წმინდა გიორგის ნაკვალევზე
წმინდა გიორგის ნაკვალევზე
ერთი თვე მარმარილოს ზღვის სანაპიროს თურქეთელ ქართველებთან

ბურ­სა - თურ­ქე­თის დეტ­რო­ი­ტი
კვლავ ბურ­სას ილ­ში ვართ. ბურ­სა შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, ქარ­თ­ველ მუ­ჰა­ჯირ­თა მერ­კე­ზია, ანუ თა­ვი­ქა­ლა­ქი. ხუმ­რო­ბა საქ­მე ხომ არ არის, ბურ­სა­ში დღეს ორი მი­ლი­ო­ნი კა­ცი ცხოვ­რებს. იგი ნა­ყო­ფი­ე­რი ვე­ლე­ბი­სა და თოვ­ლი­ა­ნი მთე­ბის შე­სა­ყარ­ზე მდე­ბა­რე­ობს. ამ მთა­თა მწვერ­ვალს (რომ­ლის სი­მაღ­ლე ზღვის დო­ნი­დან 2543 მეტ­რი­ა) ად­რე აქ არ­სე­ბულ ბერ­თა სა­ვა­ნე­ე­ბის გა­მო თურ­ქე­ბი კე­შიშ­დაღს, ანუ ბე­რე­ბის მთას უწო­დებ­დ­ნენ. ამ­ჟა­მად მას უბ­რა­ლოდ ულუ­და­ღი - დი­დი მთა
ჰქვია. ზღვის, ვა­კე­ე­ბი­სა და მთა­თა მო­ნაც­ვ­ლე­ო­ბას ეს არე­მა­რე სა­უ­კე­თე­სო საცხოვ­რი­სად უქ­ცე­ვია. ამ მთებ­სა და მთაგ­რე­ხი­ლებ­ზე დღეს მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო სამ­თო-სათხი­ლა­მუ­რო კუ­რორ­ტია.

ბურ­სა ბით­ვი­ნი­ის მე­ფეს, პრუ­სი­უს II-ს და­უ­არ­სე­ბია ძვ.წ. II სა­უ­კუ­ნე­ში. სა­ხე­ლიც მე­ფის­ვე რქმე­ვია - პრუ­სა. პრუ­სი­უს­თან უც­დია თა­ვის შე­ფა­რე­ბა რო­მა­ელ­თა­გან დევ­ნილ დიდ კარ­თა­გე­ნელს, ჰა­ნი­ბალს, მაგ­რამ
ვერ მო­უს­წ­რია და თა­ვი გა­ნუგ­მი­რავს - და­მარ­ცხე­ბუ­ლის სა­ხე­ლით რომ­ში ტრი­უმ­ფა­ლუ­რი თა­ღის ქვეშ გავ­ლას სიკ­ვ­დი­ლი უმ­ჯო­ბი­ნე­ბია.

მას აქეთ ბურ­სას გა­მო­უვ­ლია რო­მა­ე­ლე­ბის, ბი­ზან­ტი­ე­ლე­ბის (ა­თას­წ­ლო­ვა­ნი) ეპო­ქა, ბო­ლოს კი ძლე­ვა­მო­სილ ოს­მალ­თა იმ­პე­რი­ის პირ­ვე­ლი დე­და­ქა­ლა­ქიც კი ყო­ფი­ლა კონ­ს­ტან­ტი­ნო­პო­ლის და­არ­სე­ბამ­დე.

მა­რად­მ­წ­ვა­ნეე სუბ­ტ­რო­პი­კულ მცე­ნა­რე­თა სიმ­რავ­ლის გა­მო ქა­ლაქს იეშ­ლი ბურ­სა­საც, ანუ მწვა­ნე ბურ­სას ეძა­ხი­ან. მსხვი­ლი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო კონ­ცერ­ნე­ბით მდი­დარ ბურ­სას თურ­ქე­თის დეტ­რო­იტ­საც უწო­დე­ბენ. აქა­უ­რი "რე­ნო­ე­ბი" ხომ ბევ­რით არ ჩა­მორ­ჩე­ბი­ან მათ ფრან­გულ ორი­გი­ნა­ლებს.
ბურ­სა­ში შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბი­დან ბო­ლო დრომ­დე მე­აბ­რე­შუ­მე­ო­ბის კე­რაც ყო­ფი­ლა.

