ანარქისტები საქართველოში
27-04-2018
ანარქისტები საქართველოში
სა­ხელ­გან­თ­ქ­მულ წიგ­ნ­ში "რა არის სა­კუთ­რე­ბა?" ფრანგ ფი­ლო­სო­ფოსს, ანარ­ქიზ­მის ერთ-ერთ ფუ­ძემ­დე­ბელ პი­ერ-ჟო­ზეფ პრუ­დონს დი­ა­ლო­გი მოჰ­ყავს. მა­ვან მკითხ­ველს თით­ქოს ავ­ტო­რის პარ­ტი­უ­ლი თუ მსოფ­ლ­მ­ხედ­ვე­ლობ­რი­ვი კუთ­ვ­ნი­ლე­ბის დად­გე­ნა სურს.
"თქვენ ხომ რეს­პუბ­ლი­კე­ლი ხართ? - ეკითხე­ბი­ან პრუ­დონს, მაგ­რამ მი­სი გან­მარ­ტე­ბით, რეს­პუბ­ლი­კე­ლო­ბა მე­ტის­მე­ტად ზო­გა­დი ფრა­ზაა და არ გა­მოდ­გე­ბა პა­სუ­ხის გა­სა­ცე­მად.
- კარ­გი, მაშ, დე­მოკ­რა­ტი ხართ?
- არა!
- რო­გორ, ნუ­თუ თქვენ მო­ნარ­ქის­ტი ხართ?
- არა!
- კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლის­ტი?
- ღმერ­თო და­მი­ფა­რე! კი­დევ და კი­დევ არა!
- მაშ, ვინ­ღა
ხართ ბო­ლოს და ბო­ლოს?
- მე ანარ­ქის­ტი ვარ!"
ეს იყო პირ­ვე­ლი შემ­თხ­ვე­ვა ევ­რო­პა­ში, რო­ცა პო­ლი­ტი­კურ­მა მოღ­ვა­წემ სა­ჯა­როდ და გა­მომ­წ­ვე­ვა­დაც კი აღი­ა­რა ანარ­ქის­ტო­ბა.

* * *
"რა არის სა­კუთ­რე­ბა?" 1840 წელს გა­მო­ი­ცა პა­რიზ­ში და სწო­რედ ეს თა­რი­ღი შე­იძ­ლე­ბა მი­ვიჩ­ნი­ოთ პო­ლი­ტი­კუ­რი ანარ­ქიზ­მის და­საწყი­სად. ანარ­ქიზ­მი ფარ­თოდ გავ­რ­ცელ­და ევ­რო­პის
ქვეყ­ნებ­ში და XIX სა­უ­კუ­ნის 70-იან წლებ­ში რუ­სე­თის იმ­პე­რი­ა­საც მო­ე­დო. ბო­ლოს და ბო­ლოს, ანარ­ქიზ­მის მა­მამ­თა­ვარ­თა სა­მე­ულ­ში, ფრანგ პრუ­დონ­თან ერ­თად, რუ­სი ემიგ­რან­ტე­ბი - მი­ხა­ილ ბა­კუ­ნი­ნი და პი­ოტრ კრო­პოტ­კი­ნი იყ­ვ­ნენ.

სწო­რედ იმა­ვე დრო­ი­დან ცალ­კე­ულ­მა ანარ­ქის­ტულ­მა იდე­ებ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიც იწყო თან­და­თან შე­მო­დი­ნე­ბა. უც­ნა­უ­რია, მაგ­რამ პირ­ვე­ლად, ჯერ კი­დევ 1863 წელს, პრუ­დო­ნის ნაშ­რო­მი "სი­ღა­რი­ბე, რო­გორც ეკო­ნო­მი­უ­რი პრინ­ცი­პი" ითარ­გ­მ­ნა და გა­მოქ­ვეყ­ნ­და ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის ჟურ­ნალ "სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ამ­ბე­ში". რო­გორც ჩანს, ილია და­ინ­ტე­რეს­და ფრან­გი მო­აზ­როვ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი თე­ო­რი­ით, რო­მე­ლიც "მი­უ­ტი­უ­ლიზ­მის" სა­ხე­ლით იყო ცნო­ბი­ლი. ეს თე­ო­რია ასა­ბუ­თებ­და, რომ თუ ღა­რი­ბი ინ­დი­ვი­დე­ბი გა­ერ­თი­ან­დე­ბოდ­ნენ, სა­ერ­თო შრო­მი­თა და ურ­თი­ერ­თ­დახ­მა­რე­ბით შეძ­ლებ­დ­ნენ გა­ჭირ­ვე­ბის­გან თა­ვის დაღ­წე­ვას. ილი­ას სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი და მით უფ­რო ანარ­ქის­ტუ­ლი მოძღ­ვ­რე­ბა­ნი არ აღელ­ვებ­და, მაგ­რამ ყვე­ლა მსოფ­ლ­მ­ხედ­ვე­ლო­ბა­ში იმას ეძებ­და, რაც მის ქვე­ყა­ნა­სა და ხალხს ოდ­ნავ მა­ინც გა­მო­ად­გე­ბო­და.

