შოკოლადი - ყველაზე ტკბილი მსოფლიოს დამპყრობელი
25-01-2018
შოკოლადი - ყველაზე ტკბილი მსოფლიოს დამპყრობელი
შოკოლადის ისტორია 3000 წელიწადზე მეტ ხანს ითვლის. კაკაოს ხის ნაყოფი ცნობილი იყო ცენტრალური ამერიკის ოლმეკის ინდიელებისთვის. მათი ცივილიზაცია ქრისტეს შობამდე 1500 წლით ადრე არსებობდა თანამედროვე მექსიკის ტერიტორიაზე.
მათი კულტურიდან ცოტა რამ თუ შემორჩა, თუმცა, მეცნიერთა მოსაზრებით, სიტყვა "კაკაოს" გამოჩენა სწორედ ოლმეკთა ცივილიზაციის აყვავების პერიოდს უნდა უკავშირდებოდეს.

ამ­ჟა­მად კულ­ტი­ვი­რე­ბუ­ლი კა­კა­ოს წი­ნა­მორ­ბე­დი ვე­ლუ­რი ჯი­შე­ბი ცენ­ტრა­ლუ­რი ამე­რი­კის ხშირ, ჩრდი­ლო­ვან ტყე­ებ­ში იზ­რდე­ბო­და, კა­კა­ოს ნა­ყო­ფის მო­სა­პო­ვებ­ლად ოლ­მე­კე­ბი ექ­სპე­დი­ცი­ებს აწ­ყობ­დნენ. ქრის­ტეს შო­ბი­დან 1000 წლის­თვის ოლ­მე­კე­ბის ად­გი­ლი
მა­ი­ას ინ­დი­ელ­თა კულ­ტუ­რამ და­ი­კა­ვა. მა­ი­ას ინ­დი­ე­ლებს სწამ­დათ კა­კა­ოს ღმერ­თის არ­სე­ბო­ბა. კა­კა­ოს ნა­ყო­ფის­გან მი­ღე­ბულ სა­გან­გე­ბო სას­მელს, შო­კო­ლადს, მა­ი­ას ინ­დი­ე­ლე­ბი წმინ­და სით­ხედ მი­იჩ­ნევ­დნენ და მას რე­ლი­გი­უ­რი რი­ტუ­ა­ლე­ბი­სას იყე­ნებ­დნენ.

მათ შო­კო­ლა­დის დამ­ზა­დე­ბის არა­ერ­თი მე­თო­დი ჰქონ­დათ, მი­ღე­ბულ სით­ხეს ინ­დი­ე­ლე­ბი სხვა­დას­ხვა სა­ნე­ლებ­ლი­თა და და­ნა­მა­ტით ამ­ზა­დებ­დნენ. და­ახ­ლო­ე­ბით 1200 წლის­თვის მა­ი­ას ცი­ვი­ლი­ზა­ცია
აც­ტე­კებ­მა ჩა­ა­ნაც­ვლეს. სწო­რედ მათ უკავ­შირ­დე­ბა კა­კა­ოს მოხ­მა­რე­ბის არე­ა­ლის გა­ფარ­თო­ე­ბა ცენ­ტრა­ლურ ამე­რი­კა­ში. აც­ტეკ­თა ლე­გენ­დის მი­ხედ­ვით, კა­კა­ოს თეს­ლი დე­და­მი­წა­ზე სა­მოთ­ხი­დან მოხ­ვდა, ხო­ლო ნა­ყო­ფი სიბ­რძნი­სა და ძლი­ე­რე­ბის წყა­როდ მი­იჩ­ნე­ო­და. აც­ტე­კე­ბი კა­კა­ოს უზარ­მა­ზარ პლან­ტა­ცი­ებს ფლობ­დნენ. სხვა­დას­ხვა ჯი­შის მარ­ცვალს ინ­დი­ე­ლე­ბი მზე­ზე აშ­რობ­დნენ და შემ­დეგ აქუც­მა­ცებ­დნენ. შო­კო­ლა­დის დამ­ზა­დე­ბი­სას მი­ღე­ბულ სით­ხე­ში უმა­ტებ­დნენ: წყალს, თაფლს, ვა­ნილს, ზოგ­ჯერ მწვა­ნე სი­მინ­დის მარ­ცვალ­სა და და­ნა­ყილ წი­წა­კას.

