კარლ ვოლფი - ზედმეტად ჭკვიანი ნაცისტი გენერალი
კარლ ვოლფი - ზედმეტად ჭკვიანი ნაცისტი გენერალი
1973 წელს ტელეეკრანებზე გამოვიდა საბჭოთა სერიალი "გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვება" და მაყურებელმა მისი ერთ-ერთი პერსონაჟი, გენერალი კარლ ვოლფი გაიცნო.
ეს პიროვნება რეალურად არსებობდა და მემუარებიც ჰქონდა დატოვებული. თუმცა კარლ ვოლფის სახელს იმხანად უმკაცრესი ტაბუ ედო. გენერლის როლის შემსრულებელ მსახიობ ვასილი ლანოვოის სუკი დაეხმარა, რომლის დახურულ ბიბლიოთეკაშიც ინახებოდა კარლ ვოლფის წიგნი და მსახიობს მასთან გაცნობის შესაძლებლობა მისცა...

კარლ ვოლ­ფი (1900-1984) სა­სა­მარ­თ­ლოს მო­ხე­ლის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. სამ­ხედ­რო კა­რი­ე­რა­ზე ბავ­შ­ვო­ბი­დან ოც­ნე­ბობ­და, ჩვიდ­მე­ტი წლი­სა ფრონ­ტ­ზე მო­ხა­ლი­სედ
წა­ვი­და და ბრძო­ლებ­ში გა­მო­ჩე­ნი­ლი სი­მა­მა­ცი­სათ­ვის რკი­ნის ჯვა­რიც და­იმ­სა­ხუ­რა. თუმ­ცა ყო­ვე­ლი­ვე ამაო გა­მოდ­გა.
- გერ­მა­ნია ომ­ში და­მარ­ცხ­და, - წერ­და შემ­დ­გომ­ში ვოლ­ფი, - მას მძი­მე სამ­შ­ვი­დო­ბო პი­რო­ბე­ბი წა­უ­ყე­ნეს. დავ­კარ­გეთ ტე­რი­ტო­რი­ე­ბი, დაგ­ვა­კის­რეს რე­პა­რა­ცი­ე­ბი.
ცნო­ბი­ლი გა­მოთ­ქ­მაა - "ყვე­ლა ომი ზა­ვით მთავ­რ­დე­ბა, გე­ში­ნო­დეთ მშვი­დო­ბის!" პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ გერ­მა­ნი­ა­ში შფო­თი
და­იწყო: ბა­ვა­რი­ის საბ­ჭო­თა რეს­პუბ­ლი­კის გა­მოცხა­დე­ბა (1919 წ.), კო­მუ­ნის­ტუ­რი პუტ­ჩი ჰამ­ბურ­გ­ში (1923 წ.), ე.წ. "ვა­ი­მა­რის რეს­პუბ­ლი­კის" შექ­მ­ნა, რო­მელ­მაც ხალ­ხის იმე­დე­ბი ვერ გა­ა­მარ­თ­ლა, კო­რუფ­ცია, ინ­ფ­ლა­ცია, ზნე­ო­ბი­სა და ეკო­ნო­მი­კის სრუ­ლი მოშ­ლა. ყო­ვე­ლი­ვე ამას ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ნა­ცის­ტე­ბის მოს­ვ­ლა მოჰ­ყ­ვა.

- ან კო­მუ­ნიზ­მი, ან ნა­ციზ­მი, სა­კითხი სწო­რედ ასე დად­გა. ბევ­რ­მა გერ­მა­ნელ­მა ნა­ციზ­მი ამ­ჯო­ბი­ნა, არ­სე­ბუ­ლი ჩი­ხი­დან ერ­თა­დერთ გა­მო­სავ­ლად მი­იჩ­ნია, - წერს გერ­მა­ნე­ლი ის­ტო­რი­კო­სი კურტ ფონ ტი­პელ­ს­კირ­ხი.

ამ გერ­მა­ნელ­თა შო­რის კარლ ვოლ­ფიც იყო, რაც კო­მუ­ნიზ­მი­სად­მი მის­მა ან­ტი­პა­თი­ამ გა­ნა­პი­რო­ბა. კონ­სერ­ვა­ტო­რულ ოჯახ­ში აღ­ზ­რ­დილ ვოლფს მე­მარ­ცხე­ნე­ე­ბი ჭი­რი­ვით სძულ­და, ამი­ტომ ბა­ვა­რი­ის საბ­ჭო­თა რეს­პუბ­ლი­კის ჩახ­შო­ბა­ში აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და. შემ­დ­გომ­ში ვოლ­ფ­მა სა­ვაჭ­რო-სა­ად­ვო­კა­ტო ფირ­მა გახ­ს­ნა და მსხვი­ლი მრეწ­ვე­ლის ქა­ლიშ­ვილ­ზე და­ქორ­წინ­და. 1931 წელს ვოლ­ფი ნა­ცის­ტუ­რი პარ­ტი­ის წევ­რი ხდე­ბა.
გერმანიის ფედერალური კანცლერი კონრად ადენაუერი
- ვოლ­ფის ცო­ლი ჰიმ­ლე­რის ნა­თე­სა­ვი იყო. რა­იხ­ს­ფი­უ­რე­რიც ვოლ­ფი­სად­მი ნდო­ბით გა­ნიმ­ს­ჭ­ვა­ლა, - წერს ტი­პელ­ს­კირ­ხი.
ჰიმ­ლერს მო­ე­წო­ნა კარ­გი გა­რეგ­ნო­ბის, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რ­და კა­ცი, რო­მე­ლიც ომ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და და საბ­რ­ძო­ლო გა­მოც­დი­ლე­ბაც გა­აჩ­ნ­და. ვოლ­ფი აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და დამ­ცა­ვი რაზ­მე­ბის (SS) შექ­მ­ნა­ში.

