მეფე-პლეიბოი დიდ ბრიტანეთში - ედუარდ VII-ის "არანორმირებული მეფობა" მკაცრი ვიქტორიანული ეპოქის შემდეგ
16-02-2018
მეფე-პლეიბოი დიდ ბრიტანეთში - ედუარდ VII-ის "არანორმირებული მეფობა" მკაცრი ვიქტორიანული ეპოქის შემდეგ
დიდი ბრიტანეთის მონარქ ედუარდ VII-ს არ უყვარდა მარტო ძილი. მას ჰყავდა ათასზე მეტი, ზოგი ბიოგრაფის მტკიცებით კი 10 ათასზე მეტი საყვარელი.

ედუ­არდ VII-მ სულ რა­ღაც ცხრა წე­ლი­წადს იმე­ფა (1901-1910), თუმ­ცა მის სა­ხელს არა­ერ­თი დამ­კ­ვიდ­რე­ბუ­ლი პომ­პე­ზუ­რი რი­ტუ­ა­ლი უკავ­შირ­დე­ბა. მო­ნარ­ქი დი­დი ლი­ბე­რა­ლი და სკან­და­ლის­ტი გახ­ლ­დათ, მი­სი ზო­გი­ერ­თი ნა­მოქ­მე­და­რი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებს დღე­საც სირ­ცხ­ვი­ლის­გან აწით­ლებთ.
უელ­სის უფ­ლის­წულ ალ­ბერტ-ედუ­არდს, შემ­დ­გომ­ში მე­ფე ედუ­არდ VII-ს, მარ­ტო ძი­ლი არ უყ­ვარ­და. მე­უღ­ლე ალექ­სან­დ­რა გლი­უკ­ს­ბურ­გ­თა გვა­რი­დან, და­ნი­ე­ლი პრინ­ცე­სა, მა­შინ­დე­ლი ევ­რო­პის ერთ-ერ­თი
ულა­მა­ზე­სი ბა­ნო­ვა­ნი, მას ნამ­დ­ვი­ლად ვერ უწევ­და "ღირ­სე­ულ" კომ­პა­ნი­ო­ნო­ბას. ბერ­ტი, რო­გორც ალ­ბერტს ში­ნა­უ­რე­ბი მო­ფე­რე­ბით ეძახ­დ­ნენ, ამ­ბობ­და, რომ ოჯა­ხურ გა­რე­მოც­ვა­ში "რა­ღაც სი­ცა­რი­ე­ლეს" გრძნობ­და, რა­საც სხვა ქა­ლებ­თან ტრფი­ა­ლით ავ­სებ­და.

მაგ­რამ ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად, ჩა­პუტ­კუ­ნე­ბულ არის­ტოკ­რატს მა­მა­კა­ცუ­რი პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მ­ნა. ელექ­ტ­რო­ბი­თაც კი და­იწყო მკურ­ნა­ლო­ბა. შე­უკ­ვე­თა სპე­ცი­ა­ლუ­რი დი­ვან-სა­ვარ­ძე­ლი სა­სიყ­ვა­რუ­ლო თავ­შექ­ცე­ვის­თ­ვის. დღ
ეს ეს ავე­ჯი კერ­ძო პირ­თა ხელ­შია, თუმ­ცა ასი წლის წინ პა­რი­ზის მდიდ­რულ სა­როს­კი­პო სახ­ლ­ში იდ­გა, ლე-შა­ბა­ნეს ქუ­ჩა­ზე, ლუვ­რის გვერ­დით. ბერ­ტი ამ სახ­ლის ხში­რი სტუ­მა­რი გახ­ლ­დათ. იქ მას სა­კუ­თა­რი ოთა­ხი ჰქონ­და, ლო­გი­ნის თავ­ზე მი­სი სა­ხე­ლო­ბი­თი გერ­ბი ეკი­და. აპარ­ტა­მენ­ტ­ში სა­გან­გე­ბოდ მის­თ­ვის და სტუ­მა­რი ქა­ლე­ბის­თ­ვის მოწყო­ბი­ლი იყო გე­დის ფორ­მის, ქა­ლის­სა­ხი­ა­ნი დი­დი სპი­ლენ­ძის ბი­დე (ჭურ­ჭე­ლი, ბა­კა­ნი სხე­უ­ლის ზო­გი­ერ­თი ნა­წი­ლის ჩა­სა­ბა­ნად). მო­მა­ვა­ლი მე­ფე ბი­დეს შამ­პა­ნუ­რით ავ­სებ­და და მას­ში ჭყუმ­პა­ლა­ობ­და. სა­როს­კი­პოს და­ხურ­ვის შემ­დეგ, 1951 წელს, ბი­დე მხატ­ვარ­მა სალ­ვა­დორ და­ლიმ 110 ათას ფრან­კად შე­ი­ძი­ნა.