აქე­დან ნედ­ლე­ულს XIX სა­უ­კუ­ნე­ში თვით მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბილ მე­აბ­რე­შუ­მე­ო­ბის ცენ­ტ­რ­ში, ლი­ონ­შიც აგ­ზავ­ნიდ­ნენ. ქარ­თ­ველ მუ­ჰა­ჯირ­თათ­ვის აბ­რე­შუ­მის მოვ­ლა უცხო არ ყო­ფი­ლა და აქაც ად­ვი­ლად აუღეს ალ­ღო. თავ­და­პირ­ვე­ლად შე­მო­სა­ვა­ლიც კარ­გი ჰქო­ნი­ათ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, რო­გორც ჩანს, აბ­რე­შუმ­მა ფა­სი და­კარ­გა და მთელ­მა რე­გი­ონ­მა ზე­თის­ხი­ლის მოყ­ვა­ნას მი­ყო ხე­ლი. - ად­რე თუ­თე­ბი იყო. იბ­რე­შუმს ვირ­ჯე­ბო­დით. მე­რე უქუ­მეთ­მა (მთავ­რო­ბამ) და­ა­ი­ა­ფა და ეს საქ­მე და­ვაგ­დეთ. ახ­ლა კი გვეხ­ვე­წე­ბი­ან, მა­რა ზე­ი­თუნს ვარ­ჩევ­თო, - გვითხ­რა სო­ფელ ჰა­მი­დი­ე­ში ჰიქ­მეთ შიმ­შეკ­მა.

ძველი ჯამე ელმელში

მაჰ­მა­დი­ა­ნი მეს­ხე­ბი ბურ­სა­ში
ძნე­ლად წარ­მო­ვიდ­გენ­დით, თუ მაჰ­მა­დი­ან მეს­ხებს ბურ­სას ილ­შიც შევ­ხ­ვ­დე­ბო­დით, მაგ­რამ ალ­ბათ გახ­სოვთ წი­ნა რე­პორ­ტა­ჟი­დან, რომ ქა­ლაქ გემ­ლი­კის მე­რი რე­ფიქ ილ­მა­ზი წარ­მო­მავ­ლო­ბით მაჰ­მა­დი­ა­ნი მეს­ხია.
მარ­მა­რი­ლოს ზღვის­პი­რე­ლი ქარ­თ­ვე­ლე­ბი თა­ვი­ანთ სოფ­ლებ­ში სხვა გვარ­ტო­მი­სას არა­ვის უშ­ვებ­დ­ნენ, არა­ვის აძ­ლევ­დ­ნენ და­სახ­ლე­ბის უფ­ლე­ბას. ცდი­ლობ­დ­ნენ, ერ­თი კუთხი­დან ან სოფ­ლი­დან წა­მო­სუ­ლე­ბი ერ­თად და­ფუძ­ნე­ბუ­ლიყ­ვ­ნენ. თუ ეს წე­სი ზოგ­ჯერ მა­ინც ირ­ღ­ვე­ო­და, ირ­ღ­ვე­ო­და ლა­ზე­ბი­სა და მაჰ­მა­დი­ა­ნი მეს­ხე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ.

მაჰ­მა­დი­ან მეს­ხ­თა თე­მა კი­დევ ერ­თი მტკივ­ნე­უ­ლი თე­მაა სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის. ძა­ლი­ან ძნე­ლია უცხო­ეთ­ში ხვდე­ბო­დე ადა­მი­ანს, წარ­მო­მავ­ლო­ბით ქარ­თ­ველს, მესხს, რო­მელ­საც და­უ­კარ­გავს ეროვ­ნუ­ლი თვით­მ­ყო­ფა­დო­ბა და თა­ვის თავს აღიქ­ვამს მეს­ხად, ახალ­ცი­ხე­ლად, ანუ ახის­კე­ლად - ქარ­თ­ვე­ლო­ბის­გან, სა­ქარ­თ­ვე­ლოს­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად.

რო­გორც სო­ფელ ღა­ზელ­ში გვითხ­რეს, აქ ჩა­მო­სახ­ლე­ბუ­ლი მეს­ხე­ბი თა­ვი­დან­ვე თა­ვი­ანთ თავს ქარ­თ­ვე­ლე­ბად არ აღი­ა­რებ­დ­ნენ. არც ენა იცოდ­ნენ, ჩვენ­თან ის­წავ­ლეს ქარ­თუ­ლიო. ასე­ვეა სხვა სოფ­ლებ­ში. ამ ბო­ლო პე­რი­ოდ­ში მათ შო­რის გა­მოჩ­დ­ნენ ე.წ. ემის­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მათ არ­წ­მუ­ნე­ბენ, ჩვენ მეს­ხე­ბი ვართ და ქარ­თ­ვე­ლებ­თან არა­ფე­რი გვა­კავ­ში­რებ­სო და თა­ვი­ანთ ფეს­ვებს თურ­ქულ-მუს­ლი­მურ ეთ­ნოგ­რა­ფი­ულ ჯგუფს მი­ა­კუთ­ვ­ნე­ბენ.

ჩვენ­მა ერთ-ერ­თ­მა ქარ­თუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის მას­პინ­ძელ­მა ამ პრო­ცეს­ზე გულ­დაწყ­ვე­ტით გვითხ­რა, - სამ­წუ­ხა­როდ, ეს იმას ჰგავს, აქ­ლე­მე­ბის ქა­რა­ვა­ნი სა­ხედ­რე­ბის ჯოგ­მა რომ გა­ი­ყო­ლო­სო...

