საქართველო უცხოელთა ფერებში
საქართველო უცხოელთა ფერებში
(ნაწილი 1)
საქართველო ოდითგანვე უცხოელი პილიგრიმების, ელჩებისა თუ მოგზაურების ინტერესის ობიექტი იყო.
ჩვენი ქვეყნით საზღვარგარეთიდან ჩამოსული არაერთი ხელოვანი მოხიბლულა, მათ შორის, რა თქმა უნდა, მხატვრებიც იყვნენ. სამწუხაროდ, მათი ხელოვნების საქართველოსთან კავშირი ცალკე სამეცნიერო კვლევის საგანი არ გამხდარა.

2014 წელს საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო და სახელოვნებო უწყებებთან ერთად იწყებს მასშტაბურ პროექტს, რომლის მიზანიც მთელ მსოფლიოში საქართველოს შესახებ არსებული სხვადასხვა სახის ინფორმაციის მოძიება და ერთიანი
ბაზის შექმნაა. ჟურნალ "ისტორიანის" მკითხველი პირველი გაეცნობა ამ უნიკალურ მასალას. ამ ეტაპზე თქვენს ყურადღებას რუსულ მხატვრობაში ასახულ ქართულ თემატიკას დავუთმობთ.

ივან აივა­ზოვ­ს­კი (1817-1900), თურ­ქულ-სომ­ხუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბის დი­დი რუ­სი მხატ­ვა­რია, სა­ქარ­თ­ვე­ლო­თი შე­მოქ­მე­დე­ბის ად­რე­ულ ეტაპ­ზე­ვე და­ინ­ტე­რეს­და. 1855 წელს მან შექ­მ­ნა ნა­ხა­ტი "და­რი­ა­ლის ხე­ო­ბა" (და­ცუ­ლია სომ­ხე­თის ეროვ­ნულ გა­ლე­რე­ა­ში). მოგ­ვი­ა­ნე­ბით,
ოჯა­ხუ­რი დრა­მის შემ­დეგ, რო­ცა ივან კონ­ს­ტან­ტი­ნო­ვი­ჩი მე­უღ­ლეს, იულია გრევსს გა­ე­ყა­რა, მხატ­ვარ­მა "სევ­დის გან­სა­ქარ­ვებ­ლად" კავ­კა­სი­ა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა აირ­ჩია.

"დარიალის ხეობა". ივან აივაზოვსკი, 1855 წ.
ბუმ­ბე­რა­ზი მთე­ბი, ცად აზი­დუ­ლი მყინ­ვა­რი და პირ­ველ­ყო­ფი­ლი ბუ­ნე­ბა მხატ­ვარ­ზე დიდ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ახ­დენ­და. აივა­ზოვ­ს­კის სა­მოგ­ზა­უ­რო ალ­ბო­მი ჩა­ნა­ხა­ტე­ბით გა­ივ­სო... ტფი­ლის­მა კი მხატ­ვა­რი ისე აღაფ­რ­თო­ვა­ნა, რომ გა­მო­ზამ­თ­რე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გა­დაწყ­ვი­ტა. აივა­ზოვ­ს­კის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სი­ზუს­ტით, სის­წ­რა­ფი­თა და ვირ­ტუ­ო­ზუ­ლო­ბით ცოცხ­ლ­დე­ბო­და ნა­ნა­ხი და გან­ც­დი­ლი.

1862 წელს მან მე­ო­რედ და­ხა­ტა "და­რი­ა­ლის ხე­ო­ბა", სა­დაც თერ­გის პი­რას, მთვა­რის შუ­ქით გა­ნა­თე­ბულ გზა­ზე, გრძე­ლი ქა­რა­ვა­ნი მო­ჩანს (და­ცუ­ლია პავ­ლოვ­ს­კის მუ­ზე­უმ-ნაკ­რ­ძალ­ში). და­რი­ა­ლი დიდ­ხანს რჩე­ბო­და აივა­ზოვ­ს­კის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში. 1868 წელს იგი ხე­ო­ბას კი­დევ ორ ტი­ლოს მი­უძღ­ვ­ნის: "გზა მლე­თი­დან გუ­და­უ­რამ­დე" (და­ცუ­ლია პ. გამ­ზა­თო­ვის სა­ხე­ლო­ბის და­ღეს­ტ­ნის ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უმ­ში) და "და­რი­ა­ლის ხე­ო­ბა მთვა­რის შუქ­ზე" (და­ცუ­ლია სომ­ხე­თის ეროვ­ნულ გა­ლე­რე­ა­ში).

