"დაკარგულები" ქალაქის ცენტრში - რით ჰგავს ვაჭარ გირგიდოვის საფლავი ვერის სასაფლაოზე მთაწმინდის პანთეონში ილიას განსასვენებელს...
27-04-2018
"დაკარგულები" ქალაქის ცენტრში - რით ჰგავს ვაჭარ გირგიდოვის საფლავი ვერის სასაფლაოზე მთაწმინდის პანთეონში ილიას განსასვენებელს...
თბილისის ერთ-ერთი უბნის, ვერის სასაფლაო ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიასთან მდებარეობდა. მან XX საუკუნის 30-იან წლებამდე იარსება.
დღეს აქ უკვე ვერის პარკია გაშენებული. ვერაზე მეორე სასაფლაო თბილისელმა სომხებმა 1836 წელს გააშენეს, ხოლო 1844 წელს აქ დავით თამამშევის შემოწირულობით ძელიცხოვლის ანუ სურბ ხაჩის ეკლესია აშენდა. მას შემდეგ თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და დიდი სასაფლაოს გალავანს მიღმა სხვადასხვა ეროვნების ბევრი ცნობილი თბილისელი დაიკრძალა.

აქ უკა­ნას­კ­ნელ გან­სას­ვე­ნე­ბელს პო­უ­ლობ­დ­ნენ მხატ­ვ­რე­ბი და პო­ე­ტე­ბი, მთამ­ს­ვ­ლე­ლე­ბი და სა­სუ­ლი­ე­რო
მოღ­ვა­წე­ნი, თა­ვა­დე­ბი და ვაჭ­რე­ბი. 1920 წლი­დან ვე­რის სა­საფ­ლაო ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ი­ხუ­რა, თუმ­ცა 70 წლის შემ­დეგ იგი კვლავ გა­იხ­ს­ნა...
ამ­ჯე­რად დე­და­ქა­ლა­ქის ერთ-ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­უ­ლი ად­გი­ლი ამო­ვირ­ჩი­ეთ "სა­მოგ­ზა­უ­როდ". ვე­რის სა­საფ­ლაო ხომ ქა­ლა­ქის შუ­ა­გულ­შია და შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, აქ ჩვენ­თ­ვის მა­ნამ­დე უც­ნო­ბი თბი­ლი­სი და სა­ქარ­თ­ვე­ლო ვი­პო­ვეთ.

დიდ აკ­ლ­და­მებს შო­რის თბი­ლი­სის
ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მდი­და­რი და შეძ­ლე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქის, ალექ­სან­დ­რე მე­ლიქ აზა­რი­ან­ცის (1847-1923) მოკ­რ­ძა­ლე­ბუ­ლი საფ­ლა­ვი მო­ჩანს. მის საფ­ლა­ვის სვეტს რუ­სუ­ლად აწე­რია "მშვი­დო­ბა შენ­და ღირ­სე­უ­ლო მა­მა".

მე­ლიქ აზა­რი­ანცს არა მხო­ლოდ იმ­დ­რო­ინ­დე­ლი თბი­ლი­სის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში ეჭი­რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი, მან თბი­ლი­სის არ­ქი­ტექ­ტუ­რულ იერ­სა­ხე­საც ერთ-ერ­თი გა­მორ­ჩე­უ­ლი ნა­გე­ბო­ბა შეჰ­მა­ტა. ეს სახ­ლი 1912-1915 წლებ­ში პე­ტერ­ბურ­გე­ლი არ­ქი­ტექ­ტო­რის, ნი­კო­ლოზ ობო­ლონ­ს­კის პრო­ექ­ტი­თა და უშუ­ა­ლო ძა­ლის­ხ­მე­ვით აშენ­და. მი­სი სა­ძირ­კ­ვე­ლი პრობ­ლე­მუ­რი აღ­მოჩ­ნ­და გრუნ­ტის წყლე­ბის გა­მო, ამი­ტომ პირ­ვე­ლად კავ­კა­სი­ა­ში უნი­კა­ლუ­რი მე­თო­დი გა­მო­ი­ყე­ნეს და სახ­ლის სა­ძირ­კ­ველ­ში ე.წ. ტყვი­ის კარ­კა­სე­ბი ჩა­ა­მაგ­რეს. ამან ფუნ­და­მენ­ტი მი­წის­ქ­ვე­შა წყლე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის­გან და­იც­ვა.