რო­გორც სოფ­რომ მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი იხ­სე­ნებ­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, XIX სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში ახალ­გაზ­რ­და გიმ­ნა­ზი­ე­ლებს პირ­ზე ეკე­რათ პრუ­დო­ნის, ბა­კუ­ნი­ნის, კრო­პოტ­კი­ნი­სა და სხვა­თა სა­ხე­ლე­ბი, ამ პე­რი­ოდ­ში ანარ­ქიზმს ქარ­თულ პრე­სა­ში კან­ტი­კუნ­ტად მო­იხ­სე­ნი­ებ­დ­ნენ. ამ ცნო­ბებ­საც სენ­სა­ცი­უ­რი ამ­ბის იერი დაჰ­კ­რავ­და. 1893 წლის თე­ბერ­ვალ­ში "ი­ვე­რი­ა" აუწყებ­და მკითხ­ველს, რომ საფ­რან­გეთ­ში და­უ­პა­ტიმ­რე­ბი­ათ ვინ­მე ვ. ნა­კა­ში­ძე, რო­მე­ლიც თურ­მე "ა­ნარ­ქის­ტე­ბის გუნდს ეკუთ­ვ­ნო­და". სა­მო­ცი­ა­ნე­ლი ნი­კო ნი­კო­ლა­ძე უნ­დობ­ლად უყუ­რებ­და ანარ­ქის­ტ­თა საქ­მი­ა­ნო­ბას და მი­აჩ­ნ­და, რომ ანარ­ქიზმს ახა­სი­ა­თებ­და და­მან­გ­რე­ვე­ლი ტენ­დენ­ცია, ხო­ლო ახალს არა­ფერს იძ­ლე­ო­და. ქარ­თ­ველ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ანარ­ქის­ტის სა­ხე­ლი ერ­თი მხრივ თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თ­ვის მებ­რ­ძო­ლი კა­ცის რო­მან­ტი­კულ სა­ბურ­ველ­ში იყო გახ­ვე­უ­ლი, ხო­ლო მე­ო­რე მხრივ - ტე­რო­რის­ტ­თან გა­ი­გი­ვე­ბუ­ლი.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სა­ქარ­თ­ვე­ლომ ორი გა­მო­ჩე­ნი­ლი ანარ­ქის­ტი აჩუ­ქა მსოფ­ლიო ანარ­ქიზ­მის ის­ტო­რი­ას. პირ­ვე­ლი იყო ვარ­ლამ ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლი, პი­ოტრ კრო­პოტ­კი­ნის უახ­ლო­ე­სი თა­ნა­მებ­რ­ძო­ლი და მე­გო­ბა­რი, რო­მე­ლიც XIX სა­უ­კუ­ნის 80-იანი წლე­ბი­დან მი­იჩ­ნე­ო­და ევ­რო­პუ­ლი და შემ­დ­გომ­ში მსოფ­ლიო ანარ­ქის­ტუ­ლი მოძ­რა­ო­ბის ერთ-ერთ ლი­დე­რად. ვარ­ლამ ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლი 1876 წლი­დან ცხოვ­რობ­და საზღ­ვარ­გა­რეთ, ძი­რი­თა­დად ინ­გ­ლის­ში. კრო­პოტ­კინ­თან ერ­თად იგი შვე­ი­ცა­რი­ა­ში, საფ­რან­გეთ­სა და ინ­გ­ლის­ში გა­მოს­ცემ­და ანარ­ქის­ტულ გა­ზე­თებს, აქ­ვეყ­ნებ­და სტა­ტი­ებს. პირ­ვე­ლი წიგ­ნი ჟე­ნე­ვა­ში გა­მოს­ცა 1881 წელს და რუ­სულ რე­ვო­ლუ­ცი­ურ რე­ა­ლო­ბა­ში პირ­ვე­ლად წა­მოჭ­რა ეროვ­ნუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ო­ბის აღ­დ­გე­ნის სა­კითხი.

