვე­ლი მე­უღ­ლის, ელე­ნე დე­დოფ­ლის ქუ­თა­ის­ში გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ შე­ირ­თო. ბო­რე­ნა
მე­ფის სიკ­ვდილს მოს­წრე­ბია. რო­ცა ბაგ­რა­ტი სამ­შვილ­დე­ში ავად გამ­ხდა­რა, მე­ფის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად მი­სულ ამა­ლა­ში ბო­რე­ნაც მო­იხ­სე­ნი­ე­ბა. სა­ყუ­რად­ღე­ბოა ერ­თი გა­რე­მო­ე­ბა, ამ შემ­თხვე­ვა­ში ის­ტო­რი­კო­სი ოს­თა მე­ფის ასულს მო­იხ­სე­ნი­ებს რო­გორც ხელ­მწი­ფის ცოლს, დე­დოფ­ლის ტი­ტუ­ლით კი ბაგ­რა­ტის დე­და მა­რი­ა­მი იწო­დე­ბა...

მა­რი­ა­მი­სა და ბაგ­რატ IV-ის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა კი მარ­თლაც რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია. სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში იშ­ვი­ა­თია დე­დის ესო­დე­ნი წვლი­ლი შვი­ლის პო­ლი­ტი­კურ კა­რი­ე­რა­ში. ყვე­ლა კრი­ტი­კულ მო­მენ­ტში მა­რი­ა­მი ბაგ­რა­ტის გვერ­დი­თაა. ეს გა­სა­ო­ცა­რი ენერ­გი­ის ქა­ლი ძალ-ღო­ნეს არ იშუ­რებს ბაგ­რა­ტის საქ­მე­თა წარ­მა­ტე­ბის­თვის, არ ერი­დე­ბა შო­რე­ულ ვი­ზი­ტებს კონ­სტან­ტი­ნო­პოლ­ში, რთულ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს ანის­სა და ანა­კო­ფი­ა­ში. შვილ­თან ერ­თად იღ­ვწის კულ­ტუ­რულ-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბის წარ­სა­მარ­თა­ვად.

ბაგ­რა­ტის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც გა­მორ­ჩე­უ­ლია დე­დი­სად­მი. ყვე­ლა­ზე რთუ­ლი და ორ­ჭო­ფუ­ლი საქ­მე­ე­ბის მოგ­ვა­რე­ბას მე­ფე ხომ სწო­რედ მას ან­დობს, ეს მჭიდ­რო და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, სა­თუ­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა დე­და-შვილს შო­რის გან­სა­კუთ­რე­ბით ბაგ­რა­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღეს გა­მოვ­ლინ­და. სამ­შვილ­დის ტბას­თან დას­ნე­უ­ლე­ბუ­ლი მე­ფე ტახ­ტით ქარ­თლში გად­მო­იყ­ვა­ნეს. აქ დი­დე­ბუ­ლე­ბი და მი­სი ოჯა­ხის წევ­რე­ბი შე­იკ­რიბ­ნენ. შვი­ლის, გი­ორ­გის ან­დერ­ძით მე­ფედ გა­მოც­ხა­დე­ბის შემ­დეგ ავად­მყოფ­მა დე­დას მი­მარ­თა: "დე­და, ყვე­ლა­ზე მე­ტად შენ მე­ცო­დე­ბი, რა­მე­თუ ყვე­ლა­ფე­რი ის, რაც შექ­მე­ნი, ჩე­მი სიკ­ვდი­ლით წინ წა­გიქ­ციე, ვაი რომ, დიდ­ხანს არც შენ იცოც­ხლებ".
გიორგი III-ის მეუღლე ბურდუხან დედოფალი
შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, სა­ხე­ლი მა­რი­ა­მი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ას კარ­გად და­ე­ბე­და, ღვთის­მშობ­ლის წილ­ხვდო­მილ ქვე­ყა­ნა­ში უამ­რა­ვი მა­რი­ამ დე­დო­ფა­ლი იყო, თუმ­ცა მათ შო­რის ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი და კაშ­კა­შა ბაგ­რატ IV-ის ქა­ლიშ­ვი­ლი გა­მოდ­გა.
და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის მა­მი­და ბი­ზან­ტი­ის დე­დო­ფალ თე­ო­დო­რას მოთ­ხოვ­ნით ჩა­უყ­ვა­ნი­ათ კონ­სტან­ტი­ნო­პოლ­ში აღ­საზ­რდე­ლად. 72 წლის თე­ო­დო­რა ვერ მო­ეს­წრო მის ხილ­ვას, მის ჩას­ვლამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ად­რე აღეს­რუ­ლა.

