ორდენი მედალი არ არის, ხოლო რაინდი - ტიტული! სამეფო ორდენები და სახელმწიფო ჯილდოები საქართველოში
ორდენი მედალი არ არის, ხოლო რაინდი - ტიტული! სამეფო ორდენები და სახელმწიფო ჯილდოები საქართველოში
ორდენებისა და რაინდობის თემა ბოლო დროს ბევრისთვის იუმორით ან სულაც ირონიით განხილვის საგანი გახდა.

უფლის ხელთუქმნელი კვართისა და საქართველოს არწივის ორდენის საქართველოს რექტორის, სიმონ კოპაძის აზრით, ამის მიზეზი ის არის, რომ ფალერისტიკის (ჯილდოთმცოდნეობა), ისევე როგორც ჰერალდიკის შესახებ, საბჭოთა პერიოდში და მის შემდგომ წლებშიც, ძალიან ცოტა იწერებოდა. საქართველოში პრაქტიკულად არ არსებობს ლიტერატურა ამ დისციპლინების შესახებ, რომელიც წარმოდგენას მაინც შეუქმნიდა დაინტერესებულ საზოგადოებას. მისი განმარტებით, ორდენი არ არის მხოლოდ ჯილდო
ან ლითონის ფირფიტა, ან ჯვარი... ხოლო რაინდი არ არის ტიტული.

ორ­დე­ნი, პირ­ველ ყოვ­ლი­სა, არის ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მელ­საც აქვს წეს­დე­ბა-სტა­ტუ­ტი, მმარ­თ­ვე­ლო­ბი­თი ვერ­ტი­კა­ლი - კა­პი­ტუ­ლი, აქვს სა­კუ­თა­რი სიმ­ბო­ლო­ე­ბი (ა­ნუ ის, რა­საც დღეს ორ­დენს უწო­დე­ბენ) და ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სა­კუ­თა­რი სა­მო­სიც.

ორ­დე­ნის წევ­რე­ბი არი­ან რა­ინ­დე­ბი, იგი­ვე კა­ვა­ლე­რე­ბი, რაც სხვა­დას­ხ­ვა ენა­ზე სხვა­დას­ხ­ვაგ­ვა­რად ჟღერს: che­va­li­er
(ფრანგ.), ca­bal­le­ro (ესპ.), ca­val­lo (ი­ტალ.); rit­ter (გერმ.), knight (ინგლ.). რა­ინ­დე­ბი სხვა­დას­ხ­ვა იერარ­ქი­ულ სა­ფე­ხურს იკა­ვე­ბენ. თით­ქ­მის ყვე­ლა ორ­დენს ხუ­თი ხა­რის­ხი აქვს. პირ­ვე­ლი ხა­რის­ხი რა­ინ­დია, იგი­ვე შე­ვა­ლიე, კა­ვა­ლე­რი, და სხვ.; მე­ო­რე ხა­რის­ხია რა­ინ­დი კო­მან­დო­რი; მე­სა­მე - რა­ინ­დი გრანდ კო­მან­დო­რი; შემ­დ­გომ მო­დის რა­ინ­დი გრანდ კრო­სი, ანუ დი­დი ჯვრის რა­ინ­დი და ბო­ლოს უმაღ­ლე­სი - გრანდ კო­ლიე, ანუ დი­დი ყელ­სა­ბა­მის რა­ინ­დი.

თუმ­ცა ჯობს, უფ­რო შო­რი­დან და­ვიწყოთ თხრო­ბა, რო­გორ და­ე­დო სა­თა­ვე ორ­დე­ნებს, რა ფორ­მით გა­ნაგ­რ­ძო არ­სე­ბო­ბა და რო­გორ მო­აღ­წია ამ ინ­ს­ტი­ტუტ­მა დღემ­დე.

სი­მონ კო­პა­ძე: - რა­ინ­დ­თა სა­სუ­ლი­ე­რო-მხედ­რულ ორ­დე­ნებს ჯვა­როს­ნუ­ლი ომე­ბის ეპო­ქა­ში ეკ­ლე­სი­ამ ჩა­უ­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი. პირ­ვე­ლე­ბი იყ­ვ­ნენ ჰოს­პი­ტა­ლი­ერ­თა, ანუ "წმ. იოანე იერუ­სა­ლი­მე­ლის ორ­დე­ნი" (1099 წ.) და ტამ­პ­ლი­ერ­თა ანუ "სო­ლო­მო­ნის ტაძ­რი­სა და ქრის­ტეს ღა­ტაკ რა­ინ­დ­თა ორ­დე­ნი" (1118 წ.), რო­მელ­თა სტა­ტუ­ტე­ბი თვით რო­მის პაპ­მა და­ამ­ტ­კი­ცა.