აივა­ზოვ­ს­კის ტფი­ლის­ში სტუმ­რო­ბამ დე­და­ქა­ლა­ქის სა­ზო­გა­დო­ე­ბა ააფო­რი­ა­ქა და გა­მო­ა­ცოცხ­ლა. ამ­ბო­ბენ, იმ­დე­ნი იყო მომ­ს­ვ­ლელ-წამ­ს­ვ­ლე­ლი, რომ მე­ეტ­ლებ­მა გა­ჩე­რე­ბა იმ სახ­ლ­თან გა­და­ი­ტა­ნეს, სა­დაც მხატ­ვა­რი ცხოვ­რობ­დაო. ივან კონ­ს­ტან­ტი­ნო­ვი­ჩის სა­დარ­ბა­ზო­დან გა­მოს­ვ­ლას ყო­ველ­თ­ვის დი­დი აურ­ზა­უ­რი მოჰ­ყ­ვე­ბო­და თურ­მე, მხატ­ვარს ყვე­ლა სა­კუ­თარ ეტ­ლ­ში ეპა­ტი­ჟე­ბო­დაო... ის მე­ეტ­ლე კი, ვი­საც აივა­ზოვ­ს­კი ჩა­უჯ­დე­ბო­და, მთე­ლი კვი­რა ყუ­რადღე­ბის ცენ­ტ­რ­ში ყო­ფი­ლა. მას ყვე­ლა აივა­ზოვ­ს­კის­თან სა­უბ­რის შე­სა­ხებ ეკითხე­ბო­და.

"გზა მლეთიდან გუდაურამდე". ივან აივაზოვსკი, 1868 წ.

დი­დი მხატ­ვა­რი რომ კავ­კა­სი­ა­ზე უძ­ვირ­ფა­სეს ტი­ლო­ებს ქმნი­და, მთელ­მა ტფი­ლის­მა იცო­და. მის შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე არა მარ­ტო გა­ნათ­ლე­ბულ­თა და წარ­ჩი­ნე­ბულ­თა სახ­ლებ­ში, არა­მედ თით­ქ­მის ყვე­ლა ქუ­ჩა­ზე, შუ­კა­ში თუ ბა­ზარ­ში ჭო­რა­ობ­დ­ნენ. ყვე­ლა ამ­ბობ­და, რომ აივა­ზოვ­ს­კი ჯა­დოს­ნუ­რი სის­წ­რა­ფით ხა­ტავ­და. მარ­თ­ლაც ასე იყო. ივან კონ­ს­ტან­ტი­ნო­ვიჩ­მა ტფი­ლი­სუ­რი ზამ­თ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში 12 სა­უცხოო ნა­ხა­ტი შექ­მ­ნა...

აივა­ზოვ­ს­კის კავ­კა­სი­ურ ციკ­ლ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­მორ­ჩე­უ­ლი ად­გი­ლი ეკა­ვა, "ტფი­ლი­სი სე­იდ-აბა­ზი­დან" (და­ცუ­ლია სა­ქარ­თ­ვე­ლოს ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უმ­ში. 1868 წე­ლი), "ტფი­ლი­სის ხე­დი" (და­ცუ­ლია სტავ­რო­პო­ლის სამ­ხა­რეო ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უმ­ში. 1869 წე­ლი), "მდი­ნა­რე რი­ო­ნი" (და­ცუ­ლია სომ­ხე­თის ეროვ­ნულ გა­ლე­რე­ა­ში. 1870 წე­ლი), "მოღ­რუბ­ლუ­ლი და­რი­ა­ლის ხე­ო­ბა" (და­ცუ­ლია მოს­კო­ვის სა­ხელ­მ­წი­ფო ლი­ტე­რა­ტუ­რულ მუ­ზე­უმ­ში. 1891 წე­ლი), "ზვა­ვის ჩა­მო­წო­ლა ყაზ­ბეგ­თან სა­ქარ­თ­ვე­ლოს სამ­ხედ­რო გზა­ზე" (ნა­ხა­ტი და­კარ­გუ­ლი­ა).

მა­ლე თბი­ლის­ში იმა­ზეც ალა­პა­რაკ­დ­ნენ, აივა­ზოვ­ს­კიმ კავ­კა­სი­უ­რი ტი­ლო­ე­ბის ხატ­ვა და­ამ­თავ­რა და მა­თი გა­მო­ფე­ნის­თ­ვის ემ­ზა­დე­ბაო... დამ­თ­ვა­ლი­ე­რე­ბე­ლი უამ­რა­ვი მო­ვი­და. თბი­ლი­სე­ლე­ბი ნა­ნა­ხით აღ­ტა­ცე­ბუ­ლი იყ­ვ­ნენ, გა­მო­ფე­ნი­დან შე­მო­სუ­ლი სო­ლი­დუ­რი თან­ხა კი ივან ავი­ა­ზოვ­ს­კიმ დე­და­ქა­ლა­ქის მი­უ­სა­ფარ ბავ­შ­ვ­თა სახლს გა­დას­ცა.