80-იან წლებ­ში ვარ­ლამ ჩერ­ქე­ზიშ­ვილ­მა სა­ხე­ლი გა­ით­ქ­ვა მარ­ქ­სიზ­მის წი­ნა­აღ­მ­დეგ კრი­ტი­კუ­ლი წე­რი­ლე­ბით, რომ­ლე­ბიც ქვეყ­ნ­დე­ბო­და ლონ­დონ­ში გა­მო­მა­ვალ ანარ­ქის­ტულ გა­ზეთ Freedomმიხაილ ბაკუნინი ("თა­ვი­სუფ­ლე­ბა"). 1896 და 1899 წლებ­ში ვარ­ლამ ჩერ­ქე­ზიშ­ვილ­მა ორი ნაშ­რო­მი გა­მო­აქ­ვეყ­ნა: ინ­გ­ლი­სუ­რად - "ფურ­ც­ლე­ბი სო­ცი­ა­ლიზ­მის ის­ტო­რი­ი­დან" და ფრან­გუ­ლად - "სო­ცი­ა­ლიზ­მის წი­ნა­მორ­ბე­დე­ბი". მათ­ში ქარ­თ­ვე­ლი ანარ­ქის­ტი მრა­ვალ­რიცხო­ვან წყა­რო­ებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით ასა­ბუ­თებ­და, რომ მარ­ქ­ს­მა და ენ­გელ­ს­მა თა­ვი­ან­თი დე­ბუ­ლე­ბე­ბი გა­და­ი­ღეს, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში კი მი­ით­ვი­სეს ად­რინ­დე­ლი ევ­რო­პე­ლი მო­აზ­როვ­ნე­ე­ბის­გან, ხო­ლო სა­ხელ­გან­თ­ქ­მუ­ლი "კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის მა­ნი­ფეს­ტი" იყო ცნო­ბი­ლი ფრან­გი ფუ­რი­ე­რის­ტის, ვიქ­ტორ კონ­სი­დე­რა­ნის ნაშ­რო­მის პირ­წ­მინ­და პლა­გი­ა­ტი. ნაშ­რო­მებ­მა ნამ­დ­ვი­ლი სკან­და­ლი გა­მო­იწ­ვია სა­ერ­თა­შო­რი­სო სო­ცი­ა­ლის­ტურ მოძ­რა­ო­ბა­ში და სწრა­ფად ითარ­გ­მ­ნა მსოფ­ლი­ოს მრა­ვალ ენა­ზე, მათ შო­რის ჩი­ნუ­რად და იაპო­ნუ­რად. რუ­სუ­ლად ვარ­ლამ ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლის ორი­ვე წიგ­ნი ითარ­გ­მ­ნა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­თა­უ­რით: "მარ­ქ­სიზ­მის დოქ­ტ­რი­ნე­ბი" და ოთხ­ჯერ გა­მო­ი­ცა.

