სირაჯები და სირაჯხანა
25-01-2018
სირაჯები და სირაჯხანა
საქართველოს მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანი ისტორია მეტად თავისებურია. შეიძლება ითქვას, რომ მევენახეობა-მეღვინეობის არც ერთ ქვეყანას არ განუცდია ამ კულტურის იმდენი აღმავლობა და დაცემა, რამდენიც საქართველოს. არც ერთი ქვეყანა არ იცავდა სხვადასხვა დამპყრობთაგან მევენახეობა-მეღვინეობას ისე თავგამოდებით, როგორც საქართველო.

საქართველოს მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანი ისტორია მეტად თავისებურია. შეიძლება ითქვას, რომ მევენახეობა-მეღვინეობის არც ერთ ქვეყანას არ განუცდია ამ კულტურის იმდენი აღმავლობა და დაცემა, რამდენიც საქართველოს. არც ერთი ქვეყანა არ იცავდა სხვადასხვა დამპყრობთაგან მევენახეობა-მეღვინეობას ისე თავგამოდებით, როგორც საქართველო.

სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბობ­და ღვი­ნი­სა და არ­ყის სა­ვაჭ­რო ად­გი­ლე­ბი და ამ საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ­თა საკ­მა­ოდ შეძ­ლე­ბუ­ლი გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბი. სულ­ხან-სა­ბა ორ­ბე­ლი­ა­ნის გან­მარ­ტე­ბით, ძველ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ღვი­ნით მო­ვაჭ­რეს ხა­მა­რი ეწო­დე­ბო­და. გვი­ან შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ზე მუს­ლი­მუ­რი აღ­მო­სავ­ლე­თის ძლი­ე­რი გავ­ლე­ნის გა­მო კი ღვი­ნით მო­ვაჭ­რეს აღ­მო­სავ­ლუ­რი სა­ხე­ლი – სი­რა­ჯი და­ერ­ქვა, ხო­ლო ად­გილს, სა­დაც ღვი­ნი­თა და
არ­ყით ვაჭ­რობ­დნენ, სი­რაჯ­ხა­ნას ეძახ­დნენ.

სი­რა­ჯი სპარ­სუ­ლი წარ­მო­შო­ბის სიტ­ყვაა და მეღ­ვი­ნეს ნიშ­ნავს, სი­რაჯ­ხა­ნა კი - ღვი­ნის სახლს.
სი­რაჯ­ხა­ნა ან რო­გორც მას ქა­ლაქ­ში ეძახ­დნენ, სი­რაჩ­ხა­ნა, ძვე­ლი თბი­ლი­სის ერთ-ერ­თი მთა­ვარ კო­ლო­რი­ტულ ად­გილს წარ­მო­ად­გენ­და. სი­რა­ჯი კი არა მხო­ლოდ ვა­ჭა­რი, არა­მედ იმა­ვე დროს მე­ვახ­შე, მიმ­წო­დე­ბე­ლი (მა­გა­ლი­თად, ვა­ზის შე­სა­წამ­ლი და­ნად­გა­რე­ბი­სა თუ პრე­პა­რა­ტე­ბის), მეღ­ვი­ნე, მი­კი­ტა­ნი, მე­ტი­კე და შუ­ა­მა­ვა­ლიც იყო, ანუ მრა­ვალ ფუნ­ქცი­ას ას­რუ­ლებ­და.

პირ­ვე­ლი სი­რაჯ­ხა­ნა ძველ თბი­ლის­ში, მტკვრის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე, კა­ლას უბან­ში, თათ­რის მო­ედ­ნის სი­ახ­ლო­ვეს მდე­ბა­რე­ობ­და, ახ­ლან­დე­ლი სი­ო­ნის, შარ­დე­ნი­სა და ლე­სე­ლი­ძის ქუ­ჩე­ბის შე­სა­ყარ­თან მომ­ცრო აღ­მარ­თზე. ერ­თხელ ერეკ­ლე მე­ფის შვი­ლიშ­ვი­ლი იო­ა­ნე ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი და მი­სი თან­მხლე­ბი ბე­რი მი­სუ­ლან სი­რაჯ­ხა­ნას­თან და უნა­ხავთ: "დიდ­რო­ნი რუმ­ბე­ბით და ტი­კე­ბით ღვი­ნო­ე­ბი და არა­ყი, იკით­ხა, ამ­დე­ნი კო­ლო­ტი რათ უნ­და­თო? უთ­ხრეს: ესე სულ ღვი­ნო­ე­ბით არის სავ­სე... ჰგავს, რომ ღვი­ნო ვი­საც არ მოზ­დის, მის­თვის მო­უგ­რო­ვე­ბი­ათ ეს ღვი­ნო­ე­ბიო..." დღეს აქ სი­რაჯ­ხა­ნა, რა თქმა უნ­და, აღარ არ­სე­ბობს. იგი ყო­ფი­ლი შუა ბაზ­რის (დღე­ვან­დე­ლი ლე­სე­ლი­ძის ქუ­ჩის) რე­კონ­სტრუქ­ცი­ი­სას გაქ­რა. ამ ად­გილ­ზე, სი­ო­ნი­სა და ლე­სე­ლი­ძის ქუ­ჩე­ბის შე­სა­ყარ­თან, ახ­ლა სკვე­რია.