XIV სა­უ­კუ­ნი­დან ევ­რო­პა­ში იწყე­ბა სა­ე­რო-რა­ინ­დუ­ლი ორ­დე­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა. ასეთ ორ­დე­ნებს მო­ნარ­ქე­ბი აარ­სებ­დ­ნენ და სა­სუ­ლი­ე­რო რა­ინ­დ­თა ზე­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ორ­დე­ნე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, მათ უფ­რო ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ხა­სი­ა­თი ჰქონ­დათ.
საქართველოს გვირგვინის ორდენი
ყვე­ლა ორ­დენს ჰყავ­და თა­ვი­სი მფარ­ვე­ლი წმინ­და­ნი და გა­აჩ­ნ­და სტა­ტუ­ტი, რო­მე­ლიც არე­გუ­ლი­რებ­და რა­ინ­დ­თა მოწ­ვე­ვი­სა და სხვა წე­სებს. სა­ხელ­მ­წი­ფო და ორ­დე­ნის ად­მი­ნის­ტ­რა­ცია ერ­თი­ა­ნად იყო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და მო­ნარ­ქი ან მთა­ვა­რი იმავ­დ­რო­უ­ლად იყო ორ­დე­ნის გროს­მა­ის­ტე­რი - დი­დი მა­გის­ტ­რი. ორ­დე­ნის მიმ­დი­ნა­რე საქ­მე­თა ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბა ევა­ლე­ბო­და კან­ც­ლერს, რო­მე­ლიც გა­მორ­ჩე­ულ რა­ინ­დ­თა­გან კა­პი­ტულს აყა­ლი­ბებ­და. ორ­დენს ჰყავ­და ხა­ზი­ნა­და­რი, რო­მე­ლიც გა­ნა­გებ­და ორ­დე­ნის სიმ­ბო­ლი­კი­სა და სი­გელ-გუ­ჯარ­თა დამ­ზა­დე­ბას, ჰე­როლ­დი, რო­მე­ლიც კუ­რი­რებ­და სა­ზე­ი­მო ცე­რე­მო­ნი­ა­ლებს.

ის­ტო­რი­უ­ლად, ორ­დე­ნის სტრუქ­ტუ­რა ით­ვა­ლის­წი­ნებს ორ­დე­ნის და­ყო­ფას კლა­სე­ბად და ხა­რის­ხე­ბად. გა­მო­სარ­ჩე­ვია სა­მი ძი­რი­თა­დი კლა­სი: დი­დი ჯვრის, კო­მან­დო­რი­სა და რა­ინ­დის. ხა­რის­ხი უმე­ტეს­წი­ლად ხუ­თია: რა­ინ­დი, კო­მან­დო­რი, გრანდ კო­მან­დო­რი (დი­დი კო­მან­დო­რი), გრანდ კრო­სი (დი­დი ჯვა­რი) და გრანდ კო­ლიე (დი­დი ყელ­სა­ბა­მი); ხა­რის­ხე­ბის­თ­ვის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია ორ­დე­ნის ნიშ­ნე­ბის ფორ­მე­ბი და ზო­მე­ბი. ესე­ნია ორ­დე­ნის ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი, ორ­დე­ნის ლენ­ტი და ორ­დე­ნის სიმ­ბო­ლო. მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს ორ­დე­ნის ტა­რე­ბის წეს­საც და სა­მოს­ზე მი­სი გან­ლა­გე­ბის რი­გი­თო­ბას (თა­ნა­მიმ­დევ­რო­ბა, უმ­ც­როს-უფ­რო­სო­ბის მი­ხედ­ვით).