მშე­ნებ­ლო­ბი­სას კი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გა­მომ­წ­ვარ აგურს იყე­ნებ­დ­ნენ. 1960-1970-იან წლებ­ში სახ­ლის აფეთ­ქე­ბა და რეს­პუბ­ლი­კის მო­ედ­ნის გა­ფარ­თო­ე­ბა მო­ინ­დო­მეს, თუმ­ცა დიდ­მა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბამ და შე­ნო­ბის სა­ძირ­კ­ვ­ლის დან­გ­რე­ვის მო­სა­ლოდ­ნელ­მა სირ­თუ­ლემ კო­მუ­ნის­ტებს გან­ზ­რახ­ვა­ზე ხე­ლი ააღე­ბი­ნა. მას შემ­დეგ აზა­რი­ან­ცის სახ­ლი თბი­ლისს მარ­გა­ლი­ტად შე­მორ­ჩა და ლე­გენ­დე­ბით შე­ი­მო­სა. ამ­ბო­ბენ, მე­ლიქ აზა­რი­ან­ც­მა 1904 წელს გარ­დაც­ვ­ლი­ლი ქა­ლიშ­ვი­ლის გლო­ვის ნიშ­ნად მთე­ლი სახ­ლი ქვის სამ­გ­ლო­ვი­ა­რო თა­ი­გუ­ლე­ბით შე­ამ­კო, რომ­ლის ქვე­მოთ ფან­ჯ­რებს კი ცრემ­ლე­ბის ფორ­მა მის­ცა.
გილდიის ვაჭრის ასატურ გირგიდოვისა და დიდი ილია ჭავჭავაძის საფლავები
თა­ვად აზა­რი­ან­ცი, სხვა ემიგ­რან­ტე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, უცხო­ეთ­ში არ გაქ­ცე­უ­ლა, თბი­ლის­ში დარ­ჩა. მას შე­ნო­ბა ბოლ­შე­ვი­კებ­მა ჩა­მო­არ­თ­ვეს და საცხოვ­რე­ბე­ლი სა­კუ­თა­რი სა­სახ­ლის სა­დარ­ბა­ზო­ში, ერთ-ერ­თი კი­ბის ქვეშ მი­უ­ჩი­ნეს. მე­ლიქ აზა­რი­ან­ცი იქ გარ­და­იც­ვა­ლა და მე­გობ­რე­ბის შეგ­რო­ვი­ლი ფუ­ლით დაკ­რ­ძა­ლეს.
მე­ლიქ აზა­რი­ან­ცის საფ­ლავ­თან ახ­ლოს ტფი­ლი­სის მე­ო­რე გილ­დი­ის ვაჭ­რის, ასა­ტურ სერ­გო­ე­ვიჩ გირ­გი­დო­ვის მო­ნუ­მენ­ტუ­რი აკ­ლ­და­მა მო­ჩანს. სა­საფ­ლა­ო­ზე არა­ერ­თი ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნია დაკ­რ­ძა­ლუ­ლი, მათ შო­რი­საა ქარ­თუ­ლი რე­ა­ლის­ტუ­რი მხატ­ვ­რო­ბის ერთ-ერ­თი გა­მორ­ჩე­უ­ლი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ალექ­სან­დ­რე მრევ­ლიშ­ვი­ლი. მი­სი საფ­ლა­ვი დღეს მო­უვ­ლე­ლია და უპატ­რო­ნო და ვფიქ­რობთ, სას­წ­რა­ფოდ მო­ითხოვს ყუ­რადღე­ბას.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია კი­დევ ერ­თი გა­რე­მო­ე­ბა. კერ­ძოდ, 1899 წელს გარ­დაც­ვ­ლი­ლი ვა­ჭარ გირ­გი­დო­ვის საფ­ლა­ვი ძა­ლი­ან ჰგავს 1913 წელს მთაწ­მინ­დის პან­თე­ონ­ში გახ­ს­ნილ ილი­ას გან­სას­ვე­ნე­ბელს. რო­გორც ჩანს, იაკობ ნი­კო­ლა­ძის ძეგ­ლის - მტი­რა­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ფორ­მე­ბის დროს არ­ქი­ტექ­ტორ­მა პეტ­რე მამ­რა­ძემ შთა­გო­ნე­ბის წყა­როდ ვე­რის სა­საფ­ლა­ოს აკ­ლ­და­მა აიღო. გირ­გი­დო­ვის აკ­ლ­და­მის ავ­ტო­რი, სა­მა­რის ლო­დის წარ­წე­რის მი­ხედ­ვით, ავ­ს­ტ­რი­ის იმ­პე­რა­ტო­რის კა­რის ქვის­მ­თ­ლე­ლი და მო­ქან­და­კე ედუ­არდ გა­უ­ზე­რი ყო­ფი­ლა.

