როგორ ჩამოაგდო ქართველმა პილოტმა ლეგენდარული თურქი მფრინავი - ერთი საჰაერო ბრძოლის ისტორია
02-05-2018
როგორ ჩამოაგდო ქართველმა პილოტმა ლეგენდარული თურქი მფრინავი - ერთი საჰაერო ბრძოლის ისტორია
პირ­ველ მსოფ­ლიო ომ­ში საბ­რ­ძო­ლო მოქ­მე­დე­ბებს კი­დევ ერ­თი გან­ზო­მი­ლე­ბა - სა­ჰა­ე­რო ბრძო­ლე­ბი და­ე­მა­ტა. თავ­და­პირ­ვე­ლად თვით­მ­ფ­რი­ნა­ვე­ბი მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გის გან­ლა­გე­ბას, რე­ზერ­ვებს, გზებ­სა და პო­ზი­ცი­ებს ზვე­რავ­დ­ნენ, თუმ­ცა მა­ლე­ვე ახალ­მა საფ­რენ­მა აპა­რა­ტებ­მა გა­მა­ნად­გუ­რებ­ლი­სა და ბომ­ბ­დამ­შე­ნის და­ნიშ­ნუ­ლე­ბაც შე­ი­ძი­ნეს.

სა­ჰა­ე­რო ბრძო­ლე­ბი კავ­კა­სი­ის ფრონ­ტ­ზეც მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, სა­დაც ერ­თ­მა­ნეთს რუ­სუ­ლი და ოს­მა­ლუ­რი ავი­ა­ცია უპი­რის­პირ­დე­ბო­და. თვით­მ­ფ­რი­ნა­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გე­ე­ბი ძი­რი­თა­დად ერ­თ­მა­ნეთს ზვე­რავ­დ­ნენ და მცი­რე­მას­შ­ტა­ბი­ან და­ბომ­ბ­ვებს აწყობ­დ­ნენ, სა­ჰა­ე­რო ბრძო­ლე­ბი იშ­ვი­ა­თო­ბას წარ­მო­ად­გენ­და და უშე­დე­გოდ სრულ­დე­ბო­და, აეროპ­ლა­ნე­ბი კი ძი­რი­თა­დად გა­უ­მარ­თა­ო­ბის გა­მო ხვდებოდნენ კატასტროფაში.

კავ­კა­სი­ის ფრონ­ტ­ზე
რუ­სულ­მა ავი­ა­ცი­ამ, ომის რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მხო­ლოდ ერ­თი ოს­მა­ლუ­რი თვით­მ­ფ­რი­ნა­ვის ჩა­მოგ­დე­ბა შეძ­ლო. ისიც, 1917 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე, რო­ცა რუ­სუ­ლი არ­მი­ის ქარ­თ­ველ­მა შტაბ­ს-კა­პი­ტან­მა მი­ხე­ილ მა­ჭა­ვა­რი­ან­მა თურ­ქი მფრი­ნა­ვი, მო­მა­ვალ­ში თურ­ქუ­ლი ავი­ა­ცი­ის მა­მა და ლე­გენ­და­რუ­ლი მფრი­ნა­ვი - ვე­ჩი­ჰი ჰურ­კუ­ში ჩა­მო­აგ­დო.

და­სავ­ლე­ლი ავ­ტო­რი აუგუსტ გ. ბლუ­მი მა­ჭა­ვა­რი­ანს მე­ო­რე ოს­მა­ლუ­რი აეროპ­ლა­ნის
ჩა­მოგ­დე­ბას მი­ა­წერს, რო­მელ­საც მარ­თავ­დ­ნენ მფრი­ნა­ვი ვე­დი­ჰი ფე­გა­მი და მფრი­ნავ-დამ­კ­ვირ­ვე­ბე­ლი ვე­ჩი­ჰი ვახ­ნე­სი. თუმ­ცა მა­ჭა­ვა­რი­ან­მა რომ მხო­ლოდ ერ­თი აეროპ­ლა­ნი ჩა­მო­აგ­დო, მი­სი­ვე მე­მუ­ა­რე­ბი­დან არის ცნო­ბი­ლი. ქარ­თ­ვე­ლი მფრი­ნა­ვი აღ­წერს სამ სა­ჰა­ე­რო ბრძო­ლას, რო­მელ­თა­გა­ნაც ორ­ში მე­ტო­ქე გა­ექ­ცა, ხო­ლო მე­სა­მე­ში მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გის ჩა­მოგ­დე­ბა შეძ­ლო. იგი იქ­ვე გან­მარ­ტავს, რომ ეს იყო კავ­კა­სი­ის ფრონ­ტ­ზე ჩა­მოგ­დე­ბუ­ლი ერ­თა­დერ­თი თვით­მ­ფ­რი­ნა­ვი. მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი წერს, რომ დატყ­ვე­ვე­ბუ­ლი მფრი­ნა­ვე­ბი იყ­ვ­ნენ ვე­დი­ჰი ფე­გა­მი და ალ­ბა­ნუ­რი წარ­მო­შო­ბის ვე­ჩი­ჰი ვახ­ნე­სი.

სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში რას­თან გვაქვს საქ­მე? რე­ა­ლუ­რად ვინ ჩა­მო­აგ­დო მა­ჭა­ვა­რი­ან­მა, ჰურ­კუ­ში თუ ფე­გა­მი? საქ­მე ის არის, რომ ერ­თა­დერთ თურ­ქულ თვით­მ­ფ­რი­ნავს, რო­მე­ლიც კავ­კა­სი­ის ფრონ­ტ­ზე რუ­სებ­მა ჩა­მო­აგ­დეს 1917 წლის 25 სექ­ტემ­ბერს (ა­ხა­ლი სტი­ლით 7 ოქ­ტომ­ბერს) სწო­რედ ვე­ჩი­ჰი ჰურ­კუ­ში მარ­თავ­და და მფრი­ნავ-დამ­კ­ვირ­ვებ­ლად ლე­ი­ტე­ნან­ტი ბა­ხა­ტი­ნი ჰყავ­და. რო­გორც ჩანს, ტყვედ ჩა­ვარ­დ­ნი­სას ისი­ნი გან­გებ სხვა სა­ხე­ლით გა­ეც­ნენ მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გეს. რა გვაძ­ლევს ამის თქმის სა­შუ­ა­ლე­ბას? პირ­ველ რიგ­ში, დატყ­ვე­ვე­ბულ­თა შე­მორ­ჩე­ნი­ლი ფო­ტო­ე­ბი, რო­მელ­ზეც ნამ­დ­ვი­ლად ვე­ჩი­ჰი ჰურ­კუ­შია ასა­ხუ­ლი.

ასე­ვე ის ფაქ­ტი, რომ იმ დრო­ის­თ­ვის კავ­კა­სი­ის ფრონ­ტის თურ­ქულ სა­ა­ვი­ა­ციო შე­ნა­ერ­თებ­ში არც ერ­თი მფრი­ნა­ვი არ იყო ვე­დი­ჰი ფე­გა­მი, ხო­ლო ვე­ჩი­ჰი ჰურ­კუ­ში კი მე­ო­რე სა­ა­ვი­ა­ციო ასე­ულ­ში ირიცხე­ბო­და. ამ ასე­ულ­მა კი სწო­რედ 25 სექ­ტემ­ბ­რის სა­ჰა­ე­რო ბრძო­ლი­სას და­კარ­გა ერ­თი აეროპ­ლა­ნი. ამას­ვე ადას­ტუ­რებს ვე­ჩი­ჰი ჰურ­კუ­შის მი­ერ ტყვე­ო­ბი­დან გაქ­ცე­ვის შემ­დეგ სტამ­ბოლ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტია, სა­დაც მფრი­ნა­ვი თა­ვი­სი ჩა­მოგ­დე­ბის დე­ტა­ლებს აღ­
წერს.

