"ცუდად ჩაცმული და ნახევრად მშიერი"
30-06-2018
"ცუდად ჩაცმული და ნახევრად მშიერი"
1921 წლის ომის წინ ქართულ და რუსულ არმიებს ერთმანეთზე მეტად უჭირდათ

რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომი, საქართველოს დაპყრობა და გასაბჭოება ჩვენი უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი და ტრაგიკული ფურცელია. ომების მოგება-წაგებას საფუძველი მშვიდობიანობისას წარმართული სამზადისით ეყრება. საინტერესოა გავეცნოთ, როგორი იყო მატერიალური პირობები დაპირისპირებულ მხარეთა არმიებში.

ქარ­თუ­ლი არ­მია, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი თვალ­საზ­რი­სით, უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო. ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სის გა­მო 1919 წელს სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო-საშ­ტა­ტო სტრუქ­ტუ­რა, მომ­დევ­ნო წელს კი რე­გუ­ლა­რუ­ლი არ­მია შემ­ცირ­და. არ­მი­ი­სა და გვარ­დი­ის ფი­ნან­სებს გან­კარ­გავ­და სამ­ხედ­რო საბ­ჭოს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი
სამ­ნეო გან­ყო­ფი­ლე­ბა, რო­მელ­საც ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­და სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი კა­ლის­ტ­რა­ტე გო­გუა. გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში შე­დი­ო­და სექ­ტო­რე­ბი: სა­ბი­უ­ჯე­ტო, სა­სურ­სა­თო, სა­ბარ­გო-სა­ნივ­თო, სა­ტექ­ნი­კო, სა­არ­ტი­ლე­რიო, სა­ნი­ტა­რი­უ­ლი და სა­ბე­ით­ლო, აგ­რეთ­ვე კან­ცე­ლა­რია. სექ­ტო­რებს ევა­ლე­ბო­და ჯა­რის­თ­ვის სურ­სათ-სა­ნო­ვა­გის მი­წო­დე­ბა, და­ბი­ნა­ვე­ბა, ყა­ზარ­მე­ბის შე­კე­თე­ბა, სამ­ხედ­რო აღ­კაზ­მუ­ლო­ბის, სა­არ­ტი­ლე­რიო მა­სა­ლე­ბის მი­წო­დე­ბა, სამ­ხედ­რო ქარ­ხ­ნე­ბი­სა და საწყო­ბე­ბის გა­მარ­თ­ვა. მაგ­რამ ომის წინ ქარ­თულ არ­მი­ას აკ­ლ­და ყვე­ლა­ფე­რი,
რი­თაც იგი სამ­ნეო გან­ყო­ფი­ლე­ბას უნ­და მო­ე­მა­რა­გე­ბი­ნა.

ტან­საც­მ­ლი­სა და ფეხ­საც­მ­ლის ნაკ­ლე­ბო­ბა იყო 1920 წლის ნო­ემ­ბერ­ში სა­თა­და­რი­გო და წვე­ვამ­დე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის ერ­თ­დ­რო­უ­ლად გა­უწ­ვევ­ლო­ბის ერთ-ერ­თი მი­ზე­ზი. სამ­ხედ­რო კო­მი­სი­ა­ში, ნო­ემ­ბერ­ში და­გეგ­მი­ლი მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის წინ, სა­ხალ­ხო გვარ­დი­ის მე­თა­უ­რი ვა­ლი­კო ჯუ­ღე­ლი სვამ­და კითხ­ვას: "მა­შინ, რო­დე­საც ჩვენ ორი ბა­ტა­ლი­ო­ნის­თ­ვის ტა­ნი­სა­მო­სი არა გვაქვს, რო­გორ გინ­დათ მო­ბი­ლი­ზა­ცია თუ მოხ­და შე­მო­სოთ ხუთ­მე­ტი-ოცი ათა­სი ჯა­რის­კა­ცი?)". კა­ლის­ტ­რა­ტე გო­გუ­ას გან­მარ­ტე­ბით, საწყო­ბებ­ში პუ­რი არ ჰქონ­დათ, ფეხ­საც­მე­ლიც არ იყო საკ­მა­რი­სი.

