ბარონი დე ბაი საქართველოს ფრანგი მეგობარი
27-04-2018
ბარონი დე ბაი საქართველოს ფრანგი მეგობარი
XIX საუკუნეში საქართველოში ბევრმა უცხოელმა იმოგზაურა და ყოველ მათგანს სხვადასხვა ინტერესი ამოძრავებდა. მათ შორის ისეთებიც იყვნენ, რომლებიც წლების განმავლობაში საქართველოში ბრუნდებოდნენ არა მხოლოდ მეცნიერული ინტერესების, არამედ იმ მეგობრულ ურთიერთობათა გამო, რაც მათ ქართველებთან აკავშირებდა.

სწორედ ასეთთაგანი გახლდათ ფრანგი არქეოლოგი და ეთნოგრაფი ბარონი დე ბაი. მან მრავალმხრივი კვლევა მიუძღვნა საქართველოს და ქვეყნის თითქმის ყოველი კუთხის ამსახველი ფოტოები და ჩანაწერები დაგვიტოვა.

ბა­რო­ნი ჟო­ზეფ ბერ­ტე­ლო დე ბაი (1853-1931) დი­დი საგ­ვა­რე­უ­ლოს უკა­ნას­კ­ნე­ლი წარ­მო­მად­გე­ნე­ლია, რომ­ლის
ფეს­ვე­ბიც ბრე­ტო­ნი­დან მო­დის და რო­მელ­მაც XVII სა­უ­კუ­ნე­ში შამ­პა­ნის რე­გი­ონ­ში დი­დი მა­მუ­ლი შე­ი­ძი­ნა. ბა­რო­ნი დე ბაი პა­რიზ­ში და­ი­ბა­და, თუმ­ცა თით­ქ­მის მთე­ლი ცხოვ­რე­ბა თა­ვის საგ­ვა­რე­უ­ლო სა­სახ­ლე­ში გა­ა­ტა­რა. არ­ქე­ო­ლო­გი­ით 13 წლის ასაკ­ში და­ინ­ტე­რეს­და, რო­ცა მა­მას­თან ერ­თად ნა­დი­რო­ბი­სას შემ­თხ­ვე­ვით იპო­ვა პრე­ის­ტო­რი­უ­ლი ხა­ნის კა­ჟის ცუ­ლი. 18-19 წლის დე ბა­იმ პირ­ვე­ლი
არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი გათხ­რე­ბი მო­აწყო და აღ­მო­ა­ჩი­ნა XIX სა­უ­კუ­ნის არ­ქე­ო­ლო­გი­ის­თ­ვის სრუ­ლი­ად უც­ნო­ბი ტი­პის, ძვ.წ. 3500-2700 წლე­ბით და­თა­რი­ღე­ბუ­ლი ჯგუ­ფუ­რი სა­მარ­ხე­ბი. 1875 წელს ბა­რონ­მა დე ბა­იმ თა­ვის სა­სახ­ლე­ში მუ­ზე­უ­მი გახ­ს­ნა და მის მი­ერ აღ­მო­ჩე­ნი­ლი თუ შე­ძე­ნი­ლი კო­ლექ­ცი­ე­ბი გა­ნა­თავ­სა.