ვე­რის სა­საფ­ლა­ო­ზე ყვე­ლა­ზე დი­დი და გა­მორ­ჩე­უ­ლი აკ­ლ­და­მა ძმე­ბი ანა­ნო­ვე­ბი­საა. მა­თი გვა­რის წარ­წე­რის ფრაგ­მენ­ტე­ბი უკ­ვე და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი შე­მორ­ჩა კა­რიბ­ჭის თავს. აკ­ლ­და­მა თბი­ლი­სუ­რი მო­დერ­ნის სა­უ­კე­თე­სო ნი­მუ­შია, თუმ­ცა ისიც, რო­გორც სხვა ძეგ­ლე­ბი, უმოწყა­ლოდ ნად­გურ­დე­ბა. თა­ვად ძმებ ანა­ნო­ვე­ბის შე­სა­ხებ მწი­რი ინ­ფორ­მა­ცია შე­მორ­ჩა. ცნო­ბი­ლია, რომ ისი­ნი კავ­კა­სი­ა­ში შამ­პა­ნუ­რის უმ­ს­ხ­ვი­ლე­სი მწარ­მო­ებ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ. ფრან­გე­ბი­სა და იტა­ლი­ე­ლე­ბის მი­ერ აშე­ნე­ბუ­ლი ღვი­ნის სა­ცა­ვე­ბი ძმებ ანა­ნო­ვებს ყვი­რი­ლა­სა და ბაღ­დად­ში ჰქონ­დათ.

ვე­რის სა­საფ­ლა­ოს შუ­ა­ში, მა­ღალ ბა­ლახ­ში ძნე­ლად თუ შე­ნიშ­ნავთ სა­შუ­ა­ლო ზო­მის სა­მა­რის ლოდს, რო­მელ­ზეც შემ­დე­გი ლექ­სი იკითხე­ბა:
"შე­იყ­ვა­რეო მოყ­ვა­სი შე­ნი!"
ეს იყო ქვეყ­ნად ქრის­ტეს მოძღ­ვ­რე­ბა
და ამა­ნაც ეს შე­ის­ისხ­ლ­ხორ­ცა,
ვით წმინ­და მცნე­ბა და ნე­ტა­რე­ბა:
უყ­ვარ­და მოძ­მე, გა­ურ­ჩე­ვე­ლად,
გვარ­ტო­მო­ბი­სა ეჭი­რა თვა­ლი...
და ხორ­ცი­ე­ლად თვა­ლის ექი­მი
სუ­ლი­ე­რა­დაც იყო მკურ­ნა­ლი.
მაგ­რამ სო­ფელ­მა აღარ აცა­ლა,
ქვეყ­ნის მუ­შა­კი მოს­პო უდ­რო­ოდ
და უწყი­ნა­რი, მო­სიყ­ვა­რუ­ლე
აქ გა­ნის­ვე­ნებს ამი­ერ მყუდ­როდ.
"ი­ყო სო­ფელ­ში და სო­ფელს არ­გო",
დას­ტო­ვა ქვეყ­ნად წმინ­და სა­ხე­ლი!
სა­მა­გა­ლი­თო იყოს ამ ქვეყ­ნად
მი­სი ნე­ტა­რი სახ­სე­ნე­ბე­ლი"

ეს ლექ­სად გად­მო­ცე­მუ­ლი ეპი­ტა­ფია აკა­კი წე­რე­თელს ეკუთ­ვ­ნის. იგი შე­ტა­ნი­ლია მგოს­ნის მრა­ვალ­ტო­მე­უ­ლის სამ­ტო­მე­ულ­ში, სა­თა­უ­რით "გ. ტარ­სა­ი­ძის ხსოვ­ნას". მაშ, ვინ იყო ის, ვი­საც დიდ­მა აკა­კი წე­რე­თელ­მა ლექ­სი მი­უძღ­ვ­ნა?