- SS-ის თავ­კა­ცი ჰიმ­ლე­რი იყო. თუმ­ცა მთე­ლი "შა­ვი სა­მუ­შა­ო" ამ სტრუქ­ტუ­რის შე­საქ­მ­ნე­ლად ვოლ­ფ­მა გას­წია, - მოგ­ვითხ­რობს ტი­პელ­ს­კირ­ხი.
ჰიტ­ლე­რი შეშ­ფო­თე­ბუ­ლი იყო მო­ი­ე­რი­შე­თა რაზ­მე­ბის (SA) აღ­ვი­რახ­ს­ნი­ლო­ბი­თა და მა­თი მე­თა­უ­რის, ერნსტ რე­მის თავ­ხე­დო­ბით. რემს თა­ვი ნა­ცის­ტუ­რი პარ­ტი­ის შემ­ქ­მ­ნე­ლად მოჰ­ქონ­და. ფი­უ­რერ­თან ფა­მი­ლა­რუ­ლი იყო. "ძმაო ადოლფ" - ასე მი­მარ­თავ­და ის ჰიტ­ლერს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვ­ლამ­დე ჰიტ­ლე­რი იძუ­ლე­ბუ­ლი იყო, ამას შე­გუ­ე­ბო­და.
- მო­ი­ე­რი­შე­ებ­მა არ­ჩევ­ნებ­ში ნა­ცის­ტე­ბის გა­მარ­ჯ­ვე­ბა უზ­რუნ­ველ­ყ­ვეს, - წერს ამე­რი­კე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი და ის­ტო­რი­კო­სი უილი­ამ ში­რე­რი, - მა­თი ლიკ­ვი­და­ცი­ის ჟა­მიც დად­გა.
1934 წელს რე­მი და მი­სი გა­რე­მოც­ვა გა­ა­ნად­გუ­რეს. ვოლ­ფ­მა ამ დროს თა­ვი გა­მო­ი­ჩი­ნა. მი­სი ღვაწ­ლი თა­ვად ჰიტ­ლერ­მა აღ­ნიშ­ნა.
- ამის შემ­დეგ ვოლ­ფის კა­რი­ე­რა აღ­მა წა­ვი­და, - წერს ში­რე­რი.
ვოლ­ფი ჰიმ­ლე­რის პი­რა­დი შტა­ბის უფ­რო­სი გახ­და. 1938 წელს კი რა­იხ­ს­ტა­გის დე­პუ­ტა­ტა­დაც ირ­ჩე­ვენ. რა­იხ­ს­ფი­უ­რე­რი მას ენ­დო­ბო­და. ვოლ­ფიც მის ყვე­ლა­ზე სა­ი­დუმ­ლო და დე­ლი­კა­ტურ და­ვა­ლე­ბებს ას­რუ­ლებ­და.

"გერ­მა­ნია უნ­და გა­და­ვარ­ჩი­ნოთ"

1942 წელს ცხა­დი გახ­და, რომ რუ­სეთ­ში ბლიც­კ­რი­გი ჩა­ი­შა­ლა. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი, მათ შო­რის ვოლ­ფიც, ხე­დავ­დ­ნენ, რომ გერ­მა­ნია ამ ომს ვერ მო­ი­გებ­და. კარლ ვოლ­ფ­მაც ამის თა­ო­ბა­ზე შე­ლენ­ბერგს გუ­ლახ­დი­ლად გა­ნუცხა­და.
- ჯერ­ჯე­რო­ბით ფრონ­ტ­ზე საქ­მე­ე­ბი კარ­გად მი­დის, მაგ­რამ უნ­და ვიჩ­ქა­როთ და გერ­მა­ნი­ის გა­დარ­ჩე­ნა­ზე ახ­ლა­ვე ვიზ­რუ­ნოთ, - უთხ­რა შე­ლენ­ბერგს ვოლ­ფ­მა.
- რას გვთა­ვა­ზობთ? - შე­ე­კითხა შე­ლენ­ბერ­გი.
- რა­ის­ხ­ფი­უ­რე­რი ჰიმ­ლე­რი ერ­თა­დერ­თია, ვი­საც ქვეყ­ნის გა­დარ­ჩე­ნა შე­უძ­ლია, - ვოლ­ფი წა­მით გა­ჩუმ­და, - ის ხომ SS-ს უდ­გას სა­თა­ვე­ში, ეს კი დღე­ის­თ­ვის გერ­მა­ნი­ა­ში ყვე­ლა­ზე მძლავ­რი ორ­გა­ნი­ზა­ციაა.