1890 წელს ბა­რო­ნი დე ბაი მო­ნა­წი­ლე­ობ­და მოს­კო­ვის არ­ქე­ო­ლოგ­თა VIII სა­ერ­თა­შო­რი­სო ყრი­ლო­ბა­ში და რუ­სე­თის იმ­პე­რი­ით გან­სა­კუთ­რე­ბით და­ინ­ტე­რეს­და. 1895 წლი­დან იგი საფ­რან­გე­თის სა­ხალ­ხო გა­ნათ­ლე­ბი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ყო­ველ­წ­ლი­უ­რი ოფი­ცი­ა­ლუ­რი მივ­ლი­ნე­ბით მი­ემ­გ­ზავ­რე­ბო­და რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის სხვა­დას­ხ­ვა რე­გი­ონ­ში, აწყობ­და არ­ქე­ო­ლო­გი­ურ გათხ­რებს და მო­პო­ვე­ბულ მა­სა­ლას საფ­რან­გე­თის მუ­ზე­უ­მებს უგ­ზავ­ნი­და. საფ­რან­გეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბი­სას მარ­თავ­და კონ­ფე­რენ­ცი­ებს, აქ­ვეყ­ნებ­და სტა­ტი­ებ­სა და წიგ­ნებს, რა­თა ევ­რო­პე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის რუ­სე­თის იმ­პე­რი­ა­ში შე­მა­ვა­ლი კულ­ტუ­რე­ბი გა­ეც­ნო.

თით­ქ­მის ყო­ველ წე­ლი­წადს ბა­რო­ნი სტუმ­რად ჩა­დი­ო­და თა­ვის უახ­ლო­ეს მე­გო­ბარ გრაფ სერ­გეი შე­რე­მე­ტი­ევ­თან (1844-1918) მი­ხა­ი­ლოვ­ს­კო­ეს რე­ზი­დენ­ცი­ა­ში, მოს­კო­ვის მახ­ლობ­ლად. 1897 წელს ციმ­ბირ­ში ორ­თ­ვი­ა­ნი ექ­ს­პე­დი­ცი­ის შემ­დეგ შე­რე­მე­ტი­ევ­მა იგი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, სო­ფელ კარ­და­ნა­ხის მა­მულ­ში და­პა­ტი­ჟა. იმა­ვე წლის შე­მოდ­გო­მა­ზე მე­გობ­რე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლოს სამ­ხედ­რო გზით კა­ხეთ­ში წა­მო­ვიდ­ნენ. სწო­რედ ამ მოგ­ზა­უ­რო­ბი­დან იწყე­ბა ბა­რონ დე ბა­ის გა­ტა­ცე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­თი. "მზის ამოს­ვ­ლა და­თოვ­ლილ ყაზ­ბე­გის მწვერ­ვალ­ზე - ამა­ზე მშვე­ნი­ე­რი ცხოვ­რე­ბა­ში არა­ფე­რი მი­ნა­ხავს" - ეს სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მი­სი პირ­ვე­ლი ემო­ციაა.

ტფი­ლის­ში ჩა­მო­სუ­ლი ფრან­გი მეც­ნი­ე­რი აღ­ტა­ცე­ბას ვერ მა­ლავს: "მხატ­ვა­რი ან პო­ე­ტი უნ­და იყო, რომ და­ხა­ტო თბი­ლი­სის სუ­რა­თე­ბი ან უმ­ღე­რო იმ სა­ნა­ხა­ო­ბას, რა­საც თბი­ლი­სი წარ­მო­ად­გენს". იგი ბევრს სე­ირ­ნობს, ჩა­ნა­წე­რებს აკე­თებს და ფო­ტო­ებს იღებს, რა­თა სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბულ­მა ფრან­გულ სა­მეც­ნი­ე­რო წრე­ებს გა­აც­ნოს "ტფი­ლი­სი - ნა­ხევ­რად ევ­რო­პუ­ლი და ნა­ხევ­რად აზი­უ­რი კონ­ტ­რას­ტე­ბის ქა­ლა­ქი".

