რუსი ჰანიბალი - ალექსანდრე სუვოროვი
რუსი ჰანიბალი - ალექსანდრე სუვოროვი
ალექსანდრე ვასილის ძე სუვოროვი დაიბადა მოსკოველი დიდებულის ოჯახში. მამამისი ვასილ ივანის ძე სუვოროვი გენერალ-ანშეფი გახლდათ.

ალექსანდრე სუვოროვი იზრდებოდა ისე, როგორც დიდებულის ვაჟს შეეფერებოდა. სუვოროვებს კარგი საოჯახო ბიბლიოთეკა ჰქონდათ და მომავალი ფელდმარშალი იქ თავისთვის ბევრ საინტერესო წიგნს პოულობდა: პლუტარქეს, კორნელიუს ნეპოტს, ჰომეროსს, იულიუს კეისარს... ამ ავტორთა წიგნების შესწავლა მომავალში მას ძალიან გამოადგა.

ყმაწ­ვილ სუ­ვო­როვ­ზე დი­დი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­ტო­ვა ჰა­ნი­ბალ­მა - კარ­თა­გე­ნელ­მა სარ­დალ­მა, რო­მელ­მაც ლა­მის მუხ­ლებ­ზე დას­ცა მთე­ლი რო­მის იმ­პე­რია.
ალექ­სან­დ­რე სუ­ვო­რო­ვის ბა­ბუა
ივან სუ­ვო­რო­ვი პრე­ობ­რა­ჟენ­ს­კის პოლ­კის ლა­იბ­გ­ვარ­დი­ა­ში მსა­ხუ­რობ­და. სუ­ვო­რო­ვის დე­და ევ­დო­კია სუ­ვო­რო­ვა (ქა­ლიშ­ვი­ლო­ბის გვა­რი მა­ნუ­კო­ვა) გა­რუ­სე­ბუ­ლი სომ­ხის ოჯა­ხი­დან იყო. ის კარ­გად იც­ნობ­და სომ­ხურ და რუ­სულ ეპო­სებს და ახალ­გაზ­რ­და სუ­ვო­როვ­მა მის­გან ბევ­რი რამ ის­წავ­ლა. დე­დის დამ­სა­ხუ­რე­ბა გახლდათ სუ­ვო­რო­ვის დახ­ვე­წი­ლი მეტყ­ვე­ლე­ბა და იუმო­რის შე­სა­ნიშ­ნა­ვი გრძნო­ბა, კარ­გად ერ­კ­ვე­ო­და ლე­გენ­დებ­სა და
მი­თებ­შიც. ეს და­ეხ­მა­რა სუ­ვო­როვს, რო­ცა წერ­და "გა­მარ­ჯ­ვე­ბის მეც­ნი­ე­რე­ბას", "სუზ­და­ლურ ჩა­ნა­წე­რებს", წე­რი­ლებ­სა და პა­ტა­რა მოთხ­რო­ბებს. ახალ­გაზ­რ­დო­ბი­სას გამ­ხ­და­რი და ავად­მ­ყო­ფუ­რი აღ­ნა­გო­ბი­სა იყო, ამი­ტომ მა­მა მის­თ­ვის სა­მო­ქა­ლა­ქო კა­რი­ე­რას გეგ­მავ­და, სუ­ვო­როვს კი სურ­და სამ­ხედ­რო პი­რი გა­მო­სუ­ლი­ყო.

1742 წელს იგი ჩა­ი­რიცხა სე­მი­ო­ნოვ­ს­კის პოლ­კ­ში რი­გით ჯა­რის­კა­ცად. სუ­ვო­როვ­მა მო­მაგ­რე­ბა და ფორ­მა­ში ჩად­გო­მა მო­ა­ხერ­ხა, მის­გან კარ­გი ჯა­რის­კა­ცი დად­გა. 1754 წელს ოფიც­რის წო­დე­ბა მიანიჭეს, ხო­ლო საბ­რ­ძო­ლო ნათ­ლო­ბა - შვიდ­წ­ლი­ან ომ­ში (1756-1763) მიიღო. რუ­სე­თი პრუ­სი­ას ებ­რ­ძო­და, ორი­ვე მხა­რის ჯა­რე­ბი ფარ­თო ფრონ­ტად იყ­ვ­ნენ გაშ­ლი­ლი აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში. არ­მი­ე­ბი სას­ტი­კი ბრძო­ლე­ბის­თ­ვის ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ. მა­ნამ­დე კი წვრილ-წვრილ თავ­დას­ხ­მებს უწყობ­დ­ნენ ერ­თ­მა­ნეთს.