1917 წლის­თ­ვის, რო­დე­საც მა­ჭა­ვა­რი­ან-ჰურ­კუ­შის სა­ჰა­ე­რო ბრძო­ლა გა­ი­მარ­თა, კავ­კა­სი­ის ფრონ­ტ­ზე რუ­სუ­ლი ავი­ა­ცია ოთხი რაზ­მის­გან შედ­გე­ბო­და. ოთხი­ვე რაზ­მ­ში ირიცხე­ბო­და "ნი­უ­პორის", "ფარ­მა­ნის", "კოდ­რო­ნის", "ვუ­ა­ზე­ნის", "მო­რა­ნი­სა" და სხვა ფირ­მე­ბის სხვა­დას­ხ­ვა მო­დი­ფი­კა­ცი­ის 104 თვით­მ­ფ­რი­ნა­ვი, თუმ­ცა მათ­გან მხო­ლოდ ათი­ო­დე თუ იყო გა­მარ­თულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. ხო­ლო ოს­მა­ლებს კავ­კა­სი­ის ფრონ­ტ­ზე სა­მი სა­ა­ვი­ა­ციო ასე­უ­ლი ჰყავ­დათ, მა­თი სა­ა­ვი­ა­ციო პარ­კი კი 8-9 გერ­მა­ნუ­ლი "ალ­ბატრ­ო­სის­გან" შედ­გე­ბო­და.
თურქული არმიის გერმანული "ალბატროს C III"
სა­ჰა­ე­რო ბრძო­ლის წინ
მი­ხე­ილ მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი და­ი­ბა­და 1888 წლის 20 მარტს ქუ­თა­ის­ში, ოფიც­რის ოჯახ­ში. და­ამ­თავ­რა სუ­ვო­რო­ვის კა­დეტ­თა კორ­პუ­სი და სა­არ­ტი­ლე­რიო სას­წავ­ლე­ბე­ლი, მსა­ხუ­რობ­და 39-ე სა­არ­ტი­ლე­რიო ბრი­გა­და­ში, მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ას­რუ­ლა სე­ვას­ტო­პო­ლის სამ­ხედ­რო-სა­ა­ვი­ა­ციო სკო­ლა და სამ­ხედ­რო მფრი­ნა­ვი გახ­და. მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გის თვით­მ­ფ­რი­ნა­ვის ჩა­მოგ­დე­ბის გარ­და, მის ან­გა­რიშ­ზე პირ­ველ მსოფ­ლიო ომ­ში მრა­ვა­ლი წარ­მა­ტე­ბით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი საბ­რ­ძო­ლო და­ვა­ლე­ბაა. მათ შო­რის იყო რო­გორც მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გის პო­ზი­ცი­ე­ბის დაზ­ვერ­ვა, ისე და­ბომ­ბ­ვაც. სა­ჰა­ე­რო ბრძო­ლა­ში მო­პო­ვე­ბულ გა­მარ­ჯ­ვე­ბამ­დე სი­მა­მა­ცი­სათ­ვის და სა­ო­მარ ვი­თა­რე­ბა­ში გა­მორ­ჩე­უ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბის­თ­ვის მან მი­ი­ღო რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის მრა­ვა­ლი ორ­დე­ნი: წმინ­და სტა­ნის­ლა­ვის მე­სა­მე და მე­ო­რე ხა­რის­ხის ორ­დე­ნე­ბი, წმინ­და ანას მე­ოთხე და მე­სა­მე ხა­რის­ხის ორ­დე­ნე­ბი, წმინ­და ვლა­დი­მი­რის მე­ოთხე ხა­რის­ხის ორ­დე­ნი. 1917 წლის­თ­ვის მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი მე­თა­უ­რობ­და კავ­კა­სი­ის მე­ო­რე სა­ა­ვი­ა­ციო რაზმს შტაბ­ს-კა­პიტ­ნის წო­დე­ბით.

ვე­ჩი­ჰი ჰურ­კუ­ში და­ი­ბა­და 1896 წლის 9 იან­ვარს, სტამ­ბო­ლე­ლი მე­ბა­ჟის ოჯახ­ში. 1912 წელს დაწყე­ბულ ბალ­კა­ნე­თის ომ­ში იგი მო­ხა­ლი­სედ იბ­რ­ძო­და. ომის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მფრი­ნა­ვო­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და. და­ას­რუ­ლა მე­ქა­ნი­კო­სის კურ­სე­ბი და პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის დაწყე­ბის შემ­დეგ გა­იგ­ზავ­ნა ავი­ა­მე­ქა­ნი­კო­სად ბაღ­და­დის ფრონ­ტ­ზე. სა­ა­ვი­ა­ციო კა­ტას­ტ­რო­ფი­სას მი­ღე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბის გა­მო სამ­კურ­ნა­ლოდ სტამ­ბოლ­ში დაბ­რუნ­და. გა­მო­ჯან­მ­რ­თე­ლე­ბის შემ­დეგ და­ამ­თავ­რა სა­ა­ვი­ა­ციო სკო­ლა და უმ­ც­რო­სი ლე­ი­ტე­ნან­ტის წო­დე­ბით 1917 წელს ჩა­ი­რიცხა კავ­კა­სი­ის ფრონ­ტ­ზე მოქ­მედ ოს­მა­ლურ მეშ­ვი­დე ავი­ა­რაზ­მ­ში.