ბა­რონ დე ბა­ის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჩა­მოს­ვ­ლა დაემ­თხ­ვა რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­ერ უცხო­ე­ლე­ბის­თ­ვის კავ­კა­სი­ა­ში არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი გათხ­რე­ბის აკ­რ­ძალ­ვას. 1880-იან წლე­ბის მრა­ვა­ლი არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ექ­ს­პე­დი­ცი­ის შე­დე­გად მო­პო­ვე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბი უცხო­ელ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა ევ­რო­პის მუ­ზე­უ­მებ­ში გა­ი­ტა­ნეს. მე­ფის რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გვი­ან მიხ­ვ­და ამ კო­ლექ­ცი­ა­თა სა­მეც­ნი­ე­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას და ამი­ტო­მაც და­ა­წე­სა აკ­რ­ძალ­ვა უცხო­ე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის­თ­ვის. ვი­ნა­ი­დან ბა­რო­ნი დე ბაი მოკ­ლე­ბუ­ლი იყო არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი გათხ­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, მან კავ­კა­სი­ის ეთ­ნოგ­რა­ფი­ის კვლე­ვა და­იწყო და დღეს თუ ცნო­ბი­ლია, რო­გორც ეთ­ნოგ­რა­ფი, ეს სწო­რედ მი­სი კავ­კა­სი­ა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

დე ბაი შე­რე­მე­ტი­ე­ვის ოჯახ­თან ერ­თად ტფი­ლი­სი­დან კარ­და­ნახ­ში გა­ემ­გ­ზავ­რა. აქ ფრანგ სტუ­მარს ყვე­ლა­ფე­რი აოცებ­და: რთვე­ლი, ღვი­ნის და­ყე­ნე­ბის წე­სი, სიმ­ღე­რე­ბი, ცეკ­ვე­ბი, ეროვ­ნუ­ლი კოს­ტი­უ­მე­ბი. ბა­რო­ნი ფო­ტო­ებს იღებ­და და მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას სა­ყუ­რადღე­ბო დე­ტა­ლებს ინიშ­ნავ­და. იგი აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბით აღ­წერ­და ყურ­ძ­ნის და­წურ­ვის რი­ტუ­ალს: "მა­მა­კა­ცე­ბი ხის გრძელ საწ­ნა­ხელ­ში დგე­ბი­ან და რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ჭყლე­ტენ ნა­ყოფს. ნე­ლი თუ სწრა­ფი, ნა­ზი თუ ენერ­გი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბე­ბი მა­თი სიმ­ღე­რე­ბის რიტმს მიჰ­ყ­ვე­ბა; რბი­ლი, მძლავ­რი, გულ­ში ჩამ­წ­ვ­დო­მი, საბ­რ­ძო­ლო თუ სუფ­რუ­ლი სიმ­ღე­რე­ბი ერ­თ­მა­ნეთს ენაც­ვ­ლე­ბა და დაჭყ­ლე­ტი­ლი ყურ­ძ­ნის მათ­რო­ბე­ლი სურ­ნე­ლი ხან ექ­ს­პ­რე­სი­ულს, ხა­ნაც კი ამა­ღელ­ვე­ბელს ხდის ამ ქო­როს... სა­ოც­რად თვალ­წარ­მ­ტა­ცი და სა­ინ­ტე­რე­სოა, ქარ­თ­ველ­თა მკერ­დი­დან ამო­მა­ვა­ლი პა­თე­ტი­კუ­რი სიმ­ღე­რე­ბის ფონ­ზე, მა­თი სხე­უ­ლე­ბის რიტ­მუ­ლი რხე­ვის ყუ­რე­ბა. ამ დროს კი მათ ფე­ხებ­თან მზის სხი­ვებ­ზე მო­ელ­ვა­რე კამ­კა­მა ღვი­ნის წყა­რო მო­ე­დი­ნე­ბა".