სა­იმ­პე­რა­ტო­რო სა­სახ­ლე­ში ქარ­თვე­ლი მე­ფის ასუ­ლის შეს­ვლის დროს იქ მყოფ გი­ორ­გი მთაწ­მი­დელს უთ­ქვამს: დღეს ერ­თი დე­დო­ფა­ლი გან­ვი­და და მე­ო­რე შე­მო­ვი­დაო. ამით იწი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლა, რომ ქარ­თვე­ლი ასუ­ლი ბი­ზან­ტი­ის დე­დო­ფა­ლი გახ­დე­ბო­და და ასეც მოხ­და. ის ცო­ლად შე­ირ­თო ბი­ზან­ტი­ის კე­ი­სარ­მა მი­ხე­ილ VII დუ­კა პა­რა­პი­ნაკ­მა (1071-1078 წწ.).

კო­რო­ნა­ცი­ის შემ­დგომ მას ქა­ლიშ­ვი­ლო­ბის სა­ხე­ლი მარ­თა მა­რი­ა­მით შე­უც­ვა­ლეს. ბი­ზან­ტი­ე­ლე­ბი სხვა ერე­ბის სიყ­ვა­რუ­ლით დი­დად არ გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ და ამი­ტო­მაც სხვა­თა ქე­ბა ძუნ­წად გა­მოს­დი­ო­დათ. ამ შემ­თხვე­ვა­ში კი პი­რი­ქით აღ­მოჩ­ნდა. ქარ­თვე­ლი ასუ­ლის ხოტ­ბას ბი­ზან­ტი­ე­ლი ის­ტო­რი­კო­სე­ბი ნამ­დვი­ლად არ იშუ­რე­ბენ.

ერთ-ერ­თთან ვკით­ხუ­ლობთ: "დე­დოფ­ლის ქე­ბა რომ არ გა­მო­მი­ვი­დეს მი­სი გვა­რიშ­ვი­ლო­ბის გა­მო, რო­მე­ლიც სიმ­დიდ­რი­თა და შთა­მო­მავ­ლო­ბით ყვე­ლა სა­მე­ფო გვარს აღე­მა­ტე­ბა, ქე­ბად მხო­ლოდ ხა­სი­ა­თიც ეყო­ფა. მი­სი სა­ხის მშვე­ნი­ე­რე­ბა სა­ო­ცა­რია, ხო­ლო თუ­კი ქა­ლე­ბის­თვის დუ­მი­ლი სამ­კა­უ­ლია, იგი ყო­ველ­გვარ სამ­კა­ულ­ზე უფ­რო უპა­ტი­ვეს იყო, რად­გან არა­ვის სხვას, გარ­და თა­ვი­სი ქმრი­სა, ენას არ გა­აც­ნობ­და და თა­ვის­თა­ვა­დაც უფ­რო ლა­მა­ზი იყო, ვიდ­რე მა­შინ, რო­დე­საც სა­ჭი­რო­ე­ბა მო­ით­ხოვ­და, მო­კაზ­მუ­ლი­ყო".
ბიზანტიის იმპერატორი ნიკიფორე III ბოტანიატესი და მარიამ დედოფალი. XI საუკუნის ბიზანიური მინიატიურა
მი­უ­ხე­და­ვად ასე­თი სათ­ნო­ე­ბი­სა და მორ­ჩი­ლე­ბი­სა, მა­რი­ამ დე­დო­ფა­ლი ძლი­ე­რი ქა­ლი იყო. მან პირ­ვე­ლი ქმა­რი აი­ძუ­ლა, ბე­რად აღ­კვე­ცი­ლი­ყო. მხა­რი და­უ­ჭი­რა ახა­ლი იმ­პე­რა­ტო­რის, ნი­კი­ფო­რე ბო­ტა­ნი­ა­ტე­სის ტახ­ტზე ას­ვლას და მი­სი ცო­ლიც გახ­და. თუმ­ცა პირ­ვე­ლი ქმრის­გან ვა­ჟი ჰყავ­და და ცდი­ლობ­და, შვი­ლი კონ­სტან­ტი­ნე აეყ­ვა­ნა ტახ­ტზე. რო­გორც კი მიხ­ვდა, რომ მის ჩა­ნა­ფიქრს საფ­რთხე ექ­მნე­ბო­და, კომ­ნე­ნო­სე­ბის აჯან­ყე­ბას და­უ­ჭი­რა მხა­რი და მე­ო­რე მე­უღ­ლეც ჩა­მო­აგ­დე­ბი­ნა.

ალექ­სი კომ­ნე­ნოს­მა (1081-1118 წწ.) მა­რი­ამ დე­დოფ­ლი­სთვის შეთ­ქმუ­ლე­ბის წინ მი­ცე­მუ­ლი პი­რო­ბა შე­ას­რუ­ლა, მან ქარ­თველ გვირ­გვი­ნო­სანს პა­ტი­ვი და ღირ­სე­ბა შე­უ­ნარ­ჩუ­ნა. პირ­ველ პე­რი­ოდ­ში ბაგ­რა­ტი­ო­ნის ასუ­ლი იმ­პე­რა­ტორ­თა სა­სახ­ლე­ში ცხოვ­რობ­და, თუმ­ცა მა­რი­ა­მის მთა­ვარ მი­ზანს - შვი­ლის გა­იმ­პე­რა­ტო­რე­ბას - ას­რუ­ლე­ბა არ ეწე­რა. სწო­რედ ამის გა­მო დე­დო­ფალ­სა და ახალ გვირ­გვი­ნო­სანს შო­რის კონ­ფლიქ­ტი წარ­მო­იშ­ვა: კონ­სტან­ტი­ნე სა­მე­ფო­დან გა­ა­ძე­ვეს, ხო­ლო მა­რი­ა­მი მო­ნაზ­ვნად აღ­კვე­ცეს.

ქარ­თვე­ლი ქა­ლი ბრძო­ლას მა­ინც გა­ნაგ­რძობ­და. 1094 წელს მან მო­ნა­წი­ლე­ო­ბაც კი მი­ი­ღო ალექ­სი კომ­ნე­ნო­სის წი­ნა­აღ­მდეგ შეთ­ქმუ­ლე­ბა­ში, მაგ­რამ უშე­დე­გოდ. 1096 წელს მა­რი­ა­მის ვა­ჟი კონ­სტან­ტი­ნე გარ­და­იც­ვა­ლა და დე­დოფ­ლის­თვის პო­ლი­ტი­კურ­მა ბრძო­ლამ ყო­ველ­გვა­რი აზ­რი და­კარ­გა.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია მარ­თა­ყო­ფი­ლი მა­რი­ა­მის რო­ლი სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რულ ცხოვ­რე­ბა­ში. მას პა­ლეს­ტი­ნა­ში, პი­ლა­ტეს სა­სახ­ლის ახ­ლოს აღუდ­გე­ნია კა­პა­თას მო­ნას­ტე­რი; წყა­ლო­ბა­სა და შემ­წე­ო­ბას არ აკ­ლებ­და ქარ­თუ­ლი სუ­ლი­ე­რე­ბის ისეთ ცენ­ტრებს, რო­გო­რე­ბი­ცაა ათო­ნის ივერ­თა მო­ნას­ტე­რი, პეტ­რი­წო­ნის ლავ­რა, სი­ნას მთა.

ეს იყო დე­დო­ფა­ლი, რო­მე­ლიც მი­წა­ზე მე­ფობ­და, ზე­ცა­ში კი ცა­თა სა­სუ­ფე­ველს იმ­ზა­დებ­და. მი­სით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ანა კომ­ნე­ნო­სი წერ­და: "მა­რი­ა­მი იყო მა­ღა­ლი და ტა­ნა­დი, რო­გორც კვი­პა­რო­სი, თეთ­რი, რო­გორც თოვ­ლი, პი­რი­სა­ხე ჰქონ­და არ­ცთუ ძა­ლი­ან მრგვა­ლი, მაგ­რამ გა­ზაფ­ხუ­ლის ვარ­დი­ვით ალის­ფრად გა­ფურ­ჩქნი­ლი. ახ­ლა თვა­ლე­ბის ბრწყინ­ვა­ლე­ბას აღარ იკით­ხავთ? ნუ­თუ ვინ­მე შეძ­ლებს ამის აღ­წე­რას? წამ­წა­მე­ბი - გრძე­ლი, თვა­ლე­ბი - ცის­ფე­რი.