ორ­დე­ნის ამ სტრუქ­ტუ­რამ დღემ­დე მო­აღ­წია, იგი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია ევ­რო­პის რო­გორც მო­ნარ­ქის­ტულ, ისე რეს­პუბ­ლი­კურ ქვეყ­ნებ­ში.
XVIII-XIX სა­უ­კუ­ნე­ე­ბი­დან ორ­დე­ნე­ბის ორი კა­ტე­გო­რია ჩა­მო­ყა­ლიბ­და: სა­მე­ფო-სა­იმ­პე­რა­ტო­რო, ანუ დი­ნას­ტი­უ­რი და სა­ხელ­მ­წი­ფო. დი­ნას­ტი­ურ ორ­დენ­ში რა­ინ­დ­თა მოწ­ვე­ვას წყვეტ­დ­ნენ მხო­ლოდ თა­ვად სუ­ვე­რე­ნე­ბი, ხო­ლო სა­ხელ­მ­წი­ფო ორ­დე­ნე­ბით და­ჯილ­დო­ე­ბას ამ­ზა­დებ­დ­ნენ ორ­დე­ნის კა­პი­ტუ­ლე­ბი და წა­რუდ­გენ­დ­ნენ სუ­ვე­რენს, რო­მე­ლიც წარ­დ­გი­ნე­ბას ადას­ტუ­რებ­და.

XX სა­უ­კუ­ნის ორ­მა მსოფ­ლიო ომ­მა და სხვა­დას­ხ­ვა რე­ვო­ლუ­ცი­ამ არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში შეც­ვა­ლა მმარ­თ­ვე­ლო­ბის ფორ­მა. ბევ­რ­მა სა­მე­ფო თუ სა­იმ­პე­რა­ტო­რო დი­ნას­ტი­ამ მოქ­მე­დე­ბა დევ­ნი­ლო­ბა­ში გა­ნაგ­რ­ძო. შე­სა­ბა­მი­სად, მათ­მა დი­ნას­ტი­ურ­მა ორ­დე­ნებ­მა მე­ტი დატ­ვირ­თ­ვა შე­ი­ძი­ნეს. ისი­ნი გახ­დ­ნენ კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ძი­რი­თა­დი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი მოქ­მედ დი­ნას­ტი­ებ­სა და სხვა სა­ხელ­მ­წი­ფო­თა მე­თა­უ­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას.
უფლის ხელთუქმნელი კვართისა და საქართველოს არწივის ორდენი (Grand Colier)
ტრა­დი­ცი­ე­ბი­სად­მი ბოლ­შე­ვი­კე­ბის ან­ტა­გო­ნის­ტუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ორ­დე­ნო სის­ტე­მას გვერ­დი მა­თაც ვერ აუარეს. ბოლ­შე­ვი­კებ­მა შექ­მ­ნეს სა­კუ­თა­რი მა­ხინ­ჯი ფორ­მა, რო­მელ­მაც ძი­რი­თა­დი აქ­ცენ­ტი გა­და­ი­ტა­ნა ორ­დე­ნის ნი­შან­ზე და არა სტრუქ­ტუ­რა­სა და პრინ­ციპ­ზე. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თ­ვე­ლო გახ­და სწო­რედ ამ მა­ხინ­ჯი ფორ­მის პირ­და­პი­რი მემ­კ­ვიდ­რე, რა­მაც გა­ნა­პი­რო­ბა ირო­ნი­უ­ლი და გა­უ­გე­ბა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა დი­ნას­ტი­უ­რი სა­ორ­დე­ნო სის­ტე­მი­სად­მი. საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში და­ჯილ­დო­ე­ბას კუ­რი­რებ­და უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს პრე­ზი­დი­უ­მი, რო­მე­ლიც კომ­პარ­ტი­ის ცენ­ტ­რა­ლუ­რი კო­მი­ტე­ტი­სა და სა­მი­ნის­ტ­რო­თა წარ­დ­გი­ნე­ბით აჯილ­დო­ებ­და მო­ქა­ლა­ქე­ებს. სა­ხელ­მ­წი­ფო ჯილ­დო­თა გა­ცე­მის სის­ტე­მა­ში ეს ფორ­მა მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბით საქართველომაც მი­ი­ღო.