კარ­და­ნა­ხი­დან დე ბაი სიღ­ნაღ­ში გა­ემ­გ­ზავ­რა, ბა­ზარ­ში გა­ი­სე­ირ­ნა და სა­ინ­ტე­რე­სო სუ­რათს გა­და­აწყ­და: "ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი დიდ­ხანს ვჩერ­დე­ბი აკ­ვ­ნე­ბი­სა და კუ­ბო­ე­ბის წინ, რომ­ლებ­საც ერ­თი და იგი­ვე კა­ცი ამ­ზა­დებს და ჰყი­დის. სწო­რედ აქ მო­დი­ან სიღ­ნა­ღის მცხოვ­რებ­ნი ახალ­და­ბა­დე­ბუ­ლის აკ­ვ­ნი­სა თუ გარ­დაც­ვ­ლი­ლის კუ­ბოს­თ­ვის. აკ­ვან­ზე დე­და იხ­რე­ბა, რომ შვილს გა­უ­ღი­მოს, კუ­ბოს­თან კი იხ­რე­ბი­ან იმის­თ­ვის, რა­თა ცრემ­ლი დაღ­ვა­რონ. არა­ფე­რია ამა­ზე უფ­რო ამა­ღელ­ვე­ბე­ლი, ფი­ლო­სო­ფი­უ­რი, პო­ე­ტუ­რი, ღრმა, ვიდ­რე ასე­თი ბუ­ნებ­რი­ვი და ასე­თი მო­უ­ლოდ­ნე­ლი რა­მის და­ნახ­ვა; და ეს ყვე­ლა­ფე­რი ერ­თი ხე­ლოს­ნის მი­ერ არის დამ­ზა­დე­ბუ­ლი, რომ­ლის გო­ნე­ბის­თ­ვის ყო­ვე­ლი­ვე ეს მი­უწ­ვ­დო­მე­ლია.

ამ ვა­ჭარს, რო­მე­ლიც შრო­მობს სი­ცოცხ­ლი­სა და სიკ­ვ­დი­ლის­თ­ვის, ბედ­ნი­ე­რე­ბი­სა და გლო­ვის­თ­ვის, და­საწყი­სი­სა და და­სას­რუ­ლის­თ­ვის, ერთ გრო­ვა­ში გა­უ­ერ­თი­ა­ნე­ბია ერ­თ­მა­ნე­თი­სად­მი უკი­დუ­რე­სად და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი - პირ­ვე­ლი და უკა­ნას­კ­ნე­ლი მოთხოვ­ნი­ლე­ბის საგ­ნე­ბი. თა­ვის დუ­ქან­ში მან ასე უხე­შად შეკ­რი­ბა და­საწყი­სი­სა და და­სას­რუ­ლის ორი წერ­ტი­ლი. მან ბრძნუ­ლად შეგ­ვახ­სე­ნა ეს ორი მო­მენ­ტი, ასე შო­რე­უ­ლი თუ ასე ახ­ლო­ბე­ლი, ჩვე­ნი გა­ჩე­ნი­სა და ჩვე­ნი გაქ­რო­ბი­სა. სიღ­ნა­ღე­ლე­ბო, რო­დე­საც ბა­ზარ­ში მი­დი­ხართ საჭ­მ­ლი­სა და ტან­საც­მ­ლის სა­ყიდ­ლად, რა­ზე ფიქ­რობთ ამ ად­გი­ლას ჩავ­ლი­სას - ჩვი­ლის სახ­ვე­ვებ­ზე, სუ­და­რა­ზე თუ სი­ცოცხ­ლე­ზე?"
ქარვასლის წინ. ამჟამად თავისუფლების მოედანი. 1900 წელი. კერძო კოლექცია
საფ­რან­გეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ ბა­რონ­მა დე ბა­იმ სიღ­ნა­ღის ბა­ზარ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო სა­ფოს­ტო ბა­რათ­ზე და­ბეჭ­და. დღეს ეს ბა­რა­თე­ბი ნე­ბის­მი­ე­რი კო­ლექ­ცი­ო­ნე­რის­თ­ვის სა­ა­მა­ყოა.
კა­ხე­თი­დან ფრან­გი სტუ­მა­რი და­სავ­ლეთ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გა­ემ­გ­ზავ­რა, გა­ი­ა­რა იმე­რე­თი, ჩა­ვი­და ბა­თუმ­სა და ჩაქ­ვ­ში, სა­დაც ქვე­ყა­ნა­ში ახალ­შე­მო­სულ ჩა­ის კულ­ტუ­რას გა­ეც­ნო.