ღმერ­თე­ბის საკ­ვე­ბი
კო­ლუმ­ბამ­დელ ცენ­ტრა­ლურ ამე­რი­კა­ში შო­კო­ლადს მხო­ლოდ სით­ხის სა­ხით მი­ირ­თმევ­დნენ. მექ­სი­კის ინ­დი­ელ­თა ენა­ზე "შო­კო­ლა­დი" - უფ­რო ზუს­ტად კი "ჩო­კო­ატ­ლი", სწო­რედ "მწა­რე წყალს" ან "წყალ­სა და ქაფს" ნიშ­ნავ­და. ინ­დი­ელ­თა მი­ერ მო­ხარ­შუ­ლი შო­კო­ლა­დი ბლან­ტი, მწა­რე, თუმ­ცა არო­მა­ტუ­ლი იყო. აც­ტეკ­თა იმ­პე­რი­ა­ში კა­კა­ოს ნა­ყო­ფი ძვი­რად ფა­სობ­და - რო­გორც შო­კო­ლა­დის სა­გე­მოვ­ნო თვი­სე­ბე­ბის, ასე­ვე ნა­ყო­ფის რთუ­ლად მი­სად­გომ ად­გი­ლებ­ში მო­პო­ვე­ბის გა­მო. ხო­ლო კა­კა­ოს წარ­მო­მავ­ლო­ბის მი­თო­ლო­გი­უ­რი სა­ფუძ­ვლე­ბი კი­დევ უფ­რო ფა­სე­ულს ხდი­და ამ პრო­დუქტს. აც­ტეკ­თა ძლე­ვა­მო­სილ იმ­პე­რი­ა­ში კა­კა­ოს თესლს ფუ­ლა­დაც იყე­ნებ­დნენ, მო­ნე­ტის მსგავ­სად.

გა­ყალ­ბე­ბის­გან არც ასე­თი "ფუ­ლი" ყო­ფი­ლა და­ცუ­ლი - კა­კა­ოს თეს­ლის ცა­რი­ელ გარსს მი­წით ან თი­ხით ამო­ავ­სებ­დნენ ხოლ­მე. კა­კა­ოს ფუ­ლი კარ­გად გა­დი­ო­და. მა­გა­ლი­თად, მსხვერ­პლთშე­წირ­ვის­თვის გან­წი­რუ­ლი კარ­გი ფი­ზი­კუ­რი აღ­ნა­გო­ბის მო­ნის ფა­სი კა­კა­ოს 4 ათას სა­თეს­ლე მარ­ცვალს უდ­რი­და. აც­ტეკ­თა იმ­პე­რი­ის სა­მე­ფო სა­ცა­ვებ­ში კა­კა­ოს დი­დი მა­რა­გი ინა­ხე­ბო­და. ერ­თი სტან­დარ­ტუ­ლი ტო­მა­რა 24 ათას სა­თეს­ლე მარ­ცვალს იტევ­და. საწ­ყო­ბებ­ში კი ტომ­რე­ბი ათა­სო­ბით ეწ­ყო. შო­კო­ლა­დის "ჯა­დოს­ნუ­რი" სით­ხე მხო­ლოდ შეძ­ლე­ბულ და დიდ­გვა­რო­ვან ინ­დი­ელ­თა სას­მელს წარ­მო­ად­გენ­და.

აც­ტე­კე­ბი კა­კა­ოს ღმერ­თე­ბის საკ­ვებ­საც უწო­დებ­დნენ. აც­ტეკ­თა იმ­პე­რი­ის უკა­ნას­კნე­ლი მმარ­თვე­ლი მონ­ტე­სუ­მა (1466-1520) შო­კო­ლა­დის დი­დი მოყ­ვა­რუ­ლი გახ­ლდათ. მის საწ­ყო­ბებ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 40 ათა­სი ტო­მა­რა კა­კა­ოს სა­თეს­ლე მარ­ცვა­ლი ინა­ხე­ბო­და. მონ­ტე­სუ­მა პრაქ­ტი­კუ­ლად ყო­ველ­დღე მი­ირ­თმევ­და შო­კო­ლადს სხვა­დას­ხვა ოქ­როს თა­სი­დან. შო­კო­ლა­დის და­სამ­ზა­დებ­ლად ინ­დი­ელ­თა კულ­ტუ­რა­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი ჭურ­ჭლის არა­ერ­თი სა­ხე იყო ცნო­ბი­ლი. შო­კო­ლა­დის მო­ხარ­შვის, გაგ­რი­ლე­ბი­სა და შე­ნახ­ვის­თვის გან­სხვა­ვე­ბულ ჭურ­ჭელს იყე­ნებ­დნენ. ნა­პოვ­ნია მა­ი­ას პე­რი­ო­დის თა­სე­ბი იე­როგ­ლი­ფუ­რი წარ­წე­რით "კა­კაო" ან "კა­კაოს­თვის". სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ჯერ კი­დევ ქრის­ტეს შო­ბამ­დე 1200-1000 წლებ­ში ცენ­ტრა­ლუ­რი ამე­რი­კის ინ­დი­ე­ლე­ბი "შო­კო­ლა­დის ლუდ­საც" მი­ირ­თმევ­დნენ. ლუდს სა­ვა­რა­უ­დოდ, კა­კა­ოს თეს­ლის დუ­ღი­ლის შე­დე­გად ამ­ზა­დებ­დნენ.