მე­ო­რე ქარ­თ­ველ­მა ანარ­ქის­ტ­მა გი­ორ­გი გო­გე­ლი­ამ 1903 წელს ჟე­ნე­ვა­ში გა­მოს­ცა პირ­ვე­ლი რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი ანარ­ქის­ტუ­ლი გა­ზე­თი "ხლებ ი ვო­ლი­ა". გა­ზე­თი ვრცელ­დე­ბო­და რუ­სე­თის იმ­პე­რი­ა­ში, ხო­ლო მი­სი რე­დაქ­ტო­რის სა­ხე­ლი სა­მუ­და­მოდ და­უ­კავ­შირ­და რუ­სეთ­ში ანარ­ქიზ­მის, რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი მოძ­რა­ო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას. გარ­და ამი­სა გი­ორ­გი გო­გე­ლია, ანუ რო­გორც მას მო­იხ­სე­ნი­ებ­დ­ნენ რე­ვო­ლუ­ცი­ურ წრე­ებ­ში - ორ­გე­ი­ა­ნი, აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შ­რომ­ლობ­და შვე­ი­ცა­რი­ულ, ფრან­გულ, ამე­რი­კულ და სხვა ქვეყ­ნე­ბის პრე­სა­ში, რის გა­მოც იგი ჩვე­უ­ლებ­რი­ვად მო­იხ­სე­ნი­ე­ბო­და ევ­რო­პუ­ლი ანარ­ქის­ტუ­ლი მოძ­რა­ო­ბის თავ­კაც­თა შო­რის.

1905-1906 წლებ­ში ვარ­ლამ ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლი და გი­ორ­გი გო­გე­ლია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჩა­მო­ვიდ­ნენ. სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შ­ტა­ბის ორი­ვე ქარ­თ­ვე­ლი მოღ­ვა­წის ჩა­მოს­ვ­ლამ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ანარ­ქის­ტუ­ლი მოძ­რა­ო­ბის ნამ­დ­ვი­ლი ბუ­მი გა­მო­იწ­ვია. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აქ­ტი­უ­რო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და ანარ­ქის­ტუ­ლი პრე­სა. ზე­დი­ზედ გა­მო­ი­ცა ანარ­ქის­ტუ­ლი ჟურ­ნალ-გა­ზე­თე­ბი: "ნო­ბა­თი", "ხმა", რომ­ლე­ბიც სულ მა­ლე აკ­რ­ძა­ლა მთავ­რო­ბამ. მათ შემ­დეგ მა­ინც გა­მო­ვი­და "მუ­შა", მე­რე "ქა­რიშ­ხა­ლი", მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი­დევ - "ცის ნა­მი". პრე­სა ანარ­ქის­ტულ იდე­ო­ლო­გი­ას ასა­ბუ­თებ­და. 1906 წელს თბი­ლის­ში გა­მოქ­ვეყ­ნ­და გი­ორ­გი გო­გე­ლი­ას ძმის, შალ­ვა გო­გე­ლი­ას მცი­რე ბრო­შუ­რა "ჩვე­ნი მტრე­ბი და მე­გობ­რე­ბი", რო­მელ­შიც ანარ­ქის­ტუ­ლი მაქ­სი­მე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის თავ­ზარ­დამ­ცე­მად იყო თავ­მოყ­რილ-დახ­ვა­ვე­ბუ­ლი:
ყვე­ლა კა­ცობ­რი­უ­ლი ბო­რო­ტე­ბის სა­თა­ვედ და მი­ზე­ზად ცხად­დე­ბო­და სა­ხელ­მ­წი­ფო და მი­სი დან­გ­რე­ვის აუცი­ლებ­ლო­ბა იყო მიზ­ნად და­სა­ხუ­ლი;
უარ­ყო­ფი­ლი იყო ყო­ველ­გ­ვა­რი პო­ლი­ტი­კური ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის, პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის, კა­ნო­ნე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა;
თუ ერთ დროს პრუ­დო­ნი კერ­ძო სა­კუთ­რე­ბას ქურ­დო­ბას უწო­დებ­და, დღეს ანარ­ქის­ტე­ბი კერ­ძო სა­კუთ­რე­ბის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­უქ­მე­ბას მო­ითხოვ­დ­ნენ;
დაგ­მო­ბი­ლი იყო სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ოჯა­ხი, ტრა­დი­ცი­ე­ბი, სა­ეკ­ლე­სიო იერარ­ქია...