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ორ­თ­ვი­ა­ნი მოგ­ზა­უ­რო­ბის შემ­დეგ სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბულ­მა მეც­ნი­ერ­მა წე­რი­ლი გა­აგ­ზავ­ნა საფ­რან­გე­თის სა­ხალ­ხო გა­ნათ­ლე­ბი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­ში და კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნის შე­სას­წავ­ლად ოფი­ცი­ა­ლუ­რი მივ­ლი­ნე­ბა მო­ითხო­ვა. 1898-1904 წლებ­ში ბა­რო­ნი დე ბაი უკ­ვე ოფი­ცი­ა­ლუ­რი მივ­ლი­ნე­ბით ჩა­მო­ვი­და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და თით­ქ­მის ყვე­ლა რე­გი­ონს გა­ეც­ნო. მან მო­ი­ა­რა კა­ხე­თი, ქარ­თ­ლი, იმე­რე­თი, გუ­რია, აჭა­რა და სა­მეგ­რე­ლო. 1903 წელს ეთ­ნო­ლოგ თე­დო სა­ხო­კი­ას­თან ერ­თად იმოგ­ზა­უ­რა აფხა­ზეთ­ში. ასე შე­იქ­მ­ნა სო­ხუ­მი­დან გაგ­რამ­დე მოგ­ზა­უ­რო­ბის სა­ინ­ტე­რე­სო ჩა­ნა­წე­რე­ბი. "მე არ ვა­ჭარ­ბებ, რო­ცა ვამ­ბობ, რომ მას­პინ­ძე­ლი სტუ­მარს თა­ვის სახ­ლ­ში ამე­ფებს და ყვე­ლა­ფერს აკე­თებს იმის­თ­ვის, რომ მას ასი­ა­მოვ­ნოს. რო­დე­საც ქარ­თ­ვე­ლი სტუმ­რის სადღეგ­რ­ძე­ლოს სვამს, ამით გა­მო­ხა­ტავს ყვე­ლა­ზე მხურ­ვა­ლე გრძნო­ბებს სტუმ­რი­სა და მი­სი სამ­შობ­ლო­სად­მი", - წერს ბა­რო­ნი დე ბაი თა­ვის მო­გო­ნე­ბებ­ში.

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მან გა­იც­ნო და და­უ­მე­გობ­რ­და იმ პე­რი­ო­დის ქარ­თ­ველ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­სა და გა­მო­ჩე­ნილ სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­ებს ილია ჭავ­ჭა­ვა­ძეს, აკა­კი წე­რე­თელს, ექ­ვ­თი­მე თა­ყა­იშ­ვილს, ალექ­სან­დ­რე ცა­გა­რელს, და­ვით სა­რა­ჯიშ­ვილს... ად­გი­ლობ­რი­ვი ქარ­თუ­ლი პრე­სა ყო­ველ­თ­ვის ინ­ტე­რე­სით ადევ­ნებ­და თვალს ბა­რონ დე ბა­ის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სტუმ­რო­ბას და მის მი­ერ საფ­რან­გეთ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს შე­სა­ხებ მოწყო­ბილ გა­მო­ფე­ნებს. სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან საფ­რან­გეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ბა­რო­ნი ყო­ველ წელს აწყობ­და გა­მო­ფე­ნებს, აქ­ვეყ­ნებ­და წიგ­ნებს სა­ქარ­თ­ვე­ლოს შე­სა­ხებ და ქარ­თულ კულ­ტუ­რულ მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბას აც­ნობ­და ფრანგ სა­ზო­გა­დო­ე­ბას.
მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას ფრან­გი მეც­ნი­ე­რი ხში­რად იღებ­და სა­ინ­ტე­რე­სო ფო­ტო­ებს, რის­თ­ვი­საც 1903 წელს პა­რი­ზის გე­ოგ­რა­ფი­ულ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იგი მოლ­ტე­ნის პრი­ზით და­ა­ჯილ­დო­ვა.
ამიერკავკასიის შეიხ-ულ-ისლამი აბდუსალამ-ახუნდ-ზადე და ბარონი დე ბაი მუსლიმურ სასაფლაოზე თბილისში. 1899 წელი. კერძო კოლექცია
ბა­რო­ნი დე ბაი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იყო ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი­თა და წეს-ჩვე­უ­ლე­ბე­ბით და ამი­ტომ მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს ფირ­ზე აღ­ბეჭ­დავ­და სხვა­დას­ხ­ვა ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტერ­სა და იქ გა­მარ­თულ დღე­სას­წა­უ­ლებს. იგი გან­სა­კუთ­რე­ბით იყო მო­ხიბ­ლუ­ლი ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი ტან­საც­მ­ლით. მის ფო­ტო­კო­ლექ­ცი­ა­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი უკა­ვია ყა­ბა­ლა­ხის ფო­ტო­სე­რი­ებს: ყა­ბა­ლა­ხის ტა­რე­ბის სხვა­დას­ხ­ვა მა­ნე­რა, ყა­ბა­ლა­ხის გამ­ყიდ­ვე­ლე­ბი და სხვ. ბა­რო­ნი დე ბაი თვი­თო­ნაც გა­მო­ეწყო ყა­ბა­ლახ­სა და ნა­ბად­ში და ალექ­სან­დ­რე რო­ი­ნაშ­ვი­ლის სა­ხე­ლოს­ნო­ში გა­და­ი­ღო ფო­ტო.