კა­კა­ო­სა და შო­კო­ლა­დის გა­მო­ყე­ნე­ბის არე­ა­ლი ტრო­პი­კუ­ლი რე­გი­ო­ნი­დან ჩრდი­ლო­ე­თით, თა­ნა­მედ­რო­ვე აშშ-ის სამ­ხრეთ-და­სავ­ლე­თის უდაბ­ნოს ზო­ნამ­დე აღ­წევ­და. ამე­რი­კელ არ­ქე­ო­ლოგ­თა მი­ერ არი­ზო­ნის შტა­ტის ლოს-მუ­ერ­ტოს არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ძეგ­ლის გათ­ხრე­ბი­სას აღ­მო­ჩე­ნი­ლია კე­რა­მი­კუ­ლი ჭურ­ჭე­ლი კა­კა­ოს ნარ­ჩე­ნე­ბით. ამ რე­გი­ო­ნის ინ­დი­ელ­თა თა­სე­ბი მსგავ­სია მექ­სი­კის ინ­დი­ელ­თა ჭურ­ჭლი­სა. მეც­ნი­ერ­თა მო­საზ­რე­ბით, მექ­სი­კის ინ­დი­ე­ლებს კა­კა­ო შო­რე­ულ ჩრდი­ლო­ეთ­შიც გაჰ­ქონ­დათ.

ძვე­ლი სამ­ყა­როს დაპ­ყრო­ბა
შო­კო­ლა­დის ევ­რო­პუ­ლი ის­ტო­რი­ის და­საწ­ყი­სი ქრის­ტე­ფო­რე კო­ლუმ­ბის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა. მე­ოთ­ხე ექ­სპე­დი­ცი­ის (1502-1504) შემ­დეგ კო­ლუმ­ბმა, ევ­რო­პა­ში პირ­ველ­მა, ეს­პა­ნე­თის მე­ფე ფერ­დი­ნანდს კა­კა­ოს მარ­ცვლე­ბი ჩა­მო­უ­ტა­ნა, თუმ­ცა ის უმალ­ვე დაჩ­რდი­ლა ახა­ლი სამ­ყა­როს სხვა სიმ­დიდ­რე­ებ­მა.

ევ­რო­პას შო­კო­ლა­დი ფერ­ნან­დო კორ­ტეს­მა გა­აც­ნო. 1519-1521 წლებ­ში კონ­კის­ტა­დორ­თა მი­ერ აც­ტეკ­თა და­მარ­ცხე­ბი­სა და მექ­სი­კის დაპ­ყრო­ბის შე­დე­გად კორ­ტე­სი ახალ კო­ლო­ნი­ა­ში ეს­პა­ნე­თის მე­ფის­ნაც­ვლად გა­მოც­ხად­და. კორ­ტეს­მა მრა­ვალ სიმ­დიდ­რე­თა შო­რის ყუ­რად­ღე­ბა მი­აქ­ცია ინ­დი­ელ­თა სა­უც­ხოო სას­მელს - შო­კო­ლადს. მცი­რე ხან­ში კორ­ტე­სი კა­კა­ოს უზარ­მა­ზარ პლან­ტა­ცი­ა­თა მფლო­ბე­ლი გახ­და. მან სწო­რად შე­ა­ფა­სა შო­კო­ლა­დის უნი­კა­ლუ­რი სა­გე­მოვ­ნო თვი­სე­ბე­ბი და უმალ­ვე წა­რუდ­გი­ნა ეს­პა­ნე­თის მო­ნარქს.

სა­მე­ფო კა­რი სას­მელ­მა აღაფ­რთო­ვა­ნა. მცი­რე ხან­ში თით­ქმის ყვე­ლა დი­დე­ბუ­ლის სახ­ლში იხარ­შე­ბო­და შო­კო­ლა­დი. ის ევ­რო­პა­შიც იმ­თა­ვით­ვე მე­ფე­თა და დი­დე­ბულ­თა სას­მე­ლი შე­იქ­ნა. შო­კო­ლად­ზე ათას­გვა­რი ხმე­ბი ვრცელ­დე­ბო­და, თუმ­ცა კა­კა­ოს სიძ­ვი­რის გა­მო უბ­რა­ლო მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის ხელ­მი­უწ­ვდო­მე­ლი რჩე­ბო­და. კა­კა­ოს 100 მარ­ცვლით ერ­თი მო­ნის შე­ძე­ნა შე­იძ­ლე­ბო­და. XVI სა­უ­კუ­ნის ეს­პა­ნე­ლი ის­ტო­რი­კო­სი ოვი­ე­დო აღ­ნიშ­ნავ­და: "მხო­ლოდ მდი­და­რი და კე­თილ­შო­ბი­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის ადა­მი­ა­ნი აძ­ლევ­და თავს უფ­ლე­ბას შო­კო­ლა­დი და­ე­ლია, რად­გა­ნაც იგი პრაქ­ტი­კუ­ლად სვამ­და ფულს". სა­მე­ფო კა­რი­სა და დი­დე­ბულ­თა წრე­ე­ბის გარ­და, შო­კო­ლად­მა ეს­პა­ნე­თის მო­ნას­ტრებ­შიც შე­აღ­წია.