ანარ­ქის­ტე­ბის ზღვარ­და­უ­დე­ბელ­მა მაქ­სი­მა­ლიზ­მ­მა ქარ­თ­ვე­ლი ანარ­ქის­ტე­ბი ორ ბა­ნა­კად გა­ყო: ერთ მხა­რეს აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ კოს­მო­პო­ლი­ტი ანარ­ქის­ტე­ბი, ძმე­ბი გო­გე­ლი­ე­ბის მე­თა­უ­რო­ბით, რო­მელ­ნიც ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ მაქ­სი­მებს ქა­და­გებ­დ­ნენ. მე­ო­რე მხა­რეს თავ­შე­კა­ვე­ბულ­თა, ზო­მი­ერ ანარ­ქის­ტ­თა ბა­ნაკს ვარ­ლამ ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლი წარ­მარ­თავ­და. ამ ნა­წილს პატ­რი­ოტ-ანარ­ქის­ტ­თა ბა­ნა­კიც შე­იძ­ლე­ბა ვუ­წო­დოთ. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ვარ­ლამ ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლი დიდ ბრძო­ლას ეწე­ო­და ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ო­ბის აღ­დ­გე­ნის პრო­პა­გან­დის­თ­ვის, ჯერ ავ­ტო­ნო­მი­ის ფორ­მით, შემ­დეგ კი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თ­ვის.

ეს ორი ბა­ნა­კი თავ­და­უ­ზო­გა­ვად შე­ე­ტა­კა ერ­თ­მა­ნეთს, თით­ქოს ერ­თი მსოფ­ლ­მ­ხედ­ვე­ლო­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­ნი კი არა, ერ­თ­მა­ნე­თის მო­სის­ხ­ლე მტრე­ბი ყო­ფი­ლიყ­ვ­ნენ. ამ მხრივ ძმებ­მა გო­გე­ლი­ებ­მა ყო­ველ­გ­ვარ ზღვარს გა­და­ა­ჭარ­ბეს: ცი­ლის­მ­წა­მებ­ლუ­რი, შე­უ­რაცხ­მ­ყო­ფე­ლი, უდი­ე­რი ტერ­მი­ნე­ბით, მი­მარ­თ­ვე­ბით, ტო­ნით. ამ მხრივ ისი­ნი სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტებს არ ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბოდ­ნენ და აჭარ­ბებ­დ­ნენ კი­დეც. კოს­მო­ა­ნარ­ქის­ტე­ბი არც მუშ­ტი-კრივ­ზე ამ­ბობ­დ­ნენ უარს. ძვე­ლი რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რი ქა­ლი ელი­ზა­ვე­ტა კო­ვალ­ს­კაია მარ­ქ­სის­ტე­ბი­სა და ანარ­ქის­ტე­ბის და­პი­რის­პი­რე­ბას ასე აღ­წერს: "დის­პუ­ტე­ბი გა­და­იზ­რ­დე­ბო­და ხოლ­მე გა­აფ­თ­რე­ბულ ლან­ძღ­ვა­ში, ხო­ლო შემ­დეგ იდე­უ­რი წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბა ფი­ზი­კურ ბრძო­ლად იქ­ცე­ო­და, რო­ცა ქარ­თ­ვე­ლი ანარ­ქის­ტე­ბი და ქარ­თ­ვე­ლი მარ­ქ­სის­ტე­ბი ხელს მიჰ­ყოფ­დ­ნენ თა­ვი­ან­თი ოპო­ნენ­ტე­ბის გა­ნა­დუ­რე­ბას ისე­თი "არ­გუ­მენ­ტე­ბით", რო­გო­რი­ცაა მა­გი­დე­ბი, გრა­ფი­ნე­ბი და ხელ­ში მოხ­ვედ­რი­ლი სხვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი".
მიხაკო წერეთელი მეგობრებთან ერთად. ლაიპციგი, 1914 წ.
