მხიარული ამბები "ივერიიდან"
28-04-2018
მხიარული ამბები "ივერიიდან"
რუბრიკაში "XIX საუ­კუნის ჟურნალ-გაზეთები" შემოგთავაზებთ საინტერესო ამონარიდებს პირველი ქართული ჟურნალ-გაზეთებიდან.

"ივერია" ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული პერიოდული გამოცემაა. მისი, როგორც ყოველკვირეული გაზეთის პირველი ნომერი 1877 წლის 3 მარტს დაიბეჭდა თბილისში. 1879-1885 წლებში ჟურნალის სახით გამოდიოდა, ხოლო 1886 წლიდან 1906 წლის 27 აგვისტომდე - ყოველდღიურ გაზეთად. "ივერიის" დამაარსებელი და პირველი რედაქტორი იყო ილია ჭავჭავაძე.

თანარედაქტორი იყო სერგეი მესხი (1881 წლიდან, "დროებისა" და "ივერიის" რედაქციების გაერთიანებისას). "ივერიის" რედაქტორები იყვნენ ასევე: ივანე მაჩაბელი (1882-1884
წლებში), ალექსანდრე სარაჯიშვილი (1901 წელი), გრიგოლ ყიფშიძე (1903-1905 წლები), შემდეგ გაზეთის დახურვამდე - ფილიპე გოგიჩაიშვილი.

ერ­თი ჩვე­ნე­ბუ­რი მწე­რა­ლი ამ­ბობ­და, რომ ძილ­ში­აც ვე­ღარ მო­მის­ვე­ნია, სიზ­მ­რე­ბი მა­წუ­ხე­ბე­ნო, გუნ­დად და გუნ­დად მუ­ზე­ბი თავს მეხ­ვე­ვი­ა­ნო!
მე­ო­რემ და­უ­წე­რა:
ჩვენ­მა პო­ეტ­მა სიზ­მარ­ში ნა­ხა, გარს ეხ­ვე­ოდ­ნენ გუნ­დად მუ­ზე­ბი, მაგ­რამ თვა­ლი რომ გა­მო­ა­ხი­ლა,
და­ურ­ჩა ხელ­ში მხო­ლოდ ბუ­ზე­ბი.

* * *
ბე­რი მა­ჭუ­ტა­ძე სა­დი­ლად ერთს ოჯახ­ში და­ეს­წ­რო. ოთხ­შა­ბა­თი იყო. სხვებს ხორ­ცი მო­არ­თ­ვეს და ბერ­მა კი ლო­ბიო მო­ა­ტა­ნი­ნა. ერ­თ­მა ღა­რიბ­მა თა­ვად­მა ლო­ბი­ოს და­ნახ­ვა­ზედ შეს­ძა­ხა:
- ბე­რო, ეგ რა არი­სო!
- ეგ ის არის, რა­საც სხვის სახ­ლ­ში მარ­ხ­ვა­ში­აც არ ჰკად­რუ­ლობ და შენ­სა­ში - ხსნილ­ში­აც კი ჰნატ­რუ­ლო­ბო, - მი­უ­გო ბერ­მა.

* * *
ერ­თი უცხო­ე­ლი სჩი­ო­და:
- მე რომ აქ თქვენ­თა­ნა ვარ, თქვენ­თ­ვის ვწვა­ლობ, თქვენ­თ­ვის ვი­ტან­ჯე­ბიო და თქვენ კი არ მა­ფა­სებ­თო.
- რო­გორ არაო, - მი­უ­გო აკა­კიმ: - მე­ტი არა შგვიძ­ლი­ან-რა და ღმერთს კი ყო­ველ­დღე ამას ვეხ­ვე­წე­ბით: "ყოვ­ლად შემ­ძ­ლეო, ნუ სტან­ჯავ ამ კაცს უბ­რა­ლოდ ჩვენ­თან, შენ მო­უ­მარ­თე ხე­ლი და სა­ი­და­მაც მო­სუ­ლა, იქ­ვე წა­იყ­ვა­ნე­ო".

* * *
ალექ­სან­დ­რე ჭავ­ჭა­ვა­ძეს ჰკითხეს: ჩი­ბუხს რა­ტომ არა სწე­ვო.
"გოგ­ჩის ტბის" დამ­წერ­მა უპა­სუ­ხა:
მე ჩი­ბუ­ხი­სა წე­ვი­თა
ვერ გა­და­ვივ­ლი მთა­საო;
ასე რომ ბო­ლი მიყ­ვარ­დეს,
ბუ­ხარ­ში შევ­ყოფ თავ­საო.