1528 წლი­დან ეს­პა­ნეთ­ში და­იწ­ყო კა­კა­ოს თეს­ლის რე­გუ­ლა­რუ­ლი იმ­პორ­ტი ცენ­ტრა­ლუ­რი ამე­რი­კი­დან, რა­საც თავ­და­პირ­ვე­ლად კორ­ტე­სი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. კა­კა­ო­თი დატ­ვირ­თულ ეს­პა­ნურ ხო­მალ­დებს სა­გან­გე­ბო დაც­ვა მოჰ­ყვე­ბო­და. მა­შინ ამ ტვირ­თის გან­სა­კუთ­რე­ბულ ფა­სე­უ­ლო­ბა­ზე ეს­პა­ნელ­თა გარ­და არა­ვინ არა­ფე­რი იცო­და. 1587 წელს ინ­გლი­სელ­თა მი­ერ ეს­პა­ნელ­თა ერთ-ერ­თი გე­მის და­კა­ვე­ბი­სას ბრი­ტა­ნელ­თა­გან უც­ნა­ურ ტვირთს ყუ­რად­ღე­ბა არა­ვინ მი­აქ­ცია. ინ­გლი­სე­ლებ­მა დაპ­ყრო­ბი­ლი გე­მის გან­სატ­ვირ­თად კა­კა­ო­თი სავ­სე ტომ­რე­ბი ზღვა­ში მო­ის­რო­ლეს.
1565 წელს იტა­ლი­უ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბის სწავ­ლულ­მა ბერ­მა ბენ­ცო­ნიმ სა­ფუძ­ვლი­ა­ნად შე­ის­წავ­ლა შო­კო­ლა­დის სას­მ­ლის სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბე­ბი და ნაშ­რო­მი ეს­პა­ნე­თის მე­ფეს წა­რუდ­გი­ნა.
აცტეკთა ძლევამოსილ იმპერიაში კაკაოს თესლს ფულადაც იყენებდნენ, მონეტის მსგავსად
შო­კო­ლად­ზე ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბით ძი­რი­თა­დად მო­ნარ­ქთან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი იე­ზუ­ი­ტი ბე­რე­ბი იყ­ვნენ და­კა­ვე­ბუ­ლი. იმ ეტაპ­ზე შო­კო­ლადს "მექ­სი­კუ­რი", მწა­რე გე­მო ახ­ლდა. ამან აფიქ­რე­ბი­ნა იე­ზუ­ი­ტებს, უფ­რო სა­სი­ა­მოვ­ნო გა­ე­ხა­დათ ეს სას­მე­ლი. ბე­რებ­მა რე­ცეპ­ტი­დან ამო­ი­ღეს წი­წა­კის სა­ნე­ლე­ბე­ლი და შო­კო­ლადს თაფ­ლი გა­უ­ზა­ვეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით შო­კო­ლადს ვა­ნი­ლიც და­ურ­თეს, ხო­ლო თაფ­ლი შა­ქარ­მა ჩა­ა­ნაც­ვლა. შე­დე­გად, შო­კო­ლა­დი უფ­რო გა­ი­აფ­და და მი­სი სა­გე­მოვ­ნო თვი­სე­ბე­ბიც და­იხ­ვე­წა. სულ მა­ლე აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ ცხე­ლი შო­კო­ლა­დი უფ­რო გემ­რი­ე­ლიც კი იყო, ვიდ­რე მექ­სი­კუ­რი რე­ცეპ­ტუ­რით აქამ­დე მი­ღე­ბუ­ლი გრი­ლი სას­მე­ლი.

XVII სა­უ­კუ­ნის და­საწ­ყი­სი­დან შო­კო­ლა­დის დამ­ზა­დე­ბის სა­ი­დუმ­ლო­ზე ეს­პა­ნელ­თა მო­ნო­პო­ლია სრულ­დე­ბა. იტა­ლი­ელ­მა კარ­ლე­ტიმ ამე­რი­კა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბი­დან შო­კო­ლა­დის აც­ტეკ­თა რე­ცეპ­ტი ჩა­მო­ი­ტა­ნა, ხო­ლო კონ­ტრა­ბან­დის­ტებ­მა შო­კო­ლა­დის რე­ცეპ­ტი და ნედ­ლე­უ­ლი ჰო­ლან­დი­ა­ში შე­ი­ტა­ნეს, სა­ი­და­ნაც გერ­მა­ნი­ა­სა და ბელ­გი­ა­ში გავ­რცელ­და. ანა ავ­სტრი­ე­ლის ლუი XVII-სთან და­ქორ­წი­ნე­ბის შე­დე­გად დე­დოფ­ლის უსაყ­ვარ­ლე­სი სას­მე­ლი საფ­რან­გეთ­შიც გა­იც­ნეს. იქი­დან შო­კო­ლად­მა შვე­ი­ცა­რი­ის ალ­პებ­ში შე­აღ­წია. 1621 წლის­თვის ჰო­ლან­დი­ელ­მა კონ­ტრა­ბან­დის­ტებ­მა სა­ბო­ლო­ოდ და­ას­რუ­ლეს ეს­პა­ნელ­თა მო­ნო­პო­ლია კა­კა­ოს სა­ო­კე­ა­ნო ექ­სპორ­ტზე.

