წმინდა მიქაელის მთა
27-04-2018
წმინდა მიქაელის მთა
წმინდა მიქაელის მთა - მონ სენ-მიშელი, კლდოვანი კუნძულია საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთში, სენ-მიშელის ყურეში, მდინარე კუენონის შესართავთან.

ბრეტანისა და ნორმანდიის საზღვარზე მდებარე მონ სენ-მიშელს მიქცევის დროს ზღვა დიდ მანძილზე შორდება. მრავალი საუკუნის განმავლობაში აქაურ სააბატოში უამრავი მომლოცველი მოედინებოდა სიწმინდეთა თაყვანსაცემად. თანდათან სააბატო ციხესიმაგრედ იქცა, სადაც ერთმანეთს შეერწყა სამხედრო და რელიგიური არქიტექტურა.

სიმაგრეს, რომელიც სამ დონეზეა განლაგებული, მრავალი შეიარაღებული თავდასხმის მოგერიებამ მოუწია, ხოლო საფრანგეთისა და ინგლისის ასწლიან ომში (1337-1453) გახდა უკანასკნელი ფრანგული ფორპოსტი
ნორმანდიაში, რომლის აღება მტერმა ვერაფრით მოახერხა. სააბატო მონ სენ-მიშელი 1979 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი და დღეისთვის უდიდესი ტურისტული ღირშესანიშნაობაა. წელიწადში აქ დაახლოებით 3,5 მლნ დამთვალიერებელი მოდის და საფრანგეთში პოპულარობით მხოლოდ პარიზი უსწრებს...

კლდეს თავ­და­პირ­ვე­ლად სა­მა­რის მთა ეწო­დე­ბო­და. ლე­გენ­დის თა­ნახ­მად, 708 წელს, ახ­ლომ­დე­ბა­რე ქა­ლაქ
ავ­რან­შის ეპის­კო­პოს ობერს მთა­ვა­რან­გე­ლო­ზი მი­ქა­ე­ლი გა­მო­ეცხა­და და მთა­ზე, რო­მე­ლიც იმ დრო­ის­თ­ვის ხმე­ლეთ­ზე იყო აღ­მარ­თუ­ლი, სამ­ლოც­ვე­ლოს აგე­ბა უბ­რ­ძა­ნა. ეპის­კო­პოს­მა იფიქ­რა, მო­მეჩ­ვე­ნაო და დაც­და ამ­ჯო­ბი­ნა. მთა­ვა­რან­გე­ლო­ზი მე­ო­რე­დაც გა­მო­ეცხა­და, მაგ­რამ ობერ­მა შეს­რუ­ლე­ბა კვლავ გა­და­დო. მე­სა­მე გა­მოცხა­დე­ბი­სას მი­ქა­ელ­მა თა­ვი­სი მახ­ვი­ლით ობე­რის ანა­ფო­რა­ში ხვრე­ლი გა­მოწ­ვა (ლე­გენ­დის სხვა ვერ­სი­ით, თავ­ში ბე­ჭე­დი ჩა­უ­კა­კუ­ნა), რის შემ­დე­გაც უზე­ნა­ეს ნე­ბა­ში სა­ბო­ლო­ოდ დარ­წ­მუ­ნე­ბულ­მა ეპის­კო­პოს­მა მშე­ნებ­ლო­ბის დაწყე­ბა ბრძა­ნა...

რა­კი წმინ­და მი­ქა­ე­ლის კულ­ტი იტა­ლი­ა­ში V სა­უ­კუ­ნე­ში წარ­მო­იშ­ვა და მთა­ვა­რან­გე­ლო­ზი პირ­ვე­ლად ქა­ლაქ მონ­ტე-სანტ-ან­ჯე­ლოს­თან მდე­ბა­რე მონ­ტე-გა­რა­გა­ნოს მთა­ზე, მღვი­მე­ში გა­მო­ეცხა­დათ, ამი­ტომ ობერ­მა ელ­ჩე­ბი გაგ­ზავ­ნა იტა­ლი­ა­ში წმინ­და ნივ­თე­ბის შე­სა­ძე­ნად. გად­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, რო­ცა ელ­ჩე­ბი დაბ­რუნ­დ­ნენ, იხი­ლეს, რომ მთა უკ­ვე კუნ­ძუ­ლად გა­დაქ­ცე­უ­ლი­ყო. მთა­ვა­რან­გე­ლო­ზის ნე­ბით, კუნ­ძულ­ზე მღვი­მის ფორ­მის ეკ­ლე­სია აიგო. ამ ვერ­სი­ას ადას­ტუ­რებს გათხ­რე­ბი­სას ნა­პოვ­ნი VI სა­უ­კუ­ნის ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სამ­ლოც­ვე­ლოს ნაშ­თი. იმ დრო­ი­დან სჯე­რო­დათ, რომ "წმინ­და მი­ქა­ე­ლის დღე­ებ­ში ზღვა მი­დის და ადა­მი­ა­ნებს გზას უთა­ვი­სუფ­ლებს".