სუ­ვო­როვს კა­ზაკ­თა ასე­უ­ლი მის­ცეს და უბ­რ­ძა­ნეს, პრუ­სი­ე­ლე­ბის­თ­ვის ეთ­ვალ­თ­ვა­ლა. იმ კორ­პუ­სის გან­ლა­გე­ბი­დან, სა­დაც სუ­ვო­რო­ვი მსა­ხუ­რობ­და, ახ­ლოს იყო პა­ტა­რა პრუ­სი­უ­ლი ქა­ლა­ქი ლან­დ­ს­ბერ­გი, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მდე­ბა­რე­ო­ბით. სუ­ვო­როვ­მა მი­სი აღე­ბა სცა­და. რო­ცა ასე­უ­ლის მე­თა­ურ­მა სთხო­ვა, ის მა­ინც გა­ე­გოთ, რამ­დე­ნი პრუ­სი­ე­ლი იცავ­და ქა­ლაქს, სუ­ვო­როვ­მა უპა­სუ­ხა, - ჩვენ მო­ვე­დით, რა­თა კი არ ვით­ვა­ლოთ, არა­მედ გა­ვა­ნად­გუ­რო­თო. და მო­ა­ხერ­ხა კი­დეც ქა­ლა­ქის და­კა­ვე­ბა.

სუ­ვო­რო­ვი მო­ნა­წი­ლე­ობ­და კუნერ­ს­დორ­ფის ბრძო­ლა­ში და ბერ­ლი­ნის აღე­ბა­ში 1759 წელს. 1761 წელს ის უფ­რო მოზ­რ­დილ და­ნა­ყოფს სარ­დ­ლობ­და. ამ დროისთვის მას უკ­ვე მა­მაც და გო­ნი­ერ მხედ­რად მი­იჩ­ნევ­დ­ნენ. ერ­თი წლის შემ­დეგ ას­ტ­რა­ხა­ნის ქვე­ი­თი პოლ­კის მე­თა­უ­რად და­ნიშ­ნეს, ხო­ლო მომ­დევ­ნო წელს - სუზ­და­ლის პოლ­კი­სა. სუ­ვო­როვს პრუ­სი­ას­თან ომ­მა ბევ­რი რამ ას­წავ­ლა, რუ­სე­თი ხომ გა­მო­ჩე­ნი­ლი სარ­დ­ლის - ფრიდ­რიხ II-ის წი­ნა­აღ­მ­დეგ იბ­რ­ძო­და. 1768 წელს სუ­ვო­რო­ვის სუზ­და­ლის პოლ­კი პო­ლო­ნელ კონ­ფე­დე­რატ­თა წი­ნა­აღ­მ­დეგ საბ­რ­ძოლ­ვე­ლად გა­იგ­ზავ­ნა. ლან­დ­ს­კ­რონ­თან და სტო­ლო­ვი­ჩას­თან გა­მარ­ჯ­ვე­ბის შემ­დეგ რუ­სე­თის ჯარ­მა და­ი­კა­ვა კრა­კო­ვი (1772 წლის 15 აპ­რი­ლი). გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი სუ­ვო­რო­ვი პე­ტერ­ბურ­გ­ში უკ­ვე გე­ნე­რალ-მა­ი­ო­რის ჩი­ნით დაბ­რუნ­და და ის რუ­სეთ-შვე­დე­თის საზღ­ვარ­ზე გა­ამ­წე­სეს.

შემ­დეგ იმ­სა­ხუ­რა დუ­ნა­ის არ­მი­ა­ში, რო­მელ­საც გე­ნე­რა­ლი პი­ოტრ რუ­მი­ან­ცევ-ზა­დუ­ნა­ის­კი სარ­დ­ლობ­და. 1773 წელს სუ­ვო­როვ­მა თურ­ქე­ბის ცი­ხე­სი­მაგ­რე ტურ­ტუ­კაი აიღო. რუ­მი­ან­ცევს არ­მია შე­ტე­ვა­ზე არ გა­დაჰ­ყავ­და. მარ­თა­ლია, რუ­სებ­მა ლარ­გა­სა და კა­გუ­ლის ბრძო­ლე­ბი მო­ი­გეს, მაგ­რამ შემ­დეგ დრო­ე­ბით შე­ფერ­ხ­დ­ნენ. სუ­ვო­როვ­მა მთა­ვარ­სარ­დ­ლის ბრძა­ნე­ბის გა­რე­შე წა­მო­იწყო მტერ­თან ბრძო­ლა და ძლი­ე­რი იერი­შით აიღო ტურ­ტუ­კაი. ბრძა­ნე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის­თ­ვის გა­გუ­ლი­სე­ბულ­მა რუ­მი­ან­ცევ­მა მი­სი დათხოვ­ნა მო­ინ­დო­მა, მაგ­რამ დე­დო­ფალ­მა ეკა­ტე­რი­ნე II-მ უარი უთხ­რა. რამ­დე­ნი­მე დღე­ში სუ­ვო­როვ­მა კი­დევ ერ­თი გა­მარ­ჯ­ვე­ბა მო­ი­პო­ვა: 3 სექ­ტემ­ბერს მან თურ­ქე­ბი გირ­სო­ვოს­თან და­ა­მარ­ცხა. 1774 წლის 9 ივ­ნისს კი გა­დამ­წყ­ვეტ გა­მარ­ჯ­ვე­ბას მი­აღ­წია კოზ­ლუ­ჯეს­თან ბრძო­ლა­ში. სუ­ვო­რო­ვის ამ გა­მარ­ჯ­ვე­ბებ­მა დი­დი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა ომის მსვლე­ლო­ბა­სა და ქუ­ჩუკ-კა­ი­ნარ­ჯის ზა­ვის და­დე­ბა­ზე.