ტკბი­ლი წა­მა­ლი
1631 წელს ეს­პა­ნელ­მა ექიმ­მა ან­ტო­ნიო კოლ­მე­ნე­რო დე ლე­დეს­მამ პირ­ველ­მა შე­ად­გი­ნა სამ­კურ­ნა­ლო რე­ცეპ­ტი დი­დე­ბულ­თა წამ­ლო­ბის­თვის. 1653 წელს კი მეც­ნი­ერ­მა ბო­ნა­ვენ­ტუ­რა დე არა­გონ­მა პირ­ველ­მა ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­იკ­ვლია შო­კო­ლა­დის სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბე­ბი. მეც­ნი­ე­რი მი­უ­თი­თებ­და, რომ შო­კო­ლა­დი ხელს უწ­ყობ­და ორ­გა­ნიზ­მის ჯან­მრთელ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას, კუჭ-ნაწ­ლა­ვის სის­ტე­მის ნორ­მა­ლურ ცხო­ველ­მოქ­მე­დე­ბას, ამ­ცი­რებ­და გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა­დო­ბას. იმ დრო­ის ცნო­ბი­ლი ექი­მი ლუდ­ვიგ ჰოფ­მა­ნიც ხში­რად იყე­ნებ­და შო­კო­ლადს კარ­დი­ნალ რი­შე­ლი­ეს სამ­კურ­ნა­ლოდ. შო­კო­ლა­დი არა­ერთ აფ­თი­აქ­ში იყი­დე­ბო­და, რო­გორც ექიმ­თა­გან რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი "ტკბი­ლი წა­მა­ლი".

მა­ლე შო­კო­ლა­დი ევ­რო­პის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ფარ­თო გან­ხილ­ვის საგ­ნად იქ­ცა, მეც­ნი­ე­რე­ბი, ექი­მე­ბი, ენ­თუ­ზი­ას­ტე­ბი მას ტრაქ­ტა­ტებს უძ­ღვნიდ­ნენ. სა­ეკ­ლე­სიო წრე­ებ­ში შო­კო­ლა­დის ირ­გვლივ აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა შე­ი­ნიშ­ნე­ბო­და. მა­გა­ლი­თად, 1624 წელს ვე­ნის ეპის­კო­პოს­მა იო­ა­ნემ ფრან­ცის­კა­ნელ ბე­რებს აუკ­რძა­ლა შო­კო­ლა­დის და­ლე­ვა, რო­გორც ცოდ­ვი­ა­ნი და ვნე­ბა­თა აღ­მაგ­ზნე­ბე­ლი სას­მ­ლი­სა. ვე­ნის ეპის­კო­პოსს იმ დრო­ის უმაღ­ლე­სი სამ­ღვდე­ლო­ე­ბის დი­დი უმ­რავ­ლე­სო­ბა უჭერ­და მხარს. თუმ­ცა რო­მის პა­პის ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბით მრევ­ლის­თვის შო­კო­ლა­დი ნე­ბა­დარ­თუ­ლი იყო. კე­თილ­შო­ბი­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის ქალ­ბა­ტო­ნე­ბი თვით ეკ­ლე­სი­ა­შიც მი­ირ­თმევ­დნენ მას. სა­ბო­ლო­ოდ სას­მე­ლი სამ­ღვდე­ლო­ე­ბამ ნე­ბა­დარ­თუ­ლად გა­მო­აც­ხა­და.

შო­კო­ლა­დის ის­ტო­რი­ა­ში ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ვი მოვ­ლე­ნა მოხ­და 1659 წელს. საფ­რან­გეთ­ში კონ­დი­ტერ­მა და­ვიდ შე­ლუმ პირ­ვე­ლი შო­კო­ლა­დის ფაბ­რი­კა გახ­სნა, შექ­მნა პირ­ვე­ლი მყა­რი შო­კო­ლა­დი. ფაბ­რი­კა­ში სხვა­დას­ხვა სა­ხის ნამ­ცხვრი­სა და ტორ­ტის მომ­ზა­დე­ბა და­იწ­ყო შო­კო­ლა­დის შიგ­თავ­სით. თუმ­ცა შო­კო­ლა­დი კვლავ ექ­სკლუ­ზი­ურ და ძვი­რად ღი­რე­ბულ პრო­დუქ­ტად რჩე­ბო­და.