XIX სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში, ქა­ლა­ქის გაზ­რდა-გა­ფარ­თო­ე­ბამ სა­ჭი­რო გა­ხა­და ღვი­ნით ვაჭ­რო­ბის­თვის ახა­ლი, უფ­რო დი­დი ად­გი­ლის გა­მო­ნახ­ვა. ასეთ ად­გი­ლად მტკვრის მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე მდე­ბა­რე პა­ტა­რა ცი­ცა­ბო აღ­მარ­თი იქ­ცა. იგი ძვე­ლი თბი­ლი­სის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი მოხ­ვე­უ­ლი აღ­მარ­თია, რო­მე­ლიც ძვე­ლი მე­ტე­ხის ხიდ­თან იწ­ყე­ბო­და და ავ­ლაბ­რის გა­ლა­ვა­ნის ქვე­მოთ, კლდის ძირს მი­უყ­ვე­ბო­და. ძველს პა­ტა­რა სი­რაჯ­ხა­ნას ეძახ­დნენ, ახალს კი - დიდს. დი­დი სი­რაჯ­ხა­ნა სავ­სე იყო ღვი­ნი­თა და არ­ყით მო­ვაჭ­რე­თა რი­გე­ბით და ძველ თბი­ლის­ში ღვი­ნის უმ­თავ­რეს ბა­ზარს წარ­მო­ად­გენ­და. ამ ქუ­ჩას დღემ­დე ღვი­ნის აღ­მართს ეძა­ხი­ან. მი­სი გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბა ძი­რი­თა­დად XIX სა­უ­კუ­ნის ბო­ლო ათ­წლე­ულ­ში და­იწ­ყო, აღ­მარ­თის და­საწ­ყის­ში მდე­ბა­რე­ობ­და და­ვით სა­რა­ჯიშ­ვი­ლის ღვი­ნი­სა და სპირ­ტის მი­წის­ქვე­შა სარ­და­ფე­ბი.

თბი­ლი­სე­ლი ხე­ლოს­ნე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბას ამ­ქა­რი ერ­ქვა. ჰამ­ქა­რი სპარ­სუ­ლად თა­ნა­მო­საქ­მე­ო­ბას ნიშ­ნავს. ქა­ლაქ­ში ერ­თი ხე­ლო­ბის ხალ­ხი ერ­თი­ან­დე­ბო­და და ამ­ქარს ქმნი­და, რო­მელ­საც წეს­დე­ბა, დრო­შა და გერ­ბი ჰქონ­და. ყვე­ლა ამ­ქარს უს­ტა­ბა­ში, ანუ ხელ­მძღვა­ნე­ლი ჰყავ­და. სი­რა­ჯე­ბის უს­ტა­ბაშს სი­რაჯ­ბა­ში ერ­ქვა, რომ­ლის ხელ­დას­ხმი­თაც ხდე­ბო­და ახა­ლი სი­რა­ჯის კურ­თხე­ვა. რო­ცა ქა­ლა­ქი­დან წა­სუ­ლი მო­უ­რა­ვი უკან ბრუნ­დე­ბო­და, წე­სად ჰქონ­დათ: "სი­რაჯ­ბა­ში სი­რა­ჯებს უნ­და მო­უძ­ღვეს და მო­უ­რავს ტი­კით ღვი­ნო მი­არ­თვა­ნო".