გარ­და პრე­სი­სა, ქარ­თ­ვე­ლი ანარ­ქის­ტე­ბი თარ­გ­მ­ნიდ­ნენ და წიგ­ნე­ბად გა­მოს­ცემ­დ­ნენ ცნო­ბი­ლი თე­ო­რე­ტი­კო­სე­ბის: ელი­ზე რეკ­ლი­უს, პი­ოტრ კრო­პოტ­კი­ნის, ენ­რი­კო მა­ლა­ტეს­ტა­სა და სხვა­თა ნაშ­რო­მებს. კი­დევ ერ­თი გა­რე­მო­ე­ბაა აღ­სა­ნიშ­ნა­ვი: გი­ორ­გი გო­გე­ლია მი­იჩ­ნე­ო­და ახა­ლი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის, ანარ­ქო­სინ­დი­კა­ლიზ­მის ერთ-ერთ პირ­ველ მქა­და­გებ­ლად რო­გორც ევ­რო­პა­ში, ასე­ვე რუ­სეთ­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიც. ყო­ვე­ლი­ვე ამან და სა­ერ­თოდ, ანარ­ქის­ტ­თა ხმა­უ­რი­ან­მა აქ­ტი­უ­რო­ბამ შე­აშ­ფო­თა რუ­სუ­ლი მარ­ქ­სიზ­მის ბურ­ჯე­ბი. ანარ­ქიზ­მის მწვა­ვე კრი­ტი­კით გა­მო­ვიდ­ნენ გი­ორ­გი პლე­ხა­ნო­ვი, ვლა­დი­მირ ლე­ნი­ნი, ნოე ჟორ­და­ნია. იოსებ სტა­ლინ­მა ამ პრობ­ლე­მას მი­უძღ­ვ­ნა წე­რი­ლე­ბის სე­რია: "ა­ნარ­ქიზ­მი თუ სო­ცი­ა­ლიზ­მი".

ამ დიდ იდე­ურ-თე­ო­რი­ულ დის­კურ­ს­ში ჩერ­ქე­ზიშ­ვილ­სა და გო­გე­ლი­ებს მხარ­ში ედ­გ­ნენ სხვა ქარ­თ­ვე­ლი ანარ­ქის­ტე­ბი: მი­ხა­კო წე­რე­თე­ლი, რო­მელ­მაც პირ­ვე­ლი რე­ვო­ლუ­ცი­ის წლებ­ში ორი ნაშ­რო­მი გა­მოს­ცა კა­ნო­ნი­სა და სა­ხელ­მ­წი­ფოს კრი­ტი­კით; ნეს­ტორ კა­ლან­და­რიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც საბ­რ­ძო­ლო რაზმს მე­თა­უ­რობ­და; მიტ­რო­ფა­ნე ლა­ღი­ძე, რო­მე­ლიც მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბის ბიზ­ნე­სით აფი­ნან­სებ­და თა­ნა­მებ­რ­ძო­ლებს; და­თი­კო როს­ტო­მაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც ჩხრე­კი­სას, რო­ცა მის ბი­ნა­ში არ აღ­მოჩ­ნ­და სა­გულ­ვე­ბე­ლი ბომ­ბე­ბი და არა­ლე­გა­ლუ­რი სტამ­ბა, 58-რუბ­ლი­ა­ნი ჯა­რი­მა გა­და­ახ­დე­ვი­ნა ჟან­დარ­მებს. ქა­ლე­ბიც იყ­ვ­ნენ გა­რე­უ­ლი ანარ­ქის­ტულ რო­მან­ტი­კა­ში: დო­მი­ნი­კა ერის­თავ-გან­დე­გი­ლი­სა, რო­მე­ლიც ანარ­ქის­ტულ ჟურ­ნალ "ნო­ბათს" რე­დაქ­ტო­რობ­და... სხვე­ბიც იყ­ვ­ნენ, რომ­ლე­ბიც ან პირ­და­პირ ანარ­ქის­ტობ­დ­ნენ, ან თა­ნა­უგ­რ­ძ­ნობ­დ­ნენ მათ.

