წყალში ჩაძირული ტაო-კლარჯეთი
27-04-2018
წყალში ჩაძირული ტაო-კლარჯეთი
ყველაფერი დაიწყო 1997 წელს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის დეკლარაციის ხელმოწერით.

საქართველოსთვისაც ხელსაყრელ საერთაშორისო პროექტებთან (კასპიის შელფის ნავთობის დამუშავების პერსპექტივა, ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობა და სხვ.) ერთად, თურქულმა მხარემ საგანგებოდ შეიტანა მდინარე ჭოროხის აუზში დაგეგმილი ენერგეტიკული პროექტების სფეროში თანამშრომლობის მუხლი. დეკლარაციას ხელი მოაწერეს საქართველოს მხრიდან ედუარდ შევარდნაძემ და თურქეთის მხრიდან სულეიმან დემირელმა. ამის შემდეგ კარგა ხანს მხოლოდ ორმხრივი დიალოგი მიმდინარეობდა. ბევრს ისიც ეგონა, რომ ჩვენი მეზობელი ამ მასშტაბის მშენებლობას ვერ
შეეჭიდებოდა. უნდა ითქვას, რომ ქართულ მხარეს არც შესაბამისი ინფორმაცია ჰქონია. ყოველ შემთხვევაში, ფაქტი ფაქტად რჩება - წლების განმავლობაში მხოლოდ ვიწრო ჯგუფი თუ ლაპარაკობდა იმ საფრთხეებზე, რაც კაშხალთა მშენებლობას შეიძლება მოეტანა ჩვენი ისტორიის, ეკოლოგიისა და დემოგრაფიისთვის...

ტაო-კლარ­ჯე­თის პო­ლი­ტი­კუ­რი და ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი სტა­ტუ­სის მუდ­მი­ვი ცვა­ლე­ბა­დო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, და­ბე­ჯი­თე­ბით შე­იძ­ლე­ბა
ით­ქ­ვას, ეს რე­გი­ო­ნი ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ვი და ეთ­ნო­კულ­ტუ­რუ­ლი სივ­რ­ცის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი იყო. მე­ტიც, არა­ერ­თი დი­დი ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ვი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის გე­ნე­ზისს სწო­რედ ამ რე­გი­ონ­ში ჩა­ე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი: არი­ან-ქარ­თ­ლი, "ქარ­თ­ველ­თა სა­მე­ფო".

სა­გან­გე­ბო აღ­ნიშ­ვ­ნის ღირ­სია ის უდი­დე­სი წვლი­ლი, რო­მე­ლიც ტაო-კლარ­ჯე­თის სა­ეკ­ლე­სიო და კულ­ტუ­რულ-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ცენ­ტ­რებ­მა (ან­ჩის, ბა­ნას, იშ­ხ­ნის, ტბე­თი­სა და სხვა სა­ე­პის­კო­პო­სო კა­თედ­რე­ბი, ოპი­ზის, ხან­ძ­თის, შატ­ბერ­დის, ხა­ხუ­ლის, პარ­ხ­ლის, ოშ­კი­სა და სხვ. მო­ნას­ტ­რე­ბი) შე­ი­ტა­ნეს ზო­გა­დად ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის ფორ­მი­რე­ბის საქ­მე­ში.
ტაო-კლარ­ჯე­თი ის­ტო­რი­კოს­თა მი­ერ შექ­მ­ნი­ლი ტექ­ნი­კუ­რი ტერ­მი­ნია და მას­ში იგუ­ლის­ხ­მე­ბა შემ­დე­გი მსხვი­ლი ის­ტო­რი­ულ-გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი პრო­ვინ­ცი­ე­ბი: ტაო, კლარ­ჯე­თი, შავ­შეთ-იმერ­ხე­ვი, კო­ლა, არ­ტა­ა­ნი, ერუ­შე­თი.