სი­რა­ჯე­ბის ამ­ქა­რი 1867 წლი­დან ფორ­მა­ლუ­რად და­ი­შა­ლა, თუმ­ც კი შემ­დგო­მაც აკონ­ტრო­ლებ­და დაქ­საქ­სულ წვრილ მე­წარ­მე­თა საქ­მი­ა­ნო­ბას. რო­გორც ს. ტი­მო­ფე­ე­ვის ცნო­ბით ირ­კვე­ვა, XIX სა­უ­კუ­ნე­ში სი­რაჯ­თა კორ­პო­რა­ცია კვლა­ვაც არ­სე­ბობ­და. მე­ტიც, კავ­კა­სი­ა­ში სი­რაჯ­თა მთა­ვარ ბირთვს ღვი­ნით მო­ვაჭ­რე თბი­ლი­სე­ლი სი­რა­ჯე­ბი შე­ად­გენ­დნენ.

სი­რა­ჯებს ჰყავ­დათ დამ­ხმა­რე, ანუ მო­სამ­სა­ხუ­რე, რო­გორც ეძახ­დნენ – ფიშ­ქა­რი ან კი­დევ ღვი­ნის და­ლა­ლი. ფიშ­ქა­რი არ ყო­ფი­ლა უბ­რა­ლო მო­სამ­სა­ხუ­რე, იგი მო­მა­ვალ­ში სი­რა­ჯი უნ­და გამ­ხდა­რი­ყო. ფიშ­ქა­რი სი­რა­ჯის დი­დი ნდო­ბით სარ­გებ­ლობ­და, ხში­რად მას აგ­ზავ­ნიდ­ნენ სა­ვაჭ­რო­დაც.
ღვი­ნოს უმ­თავ­რე­სად ხა­რის ტყა­ვის­გან სპე­ცი­ა­ლუ­რად ღვი­ნის ჩა­სას­ხმე­ლად შე­კე­რილ რუმ­ბებ­სა და ხის კას­რებ­ში ინა­ხავ­დნენ. დუქ­ნებ­სა და სარ­და­ფებ­ში რუმ­ბე­ბის და­სა­ლა­გე­ბელ ად­გილს ფიშ­ტახ­ტი ერ­ქვა (ფიშ­ტახ­ტი – "რუმ­ბე­ბის და­საწ­ყო­ბი ნა­რი, ტახ­ტი. ერთ-ერ­თი და­რა­ბა ტახ­ტად გა­დე­ბუ­ლი").

დი­დი სი­რაჯ­ხა­ნის დუქ­ნე­ბი და სარ­და­ფე­ბი კა­ხე­თი­დან ტი­კე­ბი­თა და რუმ­ბე­ბით ჩა­მო­ტა­ნი­ლი ღვი­ნით მა­რაგ­დე­ბო­და. თბი­ლი­სე­ლი სი­რა­ჯე­ბი ღვი­ნო­სა და არაყს კა­ხეთ­ში შე­მოდ­გო­მით ყი­დუ­ლობ­დნენ. კა­ხე­თის სოფ­ლებ­ში ჩა­სუ­ლი სი­რა­ჯე­ბი ეზო-ეზო და­დი­ოდ­ნენ, ღვი­ნოს სინ­ჯავ­დნენ და აფა­სებ­დნენ, იწერ­დნენ, ვი­სი ღვი­ნო გა­სი­ნჯეს და ვის რა ფა­სი შე­აძ­ლი­ეს. თუ მეღ­ვი­ნე მა­ღალ ფასს მო­ით­ხოვ­და, მა­შინ შემ­დეგ მო­სუ­ლი შემ­სყიდ­ვე­ლე­ბი ერ­თი­მე­ო­რე­ზე ნაკ­ლებს ფა­სებს შე­აძ­ლევ­დნენ და ამ­ნა­ი­რად სა­სურ­ველ დო­ნემ­დე და­იყ­ვან­დნენ ღვი­ნის ფასს. ახალ­და­წუ­რულ ღვი­ნოს მაჭ­რო­ბი­სას, წი­ნას­წარ იბე­ვებ­დნენ.