1671 წელს კი ბელ­გი­ა­ში საფ­რან­გე­თის ელ­ჩმა, ჰერ­ცოგ­მა პლესი-პრა­ლინ­მა პირ­ვე­ლად შექ­მნა ტკბი­ლი დე­სერ­ტი "პრა­ლი­ნე" - შო­კო­ლა­დით, ნუ­ში­თა და კაკ­ლის შიგ­თავ­სით, და­შაქ­რუ­ლი თაფ­ლი­თა და კა­რა­მე­ლით.
XVIII სა­უ­კუ­ნე­ში, მრეწ­ვე­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად, შო­კო­ლა­დი უფ­რო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­და, და­ე­ცა მი­სი ფა­სიც. რე­ცეპ­ტებ­ში და­ე­მა­ტა: რძე, სხვა­დას­ხვა სა­ნე­ლე­ბე­ლი, ღვი­ნო და ლუ­დიც კი. თუ მა­ნამ­დე შო­კო­ლა­დი ზრდას­რულ­თა სას­მე­ლად მიიჩნეოდა, თან­და­თან ბავ­შვე­ბის საყ­ვა­რელ სას­მე­ლად გა­და­იქ­ცა. რძე შო­კო­ლადს 1700 წელს პირ­ვე­ლად ინ­გლი­სე­ლებ­მა და­უ­მა­ტეს. ცხე­ლი შო­კო­ლა­დი საკ­მა­ოდ მა­გა­რი სას­მე­ლი იყო, რძის და­მა­ტე­ბით კი იგი შე­და­რე­ბით მსუ­ბუქ და ბავ­შვე­ბის­თვის სა­სურ­ველ სას­მე­ლად იქ­ცა.

1728 წელს ბრი­ტა­ნეთ­ში ფრე­ის ოჯახ­მა ქა­ლაქ ბრის­ტოლ­ში მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი მე­ქა­ნი­ზე­ბუ­ლი ქარ­ხა­ნა გახ­სნა. და­სა­ბა­მი მი­ე­ცა შო­კო­ლა­დის ინ­ტენ­სი­ურ წარ­მო­ე­ბას, რა­მაც ფა­სი შე­ამ­ცი­რა. ინ­გლის­ში შო­კო­ლა­დი სულ უფ­რო პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბო­და. ყა­ვი­სა და ჩა­ის სახ­ლე­ბის გვერ­დით გახ­სნილ­მა შო­კო­ლა­დის სახ­ლებ­მა ყვე­ლა­ზე მე­ტი კლი­ენ­ტუ­რა მი­ი­ზი­და.

1732 წელს ფრან­გმა ხე­ლო­სან­მა დე­ბუ­სონ­მა კა­კა­ოს მარ­ცვლე­ბის და­ქუც­მა­ცე­ბის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რი მე­ქა­ნიზ­მი შექ­მნა. შე­დე­გად, შო­კო­ლა­დის წარ­მო­ე­ბა უკ­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო არა მხო­ლოდ მსხვილ ფაბ­რი­კებ­ში. მა­ლე ევ­რო­პის პა­ტარ-პა­ტა­რა ქა­ლა­ქებ­ში შო­კო­ლა­დის მცი­რე სა­წარ­მო­ე­ბი გა­იხ­სნა.
1737 წელს კი სა­მეც­ნი­ე­რო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში კა­კა­ოს ხეს ოფი­ცი­ა­ლუ­რი ლა­თი­ნური სა­ხელ­წო­დე­ბა მი­ა­კუთ­ვნეს: The­ob­ro­ma ca­cao ("კა­კაო - ღმერ­თე­ბის საკ­ვე­ბი").

1765 წელს, ამ­ჯე­რად უკ­ვე გა­ევ­რო­პე­ლე­ბუ­ლი, შო­კო­ლა­დი ამე­რი­კა­ში ბრუნ­დე­ბა. ინ­გლი­სის რწმუ­ნე­ბულ­მა ჩრდი­ლო­ე­თა­მე­რი­კულ ბრი­ტა­ნულ კო­ლო­ნი­ებ­ში ჯონ ჰა­ნონ­მა ამე­რი­კა­ში შო­კო­ლა­დი ჩა­ი­ტა­ნა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ჯე­იმს ბე­ი­კერ­მა მა­სა­ჩუ­სეტ­სში პირ­ვე­ლი შო­კო­ლა­დის ფაბ­რი­კა გახ­სნა.
კაკაოს გაჭრილი ნაყოფი
"მსოფ­ლი­ოს დამ­ყრო­ბე­ლი"

XIX-XX სა­უ­კუ­ნე­ე­ბი შო­კო­ლა­დის ის­ტო­რი­ა­ში რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი პე­რი­ო­დია. შო­კო­ლად­მა მი­ი­ღო კლა­სი­კუ­რი სა­ხე. შე­ი­მუ­შა­ვეს სხვა­დას­ხვა სა­ხის შო­კო­ლა­დის დამ­ზა­დე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, შე­იქ­მნა უნი­კა­ლუ­რი ბრენ­დე­ბი. მან მსოფ­ლიო შე­მო­ი­ა­რა და ყველ­გან ნო­მერ პირ­ვე­ლი ტკბი­ლე­უ­ლის ად­გი­ლი და­ი­კა­ვა.