- კე­თი­ლი, უთხა­რით ამის შე­სა­ხებ რა­იხ­ს­ფი­უ­რერს, - უპა­სუ­ხა შე­ლენ­ბერ­გ­მა, ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი აშ­კა­რად არ სი­ა­მოვ­ნებ­და.
ჰიმ­ლერს და­სავ­ლეთ­თან ზა­ვის და­დე­ბის თა­ო­ბა­ზე პი­რა­დად ვოლ­ფი ელა­პა­რა­კა. რა­იხ­ს­ფი­უ­რე­რი შეც­ბუ­ნე­ბუ­ლი იყო. ჰიმ­ლერ­მა წა­ი­ჩურ­ჩუ­ლა:
- აბა, რას ლა­პა­რა­კობთ...
- გერ­მა­ნი­ის გა­დარ­ჩე­ნა­ზე ახ­ლა­ვე უნ­და ვიზ­რუ­ნოთ, - ჯი­უ­ტად წარ­მოთ­ქ­ვა ვოლ­ფ­მა.
გე­ნე­რალს გეგ­მა მზად ჰქონ­და. SD-ს (უ­შიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი) გერ­მა­ნი­ის წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბის მოძ­რა­ო­ბა­ში თა­ვი­სი აგენ­ტუ­რა ჰყავ­და. მა­თი მეშ­ვე­ო­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო და­სავ­ლეთ­თან კავ­ში­რის დამ­ყა­რე­ბა, მო­სა­ლოდ­ნე­ლი ზა­ვის­თ­ვის ნი­ა­და­გის მო­სინ­ჯ­ვა.
- ჰო, მაგ­რამ ჰიტ­ლე­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე არ წა­ვა, - წა­ი­ჩურ­ჩუ­ლა ჰიმ­ლერ­მა, - ფი­უ­რერს ხომ თა­ვი­სი ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი­სა ბრმად სჯე­რა.
- ეგეც რომ არ იყოს, ჰიტ­ლერ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­დას­თან არა­ვინ დაჯ­დე­ბა, - ვოლ­ფ­მა გა­ი­ღი­მა.
- მაშ, რო­გორ მო­ვიქ­ცეთ?
- დაე, ე.წ. "ან­ტი­ფა­შის­ტებ­მა" ფი­უ­რერს ან­გა­რი­ში გა­უს­წო­რონ. ამის შემ­დეგ კი მთელ წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბის მოძ­რა­ო­ბას გა­ვა­ნად­გუ­რებთ, - ვოლფს სა­ხე სე­რი­ო­ზუ­ლი გა­უხ­და, - და­სავ­ლე­თი იმას­თან ილა­პა­რა­კებს, ვის ხელ­შიც რე­ა­ლუ­რი ძა­ლა და მარ­თ­ვის რე­ა­ლუ­რი ბერ­კე­ტე­ბია. ეს კი მხო­ლოდ ჩვენ ვართ.
- ჩვენ?!
- უფ­რო სწო­რად, თქვენ, ჰერ რა­იხ­ს­ფი­უ­რე­რო! გერ­მა­ნი­ის გა­დარ­ჩე­ნის უმ­თავ­რე­სი ტვირ­თი თქვენ უნ­და იკის­როთ. მე თქვენს ერ­თ­გულ ჯა­რის­კა­ცად მი­გუ­ლეთ. მეტ­ზე პრე­ტენ­ზია არ მაქვს.
- ხომ არ შე­ი­შა­ლეთ?! - ფერ­წა­სუ­ლი ჰიმ­ლე­რი სა­ვარ­ძელ­ში ჩა­ეშ­ვა.
რა­იხ­ს­ფი­უ­რე­რი კარ­გა ხანს ყოყ­მა­ნობ­და, თუმ­ცა ბო­ლოს მა­ინც გას­ცა სან­ქ­ცია, დაწყე­ბუ­ლი­ყო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი და­სავ­ლეთ­თან.

მშვი­დო­ბის ძი­ე­ბა­ში
ჰიმ­ლე­რი სა­შუ­ა­ლო მო­ნა­ცე­მე­ბის კა­ცი იყო. თა­ნამ­დე­ბო­ბის­თ­ვის, რო­მე­ლიც ეკა­ვა, არც ინ­ტე­ლექ­ტით, არც გა­ნათ­ლე­ბით, არც სი­მა­მა­ცით შე­სა­ფე­რი­სი არ ყო­ფი­ლა. ამან რა­იხ­ს­ფი­უ­რე­რის ეჭ­ვი­ა­ნო­ბაც გა­ნა­პი­რო­ბა. ჰიმ­ლე­რი არა­ვის, მათ შო­რის, თვით ვოლ­ფ­საც არ ენ­დო­ბო­და.
- ის ჩემ­ზე ახალ­გაზ­რ­და, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, მა­მა­ცი და ჭკვი­ა­ნია, ამი­ტომ პირ­ველ­სა­ვე ხელ­საყ­რელ შემ­თხ­ვე­ვა­ში სარ­მას გა­მომ­დებს, - გა­ნუცხა­და ჰიმ­ლერ­მა თა­ვის ადი­უ­ტანტს.