- რა დრო­ი­დან მო­დის ბაგ­რა­ტი­ონ­თა დი­ნას­ტი­უ­რი ორ­დე­ნე­ბი და რო­გორ და­ე­დო სა­თა­ვე სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ხელ­მ­წი­ფო ორ­დე­ნებს?
- ამ­ჟა­მინ­დე­ლი ტი­პის სა­ხელ­მ­წი­ფო ორ­დე­ნე­ბის ის­ტო­რია XX სა­უ­კუ­ნის პირ­ვე­ლი ნა­ხევ­რი­დან იწყე­ბა. თუმ­ცა ში­ნა­არ­სობ­რი­ვად თუ გან­ვი­ხი­ლავთ, რო­გორც მხედ­რულ საძ­მოს, მა­შინ თა­მა­მად შეგ­ვიძ­ლია ორ­დე­ნე­ბად მი­ვიჩ­ნი­ოთ იმე­რე­თის მე­ფე სო­ლო­მონ I-ის მი­ერ შექ­მ­ნი­ლი "ფი­ცის კა­ცე­ბის" მხედ­რო­ბაც და 300 არაგ­ვე­ლიც. ცალ­კე თე­მაა ფუს­ტ­თა მხედ­რო­ბა (ქარ­თუ­ლი სამ­ხედ­რო-სა­ეკ­ლე­სიო რა­ინ­დ­თა ორ­დე­ნი). ტი­პო­ლო­გი­უ­რად ის სრუ­ლად შე­ე­სა­ბა­მე­ბა სა­სუ­ლი­ე­რო რა­ინ­დ­თა ორ­დენს. მი­სი მი­ზა­ნი იყო სა­ეკ­ლე­სიო სა­გან­ძუ­რი­სა და სიწ­მინ­დე­ე­ბის დაც­ვა, რაც პი­რუთ­ვ­ნე­ლად შე­ას­რუ­ლეს 1819-1821 წელს ე.წ. "სა­ეკ­ლე­სიო ამ­ბო­ხე­ბის" დრო­საც, რო­ცა რუ­სე­თის ეგ­ზარ­ქო­სებ­მა და­იწყეს სიწ­მინ­დე­ე­ბის გა­ტა­ნა ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სი­ე­ბი­დან. ამ მოვ­ლე­ნას შე­ე­წი­რა 2000 ფუს­ტი რა­ინ­დი, სწო­რედ მა­თი თავ­და­დე­ბის შე­დე­გია იმ უნი­კა­ლუ­რი სა­გან­ძუ­რის არ­სე­ბო­ბა, რო­მე­ლიც ჩვენს ოქ­როს ფონ­დ­შია და­ცუ­ლი.

პირ­ვე­ლი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც სა­ხელ­მ­წი­ფო დი­ნას­ტი­უ­რი ორ­დე­ნე­ბის და­არ­სე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და, იოანე ბა­ტო­ნიშ­ვილს ეკუთ­ვ­ნის. თუმ­ცა ეს ვერ მო­ხერ­ხ­და რუ­სე­თის მი­ერ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ანექ­სი­ის გა­მო. მას შემ­დეგ სა­უ­კუ­ნე­ზე მე­ტი გა­ვი­და, რო­ცა 1915 წელს გერ­მა­ნი­ა­ში და­არ­სე­ბულ­მა "სა­ქარ­თ­ვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის კო­მი­ტეტ­მა", გერ­მა­ნი­ის სარ­დ­ლო­ბას­თან ერ­თად ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნი", რო­მე­ლიც და­კომ­პ­ლექ­ტ­და ქარ­თ­ვე­ლი ტყვე­ე­ბის­გან და იმ­ჟა­მად თურ­ქე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მცხოვ­რე­ბი მუს­ლი­მა­ნი ქარ­თ­ვე­ლე­ბის­გან. სამ­ხედ­რო შე­ნა­ერ­თი იმა­ვე წელს ჩა­ერ­თო რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მ­დეგ ბრძო­ლა­ში, გერ­მა­ნი­ის მხა­რეს მებ­რ­ძო­ლი თურ­ქე­თის პო­ზი­ცი­ე­ბი­დან. ბრძო­ლებ­ში გა­მო­ჩე­ნი­ლი მხედ­რუ­ლი მა­მა­ცო­ბის წა­ხა­ლი­სე­ბის­თ­ვის, "და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის კო­მი­ტეტ­მა" და­ა­ფუძ­ნა "თა­მარ მე­ფის ორ­დე­ნი", რო­მელ­მაც 1918 წელს უკ­ვე სა­ხელ­მ­წი­ფო ჯილ­დოს სტა­ტუ­სი მი­ი­ღო. სწო­რედ ეს ორ­დე­ნი უნ­და მი­ვიჩ­ნი­ოთ პირ­ველ ქარ­თულ მხედ­რულ ჯილ­დოდ, და რა­ო­დენ სამ­წუ­ხა­როა, რომ მა­ვან­თა უვი­ცო­ბის გა­მო ეს ორ­დე­ნი ბო­ლო წლებ­ში შე­მო­ღე­ბუ­ლია, რო­გორც ქალ­თა ორ­დე­ნი, რაც სრუ­ლი­ად სხვა რა­მეს ნიშ­ნავს... ამას­თან, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ წმინ­და თა­მარ მე­ფის ორ­დე­ნი აღ­დ­გა 1942 წელს, ირაკ­ლი ბა­ტო­ნიშ­ვი­ლის პატ­რო­ნა­ჟით.