თვა­ლის ერ­თი გა­დავ­ლე­ბით გა­ვიხ­სე­ნოთ მაჰ­მა­დი­ან მეს­ხ­თა ტრა­გი­კუ­ლი ის­ტო­რია. ჯერ იყო და ორი სა­უ­კუ­ნე ოს­მალ­თა უღელ­ქ­ვეშ ცხოვ­რობ­დ­ნენ სამ­ცხე­ში, ჯა­ვა­ხეთ­ში, კო­ლა­სა და არ­ტა­ან­ში. მე­რე რუ­სეთ-თურ­ქე­თის 1828-1929 წლე­ბის ომის შემ­დ­გომ და­დე­ბუ­ლი ად­რი­ა­ნო­პო­ლის ზა­ვით სამ­ცხე და ჯა­ვა­ხე­თი რუ­სეთს მი­ე­კუთ­ვ­ნა (და შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თ­ვე­ლოს და­უბ­რუნ­და), ხო­ლო კო­ლა და არ­ტა­ა­ნი ოტო­მან­თა იმ­პე­რი­ა­ში დარ­ჩა.

რუ­სეთს ტე­რი­ტო­რია და მი­წა-წყა­ლი სჭირ­დე­ბო­და და არა ქარ­თ­ვე­ლი მეს­ხე­ბი. ბევრ მათ­განს და­ა­ტო­ვე­ბი­ნეს თა­ვი­სი სამ­კ­ვიდ­რო და ოს­მა­ლეთ­ში უკ­რეს თა­ვი. მათ ნაც­ვ­ლად კი სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­სა და წალ­კა­ში არ­ზ­რუ­მე­ლი სომ­ხე­ბი და გი­უ­მიშ­ხა­ნე­ლი ბერ­ძ­ნე­ბი ჩა­მო­ა­სახ­ლეს, რო­მელ­ნიც რუ­სეთს თა­ვის ერ­თ­გულ ქვე­შევ­რ­დო­მე­ბად მი­აჩ­ნ­და ქარ­თ­ველ­თა­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით. გა­და­სახ­ლე­ბას გა­დარ­ჩე­ნილ მეს­ხებ­ში კი ყო­ველ­ნა­ი­რად ცდი­ლობ­დ­ნენ არა­ქარ­თუ­ლი ცნო­ბი­ე­რე­ბის და­ნერ­გ­ვას. რუ­სე­თის ცა­რიზ­მის ეს პო­ლი­ტი­კა "წარ­მა­ტე­ბით" გა­ნაგ­რ­ძეს ბოლ­შე­ვი­კებ­მა XX სა­უ­კუ­ნის 20-30-იან წლებ­ში.

სოფელ ელმელში

მარ­თა­ლია, იყო მცდე­ლო­ბა და სურ­ვი­ლი ქარ­თუ­ლი სკო­ლე­ბის გახ­ს­ნი­სა, მაგ­რამ ოფი­ცი­ა­ლურ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მეს­ხე­ბი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბად გა­მო­აცხა­და და აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი სკო­ლე­ბიც გა­უხ­ს­ნა. ამას კი მოჰ­ყ­ვა "ცნო­ბი­ლი" 1944 წე­ლი, რო­დე­საც ერთ ღა­მე­ში და­აც­ლე­ვი­ნეს მათ მშობ­ლი­უ­რი სოფ­ლე­ბი ში­ნა­გან საქ­მე­თა კო­მი­სა­რი­ა­ტის ჯა­ლა­თებ­მა და სა­ბარ­გო ვა­გო­ნე­ბით გა­უ­ყე­ნეს შუა აზი­ის ტრა­მა­ლე­ბის გზას.

ბოლ­შე­ვი­კებს არც თურ­ქე­თის ოფი­ცი­ო­ზი ჩა­მორ­ჩა. კო­ლა-არ­ტა­ა­ნის ნა­ყო­ფი­ე­რი მი­წე­ბი­დან (რო­მე­ლიც ერთ დროს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ბე­ღელ­საც კი წარ­მო­ად­გენ­და) მეს­ხე­ბი უმ­ცი­რეს ჯგუ­ფე­ბად ქვეყ­ნის ში­და ოლ­ქებ­ში "გა­და­ა­ნა­წი­ლეს", ხო­ლო მა­თი სამ­კ­ვიდ­რო ქურ­თულ­მა მო­სახ­ლე­ო­ბამ და­ი­კა­ვა. რო­გორც ჩანს, თურ­ქეთს ამით შორს გა­მიზ­ნუ­ლი გეგ­მა ამოძ­რა­ვებ­და. ქვე­ყა­ნა­ში მი­მო­ფან­ტუ­ლი მეს­ხე­ბი ნაკ­ლე­ბად იბ­რ­ძო­ლებ­დ­ნენ თა­ვი­ან­თი ტე­რი­ტო­რი­ის და­საბ­რუ­ნებ­ლად.