იზმაილის შტურმი, 1790 წ.
თურ­ქეთ­თან ომის შემ­დეგ სუ­ვო­რო­ვი მსა­ხუ­რობ­და გე­ნე­რალ პი­ოტრ პა­ნინ­თან, რო­მე­ლიც აჯან­ყე­ბულ კა­ზაკ ემე­ლი­ან პუ­გა­ჩოვს ებ­რ­ძო­და 1773-1775 წლებ­ში. 1779 წელს სუ­ვო­რო­ვი ყუ­ბა­ნი­სა და ყი­რი­მის ჯა­რებს სარ­დ­ლობ­და, იცავ­და ტავ­რი­დის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულს თურ­ქე­თის დე­სან­ტის შე­საძ­ლო თავ­დას­ხ­მის­გან. ამა­ვე წელს მა­ლო­რო­სი­ის დი­ვი­ზი­ის სარ­დ­ლო­ბა მი­ი­ღო, ხო­ლო 1782 წელს - ყუ­ბა­ნის კორ­პუ­სი­სა.

რუ­სე­თი­სა და ყი­რი­მის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის შემ­დეგ სუ­ვო­როვს ნო­ღა­ე­ლი თათ­რე­ბი უნ­და და­ეპყ­რო, რაც არ გაძ­ნე­ლე­ბია. 1786 წელს ის გე­ნე­რალ-ან­შე­ფი გახ­და და კრე­მენ­ჩუ­გის დი­ვი­ზი­ას ჩა­უდ­გა სა­თა­ვე­ში. რუ­სეთ-თურ­ქე­თის ომის (1787-1791) დროს სუ­ვო­რო­ვი კორ­პუსს სარ­დ­ლობ­და. ამ ომის ერთ-ერ­თი ეპი­ზო­დი­სას მას უნ­და და­ეც­ვა მე­ტად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ცი­ხე­სი­მაგ­რე კინ­ბურ­ნი. ცი­ხე­სი­მაგ­რეს მარ­ცხ­ნივ შა­ვი ზღვა ესაზღ­ვ­რე­ბო­და, წინ - ვიწ­რო ქვი­ში­ა­ნი მე­ჩე­ჩი, მარ­ჯ­ვ­ნივ კი - ქა­ლა­ქი დნეპ­რო­პეტ­როვ­ს­კი. სუ­ვო­როვს თურ­ქე­ბის­თ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა არ უნ­და მი­ე­ცა, დნეპ­რო­პეტ­როვ­ს­კის ლი­მან­ში (თავ­თხე­ლი ყუ­რე მდი­ნა­რის შე­სარ­თავ­თან) შე­სუ­ლიყ­ვ­ნენ.

თურ­ქებ­მა ორ­მოც­და­თექ­ვ­ს­მე­ტი ხო­მალ­დი მი­ა­ყე­ნეს კინ­ბურ­ნის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულს და რუ­სებს ცეცხ­ლი და­უ­ში­ნეს. შემ­დეგ ჯა­რი სა­ნა­პი­რო­ზე გად­მოს­ხეს. თურ­ქებს ფრან­გი ოფიც­რე­ბიც ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. სუ­ვო­რო­ვი ეკ­ლე­სი­ა­ში ლო­ცუ­ლობ­და, რო­ცა თურ­ქე­ბის დე­სან­ტის შე­სა­ხებ შე­ატყო­ბი­ნეს და გე­ნე­რალ­მაც ჯარს სას­წ­რა­ფოდ მომ­ზა­დე­ბა უბ­რ­ძა­ნა. თურ­ქე­ბი სუ­ვო­როვს "თო­ფალ ფა­შას" (კოჭ­ლი ფა­შა) უწო­დებ­დ­ნენ, რად­გან იმ დროს ფე­ხი სტკი­ო­და და კოჭ­ლობ­და. ამ ბრძო­ლი­სას რუსი სარდალი და­იჭ­რა, მაგ­რამ მო­ა­ხერ­ხა მრა­ვალ­რიცხო­ვა­ნი მტრის შე­კა­ვე­ბა მაშ­ვე­ლი რაზ­მე­ბის მოს­ვ­ლამ­დე. მა­ლე რუ­სებ­მა კონ­ტ­რ­შე­ტე­ვას მი­მარ­თეს და თურ­ქებს უკან და­ა­ხე­ვი­ნეს. სუ­ვო­როვ­მა კი­დევ ერ­თხელ გა­ი­მარ­ჯ­ვა. შემ­დეგ სუ­ვო­როვ­მა ოჩა­კო­ვი აიღო (1788).