1819 წელს შვე­ი­ცა­რი­ელ­მა ფრან­სუა ლუი კა­ი­ემ კა­კა­ოს ფხვნი­ლის დაწ­ნე­ხით შო­კო­ლა­დის ფი­ლა შექ­მნა. ერ­თი წლის შემ­დეგ შო­კო­ლა­დის ფი­ლე­ბის ფაბ­რი­კა აშენ­და, თუმ­ცა ის ფი­ლე­ბი ერ­თობ ფხვი­ე­რი იყო და თა­ნა­მედ­რო­ვე შო­კო­ლა­დის ფი­ლას ნაკ­ლე­ბად წა­ა­გავ­და.
XIX სა­უ­კუ­ნის 20-იან წლებ­ში შო­კო­ლა­დის წარ­მო­ე­ბა კრი­ზი­სის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდა. ევ­რო­პა­ში მოთ­ხოვ­ნი­ლე­ბა იზ­რდე­ბო­და და დიდ­მა თუ მცი­რე ფაბ­რი­კებ­მაც წარ­მო­ე­ბა გა­ა­ორ­მა­გეს. თუმ­ცა და­ე­ცა ნედ­ლე­უ­ლის ხა­რის­ხი.

ლა­თი­ნურ ამე­რი­კა­ში სამ­ხედ­რო-პო­ლი­ტი­კურ­მა მღელ­ვა­რე­ბებ­მა ევ­რო­პა­ში კა­კა­ოს ექ­სპორ­ტი გა­აძ­ნე­ლა. თან ცენ­ტრა­ლუ­რი ამე­რი­კის პლან­ტა­ცი­ე­ბი მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის შე­დე­გად იფი­ტე­ბო­და. ახა­ლი გზე­ბის ძი­ე­ბი­სას კა­კა­ო­თი მო­ვაჭ­რე­ებ­მა ყუ­რად­ღე­ბა მი­აპ­ყრეს სამ­ხრეთ ამე­რი­კა­ში ეკ­ვა­დორ­სა და ბრა­ზი­ლი­ას, აზი­ა­ში - ინ­დო­ნე­ზი­ას, აფ­რი­კა­ში - კონ­გოს, სპი­ლოს ძვლის ნა­პირს. იქა­უ­რი ჰა­ვა კლი­მა­ტუ­რი პი­რო­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კა­კა­ოს პლან­ტა­ცი­ე­ბის­თვის იდე­ა­ლურ გა­რე­მოს ქმნიდ­ნენ. თუმ­ცა ახა­ლი პლან­ტა­ცი­ე­ბის გა­შე­ნე­ბა ხან­გრძლივ და შრო­მა­ტე­ვად პრო­ცესს ით­ხოვ­და.

მი­უ­ხე­და­ვად პრობ­ლე­მე­ბი­სა, 1828 წელს შო­კო­ლა­დის ის­ტო­რი­ა­ში გარ­დამ­ტე­ხი მნიშ­ვნე­ლო­ბის მოვ­ლე­ნა მოხ­და. ჰო­ლან­დი­ე­ლი კონ­რად ვან ჰა­უ­ტე­ნის ტექ­ნო­ლო­გი­ით მი­ი­ღეს თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ხის მკვრი­ვი შო­კო­ლა­დი. მა­ნამ­დე არ­სე­ბულ ფხვნი­ლო­ვან შო­კო­ლად­ში კა­კა­ოს ზე­თის და­მა­ტე­ბით შო­კო­ლა­დის მა­ღა­ლი ხა­რის­ხით გამ­კვრი­ვე­ბა მო­ხერ­ხდა.
შო­კო­ლა­დის ფორ­მა­სა და ეს­თე­ტი­კურ მხა­რეს ყუ­რად­ღე­ბა გერ­მა­ნელ­მა მე­ფუნ­თუ­შე შტოლ­ვერ­კმა მი­აქ­ცია. მან და­იწ­ყო შო­კო­ლა­დის კან­ფე­ტე­ბი­სა და ფი­გუ­რუ­ლი ფი­ლე­ბის დამ­ზა­დე­ბა, რაც ესო­დენ ახა­რებ­და ბავ­შვებს. მრა­ვა­ლი წლის შემ­დეგ შტოლ­ვერ­კის ფაბ­რი­კა გერ­მა­ნი­ის ერთ-ერთ უმ­სხვი­ლეს კომ­პა­ნი­ად გა­და­იქ­ცა.
კაკაოს ხე
1840-იან წლებ­ში იხ­ვე­წე­ბა ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სი და თით­ქმის მთე­ლი ევ­რო­პის მას­შტა­ბით ფაბ­რი­კებ­ში მკვიდ­რდე­ბა შო­კო­ლა­დის სა­ერ­თო-კლა­სი­კუ­რი რე­ცეპ­ტი, რო­მე­ლიც დღე­საც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა.
1867 და 1875 წლებ­ში შვე­ი­ცა­რი­ელ­მა ჰენ­რი ნეს­ტლემ მი­ი­ღო რძის ფხვნი­ლი, ხო­ლო მის­მა თა­ნა­მე­მა­მუ­ლე და­ნი­ელ პე­ტერ­მა ეს ფხვნი­ლი შო­კო­ლადს და­უ­მა­ტა. ახა­ლი ტი­პის მკვრივ რძი­ან შო­კო­ლადს გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სი­ა­მოვ­ნო და ნა­ზი გე­მო ჰქონ­და.