სა­ა­ვი­ა­ციო ბრძო­ლა
სა­ჰა­ე­რო ბრძო­ლა გა­ი­მარ­თა ერ­ზინ­ჯან­თან 1917 წლის 25 სექ­ტემ­ბერს. თურ­ქი მფრი­ნა­ვი ვე­ჩი­ჰი ჰურ­კუ­ში და მფრი­ნავ-დამ­კ­ვირ­ვე­ბე­ლი ლე­ი­ტე­ნან­ტი ბა­ხა­ტი­ნი ახორ­ცი­ე­ლებ­დ­ნენ ერ­ზი­ჯა­ნის მი­და­მო­ე­ბის დაზ­ვერ­ვას გერ­მა­ნუ­ლი წარ­მო­ე­ბის "ალ­ბატ­როს C III"-ით (თვით­მ­ფ­რი­ნა­ვის ტექ­ნი­კუ­რი პა­რა­მეტ­რე­ბი და საბ­რ­ძო­ლო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი: ეკი­პა­ჟი - 2 კა­ცი, მა­სა - 851 კგ, მაქ­სი­მა­ლუ­რი ასაფ­რე­ნი მა­სა - 1353 კგ, მაქ­სი­მა­ლუ­რი სიჩ­ქა­რე - 140 კმ/სთ, მაქ­სი­მა­ლუ­რი ფრე­ნის სი­მაღ­ლე - 3400 მ, ძრა­ვა - 160 ცხ.ძ., შე­ი­ა­რა­ღე­ბა - 1-2 ტყვი­ამ­ფ­რ­ქ­ვე­ვი და 100 კგ ბომ­ბი). მათ ასე­ვე ევა­ლე­ბო­დათ ერ­ზინ­ჯან­ში რუ­სუ­ლი აეროდ­რო­მის და­ბომ­ბ­ვა.
ვეჩიჰი ჰურკუში მის მიერ შექმნილ Vecihi K-XIV-თან
ერ­ზინ­ჯან­თან მი­ახ­ლო­ე­ბი­სას რუ­სუ­ლი აეროდ­რო­მი­დან მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გეს­თან შე­სახ­ვედ­რად აფ­რინ­და მე­ო­რე სა­ა­ვი­ა­ციო რაზ­მის შტაბ­ს-კა­პი­ტა­ნი მი­ხე­ილ მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი ფრან­გუ­ლი წარ­მო­ე­ბის "ნი­უ­პორ XXI"-ით (თვით­მ­ფ­რი­ნა­ვის ტექ­ნი­კუ­რი პა­რა­მეტ­რე­ბი და საბ­რ­ძო­ლო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი: ეკი­პა­ჟი - 1 კა­ცი, მა­სა - 320 კგ, მაქ­სი­მა­ლუ­რი ასაფ­რე­ნი მა­სა - 495 კგ, მაქ­სი­მა­ლუ­რი სიჩ­ქა­რე - 140 კმ/სთ, მაქ­სი­მა­ლუ­რი ფრე­ნის სი­მაღ­ლე - 4500 მ, ძრა­ვა - 80 ცხ.ძ., შე­ი­ა­რა­ღე­ბა - 1 ტყვი­ამ­ფ­რ­ქ­ვე­ვი). მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის თვით­მ­ფ­რი­ნა­ვის აფ­რე­ნი­სას ვე­ჩი­ჰი მომ­გე­ბი­ან პო­ზი­ცი­ა­ში იყო მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გე­ზე შე­სა­ტე­ვად. ის მა­ჭა­ვა­რი­ან­ზე მაღ­ლა, 1600 მეტ­რ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, მაგ­რამ შე­ტე­ვის ნაც­ვ­ლად, პირ­ველ რიგ­ში, მან აეროდ­რო­მის და­ბომ­ბ­ვა გა­ნიზ­რა­ხა. ამა­სო­ბა­ში უკ­ვე მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის თვით­მ­ფ­რი­ნავ­მა აიღო სი­მაღ­ლე და თურქს მაღ­ლა მო­ექ­ცა. სა­ჰა­ე­რო ბრძო­ლა გა­ხურ­და, ორი­ვე აეროპ­ლა­ნის მფრი­ნა­ვი ცდი­ლობ­და უკე­თე­სი პო­ზი­ცი­ის და­კა­ვე­ბას. და­იწყო სა­ჰა­ე­რო კა­რუ­სე­ლი, სა­ბო­ლო­ოდ, უკე­თე­სი სა­მა­ნევ­რო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­სა და მფრი­ნა­ვის ოს­ტა­ტო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რუ­სუ­ლი "ნი­უ­პორი" ხელ­საყ­რელ პო­ზი­ცი­ა­ზე გა­ვი­და, ტყვი­ამ­ფ­რ­ქ­ვე­ვის მა­სი­რე­ბუ­ლი ცეცხ­ლი გახ­ს­ნა და ოს­მა­ლუ­რი "ალ­ბატ­რო­სი" ჩა­მო­აგ­დო.
ჩამოგდებულ თურქებთან (პირველ რიგში ცენტრში მარჯვნივ ჰურკუში, მარცხნივ ბახატინი), რუსი ოფიცრები სიამოვნებით პოზირებდნენ
მფრი­ნავი ვე­ჩი­ჰი ჰურ­კუ­ში და მფრი­ნავ-დამ­კ­ვირ­ვე­ბე­ლი ბა­ხა­ტი­ნი გა­დარ­ჩ­ნენ, თუმ­ცა და­იჭ­რ­ნენ და ტყვედ ჩა­ვარ­დ­ნენ. გა­მარ­ჯ­ვე­ბით გა­ხა­რე­ბუ­ლი მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი და მი­სი რაზ­მის სხვა მფრი­ნა­ვე­ბი, მომ­დევ­ნო დღე­ებ­ში ფო­ტო­კა­მე­რის წინ პო­ზი­რებ­დ­ნენ რო­გორც დაჭ­რილ თურქ მფრი­ნა­ვებ­თან, ასე­ვე ჩა­მო­ვარ­დ­ნი­ლი "ალ­ბატ­რო­სის" ნარ­ჩე­ნებ­თან. ამ წარ­მა­ტე­ბის­თ­ვის მი­ხე­ილ მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი 1918 წლის 27 მარტს და­ჯილ­დოვ­და წმინ­და გი­ორ­გის მე­ოთხე ხა­რის­ხის ორ­დე­ნით. თურ­ქი მფრი­ნა­ვე­ბი კი კას­პი­ის ზღვა­ში მდე­ბა­რე კუნ­ძულ ნარ­გი­ნის სამ­ხედ­რო ტყვე­თა ბა­ნაკ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გე­თა ომის­შემ­დ­გო­მი ბე­დი
მი­ხე­ილ მა­ჭა­ვა­რი­ან­მა, პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ავი­ა­ცი­ა­ში გა­ნაგ­რ­ძო სამ­სა­ხუ­რი. მას პოლ­კოვ­ნი­კის წო­დე­ბა მი­ე­ნი­ჭა და ქარ­თულ ავი­ა­ცი­ას ჩა­უდ­გა სა­თა­ვე­ში. მი­სი მე­თა­უ­რო­ბით ქარ­თუ­ლი არ­მი­ის საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბი დაფ­რი­ნავ­დ­ნენ არა მხო­ლოდ აღ­ლუ­მე­ბი­სას, არა­მედ მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბებ­ში, მა­გა­ლი­თად, სომ­ხეთ-სა­ქარ­თ­ვე­ლოს 1918 წლი­სა და რუ­სეთ-სა­ქარ­თ­ვე­ლოს 1921 წლის ომებ­ში. მი­ხე­ილ მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის სა­ხელ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი 1920 წელს იტა­ლი­ა­ში, სამ­ხედ­რო კონ­ცერნ "ან­სალ­დოს" ტუ­რი­ნის ქარ­ხა­ნა­ში ათი უახ­ლე­სი SVA-10 ტი­პის აეროპ­ლა­ნის შე­ძე­ნის ის­ტო­რია.