ელ­მე­ლი - ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი
"სა­მოთხე"

ვტო­ვებთ ბურ­სას ილს და ქო­ჯა­ე­ლის ვი­ლა­ი­ე­თის­კენ მი­ვე­მარ­თე­ბით. გზად ელ­მელ­ში ვჩერ­დე­ბით - ჩვე­ნე­ბუ­რად ვაშ­ლო­ვან­ში. ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით, ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი სო­ფე­ლი აღ­მოჩ­ნ­და. ჩვენ თვალ­წინ გა­და­ი­შა­ლა ზე­მო აჭა­რის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი ხის სახ­ლე­ბი, ნა­ლი­ე­ბი, ბეღ­ლე­ბი, თი­ვის ზვი­ნე­ბი. გამ­რ­ჯე კა­ცის ხე­ლი ეტყო­ბო­და ვაშ­ლის ბა­ღებ­სა თუ სი­მინდ-ლო­ბი­ოს ყა­ნებს.

ამ დღეს მთე­ლი სო­ფე­ლი ჯა­მეს­თან შეკ­რე­ბი­ლი­ყო ერთ-ერ­თი რე­ლი­გი­უ­რი რი­ტუ­ა­ლის აღ­სას­რუ­ლებ­ლად. მას­პინ­ძ­ლე­ბის­თ­ვის ხე­ლი რომ არ შეგ­ვე­შა­ლა, მახ­ლობ­ლად სა­ჩა­ი­ე­ში დავ­ს­ხე­დით და აქა­ურ ჩა­ი­საც გა­ვუ­სინ­ჯეთ გე­მო. ამა­სო­ბა­ში რი­ტუ­ა­ლიც დას­რულ­და და გურ­ჯის­ტა­ნი­დან ჩა­სულ სტუმ­რებს სოფ­ლის თავ­კა­ცე­ბიც შე­მოგ­ვი­ერ­თ­დ­ნენ. ერთ-ერ­თი მათ­გა­ნი აღ­მოჩ­ნ­და მუ­სა აიდი­ნი. თა­ვის დრო­ზე ცნო­ბი­ლი მო­ჭი­და­ვე ყო­ფი­ლა, არა­ერ­თხელ შეხ­ვედ­რია ქარ­თ­ველ ფა­ლავ­ნებ­საც და ეს შეხ­ვედ­რე­ბი შემ­დეგ მე­გობ­რო­ბა­ში გა­დაზ­რ­დი­ლა. - ქარ­თ­ვე­ლებს კაი ფა­ლავ­ნე­ბი გყავთ, მაგ­რამ ჩვენც ვი­ცით სარ­მის გა­მოკ­ვ­რაო... თუმ­ცა მო­გე­ბა-წა­გე­ბის "სტა­ტის­ტი­კას" თა­ვი აარი­და.

ახ­ლა მუ­სა აიდი­ნი ბურ­სა­ში ცნო­ბი­ლი მწვრთნე­ლია, ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­საც (დერ­ნეგ­საც) ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობს და ხში­რად ჩა­მოჰ­ყავს თა­ვი­სი აღ­საზ­რ­დე­ლე­ბი თბი­ლი­სის ფა­ლა­ვან­თა კლუბ­ში. ქარ­თ­ვე­ლი მო­ჭი­და­ვე­ე­ბიც მი­ემ­გ­ზავ­რე­ბი­ან მე­გობ­რულ თუ სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნი­რებ­ზე მათ­თან. ელ­მე­ლელ მო­ჭი­და­ვე­ებს არა მხო­ლოდ ბურ­სა­ში, მთელ თურ­ქეთ­შიც კარ­გად იც­ნო­ბენ. 8 წე­ლი­წა­დი თურ­ქე­თის ბაშ­ფე­ლე­ვა­ნი ანუ მთა­ვა­რი ფა­ლა­ვა­ნი ყო­ფი­ლა აქ აღ­ზ­რ­დი­ლი ლა­ზი აჰ­მედ თაშ­ჩი. ახ­ლა არ იკითხავთ ჭი­და­ო­ბის რო­მელ სა­ხე­ო­ბა­ში? თურ­ქუ­ლად იაღი გი­უ­რე­ში ჰქვია, ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­ხე­ო­ბაა და არც მე­ტი, არც ნაკ­ლე­ბი, "გა­ქო­ნილ ჭი­და­ო­ბას" ნიშ­ნავს. რო­ცა ეს გვითხ­რეს, რა­ტომ­ღაც ყვე­ლამ აბ­დუ­შა­ჰი­ლი­სა და ბა­ში­ა­ჩუ­კის ცნო­ბი­ლი ორ­თაბ­რ­ძო­ლა გა­ვიხ­სე­ნეთ აკა­კი წე­რეთ­ლის მოთხ­რო­ბის მი­ხედ­ვით გა­და­ღე­ბუ­ლი ფილ­მი­დან. გახ­სოვთ ალ­ბათ, წელ­ზე­მოთ შიშ­ვე­ლი, ქო­ნით აპ­რი­ა­ლე­ბუ­ლი აბ­დუ­შა­ჰი­ლი (ქარ­თ­ვე­ლი ყი­ზილ­ბა­ში!) რო­გორ გა­აკ­რა მი­წას იმე­რელ­მა ფა­ლა­ვან­მა.