ყვა­ვი­ლე­ბით მო­ქარ­გულ, ხა­ვერ­დის ბა­ლი­შე­ბით დამ­შ­ვე­ნე­ბულ "ორ­დო­ნი­ან" დი­ვანს კი ლი­თო­ნის მტკი­ცე ფე­ხე­ბი ჰქონ­და. ეს ავე­ჯი სა­ხელ­გან­თ­ქ­მულ არის­ტოკ­რატს ერ­თ­დ­რო­უ­ლად ორ პარ­ტ­ნი­ორ ქალ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევ­და. რა­ღაც მო­ნა­გონ ამ­ბავს ჰგავს? შე­საძ­ლოა, თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი ფაქ­ტე­ბით დას­ტურ­დე­ბა.

დღეს მე­ფე ედუ­არ­დი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, მი­ვიწყე­ბუ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი პი­რია. მის ძეგლს ლონ­დო­ნე­ლე­ბი გულ­გ­რი­ლად უვ­ლი­ან გვერდს. ის მხო­ლოდ პე­დანტ ტუ­რის­ტებ­სა და მტრე­დებს თუ იზი­დავს. სა­უ­კუ­ნის წინ კი საქ­მე სხვაგ­ვა­რად იყო.

* * *
მო­მა­ვა­ლი მო­ნარ­ქი 1841 წლის 9 ნო­ემ­ბერს და­ი­ბა­და. ხო­ლო რო­ცა მე­ფე გახ­და, უკ­ვე ხან­ში შე­სუ­ლი, გა­მე­ლო­ტე­ბუ­ლი და ღი­პი­ა­ნი იყო. ბრი­ტა­ნე­თის ტახ­ტი მა­შინ გა­თა­ვი­სუფ­ლ­და, რო­ცა დე­და­მის­მა, დე­დო­ფალ­მა ვიქ­ტო­რი­ამ, რო­მე­ლიც 63 წე­ლი­წადს მე­ფობ­და, სუ­ლი გა­ნუ­ტე­ვა. ედუ­არ­დ­მა მცი­რე ხანს იმე­ფა – სულ რა­ღაც 9 წე­ლი­წადს. ამ­ბო­ბენ, რომ იგი მა­გარ­მა თამ­ბა­ქომ, მე­ქალ­თა­ნე­ო­ბამ და მუ­ცელ­ღ­მერ­თო­ბამ შე­ი­წი­რა. თუმ­ცა ის­ტო­რი­კო­სებ­მა XX სა­უ­კუ­ნის პირ­ველ ათ­წ­ლე­ულ­სა და ზოგ შემ­თხ­ვე­ვა­ში კი­დევ რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­საც, ედ­ვარ­დი­ა­ნუ­ლი ეპო­ქა უწო­დეს.