ჰიმ­ლე­რის აგენ­ტე­ბიც ვოლფს გულ­დას­მით უთ­ვალ­თ­ვა­ლებ­დ­ნენ. თა­ვის მხრივ, ვოლფს არც SD-ს მა­შინ­დე­ლი შე­ფი ჰა­იდ­რი­ხი ენ­დო­ბო­და. ის გე­ნე­რალს "ჰიმ­ლე­რის კა­ცად" მი­იჩ­ნევ­და, ამი­ტომ ჯა­შუ­შე­ბი მი­უ­ჩი­ნა. ვოლ­ფის ადი­უ­ტან­ტი ჰა­იდ­რი­ხის­თ­ვის მუ­შა­ობ­და. თა­ვის მხრივ, ვოლფს გეს­ტა­პოს შე­ფი მი­უ­ლე­რიც თვალს არ აშო­რებ­და. რა­ინ­ჰარდ გე­ლე­ნის აზ­რით, მი­უ­ლერს იმ­ხა­ნად ორი პატ­რო­ნი ჰყავ­და: რუ­სე­ბი და ბორ­მა­ნი.
- არ გა­მოვ­რიცხავ, რომ ბორ­მა­ნიც უკ­ვე რუ­სე­ბის­თ­ვის მუ­შა­ობ­და, - წერს ჰიტ­ლე­რუ­ლი გერ­მა­ნი­ის სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვის (აბ­ვე­რის) პირ­ვე­ლი შე­ფი რა­ინ­ჰარდ გე­ლე­ნი.

ამას ვალ­ტერ შე­ლენ­ბერ­გიც იზი­ა­რებს, თუმ­ცა არც მას, არც გე­ლენს არა­ვი­თა­რი და­მამ­ტ­კი­ცე­ბე­ლი სა­ბუ­თი არ მოჰ­ყავთ. ფაქ­ტია მხო­ლოდ ის, რომ მი­უ­ლე­რი­ცა და ბორ­მა­ნიც ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­დ­ნენ, რა­თა და­სავ­ლეთ­თან სე­პა­რა­ტუ­ლი ზა­ვის და­დე­ბა ჩა­ე­შა­ლათ.

- აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მარ­თ­ლაც ლო­გი­კუ­რია ვა­რა­უ­დი, რომ მი­უ­ლე­რი­ცა და ბორ­მა­ნიც რუ­სე­ბის აგენ­ტე­ბი იყ­ვ­ნენ, თუმ­ცა მხო­ლოდ ლო­გი­კა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით სა­ბო­ლოო დას­კ­ვ­ნის გა­მო­ტა­ნა არ შე­იძ­ლე­ბა. ასე რომ, ეს მხო­ლოდ ვა­რა­უ­დია, რო­მელ­საც არ­სე­ბო­ბის უფ­ლე­ბა უდა­ვოდ აქვს, - წერს უილი­ამ ში­რე­რი.
ვალტერ შელენბერგი ნიურნბერგის პროცესზე
ამ­რი­გად, ვოლ­ფი გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბო­და. მი­სი ადი­უ­ტან­ტი ჰა­იდ­რი­ხის აგენ­ტი იყო. დაც­ვის უფ­რო­სი მი­უ­ლე­რის­თ­ვის, იმავ­დ­რო­უ­ლად კი ჰიმ­ლე­რის­თ­ვის მუ­შა­ობ­და. ასე­ვე ორი პატ­რო­ნი ჰყავ­და ვოლ­ფის მდი­ვან ჰერ­ტა ჰას­საც, რო­მე­ლიც მუ­შა­ობ­და რო­გორც ჰა­იდ­რი­ხის­თ­ვის, ასე­ვე მი­უ­ლე­რის­თ­ვის. გეს­ტა­პოს აგენ­ტი იყო გე­ბელ­სის მზა­რე­უ­ლი ფრაუ ჰილ­დაც. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ვოლ­ფ­მა მა­ინც გა­რის­კა და მშვი­დო­ბის დამ­ყა­რე­ბის­თ­ვის კონ­კ­რე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გა.

1943 წელს ვოლ­ფი ე.წ. "სა­ლოს რეს­პუბ­ლი­კა­ში" (მა­რი­ო­ნე­ტუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო ჩრდი­ლო­ეთ და ნა­წი­ლობ­რივ ცენ­ტ­რა­ლურ იტა­ლი­ა­ში) რა­ი­ხის სრუ­ლუფ­ლე­ბი­ან და სა­გან­გე­ბო წარ­მო­მად­გენ­ლად და­ი­ნიშ­ნა. იმავ­დ­რო­უ­ლად ვოლ­ფი იყო იტა­ლი­ა­ში მთე­ლი გერ­მა­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბი­სა და პო­ლი­ცი­უ­რი აპა­რა­ტის უფ­რო­სი. მან კავ­ში­რი და­ამ­ყა­რა ვა­ტი­კან­თან, რა­შიც ძვე­ლი მე­გო­ბა­რი, ხორ­ვა­ტი კა­თო­ლი­კე მღვდე­ლი კრუ­ნის­ლავ დრა­გა­ნო­ვი­ჩი და­ეხ­მა­რა. ვა­ტი­კა­ნის მეშ­ვე­ო­ბით ვოლ­ფი გა­ვი­და ევ­რო­პა­ში აSS-ის დაზ­ვერ­ვის რე­ზი­დენტ ალენ და­ლეს­ზე, რო­მე­ლიც მა­შინ ბერ­ნ­ში (შვე­ი­ცა­რი­ა) იმ­ყო­ფე­ბო­და. 1943 წლის ბო­ლოს ვოლ­ფ­სა და და­ლესს შო­რის კონ­ტაქ­ტი დამ­ყარ­და.