ბაგ­რა­ტი­ონ­თა დი­ნას­ტი­უ­რი სა­მე­ფო ორ­დე­ნის შე­მო­ღე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ბა­ტო­ნიშ­ვილ ირაკ­ლი ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რან­თ­ბა­ტო­ნის სა­ხელ­თან. მან 1939 წელს, პირ­ველ­მა დიდ­მა მა­გის­ტ­რ­მა, ევ­რო­პის სა­მე­ფო სახ­ლე­ბის ტრა­დი­ცი­ა­თა შე­სა­ბა­მი­სად, გა­მოს­ცა ორ­დე­ნის კონ­ს­ტი­ტუ­ცია-სტა­ტუ­ტი. ორ­დე­ნის ხუ­თი­ვე ხა­რის­ხი გა­ნი­საზღ­ვ­რა სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა და სა­მე­ფო ოჯა­ხი­სად­მი გა­წე­უ­ლი სამ­სა­ხუ­რის­თ­ვის, მად­ლი­ე­რე­ბი­სა და კე­თილ­გან­წყო­ბის გა­მო­ხატ­ვის ნიშ­ნად. ამით უნ­და და­ფა­სე­ბუ­ლი­ყო იმ პირ­თა დამ­სა­ხუ­რე­ბა და ღვაწ­ლი, რომ­ლებ­მაც დახ­მა­რე­ბის ხე­ლი გა­უ­წი­ეს ემიგ­რა­ცი­ა­ში მყოფ სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­მე­ფო ოჯახს.
უფლის ხელთუქმნელი კვართისა და საქართველოს არწივის ორდენი (Grand Cross)
"უფ­ლის ხელ­თუქ­მ­ნე­ლი კვარ­თის", ბაგ­რა­ტი­ონ­თა სა­მე­ფო ორ­დე­ნის შე­მო­ღე­ბით, ირაკ­ლი ბა­ტო­ნიშ­ვილ­მა გან­სა­კუთ­რე­ბით გა­უს­ვა ხა­ზი იმ გა­რე­მო­ე­ბას, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო და მი­სი სა­მე­ფო სახ­ლი პატ­რო­ნია ქრის­ტი­ა­ნო­ბის ერთ-ერ­თი უპირ­ვე­ლე­სი სიწ­მინ­დი­სა - "კვარ­თი­სა უფ­ლი­სა ჩვე­ნი­სა იესო ქრის­ტე­სი".

