ხელოვნება ტყვეთა ბანაკებიდან
28-04-2018
ხელოვნება ტყვეთა ბანაკებიდან
1863 წლის 27 ნოემბერს ტოპოგრაფიის ინჟინერი რობერტ ნოქს სნედენი აშშ-ის ვირჯინიის შტატში, ბრენდი სტეიშენთან კონფედერატებმა დააკავეს.
ჯარისკაცებს ჯონ სინგლეტონ მოსბი მეთაურობდა. ეს ტოპოგრაფიის ინჟინრის ტყვეობის დასაწყისი იყო. მან ექვს თვეზე მეტი დაყო სამოქალაქო ომის ტყვეთა ცნობილ ციხე ანდერსონვილში, რომელიც ჯორჯიის შტატის სამხრეთ-დასავლეთში მდებარეობდა. ეს ციხე სამოქალაქო ომის სასტიკი ტანჯვის სიმბოლოა.

და­კა­ვე­ბი­დან ერ­თი წლის შემ­დეგ, სნე­დე­ნი პი­რო­ბით გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს და ისაია უაიტის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის ქვეშ და­ტო­ვეს. უაიტი ჯორ­ჯი­ის შტა­ტის აღ­მო­სავ­ლეთ­ში, ახა­ლა­შე­ნე­ბულ სა­მო­ქა­ლა­ქო ომის
ტყვე­თა ბა­ნაკ კემპ ლო­უ­ტონ­ში ექი­მად მსა­ხუ­რობ­და. პი­რო­ბით გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბამ­დე სნე­დენ­მა ამ ბა­ნაკ­ში ორი თვე გა­ა­ტა­რა, თუმ­ცა ცი­ხი­სა და მი­სი შე­მო­გა­რე­ნის ნა­ხა­ზე­ბის შექ­მ­ნა მო­ას­წ­რო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სა­მო­ქა­ლა­ქო ომის დას­რუ­ლე­ბი­სა და ნიუ-იორ­კ­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ სნე­დენ­მა ნა­ხა­ზე­ბი აკ­ვა­რე­ლით გა­და­წე­რა.

ვირ­ჯი­ნი­ის ის­ტო­რი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის პროგ­რა­მუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მე­ნე­ჯე­რი ენ­დ­რიუ ტალ­კო­ვის თქმით: "იმ პი­რო­ბით,
რომ არ გა­იქ­ცე­ო­და, სნე­დე­ნი ბა­ნა­კის სამ­ხედ­რო ქი­რურ­გ­თან კლერ­კად მუ­შა­ობ­და, ამის გა­მო მას ბა­ნა­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე თა­ვი­სუფ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბის მე­ტი შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­და".
სნე­დე­ნის პი­რა­დი არ­ქი­ვის მცვე­ლი სწო­რედ ტალ­კო­ვია. პი­რა­დი მო­გო­ნე­ბე­ბი 5 ათა­სამ­დე გვერ­დია და კემპ ლო­უ­ტო­ნის სუ­რა­თებ­საც მო­ი­ცავს. სნე­დე­ნის სუ­რა­თე­ბი უფ­რო ღრმა წარ­მოდ­გე­ნას გვიქ­მ­ნის ცი­ხე­ზე, იმა­ზე, თუ რო­გორ ცხოვ­რობ­დ­ნენ ტყვე­ე­ბი, ასე­ვე კონ­ფე­დე­რა­ტე­ბის ბა­ნაკ­ზე, რო­მე­ლიც ცი­ხეს გარს აკ­რავ­და.

სწო­რედ ეს მხატ­ვ­რუ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი და­ეხ­მა­რა არ­ქე­ო­ლო­გებს სა­მო­ქა­ლა­ქო ომის ტყვე­თა იმ ბა­ნა­კის გათხ­რე­ბის­თ­ვის სწო­რი ორი­ენ­ტი­რე­ბის გან­საზღ­ვ­რი­სას, სა­დაც სნე­დენ­მა 150 წლის წინ მცი­რე დრო და­ყო.

ვირ­ჯი­ნი­ის ის­ტო­რი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის კუ­რა­ტო­რი, დოქ­ტო­რი უილი­ამ რას­მუ­სე­ნი ამ­ბობს, რომ სნე­დენს სა­ო­ცა­რი მხედ­ვე­ლო­ბი­თი მეხ­სი­ე­რე­ბა ჰქონ­და და შე­სა­ნიშ­ნა­ვად მო­ა­ხერ­ხა ეს­კი­ზე­ბის ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბად გარ­დაქ­მ­ნა, ასე­ვე სა­მო­ქა­ლა­ქო ომის­დ­რო­ინ­დელ ტყვე­თა ცხოვ­რე­ბის აღ­დ­გე­ნა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Archaeology Magazine-ის მი­ხედ­ვით
ჟურნალი "ისტორიანი",#37
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!