მხატ­ვრის ხე­ლი ხში­რად გად­მოგ­ვცემს იმ ყვა­ვი­ლე­ბის ნა­ირ­ფე­რო­ბას, რომ­ლე­ბი­თაც გვა­სა­ჩუქ­რებს წლის სხვა­დას­ხვა დროს, მაგ­რამ დე­დოფ­ლის სი­ლა­მა­ზე და მი­სი მო­მა­ჯა­დო­ე­ბე­ლი სან­დო­მი­ა­ნო­ბა აღე­მა­ტე­ბა ფერ­წე­რა­სა და ხე­ლოვ­ნე­ბას. არც ერთ მო­ქან­და­კეს არ და­უ­ტო­ვე­ბია ამის მსგავ­სი ქან­და­კე­ბა. ამ­ბო­ბენ, გორ­გო­ნას თა­ვი ქვე­ბად აქ­ცევ­და ხოლ­მე იმ კა­ცებს, ვინც მას შე­ხე­დავ­დაო, ხო­ლო ვინც შემ­თხვე­ვით და­ი­ნა­ხავ­და ქარ­თველ დე­დო­ფალს, რო­ცა სე­ირ­ნობ­და ან უცა­ბე­დად შეხ­ვდე­ბო­და სად­მე, საზ­ღვა­რი არ ჰქონ­და მნახ­ვე­ლის გან­ცვიფ­რე­ბას, ის გაქ­ვა­ვე­ბუ­ლი რჩე­ბო­და. ასე­თი სი­ნა­ტი­ფე ასო­თა და შე­ხა­მე­ბა მთე­ლი­სა ნა­წი­ლებ­თან და ნა­წი­ლე­ბი­სა მთელ­თან მარ­თლაც რომ არა­ვის უნა­ხავს ადა­მი­ა­ნის სხე­ულ­ში. ეს იყო ცოც­ხა­ლი ქან­და­კე­ბა, რო­მე­ლიც ხიბ­ლავ­და მშვე­ნი­ე­რე­ბის მოყ­ვა­რულთ".

ძა­ლი­ან ხში­რად ქარ­თვე­ლი მე­ფე­ე­ბი ამა თუ იმ სა­ხელ­მწი­ფოს შე­მო­რი­გე­ბი­სა თუ და­მოყ­ვრე­ბის მიზ­ნით პო­ლი­ტი­კუ­რი მო­საზ­რე­ბით ქორ­წინ­დე­ბოდ­ნენ. მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი ჩვენს ის­ტო­რი­ა­ში უამ­რა­ვია: და­ვით IV აღ­მა­შე­ნე­ბელ­მა (1089-1125 წწ.) მას შემ­დეგ, რაც ქარ­თუ­ლი არ­მი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბის მიზ­ნით ქვე­ყა­ნა­ში ყივ­ჩაღ­თა ჩა­მო­სახ­ლე­ბა და­იწ­ყო, იქორ­წი­ნა ყივ­ჩაღ­თა მთავ­რის, ათ­რა­ქა შა­რა­ღა­ნის ძის ასულ გუ­რან­დუხ­ტზე, რო­მე­ლიც აირ­ჩია "სჯუ­ლი­ე­რად მე­უღ­ლედ თვი­სად და დე­დოფ­ლად ყოვ­ლი­სა სა­ქარ­თვე­ლო­ი­სა". აქ­ვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ერ­თი დე­ტა­ლი: ის­ტო­რი­კო­სი სა­გან­გე­ბოდ უს­ვამს ხაზს გუ­რან­დუხ­ტის სჯუ­ლი­ე­რე­ბას, ანუ აღ­მსა­რებ­ლო­ბას, რა­საც, რო­გორც ჩანს, სო­ცი­ა­ლურ წარ­მო­შო­ბას­თან ერ­თად გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბო­და.
ბაგრატ IV-ის ასული, ბიზანტიის დედოფალი მართა-მარიამი
ქარ­თველ დე­დო­ფალ­თა გა­ლე­რე­ას ღირ­სე­უ­ლად ამ­შვე­ნებს სა­ხე­ლო­ვა­ნი თა­მა­რის დე­და ბურ­დუ­ხა­ნი (ბორ­დო­ხა­ნი). სა­პა­ტარ­ძლო ჯერ კი­დევ უფ­ლის­წუ­ლო­ბის დროს შე­ურ­ჩია გი­ორ­გი III-ს (1156-1184 წწ.) მა­მამ, დე­მეტ­რე I-მა (1089-1156 წწ.). ქორ­წი­ნე­ბა XII სა­უ­კუ­ნის 50-იან წლებ­ში მოხ­და და მას ჩრდი­ლო­ე­თის მე­ზობ­ლებ­თან კავ­ში­რის გან­მტკი­ცე­ბის გა­მო პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბიც ჰქონ­და. ის­ტო­რი­კო­სი ბურ­დუ­ხა­ნი­სად­მი არ იშუ­რებს არც ქე­ბა­სა და არც ეპი­თე­ტებს: მშვე­ნი­ე­რე­ბით მზე­თამ­ზე, ბუ­ნე­ბით კი ყვე­ლა დე­და­ზე სი­კე­თით აღ­მა­ტე­ბუ­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მა­ნამ­დე უხი­ლა­ვი სას­ძლო.