და­ბე­ვე­ბულ ქვევ­რებს სარ­ქველ­ზე ნა­ცარს და­აყ­რიდ­ნენ და სა­ხუ­რა­ვის ნა­პი­რებ­ზე სა­კუ­თარ ბე­ჭედს და­ას­ვამ­დნენ, მე­რე ზე­მო­დან კრა­მიტს და­ა­ფა­რებ­დნენ და მი­წას აყ­რიდ­ნენ, მოგ­ვი­ა­ნე­ბით ჩა­ვი­დოდ­ნენ და რუმ­ბე­ბით, კას­რე­ბი­თა და ტი­კე­ბით ქა­ლაქ­ში ჩა­მოჰ­ქონ­დათ.
წე­სი­სა­მებრ, რო­ცა კა­ხე­თის რო­მე­ლი­მე სო­ფელ­ში მე­მა­მუ­ლეს­თან ღვი­ნის წა­მო­სა­ღე­ბად სი­რა­ჯი მი­ვი­დო­და, თან ერთ ფუთ­ზე მე­ტი დო­ში, ხი­ზი­ლა­ლა, თა­ვი შა­ქა­რი, ბავ­შვე­ბის­თვის ტკბი­ლე­უ­ლი, ხა­რა­ზუ­ლი ჩექ­მე­ბი, სა­ჩო­ხე, სა­ა­ხა­ლუ­ხე ან ფა­რა­ჯა მიჰ­ქონ­და. ძღვე­ნი იმ­დე­ნი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო, ხურ­ჯი­ნი "ორ ბიჭს უნ­და შე­ე­ტა­ნა ხვნე­შით". ხში­რად სი­რა­ჯი სო­ფელ­ში ნა­თელ­მი­რონ­საც შე­ი­ტან­და ხოლ­მე.

სი­რაჯს შე­ი­პა­ტი­ჟებ­დნენ და მა­შინ­ვე ღო­რი ან თოხ­ლი თუ არა, ქა­თა­მი და ინ­და­უ­რი მა­ინც და­იკ­ვლე­ბო­და. ვიდ­რე ქვევ­რე­ბი­დან ღვი­ნოს ამო­ი­ღებ­დნენ, სი­რა­ჯი თავს ისე გრძნობ­და, რო­გორც სა­კუ­თარ სახ­ლში. სა­ნამ რუმ­ბებს წყლით გაჟ­ღენ­თდნენ, ღვი­ნოს ჩა­ას­ხამ­დნენ და ურ­მებ­ზე და­ა­ლა­გებ­დნენ, თით­ქმის ორი კვი­რა გა­დი­ო­და.
რო­ცა მო­რიგ­დე­ბოდ­ნენ და რუმ­ბე­ბი და კას­რე­ბი წყლით გა­იჟ­ღინ­თე­ბო­და, სი­რაჯს ღვი­ნის ამომ­ღე­ბი მოჰ­ყავ­და. ღვი­ნის ამომ­ღე­ბი ღვი­ნის მთა­ვა­რი მცოდ­ნე და მე­ჭაშ­ნი­კე იყო. ღვი­ნის ამომ­ღე­ბი ყვე­ლა სო­ფელს თა­ვი­სი ჰყავ­და, რო­მე­ლიც ხში­რად მო­რი­გე­ბის დროს შუ­ა­მავ­ლის როლ­საც ას­რუ­ლებ­და. მას თა­ვის საწ­ყაო ჰქონ­და და ხუ­თი თი­თი­ვით იცო­და, ვინ რო­გორ ღვი­ნოს აყე­ნებ­და, რო­მელს რა ნაკ­ლი ან რა ღირ­სე­ბა ჰქონ­და.

ღვი­ნის ამო­ღე­ბა­საც თა­ვი­სი რი­ტუ­ა­ლი ჰქონ­და. ქვევრს რომ მოხ­დიდ­ნენ და ღვი­ნოს ამო­ი­ღებ­დნენ, მა­რან­ში მყოფ ხალ­ხში ჯა­მით ჩა­მო­ა­ტა­რებ­დნენ და და­ი­ლო­ცე­ბოდ­ნენ, ღმერთს დი­დე­ბა და ჩვენ მშვი­დო­ბაო, იტ­ყოდ­ნენ. მყიდ­ველ-გამ­ყიდ­ველს და­ლო­ცავ­დნენ, ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვით აღე­ბუ­ლი თან­ხის "სი­ხა­რულ­ში და ბედ­ნი­ე­რე­ბა­ში მოხ­მა­რე­ბას" უსურ­ვებ­დნენ ორი­ვე მხა­რეს, ოჯა­ხის ბა­რა­ქას და­ლო­ცავ­დნენ, მე­რე ყვე­ლას გა­მარ­ჯვე­ბი­სას იტ­ყოდ­ნენ და ღვი­ნის ამო­ღე­ბას შე­უდ­გე­ბოდ­ნენ. აწ­ყვის დროს ღვი­ნის გამ­ყიდ­ვე­ლი ერთ ჩაფს ზედ­მეტს უს­ხამ­და, ზოგ­ჯერ ორ­საც.