ოჩა­კო­ვის ბრძო­ლი­სას რუს­თა არ­მი­ას გრი­გო­რი პო­ტი­ომ­კი­ნი მე­თა­უ­რობ­და. რო­ცა თურ­ქე­ბი ცი­ხე­სი­მაგ­რი­დან გა­მო­უხ­ტ­ნენ რუს­თა ერთ-ერთ რაზმს და თით­ქ­მის მთლი­ა­ნად მოს­რეს, სუ­ვო­როვ­მა ჯა­რი შე­ტე­ვა­ზე გა­და­იყ­ვა­ნა. თურ­ქე­ბი გა­იქ­ც­ნენ. რუს სარ­დალს სურ­და, გაჰ­კი­დე­ბო­და და ოჩა­კოვ­ში შეჭ­რი­ლი­ყო, მაგ­რამ პო­ტი­ომ­კი­ნი არ და­ეხ­მა­რა ერ­თი რაზ­მი­თაც კი და უკან­და­ხე­ვა უბ­რ­ძა­ნა. პო­ტი­ომ­კი­ნი მე­ტის­მე­ტად გა­უ­ბე­და­ვად მოქ­მე­დებ­და და რუ­სე­ბი შე­ტე­ვა­ზე არ გა­და­დი­ოდ­ნენ. მა­ლე მთა­ვარ­სარ­და­ლი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, ოჩა­კო­ვის შტურ­მი და­ეწყო. რუ­სებ­მა ცი­ხე­სი­მაგ­რე აიღეს და დი­დი ნა­დავ­ლი იგ­დეს ხელთ.

სუ­ვო­რო­ვი 1789 წელს თურ­ქებს შე­ებ­რ­ძო­ლა ფოქ­შან­თან. პო­ტი­ომ­კი­ნის არ­ყოფ­ნის გა­მო, სარ­დ­ლის მო­ვა­ლე­ო­ბას გე­ნე­რა­ლი რეპ­ნი­ნი ას­რუ­ლებ­და. მა­შინ რუ­სე­ბის მხა­რეს იბ­რ­ძოდ­ნენ ავ­ს­ტ­რი­ე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც თურ­ქეთ­თან ომის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. მათ მე­თა­უ­რობ­და პრინ­ცი ფრიდ­რიხ იოსია კო­ბურ­გი, რო­მელ­საც 18 ათა­სი მე­ო­მა­რი ჰყავ­და. თურ­ქებს ოს­მან-ფა­შა მე­თა­უ­რობ­და 30-ათა­სი­ა­ნი არ­მი­ით.

რუ­სე­ბი და ავ­ს­ტ­რი­ე­ლე­ბი ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლე­ბით და­ეს­ხ­ნენ თურ­ქე­ბის ბა­ნაკს თავს და გა­ა­ნად­გუ­რეს. ბრძო­ლი­სას თურ­ქებ­მა ისე გა­ნა­ლა­გეს არ­ტი­ლე­რია, რომ ზურ­გ­ში ჭა­ო­ბი მო­ექ­ცა და მტერს იქი­დან შე­მო­ტე­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­უს­პეს. წი­ნი­დან რუ­სე­ბი ვერ შე­უ­ტევ­დ­ნენ, რად­გან თურ­ქ­თა არ­ტი­ლე­რია ძა­ლი­ან ძლი­ერ დარ­ტყ­მას აყე­ნებ­დათ. სუ­ვო­როვი ჭა­ობს არ შე­უ­შინ­და და ჯა­რის­კა­ცე­ბი მას­ზე მა­ინც გა­და­იყ­ვა­ნა. რუ­სებ­მა ხელთ იგ­დეს თურ­ქე­ბის ზარ­ბაზ­ნე­ბი. ფოქ­შა­ნის შემ­დეგ სუ­ვო­რო­ვი ოს­მა­ლე­თის იმ­პე­რი­ის ძა­ლებს რიმ­ნიკ­თან შე­ე­ბა 1789 წლის 22 სექ­ტემ­ბერს.

ქალაქი ლანდსბერგი

რუს სარ­დალს ჯა­რი ძა­ლი­ან სწრა­ფად დაჰ­ყავ­და. უყ­ვარ­და მტერ­ზე მო­უ­ლოდ­ნე­ლად თავ­დას­ხ­მა. რიმ­ნიკ­თა­ნაც ასე მოხ­და. რიმ­ნი­კი პა­ტა­რა ქა­ლა­ქი იყო. მის მახ­ლობ­ლად თურ­ქე­თის ასი­ა­თა­სი­ა­ნი არ­მია გან­ლაგ­და, დი­დი ვა­ზი­რი­სა და სე­რას­კე­რის, იუსუფ-ფა­შას მე­თა­უ­რო­ბით. სუ­ვო­რო­ვი 25-ათა­სი­ან რუ­სულ-ავ­ს­ტ­რი­ულ ჯარს სარ­დ­ლობ­და.