933 წელს ნორ­მა­ნებ­მა კო­ტან­ტე­ნის (ი­მა­ვე შერ­ბუ­რის) ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლი და­იპყ­რეს და სენ-მი­შელ­ზე პირ­ვე­ლი ქვის ეკ­ლე­სია ააგეს. 966 წელს ნორ­მან­დი­ის ჰერ­ცოგ­მა რი­შარ I-მა კუნ­ძულ­ზე ბე­ნე­დიქ­ტელ­თა მო­ნას­ტ­რის და­ფუძ­ნე­ბის უფ­ლე­ბა პა­პის­გან მი­ი­ღო. სა­ა­ბა­ტო ზე­მო ნორ­მან­დი­ის სან-ვან­დ­რი­ის მო­ნას­ტ­რი­დან მო­სულ­მა ბე­ნე­დიქ­ტელ­მა ბე­რებ­მა და­ა­არ­სეს, აბატ მა­ი­ნა­რის წი­ნამ­ძღო­ლო­ბით. მო­ნას­ტერს თან­და­თან სა­ხე­ლი გა­უ­ვარ­და და სა­ნა­პი­რო­ზე მცი­რე და­სახ­ლე­ბა გაჩ­ნ­და, რა­თა მრა­ვალ­რიცხო­ვან მომ­ლოც­ვე­ლებს ღა­მე გა­ე­თი­ათ. 992 წელს ხან­ძარ­მა პირ­ვე­ლი ნა­გე­ბო­ბე­ბი მთლი­ა­ნად გა­ა­ნად­გუ­რა და 1023 წელს აბატ­მა ჰილ­დერ­ბერ­ტ­მა მო­ნას­ტ­რის ცენ­ტ­რა­ლუ­რი ნა­წი­ლის მშე­ნებ­ლო­ბა და­იწყო.

1066 წელს ნორ­მან­დი­ის ჰერ­ცოგ­მა ვილ­ჰელ­მ­მა ინ­გ­ლის­ზე გა­ლაშ­ქ­რე­ბის წინ მო­ნას­ტერს ფი­ნან­სუ­რი შემ­წე­ო­ბა სთხო­ვა და სა­ა­ბა­ტოს­გან მი­ღე­ბუ­ლი ფუ­ლით ოთხი სამ­ხედ­რო ხო­მალ­დი ააგო. ჰას­ტინ­გ­ზის ბრძო­ლა­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბის შემ­დეგ ჰერ­ცოგ­მა, რო­მე­ლიც მა­ლე ინ­გ­ლი­სის მე­ფე უილი­ამ დამ­პყ­რო­ბე­ლად აკურ­თხეს, მო­ნას­ტერს სა­ჩუქ­რად რამ­დე­ნი­მე მა­მუ­ლი უბო­ძა ინ­გ­ლის­ში.

1090 წელს სა­ა­ბა­ტო პირ­ვე­ლად აღ­მოჩ­ნ­და ალ­ყა­ში ვილ­ჰელ­მის ვა­ჟებს შო­რის ატე­ხი­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო ომის დროს, რო­დე­საც ვილ­ჰელმ წი­თუ­რი და ნორ­მან­დი­ის ჰერ­ცო­გი რო­ბერტ კურ­ტ­გი­ო­ზი (მოკ­ლე შარ­ვა­ლი) უმ­ც­როს ძმას, ჰენ­რიხს ებ­რ­ძოდ­ნენ.