შო­კო­ლა­დის წარ­მო­ე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბას­თან ერ­თად სა­მომ­ხმა­რებ­ლო ბა­ზარ­ზე გა­მოჩ­ნდა უხა­რის­ხო ნედ­ლე­უ­ლით დამ­ზა­დე­ბუ­ლი, აგ­რეთ­ვე, ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი შო­კო­ლა­დის პრო­დუქ­ცია. 1890 წლი­დან ევ­რო­პის სა­ხელ­მწი­ფო­თა მთავ­რო­ბებ­მა ყუ­რად­ღე­ბა მი­აქ­ცი­ეს ამ პრობ­ლე­მას. შო­კო­ლადს მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში უკ­ვე კა­ნონ­მდებ­ლო­ბა იცავს. მა­ლე კი სხვა სა­ხის სურ­სა­თის უსაფ­რთხო­ე­ბის­თვი­საც გა­ტარ­და ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

XX სა­უ­კუ­ნე­ში შო­კო­ლად­მა მსოფ­ლიო აღი­ა­რე­ბა მო­ი­პო­ვა. 1900-იან წლებ­ში კა­კა­ო­სა თუ შა­ქარ­ზე ფა­სე­ბის და­ცე­მამ შო­კო­ლა­დი ყვე­ლას­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი გა­ხა­და. აზი­ის, აფ­რი­კი­სა თუ ცენ­ტრა­ლურ ამე­რი­კის პლან­ტა­ცი­ე­ბი ნედ­ლე­უ­ლის ბა­ზაა. ბელ­გი­ა­ში, საფ­რან­გეთ­სა და შვე­ი­ცა­რი­ა­ში შო­კო­ლა­დის წარ­მო­ე­ბის ინო­ვა­ცი­ე­ბით არა­ერ­თი მსოფ­ლიო ბრენ­დი შე­იქ­მნა: Cal­le­ba­ut, Ca­cao Barry, Ne­u­ha­us, Go­di­va, La Ma­i­son du Cho­co­lat, Fa­uc­hon, Lindt, Suc­hard, Sprun­gli
ამერიკელ ინდიელთა მსგავსად, ევროპაშიც შოკოლადი თავდაპირველად დიდებულთა და შეძლებულთა სასმელი გახდა
1912-1940 წლებ­ში ევ­რო­პის მო­წი­ნა­ვე ფაბ­რი­კებ­ში შო­კო­ლა­დის არა­ერ­თი ორი­გი­ნა­ლუ­რი რე­ცეპ­ტუ­რა იქ­მნე­ბა, სხვა­დას­ხვა გა­ფორ­მე­ბით, მოყ­ვა­ნი­ლო­ბით თუ შიგ­თავ­სით. 1940-ია­ნი წლე­ბის­თვის მსოფ­ლი­ო­ში შო­კო­ლა­დი ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და მა­ღალ­კა­ლო­რი­უ­ლი საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტია. II მსოფ­ლიო ომის შემ­დგომ კი­დევ უფ­რო იზ­რდე­ბა მოთ­ხოვ­ნი­ლე­ბა შო­კო­ლად­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით აზი­ა­სა და აფ­რი­კა­ში.

1980 წლი­დან ჩნდე­ბა დი­ე­ტუ­რი შო­კო­ლა­დი და შო­კო­ლა­დის დი­ე­ტე­ბი.
1996 წელს ბელ­გი­ურ-ფრან­გუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის შე­დე­გად ჩა­მო­ყა­ლიბ­და კონ­ცერ­ნი Barry Cal­le­ba­ut-ი, ის შო­კო­ლა­დის ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო და­მამ­ზა­დე­ბე­ლი გახ­და.

11 ივ­ლი­სი მსოფ­ლი­ო­ში შო­კო­ლა­დის დღე­დაა გა­მოც­ხა­დე­ბუ­ლი (და­წეს­და ფრან­გე­ბის მი­ერ 1995 წელს).

მი­ხე­ილ ბარ­ნო­ვი
ჟურნალი "ისტორიანი",#10
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!