თურ­ქე­ბი დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი იყ­ვ­ნენ გა­მარ­ჯ­ვე­ბა­ში და დი­დი სიფხიზ­ლე არ გა­მო­უ­ჩე­ნი­ათ. რუ­სე­ბი და ავ­ს­ტ­რი­ე­ლე­ბი გამ­თე­ნი­ი­სას მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­ეს­ხ­ნენ თავს, ხიშ­ტე­ბით წა­მო­ვიდ­ნენ. თურ­ქე­ბი სას­ტი­კად და­მარ­ცხ­დ­ნენ, თით­ქ­მის 20 ათა­სი კა­ცი და­კარ­გეს (მათ­გან დი­დი ნა­წი­ლი მდი­ნა­რე­ში და­იხ­რ­ჩო), რუ­სებ­მა და ავ­ს­ტ­რი­ე­ლებ­მა კი - 700-800. სუ­ვო­როვ­მა ამ ბრძო­ლებ­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბის­თ­ვის წმინ­და გი­ორ­გის I ხა­რის­ხის ორ­დე­ნი მი­ი­ღო, ავ­ს­ტ­რი­ის იმ­პე­რა­ტო­რის­გან კი საღ­ვ­თო რო­მის იმ­პე­რი­ის გრა­ფო­ბა ებო­ძა.

თურ­ქ­თა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ცი­ხე­სი­მაგ­რე - იზ­მა­ილს სუ­ვო­როვ­მა ალ­ყა 1790 წლის დე­კემ­ბერ­ში შე­მო­არ­ტყა. ეს სუ­ვო­რო­ვის ბრძო­ლე­ბი­დან ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლია და უფ­რო დაწ­ვ­რი­ლე­ბით აღ­წე­რას მო­ითხოვს. იზმაილის 35 ათა­სამ­დე ჯა­რის­კა­ცი და ორა­სი ზარ­ბა­ზა­ნი იცავ­და. გარ­შე­მო ღრმა თხრი­ლი ჰქონ­და შე­მოვ­ლე­ბუ­ლი და დი­დი მი­წაყ­რი­ლი აზ­ვი­ნუ­ლი. ცი­ხე­სი­მაგ­რის კედ­ლე­ბი ექ­ვ­სი ვერ­სის სიგ­რ­ძე­ზე გა­ჭი­მუ­ლი­ყო. რუს სარ­დ­ლებს იზ­მა­ი­ლი ვერ აეღოთ. აქ იყ­ვ­ნენ პო­ტი­ომ­კი­ნი და კუ­ტუ­ზო­ვიც. სუ­ვო­როვ­მა მი­წაყ­რი­ლის მოწყო­ბა ბრძა­ნა და ჯა­რის­კა­ცე­ბი მას­ზე ას­ვ­ლა­ში ავარ­ჯი­შა. ას­წავ­ლი­და, რო­გორ უნ­და აცო­ცე­ბუ­ლიყ­ვ­ნენ. თურ­ქებს მძლავ­რი ცი­ხე­სი­მაგ­რე ჰქონ­დათ - "ორ­დუ­კა­ლე­სი" (სამ­ხედ­რო ცი­ხე­სი­მაგ­რე - ასე ეძახ­დ­ნენ თურ­ქე­ბი იზ­მა­ილს). ის 1774 წელს გერ­მა­ნელ­მა და ფრან­გ­მა ინ­ჟინ­რებ­მა გა­ნა­ახ­ლეს. სი­მაღ­ლე 6-დან 8 მეტ­რამ­დე ჰქონ­და. და­სავ­ლეთ მხა­რეს ძველ ცი­ხეს ეძახ­დ­ნენ, აღ­მო­სავ­ლეთ მხა­რეს - ახალს. სამ­ხ­რე­თი­დან მდი­ნა­რე დუ­ნაი იცავ­და, რო­მე­ლიც ამ მო­ნაკ­ვეთ­ზე თით­ქ­მის ნა­ხე­ვა­რი კი­ლო­მეტ­რის სი­გა­ნი­სა იყო.

რუ­სე­თის არ­მია 21 ათას ჯა­რის­კაცს ით­ვ­ლი­და, 600 ზარ­ბა­ზა­ნი ჰქონ­დათ, მაგ­რამ სა­ალ­ყო არ­ტი­ლე­რია - არა. სა­ვე­ლე არ­ტი­ლე­რი­ას კი საბ­რ­ძო­ლო მა­სა­ლე­ბი აკ­ლ­და. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სუ­ვო­როვ­მა ცი­ხის შტურ­მი გა­დაწყ­ვი­ტა. სუ­ვო­რო­ვის ბრძა­ნე­ბით, რუ­სებს სამ ფრთად, სხვა­დას­ხ­ვა მხრი­დან უნ­და შე­ე­ტი­ათ. თა­ვის მხრივ, თი­თო­ე­ულ ამ ფრთა­ში სა­მი კო­ლო­ნა იქ­მ­ნე­ბო­და. მარ­ჯ­ვე­ნა ფრთი­დან გე­ნე­რალ-მა­ი­ო­რე­ბის: სერ­გეი ლვო­ვის, ფი­ო­დორ მეკ­ნო­ბი­სა და ლა­სი­ის კო­ლო­ნე­ბი იდ­გ­ნენ, გე­ნე­რალ-პო­რუ­ჩიკ პა­ველ პო­ტი­ომ­კი­ნის სა­ერ­თო ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით. მარ­ცხე­ნა ფრთას შე­ად­გენ­დ­ნენ გე­ნე­რალ-მა­ი­ორ მი­ხა­ილ გო­ლე­ნიშ­ჩევ-კუ­ტუ­ზო­ვის, ბრი­გა­დი­რე­ბის - მატ­ფეი პლა­ტო­ვი­სა და ვა­სი­ლი ორ­ლო­ვის კო­ლო­ნე­ბი. მათ გე­ნე­რალ-პო­რუ­ჩი­კი ალექ­სანდრ სა­მო­ი­ლო­ვი სარ­დ­ლობ­და.