სწო­რედ ამ ორ­დე­ნის და­არ­სე­ბის შემ­დ­გომ შე­იტყ­ვეს ევ­რო­პის სა­მე­ფო დი­ნას­ტი­ებ­მა და არის­ტოკ­რა­ტი­ამ სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა და მი­სი სა­მე­ფო დი­ნას­ტი­ის ის­ტო­რი­ის შე­სა­ხებ. ამ ორ­დენ­ში მოწ­ვე­უ­ლი იყ­ვ­ნენ იმ­ჟა­მინ­დე­ლი მო­ნარ­ქე­ბი და სა­მე­ფო და სა­იმ­პე­რა­ტო­რო სახ­ლე­ბის მე­თა­უ­რე­ბი, უმაღ­ლე­სი მხედ­რო­ბი­სა და ევ­რო­პის არის­ტოკ­რა­ტი­უ­ლი სახ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. მათ შო­რის არი­ან დღემ­დე არ­სე­ბულ მო­ნარ­ქის­ტულ სა­ხელ­მ­წი­ფო­თა დი­ნას­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. ჩა­მო­ყა­ლიბ­და ორ­დე­ნის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბე­ბი სხვა­დას­ხ­ვა ქვე­ყა­ნა­ში; დღეს ორ­დენს აქვს სა­კუ­თა­რი რექ­ტო­რა­ტი 70-მდე ქვე­ყა­ნა­ში,
ორ­დე­ნის დი­დი ყელ­სა­ბა­მის რა­ინ­დე­ბი არი­ან: იტა­ლი­ის მე­ფე უმ­ბერ­ტო II; ალ­ბა­ნე­თის მე­ფე ლუ­კა I; ბულ­გა­რე­თის მე­ფე ბო­რის III; რუ­ან­დის მე­ფე კი­გე­ლი V; პორ­ტუ­გა­ლი­ის ინ­ფან­ტი მი­გელ დე ბრა­გან­ცა; მონ­ტე­ნეგ­როს კრონ-პრინ­ცი ნი­კო­ლას ნე­გო­ში; სერ­ბე­თის კრონ-პრინ­ცი ალექ­სან­დ­რე კა­რა­გე­ორ­გე­ვი­ჩი; რუ­მი­ნე­თის პრინ­ცი ნი­კო­ლა­სი; ან­ჟუ­სა და სე­გო­ი­ას ჰერ­ცო­გი ჰა­ი­მე დე ბურ­ბო­ნი; ტოს­კა­ნის პრინ­ცი ან­დ­რეს სალ­ვა­დორ დე ჰაბ­ს­ბურგ-ლო­რე­ნა და მრა­ვა­ლი სხვა.

უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია და შთამ­ბეჭ­და­ვი სა­სუ­ლი­ე­რო პირ­თა შე­მად­გენ­ლო­ბა: მსოფ­ლიო პატ­რი­არ­ქი ბარ­თ­ლო­მე­უს I, სერ­ბე­თის პატ­რი­არ­ქი ირე­ნი­ო­სი, იერუ­სა­ლი­მის პატ­რი­არ­ქი თე­უ­ფი­ლუს-III და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი ილია-II.

- რა პრინ­ცი­პებს უნ­და აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ორ­დენს იღებს?
- დი­ნას­ტი­უ­რი ორ­დე­ნით და­ჯილ­დო­ე­ბა არ ხდე­ბა. მი­სი სწო­რი ფორ­მაა მოწ­ვე­ვა, შე­სა­ბა­მი­სი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გა­წე­ვის შემ­დეგ ორ­დენ­ში იწ­ვე­ვენ პირს, ვინც ერ­თ­გუ­ლია მო­ნარ­ქი­ის იდე­ი­სა და მზად არის, ერ­თ­გუ­ლად ემ­სა­ხუ­როს სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ხელ­მ­წი­ფო­სა და ბაგ­რა­ტი­ონ­თა დი­ნას­ტი­ის კა­ნო­ნი­ერ ინ­ტე­რე­სებს.