1578 წელს სამ­ხ­რეთ კავ­კა­სი­ა­ში ილაშ­ქ­რა ლა­ლა მუს­ტა­ფა ფა­შამ. ოს­მა­ლებ­მა მო­ა­ხერ­ხეს მთე­ლი სამ­ხ­რე­თი და აღ­მო­სავ­ლე­თი სა­ქარ­თ­ვე­ლოს და­მორ­ჩი­ლე­ბა. 1579 წელს სულ­თან­მა სა­ა­თა­ბა­გოს დაპყ­რო­ბილ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჩილ­დი­რის (ა­ხალ­ცი­ხის) სა­ფა­შო და­ა­არ­სა. თავ­და­პირ­ვე­ლად სამ­ხ­რე­თი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ქარ­თუ­ლი მი­წე­ბი ძი­რი­თა­დად ორ ნა­წი­ლად იყო გა­ყო­ფი­ლი. სა­ა­თა­ბა­გოს აღ­მო­სავ­ლე­თი ნა­წი­ლი ახალ­ცი­ხის სა­ბეგ­ლარ­ბე­გო­ში იყო გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი, ხო­ლო და­სავ­ლეთ ნა­წი­ლი, ძი­რი­თა­დად, ტაო-კლარ­ჯე­თი - არ­ზ­რუ­მი­სა­ში. ასე­თი ვი­თა­რე­ბა თით­ქ­მის სა­მი სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში არ შეც­ვ­ლი­ლა. შავ­შეთ-კლარ­ჯე­თის, კო­ლა-არ­ტა­ა­ნის, ტა­ოს ჩრდი­ლო­ე­თი ნა­წი­ლი (ოლ­თი­სის უბა­ნი) რუ­სე­თის იმ­პე­რი­ამ 1877-1878 წლებ­ში რუ­სეთ-თურ­ქე­თის ომის შე­დე­გად მი­ი­ერ­თა. ეს სავ­სე­ბით სა­მარ­თ­ლი­ა­ნად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს XIX სა­უ­კუ­ნის სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ის ერთ-ერთ გა­მორ­ჩე­ულ მოვ­ლე­ნად. ორ­მოც წე­ლი­წადს ტაო-კლარ­ჯე­თის დი­დი ნა­წი­ლი ბა­თუ­მის, ხო­ლო ნა­წი­ლი კი ყარ­სის ოლ­ქ­ში იყო გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი.
თამარის ერთ-ერთი ხიდი  წყალსატევის ფსკერზე დარჩა, რომელმაც ხეობა შეავსო
1916 წლის­თ­ვის, პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის დროს, რუ­სე­თის ჯარ­მა ოს­მალ­თა სამ­ხედ­რო ნა­წი­ლე­ბი და­ა­მარ­ცხა და არ­ზ­რუ­მი და მი­სი მი­და­მო­ე­ბი და­ი­კა­ვა. რუ­სე­ბის ხელ­ში გა­და­ვი­და ასე­ვე თორ­თუ­მის ხე­ო­ბაც. მაგ­რამ მა­ლე ეს წარ­მა­ტე­ბა ის­ტო­რი­ის კუთ­ვ­ნი­ლე­ბად იქ­ცა. 1917 წლის ნო­ემ­ბერ­ში პე­ტერ­ბურ­გ­ში დრო­ე­ბი­თი მთავ­რო­ბა და­ემ­ხო და ბოლ­შე­ვიკ­თა დიქ­ტა­ტუ­რა დამ­ყარ­და. ლე­ნი­ნის მთავ­რო­ბამ გერ­მა­ნი­ის, ავ­ს­ტ­რია-უნ­გ­რე­თი­სა და თურ­ქე­თის ბლოკ­თან სამ­შ­ვი­დო­ბო მო­ლა­პა­რა­კე­ბა გა­მარ­თა ბრესტ-ლი­ტოვ­ს­კ­ში.

1918 წლის 3 მარტს მხა­რე­ებ­მა გა­ა­ფორ­მეს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, რომ­ლის ძა­ლით რუ­სე­თი უარს აცხა­დებ­და თა­ვი­სი ტე­რი­ტო­რი­ის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ნა­წილ­ზე. ბრესტ-ლი­ტოვ­ს­კის შე­თან­ხ­მე­ბით, თურ­ქე­თის ხელ­ში გა­და­დი­ო­და ყარ­სის, არ­და­გა­ნი­სა და ბა­თუ­მის ოლ­ქე­ბი. 1918 წლის მარ­ტ­ში ოს­მა­ლებ­მა ბა­თუ­მის ოლ­ქის ოკუ­პა­ცია მო­ახ­დი­ნეს. ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის პრო­ცეს­ში მყოფ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ულ­მა რეს­პუბ­ლი­კამ და­საწყის­ში, თურ­ქ­თა წნე­ხის შე­სა­კა­ვებ­ლად, მა­თი პრე­ტენ­ზი­ე­ბი ნა­წი­ლობ­რივ ცნო, მაგ­რამ შემ­დეგ ვი­თა­რე­ბა კარ­დი­ნა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა. პირ­ველ მსოფ­ლიო ომ­ში გერ­მა­ნი­ი­სა და მი­სი მო­კავ­ში­რის, ოს­მა­ლე­თის და­მარ­ცხე­ბამ სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბას შე­საძ­ლებ­ლო­ბა მის­ცა, და­კარ­გუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი შე­მო­ე­ერ­თე­ბი­ნა.

1919 წელს სა­ქარ­თ­ვე­ლო იერ­თებს ჯერ ჩრდი­ლო­ეთ არ­ტა­ანს, შემ­დეგ კი ამ პრო­ვინ­ცი­ის სამ­ხ­რეთ ნა­წილ­საც. მიმ­დი­ნა­რე­ობს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა არ­თ­ვი­ნი­სა და ტა­ოს ოლ­ქე­ბის შე­მო­ერ­თე­ბის­თ­ვის. ამ პრო­ვინ­ცი­ებ­ში აქ­ტი­უ­რად ყა­ლიბ­დე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ად­გი­ლობ­რი­ვი ორ­გა­ნო­ე­ბი. პრო­ცე­სი თით­ქოს სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­სი­კე­თოდ იყო მოტ­რი­ა­ლე­ბუ­ლი, მაგ­რამ მოკ­ლე ხან­ში პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი რეს­პუბ­ლი­კა წი­თე­ლი რუ­სე­თის აგ­რე­სი­ის მსხვერ­პ­ლი შე­იქ­ნა. ბუ­ნებ­რი­ვია, უდი­დე­სი მოვ­ლე­ნა - ქარ­თუ­ლი მი­წე­ბის შე­მოკ­რე­ბა-გა­ერ­თი­ა­ნე­ბის პრო­ცე­სი ის­ტო­რი­ის კუთ­ვ­ნი­ლე­ბად იქ­ცა. საბ­ჭო­თა რუ­სეთ­მა უყოყ­მა­ნოდ გა­ნაცხა­და უარი სამ­ხ­რეთ და სამ­ხ­რეთ-და­სავ­ლე­თი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე და იგი თურ­ქებს გა­და­უ­ლო­ცა.
ეს ულამაზესი ხეობა აღარ არსებობს. ის მთლიანად წყლითაა დაფარული
ტაო-კლარ­ჯე­თის შე­მო­ერ­თე­ბის გან­ზ­რახ­ვა კი­დევ ერ­თხელ გაჩ­ნ­და 1945 წელს, სტა­ლი­ნის მე­ცა­დი­ნე­ო­ბით, მაგ­რამ ბო­ლო მო­მენ­ტ­ში საბ­ჭო­თა ლი­დერ­მა გა­და­ი­ფიქ­რა თურ­ქეთ­ზე სამ­ხედ­რო აგ­რე­სი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა.
ეს ყვე­ლა­ფე­რი იყო წარ­სულ­ში, თუმ­ცა არც XX სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში სუ­ფევ­და რე­გი­ონ­ში სიმ­შ­ვი­დე. ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სწო­რედ ამ პე­რი­ოდს ემ­თხ­ვე­ვა ტაო-კლარ­ჯე­თის დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი სუ­რა­თის კარ­დი­ნა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბა, ათი­ა­თა­სო­ბით ქარ­თუ­ლი ოჯა­ხის თურ­ქე­თის ში­და პრო­ვინ­ცი­ებ­ში გა­და­სახ­ლე­ბა. ქარ­თუ­ლი ძეგ­ლე­ბის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი გა­ნად­გუ­რე­ბაც ამ დროს მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. გა­ვიხ­სე­ნოთ აფეთ­ქე­ბუ­ლი ტბე­თის კა­თედ­რა­ლი ან არა­და, ოპი­ზის მო­ნას­ტე­რი.

ამ ყო­ვე­ლი­ვეს და­ე­მა­ტა XX სა­უ­კუ­ნის მი­წუ­რულს მას­შ­ტა­ბუ­რი პრო­ექ­ტის წა­მოწყე­ბა, რო­მე­ლიც ჭო­როხ­ზე ათი და მის შე­ნა­კა­დებ­ზე - ხუ­თი ჰიდ­რო­ე­ლექ­ტ­რო­სად­გუ­რის აშე­ნე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ამათ­გან დღეს სა­მი კაშ­ხა­ლია დას­რუ­ლე­ბუ­ლი. ქარ­თ­ვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა უკ­ვე დი­დი ხა­ნია, უარ­ყო­ფით და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას გა­მო­ხა­ტავს პრო­ექ­ტი­სად­მი იმ ზი­ა­ნის გა­მო, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა მი­ად­გეს შა­ვი ზღვის სა­ნა­პი­როს ბა­თუ­მის ზოლ­ში. მდი­ნა­რე ჭო­როხ­ში მყა­რი ნა­ტა­ნის გაქ­რო­ბა გა­მო­იწ­ვევს ერო­ზი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას. ნა­პი­რე­ბის წა­რეცხ­ვის ტემ­პი ჭო­რო­ხის ყო­ფილ შე­სარ­თავ­სა და მის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე საგ­რ­ძ­ნობ­ლად მო­ი­მა­ტებს. ნა­პი­რე­ბის უკან და­ხე­ვა, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, გა­დაწ­ვ­დე­ბა სამ­ხ­რე­თით სო­ფელ გო­ნი­ო­სა და ჩრდი­ლო­ე­თით - ბა­თუ­მის მჭიდ­როდ და­სახ­ლე­ბულ უბ­ნებს.