გენერალი პიოტრ რუმიანცევ-ზადუნაისკი. XVIII საუკუნის უცნობი ავტორი

დუ­ნა­ის მხრი­დან სამ კო­ლო­ნას გე­ნე­რალ-მა­ი­ო­რი იოსიფ დე რი­ბა­სი მე­თა­უ­რობ­და (ცხრა ათა­სი კა­ცი ფლო­ტი­ლი­ის ნა­ვებ­ში და ხო­მალ­დებ­ში). კო­ლო­ნებს აქ გე­ნე­რალ-მა­ი­ო­რი ნი­კო­ლაი არ­სე­ნი­ე­ვი, ბრი­გა­დი­რი ჩე­პე­გა და გვარ­დი­ის მა­ი­ო­რი მარ­კო­ვი მე­თა­უ­რობ­დ­ნენ. მთა­ვა­რი დარ­ტყ­მა დე რი­ბა­სის ფლო­ტი­ლი­ა­სა და სა­მო­ი­ლო­ვის კო­ლო­ნებს უნ­და მი­ე­ყე­ნე­ბი­ნათ. ამ ნა­წი­ლებ­ში სუ­ვო­როვ­მა ყვე­ლა­ზე მე­ტი ჯა­რის­კა­ცი გა­ნა­ლა­გა. 2500-კა­ცი­ა­ნი კა­ვა­ლე­რია ბრი­გა­დირ ფი­ო­დორ ვეს­ტ­ფა­ლე­ნის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით რე­ზერვს წარ­მო­ად­გენ­და.

10 დე­კემ­ბ­რი­დან და­იწყო ცი­ხე­სი­მაგ­რის და­ბომ­ბ­ვა ხმე­ლე­თი­დან და მდი­ნა­რი­დან, მე­ო­რე დღის 5:30 სა­ათ­ზე არ­მი­ამ შტურ­მის ბრძა­ნე­ბა მი­ი­ღო. ბრძო­ლა ცი­ხე­სი­მაგ­რის ბას­ტი­ო­ნე­ბის და­სა­კა­ვებ­ლად დი­ლის 8 სა­ა­თამ­დე გაგ­რ­ძელ­და. თურ­ქ­თა გარ­ნი­ზონ­მა დი­დი წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბა გა­უ­წია რუ­სებს, ყვე­ლა­ზე ძა­ლი­ან მე­ოთხე და მე­ხუ­თე კორ­პუ­სი ზა­რალ­დე­ბო­და. ჯა­რის ამ ნა­წი­ლებს ცუ­დად შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი კა­ზა­კე­ბი შე­ად­გენ­დ­ნენ. მე­ოთხე კორ­პუ­სის ავან­გარ­დ­მა ვა­სი­ლი ორ­ლო­ვის მე­თა­უ­რო­ბით ერ­თი ბას­ტი­ო­ნი და­ი­კა­ვა.

თურ­ქებ­მა მათ ფლან­გი­დან შე­უ­ტი­ეს, რა­თა მა­თი ნა­წი­ლი კო­ლო­ნი­დან მო­ეწყ­ვი­ტათ. თურ­ქი იანიჩ­რე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ კა­ზაკ­თა შუ­ბე­ბი ვე­რა­ფერს გახ­და და მრა­ვა­ლი კა­ზა­კი იანიჩ­რის ხმლით და­ი­ღუ­პა. ბრძო­ლის სხვა უბ­ნებ­ზეც რუ­სებს ძა­ლი­ან უჭირ­დათ, რად­გან რიცხ­ვ­მ­რა­ვა­ლი მე­ტო­ქე ძლი­ერ წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბას უწევ­დათ. მთე­ლი ძა­ლე­ბის და­ძაბ­ვის შე­დე­გად რუ­სებ­მა უპი­რა­ტე­სო­ბა მო­ი­პო­ვეს და თურ­ქე­ბი შე­ა­ვიწ­რო­ვეს. მა­ლე რუ­სე­ბი ცი­ხე­სი­მაგ­რე­შიც შე­იჭ­რ­ნენ და სრულ გა­მარ­ჯ­ვე­ბას მი­აღ­წი­ეს. ცი­ხე­სი­მაგ­რი­დან მხო­ლოდ ერ­თი თურ­ქი წა­ვი­და უვ­ნე­ბე­ლი და სტამ­ბოლ­ში და­მარ­ცხე­ბის ამ­ბა­ვი ჩა­ი­ტა­ნა.