კი­დევ ერ­თი სა­ყუ­რადღე­ბო ფაქ­ტი: მსოფ­ლი­ო­ში გან­თ­ქ­მულ­მა მა­რი­ნის­ტ­მა გე­მე­ბის ხატ­ვა 1877 წელს და­იწყო, რო­ცა რუ­სეთ-თურ­ქე­თის ომი გა­ჩაღ­და. აივა­ზოვ­ს­კის მი­ერ შექ­მ­ნი­ლი ზღვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ერთ-ერ­თი პირ­ვე­ლი ბა­ტა­ლუ­რი სცე­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბულ საბ­რ­ძო­ლო მოქ­მე­დე­ბას ასა­ხავს.

ტი­ლო სა­ხელ­წო­დე­ბით "კა­ტარ­ღე­ბი­სა და გე­მე­ბის ორ­თაბ­რ­ძო­ლა. დი­დი მთავ­რის, კონ­ს­ტან­ტი­ნეს ჭურ­ვე­ბით შე­ტე­ვა თურ­ქულ ჯავ­შ­ნო­სან ასა­რი-შევ­ქეთ­ზე 1877 წლის 12 აგ­ვის­ტოს სო­ხუ­მის რე­იდ­ზე" ამ­ჟა­მად სანქტ-პე­ტერ­ბურ­გის ცენ­ტ­რა­ლურ სამ­ხედ­რო საზღ­ვაო მუ­ზე­უმ­ში ინა­ხე­ბა და ის­ტო­რი­უ­ლი სი­ზუს­ტით გად­მოს­ცემს სო­ხუ­მის სა­ნა­პი­რო­ზე რუ­სუ­ლი და თურ­ქუ­ლი ფლო­ტის სის­ხ­ლი­ან შე­ტა­კე­ბას).
1862 წელს აივაზოვსკიმ მეორედ დახატა "დარიალის ხეობა"
* * *
"ის სახ­ლ­ში არ დამ­ხ­ვედ­რია, გა­დავ­წყ­ვი­ტე, თუნ­დაც შუ­ა­ღა­მემ­დე დავ­ლო­დე­ბო­დი. ჩემს გრაგ­ნი­ლებ­თან ერ­თად კი­ბე­ზე ჯდო­მამ ორ სა­ათს მო­მი­წია, შემ­დეგ კი ნა­ბი­ჯე­ბის ხმა გა­ვი­გო­ნე, გუ­ლის­ცე­მა ამიჩ­ქარ­და, თან გა­ფა­ცი­ცე­ბუ­ლი მზე­რით კი­ბე­ზე ამო­მა­ვალ ადა­მი­ანს ვაკ­ვირ­დე­ბო­დი... ის ტან­და­ბა­ლი იყო, საკ­მა­ოდ უბ­რა­ლო, არაფ­რით გა­მორ­ჩე­უ­ლი.

"ა­რა, ეს რე­პი­ნი არ არის!" - ჩემ­თ­ვის გა­დავ­წყ­ვი­ტე. ჩე­მი წარ­მოდ­გე­ნით რე­პი­ნი ხომ გი­გან­ტია. რო­ცა უც­ნო­ბი მო­მი­ახ­ლოვ­და, მე მას მო­რი­დე­ბუ­ლად შე­ვე­კითხე, ხომ არ იცო­და, რო­დის დაბ­რუნ­დე­ბო­და პრო­ფე­სო­რი რე­პი­ნი.
- და ის რა­ში გჭირ­დე­ბათ?
- მე მას ჩე­მი ნა­ხა­ტე­ბი უნ­და ვაჩ­ვე­ნო, მე კავ­კა­სი­ი­დან, სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან ვარ.
- ჰო! ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა, აბა შე­მა­ხე­დეთ!
ის და­ი­ხა­რა და ჩე­მი გრაგ­ნი­ლე­ბი გა­შა­ლა, შემ­დეგ ნა­ხა­ტე­ბი­ა­ნი ალ­ბო­მი გა­და­ფურ­ც­ლა და მითხ­რა:
- ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა! აბა, წა­მომ­ყე­ვით ოთახ­ში!