* * *
პლა­ტონ იოსე­ლი­ა­ნი სა­დი­ლად თ. გი­ორ­გი მუხ­რან-ბა­ტონ­თან იყო და ლა­პა­რა­კი ჩა­მო­ვარ­და ვი­ღა­ცა მდი­დარ კაც­ზედ, რო­მელ­საც დღე­ში ასი თუ­მა­ნი აქ­ვ­სო შე­მო­სა­ვა­ლი. პლა­ტონ­მა ინატ­რა, ნე­ტა­ვი მე მქონ­დეს ეგ შეძ­ლე­ბაო!
- რად გინ­დაო, ჩე­მო პლა­ტონ, - ჰკითხა თ. გი­ორ­გიმ, ჭა­მა შენ არ იცი და სმაო, რა­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბო?
- რო­ცა მა­გო­დე­ნა სიმ­დიდ­რე მექ­ნე­ბაო, - უპა­სუ­ხა პლა­ტონ­მა, - შე­ნის­თა­ნა დიდ­კა­ცებს მო­ჯა­მა­გი­რედ და­ვი­ჭერ, სმა­საც მას­წავ­ლი­ან და ჭა­მა­სა­ცაო!
პლატონ იოსელიანი
* * *
სას­ტუმ­რო­ში ერ­თ­მა ად­ვო­კატ­მა ძეხ­ვი მო­ითხო­ვა, ბევ­რი ეწ­ვა­ლა და კა­ნი ვერ გა­ა­ცი­ლა. გულ­მო­სულ­მა ად­ვო­კატ­მა იკითხა:
- არ გიკ­ვირთ, რომ კა­ნი არა სძვრე­ბა ამ ძეხ­ვ­საო?
- ეგ არ მიკ­ვირ­სო, - მი­უ­გო იქ­ვე მყოფ­მა აკა­კიმ, მაგ­რამ ის კი გა­საკ­ვირ­ვე­ლია, რომ ად­ვო­კა­ტი ხარ და ტყა­ვის გაძ­რო­ბას ვერ ახერ­ხე­ბო.

* * *
გრა­ფი პას­კე­ვი­ჩი რომ თავ­რიზ­ზე მი­დი­ო­და, მო­წი­ნა­ვე ჯა­რით წინ გა­ის­ტუმ­რა თა­ვა­დი გი­ორ­გი ერის­თა­ვი, "დიდ კნი­ა­ზად" წო­დე­ბუ­ლი. შტა­ბის უფ­რო­სად გი­ორ­გი კნი­აზს ჰყო­ლია მუ­რა­ვი­ო­ვი. ეს წი­ნა ჯა­რი, თავ­რიზს რომ მი­ახ­ლო­ვე­ბია, გი­ორ­გი კნი­აზს აღარ მო­უც­დია პას­კე­ვი­ჩის­თ­ვის და მო­უ­წა­დი­ნე­ბია თავ­რი­ზის აღე­ბა მარ­ტო თა­ვი­სის ჯა­რი­თა. ვიდ­რე იერიშს მი­ი­ტან­დ­ნენ, გი­ორ­გი კნი­აზ­მა სა­თათ­ბი­როთ მო­იწ­ვია ყვე­ლა თა­ვი­სი ხელ-ქვე­ი­თი აფიც­რე­ბი. ყვე­ლამ ერ­თხ­მით მო­ი­წო­ნა წა­დი­ლი გი­ორ­გი კნი­ა­ზი­სა, მხო­ლოდ მუ­რა­ვი­ო­ვი წი­ნა­ა­ღუდ­გა და სთქვა:
- ნუ ინე­ბებთ, ბა­ტო­ნო, მა­გას, მო­ვუ­ცა­დოთ პას­კე­ვიჩს, ჩვენ ცო­ტა ჯა­რი გვყავს, ყი­ზილ­ბა­შე­ბი სი­მაგ­რე­ებ­ში არი­ან და უსა­თუ­ოდ დაგ­ვა­მარ­ცხე­ბე­ნო. რაც აქამ­დის გა­ვი­მარ­ჯ­ვეთ, სულ ამა­ოდ ჩაგ­ვივ­ლის და დიდ პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ვე­ცე­მი­თო.
- ჩვენ კი ან ავი­ღებთ ან გავ­წყ­დე­ბით და ვაი თქვე­ნი ბრა­ლი, რომ მარ­ტო თქვენ გა­დარ­ჩე­ბით და პა­სუ­ხიც თქვენ მო­გე­კითხე­ბა­თო, - უთხ­რა თურ­მე გი­ორ­გი კნი­აზ­მა.

"ი­ვე­რი­ა", 1886 წე­ლი
მო­ამ­ზა­და თეა ცა­გუ­რიშ­ვილ­მა
ჟურნალი "ისტორიანი",#36
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, რა არის დღეს საქართველოში კრიმინალის ზრდის მიზეზი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის დღეს საქართველოში კრიმინალის ზრდის მიზეზი?
თვის კითხვადი სტატიები