რამ გა­და­არ­ჩი­ნა ვე­ნე­ცია
და ფლო­რენ­ცია

და­ლე­სი გა­მოც­დი­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი იყო და ეს­მო­და, რომ ჰიტ­ლე­რუ­ლი გერ­მა­ნი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა ისე­თი­ვე ბო­რო­ტე­ბა იქ­ნე­ბო­და, რო­გო­რიც გერ­მა­ნი­ის და­ქუც­მა­ცე­ბა და ევ­რო­პა­ში პრო­რუ­სუ­ლი მა­რი­ო­ნე­ტუ­ლი რე­ჟი­მე­ბის დამ­ყა­რე­ბა. საფ­რ­თხე კი რე­ა­ლუ­რი გახ­ლ­დათ. 1944 წლის­თ­ვის იტა­ლი­ა­ში, საფ­რან­გეთ­ში, სა­ბერ­ძ­ნეთ­ში და სხვა ქვეყ­ნებ­ში კო­მუ­ნის­ტუ­რი მოძ­რა­ო­ბა გაძ­ლი­ერ­და. და­ლეს­მაც ვოლფს გა­ნუცხა­და:
- სავ­სე­ბით გე­თან­ხ­მე­ბით, რომ შექ­მ­ნილ ვი­თა­რე­ბა­ში გერ­მა­ნია-და­სავ­ლეთს შო­რის ზა­ვი ერ­თა­დერ­თი ხსნაა, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ეს უკ­ვე შე­უძ­ლე­ბე­ლია.
- რა­ტომ? - შე­ე­კითხა ვოლ­ფი.
- იმი­ტომ, რომ თქვენ, გერ­მა­ნე­ლებ­მა, მო­ა­ხერ­ხეთ და მთე­ლი მსოფ­ლიო გა­და­იმ­ტე­რეთ! სამ­წუ­ხა­როდ, დღეს სიტყ­ვა გერ­მა­ნე­ლი ბარ­ბა­რო­სის სი­ნო­ნი­მი გახ­და.
- ჩე­მი აზ­რით, ცნე­ბე­ბი გერ­მა­ნია და ჰიტ­ლე­რიზ­მი ერ­თ­მა­ნე­თის­გან უნ­და გან­ვა­ცალ­კე­ვოთ, - ვოლ­ფი შე­იშ­მუშ­ნა.
- გე­თან­ხ­მე­ბით, მაგ­რამ ამას არც ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, არც ხალ­ხი არ იზი­ა­რებს! საღ­მა აზ­რ­მა უკა­ნა პლან­ზე გა­და­ი­წია. და­იწყო ფსი­ქო­ზი. ხალ­ხიც მთა­ვარ მტრად არა ივანს, არა­მედ ჰანსს მი­იჩ­ნევს.
- ჰიტ­ლე­რი რომ გა­და­ვა­ყე­ნოთ?
- ეს არა­ფერს შეც­ვ­ლის. უსიტყ­ვო კა­პი­ტუ­ლა­ცია, - ასე­თია რო­გორც ვა­შინ­გ­ტო­ნის, ასე­ვე ლონ­დო­ნის პო­ზი­ცია! - და­ლეს­მა ნაღ­ვ­ლი­ა­ნად ამო­ი­ოხ­რა, - ეს თა­ნაბ­რად ეხე­ბა რო­გორც და­სავ­ლე­თის, ისე აღ­მო­სავ­ლე­თის ფრონ­ტ­საც.
- ნუ­თუ არაფ­რის გა­კე­თე­ბა აღარ შე­იძ­ლე­ბა? - ვოლფს ხმა აუკან­კალ­და.
- ახ­ლა და­სავ­ლეთ ევ­რო­პის გა­დარ­ჩე­ნაა აუცი­ლე­ბე­ლი, - და­ლეს­მა კვლავ ამო­ი­ოხ­რა, - ამა­საც უდი­დე­სი ძა­ლის­ხ­მე­ვა დას­ჭირ­დე­ბა.