კავ­კა­სი­ით აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბულ­მა ბა­რონ­მა, ფრან­გუ­ლი პრე­სის ცნო­ბე­ბის მი­ხედ­ვით, საფ­რან­გეთ­ში კავ­კა­სი­ის მუ­ზე­უ­მის გახ­ს­ნა გა­დაწყ­ვი­ტა, რის სა­შუ­ა­ლე­ბა­საც, სა­ვა­რა­უ­დოდ, მის მი­ერ შე­ძე­ნი­ლი მდი­და­რი ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი კო­ლექ­ცია მის­ცემ­და. სამ­წუ­ხა­როდ, დე ბა­ის ამ წა­მოწყე­ბას პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის დაწყე­ბამ შე­უ­შა­ლა ხე­ლი.
ბოლ­შე­ვი­კუ­რი რე­ვო­ლუ­ცი­ის დროს ბა­რო­ნი დე ბაი მოს­კოვ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას ვერ ახერ­ხებ­და, ვი­ნა­ი­დან ორ ქვე­ყა­ნას შო­რის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა შეწყ­და. მი­სი მე­გობ­რე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა გარ­დაც­ვ­ლი­ლი, დახ­ვ­რე­ტი­ლი ან ემიგ­რი­რე­ბუ­ლი იყ­ვ­ნენ. ავად­მ­ყო­ფი ფრან­გი მეც­ნი­ე­რი ბოლ­შე­ვი­კებ­მა ორ­ჯერ და­ა­პა­ტიმ­რეს, მაგ­რამ მა­ლე­ვე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. 1920 წელს ბა­რო­ნი დე ბაი სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და, თა­ვის საგ­ვა­რე­უ­ლო სა­სახ­ლე­ში. იგი ცდი­ლობ­და, კვლავ გა­ნეგ­რ­ძო კვლე­ვა და აქ­ტი­უ­რი სა­მეც­ნი­ე­რო მოღ­ვა­წე­ო­ბა, თუმ­ცა ავად­მ­ყო­ფო­ბა ამის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევ­და.