ამ­დე­ნად, შე­იძ­ლე­ბა ტაო-კლარ­ჯე­თის უახ­ლეს ის­ტო­რი­ა­ში ორი პე­რი­ო­დი გა­მოვ­ყოთ - კაშ­ხ­ლე­ბის მშე­ნებ­ლო­ბამ­დე და მშე­ნებ­ლო­ბის დაწყე­ბის შემ­დეგ. რა­ო­დენ სამ­წუ­ხა­როც უნ­და იყოს, ფაქ­ტია, რომ დღეს ამ ძირ­ძ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი პრო­ვინ­ცი­ე­ბის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად ჩა­სუ­ლი ტუ­რის­ტი ბუ­ნე­ბის ულა­მა­ზე­სი პე­ი­ზა­ჟე­ბის მხო­ლოდ ნა­წილს თუ იხი­ლავს.

ცად აზი­დუ­ლი კა­ნი­ო­ნე­ბი ნა­ხევ­რად წყალს და­უ­ფა­რავს, კლარ­ჯე­თი­სა თუ ტა­ოს წარ­მ­ტა­ცი ბუ­ნე­ბა ხე­ლოვ­ნურ წყალ­სა­ცავ­თა მსხვერ­პ­ლად ქცე­უ­ლა. თუ იმა­საც და­ვუ­მა­ტებთ, რომ მდი­ნა­რე­ე­ბის - შავ­შე­თის­წყ­ლის, არ­ტა­ნუ­ჯის­წყ­ლის, ჭო­რო­ხი­სა და ოლ­თის­წ­ლის აუზ­ში დღემ­დე შე­უს­წავ­ლე­ლი არ­ქე­ო­ლო­გია სა­მუ­და­მოდ და­ი­ღუ­პა, მკითხ­ვე­ლის­თ­ვის ად­ვი­ლი წარ­მო­სად­გე­ნია, რა ზა­რა­ლი გა­ნი­ცადა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ამ. წყლის ქვეშ მო­ექ­ცა უძ­ვე­ლე­სი ხი­დე­ბი, მათ შო­რის ერთ-ერ­თი მდი­ნა­რე არ­ტა­ნუ­ჯის­წყალ­ზე. ამას­თა­ნა­ვე, არა­ვინ იცის, რა საფ­რ­თხის შემ­ც­ვე­ლი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს ამ წყალ­სა­ცავ­თა წყა­ლო­ბით მო­მა­ტე­ბუ­ლი ტე­ნი­ა­ნო­ბა ქარ­თუ­ლი ხუ­როთ­მოძღ­ვ­რუ­ლი ძეგ­ლე­ბის­თ­ვის.

ვფიქ­რობთ, სა­ხელ­მ­წი­ფო უწყე­ბებ­მა სას­წ­რა­ფოდ უნ­და მი­ი­ღონ ამ კუთხით შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბი. უნ­და შე­იქ­მ­ნას კომ­პე­ტენ­ტურ სპე­ცი­ა­ლის­ტ­თა კო­მი­სია, რო­მე­ლიც არა მარ­ტო გან­საზღ­ვ­რავს მო­სა­ლოდ­ნელ საფ­რ­თხე­ებს, არა­მედ მუდ­მივ მო­ნი­ტო­რინგს გა­უ­წევს თურ­ქე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბულ ქარ­თულ ძეგ­ლებს.

ჯა­ბა სა­მუ­შია
ის­ტო­რი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი
ჟურნალი "ისტორიანი",#36
მურად
29 მაისი 2018 20:50
სამწუხაროა მაგრამ დავანებოთ წარსულში ქექვას თავი და რაც დაგვრჩა იმას მაინც ნუღარ დავკარგავდ ტაო კიარა დალოცვილებო სვანეთს მარხავს ჩვენი მთავრობა წყლის ქვეშ და იმაზე არ ვიღებთ ხმას გამოვა ვიღაც და დაიწყებენ რუსეთი დაიშლება თურქეთს წყალი დატბორავს მეფე ვაკურთხოთ და უფალი დაგვიბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებსო მოკლედ ზღაპრებს მოვეშვათ გადავდოთ გვერდზე ნაც ქოცის ძახილი და მივხედოთ ქვეყანას გავანძრიოთ ხელი გვიყვარდეს ჩვენი სამშობლო და დამიჯერეთ წავალთ წინ