პირ­ვე­ლი რე­ვო­ლუ­ცი­ის და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ანარ­ქის­ტუ­ლი ვნე­ბე­ბიც დაცხ­რა. "თა­ვა­დი ჩერ­ქე­ზო­ვი" (ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლი) და "კო­მან­დო ორ­გე­ი­ა­ნი" (გი­ორ­გი გო­გე­ლი­ა) ისევ ემიგ­რა­ცი­ა­ში გა­ი­ხიზ­ნენ და სა­ერ­თა­შო­რისო ანარ­ქიზ­მის სა­ჭეს და­უბ­რუნ­დ­ნენ პი­ოტრ კრო­პოტ­კინ­თან, ჟერ­მე­ნა ბერ­ტონ­თან, ჟან გრავ­თან და სხვებ­თან ერ­თად. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მხო­ლოდ აქა-იქ მოქ­მე­დებ­და რამ­დე­ნი­მე ანარ­ქის­ტუ­ლი ჯგუ­ფი, რო­მელ­ნიც პო­ლი­ტი­კურ კლი­მატს ვერ ქმნიდ­ნენ. სა­მა­გი­ე­როდ, ანარ­ქის­ტე­ბი ძლი­ერ მე­მარ­ცხე­ნე ფრთას ქმნიდ­ნენ სო­ცი­ა­ლისტ-ფე­დე­რა­ლის­ტ­თა პარ­ტი­ა­ში. თუმ­ცა ეს უფ­რო ისე­თი ახალ­გაზ­რ­და ანარ­ქის­ტე­ბი იყ­ვ­ნენ, რო­მელ­ნიც მტკი­ცე ეროვ­ნულ ნი­ა­დაგ­ზეც იდ­გ­ნენ. სა­ერ­თოდ, ანარ­ქიზ­მი კოს­მო­პო­ლი­ტუ­რი მსოფ­ლ­მ­ხედ­ვე­ლო­ბა იყო, მაგ­რამ ვარ­ლამ ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლი­სა და ქარ­თუ­ლი ნი­ა­და­გის გა­მო, აქა­ურ­მა ანარ­ქიზ­მ­მა ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ელ­ფე­რი შე­ი­ძი­ნა.
პიერ-ჟოზეფ პრუდონი
ნა­ცი­ო­ნა­ლიზ­მი და ანარ­ქიზ­მი - "გა­გო­ნი­ლა სად­მე ასე­თი შე­თავ­სე­ბა?" - კითხუ­ლობ­და გა­ო­ცე­ბუ­ლი გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძე და თა­ვი­სე­ბუ­რად, სიღ­რ­მი­სე­უ­ლად გან­მარ­ტავ­და ამ უც­ნა­უ­რო­ბის მი­ზეზს ვარ­ლამ ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლის მა­გა­ლით­ზე, რაც ჩვენ მთელ ქარ­თულ ანარ­ქიზ­მ­ზე უნ­და გა­ვავ­რ­ცე­ლოთ, რო­გორც მსოფ­ლიო ანარ­ქის­ტუ­ლი მოძ­რა­ო­ბის ერთ გან­სა­კუთ­რე­ბულ ქარ­თულ გა­მოვ­ლი­ნე­ბა­ზე: "ახ­ლა რომ ვუკ­ვირ­დე­ბი ამ უც­ნა­უ­რო­ბას, გუ­ლით მო­ნაქ­რო­ლი გო­ნე­ბი­თაც მარ­თ­ლ­დე­ბა. მარ­თ­ლაც: თუ მო­იშ­ლე­ბო­და სა­ხელ­მ­წი­ფო წყო­ბი­ლე­ბა სა­ერ­თოდ - ანარ­ქიზ­მის მი­ზა­ნი ესაა - მა­შინ რუ­სე­თიც... და­იმ­ხო­ბო­და სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ვი მხრით, და რო­გორც შე­დე­გი ამი­სა, სა­ქარ­თ­ვე­ლოც თა­ვი­სუფ­ლად ამო­ი­სუნ­თ­ქავ­და".

და­ვუ­ჯე­როთ გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძეს, გულ­თამ­ხი­ლავ მწე­რალს. ვარ­ლამ ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლი­სა და სა­ერ­თოდ ქარ­თ­ვე­ლი ანარ­ქის­ტე­ბის "ქვე­შეც­ნე­უ­ლი ხა­ზიც" ეს იყო: სა­კა­ცობ­რიო იდე­ა­ლებ­თან ერ­თად - სა­ქარ­თ­ვე­ლოს თა­ვი­სუფ­ლე­ბა.

დი­მიტ­რი შვე­ლი­ძე
ის­ტო­რი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი
ჟურნალი "ისტორიანი",#36
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?