ედუ­არ­დი ბრი­ტა­ნე­თის პირ­ვე­ლი მო­ნარ­ქია, რო­მელ­მაც სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­უ­ყა­რა გრან­დი­ო­ზუ­ლი მას­შ­ტა­ბის გა­სარ­თობ ღო­ნის­ძი­ე­ბებს, და­ა­არ­სა მო­დუ­რი ჟურ­ნა­ლე­ბი, მე­უღ­ლე ალექ­სან­დ­რას­თან ერ­თად ხში­რად და­ა­ჭე­ნებ­და კაბ­რი­ო­ლეტს და ერ­თხელ ნორ­ფოლ­კის ვიწ­რო ქუ­ჩა­ში გა­და­ყი­რავ­დ­ნენ კი­დეც. ძა­ლი­ან უყ­ვარ­და ნა­დი­რო­ბა. დიდ თან­ხებ­ზე თა­მა­შობ­და ბან­ქოს.
უელსის პრინცი 22 წლის ასაკში
ყო­ველ­დღი­უ­რად ეწე­ო­და ათ სი­გა­რას, სვამ­და ზღვა სას­მელს, სა­დი­ლად რვა სა­ხის კერძს მი­ირ­თ­მევ­და. თით­ქ­მის ყო­ველ ღა­მეს მო­რიგ საყ­ვა­რელ­თან ატა­რებ­და, რომ­ლე­ბიც შემ­დეგ ჩურ­ჩუ­ლით იხ­სე­ნებ­დ­ნენ მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ღა­მე­ულ ორ­გი­ებს.
ვიქ­ტო­რი­ა­ნუ­ლი მო­რა­ლის (უფ­რო სწო­რად, მი­სი პრინ­ცი­პე­ბის, რად­გან არ­სე­ბობ­და ჭო­რე­ბი, რომ ვიქ­ტო­რი­ა­საც ჰყავ­და საყ­ვარ­ლე­ბი) ხუნ­დე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ­მა ბრი­ტა­ნე­ლებ­მა შვე­ბით ამო­ი­სუნ­თ­ქეს: მუდ­მი­ვად უკ­მა­ყო­ფი­ლო, ბუზღუ­ნა, მდუ­მა­რე მატ­რო­ნას ნაც­ვ­ლად, ახ­ლა მათ თით­ქ­მის ბა­რო­კოს სტი­ლის მე­ფე, "ჩვე­ნი ბი­ჭი" ჰყავ­დათ.

ბერ­ტის უყ­ვარ­და უბ­რა­ლო ხალ­ხ­თან შეხ­ვედ­რა, ზრუ­ნავ­და კი­დეც მათ­ზე: აშე­ნებ­და სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ებს, სას­ტუმ­რო­ებს, გაჰ­ყავ­და რკი­ნიგ­ზა. ცდი­ლობ­და, არ ჩა­მორ­ჩე­ნო­და თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ებს. მი­სი დი­დი გა­ტა­ცე­ბა იყო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი. ბნე­ლი, მო­ღუ­შუ­ლი სა­სახ­ლე­ე­ბის დარ­ბა­ზებ­ში ელექ­ტ­რო­ლამ­პე­ბი და­ად­გ­მე­ვი­ნა. ერ­თ­გულ ქვე­შევ­რ­დო­მებს ძა­ლი­ან მოს­წონ­დათ იგი, რად­გან თა­ვი­სი ქცე­ვით უბ­რა­ლო ადა­მი­ანს ჰგავ­და – არ ერი­დე­ბო­და სა­კუ­თა­რი გრძნო­ბე­ბის გამ­ჟ­ღავ­ნე­ბას და არც აშ­კა­რად კონ­ტ­რო­ვერ­სი­ულ საქ­ცი­ელ­ზე ამ­ბობ­და უარს. თუმ­ცა "კონ­ტ­რო­ვერ­სი­უ­ლი საქ­ცი­ე­ლი" საკ­მა­ოდ მსუ­ბუ­ქად ნათ­ქ­ვა­მია. ბერ­ტი ქა­ლე­ბი­სად­მი და­უ­ო­კე­ბელ ლტოლ­ვას ამ­ჟ­ღავ­ნებ­და.