ბერ­ნ­ში სა­უ­ბა­რი იყო არა გერ­მა­ნია-აSS-ს შო­რის ზა­ვის და­დე­ბა­ზე, არა­მედ იტა­ლი­ა­ში გერ­მა­ნუ­ლი არ­მი­ის კა­პი­ტუ­ლა­ცი­ა­ზე, თუმ­ცა და­ლე­სის პო­ზი­ცი­ას ბევ­რი არ ეთან­ხ­მე­ბო­და. ფრან­კ­ლინ რუზ­ველ­ტის ვა­ჟი ელი­ო­ტი წერს:
- რუ­სეთ­მა ომის ძი­რი­თა­დი ტვირ­თი სა­კუ­თარ თავ­ზე აიღო! ამი­ტომ თუ­კი ვოლ­ფ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბა და­ვიწყეთ, მას რუ­სე­ბიც უნ­და დას­წ­რე­ბოდ­ნენ!
და­ლეს­მა რის ვაი-ვაგ­ლა­ხით მი­აღ­წია, რომ ვა­შინ­გ­ტონს მის­თ­ვის მხა­რი და­ე­ჭი­რა. ასე მო­ეწყო ოპე­რა­ცია "სან­რა­ი­ზი" (რო­მელ­საც ბრი­ტა­ნე­ლე­ბი "კრო­სუ­ორდს" უწო­დებ­დ­ნენ), რომ­ლის მი­ზა­ნიც იტა­ლი­ა­ში გერ­მა­ნუ­ლი არ­მი­ის კა­პი­ტუ­ლა­ცია და კო­მუ­ნის­ტე­ბის­თ­ვის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვ­ლის ხე­ლის შეშ­ლა გახ­ლ­დათ. ვოლ­ფის დახ­მა­რე­ბით, ოპე­რა­ცია წარ­მა­ტე­ბით დამ­თავ­რ­და. მე­ტიც, მო­ხერ­ხ­და ვე­ნე­ცი­ის, მი­ლა­ნის, ფლო­რენ­ცი­ის გა­დარ­ჩე­ნა, თუმ­ცა ჰიტ­ლერ­მა ამ ქა­ლა­ქე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის ბრძა­ნე­ბა გას­ცა. ვოლ­ფის დახ­მა­რე­ბით გა­დარ­ჩა უამ­რა­ვი ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­ში. ვოლ­ფ­მა, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, გმი­რო­ბა ჩა­ი­დი­ნა, მაგ­რამ 1945 წელს, მა­სობ­რი­ვი ან­ტი­გერ­მა­ნუ­ლი გან­წყო­ბის პი­რო­ბებ­ში, ამას ბევ­რი არ იზი­ა­რებ­და.

ომის შემ­დეგ
და­ლეს­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ვოლფს კი­ნა­ღამ სი­ცოცხ­ლის ფა­სად და­უჯ­და. ბორ­მან­მა ფი­უ­რერს მო­ახ­სე­ნა, რომ ჰიმ­ლე­რი თა­ვი­სი ემის­რის, ვოლ­ფის დახ­მა­რე­ბით თქვენ ზურგს უკან ამე­რი­კე­ლებ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბებს აწარ­მო­ებ­დაო. გა­აფ­თ­რე­ბულ­მა ჰიტ­ლერ­მა ვოლ­ფის და­პა­ტიმ­რე­ბა ბრძა­ნა.
- ვოლ­ფი სას­წ­რა­ფოდ ბერ­ლინ­ში გა­მო­ი­ძა­ხეს. აეროდ­რომ­ზე მას გეს­ტა­პოს შემ­პყ­რო­ბი ჯგუ­ფი დახ­ვ­და. მი­უ­ლერ­მა მათ პი­რა­დად უბ­რ­ძა­ნა, ვოლფს გე­ნერ­ლის სამ­ხ­რე­ე­ბი ჩა­მო­აგ­ლი­ჯეთ, ხელ­ბორ­კი­ლი და­ა­დეთ და ჰიტ­ლე­რის ბუნ­კერ­ში ისე მო­იყ­ვა­ნე­თო, - წერს ტი­პელ­ს­კირ­ხი.

ვოლფს მხსნე­ლად შე­ლენ­ბერ­გი მო­ევ­ლი­ნა. ის აეროდ­რომ­ზე პი­რა­დად გა­ემ­გ­ზავ­რა და გეს­ტა­პო­ე­ლე­ბი აიძუ­ლა, უკან და­ე­ხი­ათ. შე­ლენ­ბერ­გ­მა ფი­უ­რერს ამომ­წუ­რა­ვი მოხ­სე­ნე­ბა მი­არ­თ­ვა და და­უმ­ტ­კი­ცა, რომ გე­ნე­რა­ლი მის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო შეთ­ქ­მუ­ლე­ბა­ში არ მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ფი­უ­რერ­მაც ვოლ­ფის დას­ჯა­ზე ხე­ლი აიღო. ოპე­რა­ცია "სან­რა­ი­ზი" წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­და.

1945 წლის მა­ის­ში მე­ო­რე მსოფ­ლიო ომი დამ­თავ­რ­და. ჰიტ­ლე­რუ­ლი რა­ი­ხი აღი­გა­ვა პი­რი­სა­გან მი­წი­სა. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი SS, SD, გეს­ტა­პო და სხვ. და­ნა­შა­უ­ლებ­რივ სტრუქ­ტუ­რე­ბად გა­მო­აცხა­დეს. მა­თი ბევ­რი წევ­რი, რო­გორც სამ­ხედ­რო დამ­ნა­შა­ვე, სა­ერ­თა­შო­რი­სო ტრი­ბუ­ნა­ლის წი­ნა­შე წარ­დ­გა. ბევ­რი მო­ითხოვ­და, გან­სას­ჯელ­თა სკამ­ზე ვოლ­ფიც და­ეს­ვათ. ალენ და­ლეს­მა თა­ვი­სი გერ­მა­ნე­ლი მე­გობ­რის და­სახ­მა­რებ­ლად ყვე­ლა­ფე­რი იღო­ნა, თუმ­ცა 1946 წელს ვოლ­ფი მა­ინც და­ა­პა­ტიმ­რეს. ზო­გი­ერ­თი მის სამ­ხედ­რო დამ­ნა­შა­ვედ გა­მოცხა­დე­ბა­სა და ნი­ურ­ნე­ბერ­გის ტრი­ბუ­ნალ­ზე გაყ­ვა­ნა­საც მო­ითხოვ­და. "რაო, ჰიმ­ლე­რის ნდო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი პი­რი უდა­ნა­შა­უ­ლოა?!"