გი­ორ­გი, იგი­ვე გი­გო ტარ­სა­ი­ძე (1857-1904) პირ­ვე­ლი და გა­მორ­ჩე­უ­ლი თვა­ლის ექი­მი გახ­ლ­დათ. სა­ქარ­თ­ვე­ლოს თე­ატ­რის, მუ­სი­კის, კი­ნო­სა და ქო­რე­ოგ­რა­ფი­ის სა­ხელ­მ­წი­ფო მუ­ზე­უმ­ში მი­სი ერ­თა­დერ­თი ფო­ტო აღ­მოჩ­ნ­და, ტარ­სა­ი­ძის ფო­ტო ნი­ნო ერის­თა­ვის არ­ქივ­ში ინა­ხე­ბო­და. ქარ­თუ­ლი ოფ­თალ­მო­ლო­გი­ის ფუ­ძემ­დე­ბელს სამ­შობ­ლო­ში ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ემად­ლი­ე­რე­ბო­და.
პირველ ქართველ ოფთალმოლოგს გიგო ტარსაიძეს (სურათზე პირველ რიგში მარჯვნიდან პირველი) აკაკი წერეთელმა ლექსი უძღვნა
ალ­ბათ მათ შო­რის აკა­კი წე­რე­თე­ლიც იყო. ნი­კო ლო­მოურ­მა გი­გო ტარ­სა­ი­ძეს თა­ვი­სი "პა­წია მე­გობ­რე­ბი" მი­უძღ­ვ­ნა. თხზუ­ლე­ბის ბო­ლო­ში ნათ­ქ­ვა­მი ლო­მო­უ­რის სიტყ­ვე­ბი ალ­ბათ ყვე­ლა­ზე კარ­გად აღ­წერს ქარ­თ­ვე­ლი ექი­მის მოღ­ვა­წე­ო­ბას: "გა­დი­ოდ­ნენ დღე­ე­ბი, თვე­ე­ბი, წე­ლი­წა­დე­ბი, და ტარ­სა­ი­ძე და მის­გან ჩა­დე­ნი­ლი მად­ლი არა­თუ არ ავიწყ­დე­ბო­და არა­ვის, არა­მედ უფ­რო ბრწყინ­ვა­ლე სა­ხი­ე­რე­ბას იღებ­და, ზღაპ­რუ­ლი თვი­სე­ბით იმო­სე­ბო­და. ხში­რად მთე­ლი სა­ა­თო­ბით ის­ხ­დ­ნენ ხოლ­მე ერ­თად და პა­ტი­ვის­ცე­მით, სიყ­ვა­რუ­ლით იგო­ნებ­დ­ნენ ექი­მის თვი­თე­ულ სიტყ­ვას, მოქ­მე­დე­ბას და გუ­ლის სიღ­რ­მი­დან წა­მო­სულ სა­ლამს, მად­ლო­ბას უთ­ვ­ლიდ­ნენ ხოლ­მე შო­რი­დან. ყვე­ლა ამის მი­ხედ­ვით, ვგო­ნებ, ცხა­დად წარ­მო­იდ­გენს მკითხ­ვე­ლი, თუ რა მწუ­ხა­რე­ბა ჩა­მო­ვარ­დე­ბო­და ჩვენს გო­გო­ებ­სა და მთელ სო­ფელ­ში, რო­დე­საც შარ­შან, ამ დროს, გა­ის­მა ხმა ტარ­სა­ი­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­სა.

დი­დი, ენით გა­მო­უთ­ქ­მე­ლი იყო ეს მწუ­ხა­რე­ბა! ქა­ლე­ბი გუ­ლა­მოს­კ­ვ­ნით ქვი­თი­ნებ­დ­ნენ და ამათ ქვი­თინს ბანს აძ­ლევ­და მთე­ლი მგლო­ვი­ა­რე სოფ­ლის თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბა. ბედ­ნი­ე­რია, ჭეშ­მა­რი­ტად ბედ­ნი­ე­რია ის მოღ­ვა­წე, რო­მე­ლიც თა­ვის სი­ცოცხ­ლით შვე­ბა-ლხე­ნა­სა ჰფენს ტან­ჯულ, დავ­რ­დო­მილ ხალ­ხ­სა, ხო­ლო თა­ვის სიკ­ვ­დი­ლით მდუ­ღა­რე ცრემლს აფ­რ­ქ­ვე­ვი­ნებს მას".

ვე­რა­ზე დაკ­რ­ძა­ლულ­ნი არი­ან ნი­ტო და ატო აღ­ნი­აშ­ვი­ლე­ბი. ეს უკა­ნას­კ­ნე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი იყო. იგი გი­ორ­გი ნი­კო­ლა­ძეს­თან ერ­თად ერ­თხელ იალ­ბუზ­ზე, ხუთ­ჯერ კი მყინ­ვარ­წ­ვერ­ზე ავი­და.

ვე­რის ეკ­ლე­სი­ის ქვე­და ყუ­რეს­თან, აღ­მო­სავ­ლეთ მხა­რეს იმე­რე­თის ეპის­კო­პოს გაბ­რი­ელ ქი­ქო­ძის ტრა­გი­კუ­ლად და­ღუ­პუ­ლი 25 წლის მე­უღ­ლე მა­რი­ა­მი, შვი­ლე­ბი: 2 წლის ნი­ნო და ნი­კო­ლო­ზი და 11 თვის ოლ­ღა გა­ნის­ვე­ნე­ბენ. დღეს შე­მორ­ჩე­ნი­ლი წარ­წე­რის თა­ნახ­მად ქი­ქო­ძე­თა საფ­ლავ­ზე ად­რე ალ­გე­თის ლურ­ჯი, სა­დად გათ­ლი­ლი სა­მა­რის ლო­დი ყო­ფი­ლა.
გიგო ტარსაიძის საფლავი
საფ­ლა­ვებს შო­რის მცი­რედ მო­ვა­კე­ბულ ად­გი­ლას შე­მოდ­გო­მის ფოთ­ლე­ბის გრო­ვებს შო­რის მო­ჩანს ალექ­სან­დ­რე ირაკ­ლის ძე ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლის (1853-1918) სა­მა­რის ლო­დი. მუხ­რა­ნე­ლი თა­ვა­დი ლა­იბ­გ­ვარ­დი­ის ცხე­ნო­სან­თა პოლ­კის მე­თა­უ­რი და გე­ნე­რალ-ლე­ი­ტე­ნან­ტი ყო­ფი­ლა, და­ამ­თავ­რა ნი­კო­ლა­ევ­ს­კის კა­ვა­ლე­რის­ტ­თა სას­წავ­ლე­ბე­ლი, ყარ­სის აღე­ბა­ში გა­მო­ჩე­ნი­ლი მა­მა­ცო­ბის­თ­ვის წმინ­და ვლა­დი­მი­რის მე­ოთხე ხა­რის­ხის ორ­დე­ნით და­ა­ჯილ­დო­ეს. 1905 წლი­დან მუხ­რან-ბა­ტო­ნი იმ­პე­რა­ტო­რის ამა­ლის გე­ნე­რალ-მა­ი­ო­რად და­ი­ნიშ­ნა.

1918 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე იგი პი­ა­ტი­გორ­ს­კ­ში ბოლ­შე­ვი­კებ­მა და­ა­პა­ტიმ­რეს და 18-19 ოქ­ტომ­ბერს ტყვე­თა მა­სობ­რი­ვი და­ხოც­ვი­სას ამო­ხა­დეს სუ­ლი. ნა­თე­სა­ვებ­მა მუხ­რან-ბა­ტო­ნი ვე­რის სა­საფ­ლა­ო­ზე გად­მო­ას­ვე­ნეს. გე­ნე­რა­ლი 1903 წლი­დან სიკ­ვ­დი­ლამ­დე მუხ­რა­ნის საგ­ვა­რე­უ­ლო სახ­ლის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლად ით­ვ­ლე­ბო­და. მი­სი ნეშ­ტი სა­თა­ნა­დო პა­ტი­ვით გა­დას­ვე­ნე­ბა­სა და დაკ­რ­ძალ­ვას დღემ­დე ელო­დე­ბა. ხო­ლო თუ საფ­ლავს დრო­ზე ყუ­რადღე­ბა არ მი­ექ­ცე­ვა, დი­დია ალ­ბა­თო­ბა, იგი სა­მუ­და­მოდ და­ი­კარ­გოს.

გი­ორ­გი კა­ლან­დია
საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
ჟურნალი "ისტორიანი",#36

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!