1794 წლის მა­ის­ში სუ­ვო­რო­ვი პო­ლო­ნე­თის აჯან­ყე­ბის ჩა­სახ­შო­ბად გაგ­ზავ­ნეს. აგ­ვის­ტოს პირ­ვე­ლი ნა­ხევ­რის­თ­ვის გე­ნე­რალ-ან­შეფ რეპ­ნი­ნის არ­მი­ა­ში სულ 4,5 ათა­სი ჯა­რის­კა­ცი ირიცხე­ბო­და. ჯა­რის ეს ნა­წი­ლი პო­ლო­ნეთ­ში გა­იგ­ზავ­ნა, სუ­ვო­რო­ვის არ­მი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა თერ­თ­მე­ტი ათას კა­ცამ­დე გა­ი­ზარ­და. ექვს დღე­ში სუ­ვო­როვ­მა მტერ­ზე ოთხი გა­მარ­ჯ­ვე­ბა მო­ი­პო­ვა: დი­ვინ­თან, კობ­რინ­თან, კრუპ­ჩი­ცის მო­ნას­ტერ­თან და ბრეს­ტ­თან.

გა­უწ­ვ­რ­თ­ნელ­მა და ცუ­დად შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პო­ლო­ნე­ლებ­მა დი­დი ზა­რა­ლი ნა­ხეს ამ ბრძო­ლებ­ში. 10 ოქ­ტომ­ბერს აჯან­ყე­ბის მე­თა­უ­რი თა­დე­უშ კოს­ტი­უშ­კო ტყვედ ჩა­იგ­დო ფერ­ზე­ნის რაზ­მ­მა, რო­მე­ლიც სუ­ვო­როვს შე­უ­ერ­თ­და. სუ­ვო­რო­ვის ძა­ლე­ბი 17 ათა­სამ­დე გა­ი­ზარ­და და გე­ნე­რა­ლი ვარ­შა­ვის­კენ და­იძ­რა. მტრის შე­სახ­ვედ­რად რუს­მა მთა­ვარ­სარ­დალ­მა გე­ნე­რალ მა­ი­ე­ნის რაზ­მი გაგ­ზავ­ნა, რო­მე­ლიც 5560 ჯა­რის­კა­ცი­სა და 9 ზარ­ბაზ­ნის­გან შედ­გე­ბო­და. ამ რაზ­მ­მა კო­ბილ­კეს­თან და­ა­მარ­ცხა პო­ლო­ნე­ლი აჯან­ყე­ბუ­ლე­ბი. პო­ლო­ნელ­თა ნა­წილ­მა პრა­ღის­კენ (ვარ­შა­ვის ის­ტო­რი­უ­ლი რა­ი­ო­ნი) და­ი­ხია, ვის­ლის მე­ო­რე სა­ნა­პი­რო­ზე.

სუ­ვო­რო­ვი 25 ათა­სი ჯა­რის­კა­ცი­თა და 86 ზარ­ბაზ­ნით მი­ად­გა პრა­ღას და მი­სი კედ­ლე­ბის და­ბომ­ბ­ვა და­იწყო. მა­ლე რუ­სე­ბი შე­ტე­ვა­ზე გა­და­ვიდ­ნენ და პო­ლო­ნე­ლებს კა­პი­ტუ­ლა­ცი­ის გა­მოცხა­დე­ბა აიძუ­ლეს. რუ­სე­ბი ქა­ლაქ­ში შე­იჭ­რ­ნენ, ისი­ნი არა­ვის ინ­დობ­დ­ნენ და ყვე­ლას ხო­ცავ­დ­ნენ. ამ ხოც­ვა-ჟლე­ტის გა­მო სუ­ვო­როვ­მა სას­ტი­კი მთა­ვარ­სარ­დ­ლის სა­ხე­ლი და­იმ­სა­ხუ­რა. ბრძო­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ვარ­შა­ვის მა­გის­ტ­რატ­მა სუ­ვო­როვს ტრა­დი­ცი­უ­ლი პუ­რი, მა­რი­ლი და ქა­ლა­ქის გა­სა­ღე­ბი მი­არ­თ­ვა. სუ­ვო­როვ­მა დე­დო­ფალ ეკა­ტე­რი­ნე II-ს მხო­ლოდ სა­მი სიტყ­ვის­გან შედ­გე­ნი­ლი წე­რი­ლი გა­უგ­ზავ­ნა: "ვა­შა, ვარ­შა­ვა ჩვე­ნი­ა" (რო­გორც თა­ვის დრო­ზე კე­ი­სარ­მა გაგ­ზავ­ნა რომ­ში სამ­სიტყ­ვი­ა­ნი წე­რი­ლი: "მი­ვე­დი, ვნა­ხე, გა­ვი­მარ­ჯ­ვე" ფარ­ნა­კე პონ­ტო­ელ­ზე გა­მარ­ჯ­ვე­ბის მო­პო­ვე­ბის შემ­დ­გომ).