მთავ­რო­ბამ ამ სა­კითხის მო­საგ­ვა­რებ­ლად იგი იტა­ლი­ა­ში გაგ­ზავ­ნა. მარ­თა­ლია, აეროპ­ლა­ნე­ბის შე­ძე­ნა მო­ხერ­ხ­და, მაგ­რამ გარ­თულ­და მა­თი ტრან­ს­პორ­ტი­რე­ბა. იტა­ლი­ი­დან პირ­და­პი­რი გად­მო­ზიდ­ვა გე­მით იტა­ლი­ე­ლი მუ­შე­ბის პრო­ტეს­ტის გა­მო ჩა­ი­შა­ლა, ამი­ტომ ყუ­თებ­ში ჩაწყო­ბი­ლი აეროპ­ლა­ნე­ბი სახ­მე­ლე­თო გზით საფ­რან­გეთ­ში, მარ­სე­ლის პორ­ტ­ში გა­და­ი­ტა­ნეს. გა­დამ­ზიდ­მა კომ­პა­ნია "მან­ჯილ­მა" ტრან­ს­პორ­ტი­რე­ბის დას­რუ­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა "ნა­ტუ­რალს" მი­ან­დო. ეს უკა­ნას­კ­ნე­ლი კი, სა­კუ­თა­რი კო­მერ­ცი­უ­ლი მო­საზ­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, საქ­მეს აჭი­ა­ნუ­რებ­და. ამა­სო­ბა­ში ქარ­თ­ველ­თა აეროპ­ლა­ნე­ბი მარ­სე­ლის პორ­ტ­ში ბარ­ჟებ­ზე იდ­გა, ყუ­თებ­ში ჩაწყო­ბი­ლი, თავ­ზე კი უბ­რა­ლო ქა­ღალ­დი ჰქონ­და გა­დაკ­რუ­ლი, რაც წვი­მის შემ­თხ­ვე­ვა­ში ტექ­ნი­კის და­ზი­ა­ნე­ბის საფ­რ­თხეს ქმნი­და.