წითელი არმიის ჯარისკაცები თბილისში

თა­ვის მხრივ, მო­მა­რა­გე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ამა­ტებ­და, რომ არც მათ საწყო­ბებ­ში ჰქონ­დათ პუ­რი და არც სა­მო­მავ­ლო პერ­ს­პექ­ტი­ვა იყო სა­ნუ­გე­შო. სურ­სათ-სა­ნო­ვა­გი­სა და ტან­საც­მ­ლის ნაკ­ლე­ბო­ბა­ზე სწერ­და მე­სა­მე ბრი­გა­დის სარ­და­ლი ვარ­დენ წუ­ლუ­კი­ძე გენ­შ­ტა­ბის უფ­როს ალექსანდრე ზა­ქა­რი­ა­ძეს 1921 წლის იან­ვარ­ში, რომ ყო­ველ­დღი­უ­რად უხ­დე­ბო­დათ ხორ­ცი­სა და პუ­რის ძებ­ნა ჯა­რის ნა­წი­ლე­ბის­თ­ვის. მა­გა­ლი­თად, მე-12 ათა­სე­ულს სა­მი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში არ მი­ე­ღო პუ­რი.

ნა­წი­ლებს თა­ვის დრო­ზე არ აწ­ვ­დიდ­ნენ შე­შას, სურ­სათ­სა და ტა­ნი­სა­მოსს, ამის შე­დე­გად კი ჯა­რის­კა­ცე­ბი ნა­წი­ლე­ბი­დან გარ­ბოდ­ნენ. ქარ­თუ­ლი არ­მი­ის ყო­ველ­დღი­ურ ღა­რი­ბულ მენიუს თა­ვის მო­გო­ნე­ბებ­ში იხ­სე­ნებ­და ქარ­თ­ვე­ლი მსა­ხი­ო­ბი აკა­კი ვა­სა­ძეც, რო­მე­ლიც იმ დრო­ი­სათ­ვის სამ­ხედ­რო-სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხურს გა­დი­ო­და მე­სა­მე ბრი­გა­დის მეცხ­რე ბა­ტა­ლი­ონ­ში: "დი­ლის ექ­ვ­ს­ზე - ვარ­ჯი­ში, ჩაი სა­ხა­რი­ნი­თა და გა­ფიცხე­ბუ­ლი მჭა­დით, რო­მელ­საც გა­უც­რე­ლი ფქვი­ლის­გან ფურ­ნე­ში აცხო­ბენ. შემ­დეგ მე­ცა­დი­ნე­ო­ბა იარაღ­ზე, მწყობ­რი. პირ­ველ სა­ათ­ზე - სა­დი­ლი: ლო­ბიო და გა­უც­რე­ლი ფქვი­ლის­გან გა­მომ­ცხ­ვა­რი მჭა­დი, სა­ღა­მოს - ისევ ჩაი სა­ხა­რი­ნით".