ბა­რო­ნი დე ბაი მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ინარ­ჩუ­ნებ­და ურ­თი­ერ­თო­ბას ქარ­თ­ველ მე­გობ­რებ­თან. 1920-იან წლებ­ში მას­თან ხში­რად მი­დი­ოდ­ნენ სტუმ­რად ემიგ­რა­ცი­ა­ში მყო­ფი სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. ასე­ვე სი­ცოცხ­ლის ბო­ლომ­დე მე­გობ­რობ­და იგი ექ­ვ­თი­მე თა­ყა­იშ­ვილ­თან, რო­მელ­საც ემიგ­რან­ტუ­ლი მთავ­რო­ბის მი­ერ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს მხარ­და­სა­ჭე­რად მოწყო­ბილ სხვა­დას­ხ­ვა შეკ­რე­ბა­ზე და­სა­რი­გებ­ლად ხში­რად გა­დას­ცემ­და ხოლ­მე სა­ქარ­თ­ვე­ლო­ზე და­წე­რილ წიგ­ნებ­სა და ბრო­შუ­რებს.
ქაშუეთის ეკლესიის გალავანი. 1899 წელი. კერძო კოლექცია
ბა­რო­ნი დე ბაი გარ­და­იც­ვა­ლა პა­რიზ­ში 1931 წელს, თა­ვის თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­თა­გან უსა­ფუძ­ვ­ლოდ მი­ვიწყე­ბუ­ლი. სი­ცოცხ­ლის ბო­ლოს და­წე­რილ მო­გო­ნე­ბებ­ში ბა­რო­ნი დე ბაი სი­ნა­ნუ­ლით აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ხელ­მ­წი­ფო­სა და მუ­ზე­უ­მე­ბის კუ­რა­ტო­რე­ბის და­უ­დევ­რო­ბის გა­მო მი­სი კო­ლექ­ცი­ე­ბი ისე გა­ი­ფან­ტა სხვა­დას­ხ­ვა მუ­ზე­უმ­ში, რომ ერ­თი, მეტ-ნაკ­ლე­ბად სრუ­ლი კა­ტა­ლო­გიც კი არ მი­ეძღ­ვ­ნა ამ მა­სა­ლებს. დღეს ამ კო­ლექ­ცი­ებს შო­რის ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის ნი­მუ­შე­ბიც არის გა­ფან­ტუ­ლი.

ფრან­გი მეც­ნი­ე­რის მო­გო­ნე­ბე­ბი­დან ნათ­ლად ჩანს, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად იგი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­და, რო­გორც რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის ერთ-ერთ მხა­რე­ში, ხო­ლო აქა­უ­რო­ბის გაც­ნო­ბის შემ­დეგ კი იგი სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა და მის თვით­მ­ყო­ფად კულ­ტუ­რას გან­სა­კუთ­რე­ბულ შე­ფა­სე­ბას აძ­ლევ­და. დე ბაი სა­ქარ­თ­ვე­ლოს შე­სა­ხებ და­წე­რი­ლი თა­ვი­სი პირ­ვე­ლი წიგ­ნის და­საწყის­ში­ვე ამ­ბობ­და: "ქარ­თ­ვე­ლე­ბი, რო­გორც ქრო­ნო­ლო­გი­უ­რი, ასე­ვე გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით, შო­რე­ულ აღ­მო­სავ­ლეთ­ში სარ­წ­მუ­ნო­ე­ბის გა­მავ­რ­ცე­ლე­ბელ­თა ავან­გარ­დ­ში იყ­ვ­ნენ. ისი­ნი დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი სი­ა­მა­ყით შე­ახ­სე­ნე­ბენ რუ­სებს, რომ ქარ­თ­ვე­ლე­ბი მათ­ზე ად­რე გახ­დ­ნენ ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის ნა­წი­ლი".

ანა ჭე­იშ­ვი­ლი, კულტურული მემკვიდრეობის კურატორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი

ჟან-ჟაკ შარ­პი, ეპერნეს მუზეუმის საპატიო მთავარი კურატორი (საფრანგეთი)
ჟურნალი "ისტორიანი",#36
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!