მა­ჭა­ვა­რი­ან­მა შექ­მ­ნი­ლი სი­ტუ­ა­ცია იმ­დე­ნად გა­ნი­ცა­და, რომ ნერ­ვი­უ­ლი შე­ტე­ვა და­ე­მარ­თა და მარ­სე­ლის კლი­ნი­კა­ში მოხ­ვ­და, სა­დაც თით­ქ­მის ერ­თი თვის გა­ტა­რე­ბა მო­უხ­და. მი­სი საქ­მე პა­რიზ­ში მყო­ფი ქარ­თუ­ლი დელეგაციის მი­ერ წარ­მოგ­ზავ­ნილ­მა სო­სი­პატ­რე ასა­თი­ან­მა მი­იყ­ვა­ნა ბო­ლომ­დე. გა­მომ­ჯო­ბი­ნე­ბის შემ­დეგ მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და და გა­ა­კე­თა მოხ­სე­ნე­ბა ევ­რო­პა­ში ავი­ა­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და პერ­ს­პექ­ტი­ვებ­ზე.
მიხეილ მაჭავარიანი (ცენტრში ბერეტით) მის მიერ ჩამოგდებული თურქული აეროპლანის ნარჩენებთან
ფი­ზი­კუ­რად და ფსი­ქი­კუ­რად გა­დაღ­ლილ მფრი­ნავს მცი­რეხ­ნი­ა­ნი შვე­ბუ­ლე­ბა მი­ე­ცა, ხო­ლო 1920 წლის 7 დე­კემ­ბერს ერ­თ­ჯე­რა­დი დახ­მა­რე­ბის სა­ხით 61 144 მა­ნე­თი გა­მო­ე­ყო. სა­ქარ­თ­ვე­ლოს პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის და­კარ­გ­ვის შემ­დეგ მი­ხე­ილ მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი ქარ­თუ­ლი წი­თე­ლი არ­მი­ის სა­ა­ვი­ა­ციო დი­ვი­ზი­ონს, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის შექ­მ­ნის შემ­დეგ კი სხვადასხვა სა­ა­ვი­ა­ციო რაზმს მე­თა­უ­რობ­და. 1929 წელს ავად­მ­ყო­ფო­ბის გა­მო წი­თე­ლი არ­მი­ის თა­და­რიგ­ში გა­ვი­და, თუმ­ცა საყ­ვა­რე­ლი საქ­მის გა­რე­შე მა­ინც ვერ გაძ­ლო და 1960 წლამ­დე სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ა­ში მსა­ხუ­რობ­და. ცხოვ­რე­ბის უკა­ნას­კ­ნე­ლი წლე­ბი ქუ­თა­ის­ში გა­ა­ტა­რა. 1969 წელს გა­მო­ი­ცა მი­სი მე­მუ­ა­რე­ბი.