მო­უწყო­ბე­ლი იყო ყა­ზარ­მე­ბი, რაც ჯა­რის­კაც­თა ავად­მ­ყო­ფო­ბის მი­ზე­ზი ხდე­ბო­და. პეტ­რე გე­ლე­იშ­ვი­ლი 1920 წლის 26 ოქ­ტომ­ბერს მთავ­რო­ბის თავ­მ­ჯ­დო­მა­რეს მო­ახ­სე­ნებ­და, რომ ბა­თუმ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი ჯა­რე­ბი დიდ გან­საც­დელ­ში იყო, ჯა­რის­კა­ცე­ბი ცხოვ­რობ­დ­ნენ ყა­ზარ­მებ­ში, რო­მელ­თაც არც კა­რე­ბი ჰქონ­დათ და არც ფან­ჯ­რე­ბი, არ ჰქონ­დათ საკ­მა­რი­სი სა­წო­ლე­ბი და ნა­რე­ბი, ჯა­რის­კა­ცე­ბი პირ­და­პირ იატაკ­ზე დაყ­რილ თი­ვა­ზე იწ­ვ­ნენ. ასეთ პი­რო­ბებს სა­ში­ნე­ლი ცი­ებ-ცხე­ლე­ბაც ერ­თ­ვო­და. იშ­ვი­ა­თად თუ შეხ­ვ­დე­ბო­დით ჯა­რის­კაცს, რო­მელ­საც ადა­მი­ა­ნის ფე­რი ედო. კი­დევ უფ­რო ცუდ დღე­ში იყ­ვ­ნენ ოლ­ქის ტე­რი­ტო­რი­ის სა­საზღ­ვ­რო პოს­ტებ­ზე გაბ­ნე­უ­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი.
ნიკოლოზ ჭუმბურიძე (ფოტო თსუ-ის ქართული ემიგრაციის მუზეუმიდან. გურამ შარაძის კერძო კოლექციიდან)
პოს­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბა­ზე სამ­ხედ­რო­ებს არ ჰქონ­დათ თავ­შე­სა­ფა­რი და ღია ცის ქვეშ ათევ­დ­ნენ ღა­მეს, სი­ცი­ვის გა­მო კი ხში­რად ად­გი­ლობ­რივ­თა ღო­ბე­ებს ამ­ტ­ვ­რევ­დ­ნენ და ცეცხლს ან­თებ­დ­ნენ. ამ მიზ­ნით, მი­ტო­ვე­ბუ­ლი სახ­ლე­ბის დაწ­ვის შემ­თხ­ვე­ვე­ბიც კი ყო­ფი­ლა. არა მხო­ლოდ სა­საზღ­ვ­რო პოს­ტებ­ზე, არა­მედ დე­და­ქა­ლაქ­შიც კი ძნე­ლი იყო ყა­ზარ­მე­ბის გათ­ბო­ბა. მა­გა­ლი­თად, არ­სე­ნა­ლის სა­გუ­შა­გოს ყა­ზარ­მა­ში ერ­თი რკი­ნის ღუ­მე­ლი იდ­გა, რაც შე­ნო­ბას ვერ ათ­ბობ­და, ამას­თა­ნა­ვე, დღე­ში მხო­ლოდ სამ ნა­ჭერ შე­შას აძ­ლევ­დ­ნენ ჯა­რის­კა­ცებს.

დიდ პრობ­ლე­მას ქმნი­და ტრან­ს­პორ­ტის უქონ­ლო­ბა და გზე­ბის ცუ­დი მდგო­მა­რე­ო­ბა, რაც აგ­ვი­ა­ნებ­და ნა­წი­ლე­ბი­სად­მი გაგ­ზავ­ნი­ლი პრო­დუქ­ტე­ბი­სა და სხვა სა­ჭი­რო მა­სა­ლე­ბის დრო­ულ მი­ტა­ნას. ეს კი ჯარ­ში არ­სე­ბუ­ლი დე­ზერ­ტი­რო­ბის ერთ-ერ­თი გა­მომ­წ­ვე­ვი მი­ზე­ზი იყო. სა­ერ­თოდ, დე­ზერ­ტი­რო­ბა ფარ­თოდ იყო გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი არ­მი­ა­ში. 1920 წლის ნო­ემ­ბ­რი­დან 1921 წლის იან­ვ­რამ­დე ჯა­რი­დან 2707 ჯა­რის­კა­ცი გა­იქ­ცა.