1103 წელს სა­ა­ბა­ტოს ჩრდი­ლო­ე­თის კე­დე­ლი ჩა­მო­ინ­გ­რა. აბატ­მა რო­ჟე II-მ მთის ჩრდი­ლო­ეთ ფერ­დობ­ზე ქვის კოშ­კის დი­დი მშე­ნებ­ლო­ბა და­იწყო. მა­ლე სა­ა­ბა­ტო მთე­ლი და­სავ­ლეთ ევ­რო­პის მომ­ლოც­ველ­თა ცენ­ტ­რად იქ­ცა. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი აბატ რო­ბერ დე ტო­რი­ნის დროს (1154-1186) მოხ­და. მან და­ას­რუ­ლა სა­ა­ბა­ტოს ტაძ­რის რო­მა­ნუ­ლი ნა­წი­ლის მშე­ნებ­ლო­ბა და ნა­გე­ბო­ბას და­სავ­ლე­თის მხრი­დან 1184 წელს ორი კოშ­კი მი­ა­შე­ნა. სა­უ­კუ­ნის მი­წუ­რულს დას­რულ­და სა­ა­ბა­ტო­ში აღ­მო­სავ­ლე­თი­დან ახა­ლი შე­სას­ვ­ლე­ლის დი­დი კი­ბის მშე­ნებ­ლო­ბაც.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბე­ნე­დიქ­ტელ­თა წე­სის მი­ხედ­ვით, სა­ძი­ნე­ბე­ლი ანუ დორ­მი­ტო­რი­უ­მი აბატ­მა სხვა ბე­რებ­თან ერ­თად უნ­და გა­ი­ყოს, ტო­რი­ნიმ თა­ვის­თ­ვის ორი უბ­რა­ლო ოთა­ხი მა­ინც ააგო. მის დროს­ვე მო­ნას­ტ­რის ბიბ­ლი­ო­თე­კა შე­ივ­სო გა­და­წე­რი­ლი თუ მო­ნას­ტერ­ში შექ­მ­ნი­ლი ხელ­ნა­წე­რე­ბით, რო­მელ­თა­გან უმე­ტე­სო­ბა მის კა­ლამს ეკუთ­ვ­ნო­და. მო­ნას­ტ­რის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას ხაზს უს­ვამ­და ტო­რი­ნის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ნორ­მან­დი­ის ჰერ­ცოგ ჰენ­რიხ II პლან­ტა­გე­ნეტ­თან და ინ­გ­ლი­სის მე­ფეს­თან. ისი­ნი აბატ­მა მომ­ლოც­ველ­თა რან­გ­ში მი­ი­ღო, რა­თა საფ­რან­გე­თის მე­ფე ლუ­დო­ვი­კო VII-სთან შე­ეხ­ვედ­რე­ბი­ნა. მო­ნას­ტ­რის ხა­ზი­ნა გა­ი­ზარ­და, ბე­რე­ბის რიცხ­ვ­მა 60-ს მი­აღ­წია.

XIII სა­უ­კუ­ნის და­საწყის­ში ვი­თა­რე­ბა შე­იც­ვა­ლა. 1204 წელს ინ­გ­ლი­სის მე­ფე ჯონ უმი­წაწყ­ლო პლან­ტა­გე­ნე­ტი­სა და საფ­რან­გე­თის მე­ფის ფი­ლიპ-ოგი­უს­ტის და­პი­რის­პი­რე­ბა­ში სა­ა­ბა­ტო პლან­ტა­გე­ნე­ტის მხა­რეს დად­გა. ფი­ლიპ-ოგი­უს­ტის მო­კავ­ში­რე გი დე ტურ­მა სა­ა­ბა­ტოს ალ­ყა შე­მო­არ­ტყა, მაგ­რამ ვერ აიღო, თუმ­ცა კი მთლი­ა­ნად გა­დაწ­ვა პა­ტა­რა და­სახ­ლე­ბა მო­ნას­ტ­რის ძირ­ში. ხან­ძარ­მა და­ა­ზი­ა­ნა მო­ნას­ტ­რის ნა­გე­ბო­ბე­ბიც. ამ ცოდ­ვის გა­მო­სას­ყი­დად, ნორ­მან­დი­ის დაპყ­რო­ბის შემ­დეგ, ფი­ლიპ-ოგი­უს­ტ­მა მო­ნას­ტერს 1211 წელს დი­დი თან­ხა შეს­წი­რა და ჩრდი­ლო­ეთ ფერ­დობ­ზე მიმ­დი­ნა­რე მშე­ნებ­ლო­ბა და­ა­ფი­ნან­სა. სა­ბო­ლო­ოდ, გო­ტი­კუ­რი სტი­ლის ნა­გე­ბო­ბა­თა ამ კომ­პ­ლექსს, რო­მე­ლიც 17 წლის შემ­დეგ დას­რულ­და, "სას­წა­უ­ლი" უწო­დეს.

კომ­პ­ლექ­სის ზე­და სარ­თულ­ზე აღ­მო­სავ­ლეთ მხა­რეს სატ­რა­პე­ზოა, მის გვერ­დი­თაა სამ­ზა­რე­უ­ლო, და­სავ­ლე­თით სა­მო­ნას­ტ­რო ეზოა - ე.წ. კი­ოს­ტ­რო, გარ­შე­მორ­ტყ­მუ­ლი ში­და მხა­რეს გახ­ს­ნი­ლი გა­ლე­რე­ით. სარ­თუ­ლით დაბ­ლა, სატ­რა­პე­ზოს ქვეშ სტუ­მარ­თა დარ­ბა­ზია, ხო­ლო ეზოს ქვეშ - რა­ინ­დ­თა დარ­ბა­ზი, სა­დაც ბე­რე­ბი წიგ­ნებს გა­და­წერ­დ­ნენ და ად­გენ­დ­ნენ. სულ დაბ­ლა კი კა­პე­ლა­ნე­ბის სა­თავ­სი და სარ­და­ფია. სა­ა­ბა­ტოს ჩრდი­ლო­ეთ კე­დე­ლი მთლი­ა­ნად გა­მაგ­რ­და კონ­ტ­რ­ფორ­სე­ბით, რა­მაც იმ­დე­ნად ძლი­ე­რი მხატ­ვ­რუ­ლი ეფექ­ტი შექ­მ­ნა, რომ ვიქ­ტორ ჰი­უ­გომ "ევ­რო­პის ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი კე­დე­ლი" უწო­და. XIII სა­უ­კუ­ნე­ში მო­ნას­ტ­რის არ­ქი­ტექ­ტუ­რა აღარ შეც­ვ­ლი­ლა.

ინ­გ­ლის-საფ­რან­გე­თის ას­წ­ლი­ა­ნი ომის დროს მო­ნას­ტერს 1356 წლი­დან მთლი­ა­ნად შე­უწყ­და ინ­გ­ლი­სის მა­მუ­ლე­ბი­დან შე­მო­სა­ვა­ლი. თუმ­ცა უშე­დე­გო გა­მოდ­გა ინ­გ­ლი­სელ­თა რამ­დე­ნი­მე ალ­ყა. 1386 წელს აბა­ტი პი­ერ რუა გახ­და, რო­მელ­მაც მო­ნას­ტ­რის შე­სას­ვ­ლე­ლი სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნად გა­ა­მაგ­რა და რამ­დე­ნი­მე კოშ­კი ააგო.

მომ­დევ­ნო აბატ­მა რო­ბერ ჟო­ლი­ვემ კი მო­ნას­ტ­რის ძირ­ში ქა­ლა­ქის და­სა­ცა­ვად გა­ლა­ვა­ნი ააშე­ნა. 1421 წელს ხან­ძარ­მა ჩა­მო­ან­გ­რია ტაძ­რის რო­მა­ნუ­ლი ქო­რე­დი.
მო­რი­გი, 1424-1434 წლე­ბის ალ­ყის ბო­ლო წელს, დი­დი მსხვერ­პ­ლის ფა­სად ინ­გ­ლი­სე­ლებ­მა მო­ნას­ტ­რის კედ­ლე­ბამ­დე მი­აღ­წი­ეს, თუმ­ცა მო­ნას­ტე­რი მა­ინც ვერ აიღეს, პა­ტა­რა ქა­ლა­ქი კი მთლი­ა­ნად და­ან­გ­რი­ეს. 1450 წელს ინ­გ­ლი­სე­ლე­ბი ნორ­მან­დი­ი­დან სა­ერ­თოდ გა­ა­ძე­ვეს.