1946 წელს ვოლფს ოთხი წლით პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს. და­ლეს­მა ცი­ხე­ში მო­ი­ნა­ხუ­ლა. "ეს უსა­მარ­თ­ლო გა­ნა­ჩე­ნია. ყვე­ლა­ფერს ვი­ღო­ნებ, რა­თა გა­გა­თა­ვი­სუფ­ლონ", - გა­ნუცხა­და და­ლეს­მა და პი­რო­ბა შე­ას­რუ­ლა. 1949 წელს ვოლ­ფი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. გერ­მა­ნი­ის კან­ც­ლე­რი ადე­ნა­უ­ე­რი მის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტ­რად და­ნიშ­ვ­ნას აპი­რებ­და, მაგ­რამ გერ­მა­ნი­ის ლი­ბე­რა­ლუ­რი წრე­ე­ბი ამას გა­აფ­თ­რე­ბით შე­ე­წი­ნა­აღ­მ­დეგ­ნენ: "რო­გორ, ნა­ცის­ტუ­რი პარ­ტი­ის წევ­რი, SS-ის გე­ნე­რა­ლი, ჰიმ­ლე­რის ყო­ფი­ლი მარ­ჯ­ვე­ნა ხე­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გერ­მა­ნი­ის მი­ნის­ტ­რი უნ­და გახ­დეს?!"

ადე­ნა­უ­ე­რი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, და­ეთ­მო. კარლ ვოლ­ფი და­სავ­ლეთ გერ­მა­ნი­ა­ში რი­გით მო­ქა­ლა­ქედ რჩე­ბო­და. რო­გორც SS-ის გე­ნე­რალს, პენ­სია არ ეკუთ­ვ­ნო­და და შე­მო­სავ­ლის ძი­რი­თა­დი წყა­რო ლექ­ცი­ე­ბი გახ­და. თუმ­ცა მას­ზე შე­ტე­ვე­ბი არ ცხრე­ბო­და და და­ჟი­ნე­ბით მო­ითხოვ­დ­ნენ უკ­ვე მო­ხუ­ცი ვოლ­ფის გა­სა­მარ­თ­ლე­ბას. კან­ც­ლე­რი ადე­ნა­უ­ე­რი ამას კა­ტე­გო­რი­უ­ლად ეწი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბო­და, რა­მაც შე­დე­გი გა­მო­ი­ღო. კარ­გა ხანს ვოლ­ფის­თ­ვის ხე­ლის ხლე­ბას ვე­რა­ვინ ბე­დავ­და. მტრე­ბი კი არ ცხრე­ბოდ­ნენ. მათ ვოლფს 300 ათა­სი ებ­რა­ე­ლის მკვლე­ლო­ბა­ში დას­დეს ბრა­ლი. ის ბრალ­დე­ბას კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფ­და.
ჰიმლერის ვიზიტი მატჰაუზენში, 1941 აპრილი. მარჯვნივ კარლ ვოლფი
1961 წელს ვოლ­ფი და­ა­პა­ტიმ­რეს. კან­ც­ლერ­მა ადე­ნა­უ­ერ­მა მი­აღ­წია, გე­ნე­რა­ლი თავ­დე­ბით გა­მო­ეშ­ვათ ცი­ხი­დან, თუმ­ცა გა­მო­ძი­ე­ბაც გრძელ­დე­ბო­და. 1963 წელს ადე­ნა­უ­ერ­მა კან­ც­ლე­რის პოს­ტი და­ტო­ვა, მომ­დევ­ნო წელს კი ვოლ­ფი სა­სა­მარ­თ­ლოს წი­ნა­შე წარ­დ­გა. ის უკ­ვე მძი­მე ავად­მ­ყო­ფი იყო (გა­და­ი­ტა­ნა ინ­ფარ­ქ­ტი), თუმ­ცა მა­ინც გა­ა­სა­მარ­თ­ლეს და თხუთ­მე­ტი წლით პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს.

მო­ხუ­ცი გე­ნე­რა­ლი სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში მო­ა­თავ­სეს, გერ­მა­ნე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა მის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას კა­ტე­გო­რი­უ­ლად მო­ითხოვ­და, თუმ­ცა კარ­გა ხანს ამას შე­დე­გი არ გა­მო­უ­ღია. ვოლ­ფი პა­ტიმ­რო­ბი­დან მხო­ლოდ 1971 წელს გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. ექი­მებ­მა და­ას­კ­ვ­ნეს, რომ ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო ვოლ­ფის პა­ტიმ­რო­ბა­ში გა­ჩე­რე­ბა აღარ შე­იძ­ლე­ბო­და.