1861 წელს ბერ­ტიმ ოქ­ს­ფორ­დ­ში და­იწყო სწავ­ლა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სას­წავ­ლებ­ლი­დან საკ­მა­ოდ შორს ცხოვ­რობ­და, ხში­რად უს­ხ­ლ­ტე­ბო­და ხე­ლი­დან მე­ურ­ვე­ებს მე­გო­ბარ გო­გო­ნებ­თან ერ­თად. მო­მა­ვა­ლი მო­ნარ­ქი სწავ­ლა­ზე მეტ დროს ცხენ­თა შე­ჯიბ­რე­ბას, სი­გა­რა­სა და ალ­კო­ჰო­ლურ სას­მე­ლებს უთ­მობ­და. ამის შემ­ხედ­ვა­რე მის­მა მშობ­ლებ­მა გა­დაწყ­ვი­ტეს, ირ­ლან­დი­ა­ში, სამ­ხედ­რო ბა­ნაკ­ში გა­ეგ­ზავ­ნათ. ეს დი­დი შეც­დო­მა იყო. მე­გობ­რე­ბმა ბერ­ტი და­ი­ყო­ლი­ეს და მის ბი­ნა­ში (მო­მა­ვა­ლი მე­ფე გე­ნე­რალ­თა ბი­ნა­ში ცხოვ­რობ­და) მსა­ხი­ო­ბი და მსუ­ბუ­ქი ყო­ფაქ­ცე­ვის ქა­ლი, ნე­ლი კლიფ­დე­ნი მი­იყ­ვა­ნეს. სექ­ს­მა ჭა­ბუკ­ზე ნარ­კო­ტი­კი­ვით იმოქ­მე­და. მა­ლე ბერ­ტის ცხოვ­რე­ბა­ში სხვა ქა­ლე­ბიც გა­მოჩ­ნ­დ­ნენ. ეს მის დღი­უ­რებ­შიც ჩანს.

ამ ამ­ბის შეტყო­ბი­სას მა­მა­მი­სი ალ­ბერ­ტი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­ე­შუ­რა შვილ­თან და­სა­ლა­პა­რა­კებ­ლად. არ­წ­მუ­ნებ­და, რომ ახალ­გაზ­რ­და ცუდ გზას ად­გა. ამ დროს მა­მა-შვილ­მა წვი­მი­ან ამინ­დ­ში ხან­გ­რ­ძ­ლი­ვად ისე­ირ­ნეს. ალ­ბერ­ტი იმა­ვე, 1861 წლის დე­კემ­ბერ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ექი­მებ­მა ტი­ფის დი­აგ­ნო­ზი დას­ვეს, თუმ­ცა თა­ნა­მედ­რო­ვე მკვლევ­რე­ბი ხაზს უს­ვა­მენ, რომ მუც­ლის ღრუს ტკი­ვი­ლე­ბი ალ­ბერტს მა­ნამ­დეც ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აწუ­ხებ­და. ვიქ­ტო­რი­ამ კი შვი­ლი ამო­ი­ჩე­მა და სი­ცოცხ­ლის ბო­ლომ­დე მას აბ­რა­ლებ­და მე­უღ­ლის ნა­ად­რევ სიკ­ვ­დილს _ აღელ­ვე­ბუ­ლი, წვი­მა­ში სე­ირ­ნო­ბი­სას, გა­ცივ­და და იმი­ტომ გარ­და­იც­ვა­ლაო...
ალბერტ-ედუარდისა და ალექსანდრას ქორწინება
რა­კი ერ­თხელ ქა­ლებ­თან გარ­თო­ბას გე­მო გა­უ­გო, ბერ­ტის უკ­ვე სხვა რა­მე­ზე აღარ შე­ეძ­ლო ფიქ­რი. მა­ლე უინ­ძო­რის სა­სახ­ლე­ში ახა­ლი კურ­ტი­ზა­ნი მი­იყ­ვა­ნეს. ორი­ო­დე წლის შემ­დეგ ქა­ლი "გა­სა­ჩუ­მებ­ლად" ახალ ზე­ლან­დი­ა­ში გაგ­ზავ­ნეს და სა­მუ­და­მო პენ­სი­აც და­უ­ნიშ­ნეს. ამა­სო­ბა­ში ვიქ­ტო­რი­ამ და სა­მე­ფო კარ­მა რამ­დე­ნი­მე სა­დე­დოფ­ლო კან­დი­დატს შო­რის პრინ­ცე­სა ალექ­სან­დ­რა და­ნი­ე­ლი აარ­ჩი­ეს და 1863 წელს წყვილ­მა იქორ­წი­ნა.

ალ­ბერ­ტი და ალექ­სან­დ­რა მა­რლ­ბო­რო-ჰა­უს­ში, ლონ­დონ­ში უზ­რუნ­ვე­ლად ცხოვ­რობ­დ­ნენ. მე­გობ­რებ­თან ერ­თო­ბოდ­ნენ, დროს ატა­რებ­დ­ნენ, ჰქონ­დათ სა­უცხოო სამ­ზა­რე­უ­ლო. მა­ლე ეყო­ლათ პირ­ვე­ლი შვი­ლი, შემ­დეგ მე­ო­რეც. უკ­ვე მე­სა­მე ფეხ­მ­ძი­მო­ბი­სას ალექ­სან­დ­რამ თა­ვი ცუ­დად იგ­რ­ძ­ნო (ცოლ-ქმარს სულ ექ­ვ­სი შვი­ლი ეყო­ლა). ამას­თან, რევ­მა­ტი­უ­ლი ტკი­ვი­ლე­ბის გა­მო ცო­ტა­თი და­კოჭ­ლ­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, თან­და­ყო­ლი­ლი სე­ნის გა­მო ნა­წი­ლობ­რივ სმე­ნაც და­კარ­გა... მან კარგა ხანს არ იცო­და, რომ ბერ­ტის სა­სახ­ლე­ში ლა­მის ჰა­რამ­ხა­ნა ჰქონ­და მოწყო­ბი­ლი. თუმ­ცა ამას არ სჯერ­დე­ბო­და და ღა­მე­ებს სა­სახ­ლის გა­რე­თაც ატა­რებ­და. არც ქმარ­შ­ვი­ლი­ან ქა­ლებს ერი­დე­ბო­და. მი­სი კავ­ში­რი სერ ჩარლზ მორ­და­უნ­ტის მე­უღ­ლეს­თან 1869 წელს სა­სა­მარ­თ­ლო­თი დას­რულ­და. მორ­და­უნ­ტ­მა ვერ შეძ­ლო გაყ­რის საქ­მე­ში თა­ნა­მო­პა­სუ­ხედ ჩა­ერ­თო ბერ­ტი, რო­მე­ლიც არა­ერ­თხელ ეს­ტუმ­რა მის მე­უღ­ლეს ქმრის შინ არ­ყოფ­ნი­სას, თუმ­ცა ვე­რაფ­რის დამ­ტ­კი­ცე­ბა ვერ მო­ა­ხერ­ხა. უფ­ლის­წუ­ლი სა­სა­მარ­თ­ლო­ში მოწ­მედ იყო გა­მო­ძა­ხე­ბუ­ლი.

ვიქ­ტო­რია ცდი­ლობ­და შვი­ლის დარ­წ­მუ­ნე­ბას, უარი ეთ­ქ­ვა, რო­გორც ამას ტაქ­ტი­ა­ნად უწო­დებ­და, "ქა­ლებ­თან ვი­ზიტ­ზე". "თუმ­ცა ძნე­ლი იყო ბერ­ტის დარ­წ­მუ­ნე­ბა, რომ ძვე­ლე­ბურ ცხოვ­რე­ბა­ზე ხე­ლი აეღო", – წერს ინ­გ­ლი­სე­ლი ის­ტო­რი­კო­სი და ბი­ოგ­რა­ფი, წიგ­ნის _ "ბერ­ტი, ედუ­არდ VII-ს ცხოვ­რე­ბა" ავ­ტო­რი ჯე­ინ რიდ­ლი.
1871 წელს ტახ­ტის მემ­კ­ვიდ­რეს ტი­ფის ნიშ­ნე­ბი გა­მო­აჩ­ნ­და, თუმ­ცა იმ დრო­ის­თ­ვის სა­სიკ­ვ­დი­ლო და­ა­ვა­დე­ბას გა­და­ურ­ჩა. ავად­მ­ყოფ ვა­ჟიშ­ვილს ვიქ­ტო­რია დღე­და­ღამ ფეხ­მო­უც­ვ­ლე­ლად ეჯ­და სას­თუ­მალ­თან, თით­ქ­მის დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი იყო მის გარ­და­უ­ვალ სიკ­ვ­დილ­ში. ბერ­ტი კი თა­ვის გა­დარ­ჩე­ნას წმინ­და პავ­ლეს ტა­ძარ­ში აღ­ვ­ლე­ნილ წირ­ვა-ლოც­ვას უმად­ლი­და.

სა­ზო­გა­დო­ე­ბამ შე­იყ­ვა­რა მო­მა­ვა­ლი მე­ფე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შეც­დო­მას შეც­დო­მა­ზე უშ­ვებ­და. მა­გა­ლი­თად, ერ­თი წლის შემ­დეგ ის აკ­რ­ძა­ლუ­ლი ბან­ქოს თა­მა­შის გა­მო და­ა­პა­ტიმ­რეს. მას კვლავ მო­უ­წია სა­სა­მარ­თ­ლოს წი­ნა­შე წარ­დ­გო­მამ. მარ­თა­ლია, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი არა­ფე­რი მი­უს­ჯი­ათ, მაგ­რამ მო­ნარ­ქის პრეს­ტიჟს დი­დი ჩრდი­ლი მი­ად­გა. "სა­მარ­ცხ­ვი­ნო­ე­ბი ვხდე­ბით" – წერ­და ნაწყე­ნი ვიქ­ტო­რია თა­ვის ერთ-ერთ ქა­ლიშ­ვილს.
ბერ­ტი­სა და ალექ­სან­დ­რას ქორ­წი­ნე­ბამ ფორ­მა­ლუ­რი ხა­სი­ა­თი მი­ი­ღო. ქმრის დას­ჯის მიზ­ნით ალექ­სან­დ­რა რამ­დე­ნი­მე თვით სამ­შობ­ლო­ში, და­ნი­ა­ში დაბ­რუნ­და. მაგ­რამ ამან მე­ფის­წუ­ლის ვნე­ბე­ბი ვერ და­აცხ­რო.

ერ­თ­გ­ვა­რი მი­სი­ო­ნე­რუ­ლი გა­რეგ­ნო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ბერ­ტი გან­საზღ­ვ­რუ­ლი კა­ტე­გო­რი­ის ქა­ლებ­ში დიდ ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბას იწ­ვევ­და. ის­ტო­რი­კო­სე­ბი ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან – მა­ინც რამ­დე­ნი საყ­ვა­რე­ლი შე­იძ­ლე­ბა ჰყო­ლო­და? ფრთხი­ლი გა­მოთ­ვ­ლე­ბით, ეს რიცხ­ვი შე­საძ­ლოა ყო­ფი­ლი­ყო 1200-დან 2000-მდე. თუმ­ცა ბევ­რი მეტ­საც ვა­რა­უ­დობს. "არც ის არის გა­მო­რიცხუ­ლი, რომ ეს რიცხ­ვი 10 ათა­სიც კი ყო­ფი­ლი­ყო", – წერს გორ­დონ უინ­ტე­რი წიგ­ნ­ში "მე­ფე­თა სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბი". "რო­გორც წე­სი, მას კვი­რა­ში სა­შუ­ა­ლოდ ოთხი საყ­ვა­რე­ლი ჰყავ­და – 19 წლი­სა და უფ­რო­სე­ბი, 69 წლამ­დე. ზოგ­ჯერ კვი­რა­ში ექვს-შვიდ პარ­ტ­ნი­ორ­საც კი იც­ვ­ლი­და. ამ ან­გა­რი­შით შე­საძ­ლოა, მას თხუთ­მე­ტი­დან თვრა­მე­ტი ათას საყ­ვარ­ლამ­დეც კი ჰყო­ლო­და".

იმედ­გაც­რუ­ე­ბა ბერ­ტის მხო­ლოდ იშ­ვი­ათ შემ­თხ­ვე­ვებ­ში ელო­და, უარს მას თით­ქ­მის არ ეუბ­ნე­ბოდ­ნენ. მრა­ვა­ლი არის­ტოკ­რა­ტის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, მხო­ლოდ ქა­ლე­ბი იზი­დავ­და. მი­სი ინ­ტი­მუ­რი ცხოვ­რე­ბით საფ­რან­გე­თის უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რიც კი და­ინ­ტე­რეს­და. დაზ­ვერ­ვის მოხ­სე­ნე­ბა­ში ვკითხუ­ლობთ "მრა­ვალ­სა­ა­თი­ა­ნი, გრძე­ლი სა­ღა­მო­ე­ბის შე­სა­ხებ მან­დი­ლო­სან­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში". ბერ­ტი აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და პა­რი­ზის რეს­ტო­რან "კა­ფე ან­გ­ლეს" ორ­გი­ებ­ში, ხში­რად სტუმ­რობ­და კა­ბა­რე "მუ­ლენ რუჟს".

ბერ­ტის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი კავ­ში­რე­ბიც ჰქონ­და. XIX სა­უ­კუ­ნის 80-იან წლებ­ში მას გულ­ში ჩა­უ­ვარ­და თავ­ბ­რუ­დამ­ხ­ვე­ვი სი­ლა­მა­ზის ქა­ლი – დე­ი­ზი გრე­ვი­ლი, უორ­ვი­კის გრა­ფი­ნია. ის­ტონ ლოჯ­ში, რო­მელ­საც დე­ი­ზი ფლობ­და და მარ­თავ­და, ერ­თი წე­სი ჰქონ­დათ და ვინც ეს არ იცო­და, შე­საძ­ლოა უხერ­ხულ ვი­თა­რე­ბა­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი­ყო. მა­გა­ლი­თად, იმის ნი­შა­ნი, რომ ქა­ლი საყ­ვა­რელს ელო­და, იყო კარ­თან ხელ­და­უ­კა­რე­ბე­ლი, ბუ­ტერ­ბ­რო­დე­ბით სავ­სე ლან­გა­რი. ის­ტონ ლოჯ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ერ­თი ანეკ­დო­ტის თა­ნახ­მად, ამ წე­სის უცო­დი­ნარ­მა მუ­ცელ­ღ­მერ­თა დიპ­ლო­მატ­მა, ბა­რონ­მა ეკარ­დ­ს­ტე­ინ­მა ერ­თხელ სულ და­ა­ცა­რი­ე­ლა ასე­თი ლან­გა­რი და მას­პინ­ძ­ლის საყ­ვა­რე­ლი უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­აგ­დო.