მძი­მე იყო ოფი­ცერ­თა მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. ამის ტი­პუ­რი მა­გა­ლი­თია კა­პი­ტან ძი­მის­ტა­რაშ­ვი­ლის წე­რი­ლი სამ­ხედ­რო სა­მი­ნის­ტ­რო­სად­მი. ოფი­ცე­რი წერ­და, რომ ერ­თი წე­ლია, არ­მი­ა­ში მსა­ხუ­რობს. არ აქვს მუდ­მი­ვი საცხოვ­რე­ბე­ლი, ნა­თე­სა­ვის და­ტო­ვე­ბულ ბი­ნას შე­ე­ფა­რა რამ­დე­ნი­მე თვე: "დღეს კი ჩა­მო­ვი­და სოფ­ლი­დან და თან ჩა­მო­იყ­ვა­ნა მი­სი 12 წლის ვა­ჟი და მე სრუ­ლი­ად უთავ­შე­საფ­როდ დარ­ჩე­ნი­ლი ვარ". ამას­თან, ოფი­ცერს სარ­ჩე­ნი ჰყავ­და მო­ხუ­ცე­ბუ­ლი დე­და და ავად­მ­ყო­ფი და, რო­მე­ლიც სამ­კურ­ნა­ლოდ თბი­ლის­ში უნ­და ჩა­მო­ეყ­ვა­ნა, საცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის შოვ­ნას 100.000 მა­ნე­თი სჭირ­დე­ბო­და, კა­პიტ­ნის ხელ­ფა­სი კი მხო­ლოდ 6.000 მა­ნეთს შე­ად­გენ­და.

მე-11 წითელი არმია აზერბაიჯანში

რჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, თით­ქოს ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ­მი­ი­სათ­ვის არა­ფერს აკე­თებ­და, ამის და­სად­გე­ნად სა­ჭი­როა, გა­ვი­გოთ თუ რო­გორ ფი­ნან­ს­დე­ბო­და შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი ბი­უ­ჯე­ტი­დან: 1919-20 წლის სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ხელ­მ­წი­ფო ბი­უ­ჯე­ტის გა­სა­ვა­ლი შე­ად­გენ­და 1.960.490.798 ბონს, ამ თან­ხი­დან სამ­ხედ­რო უწყე­ბას ეკუთ­ვ­ნო­და 538.791.632 ბო­ნი. აქე­დან რე­გუ­ლა­რულ არ­მი­ას - 379.176.786 და გვარ­დი­ას - 159.614.846 ბო­ნი.

1920 წლის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან, სა­ხელ­მ­წი­ფო ყო­ველ­თ­ვი­უ­რად ურიცხავ­და ფულს სა­ხელ­მ­წი­ფო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს, ამ წლის ნო­ემ­ბერ-დე­კემ­ბერ­ში სა­ხელ­მ­წი­ფო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს გა­და­ე­ცათ 1.029.389.804 ბო­ნი, ამ თან­ხი­დან სამ­ხედ­რო უწყე­ბას გა­და­ე­ცა 305.937.602. აქე­დან 239.073.066 ბო­ნი - რე­გუ­ლა­რულ არ­მი­ას, ხო­ლო 69.864.536 ბო­ნი - გვარ­დი­ას. რო­გორც ვხე­დავთ, სამ­ხედ­რო უწყე­ბას 1919-20 წლის ბი­უ­ჯე­ტი­დან გა­და­ე­ცა 538.791.632 ბო­ნი, რაც შე­ად­გენ­და მთლი­ა­ნი ბი­უ­ჯე­ტის 27,5%-ს, ამა­ვე უწყე­ბას ნო­ემ­ბერ-დე­კემ­ბერ­ში გა­და­ე­ცა გა­ცე­მუ­ლი კრე­დი­ტე­ბის სა­ერ­თო მო­ცუ­ლო­ბის 29,7%.