მე მას არ­ც­თუ ისე დიდ, მაგ­რამ სულ­ში ჩამ­წ­ვ­დომ თვა­ლებ­ში ჩავ­ხე­დე და უცებ დი­დე­ბუ­ლი რე­პი­ნი და­ვი­ნა­ხე! ის თით­ქოს ყვე­ლა­ფერს ხე­დავ­და, იცო­და, რა­ტომ ჩა­მო­ვე­დი პე­ტერ­ბურ­გ­ში, რა მსურ­და და რა­ზე ვოც­ნე­ბობ­დი... მე სწრა­ფად გა­დავ­ლა­ხე შე­ბო­ჭი­ლო­ბა და გა­ნუ­ზო­მე­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა ვიგ­რ­ძე­ნი, მა­ლე­ვე მის­თ­ვის ახ­ლო­ბელ და მშობ­ლი­ურ ადა­მი­ა­ნად ჩავ­თ­ვა­ლე თა­ვი". ასე იგო­ნებს ქარ­თუ­ლი რე­ა­ლის­ტუ­რი მხატ­ვ­რო­ბის სა­უ­კე­თე­სო წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მო­სე თო­ი­ძე დიდ რუს მხატ­ვარ ილია რე­პინ­თან (1844-1930) შეხ­ვედ­რას პე­ტერ­ბურ­გ­ში, სამ­ხატ­ვ­რო აკა­დე­მი­ის სა­ი­უ­ბი­ლეო გა­მო­ფე­ნა­ზე. ილია რე­პინ­მა სუ­რა­თი "თბი­ლი­სის ქუ­ჩა" წარ­მო­ად­გი­ნა.

1881 წელს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ეს ტი­ლო, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად ფსკო­ვის მუ­ზე­უმ­ში ინა­ხე­ბა, ერთ-ერ­თი პირ­ვე­ლი ფერ­წე­რუ­ლი ნა­მუ­შე­ვა­რია, რო­მელ­ზე­დაც სა­ქარ­თ­ვე­ლოს დე­და­ქა­ლა­ქია გა­მო­ხა­ტუ­ლი. ხე­ლოვ­ნე­ბათ­მ­ცოდ­ნე გი­ორ­გი გვა­ხა­რი­ას თქმით, რე­პი­ნის "ფო­ტოგ­რა­ფი­უ­ლი რე­ა­ლიზ­მი" სრულ უფ­ლე­ბას გვაძ­ლევს აღ­ვიქ­ვათ ეს ტი­ლო, რო­გორც ის­ტო­რი­უ­ლი დო­კუ­მენ­ტი.
"მოსე თოიძე ილია რეპინის სახელოსნოში". ვალენტინ შერპილოვი (ნახატი დაცულია დადიანების სასახლეში)

1896 წელს ილია რე­პინ­მა პე­ტერ­ბურ­გ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა წე­რი­ლი, სა­თა­უ­რით "სა­ჭი­როა თუ არა ხე­ლოვ­ნე­ბის სკო­ლა თბი­ლის­ში", რო­მელ­შიც და­წე­რა:
"თბი­ლის­ში აუცი­ლე­ბე­ლია და­არ­ს­დეს სამ­ხატ­ვ­რო ოაზი­სი. სა­თა­ვეს მას და­უ­დებს ისე­თი რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი სკო­ლა-სტუ­დია, რო­გო­რი სკო­ლა-სტუ­დი­ე­ბიც არ­სე­ბობ­და იტა­ლი­ა­ში მხატ­ვ­რო­ბის აყ­ვა­ვე­ბის დროს".

ილია რე­პი­ნი მო­სე თო­ი­ძის გარ­და გი­გო გა­ბაშ­ვილ­სა და ალექ­სან­დ­რე მრევ­ლიშ­ვილ­თა­ნაც მე­გობ­რობ­და. ქარ­თ­ვე­ლი მე­გობ­რე­ბის ნი­ჭით აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბულ­მა მხატ­ვარ­მა კი სა­ქარ­თ­ვე­ლოს შე­სა­ხებ შემ­დე­გი სიტყ­ვე­ბი და­წე­რა:
"არ შე­იძ­ლე­ბა და­ვუშ­ვათ, რომ თა­ვი­სი ხა­სი­ა­თით ეს გა­სა­ო­ცა­რი ქვე­ყა­ნა არ ბა­დებ­დეს მხატ­ვ­რულ ძა­ლებს. მე მწამს, რომ კავ­კა­სი­ის მხატ­ვ­რუ­ლი ხა­ნა წინ არის. ეს შე­სა­ნიშ­ნა­ვი, მშვე­ნი­ე­რი ქვე­ყა­ნა მოგ­ვ­ცემს ღირ­სე­ულ მხატ­ვ­რებს, რომ­ლე­ბიც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ად­გილს და­იმ­კ­ვიდ­რე­ბენ მსოფ­ლიო ხე­ლოვ­ნე­ბა­ში".

გი­ორ­გი კა­ლან­დია
სა­ქარ­თ­ვე­ლოს თე­ატ­რის, მუ­სი­კის, კი­ნო­სა და ქო­რე­ოგ­რა­ფი­ის სა­ხელ­მ­წი­ფო მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი
ჟურნალი "ისტორიანი",#38
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!..
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თვის კითხვადი სტატიები