XVI საუკუნის "კოლოსი" ფლორენციაში - კვირის პალიტრა

XVI საუკუნის "კოლოსი" ფლორენციაში

ეს ეპიკური კოლოსი აპენინის მთების სიმბოლოა.

10 მეტრი სიმაღლის ნახევრად ადამიანსა და ნახევრად მთას სახელად"აპენინო" უწოდეს იგი XVI საუკუნის მეორე ნახევარში ააგო მოქანდაკემ ჯამბოლონიამ (ფლამანდელი ოსტატის ნამდვილი სახელია ჟან დე ბულონი, მუშაობდა ფლორენციაში მედიჩების კარზე, აგრეთვე ბოლონიაში, გენუასა და ლუკაში)."მთების ღვთაება" ტოსკანაში, ვილა დე პრატოლინოში დგას.

ქანდაკებაში რამდენიმე სხვადასხვა დანიშნულების სათავსია, რომელთა საშუალებითაც კოლოსი ცოცხლდებოდა. მონსტრის მარცხენა ხელიდან შადრევანი მოჩქეფდა, რომელიც მიწისქვეშა წყლის ნაკადით იკვებებოდა. ქანდაკების თავში განლაგებული ბუხრის ანთების შემთხვევაში, კვამლი მისი ნესტოებიდან გამოდიოდა.

მანიერიზმის ცნობილ წარმომადგენელ ჯამბოლონიასთვის უცხო არ იყო ასეთი ნაკეთობები - იგი ქმნიდა მდიდრულ დეკორატიულ შადრევნებს, სკულპტურულ ჯგუფებს, ცხენიან ძეგლებს, ცდილობდა ქანდაკების შერწყმას ბუნებასთან. აღსანიშნავია, რომ ის ისწრაფოდა შეექმნა"იდეალური მრგვალი" ქანდაკება, რომელსაც ექნებოდა თავისუფალი სივრცე და აღიქმებოდა ყოველი მხრიდან...

მომზადებულია boredpanda.com-ის მიხედვით

ჟურნალი "ისტორიანი",#88