ძაღლი და ისტორია
ძაღლი და ისტორია
ძაღლი ადამიანის ისტორიის განუყოფელი ნაწილი იყო უძველესი დროიდან. მრავალ კულტურაში მას მნიშვნელოვანი როლი ეკისრებოდა. ძაღლის მოშინაურების ყველაზე ადრინდელი მატერიალური დადასტურება აღმოჩნდა ათასწლეულების წინანდელ სამარხებში, დღევანდელი ისრაელის ტერიტორიაზე.
აქ იპოვეს ლეკვებისა და ზრდასრული ძაღლების ჩონჩხები, რომელთაც ადამიანების გვერდით მარხავდნენ.

კაცობრიობის ისტორიაში ცნობილ პირველ ლიტერატურულ ნაწარმოებში, შუმერულ გილგამეშის ეპოსში ძაღლებს საპატიო როლი აქვთ მიკუთვნებული. ქალღმერთი ინანა (იშთარი) შვიდი ძვირფასი მონადირე ძაღლის თანხლებით მოგზაურობს. ძაღლის არაერთი გამოსახულებაა შემონახული მესოპოტამიურ კულტურებში. ისინი არა მარტო
მონადირეები არიან, არამედ თანამგზავრებიც. ადამიანის ოთხფეხა მეგობრების სტატუეტები და რელიეფური გამოსახულებები შეიქმნა ურუქში, ასევე ნინევიაში, ასურეთის მთავარ ქალაქში. ძაღლის ნერწყვს სამკურნალო თვისებებს მიაწერდნენ, რადგან ხედავდნენ, რომ ცხოველი თავის ჭრილობებს ილოკავდა, რათა შეხორცებისთვის შეეწყო ხელი.

ინდურ ეპოს "მაჰაბჰარატაში" მეფე იუდჰიშტირა სამოთხის კარიბჭესთან უარს ამბობს იქ შესვლაზე,
რადგან მასთან ერთად მის ძაღლსაც არ უშვებენ. როცა იუდჰიშტირა ერთგული და კეთილშობილი არსების გამო მზად არის, მიწაზე დაბრუნდეს ან ჯოჯოხეთშიც კი ჩავიდეს, მას აუწყებენ, რომ ესეც გამოცდა იყო და ცხადია, სამოთხეში შესვლა თავის ძაღლთან ერთად შეუძლია. ზოგიერთ ვერსიაში ეს ძაღლი საერთოდ ღმერთი ვიშნუ აღმოჩნდება, რომელიც მეფეს მთელი ცხოვრება აკვირდებოდა...
ძაღლის სხეული ყველა წესის დაცვით არის მუმიფიცირებული
ეგვიპტეში ძაღლებს დიდი პატივით მარხავდნენ ღმერთ ანუბისის ტაძარში, რომელიც ძაღლის ან ტურის თავით გამოისახებოდა. შემორჩენილია ძაღლების მუმიებიც. აღსანიშნავია, რომ მუმიფიცირება ყველა წესის დაცვით არის შესრულებული. ეგვიპტელები მათ ოჯახის წევრებად მიიჩნევდნენ და პატივსაც შესაბამისად მიაგებდნენ.

არსებობს ფარაონის ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია კუნძულ მალტაზე დიდი ხნის წინ. ბოლო წლების გენეტიკური ანალიზით არ დადასტურდა გავრცელებული მითი ამ ჯიშის ძველ ეგვიპტესთან კავშირის შესახებ.

ძველი ბერძნებისთვის ძაღლი იყო ადამიანის კომპანიონი, დამცველი და მონადირე. რომაელებს ძაღლი ოჯახის მცველად მიაჩნდათ. რომაულ კანონში ძაღლი მოხსენიებულია, როგორც სახლისა და პირუტყვის დამცველი. საინტერესოა, რომ ჩინეთშიც ძაღლი დიდი ხნის წინ მოათვინიერეს. მათ იყენებდნენ ნადირობისას, მაგრამ ასევე საკვებადაც და სამსხვერპლოდ მკითხაობისთვის. ძაღლის სისხლი მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო დაფიცებისას ან დაწყევლისას - ეს ცხოველიცა და მისი სისხლიც ღმერთის საჩუქრად მიაჩნდათ.
მეფე იუდჰიშტირა და მისი ძაღლი
პლატონი ძაღლს იხსენიებს, როგორც "სწავლის მოყვარულსა" და "გაოცების ღირს ცხოველს". დიოგენე სინოპელს მოსწონდა ძაღლების ცხოვრების უბრალოება და მათი მიბაძვისკენ მოუწოდებდა. ისტორიის განმავლობაში მეტ-ნაკლებად იცვლებოდა ადამიანის დამოკიდებულება სხვა მოშინაურებული ცხოველების მიმართ, ძაღლი კი მუდამ იყო და დღესაც არის ადამიანის საუკეთესო მეგობარი და დამცველი. ამის დამამტკიცებელი საბუთი არ სჭირდება არც ერთ ადამიანს დღევანდელ მსოფლიოში, ვინც ძაღლის პატრონია და მის ერთგულებას ყოველდღე ხედავს.

მომზადებული ancient.eu-ს მიხედვით
ჟურნალი "ისტორიანი",#85
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები