ფრთოსანი პეგასიდან გურულ მხედრებამდე
16-02-2018
ფრთოსანი პეგასიდან გურულ მხედრებამდე
...ცხენზე ჯდომა, ჯირითობა,
მზევ, შინ შემოდიო,
ყაბახს სროლა, ბურთაობა,
მზევ, შინ შემოდიო...

ხალხური

ქართულ ენაში უამრავი სიტყვაა ცხენის აღმნიშვნელიცა და შესამკობიც: ჰუნე, მერანი, რაში, ბედაური, ტაიჭი, იაბო, ფაშატი, ოჩანი, გაქირი, მარქაფა, სასაპალნე, საფერხე, ნისლა, ტრედანა, ქურანი, თაფლა, შავრა...
ცხენისა და ადამიანის ურთიერთობაზე საუბრისას თავს აუცილებლად გაგვახსენებს მუზათა საყვარელი ფრთოსანი პეგასი ძველბერძნული მითებიდან. არცთუ იშვიათად, მატიანეებში ისევე აღწერენ ცხენებს, როგორც ღირსეულ მეომრებს, რომელთა სახელებიც სამუდამოდ დარჩა ისტორიაში.

ბუ­ცე­ფა­ლი
ბუ­ცე­ფა­ლი (ბერ­ძ­ნუ­ლი­დან "ხა­რის­თა­ვი")
ალექ­სან­დ­რე მა­კე­დო­ნე­ლის საყ­ვა­რე­ლი ცხე­ნი იყო. ლე­გენ­დის თა­ნახ­მად, ის 10 წლის უფ­ლის­წულ­მა ალექ­სან­დ­რემ მო­ათ­ვი­ნი­ე­რა და ამის შემ­დეგ ბუ­ცე­ფა­ლი მხო­ლოდ მას ის­ვამ­და ზურ­გ­ზე. ცხე­ნი მუ­დამ ყალ­ყ­ზე დგე­ბო­და, რო­ცა პატ­რონ­თან მი­იყ­ვან­დ­ნენ. ალექ­სან­დ­რეს უსაზღ­ვ­როდ უყ­ვარ­და ბუ­ცე­ფა­ლი, უფ­რ­თხილ­დე­ბო­და მას და ბრძო­ლებ­შიც არ იყე­ნებ­და. ლე­გენ­და გვიყ­ვე­ბა, რომ სპარ­სე­თის ერთ-ერთ მხა­რე­ში ლაშქ­რო­ბი­სას,
უკ­სი­ე­ბის ვე­ლურ­მა ტო­მებ­მა მო­ი­პა­რეს ბუ­ცე­ფა­ლი, მაგ­რამ ალექ­სან­დ­რე მათ სრუ­ლი გა­ნად­გუ­რე­ბით და­ე­მუქ­რა და ცხე­ნიც მა­შინ­ვე და­უბ­რუ­ნეს პატ­რონს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე პა­კის­ტა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დღე­საც არ­სე­ბობს ქა­ლა­ქი ბუ­ცე­ფა­ლა, რო­მე­ლიც ალექ­სან­დ­რემ და­ა­ფუძ­ნა და სა­ხე­ლიც თა­ვად უწო­და.

კენ­ტავ­რი
ბერ­ძ­ნუ­ლი მი­თო­ლო­გი­ის მი­ხედ­ვით, კენ­ტავ­რე­ბი მოკ­ვ­და­ვი არ­სე­ბე­ბი იყ­ვ­ნენ, ადა­მი­ა­ნის თა­ვი­თა და მკერ­დით ცხე­ნის ტან­ზე. ჩვე­უ­ლებ­რივ, დი­ო­ნი­სეს ახ­ლ­დ­ნენ თან, გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ სი­ფიცხი­თა და თავ­შე­უ­კა­ვებ­ლო­ბით. ყვე­ლა­ზე ბრძე­ნი კენ­ტავ­რი ქი­რო­ნი იყო, კე­თი­ლი და ბრძე­ნი, ჰე­რაკ­ლეს მე­გო­ბა­რი, არა­ერ­თი მი­თო­ლო­გი­უ­რი გმი­რის აღ­მ­ზ­რ­დე­ლი, მათ შო­რის, აქი­ლევ­სი­საც. ქი­რო­ნი და­ბა­დე­ბი­დან­ვე უკ­ვ­დავ­თა რიგს იყო მი­კუთ­ვ­ნე­ბუ­ლი, თუმ­ცა მან უარი თქვა უკ­ვ­და­ვე­ბა­ზე და პრო­მე­თეს გა­დას­ცა.

ინ­ცი­ტა­ტუ­სი
იმ­პე­რა­ტორ კა­ლი­გუ­ლას საყ­ვა­რე­ლი ცხე­ნი. კა­ლი­გუ­ლამ ის ჯერ რო­მის მო­ქა­ლა­ქედ აქ­ცია, შემ­დეგ კი რო­მის სე­ნა­ტო­რად და­ნიშ­ნა და თვით იმ­პე­რა­ტო­რი რომ არ მო­ეკ­ლათ, კონ­სუ­ლად და­ნიშ­ვ­ნა­საც უპი­რებ­და. კა­ლი­გუ­ლას ისე უყ­ვარ­და ინ­ცი­ტა­ტუ­სი, რომ მარ­მა­რი­ლოს თავ­ლა აუშე­ნა, მო­უწყო სპი­ლოს ძვლის ბა­გა და ოქ­როს სარ­წყუ­ლე­ბე­ლი. გა­დას­ცა სა­სახ­ლე მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლი­თა და სა­ო­ჯა­ხო ჭურ­ჭ­ლით. კა­ლი­გუ­ლამ ინ­ცი­ტა­ტუ­სი "ყვე­ლა ღმერ­თის გან­სა­ხი­ე­რე­ბად" გა­მო­აცხა­და და მი­სი თაყ­ვა­ნის­ცე­მაც ბრძა­ნა. იმ­პე­რა­ტო­რის მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ ცხე­ნის და­სა­ცა­ვად ით­ქ­ვა, რომ სხვა სე­ნა­ტო­რე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, მას არა­ვინ მო­უკ­ლავს და იმ­პე­რა­ტო­რის­თ­ვის არა­სო­დეს სი­სუ­ლე­ლე არ ურ­ჩე­ვია. იყო ერ­თი პრობ­ლე­მა - კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ვა­დის გას­ვ­ლამ­დე არ შე­იძ­ლე­ბო­და არც ერ­თი სე­ნა­ტო­რის, მათ შო­რის, არც ცხე­ნის სე­ნა­ტი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა. ამი­ტომ ინ­ცი­ტა­ტუსს ხელ­ფა­სი შე­უმ­ცი­რეს და სე­ნა­ტი­დან იმ მი­ზე­ზით გა­მო­იყ­ვა­ნეს, რომ ფი­ნან­სურ ცენზს ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და...
ქართველი მხედრები ლონდონში, 1892 წ.
რა­ში
ქარ­თულ მი­თო­ლო­გი­ა­ში სწრა­ფი და ყოვ­ლის­შემ­ძ­ლე ცხე­ნი. მის სა­ხელს ირა­ნუ­ლი და ტა­ჯი­კუ­რი მი­თო­ლო­გი­ურ-პო­ე­ტუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბით, ლე­გენ­და­რულ რახ­შის­თან მივ­ყა­ვართ. რა­შე­ბი უჩ­ვე­უ­ლოდ ჩნდე­ბი­ან: ისი­ნი იბა­დე­ბი­ან ადა­მი­ა­ნის კუნ­თე­ბი­დან, ამო­დი­ან ზღვი­დან, იზ­რ­დე­ბი­ან მი­წი­დან... გა­ნარ­ჩე­ვენ მი­წი­ერ, ზღვი­სა და ზე­ცი­ურ რა­შებს. მი­წი­ე­რი რა­შე­ბი კე­თი­ლე­ბი არი­ან, გამ­ჭ­რი­ა­ხე­ბი, აქვთ წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლუ­რი უნა­რი, ეხ­მა­რე­ბი­ან გმი­რებს და ას­რუ­ლე­ბენ მათ და­ვა­ლე­ბებს. ზღვის რა­შე­ბი ვე­ლუ­რი ბუ­ნე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. გმი­რებს ისი­ნი ზღვის სიღ­რ­მი­დან ჯა­დოს­ნუ­რი აღ­ვი­რით ან მი­წი­ე­რი რა­შე­ბის დახ­მა­რე­ბით ამოჰ­ყავთ. ზღვის რა­შის რძე სამ­კურ­ნა­ლოა, მაგ­რამ მი­სი მო­პო­ვე­ბა ხი­ფათს უკავ­შირ­დე­ბა. ზე­ცი­უ­რი რა­შე­ბი ჩვე­უ­ლებ­რივ, ფრთო­სან­ნი და ცეცხ­ლის­მ­ფ­რ­ქ­ვევ­ლე­ბი არი­ან. ძნე­ლია მა­თი გა­ხედ­ვ­ნა.

* * *
არ­სე­ბობს ცხე­ნის არა­ბუ­ლი ჯი­შის წარ­მო­შო­ბის ლე­გენ­და. რო­ცა მუ­ჰა­მე­დი მე­ქას გა­ე­რი­და, თან რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ცხე­ნი გა­ი­ყო­ლა. წინ დი­დი გზა ედო უდაბ­ნოს გავ­ლით. დამ­ღ­ლე­ლი გა­დას­ვ­ლის შემ­დეგ ოაზისს მი­ად­გ­ნენ და ცხე­ნებ­მაც წყალს მი­ა­შუ­რეს. მუ­ჰა­მედ­მა მა­თი ერ­თ­გუ­ლე­ბის გა­მოც­და მო­ინ­დო­მა და და­უ­ძა­ხა. დი­დი წყურ­ვი­ლის მი­უ­ხე­და­ვად, ხუ­თი ფა­შა­ტი პატ­რო­ნის­კენ გა­მო­ე­ქა­ნა. ამ ცხე­ნე­ბი­დან იღებს სა­თა­ვეს წმინ­და სის­ხ­ლის არა­ბუ­ლი ცხე­ნე­ბის ჯი­შე­ბი.
ახალ­თე­ქუ­რი ცხე­ნე­ბის ლე­გენ­დაც სა­ინ­ტე­რე­სოა. კვიცს ორ­მო­ში სვამ­დ­ნენ, გამ­ვ­ლე­ლე­ბი კი, პატ­რო­ნი­ს გარ­და, მას ქვებს ეს­როდ­ნენ. მხო­ლოდ პატ­რო­ნი ეალერ­სე­ბო­და და აპუ­რებ­და მას. ასე, პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე ეჩ­ვე­ო­და ცხე­ნი მხო­ლოდ სა­კუ­თარ პატ­რონს და სხვებს კი ერი­დე­ბო­და. ახალ­თე­ქუ­რიც ცნო­ბი­ლია რო­გორც ერ­თი პატ­რო­ნის ცხე­ნი და თუ პატ­რო­ნი იც­ვ­ლე­ბა (მა­გა­ლი­თად, გა­ყიდ­ვი­სას), ეს ცხე­ნის ქცე­ვა­სა და ფსი­ქი­კა­ზე მე­ტად ცუ­დად მოქ­მე­დებს.

ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი "გმი­რე­ბი"
დონ კი­ხო­ტის რო­სი­ნან­ტი

სერ­ვან­ტე­სის გმი­რი დიდ­ხანს ეძებ­და სა­კუ­თა­რი ცხე­ნის სა­ხელს. მი­აჩ­ნ­და, რომ სა­ხე­ლი უნ­და მი­უ­თი­თებ­დეს მის მო­მა­ვალ­სა და წარ­სულ­ზე, ესატყ­ვი­სე­ბო­დეს პატ­რო­ნის საქ­მი­ა­ნო­ბა­სა და სტა­ტუსს. არ­ჩე­ვა­ნი შე­ა­ჩე­რა რო­სი­ნან­ტ­ზე ("რო­სინ" - ჯაგ­ლა­გი; "ან­ტე" - მა­ნამ­დე), ანუ აირ­ჩია "სა­ხე­ლი, რო­მე­ლიც გან­მარ­ტავს, რომ ეს ცხე­ნი ად­რე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ჯაგ­ლა­გი იყო, დღეს კი, გა­უს­წ­რო რა სხვა და­ნარ­ჩენს, მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი ჯაგ­ლა­გი გახ­და".
ჯო­ნა­თან სვიფ­ტის "გუ­ლი­ვე­რის მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში" აღ­წე­რი­ლია სათ­ნო ცხე­ნე­ბის - ჰუ­იჰ­ნ­ჰ­მე­ბის ქვე­ყა­ნა. მა­თი უმ­თავ­რე­სი თვი­სე­ბაა მე­გობ­რო­ბა და კე­თილ­გან­წყო­ბა ყვე­ლა თა­ნა­მოძ­მი­სად­მი. არა­სო­დეს იტყუ­ე­ბი­ან, მათ ლექ­სი­კონ­ში არ არ­სე­ბობს სიტყ­ვე­ბი "სიც­რუ­ე" და "ტყუ­ი­ლი"...

* * *
ან­ტი­კუ­რი და შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის უცხო­უ­რი თუ ქარ­თუ­ლი წყა­რო­ე­ბი მოწ­მო­ბენ, რომ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბობ­და მდი­და­რი მხედ­რუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი, ვი­თარ­დე­ბო­და ცხე­ნოს­ნო­ბის სხვა­დას­ხ­ვა სა­ხე­ო­ბა - დო­ღი, ყა­ბა­ხი, ისინ­დი, ჯი­რი­თი და სხვა ცხე­ნოს­ნუ­რი თა­მა­შე­ბი. ქარ­თ­ვე­ლურ ტო­მებს ცხე­ნის მო­შე­ნე­ბა-გაწ­ვ­რ­თ­ნა­ში ჯერ კი­დევ ურარ­ტუს დროს ბა­და­ლი არ ჰყო­ლი­ათ. რო­მა­ე­ლი ის­ტო­რი­კო­სის დი­ონ კა­სი­ო­სის ცნო­ბით, ომის ღმერ­თის, მარ­სის დღე­სას­წა­ულ­ზე, რომ­ში წარ­ჩი­ნე­ბუ­ლებ­თან ერ­თად სტუმ­რად მყოფ იბერ­თა მე­ფე ფარ­ს­მან ქველს (II ს.) საცხე­ნოს­ნო ას­პა­რე­ზო­ბა გა­უ­მარ­თავს. ქარ­თ­ველ­თა ოს­ტა­ტო­ბა იმ­პე­რა­ტორს მოს­წო­ნე­ბია და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პა­ტი­ვის­ცე­მის ნიშ­ნად, მარ­სის ველ­ზე ერთ-ერ­თ ტა­ძარ­ში ცხენ­ზე ამ­ხედ­რე­ბუ­ლი ფარ­ს­მა­ნის ქან­და­კე­ბა აღუ­მარ­თავთ.

ცხე­ნე­ბის მო­შე­ნე­ბის საქ­მე­ში გან­სა­კუთ­რე­ბით სა­მეგ­რე­ლო­სა და თუ­შეთ­ში და­წი­ნა­ურ­დ­ნენ. თუ­შეთ­ში ყვე­ლა­ზე გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი ყო­ფი­ლა ცხე­ნე­ბის ჭე­ნე­ბა, სა­მეგ­რე­ლო­ში - დო­ღი, ყა­ბა­ხი, თარ­ჩია, ისინ­დი. სა­ე­რო და სა­ეკ­ლე­სიო დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე ცხე­ნო­სან­თა ტურ­ნი­რე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლოს თით­ქ­მის ყვე­ლა კუთხე­ში იმარ­თე­ბო­და და ამ სა­ნა­ხა­ო­ბას დიდ­ძა­ლი ხალ­ხი ეს­წ­რე­ბო­და.
"აქილევსის აღზრდა". ბენინ განიერო, 1785
აჭა­რა­ში ცხე­ნოს­ნურ შე­ჯიბ­რე­ბა­ში მა­მა­კა­ცებ­თან ერ­თად ქა­ლე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ და ხში­რად იმარ­ჯ­ვებ­დ­ნენ კი­დეც. ცხე­ნოს­ნო­ბას გან­სა­კუთ­რე­ბით ბევ­რი მიმ­დე­ვა­რი ჰყავ­და აფხა­ზეთ­ში. იქა­უ­რი მხედ­რე­ბი დი­დი ოს­ტა­ტო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ.

XIX-XX სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მიჯ­ნა­ზე ძვე­ლი ქარ­თუ­ლი მხედ­რუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი გა­ნა­ვი­თა­რეს რუ­სე­თის სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში მყოფ­მა კა­ვა­ლე­რის­ტებ­მა, მათ შო­რის გი­ორ­გი და კო­ნა ერის­თა­ვებ­მა, ივა­ნე ან­დ­რო­ნი­კაშ­ვილ­მა, გრი­გოლ და ილია ორ­ბე­ლი­ა­ნებ­მა, სპი­რი­დონ ჭავ­ჭა­ვა­ძემ, ივა­ნე ამი­ლახ­ვარ­მა და სხვებ­მა. თბი­ლის­ში იპოდ­რო­მე­ბი მო­ეწყო დი­დუ­ბე­ში, სა­ბურ­თა­ლო­ზე, ვა­კე­ში, დე­ლის­სა და ვე­ძის­ში.

XIX სა­უ­კუ­ნის მი­წუ­რულს ინ­გ­ლის­სა და ამე­რი­კა­ში იმოგ­ზა­უ­რეს გუ­რულ­მა მხედ­რებ­მა და თა­ვი­ან­თი ოს­ტა­ტო­ბით აღაფ­რ­თო­ვა­ნეს იქა­უ­რი მა­ყუ­რე­ბე­ლი. 1912 წელს ლი­ვერ­პუ­ლის სტიპლ-ჩე­ი­ზის დი­დი პრი­ზი მო­ი­გო კონ­ს­ტან­ტი­ნე ავა­ლიშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც ჯერ მოს­კო­ვის, მე­რე კი დი­დუ­ბის იპოდ­რო­მე­ბის ჟო­კეი იყო.
1920-იანი წლე­ბი­დან გან­ვი­თარ­და ცხე­ნოს­ნო­ბის ე.წ. კლა­სი­კუ­რი სა­ხე­ო­ბე­ბიც. 1923 წელს ჩა­მო­ყა­ლიბ­და ცხენ­თ­გა­მოც­დის კო­მი­ტე­ტი. თბი­ლის­ში გა­იხ­ს­ნა სპორ­ტუ­ლი ცხე­ნოს­ნო­ბის სექ­ცია, სა­დაც მწვრთნე­ლე­ბად მუ­შა­ობ­დ­ნენ მ. ჭავ­ჭა­ვა­ძე და შ. მა­ჩა­ბე­ლი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კა­პი­ტონ ნაჭყე­ბი­ას თა­ოს­ნო­ბით სპორ­ტ­სა­ზო­გა­დო­ე­ბა "სპარ­ტა­კის" ბა­ზა­ზე შე­იქ­მ­ნა პირ­ვე­ლი საცხე­ნოს­ნო სკო­ლა. კლა­სი­კურ სა­ხე­ო­ბა­თა და­ნერ­გ­ვას სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­უ­ყა­რეს ოს­კარ და ნა­ტა­ლია რო­გებ­მა, მა­თი საქ­მე კი გა­ნაგ­რ­ძეს რე­ვაზ კორ­ძა­ი­ამ, რე­ვაზ მან­ჯა­ვი­ძემ, დი­მიტ­რი წვე­რა­ვამ, შო­თა აფ­ცი­ა­ურ­მა და სხვებ­მა. მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ მომ­რავ­ლ­და მა­სობ­რი­ვი ცხე­ნოს­ნუ­რი შე­ჯიბ­რე­ბე­ბი, რომ­ლებ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ თბი­ლი­სის, სე­ნა­კის, გუ­და­უ­თის, ოჩამ­ჩი­რის, სო­ხუ­მის, გა­ლის, ფო­თის, ოზურ­გე­თის, ჩო­ხა­ტა­უ­რის, ქუ­თა­ი­სის, წა­ლენ­ჯი­ხის, ქო­ბუ­ლე­თის, ყუ­ლა­რი­სა და სიღ­ნა­ღის ცხე­ნოს­ნე­ბი.

სხვა­დას­ხ­ვა დროს ყო­ფი­ლი სსრ კავ­ში­რის ჩემ­პი­ო­ნებს შო­რის ქარ­თ­ვე­ლი ცხე­ნოს­ნე­ბი ავ­თან­დილ კი­კი­ა­ნი და ხარ­ლამ სი­მო­ნი­აც იყ­ვ­ნენ. სა­ხე­ლი გა­ით­ქ­ვეს აგ­რეთ­ვე მუ­რად ძი­ძი­გურ­მა, ოთარ ხა­ინ­დ­რა­ვამ, შო­თა აფ­ცი­ა­ურ­მა, ალექ­სან­დ­რე დგე­ბუ­ა­ძემ და სხვებ­მა.

* * *
ცხე­ნებ­სა და ცხე­ნოს­ნო­ბას უამ­რა­ვი სა­ხუ­მა­რო ამ­ბა­ვი და ანეკ­დო­ტიც უკავ­შირ­დე­ბა:
ამე­რი­კის ბევრ შტატ­ში ჯერ კი­დევ მოქ­მე­დებს ძვე­ლი კა­ნო­ნი, რომ­ლე­ბიც დღეს უკ­ვე სა­სა­ცი­ლოდ მო­ჩანს. მა­გა­ლი­თად, ვა­შინ­გ­ტონ­ში აკ­რ­ძა­ლუ­ლია თევ­ზის ჭე­რა ცხენ­ზე ჯდო­მი­სას.
არაბული ცხენი
ცნო­ბი­ლი ქარ­თ­ვე­ლი ცხე­ნოს­ნის, ოთარ ხა­ინ­დ­რა­ვას ნა­ამ­ბო­ბი­დან: "რბო­ლა­ზე სრუ­ლი­ად უც­ნობ­მა ცხენ­მა გა­ი­მარ­ჯ­ვა. ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა მი­სი მხე­და­რი მო­ნა­ხეს და კითხ­ვე­ბი და­უს­ვეს. რა ხნი­სააო, რომ ჰკითხეს, შვი­დი­სო. აქამ­დე რა­ტომ არ­სად გა­მო­გიყ­ვა­ნი­ა­თო და... ვერ ვი­ჭერ­დი­ო".
ძვე­ლი თბი­ლი­სე­ლი მე­ეტ­ლე იხ­სე­ნებს: ერ­თი შე­უ­ხე­და­ვი, გა­მოპ­რან­ჭუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი ჩა­მიჯ­და ეტ­ლ­ში და შიშ­ნა­რე­ვი ხმით მკითხა, - თქვე­ნი ცხე­ნი მფრთხა­ლი ხომ არ არის, ხომ არ გაგ­ვა­ქა­ნებ­სო?
- ქალ­ბა­ტო­ნო, მშვი­დად დაბ­რ­ძან­დით, ნუ ში­შობთ, უკან არ იყუ­რე­ბა-მეთ­ქი.
კა­ცი ცხე­ნის "კაჭ­კით" ვე­ნახ­ში მი­დის, უცებ ქა­რი ამო­ვარ­და, სა­ი­დან­ღაც გა­ზე­თი ააფ­რი­ა­ლა და ცხენს თვა­ლებ­ზე მი­ა­ფა­რა. გა­გიჟ­და, დაფ­რ­თხა ცხე­ნი, გი­ჟი­ვით გა­ვარ­და და თხრილ­ში გა­და­ი­ჩე­ხა, გა­დაბ­რუნ­და "კაჭ­კა", კა­ციც გად­მო­ვარ­და, გვერ­დე­ბი ჩა­ენ­გ­რა, ცალ ხელ­ზე წა­მო­ი­წია და შე­უყ­ვი­რა ცხენს - კა­ცო, ამის­თა­ნა რა წა­ი­კითხე ამ გა­ზეთ­ში, ასე­თი ამ­ბა­ვი რომ დამ­მარ­თეო?
ბოლნისი. 2005 წელი. იური მეჩითოვის ფოტო
ცნო­ბი­ლი ცხე­ნოს­ნის, მი­ხე­ილ ტა­ტიშ­ვი­ლის მო­გო­ნე­ბე­ბი­დან: "ა­სე­თი ამ­ბა­ვი მოხ­და ჩემს სპორ­ტულ ცხოვ­რე­ბა­ში - ცხენს, რო­მე­ლიც სა­ვარ­ჯი­შოდ ავირ­ჩიე, ვატყობ­დი, არ ვუყ­ვარ­დი, მაგ­რამ ვცდი­ლობ­დი, შემ­ჩ­ვე­ო­და. ამა­სო­ბა­ში სა­მი წე­ლი­წა­დი გა­ვი­და და ერ­თად ბევ­რი გა­მარ­ჯ­ვე­ბაც მო­ვი­პო­ვეთ. ოღონდ, მხო­ლოდ შე­მეჩ­ვია და მე­ტი არა­ფე­რი. ის სპორ­ტ­ს­მე­ნი, კი რო­მე­ლიც თა­ვი­დან შე­იყ­ვა­რა, სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ­გან წა­სუ­ლია. ამის მე­რე ცხე­ნი გახ­და აგ­რე­სი­უ­ლი, თით­ქ­მის უმარ­თა­ვი... სა­ნამ ვიჩ­ვევ­დი, კარ­გად გა­ვი­გე ცხე­ნის ერ­თ­გუ­ლე­ბის ფა­სი. სა­ინ­ტე­რე­სო ის არის, რომ რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ, მი­სი პირ­ვე­ლი მხე­და­რი ჩვენს თავ­ლა­ში აღ­მოჩ­ნ­და, ცხენ­მა მა­შინ­ვე იც­ნო იგი. გა­სას­ვ­ლე­ლის­კენ გა­იქ­ცა და საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის ხე­ლის­გულ­ში ჩა­ყო თა­ვი. გა­შეშ­და, თით­ქოს გან­ძ­რე­ვი­სა ეში­ნიაო. ვერ ვი­ცა­ნი, სულ სხვა არ­სე­ბა გახ­და. სამ­წუ­ხა­როა, რო­ცა ასე იდე­ა­ლურ წყვილს ერ­თ­მა­ნეთს აშო­რე­ბენ..."

ლე­ვან ჭუ­ბაბ­რია
ჟურნალი "ისტორიანი",#85
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?