ვე­ჩი­ჰი ჰურ­კუშ­მა ჯერ კი­დევ პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის დას­რუ­ლე­ბამ­დე მო­ა­ხერ­ხა ტყვე­ო­ბი­დან თა­ვის დაღ­წე­ვა. ნარ­გი­ნის კუნ­ძუ­ლი­დან იგი ერ­თ­მა აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ­მა გა­მო­ა­პა­რა და ფე­ხით, მალ­ვა-მალ­ვით მო­უხ­და ერ­ზე­რუ­მამ­დე ჩას­ვ­ლა. რო­ცა სტამ­ბოლ­ში ჩა­აღ­წია, პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომი უკ­ვე სრულ­დე­ბო­და და იგი დე­და­ქა­ლა­ქის სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის ასე­ულ­ში ჩა­ი­რიცხა. პირ­ველ მსოფ­ლიო ომ­ში ოს­მა­ლე­თის და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ მუს­ტა­ფა ქე­მალ ათა­თურ­ქის თა­ნა­მებ­რ­ძო­ლი გახ­და. გან­სა­კუთ­რე­ბით თა­ვი გა­მო­ი­ჩი­ნა ბერ­ძ­ნე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ ომ­ში, მი­ი­ღო უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის სამ­ხედ­რო ჯილ­დო­ე­ბი. 1923 წელს, თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის გა­მოცხა­დე­ბის შემ­დეგ იგი ხდე­ბა თურ­ქუ­ლი ეროვ­ნუ­ლი ავი­ა­ცი­ის და­მა­არ­სე­ბე­ლი.

1925 წელს ქმნის პირ­ველ თურ­ქულ თვით­მ­ფ­რი­ნავს, სამ­ხედ­რო აეროპ­ლან VECIHI K VI-ს, რა­საც მოჰ­ყ­ვა სა­მო­ქა­ლა­ქო VECIHI K K-XIV, მო­ნოპ­ლა­ნი VECIHI K XV და VECIHI K K-XVI Nუ­რი Bეი. თა­ვი­სი 52-წლი­ა­ნი კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ვე­ჩი­ჰი ჰურ­კუშ­მა 30 ათა­სი სა­ა­თი გა­ა­ტა­რა ჰა­ერ­ში, რაც ერ­თად სამ წე­ლი­წად­ზე მეტს შე­ად­გენს. თურ­ქუ­ლი ავი­ა­ცი­ის ლე­გენ­დამ 1969 წელს და­იწყო მე­მუ­ა­რე­ბის წე­რა, მაგ­რამ ავა­რი­ა­ში მოხ­ვედ­რის შემ­დეგ კო­მა­ში ჩა­ვარ­და და 1969 წლის 16 ივ­ლისს გარ­და­იც­ვა­ლა. ვე­ჩი­ჰი ჰურ­კუშს თურ­ქეთ­ში დღემ­დე დიდ პა­ტივს მი­ა­გე­ბენ, რო­გორც თურ­ქუ­ლი ავი­ა­ცი­ის მა­მა­სა და ლე­გენ­და­რულ მფრი­ნავს. სტამ­ბოლ­ში დგას მი­სი გი­გან­ტუ­რი ძეგ­ლი, ხო­ლო თა­ნა­მედ­რო­ვე თურ­ქუ­ლი ავი­ა­ცი­ის პირ­ველ სამ­ხედ­რო-სას­წავ­ლო თვით­მ­ფ­რი­ნავს, რო­მე­ლიც სულ ახ­ლა­ხან, 2013 წლის 29 აგ­ვის­ტოს აფ­რინ­და, ჰურ­კუ­შის სა­ხე­ლი და­ერ­ქ­ვა.

დი­მიტ­რი სი­ლა­ქა­ძე,
თსუ-ის ის­ტო­რი­ის დოქ­ტო­რან­ტი
ჟურნალი "ისტორიანი",#36

123 321
02 მაისი 2018 16:46
ვერგავიგე ყველა თურქ მფრინავს ვეჩიჰი ქვია?