ამ მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, სამ­ხედ­რო უწყე­ბას მთლი­ა­ნი ბი­უ­ჯე­ტის თით­ქ­მის მე­სა­მე­დი ხმარ­დე­ბო­და, რაც ძა­ლი­ან მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. იმავ­დ­რო­უ­ლად, ნათ­ლად ასა­ხავს მთლი­ა­ნად ქვეყ­ნის მძი­მე მა­ტე­რი­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბას, რად­გა­ნაც ქვე­ყა­ნა თა­ვი­სი ბი­უ­ჯე­ტის თით­ქ­მის მე­სა­მე­დი­თაც კი შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს ნორ­მა­ლუ­რად ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფ­და.

მო­ახ­ლო­ე­ბულ ომს ქარ­თუ­ლი არ­მია, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, ცუ­დად ჩაც­მუ­ლი და ნა­ხევ­რად მში­ე­რი ხვდე­ბო­და. სამ­ნეო გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი კა­ლის­ტ­რა­ტე გო­გუა ომამ­დე თვე-ნა­ხევ­რით ად­რე მე­გო­ბარს წერ­და: "თუ რა გა­ჭირ­ვე­ბას გა­ნიც­დის ჩვე­ნი ჯა­რი ქე ვი­ცი, ჩე­მო გრი­შა, მა­რა რა ვქნა... რო ვერ მო­ვა­ხერ­ხეთ უკე­თე­სად საქ­მის მოწყო­ბა... ვმუ­შა­ობთ აუარე­ბელს, მა­რა რო­გორც ხე­დავ ბევ­რი არა­ფე­რი გა­მო­დის... ერთს ვიტყ­ვი - არ­სე­ბულ სა­ერ­თო პი­რო­ბებ­ში ყოვ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლია საქ­მის უკე­თე­სად მოწყო­ბა - რომ ამა­ში არ ვი­ყო დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი - ან და რო ვინ­მე გა­მოჩ­ნ­დე­ბო­დეს, რო­მე­ლიც საქ­მეს უკე­თე­სად გა­უძღ­ვე­ბა, ძმო­ბას გე­ფი­ცე­ბი ერთ წუთს არ გავ­ჩერ­დე­ბი. დი­დი უსი­ა­მოვ­ნე­ბა ყო­ველ მხრივ, თან სუ­ლი­ე­რი ტან­ჯ­ვა - რო ჯა­რი ისე ვე­რაა მოწყო­ბილ-მოვ­ლი­ლი, რო­გორც წე­სი და რი­გია - ეს სა­ში­ნე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა ჩე­მო გრი­შა".

ქართველი ოფიცრების მდგომარეობა სახარბიელო არ იყო, თუმცა ამას ვერ იტყოდით ფოტოატელიეში გადაღებული სურათებით (სიმონ ხუხუნაშვილი - სომხეთ-საქართველოს ომის გმირი)

ამ ყვე­ლაფ­რის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გოდ, ქარ­თულ მე­მუ­ა­რულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლია მო­საზ­რე­ბა, რომ სა­ხელ­მ­წი­ფო საწყო­ბებ­ში საკ­მაო რა­ო­დე­ნო­ბის ტან­საც­მე­ლი იყო შე­ნა­ხუ­ლი. გე­ნე­რა­ლი მაზ­ნი­აშ­ვი­ლი: "უკ­ვე 1921 წლის მა­ის­ში, ჩვენს საწყო­ბებ­ში დარ­ჩე­ნილ ტან­საც­მე­ლით მე შევ­ძე­ლი შე­მოს­ვა თა­ვი­დან ფე­ხე­ბამ­დე 17 000 კა­ცი­სა­გან შემ­დ­გა­რი ქარ­თუ­ლი წი­თე­ლი არ­მი­ი­სა", იქ­ვე - "კა­ლის­ტ­რა­ტე გო­გუა გუ­ლუბ­რ­ყ­ვი­ლოდ ამ­ბობ­და, რომ ცდი­ლობ­და შე­ე­ნა­ხა ეს ქო­ნე­ბა, რა­თა დიდ­ხანს ჰყოფ­ნო­და იგი".