ჩვენ­მა მას­პინ­ძელ­მა მუ­სამ ჭი­და­ო­ბით და­იწყო და სოფ­ლის ის­ტო­რი­ით გა­აგ­რ­ძე­ლა. მოგ­ვიყ­ვა, რო­გორ ჩა­მო­სახ­ლე­ბუ­ლან მა­თი წი­ნაპ­რე­ბი ღორ­ჯო­მი­დან და დი­და­ჭა­რი­დან, რო­გორ შე­ურ­ჩე­ვი­ათ სა­მო­სახ­ლო მდი­ნა­რე ელ­მე­ლი­ღე­ლეს გაღ­მა-გა­მოღ­მა ნა­ყო­ფი­ერ მი­წებ­ზე. ჯა­მე კი მათ დე­დე­ებს (პა­პებს) ერ­თად აუგი­ათ. იმ ძველ მუს­ლი­მურ სამ­ლოც­ვე­ლოს­თან მიგ­ვიყ­ვა­ნა, რომ­ლის მსგავსი სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიც არის შე­მორ­ჩე­ნი­ლი, მა­ჭახ­ლის ხე­ო­ბა­ში. ერ­თი ასე­თი მე­ჩე­თი, თბი­ლის­ში, ღია ცის ქვეშ მუ­ზე­უმ­ში­ცაა. ძვე­ლი მე­ჩე­თი, რო­მე­ლიც ნა­შე­ნე­ბია ძველ­ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი ხითხუ­რო­ო­ბის ტრა­დი­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ელ­მელ­ში ის­ტო­რი­ულ ძეგ­ლად და­უ­ტო­ვე­ბი­ათ, ხო­ლო გვერ­დით ახა­ლი აუშე­ნე­ბი­ათ.

იზმითი, - ისტორიული ნიკომედია, სადაც წმინდა გიორგის თავი მოჰკვეთეს

გზას იაილე­ბის­კენ ავუ­ყე­ვით. იაილე­ბი იგი­ვე იალა­ღე­ბია, აქა­უ­რი სა­ზაფხუ­ლო სა­ძოვ­რე­ბი. ამ სო­ფელ­ში მი­წათ­მოქ­მე­დე­ბას­თან ერ­თად მე­სა­ქონ­ლე­ო­ბა­საც მის­დევ­დ­ნენ. მუ­ჰა­ჯი­რებს აქაც გად­მო­უ­ტა­ნი­ათ აჭა­რუ­ლი, მთა­ბა­რუ­ლი მე­სა­ქონ­ლე­ო­ბა. ჩვე­უ­ლებ­რივ, ზამ­თარ­ში მსხვილ­ფე­ხა რქო­სა­ნი პი­რუტყ­ვი ბა­გურ კვე­ბა­ზე ჰყავ­დათ, ხო­ლო ზაფხუ­ლო­ბით აჰ­ყავ­დათ სოფ­ლის­თ­ვის სა­ა­მი­სოდ გა­მო­ყო­ფილ მთა­ზე, იაილებ­ში. იაილებ­ში სა­ზაფხუ­ლო საცხოვ­რე­ბელ­საც აგებ­დ­ნენ. ზაფხულს მემ­თევ­რე­ე­ბი (ა­ნუ მთა­ში წა­სუ­ლე­ბი) იაილებ­ში ატა­რებ­დ­ნენ. სა­ზაფხუ­ლო საცხოვ­რებ­ლე­ბი რო­გორც წე­სი, ძე­ლუ­რი, ანუ ჯარ­გ­ვა­ლუ­რი ტი­პი­სა იყო. პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლი ახორს, ანუ ბო­სელს წარ­მო­ად­გენ­და, ხო­ლო მე­ო­რე სარ­თულ­ზე ოჯა­ხი სახ­ლობ­და. აქ­ვე ჰქონ­დათ ბოს­ტა­ნი, მცი­რე­ო­დე­ნი ხე­ხი­ლი, თი­ბავ­დ­ნენ ბა­ლახს და ამუ­შა­ვებ­დ­ნენ რძის პრო­დუქ­ტებს.

ამ­ჟა­მად მე­ურ­ნე­ო­ბის სტრუქ­ტუ­რა აქ მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად შე­იც­ვა­ლა. მო­სახ­ლე­ო­ბის დი­დი ნა­წი­ლი ბურ­სა­სა და სხვა ქა­ლა­ქებ­ში გა­და­სახ­ლ­და. სოფ­ლებ­ში ძი­რი­თა­დად ზაფხუ­ლო­ბით ჩა­მო­დი­ან და იაილებ­საც ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში სა­ა­გა­რა­კოდ იყე­ნე­ბენ. სა­ა­გა­რა­კოდ კი მარ­თ­ლაც შე­სა­ნიშ­ნა­ვია სო­ჭი­სა და ნაძ­ვის ტყე­ებ­ში ჩაფ­ლუ­ლი ეს ლა­მა­ზი მდე­ლო-ზეგ­ნე­ბი. ამ ადგილს კუ­ნე­ლა­ურს ეძა­ხი­ან კუ­ნე­ლის ბუჩ­ქე­ბის სიმ­რავ­ლის გა­მო.
ჩვენ­მა მას­პინ­ძელ­მა თა­ვის იმერ­ხე­უ­ლი ტი­პის სა­ზაფხუ­ლო სახ­ლ­ში მიგ­ვიწ­ვია. უფ­რო სწო­რად, ეზო­ში გა­მარ­თულ ღია კე­რა­ზე. თა­ვად­ვე შეგ­ვიწ­ვა მწვა­დი, ტრა­დი­ცი­უ­ლი გუფ­თე (და­ბეგ­ვი­ლი და სუ­ნე­ლე­ბით შე­ზა­ვე­ბუ­ლი ხორ­ცი), ბად­რი­ჯა­ნი... ამას მო­ა­ყო­ლა გა­მაგ­რი­ლე­ბე­ლი სას­მე­ლი აირა­ნი, რო­მე­ლიც ქარ­თ­ლურ დოს წა­ა­გავს და რა­ღა თქმა უნ­და, უგემ­რი­ე­ლე­სი ჩაი წელ­ში გა­მოყ­ვა­ნი­ლი ჭი­ქე­ბით...

და კი­დევ ერ­თიც: ამ­ჟა­მად თურ­ქეთ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. ბა­ტო­ნი მუ­სა ახ­პარ­ტი­ამ (ა­ნუ თურ­ქე­თის მმარ­თ­ველ­მა პარ­ტი­ამ) ბურ­სის ილის ქა­ლაქ გურ­სუს მე­რო­ბის კან­დი­და­ტად წა­მო­ა­ყე­ნა. იქა­ურ­თა თქმით, რე­გი­ონ­ში მუ­სა აიდინს დიდ პა­ტივს სცე­მენ და არც მის გა­მარ­ჯ­ვე­ბა­ში ეპა­რე­ბათ ეჭ­ვი.

"ამ მი­წა­ზე თქვე­ნი წმინ­და
გი­ორ­გი უწა­მე­ბი­ათ"

...გვითხ­რა ერთ-ერ­თ­მა ქარ­თ­ველ­მა მუ­ჰა­ჯირ­მა ქა­ლაქ იზ­მით­ში ჩა­სულთ. მწა­რე რე­ა­ლო­ბაა, რო­მელ­საც ვერ­სად გა­ვექ­ცე­ვით. ჩვე­ნი თა­ნა­მოძ­მე­ნი სხვა სჯუ­ლი­სა­ნი არი­ან, სხვა ტა­ძარ­ში ლო­ცუ­ლო­ბენ, სხვა წმინ­და­ნე­ბი ჰყავთ... რე­ლი­გი­ის, რწმე­ნის თე­მა ამ მი­წა­ზე თით­ქოს ტა­ბუ­და­დე­ბუ­ლი ხდე­ბა. თუმ­ცა იმ სა­სი­ხა­რუ­ლო "აღ­მო­ჩე­ნას" გვერდს ვერც სტუმ­რე­ბი ავუვ­ლით და ვერც მას­პინ­ძ­ლე­ბი, რომ მათ წი­ნაპ­რებს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ზე დარ­დი გა­მო­უ­ყო­ლე­ბი­ათ თან და ეს დარ­დი თა­ო­ბი­დან თა­ო­ბას გა­და­ე­ცე­მა. ჩვენ კი, თით­ქოს ახ­ლა გაგ­ვიცხოვ­ლ­და ჩვე­ნი "მოკ­ვე­თი­ლი" თა­ნა­მოძ­მე­ე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი. სიყ­ვა­რუ­ლი, რო­მე­ლიც უამ­რავ ბუ­ნებ­რივ თუ ხე­ლოვ­ნურ ბა­რი­ერს დაგ­ვაძ­ლე­ვი­ნებს და გაღ­მა-გა­მოღ­მა "ნა­პირ­ზე" მცხოვ­რებ გურ­ჯებს ერ­თ­მა­ნე­თის­თ­ვის სულ უფ­რო ახ­ლობ­ლად გვაქ­ცევს.

ის და­სახ­ლე­ბა, სა­დაც დღე­ვან­დე­ლი იზ­მი­თია, ძვ.წ. პირ­ველ ათას­წ­ლე­ულ­ში მცი­რე­ა­ზი­ელ ფრი­გი­ე­ლებს ეკუთ­ვ­ნო­დათ. შემ­დ­გომ ძვე­ლი ბერ­ძ­ნე­ბი აარ­სე­ბენ აქ ქა­ლაქ ას­ტა­კოსს, რო­მე­ლიც მი­წას­თან გა­ას­წო­რა ალექ­სან­დ­რე მა­კე­დო­ნე­ლის სარ­დალ­მა ლი­სი­მა­ქემ. ახ.წ. III სა­უ­კუ­ნი­დან აქ ისევ აღ­მო­ცენ­და ბერ­ძ­ნუ­ლი ქა­ლა­ქი, ამ­ჯე­რად უკ­ვე ნი­კო­მე­დი­ის სა­ხელ­წო­დე­ბით. რო­მის იმ­პე­რა­ტორ დი­ოკ­ლე­ტი­ა­ნეს დროს, 284 წელს ნი­კო­მე­დია იმ­პე­რი­ის ერთ-ერთ უმ­თავ­რეს ქა­ლა­ქად გა­და­იქ­ცა რო­მის, ალექ­სან­დ­რი­ი­სა და ან­ტი­ო­ქი­ის შემ­დეგ.

ნი­კო­მე­დია უნი­კა­ლუ­რი იყო იმი­თაც, რომ იგი ას­ზე მე­ტი ქრის­ტი­ა­ნი წმინ­და­ნის ქა­ლა­ქია. და­სას­რულ, სწო­რედ აქ, წარ­მარ­თი დი­ოკ­ლე­ტი­ა­ნეს ბრძა­ნე­ბით 303 წლის 23 აპ­რილს (ა­ხა­ლი სტი­ლით 6 მა­ისს), რვადღი­ა­ნი წა­მე­ბის შემ­დ­გომ, თა­ვი მოჰ­კ­ვე­თეს დიდ­მო­წა­მე წმინ­და გი­ორ­გის. თით­ქოს ღვთის რის­ხ­ვა იყოო და ამის მე­რე გა­უ­თა­ვე­ბელ­მა მი­წის­ძ­ვ­რებ­მა ლა­მის მი­წას­თან გა­ას­წო­რა ქა­ლა­ქი. VI სა­უ­კუ­ნე­ში ბი­ზან­ტი­ის იმ­პე­რა­ტორ­მა იუს­ტი­ნი­ა­ნემ აღად­გი­ნა ნი­კო­მე­დია, ხო­ლო XI სა­უ­კუ­ნე­ში თურქ-სელ­ჩუკ­თა ხელ­ში გა­და­ვი­და. და აქაც მე­ორ­დე­ბა მარ­მა­რი­ლოს ზღვის­პი­რე­თის და­სახ­ლე­ბა­თა ბე­დი. არე­ნა­ზე ჯერ ჯვა­როს­ნე­ბი ჩნდე­ბი­ან, ხო­ლო სა­ბო­ლო­ოდ, 1337 წლი­დან - თურ­ქე­ბი ეუფ­ლე­ბი­ან ქა­ლაქს და იზ­მი­თიც მათ და­არ­ქ­ვეს.

ოს­მან­თა იმ­პე­რი­ა­ში იზ­მი­თი გან­სა­კუთ­რე­ბით და­წი­ნა­ურ­და სულ­თან სუ­ლე­ი­მან I-ის დროს. სწო­რედ იმ სუ­ლე­ი­მან I-ისა, რო­მე­ლიც ბო­ლო დროს ქარ­თ­ველ­თა ერ­თ­მა ნა­წილ­მა (სე­რი­ა­ლე­ბის მოყ­ვა­რულ­მა!) სე­რი­ალ "დი­დე­ბუ­ლი სა­უ­კუ­ნით" გა­იც­ნო. იმ დი­დე­ბულ სა­უ­კუ­ნე­ში იზ­მი­თი ოს­მალ­თა იმ­პე­რი­ის გემ­თ­მ­შე­ნებ­ლო­ბის ცენ­ტ­რად გა­და­იქ­ცა და ამ ტრა­დი­ცი­ას ორა­სი ათა­სი­ა­ნი ქა­ლა­ქი, მო­მიჯ­ნა­ვე გოლ­ჯუკ­თან ერ­თად, დღე­საც ინარ­ჩუ­ნებს.

ერ­თი სამ­წუ­ხა­რო დე­ტა­ლიც: 1999 წელს, 17 აგ­ვის­ტოს თურ­ქეთ­ში მომ­ხ­დარ­მა კა­ტას­ტ­რო­ფულ­მა მი­წის­ძ­ვ­რამ 20 ათა­სამ­დე ადა­მი­ა­ნის სი­ცოცხ­ლე შე­ი­წი­რა. რა თქმა უნ­და, თა­ნა­ვუგ­რ­ძ­ნობ­დით მე­ზო­ბელ რეს­პუბ­ლი­კას, მაგ­რამ ის კი არ ვი­ცო­დით, რომ თურ­მე და­ღუ­პულ­თა უდი­დე­სი ნა­წი­ლი ქარ­თ­ველ მუ­ჰა­ჯირ­თა შთა­მო­მა­ვა­ლი ყო­ფი­ლა. ჩვე­ნი იზ­მით­ში ყოფ­ნი­სას ამ ტრა­გე­დი­ის მო­რი­გი წლის­თა­ვი აღი­ნიშ­ნე­ბო­და...

მას­პინ­ძ­ლე­ბი
მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას ყო­ველ­თ­ვის ვგრძნობ­დით მას­პინ­ძელ­თა კე­თილ­გან­წყო­ბა­სა და სიყ­ვა­რულს. სა­ქა­რი­ე­ლი ერეკ­ლე და­ვი­თა­ძე (ერ­დო­ღან შე­ნო­ლი) თით­ქ­მის გვერ­დი­დან არ მოგ­ვ­შო­რე­ბია. იგი თა­ვის რე­გი­ონ­ში გა­რე­მოს დაც­ვის სა­კითხებს გა­ნა­გებს და იმავ­დ­რო­უ­ლად, ქარ­თულ სათ­ვის­ტო­მო­საც უდ­გას სა­თა­ვე­ში. მთე­ლი მი­სი ოჯა­ხი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლია. მი­სი ორი ვა­ჟი ალი და იასინ რე­ვა­ზიც ქარ­თ­ვე­ლო­ბენ, პერ­ს­პექ­ტი­უ­ლი სპორ­ტ­ს­მე­ნე­ბი არი­ან და ძი­უ­დო­ში არა­ერთ წარ­მა­ტე­ბა­საც მი­აღ­წი­ეს თა­ვი­ანთ ასა­კობ­რივ ჯგუ­ფებ­ში.

ერ­დო­ღან­მა ისიც გაგ­ვან­დო, ვი­ცი, რო­გორ წარ­მა­ტე­ბას აღ­წე­ვენ ქარ­თ­ვე­ლი ძი­უ­დო­ის­ტე­ბი მსოფ­ლი­ო­ში და ძა­ლი­ან მინ­და, ჩემ­მა შვი­ლებ­მაც გა­ი­ა­რონ ქარ­თუ­ლი ძი­უ­დოს სკო­ლაო.
ქარ­თულ ხე­ლოვ­ნე­ბა­სა და მის არა­ერთ წარ­მო­მად­გე­ნელს კარ­გად იც­ნობს სო­ნერ ორა­ლი - იმერ­ხე­ვე­ლი სო­სო ჩი­ვა­ძე, მომ­ღე­რა­ლი და კომ­პო­ზი­ტო­რი, რომ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბა­შიც ქარ­თულ მუ­სი­კა­ლურ ფოლ­კ­ლორს წამ­ყ­ვა­ნი ად­გი­ლი უჭი­რავს. დი­დი გუ­ლი­თა­დო­ბით გვი­მას­პინ­ძ­ლეს ქო­ჯა­ელ­ში, სო­ფელ შევ­ქე­თი­ე­ში ად­ნან ჩავ­დარ­მა და მის­მა მე­უღ­ლე აიშემ...

ქო­ჯა­ე­ლის ილ­ჩე­ში (მთა­ვა­რი ქა­ლა­ქი იზ­მი­თი), რო­გორც აღ­ვ­ნიშ­ნეთ, ქარ­თ­ველ­თა კარ­გა ხნის მე­გო­ბარ­მა არ­ჩილ ზო­ი­ძემ (აბ­დულ­ლაჰ ზორ­ლუ) და მის­მა ოჯახ­მა გვი­მას­პინ­ძ­ლა. არ­ჩილ­თან ერ­თად ქო­ჯა­ე­ლის სოფ­ლე­ბი მოგ­ვა­ტა­რა სტამ­ბოლ­ში მცხოვ­რებ­მა ჩვენ­მა თა­ნა­მე­მა­მუ­ლემ, ხე­ლო­ვან­მა და რე­ჟი­სორ­მა ვარ­ლამ (ლა­ლი) ნი­კო­ლა­ძემ. დი­ახ, ეს ის ცნო­ბი­ლი ლა­ლი ნი­კო­ლა­ძეა, "ნი­კოლ­შო­უს" ბი­ჭე­ბის მა­მა. ახ­ლა ჩვე­ნი არ­ჩი­ლის იმე­დი მაქვს, იზ­მით­ში ქარ­თუ­ლი თე­ატ­რის გახ­ს­ნას ვა­პი­რებ­თო, გვითხ­რა ქარ­თ­ველ­მა რე­ჟი­სორ­მა.

მუსა აიდინი ღია კერაზე "საქმიანობს"

* * *
ამა­სო­ბა­ში ჩვე­ნი ექ­ს­პე­დი­ცი­აც დას­რულ­და. კი­დევ ერ­თი დღით ვეს­ტუმ­რეთ სტამ­ბოლს... ახ­ლობ­ლე­ბის­თ­ვის სუ­ვე­ნი­რე­ბი და აღ­მო­სავ­ლუ­რი ტკბი­ლე­უ­ლი შე­ვი­ძი­ნეთ და ისევ პირ­ვე­ლი თურ­ქი მფრი­ნა­ვი ქა­ლის, სა­ბირ­ჰან გი­ოგ­ჩე­ლის სა­ხე­ლო­ბის აერო­პორტს ვეწ­ვი­ეთ. ამ­ჯე­რად თბი­ლი­სის­კენ აიღო გე­ზი ჩვენ­მა ფრინ­ვე­ლა­იმ (რო­გორც იქა­უ­რი ქარ­თ­ვე­ლე­ბი ეძა­ხი­ან თვით­მ­ფ­რი­ნავს) "ა­ხალ­და­ნა­თე­სა­ვე­ბულ" თა­ნა­მოძ­მე­ებ­თან მო­მა­ვა­ლი შეხ­ვედ­რის იმე­დით.

ნო­დარ შო­ში­ტაშ­ვი­ლი
ის­ტო­რი­ის დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი
ავ­ტო­რის ფო­ტო­ე­ბი
ჟურნალი "ისტორიანი",#38
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები