რას კითხულობდნენ მეკობრეები 300 წლის წინ
16-03-2018
რას კითხულობდნენ მეკობრეები 300 წლის წინ
წიგნის ნაგლეჯებით, რომელიც ერთ-ერთი ჩაძირული გემის ზარბაზანში იპოვეს, ამერიკელმა არქეოლოგებმა დაადგინეს, რას კითხულობდნენ მეკობრეები XVIII საუკუნეში. გემი "დედოფალი ანას შურისძიება", რომელზეც წიგნის ფურცლების ნაგლეჯები აღმოაჩინეს, ცნობილ მეკობრე ედვარდ ტიჩს, მეტსახელად "შავწვერას" ეკუთვნოდა.

16 პატარა ფრაგმენტის გულდასმით შესწავლის შემდეგ გაირკვა, რომ ისინი წარმოადგენდნენ ფრაგმენტებს წიგნისა - "მოგზაურობა სამხრეთის ზღვაზე და მსოფლიოში", რომელიც 1712 წელს გამოიცა. წიგნში ავტორი აღწერს საკუთარ თავგადასავალს, რომელიც მას კაპიტან ვუდზ როჯერსის ორი ხომალდით მოგზაურობისას გადახდა. წიგნი მეზღვაურებისთვის
ერთგვარ სახელმძღვანელოს და აუცილებელ საკითხავს წარმოადგენდა.
ამგვარი წიგნები XVIII საუკუნეში საკმაოდ პოპულარული იყო.

ჩრდილოეთ კაროლინის კვლევით ცენტრში აღნიშნავენ, რომ ეს შესანიშნავი აღმოჩენაა, რადგან როგორც წესი, გემის ჩაძირვის შემდეგ, ფურცლები იკარგება და ნადგურდება. "დედოფალ ანას შურისძიება" 1996 წელს იპოვეს და მას შემდეგ წყლიდან ათასობით დეტალი და
არტეფაქტი ამოიღეს.

მომზადებულია sciencealert.com-ის მიხედვით
ჟურნალი "ისტორიანი",#86
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!