სრუ­ლი­ად სა­პი­რის­პი­რო სუ­რათს ხა­ტავს სა­არ­ქი­ვო დო­კუ­მენ­ტე­ბი. ჩვენ ხელთ გვაქვს "ჩე­კას" ყო­ველ­კ­ვი­რე­უ­ლი სა­ი­დუმ­ლო მოხ­სე­ნე­ბე­ბი და ყო­ველ­თ­ვი­უ­რი სა­ი­დუმ­ლო ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბი 1921 წლის მარ­ტი­დან ამა­ვე წლის აგ­ვის­ტოს ბო­ლომ­დე. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჩე­კა ამ დო­კუ­მენ­ტებს სხვა­დას­ხ­ვა სა­ხელ­მ­წი­ფო და სამ­ხედ­რო უწყე­ბას უგ­ზავ­ნი­და. მოხ­სე­ნე­ბებ­ში სხვა ინ­ფორ­მა­ცი­ებ­თან ერ­თად აღ­წე­რი­ლია ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო მდგო­მა­რე­ო­ბა, ასე­ვე რუ­სე­თი­სა და ახ­ლად შექ­მ­ნილ სა­ქარ­თ­ვე­ლოს წი­თელ არ­მი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბი.

ირ­კ­ვე­ვა, რომ მთე­ლი ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში (1921 წლის მარ­ტი­დან - აგ­ვის­ტოს ბო­ლომ­დე) ორი­ვე არ­მია ტან­საც­მ­ლი­სა და სურ­სა­თის დიდ ნაკ­ლე­ბო­ბას გა­ნიც­დი­და. 1921 წლის ივ­ლის­ში მცი­რე­რიცხო­ვა­ნი ქარ­თუ­ლი დი­ვი­ზი­ის რე­ფორ­მი­რე­ბი­სა და პი­რა­დი შე­მად­გენ­ლო­ბის რა­ო­დე­ნო­ბის კი­დევ უფ­რო მე­ტად შემ­ცი­რე­ბის ერთ-ერ­თი მი­ზე­ზი სწო­რედ ტან­საც­მ­ლის ნაკ­ლე­ბო­ბა გახ­და.

არმიის ყოველდღიურ ღარიბულ მენიუს მოგვიანებით მსახიობი აკაკი ვასაძეც იხსენებდა, რომელიც 1921 წელს სამხედრო-სავალდებულო სამსახურს გადიოდა

სა­ქარ­თ­ვე­ლოს საზღ­ვ­რებ­თან გაშ­ლი­ლი რუ­სუ­ლი არ­მი­ის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა კიდევ უფრო მძიმე იყო. რუ­სებს აკ­ლ­დათ ტან­საც­მე­ლი, ფეხ­საც­მე­ლი და საკ­ვე­ბი: "აზერ­ბა­ი­ჯან­ში მყო­ფი ჯა­რი (ი­გუ­ლის­ხ­მე­ბა მე-11 წი­თე­ლი არ­მი­ა) ძა­ლი­ან ცუდ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას სტო­ვებს, ჩა­უც­მე­ლია, მო­უვ­ლე­ლი, დამ­შე­უ­ლი..." ამ ჯა­რის­კა­ცებს სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ხით სა­მოთხეს უხა­ტავ­დ­ნენ და მო­უ­წო­დებ­დ­ნენ ბრძო­ლის­კენ, - "ჩვენ ძა­ლით გვაბ­რ­ძო­ლებ­დ­ნენ და მში­ერ-მწყურ­ვალთ იმე­დე­ბით გვკვე­ბავ­დ­ნენ, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ვი­პო­ვით სა­მოთხე­სო".

რუ­სუ­ლი ნა­წი­ლე­ბის მძი­მე მა­ტე­რი­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბას ომის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას კავ­კა­სი­ის ფრონ­ტის სარ­და­ლი გი­ტი­სი შე­ახ­სე­ნებ­და მთა­ვარ­სარ­დალ კა­მე­ნევს: "აუცი­ლე­ბე­ლია მოგ­ვ­ცეთ ყვე­ლა­ფე­რი, რაც შე­საძ­ლე­ბე­ლია, ფორ­მა და ფეხ­საც­მე­ლი. წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში ჯა­რე­ბი მთებ­ში, რო­გორც მე-11 არ­მია, ასე­ვე თერგ-და­ღეს­ტ­ნის ჯგუ­ფი იქ­ნე­ბი­ან ფეხ­შიშ­ვე­ლა". მთა­ვარ­სარ­და­ლი პა­სუ­ხობ­და, ამ ყვე­ლა­ფერს გა­მოვ­გ­ზავ­ნი­თო, მაგ­რამ ფრონტს უნ­და გა­ეთ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­ნა, რომ მა­ტა­რებ­ლის მოძ­რა­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ტრან­ს­პორ­ტი­რე­ბას ერ­თი თვე დას­ჭირ­დე­ბო­და.

თუმ­ცა რუ­სულ არ­მი­ა­ში იყ­ვ­ნენ კარ­გად ჩაც­მუ­ლი ნა­წი­ლე­ბიც. მა­გა­ლი­თად, აღ­მო­სავ­ლე­თის კურ­სან­ტ­თა ბრი­გა­დი­სა და ბა­ქოს სა­მე­თა­უ­რო სას­წავ­ლებ­ლის კურ­სან­ტე­ბი. თუმ­ცა ეს წი­თელ არ­მი­ა­ში არ­სე­ბულ სა­ერ­თო სუ­რათს ვერ ცვლი­და. ქარ­თ­ვე­ლი სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი ნი­კო­ლოზ ჭუმ­ბუ­რი­ძე იხ­სე­ნებ­და ქარ­თუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას რუ­სუ­ლი არ­მი­ის შე­სა­ხებ ომის დას­რუ­ლე­ბი­სას: "არ ეც­ვათ კარ­გათ და არც შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­ნი იყ­ვ­ნენ კარ­გათ, უმე­ტე­სო­ბა ახალ­გაზ­რ­დე­ბი­სა­გან შეს­დ­გე­ბო­და, ოფიც­რე­ბიც ახალ­გაზ­რ­დე­ბი იყ­ვ­ნენ. ეს ცუდ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ახ­დენ­და ჩვენ­ზე და ხალ­ხ­ში ხში­რად გა­ი­გო­ნებ­დით შემ­დეგს - ნუ­თუ ამათ დაგ­ვა­მარ­ცხე­სო".

ზე­მოთ­ქ­მუ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ 1921 წლის თე­ბერ­ვალ­ში ერ­თ­მა­ნე­თის პი­რის­პირ ორი ცუ­დად ჩაც­მუ­ლი და ნა­ხევ­რად მში­ე­რი არ­მია დად­გა. თუმ­ცა მძი­მე მა­ტე­რი­ა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბი რუ­სუ­ლი ნა­წი­ლე­ბის­თ­ვის და­მა­ტე­ბით სტი­მულს წარ­მო­ად­გენ­და, რად­გა­ნაც და­საპყ­რობ ად­გილს სა­მოთხედ უხა­ტავ­დ­ნენ, ხო­ლო ქარ­თ­ვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი მათ წი­ნა­შე არ­სე­ბულ რე­ა­ლო­ბას უნ­და შეჰ­გუ­ე­ბოდ­ნენ და რთულ პი­რო­ბებ­ში გა­ე­წი­ათ ყო­ველ­დღი­უ­რი სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რი.

დი­მიტ­რი სი­ლა­ქა­ძე
თსუ ის­ტო­რი­ის დოქ­ტო­რან­ტი
ჟურნალი "ისტორიანი",#38



მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!