1469 წელს საფ­რან­გე­თის მე­ფე ლუი XI-მ მო­ნას­ტერ­ში წმინ­და მი­ქა­ე­ლის რა­ინ­დ­თა ორ­დე­ნი და­ა­ფუძ­ნა. ად­რე ჩა­მონ­გ­რე­უ­ლი რო­მა­ნუ­ლი ქო­რე­დის ნაც­ვ­ლად, 1523 წელს გო­ტი­კუ­რი ქო­რე­დი აშენ­და, მაგ­რამ ამა­ვე წლი­დან მო­ნას­ტ­რის აბატს ბე­რე­ბი ვე­ღარ ირ­ჩევ­დ­ნენ - აბა­ტის და­ნიშ­ვ­ნის უფ­ლე­ბა უშუ­ა­ლოდ მე­ფეს გა­და­ე­ცა.

და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის და­კარ­გ­ვის გა­მო, ასე­ვე იმის გა­მო, რომ მე­ფის მი­ერ და­ნიშ­ნუ­ლი "ა­ბა­ტე­ბი" შორს იყ­ვ­ნენ სუ­ლი­ე­რი ცხოვ­რე­ბი­დან და აქ­ტი­უ­რად ფლან­გავ­დ­ნენ მო­ნას­ტ­რის ხა­ზი­ნას, ბე­რებს აღარ სურ­დათ აქ დარ­ჩე­ნა - სა­მო­ნას­ტ­რო ცხოვ­რე­ბა თან­და­თან ჩაკ­ვ­და, მომ­ლოც­ველ­თა ნა­კა­დი კი და­იშ­რი­ტა. 1580 წლის­თ­ვის სა­ა­ბა­ტო­ში სულ 13 ბე­რი რჩე­ბო­და. 1594 წელს მეხ­მა სა­ძირ­კ­ვ­ლამ­დე და­ან­გ­რია სამ­რეკ­ლო, თუმ­ცა ბე­რე­ბი იმ­დე­ნად ცო­ტა­ნი იყ­ვ­ნენ, რი­სა­მე აღ­დ­გე­ნა­ზე ფიქ­რი ზედ­მე­ტი იყო. ტაძ­რის რო­მა­ნუ­ლი შე­სას­ვ­ლე­ლი 1776 წელს უკა­ნას­კ­ნელ­მა დიდ­მა ხან­ძარ­მა მოს­პო...

აბა­ტე­ბის მე­ფის მი­ერ და­ნიშ­ვ­ნა მო­ნას­ტერს 1790 წლამ­დე ან­გ­რევ­და. ამ წელს კი საფ­რან­გე­თის დი­დი რე­ვო­ლუ­ცია მოხ­და. მო­ნას­ტე­რი და­ხუ­რეს და ცი­ხედ აქ­ცი­ეს, ბე­რე­ბი გა­რე­კეს, ნივ­თე­ბი ვა­ლებ­ში სრუ­ლად გა­ყი­დეს. 1792-1799 წლებ­ში მო­ნას­ტ­რის დი­ლე­გებ­ში 300-მდე მღვდელ­მ­სა­ხუ­რი იყო გა­მო­კე­ტი­ლი...

მხო­ლოდ 1874 წელს გა­ა­უქ­მა ნა­პო­ლე­ონ III-მ მო­ნას­ტერ­ში ცი­ხე და მრავ­ლის­მ­ნახ­ვე­ლი მონ სენ-მი­შე­ლი ეროვ­ნულ ის­ტო­რი­ულ ძეგ­ლად გა­მო­აცხა­და. და­იწყო სა­რეს­ტავ­რა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი არ­ქი­ტექ­ტორ ედუ­არდ კო­რუ­ე­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით და უკ­ვე 1886 წლის­თ­ვის სა­ა­ბა­ტომ თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ხე მი­ი­ღო. 1966 წელს სა­ა­ბა­ტო­ში ბე­რე­ბი დაბ­რუნ­დ­ნენ.