ედუ­არ­დის მე­ფედ კურ­თხე­ვის ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე, მი­სი­ვე მოწ­ვე­ვით, ეკ­ლე­სი­ა­ში მე­ფეს გვერდს უმ­შ­ვე­ნებ­დ­ნენ მი­სი რჩე­უ­ლი საყ­ვარ­ლე­ბი. ედუ­არ­დის ცო­ლი ალექ­სან­დ­რა მოთ­მი­ნე­ბით უყუ­რებ­და ამ სცე­ნას.
მარლბორო-ჰაუსი, ლონდონი
ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, ედუ­არდ VII-მ ხალხს მას­ზე შე­ხე­დუ­ლე­ბა შე­აც­ვ­ლე­ვი­ნა და მის­გან საკ­მა­ოდ კარ­გი მე­ფე დად­გა. დე­დო­ფალ ვიქ­ტო­რი­ას ვაჟს კარ­გად ეს­მო­და, რომ მო­ნარ­ქი­ას, რო­მელ­მაც XIX სა­უ­კუ­ნე­ში პო­ლი­ტი­კუ­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა და­კარ­გა, თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ხე უნ­და მი­ე­ღო. დე­დის, დე­დო­ფალ ვიქ­ტო­რი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ის პარ­ლა­მენ­ტის გახ­ს­ნა­ში არა მხო­ლოდ მო­ნა­წი­ლე­ობ­და, არა­მედ იგი მშვე­ნი­ერ, სა­ზე­ი­მო ად­გი­ლად გა­და­აქ­ცია. დე­და­მი­სი კი ბო­ლო 15 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პარ­ლა­მენტს უგუ­ლე­ბელ­ყოფ­და, ახ­ლო­საც არ ეკა­რე­ბო­და.

სა­მე­ფო გა­რა­ჟი­დან გა­მო­ა­გო­რეს ჯე­რაც უხ­მა­რი, ნა­ხე­ვა­რი სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში უქ­მად მდგა­რი მო­ოქ­რუ­ლი ეკი­პა­ჟი. მე­ფე-დე­დო­ფა­ლი გა­მო­ეწყო ამ დღის­თ­ვის სა­გან­გე­ბოდ შერ­ჩე­ულ ახალ, მდიდ­რულ სა­მოს­ში, მე­ფუ­რი ბრი­ლი­ან­ტე­ბით მო­ირ­თო და ასე სა­ზე­ი­მოდ ეტ­ლით გა­ი­სე­ირ­ნეს. მო­ნარ­ქი­ულ-სა­პარ­ლა­მენ­ტო რი­ტუ­ალ­ში ბევ­რი ელე­მენ­ტი იმ დრო­ი­დან არის შე­მო­სუ­ლი და მა­თი ავ­ტო­რი, ინი­ცი­ა­ტო­რი და გამ­ტა­რე­ბე­ლი მე­ფე-პლე­ი­ბოი ედუ­არდ VII იყო.

სი­ცოცხ­ლის ბო­ლო დღე­ე­ბამ­დე მე­ფე ედუ­არ­დი ძა­ლას არ იშუ­რებ­და გერ­მა­ნე­ლე­ბის და­ყო­ლი­ე­ბის­თ­ვის, რომ ომი არ დაწყე­ბუ­ლი­ყო. მას ძა­ლი­ან არ უნ­დო­და ევ­რო­პა­ში ომის ხან­ძ­რის გა­ჩე­ნა. 1909 წელს, რო­ცა აღ­სას­რუ­ლის მო­ახ­ლო­ე­ბა იგ­რ­ძ­ნო, ში­შობ­და, რომ მი­სი ძა­ლის­ხ­მე­ვის მი­უ­ხე­და­ვად, ომი გარ­და­უ­ვა­ლი იყო. მი­სი გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან ოთხი წლის შემ­დეგ, მსოფ­ლიო ომი მარ­თ­ლაც და­იწყო.

მო­ამ­ზა­და ამ­ბ­რო­სი გრი­ში­კაშ­ვილ­მა
ჟურნალი "ისტორიანი",#85
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!