ძლი­ე­რი მო­ნარ­ქის, გი­ორ­გი III-ის გვერ­დით ბურ­დუ­ხა­ნის ძა­ლა­უფ­ლე­ბა, ჩანს, ნო­მი­ნა­ლუ­რი იყო. თუმ­ცა მი­სი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რო­ლი თა­მა­რის აღ­ზრდა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და. დე­დო­ფალ­თა დე­დო­ფა­ლი ბედ­ნი­ე­რი მე­უღ­ლე გახ­ლდათ და თა­მა­რის "დე­დო­ბი­თა­ცა უმე­ტე­სი იყო ყო­ველ­თა". მის­გან სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თი ხა­ტი შე­მორ­ჩა: ღვთის­მშობ­ლის სა­ხე­ბა ოქ­როს ლუს­კუ­მა­შია ჩას­მუ­ლი, ლუს­კუ­მას კი 52 წმინ­და ნა­წი­ლი ამ­შვე­ნებს. აქ­ვეა ბურ­დუ­ხა­ნის მი­ერ ლექ­სად და­წე­რი­ლი ლოც­ვა.

თა­მარს დე­და გა­მე­ფე­ბი­დან მა­ლე გარ­და­ეც­ვა­ლა, შე­საძ­ლოა იმა­ვე 1179 წელს. ეს მძი­მე ამ­ბა­ვი და­ობ­ლე­ბულ შვილს გე­გუთ­ში შე­ატ­ყო­ბი­ნეს. გა­უ­საძ­ლი­სი სევ­და შე­მო­აწ­ვა გვირ­გვი­ნო­სანს, თმე­ბი მო­უკ­ვე­ცავს გლო­ვის ნიშ­ნად, "უსამ­შობ­ლოდ ქმნი­ლი" დე­დის გა­მო უამ­რა­ვი ცრემ­ლი და­უღ­ვრია და უნუ­გე­შო ყო­ფი­ლა ძა­ლი­ან დიდ­ხანს. მაგ­რამ ბურ­დუ­ხა­ნის სა­ხელს და­ვიწ­ყე­ბა არ ეწე­რა, რად­გან ქარ­თველ ქალ­თა თა­ნა­ვარ­სკვლა­ვედ­ში უკ­ვე მის მი­ერ აღ­ზრდი­ლი გო­გო­ნა ანა­თებ­და. ქა­ლი, რო­მელ­მაც დე­დოფ­ლო­ბის ნაც­ვლად სა­მე­ფო გვირ­გვი­ნი და­იდ­გა თავს და თა­ვი­სი მმარ­თვე­ლო­ბით სა­ქარ­თვე­ლო ოქ­როს ხა­ნის სი­კაშ­კა­შეს აზი­ა­რა.

(და­სას­რუ­ლი შემ­დეგ ნო­მერ­ში)
გი­ორ­გი კა­ლან­დია
ჟურნალი "ისტორიანი",#10
...
31 იანვარი 2018 22:00
მადლობა და ავტორს წარმატებები