* * *
პა­რი­ზის და­სავ­ლე­თით 285 კი­ლო­მეტ­რ­ში, ნორ­მან­დი­ა­ში, კერ­ძოდ, მან­შის დე­პარ­ტა­მენ­ტ­ში სენ-მი­შე­ლის ყუ­რე­ში არ­სე­ბუ­ლი სა­მი კუნ­ძუ­ლი­დან მხო­ლოდ ერ­თია და­სახ­ლე­ბუ­ლი - წა­კ­ვე­თი­ლი კო­ნუ­სის მსგავ­სი მონ სენ-მი­შე­ლი. კუნ­ძუ­ლე­ბი აგე­ბუ­ლია მაგ­მა­ტუ­რი, ე.წ. ლე­ი­კოგ­რა­ნი­ტის ქა­ნე­ბით, რო­მე­ლიც კო­რო­ზი­ა­საც უძ­ლებს. მთა, რო­მელ­ზეც სა­ა­ბა­ტოს კომ­პ­ლექ­სია შე­ფე­ნი­ლი, 78,8 მეტ­რი სი­მაღ­ლი­საა და თვალ­წარ­მ­ტა­ცი პე­ი­ზა­ჟის ფონ­ზე მკვეთ­რად გა­მო­ირ­ჩე­ვა. მონ სენ-მი­შე­ლის გარ­შე­მო­წე­რი­ლო­ბა ერ­თი კი­ლო­მეტ­რია, თა­ვად სა­ა­ბა­ტოს ფარ­თო­ბი კი 55 ათა­სი კვმ.

დღე­ღა­მე­ში ორ­ჯე­რა­დი სა­ო­კე­ა­ნო მიქ­ცე­ვა-მოქ­ცე­ვის ამ­პ­ლი­ტუ­და ამ ყუ­რე­ში ევ­რო­პა­ში უდი­დე­სია, მსოფ­ლი­ო­ში კი მე­ო­რე. მოქ­ცე­ვის ტალ­ღის სი­მაღ­ლე აქ 14 მ-ია და 6 კმ/სთ სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობს. წყა­ლი ზამ­თ­რო­ბით 8 სა­ათს ჩერ­დე­ბა, ზაფხუ­ლო­ბით კი 9 სა­ათს, მიქ­ცე­ვის დროს ის სენ-მი­შელს 18 კმ-ით შორ­დე­ბა, მოქ­ცე­ვის დროს სა­ნა­პი­რო­ზე 20 კმ-ის სიღ­რ­მე­ში შე­დის. მოქ­ცე­ვის ტალ­ღის სი­მაღ­ლე, მოძ­რა­ვი ქვი­შე­ბი ფსკერ­ზე და ცი­ცა­ბო კლდე სა­უ­კუ­ნე­თა გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ი­მე­დოდ იცავ­და სა­ა­ბა­ტოს მომ­ხ­დურ­თა­გან.

საკ­ვირ­ვე­ლია, მაგ­რამ თავ­და­პირ­ვე­ლად კლდე ხმე­ლეთ­ზე იყო აღ­მარ­თუ­ლი და ტყით გა­რე­მო­ცუ­ლი. შე­მო­გა­რენ­ში კელ­ტ­თა ტო­მე­ბი სახ­ლობ­დ­ნენ, მთა­ზე კი დრუ­ი­დე­ბი ას­რუ­ლებ­დ­ნენ თა­ვი­ანთ რი­ტუ­ა­ლებს. შემ­დ­გომ­ში ნი­ა­და­გის ერო­ზი­ის, ზღვი­სა და სა­მი მდი­ნა­რის მოქ­მე­დე­ბის გა­მო­ი­სო­ბით, ზღვამ იმ­ძ­ლავ­რა და ხმე­ლე­თი მი­ი­ტა­ცა, მონ-სენ-მი­შე­ლი კი კუნ­ძუ­ლად იქ­ცა.

სა­ა­ბა­ტოს რეს­ტავ­რა­ცი­ის დროს, 1877 წელს, ძეგ­ლის დაც­ვის მომ­ხ­რე­თა პრო­ტეს­ტის მი­უ­ხე­და­ვად, ერთ-ერ­თი მდი­ნა­რის - კუ­ე­ნო­ნის შე­სარ­თავ­თან ჯე­ბი­რი აიგო, რო­მელ­მაც ყუ­რე­ში წყლის ცირ­კუ­ლა­ცია და­არ­ღ­ვია. ამის გა­მო კუ­ე­ნო­ნის შე­სარ­თავ­ში კაშ­ხ­ლის რე­კონ­ს­ტ­რუქ­ცია გახ­და სა­ჭი­რო. ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე­ობს კუნ­ძულ­თან და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე­თა ხი­დის მშე­ნებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც 2014 წელს დას­რულ­დე­ბა. ჯე­ბირს კი და­ან­გ­რე­ვენ.

რა­მაზ გურ­გე­ნი­ძე
ჟურნალი "ისტორიანი",#36
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!