რო­ცა ღვი­ნის ამო­ღე­ბა დას­რულ­დე­ბო­და, რუმ­ბე­ბი­სა და კას­რე­ბის ურ­მებ­ზე დაწ­ყო­ბის შემ­დეგ, სი­რა­ჯი ან­გა­რიშს უს­წო­რებ­და რო­გორც ღვი­ნის პატ­რონს, ისე ღვი­ნის ამომ­ღებს. ბო­ლოს გა­ი­მარ­თე­ბო­და პუ­რის ჭა­მა და და­ლოც­ვა, სა­დაც უკ­ვე ყვე­ლა, დამ­სწრე­ცა და დამ­ხმა­რეც მო­ნა­წი­ლე­ობ­და.
სი­რა­ჯებს ღვი­ნო ქა­ლაქ­ში და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ურ­მე­ბით ჩა­მოჰ­ქონ­დათ. მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი გზე­ბის გა­მო ხში­რად კა­ხე­თი­დან ღვი­ნის ჩა­მო­ტა­ნას რამ­დე­ნი­მე დღეს უნ­დე­ბოდ­ნენ. ღვი­ნის რუმ­ბე­ბი ურ­მებ­ზე ეწ­ყო. რო­გორც წე­სი, ერ­თად მიჰ­ყავ­დათ 15-20 ურე­მი. ურ­მე­ბის "ქა­რა­ვანს" აღა­ლი ერ­ქვა და აღალ­ბა­ში ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, რო­მელ­საც თა­ვის მხრივ, ზე­დამ­ხედ­ვე­ლად, სი­რა­ჯის ფიშ­ქა­რი ცხე­ნით მიჰ­ყვე­ბო­და. თი­თო ურემ­ზე ორ-ორი რუმ­ბი ან ორ-ორი ორ­მოც­ვედ­რო­ი­ა­ნი კას­რი იდო.

იყო შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც სი­რა­ჯე­ბი ბო­რო­ტად სარ­გებ­ლობ­დნენ კა­ხელ მე­მა­მუ­ლე­თა გუ­ლუხ­ვო­ბით და სხვა­დას­ხვა ხრი­კე­ბით ბევ­რად მე­ტი ღვი­ნო მოჰ­ქონ­დათ, ვიდ­რე მო­რი­გე­ბუ­ლი იყ­ვნენ. ამას გარ­და, თი­თო გავ­სე­ბულ რუმ­ბზე ღვი­ნოს ამა­ტე­ბი­ნებ­დნენ და ფას­საც ხში­რად გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლებს აძ­ლევ­დნენ, ვიდ­რე ღვი­ნის რე­ა­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა იყო.

სი­რა­ჯე­ბი ღვი­ნით თბი­ლის­სა და მის შე­მო­გა­რენ­ში გა­ფან­ტულ სა­სა­დი­ლო­ებს, დუქ­ნებ­სა და სა­მი­კიტ­ნო­ებს ამა­რა­გებ­დნენ. თბი­ლი­სი ღვი­ნის ყვე­ლა­ზე დი­დი მომ­ხმა­რე­ბე­ლი იყო კავ­კა­სი­ა­ში, სა­დაც ყო­ველ­წლი­უ­რად 350 ათა­ს ფუ­თამ­დე (და­ახ­ლო­ე­ბით 5,733 მლნ ლიტ­რი) ღვი­ნო შე­მო­დი­ო­და.
სი­რა­ჯებ­მა თა­ვი­სი ფუნ­ქცია XX სა­უ­კუ­ნე­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­ყა­რე­ბის პე­რი­ოდ­ში, სა­ბო­ლო­ოდ და­კარ­გეს.

გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 80-იან წლებ­ში ძვე­ლი თბი­ლი­სის რე­კონ­სტრუქ­ცი­ი­სას ღვი­ნის აღ­მარ­თზე, იქ, სა­დაც ერთ დროს დი­დი სი­რაჯ­ხა­ნა იყო, ერთ-ერთ ნა­ხე­ვარ­სარ­დაფ­ში ღვი­ნის მცი­რე დუ­ქა­ნი აღად­გი­ნეს. ეს დუ­ქა­ნი არა მხო­ლოდ თბი­ლი­სე­ლებს "აბ­რუ­ნებ­და" ძვე­ლე­ბურ სი­რაჩ­ხა­ნა­ში, არა­მედ უამ­რავ ტუ­რისტს იზი­დავ­და და თან ქუ­ჩის სა­ხელ­საც ამარ­თლებ­და. გარ­და ამი­სა, ღვი­ნის აღ­მარ­თზე დღემ­დეა შე­მო­ნა­ხუ­ლი XIX სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში აშე­ნე­ბუ­ლი სახ­ლე­ბი.

ალექ­სან­დრე ბო­შიშ­ვი­ლი
ჟურნალი "ისტორიანი",#10
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?