მწე­რალ-ჯა­შუ­ში
1978 წელს მო­ხუც ვოლფს მო­ახ­სე­ნეს, რომ საბ­ჭო­თა მწე­რალ იული­ან სე­მი­ო­ნოვს მას­თან შეხ­ვედ­რა სურს. ვოლ­ფი და­თან­ხ­მ­და. მე­ო­რე დღეს სე­მი­ო­ნო­ვი გე­ნე­რალს შინ ეს­ტუმ­რა.
- დიდ­ხანს და გუ­ლახ­დი­ლად ვი­სა­უბ­რეთ, - იგო­ნებ­და შემ­დ­გომ­ში ვოლ­ფი, - სე­მი­ო­ნო­ვი ჭკვი­ა­ნი და ინ­ტე­ლი­გენ­ტი კა­ცის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებ­და, თუმ­ცა მი­სი სუკ-თან კავ­ში­რი სა­უბ­რის პირ­ვე­ლი­ვე წუ­თე­ბი­დან ნა­თე­ლი გახ­და.

სე­მი­ო­ნოვ­მა ვოლფს სთხო­ვა, და­ე­დას­ტუ­რე­ბი­ნა, რომ უკ­რა­ი­ნელ ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტ­თა ლი­დე­რი სტე­პან ბან­დე­რა ჰიმ­ლე­რის აგენ­ტი იყო და რა­იხ­ს­ფი­უ­რე­რის­გან გვა­რი­ან გა­სამ­რ­ჯე­ლო­საც იღებ­და. ვოლ­ფი ამის გა­გო­ნე­ბის­თა­ნა­ვე შეხ­ტა:
- ეს ტყუ­ი­ლია! ბან­დე­რა ჩვენს წი­ნა­აღ­მ­დეგ იარა­ღით ხელ­ში იბ­რ­ძო­და! ამის გა­მო სა­კონ­ცენ­ტ­რა­ციო ბა­ნაკ­ში მო­ა­თავ­სეს. მი­სი ორი ძმა ოს­ვენ­ციმ­ში და­ი­ღუ­პა, თა­ვად ბან­დე­რა სას­წა­უ­ლით გა­დარ­ჩა.

- მა­გას მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არ აქვს, - სე­მი­ო­ნოვ­მა გა­ი­ღი­მა, - მთა­ვა­რია, არ­სე­ბობს ხალ­ხი, რო­მელ­საც სურს, ბან­დე­რა ნა­ცის­ტე­ბის აგენ­ტად წარ­მო­ა­ჩი­ნოს და ამა­ში ფუ­ლი გა­და­ი­ხა­დოს, მა­გა­ლი­თად, ოცი ათა­სი ამე­რი­კუ­ლი დო­ლა­რი...
- რო­გორ მი­ბე­დავთ? - გაბ­რაზ­და ვოლ­ფი.
- ოტო სკორ­ცე­ნი დაგ­ვ­თან­ხ­მ­და ამ თან­ხის სა­ნაც­ვ­ლოდ ბან­დე­რა­ზე ჩვენ­თ­ვის სა­სურ­ვე­ლი ცნო­ბე­ბის მო­წო­დე­ბას.
- ის სკორ­ცე­ნია, მე კი ვოლ­ფი! - ცი­ვად წარ­მოთ­ქ­ვა გე­ნე­რალ­მა და ფეხ­ზე წა­მოდ­გა იმის ნიშ­ნად, რომ სა­უ­ბა­რი დამ­თავ­რ­და.
მოს­კოვ­ში დაბ­რუ­ნე­ბულ­მა სე­მი­ო­ნოვ­მა კი და­წე­რა, რომ ვოლ­ფი თავ­და­ჯე­რე­ბულ ნა­ცის­ტად და ან­ტი­კო­მუ­ნის­ტად დარ­ჩა.

* * *
კარლ ვოლ­ფ­მა ღრმა მო­ხუ­ცე­ბუ­ლო­ბამ­დე იცოცხ­ლა. ის რო­ზენ­კა­იმ­ში (ბა­ვა­რი­ა) 84 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. მი­სი პერ­სო­ნა დღემ­დე იწ­ვევს მწე­რალ­თა და მკვლე­ვარ­თა ინ­ტე­რესს. იგი არა­ერთი რო­მანი­სა თუ ფილ­მ­ის გმირია. ვოლ­ფის ცხოვ­რე­ბას უამ­რა­ვი სა­მეც­ნი­ე­რო მო­ნოგ­რა­ფია მი­ეძღ­ვ­ნა.

ნი­კა თევ­ზა­ძე
ის­ტო­რი­ის დოქ­ტო­რი
ჟურნალი "ისტორიანი",#37
Lado
09 მაისი 2018 19:10
Ai turme ra iafad yidulobdnen bolshevikebi kompromatebs.
20 atasi dolari sakmarisi yofila erovnuli gmiri monstrad eqciat.
ss
30 აპრილი 2018 09:25
ამ სტატიის მიზანი მხოლოდ ისაა, რომ ბანდერა თურმე გერმანელებს ებრძოდა, დანარჩენი არ ახალია.

თქვენი აზრით, უნდა ჰყავდეს თუ არა „ქართულ ოცნებას“ პრეზიდენტობის საკუთარი კანდიდატი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა ჰყავდეს თუ არა „ქართულ ოცნებას“ პრეზიდენტობის საკუთარი კანდიდატი?