- ბა­ტო­ნო სი­მონ, რა­ინ­დო­ბა­ზეც გკით­ხავთ. ეს ტი­ტუ­ლია?
- რაც შე­ე­ხე­ბა რა­ინ­დო­ბა­სა და პო­ლე­მი­კას თე­მა­ზე, იყ­ვ­ნენ თუ არა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში რა­ინ­დე­ბი, მინ­და გითხ­რათ, რომ ნე­ბის­მი­ე­რი ორ­დე­ნის წევ­რი, უფ­რო გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი ფორ­მით რომ ვთქვა, ორ­დე­ნის კა­ვა­ლე­რი - პირ­და­პი­რი თარ­გ­მა­ნით არის ორ­დე­ნის რა­ინ­დი. რა­ინ­დი, ანუ მხე­და­რი იგი­ვეა, რაც აზ­ნა­უ­რი;
ქარ­თ­ვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა მარ­ტი­ვად იყო მოწყო­ბი­ლი, - იყ­ვ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ღვრიდ­ნენ სისხლს - აზ­ნა­უ­რე­ბი და იყ­ვ­ნენ ისი­ნი, რომ­ლე­ბიც ღვრიდ­ნენ ოფლს - გლე­ხე­ბი. ერ­თ­ნი იცავ­დ­ნენ იმათ, ვინც ღვრი­და ოფლს და ეს უკა­ნას­კ­ნელ­ნი მათ გა­მოკ­ვე­ბა­ზე ზრუ­ნავ­დ­ნენ... თა­ვა­დე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა იყო, ეზ­რუ­ნათ მათ მმარ­თ­ვე­ლო­ბა­ში მყო­ფი მა­მუ­ლე­ბი­დან ლაშ­ქ­რის გა­მოყ­ვა­ნა­ზე. ყვე­ლა­ფე­რი სის­ხ­ლის ფა­სად იყო დად­გე­ნი­ლი. მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის ორი ტი­პი არ­სე­ბობ­და: კომ­ლ­ზე კა­ცი - სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რი და ქუდ­ზე კა­ცი - სა­ყო­ველ­თაო მო­ბი­ლი­ზა­ცია, ანუ სა­ჭი­რო იყო კომ­ლი­დან რამ­დე­ნი­მე კა­ცის გა­მოყ­ვა­ნა, ვი­საც კი ხელ­ში იარა­ღის და­ჭე­რა შე­ეძ­ლო... თა­ნა­მედ­რო­ვე ფორ­მუ­ლი­რე­ბით, აზ­ნა­უ­რი არის ოფი­ცე­რი, მა­თი უმ­თავ­რე­სი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა იყო მა­მუ­ლის­თ­ვის სის­ხ­ლის გა­ღე­ბა, პრი­ვი­ლე­გია კი - ხმლი­სა და დე­ზე­ბის ტა­რე­ბა.
წმ. მეფე თამარის ორდენი
- სა­ეკ­ლე­სიო აზ­ნა­უ­რი რას ნიშ­ნავ­და?
- ისი­ნი ეკ­ლე­სი­ის კუთ­ვ­ნილ მი­წებ­ზე ცხოვ­რობ­დ­ნენ და მა­თი მო­ბი­ლი­ზე­ბა ეკ­ლე­სი­ის წი­ნამ­ძღოლს, ანუ შე­სა­ბა­მი­სი ეპარ­ქი­ის ეპის­კო­პოსს ევა­ლე­ბო­და. სა­ეკ­ლე­სიო აზ­ნა­უ­რე­ბი დეზს მხო­ლოდ ცალ ფეხ­ზე ატა­რებ­დ­ნენ.

- წმინ­და თა­მარ მე­ფის ორ­დე­ნის შე­სა­ხებ რას და­ა­მა­ტებ­დით?
- 1942 წელს ბერ­ლინ­ში ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ემიგ­რა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი შე­იკ­რიბ­ნენ და ქარ­თ­ველ ტრა­დი­ცი­ო­ნა­ლის­ტ­თა კავ­ში­რი და­ა­არ­სეს. იგი მიზ­ნად ისა­ხავ­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბას კო­მუ­ნის­ტუ­რი რე­ჟი­მის­გან და მმარ­თ­ვე­ლო­ბის ფორ­მად კონ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რ მო­ნარ­ქი­ას ირ­ჩევ­დ­ნენ. ტრა­დი­ცი­ო­ნა­ლის­ტ­თა შო­რის იყ­ვ­ნენ ის პი­რე­ბი, ვინც სა­თა­ვე­ში ედ­გ­ნენ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის კო­მი­ტეტს, თა­მარ მე­ფის ორ­დე­ნის დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი და პირ­ვე­ლი რა­ინ­დე­ბი. მათ შო­რის გრა­ფი ვერ­ნერ ფონ შუ­ლენ­ბურ­გი. სწო­რედ მა­თი თხოვ­ნით აღ­დ­გა წმინ­და თა­მარ მე­ფის ორ­დე­ნი ირაკ­ლი ბა­ტო­ნიშ­ვი­ლის პატ­რო­ნა­ჟის ქვეშ.

ლა­ლი პა­პას­კი­რი
ჟურნალი "ისტორიანი",#38


დავით
09 ივლისი 2018 14:10
რამდენი გვიჭირს თურმე!!!!!!!!!!!

ვაი საცოდავო საქართველო ასეთი ჩლუნგები, რომ არსებობენ!!

ხელმისაწვდომია თუ არა თქვენთვის დასვენება საზღვარგარეთის კუროტებზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ხელმისაწვდომია თუ არა თქვენთვის დასვენება საზღვარგარეთის კუროტებზე?
დღის კითხვადი სტატიები