ოჩაკოვის იერიში, 1788 წ. (იანუარ სუხოდოლსკი, 1853)

დე­დოფ­ლის პა­სუ­ხიც სამ­სიტყ­ვი­ა­ნი გა­მოდ­გა: "ვა­შა, ფელ­დ­მარ­შალ სუ­ვო­როვს". ვარ­შა­ვის აღე­ბის­თ­ვის ეკა­ტე­რი­ნე II-მ სუ­ვო­როვს ფელ­დ­მარ­შ­ლის უმაღ­ლე­სი სამ­ხედ­რო წო­დე­ბა მი­ა­ნი­ჭა. სუ­ვო­როვ­მა სხვა ბევ­რი ჯილ­დოც მი­ი­ღო. 1795 წელს იგი მთე­ლი რუ­სე­თის არ­მი­ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი იყო პო­ლო­ნეთ­ში (80 ათა­სი ჯა­რის­კა­ცი). ამ პე­რი­ოდ­ში და­წე­რა "გა­მარ­ჯ­ვე­ბის მეც­ნი­ე­რე­ბა". წიგ­ნ­ში კარ­გად ჩანს მი­სი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სამ­ხედ­რო წე­სე­ბი­სად­მი. ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა ე.წ. სუ­ვო­რო­ვუ­ლი აღ­ზ­რ­დის წე­სე­ბი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ჯა­რის­კა­ცე­ბი "გა­მარ­ჯ­ვე­ბის მეც­ნი­ე­რე­ბის" სა­შუ­ა­ლე­ბით უნ­და გა­ეწ­ვ­რ­თ­ნათ. მათ­თ­ვის ეს წიგ­ნი უნ­და ეს­წავ­ლე­ბი­ნათ.

1796 წელს ეკა­ტე­რი­ნე II გარ­და­იც­ვა­ლა და ტახ­ტ­ზე მი­სი ვა­ჟი პავ­ლე I ავი­და. პავ­ლეს ყვე­ლა­ფე­რი გერ­მა­ნუ­ლი მოს­წონ­და და ამი­ტომ რუ­სე­თის არ­მი­ის გარ­დაქ­მ­ნა მო­ინ­დო­მა პრუ­სი­ულ ყა­ი­და­ზე. ჯა­რის­კა­ცებს აიძუ­ლებ­დ­ნენ, გრძე­ლი თმა ეტა­რე­ბი­ნათ, სა­ფეთ­ქ­ლებ­თან ქე­ჩის კა­ვე­ბი და­ე­წე­ბე­ბი­ნათ, ფქვი­ლით გა­ე­პუდ­რათ თმა. მე­ომ­რებს თო­ფის მი­ზან­ში სრო­ლა­სა და ხიშ­ტით ბრძო­ლას უფ­რო ნაკ­ლე­ბად ას­წავ­ლიდ­ნენ ვიდ­რე მარ­შ­ზე ზუს­ტი, გა­მო­ზო­მი­ლი ნა­ბი­ჯე­ბით სი­ა­რულ­სა და ზუსტ მა­ნევ­რებს. სუ­ვო­რო­ვის აზ­რით, ასე­თი არ­მია აღ­ლუ­მის­თ­ვის უფ­რო იყო გა­მო­სა­დე­გი, ვიდ­რე ბრძო­ლის­თ­ვის. ალექ­სან­დ­რე სუ­ვო­როვს არ მოს­წონ­და გერ­მა­ნუ­ლი წე­სე­ბი და რუ­სე­თის არ­მი­ის გარ­დაქ­მ­ნას ეწი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბო­და. მო­ხუც­მა ფელ­დ­მარ­შალ­მა მე­ფის გუ­ლის­წყ­რო­მა და­იმ­სა­ხუ­რა და ამის გა­მო სო­ფელ კონ­ჩან­ს­კო­ე­ში გა­და­ა­სახ­ლეს. გერ­მა­ნუ­ლი არ­მი­ის წე­სე­ბის შე­სა­ხებ მან გა­ნაცხა­და: "პუდ­რი თო­ფის წა­მა­ლი არ არის, კა­ვი - ზარ­ბა­ზა­ნი, და­ლა­ლი - ხან­ჯა­ლი".
რუ­სეთ­სა და მთლი­ა­ნად ევ­რო­პას მა­ლე დას­ჭირ­დათ ჭირ­ვე­უ­ლი მო­ხუ­ცის დახ­მა­რე­ბა, რო­მე­ლიც მიყ­რუ­ე­ბულ სო­ფელ კონ­ჩან­ს­კო­ე­ში ცხოვ­რობ­და.

ნი­კა ხო­ფე­რია
(და­სას­რუ­ლი შემ­დეგ ნო­მერ­ში)
ჟურნალი "ისტორიანი",#38
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები